შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი? ( V თავი )


11-03-2019, 04:40
ავტორი shany shany
ნანახია 1 262

2 თვის შემდეგ
ეს ზაფხული განსაკუთრებულად გაიწელა. გამოცდები, შემდეგ ქულების გაგება და ბოლოდ კი სანატრელი ამბავი რომელიც გაუწყებდა სად და რა ფაკულტეტზე აგრძელებდი სწავლას. ანნას შემთხვევაში ყველაფერი კარგად მიდიოდა. სამ დღეში იწყებდა ერთ-ერთი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლას. ამ დროის განმავლობაში თითქმის სანდროს ეკონტაქტებოდა მხოლოდ. გულშემატკივრობდნენ ერთმანეთს და ყველა ახალ ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებდნენ. სანდრო იურიდიულზე მოეწყო და ოცნებაც აიხდინა. უხაროდათ ერთმანეთის ამბავი. ახალი ცხოვრება, ახალი გამოწვევები, ახალი ხალხი... იმდენი ახალი რამ იყო, რომ ჯერ გააზრებაც უჭირათ. სიახლეები კი ხშირად ჩვენთვის ძალიან კარგია.
ბერიძის დაბადების დღეც ახლოვდებოდა. ბიჭი სრულწლოვანი ხდებოდა. არ იცოდა რას აპირებდა სანდრო, მაგრამ უკვე არჩევდა ბიჭისთვის საჩუქარს. როგორც ეგონა მარტივი არ ღმონდა და ორი დღე მოუწია მაღაზიებში სიარული. გახარება უნდოდა ერთადერთი მეგობრის, ბოლოსდაბოლოს სრულწლოვანი ხდებოდა ბიჭი, გაიზარდა, აღარაა ისეთი პატარა როგორიც მეშვიდეკლაში ახსოვდა. ერთი წლის განმავლობაშიც ტანი აიყარა და აქამდე ანნას სიმაღლე თუ იყო, ახლა ზემოდან გადმოყურებდა. აღარც ისეთი სუსტი იყო. ნელ ნელა ეტყობოდა თინეიჯერობის ასაკს რომ გადააბიჯებდა. დიდი ფიქრის შემდეგ არჩევანი ცეფზე და ჯვარზე გააჩერა. მორწმუნე იყო და წესით უნდა მოსწონებოდა. საღამო ხანი იყო მის ტელეფონზე უცნობმა ნომერმა რომ დარეკა
⁃ გამარობა გაბრიელი ვარ. სანდროს მეგობარი.
⁃ დიახ გისმენთ- ოფიციალურობა არჩია რატომღაც.
⁃ ზეგ სანდროს აქვს დაბადების დღე
⁃ დიახ ვიცი
⁃ ხოდა "კაროჩეე" კუსტბაზე ბარია ერთი და იქ მინდა რამე სურპრიზი გავუკეთო და შენ დამეხმარები- მომთხოვნი ტონი ჰქონდა ბიჭს. ანნას არ ესიამოვნა მისი ნათქვამი. რათქმაუნდა უნდოდა სანდროს გახარება მაგრაამ გაბრიელს რატომ უნდა დახმარებოდა. ან რაში სჭირდებოდა. ისედაც მშენივრად მოაგვარებდა ყველაერს. აშკარად გეგმა უკვე ჰქონდა
⁃ არ ვიცი მეცლება თუ არა
⁃ რას ქვია არ იცი. შენი მეგობრის დაბადებისდღეა.
⁃ არ მეცლება თქვენს დასახმარებლად- უნებურად გაუმკაცრდა ხმა.
⁃ ქალბატონო გულთამპყრობელო, შეგიძლია გამოყო ერთი საათი მეგობრისთვის?- ნერვები ეშლებოდა უკვე.ისიც კი არ უთქვამს რა ევალება და უკვე უარი "აჯახა". ესეც შენი სანდროს ნაქები გოგო
⁃ ჩემი მეგობრისთვის შემიძლია. თქვენთვის არა
⁃ ჩემთვის არც გთხვ თუ აქამდე ვერ მიხდი. მარა რა მიკვირს გაიზდები და ისწავლი- სიცილი ვერ შეიკავა გაბრიელმა. მოსწონდა ანნა ამას ვეღარ უმალავდა საკუთარ თავს უკვე.ამ თვეების მანძილზე არცერთხელ არ უნახავს, მაგამ ყოველ დღე ფიქრებით მასთან იყო.
⁃ როგორც ჩანს არც თქვენ ყოფილხართ საკმარისად დიდი იმისთვის რომ თხვნა და მოთხოვნა ერთმანეთისგამ გაარჩიო
⁃ ააა აი თურმე რაშია საქმე, ჩემი თხოვნის ფორმა არ მოგეწონა. თუ მეტყვი დავხვეწ- წამში გააქტიურა მისი მოფლირტავე მხარე. ანნამაც დაიჭირა მის ტემბრში მიმალული სექსუალობა და სასიამოვმოდ გაიღიმა
⁃ უფრო მოთხოვნის ფორმა
⁃ მე მაპატიე. თავიდან ვცდი. ანნუშკი შეგიძლია თქვენს კლასსლებს შეატყობინო რომ ზეგ დაპატიჟებულები არიან სანდრიკოს დაბადების დღეზე?
⁃ ამდენ ლაპარაკს შეგეძლო ყველასთვის შენ დაგერეკა. დროში მოიგებდი- გადაავიწყდა თქვენბითი ფორმა. მოსწონდა მასთან ლაპარაკი. ვერ უგუნებწლყოფდა გულის აჩქარებას, რომელის დარტყმებს გაძლიერებულად გრძნბდა მკერდის შიგნიდან
⁃ შენი ბრალია! შენ გამიგრძელე ლაპარაკი. ფლირტი კარგად გეხერხება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.- თავადაც არ იცის რატომ უთხრა ეს სიტყვები. ვერ დაივიწყა ექსკურსიის ამბები. რაც მის თვალთახედვას არ გამოპარვია. თითქოს ასე უნდოდა გაებრაზებინა. შემდეგ მიხვდა რომ ძალიან ბავშურად გამოუვიდა. თუმცა უკვე გვიანი იყო. ანნას წამში გაუფუჭდა ხასიათი. ეწყინა ეს ცილისწამება. სიმართლე ხომ სულ სხვაა. არასდროს გაუბავს ფლირტი ბიჭთან. ახლაც კიი. სხვისი თვალით არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ გაბრიჭიძე ნამდვილად არ ფლირტაობდა. რასაც გაბრიელზე ვერ ვიტუვი.
⁃ დავურეკავ კლასელებს- მხოლოდ ეს თქვა და გათიშვა დააპირა კიდევ რომ გაიგო ლიპარტელოანის ხმა
⁃ ხოო ხო არცერთი არ გამოგრჩეს- ცინიზმი გადოიფრქვა მობილურის ყუმილიდან და ზუმერის ხმაც დაერთო.
რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? სტკიოდა მისი ყველა დამცინავი სიტყბა. ნუთუ რამე სჭირს ისეთი რასაც თავად ვერ ხვდებოდა? პირველად ხომ არ იყო მსგავს სიტუაციაში მაგრამ ახლა იმაზე მეტად მოქმედებდა ეს ყვლაფერი ვიდრე აქამდე. ცოტახანში ბარის მისამართი და დრო მოწერა გაბრიელმა. თითქოს ახლა გაახსენდა რაზე დაურეკა. ზოგს დაურეკა, ზოგს წერილი გაუგზავნა ვისი ნომერიც არ ქონდა სხვას ათხოვა რომ გაეგებინებინათ და საქმის კურსში ჩაეყენწბინათ ყველა.
13 სექტემბერიც დადგა და დილიდან დაიწყო გამზადება. საშინლად უნდოდა კარგი ეფექტი მოეხდინა ყველაზე. იცოდა უამრავი ხალხი იქნებოდა იქ, პლიუს კლასელებიც. ბოლოს გადაწყბიტა, რადგან ბარში მიდიოდა და არა რესტორანში შარვალი და კლასიკური ცოსფერი პერანგი ჩაეცვა. თვალის ფერი გამოიკვეთა შავი ფანქრით და ტუჩხე უფერული ბლესკიც არ დავიწყებია. ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა გაბრიელისგან რომელიც ბარში დროზე ადრე მისვლას სთხოვდა დახმარებისთვის. შემოსაცმლი უცბათ აიღო, დედას დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა.
იქ მისულს გაბრიელი დახვდა ნატანჯი სახით. მის დანახვაზე გაეცინა და თავისთვის ჩაიქირქილა " ასეც მოგიხდება"
⁃ სულ დამავიწყდა დაბადების დღის დეკორაციებიც რომ საჭირო იყო. არ ვიცი ასეთი რაღაცეები. მოვიტანე მაგრამ ვერ ვკიდებ რა "ჩხლართებია " რა უბედურებაა რააა
⁃ მერე გეკითხა და დაგაკვალიანებდა ვინმე
⁃ უბრალოდ არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა
⁃ სანდრო როგორ უნდა მოიტყუო აქ?
⁃ კი არ მოვიტყიებ თავად მოვა. უყვარს ეს ადგილი და თავის ჭკვაში ორი კათხა ლუდით აღნიშნავენ აქ, ის და მისი საუკთესო ძმაკაცი- სიცილით განუმარტა ყველაფერი.
⁃ კარგი იდეააა
⁃ ვიცი დამიჯერე. - ამის მერე ხმა აღარ გაუციათ ერანეთისთვის. დეკორაციები დაკიდეს. მიმტანი გოგონა და ბარმენიც აქტიურად ეხმარებოდნენ. ანნას ფაქტობრივად არაფრის კეთება არ მოუწია. მხოლოდ დეკორებს სათანადო ადგილებს უძებნიდა და ბრძანებებს გასცემდა. გაბრიელი და სხვა დანარჩემებიც ემორჩილებოდნენ. ნელ-ნელა სტუმრებიც მოვიდნენ. ბარი გაივსო ხალხით. ბევრი ნაცნობი (კლასის სახით) და ბებრიც იცნობი ადიანი იყო ანნასთვის. გასვიანსაც მოკრა თვალი ერთი ორჯერ. ცოტახანში სანდრომაც გაბრიელს დაურეკა
⁃ გაბი დღეს ჩვენს ბარში არ ავღნიშნოთ ჩემი გასრულწლოვანება?
⁃ ბარში კი არა ქალებში აღნიშნეე ქალებში
⁃ ოჰ ეგეც მოესწრება. ცოტა ლუდი დავლიოთ და მალე დავიშალოთ. მეც არ მაქვს ბევრის თავი- მოწყენილი ჩანდა აშკარად
⁃ არაა პრობლემა იქ მივალ ბარემ ნახევარ საათში და შენც იქ მოდი. ისე მშვიდობა გაქვს? - ვერ გაუძლო რომ არ ეკითხა.
⁃ კი კი მერე მოგიყვები
⁃ თქვი!
⁃ ღლაპი გასვიანის თემაა
⁃ გიგაა??- გული შეუტოკდა უეცრად რატომღაც
⁃ რა გიგა ბიჭო. ელენე! წეღან შემხვდა შემთხვევით. ისე ჩამიარა თითქოს არ მიცნობდა- შვება! აი რა იგრძნო ლიპარტელიანმა. წამში ათასი რამ გაიფიქრა
⁃ და შენც უცბათ გაქაჯდი
⁃ ოო მასეც ვერ ვიტყვი. გნახავ და მოგიყვები რაა
⁃ კაი მალე მივალ მე
⁃ ხო მეც ცოტახანში იქ ვარ.
ყველას აცნობა რომ იუბილარი მალე შეუერთდებოდა მათ. ანნა თავისთვის იჯდა ბართან. ნერვებს ვერ იწყნარებდა. მხოლოდ ამ საღამოს მთავარი გმირის ნახვა უნდოდა საშინლად. მაგრამ ამჯერადაც ვერაფერს მოუყვებოდა მას. მისი ბავშობის მეგობარი იყო და ვერ ეტყოდა იმ ემოციებზე რაც ახლა ჰქონდა გაბრიელის მიზეზით. უცბათ რაღაც ცისფერი სითხე დაუდგა ბარმენმა წინ. რომელსაც ნიკო ერქვა. კითქვის ნიშნით ახედა
⁃ გემრიელია ცოტა დაგეხმარება განტვირთვაში და არ დაგათრობს დამიჯერე
⁃ რა არის?
⁃ გასინჯე და ნახავ არ ინანებ.
⁃ კაი გენდობი და თუ რამე მომივა ეგრევე შენ დაგაბალებ- გულწრფელად გაუღიმა ბიჭს
⁃ მე არ მაქვს პრობლემა დამაბრალე
⁃ მართლა ძალიან გემრიელია- გასინჯბის შემდეგ ანთებული თვალებით ახედა ბარმენს
⁃ აი წამში იმოქმედა. მოყავხარ ხასიათზეე
⁃ ხომ...ახლა მართლა არ მაწყენდა ხასიათზე მოსვლა.- სასიამოვნო იყო ნიკოსთან საუბარი. გაამხიარულა და ცოტახნით დაავიწყა გაბრიელის უკმეხი ყველა პასუხი. ოო აი ლიპატელიანი კი შორიდან აკვირდებოდა მომღიმარ გოგოს და ვერ ხვდებოდა რას გრძნობა. მომღიმარი საშინლად ლამაზი იყო. თვალები სხვანაირად უბრჭყვიალდება ხოლმე. ლოყებზეც ღრმულები ისეთი მიმზიდველი იყო რომ უჭირდა თავის გაკონტროლება. პირველად მაშინ გაიფიქრა მის კოცნაზე. მისი ტუჩების გემოს გაგება სჭირდებოდა. ის კი ნიკოსთან ლაპარაკში გართული იყო. ბრაზისგან იბერებოდა ნელნელა. ტელეფონის ხმამ მოიყვანა გონს. სანდრო წერდა " ორ წუთში მოვალ. სად ხარ?"
⁃ "ბარში შემოვედი. გელოდები"
-მოემზადეთ ორ წუთში სანდრო მოვა. ხმამაღლა დაიყვირა და ძლივს ანნას ყურადღებაც მიიპყრო.
სანდროს შემოსვლა და მისი ერადგილას მიყინვაც ერთი იყო. მისი ახლობლებით სავსე ბარის ნახას ნამდვილად არ ელოდა. შემდეგ უცბათ რაღაც გაისროლეს და ფერადი ქაღალდებიც დაეყარა მთელ ტანზე. გაოცება ბედნიერ სიცილში გადაეზარდა და პირველი გაბრის ჩაეხუტა. შემდეგ იყო უამრავი კოცნს და მილოცვა. არ ელოდა დღის ამგვარ განვითარებას. ბოლოს ანნა გადაეხბია და მიულოცა. სხვებთან შედატებით მას მთელი ძალით მოხვია მკავები და თავზე აკოცა- ეს ნამდვილად სჭიდებოდა გაბრიჭიძეს. გვერდში დგომას გრძნბდა ამ დროს და იმედით ევსებოდა გული ყოველთვის.
საღამო კარგად წარიმართა. ანნაც გამხიარულდა. ან სანდროსთან იყო ან ბარმენს ელპარსკებოდა. რამდენიმე კლასელიც ზედაპირულად მოიკითხა,დროც მალე და სასიამნოდ გავიდა.გაბრიელი სიფხიზლეს ინარჩუნებდა. ცდილობდა ყველაფერი კარგად ჩამთავრებულიყო. ანნა კი უკვე მერამდენე ჭიქა კოქტეილს სვავდა ვეღარ ითვლიდა. ნიკოსთან საუბარში გართული აღარაფერს აქცევდა ყურადღებას. ბოლოს ისიც მივიდა ბართან და რამე ძლიერის დასხმა სთხოვა ბარმენს.
⁃ ფლირტი არ გეშლება პატარა ქალბატონო
⁃ უკაცრავად მე მითხარით რამე?
⁃ კი და იცი რაც გითხარი
⁃ მე კი მგონია თქვენ არ იცით რა მითხარით
⁃ ამ თქვენობით ფორმას არ შეეშვები?
⁃ მშობლებმა მასწალეს უფროსებს თქვენობით ელაპარაკეო
⁃ და ნიკოც უფროსია სხვათაშორის
⁃ უფ ნიკოსთან ეგ ეტაპი გავიარეთ. - საიდანღაც მოსულ სითამამეს ებღაუჭებოდა ანნა და ცდილობდა არსად გაეშვა.
⁃ ეგ ეტაპი??
⁃ დიახ!
⁃ ახლა მხოლოდ ნასვამი პატატა ბავშვი ხარ. ვისაც ვეღარ გაუგია ვის უნდა ეპრანჭოს და ვის არს
⁃ და ვის ვეპრანჭბი? ან ვის უნდა ვეპრანჭებოდე და არ ვეპანჭები?
⁃ ძალიან მოგწონს ბიჭები შენზე ჭკუას რომ კარგავენ. პატარა ნავშვი ხარ ვისაც ვერ გაუგია რა უნდა. ერთი ბიჭი ამოირჩიე გირჩევ. ბევრს ნუ ეპოტინები ერთდროილად.- მთელი საღამოს გაბრაზება ახლა ამოანთხია ( და ვინ იცის იქნებ მხოლოდ ამ საღამოსი არა) ვერ გააკონტტოლა თავი. გიჟდებოდა მისი სიცილის მიზეზი სხვა რომ ხდებოდა. ანნამ თავი ვეღარ შეიკავა თვალები ჩაუწითლდა, ცრემლები მოადგა, გრძნობდა ხმის ამოღება და ხმამაღლა ატირება ერთი იქნებოდა. სწრაფად გასცილდა იქაურობას. ლიპარტელიანი კი იდგა ერთ ადგილას და საკუთარ თავს წყევლიდა. მისი თვალები ისეთი ლამაზი იყო. ჩაწითლებულზე მწვანე გაუხდა თვალები. თითქოს ახლა გაანალიზა რა მომნუსხველად ლამაზი იყო. გულმუცელი აემღვრა. გრძნინდა ფეხზე ვეღარ იდგებოდა დიდხან. ანნას განვლილ გზას გააყოლა თვალი. აღარ ჩანდა გოგონა. მხოლოდ სანდროს მოკრა თვალი. გარშემო მიმოიხედა, თითქოს საყრდენის პოვნას ცდილობდა. სწორედ მაშინ გადააწყდა გასვიანის სახეს. ყბებდაჭიმული რომ უყურებდა და სასმლის ჭიქა მაგრად ჩაებღუჯა ხელში. შემდეგ ისიც გასასვლელისკენ წავიდა არეული ნაბიჯით. თითქოს ტანს ძალით მიათრევდა. ფეხების დამორჩილება იჭირდა. გარეთ გასულმა თავი ვეღარ შეიმაგრა და კიბეებზე ჩამოჯდა. თავი მოაჯირს მიაყრდნო წონასწორობის შესანარჩუნებლად. უნდოდა გაბრიელის ცემა. ყველა იმ სიტყვისთვის რაც მან ანნას უთხრა. მაგრამ თითქოს ესმოდა მისი.საკუთარი თავი დაინახა სხვის თავში. გაბრაზება და ეჭვიანობა გონებას უკარგავდა. რაცარუმდა სასაცილოდ ჟღერდეს სანდრო ეიმედებოდა ახლა. იცოდა მასთან იქნებოდა და დააწყნარებდა . როგორც ყოველთვის. ალბათ შემდეგ დაბუნდებოდა და როგორც მას ერთი ორს მოადებდა ყბაში გაბრიელს. კარგად ახსივდა რამდენჯერ ქონია ასეთი შემთხვევა. ყოველთვის როცა გიგა ანნას წყობიდან გამოყვანას ახერხებდა. სახლში აცილებდა შემდეგ ბრუნდებოდა და გიგას აკითხავდა. ბანკეტის დღესაც ანალოგიუად მოხდა. იმ განსხვავებით რომ ბიჭს არაფერი უკითხია ისე გაუქანა ყბაში მუშტი. მაშინაც იმედის გძნობა გაუღვივა. ანნას დაიცავდა სანდრო ყველანაირად როგორც შეეძლო. კიბეებზე მჯდომი გძნობდა სხეული როგორ უმსუბუქდებოდა. თვალები ეხუჭებოდა და სამყაროს ეთიშებოდა. მხოლოდ თვალებს ხედავდა, იმ თვალებს ყველაზე მეტად რომ ეძვირფასებებოდა.
---
თქვენ არ იცით როგორ მახარებთ თითოეული მათანი
❤️



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

იმედია გიგასთან დარჩება

 


№2  offline წევრი Gemini mood

Miyvars ukve es istoria da rogorc sxva shemtxvevebshia xolme michirs dasasrulis gamocnoba anastan intriga damitova da minda rom ufro male gavigo ra moxdwba veli shens axal tavs da warmatebas gisurveb❤❤

 


№3  offline წევრი shany shany

სტუმარი ნინო
იმედია გიგასთან დარჩება

ჯერ ვერ გადავწყვტე ????

Gemini mood
Miyvars ukve es istoria da rogorc sxva shemtxvevebshia xolme michirs dasasrulis gamocnoba anastan intriga damitova da minda rom ufro male gavigo ra moxdwba veli shens axal tavs da warmatebas gisurveb❤❤

დიდი მადლობა❤️ ძალიან მიხარია თუ მოგწონს❤️

 


№4  offline წევრი samudamod tqventan

გიგა რა ეს ვიღაც გაბრიელი ნერვებს ისე მიშლის ლამისაა გადავტე ეკრანიდან და მივახრჩო უუუუუჰჰჰ მე მიყვარს გიგა და დატოვე იმასთან ფლიზ

 


№5  offline წევრი back to me

ვაიმე როგორ მომწონს ეს ისტორიაააა,ვგიჟდებ გიგაზე ვაფანატებ,ძალიან მომწონს და დატოვე ის გოგო გიგასთან გაბიელი არ მომწონს რაღაცნაირად მალე დადე რაააა

 


№6  offline წევრი back to me

აუუუ როდის დადებ?

 


№7  offline მოდერი მარტო სახლში

მალე დადე რა

 


№8  offline წევრი shany shany

მარტო სახლში
მალე დადე რა

დღეს დავდეებ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent