შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"განშორების სევდიანი ფერი"(9)


14-02-2016, 23:45
ავტორი Tiko_Elikashvili
ნანახია 1 859

დიტოს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ 1 კვირა გავიდა.ის საშინელი ამბავი არ ავიწყდებოდა სულ თან სდევდა,ვერ ივიწყებდა,რომ ცოლმა უღალატა და,რომ სანდრო მისი შვილი არ იყო.ცოლს არ ელაპარაკებოდა,მიასთანაც ისე იქცეოდა ვითომ არაფერი ხდებოდა,მაგრამ გოგო მაინც ვერ ისვენებდა.სანდროსთან ღამ-ღამობით შედიოდა და ეფერებოდა...
ერთ საღამოს როდესაც მია სახლში დაბრუნდა მშობლების ჩხუბს მოკრა ყური და თითქმის მიხვდა რაც ხდებოდა.ოთახიდან ნონა გამოვიდა და გარეთ გავიდა მიაც მაშინვე გაყვა.
-დედა,დედა..მამამ რა გაიგო?(მია)
-არაფერი,შვილო...(ნონა)-ოდნავ დაბნეული ხმით უთხრა.
-ნუ მატყუებ!მითხარი(მია)-ნონას ცრემლები წამოუვიდა და მია მიხვდა..
-ო,არა,დედა!მამამ ის გაიგო რაც მე მგონია?-ქალმა შვილს შეშინებული და ამავე დროს გაკვირვებული სახე მიაპყრო.-სანდროს ამბავი გაიგო?(მია)
-რა?შენ რა იცი?იცოდი?(ნონა)
-კი,ვიცოდი.მამამაც გაიგო,ყველაფერი გაიგო,იცის,რომ სანდრო მისი შვილი არ არის,რამდენ ხანს დამალავდი ამას?-მია ნელ-ნელა ხმას უწევდა.-ახლა რა მოხდება?მიპასუხე დედა!(მია)
-საიდან გაიგე,რამდენი ხანია იცი?(ნონა)
-ამას რა მნიშვნელობა აქვს!ვიცი,რომ ლუკაა მამამისი!ამიტომ არ გელაპარაკებოდი იმ დღეებში!ყველას გვიღალატე!(მია)-გოგონას ცრემლები წამოუვიდა და მაინც ლაპარაკობდა და დედამის ეჩხუბებოდა,თუმცა იცოდა,რომ ეს კარგი არ იყო..
-შვილო,მაპატიე.შეცდომა დავუშვი(ნონა)
-შეიძლება შენთან კარგი ურთიერთობა მაქვს,მაგრამ ბოლომდე ვერ გაპატიე და არ ვიცი ამას თუ მოვახერხებ,მამაც ვერ გაპატიებს,ყველაფერი რისიც სჯეროდა ტყუილი აღმოჩნდა!არ აქვს მნიშვნელობა მე გაპატიებ,თუ,არა,მთავარია მამამ და სანდრომ გაპატიონ.მითხარი ახლა რა მოხდება?ის კაცი,სანდროზე უფლებებს ითხოვს!(მია)-მიამ არაფრის თქმა არ აცადა წავიდა და დამის შეხვდა,რადგან ახლა ის ერთადერთი ადამიანი იყო რომელთანაც უნდოდა ყოფნა..
-ჰეი,პრინცესა,მითხარი რატომ ტირი?(დამი)-გულში ჰყავდა ჩახუტებული.
-დამი...არ ვიცი..როგორ გითხრა...მე...უფრო სწორად...-სიტყვები უწყდებოდა,არ იცოდა მისთვის როგორ ეთქვა..-სანდრო,ჩემი ნახევარ ძმააა(მია)-ძლივს ამოილუღლუღა,დამის თვალებში ვერ უყურებდა...ბიჭს ამის გაგონებაზე პირი ღია დარჩა,ყურებს ვერ უჯერებდა.
-რას ამბობ მია,საიდან გაიგე?(დამი)
-რამდენიმე თვის წინ გავიგე..დედაჩემის და იმ კაცის საუბარი მოვისმინე.ვცდილობდი ყველაფერი დამევიწყებინა,მაგრამ ვერ შევძელი.ახლა კი მამაჩემმაც გაიგო.ის კაცი სანდროზე მეურვეობას ითხოვს(მია)-მის მკლავებში ტიროდა.
-ეს,მამაშენისთვის ნამდვილი დარტყმა იქნებოდა..(დამი)
-მართალია..მამა ცდილობს,რომ სანდროს არგაუუცხოვდეს და არ დაშორდეს..-მან,ბიჭის ხელი ხელებში მოიქცია.-დამი,თუ დაშორება გინდა,ძალით არ გაგაჩერებ..ვიცი გინდა,რომ წესიერი ოჯახის შვილის გვერდით იყვე...მე კი სამწუხაროდ ასეთი..(მია)-დამიმ ტუჩებზე ხელი ააფარა,მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები მოსწმინდა..
-მია,ჩემო პრინცესა,ამას ნუ ამბობ.ეს დედაშენის შეცდომაა და არა შენი,ამაზე პასუხი შენ არ უნდა აგო..გონებაშიც არ მიფიქრია,რომ უნდა მიგატოვო..მე მიყვარხარ და ყოველთვის ასე იქნება,ეს ამბავი ჩვენს სიყვარულზე არ აისახება,სულ შენთან ვიქნები..-მიას ხელი ძლიერ ჩასჭიდა.-ამ ამბავს ვერავინ გაიგებს,გპირდები,მაგრამ თუ ასე მოხდა მაინც არ მიგატოვებ,ამას ჩვენი სიყვარული არ შეუშინდება.ჩემო პრიცესა(დმაი)-გოგოს თვალები ტკივილს და სიყვარულს ასხივებდნენ,უხაროდა,რომ გვერდით დამის ნაირი ადამიანი ყავდა.
-მეც მიყვარხარ,გამიმართლა,რომ შენ მყავხარ(მია)-ერთმანეთს აკოცეს.ორივეს ძლიერ უყვარდა ერთმანეთი და სჯეროდათ,რომ მათ ვერავინ დააშორებდათ...
კიდევ რამდენიმე დღე გავიდა...დამი სულ მიასთან იყო..ლუკა გაჩერდა აღარაფერს აღარ აკეთებდა.. დიტომ საბუთები მოამზადა და ნონასთან მივიდა.
-ეს აიღე და იცოდე,რომ მიამ არაფერი უნდა გაიგოს(დიტო)-საბუთები გაუწოდა.
-ეს რა არის?-საბუთები ნახა და წამიერად ყველაფერმა თვალ-წინ ჩაუქროლა.-განქორჭინების საბუთები?(ნონა)
-კი,ამ ყველაფრის შემდეგ შენთან ვეღარ ვიქნები(დიტო)-დიდი ტკივილის მიუხედავად მშვიდად ელაპარაკებოდა,მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე მისთვის არ შეუხედავს,ამით კი ნონა უფრო იტანჯებოდა.
-ასე ნუ მექცევი,გთხოვ...მეჩხუბე,დამარტყი,მაგრამ ამას ნუ გააკეთებ,ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელი ეს არის.ჩუმად ნუ ხარ!(ნონა)-ქმარს დაუყვირა.
-არ შემიძლია,ხელს ვერ დაგარტყამ!ყველაფრის მიუხედავად ჯერ კიდევ მიყვარხარ,შენ ჩემი შვილების დედა ხარ..ხო,ჩემი შვილების,სანდრო ჩემი შვილია!-ბოლო წინადადება გარკვევით წარმოთქვა..-მიას ნუ ეტყივ,დაბადების დღე 2 დღეში აქვს და არ მინდა,რომ ხასიათი გავუფუჭო,როცა დრო მოვა ორივე ვეტყვით(დიტო)
-კარგი,თუ შენ ასე გინდა...(ნონა)-დიტომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.. მეგობრები ერთად იყვნენ.
-მია,დაბადების დღეზე რას აპირებ?(სალო)
-არაფერს,სიმართლე გითხრა,არაფრის ხასიათზე ვარ(მია)-მოწყებილი ხმით უთხრა.
-კარგი რაა.ყოველთვის კი არ ხდები სრულწლოვანი(თეკლა)
-მართალია,თან დამიც დაპატიჟე,ერთად ვიქნებით(სალო)..-მია სახლში დაბრუნდა და ძმა დასაძინებლად აწვენდა.
-დაიკო,გთხოვ შენთან დავწვები?(სანდრო)
-რა თქმა უნდა,პატარა(მია)-ძმა თავის ოთახში დააწვინა,თვითონ კი აივანზე გავიდა.
-მია,არ გძინავს?(დამი)-მიამ მას დაურეკა.
-ვერ ვიძინებ..(მია)-მიას ცრემლები ახრჩობდა.
-საყვარელო,გთხოვ არაფერზე იფიქრო,ნუ ღელავ..ხომ იცი,რომ შენთან ვარ,თუ გინდა შენთან მოვალ(დამი)
-არა დამი.ხვალ გნახავ,მიყვარხარ(მია)-ერთმანეთს დაემშვიდობნენ... დილით მამასთან წავიდა სამსახურში,დიტოს ძალიან გაუხარდა შვილის დანახვა.
-მია,ჩემო ლამაზო,როგორ ხარ?(დიტო)
-მამა,ძალიან მომენატრე.სახლში რატომ არ მოდიხარ?(მია)-მამას გადაეხვია.
-შვილო,ხომ იცი რა მდგომარეობაა..თან..(დიტო)-მაშინვე გაჩუმდა არ უნდოდა ,რომ განქორწინების შესახებ რამე ეთქვა.
-მამა ვიცი,რომ დედამ შეცდომა დაუშვა,მაგრამ გთხოვ აპატიე...რაც წახვედი,შეიცვალა ხმას არ გვცემს(მია)
-შვილო,დედაშენმა თვითონ აირჩია.-კაცმა ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა.-ხვალ სრულწლოვანი ხდები,რა გინდა გაჩუქო?(დიტო)
-არაფერი მამა,მხოლოდ ის მინდა,რომ ჩვენთან იყვე(მია)... დამი,საბასა და გიგას ესაუბრებოდა.
-ძმაო,რაღაც მოვიფიქრე,მაგრამ მარტო ვერ გავაკეთებ(გიგა)
-რა ხდება?(დამი)
-ის,რომ 1 ან 2 კვირით სოფელში წამოდით დაჩაზე(გიგა)
-კი,მაგრამ რატომ?(საბა)
-ბიჭები,დიდი ხანია ერთად არ ვყოფილვართ,თან ჩემი დაბადების დღ მოდის და გავერთობით(გიგა)
-კარგი,ძმაო,მაგრამ ხვალ ჩემი პრინცესას დაბადების დღეა.შემდეგ დღეებში შეიძლება(დამი)
-კარგი ძმაო.მაშინ გაგაგებინებ როდის წავალთ(გიგა)
-ჩვენს დამის,პრინცესასთან დამშვიდობება მოუწევს(საბა)-სიცილით თქვა და დამის ხელი მიკრა.
-ოოო,ეს ნამდვილი კოშმარი იქნება..(გიგა)-სიცილი დაიწყეს.
-გეყოთ!-საღამოს დამი,მიას შეხვდა.-მია,შენი დაბადების დღის მერე გიგასთან მივდივართ ბიჭები დაჩაზე 1 ან 2 კვირით(დამი)
-მომენატრები(მია)
-თუ მოგენატრები მაშინ უფრო დიდი ხნით წავალ(დამი)-ბიჭმა სიცილი დაიწყო.
-იცოდე,დიდი ხნით არ გაბედო წასვლა,თორემ უშენოდ ვერ გავძლებ(მია)
-ვერც მე გავძლებ,ჩემი პრინცესას გარეშე..-მიას ჩაეხუტა.-იცოდე,არც შენ წახვიდე დიდი ხნით ჩემგან თორემ მოვკვდები..(დამი)-მთელი ძალით ჩაიკრა გულში და ორივე გაირინდა,ერთმანეთის გულის ცემას ისმენდნენ.......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent