შეშლილი ფსიქოლოგი (10)
რომ გავიღვიძე, უაზრო ტკივილს ვგრძნობდი ბეჭებზე, საშინლად მწვავდა ცხვირს წამლის გულისამრევი სუნი. ხელზე სიმძიმეს ვგრძნობდი, თვალის გახელა არ მინდოდა მაგრამ წყურვილმა თავისი ქნა, მძიმე ქუთუთუები მთელი ძალისხმევით გავახილე და თეთრ ჭერს მივაშტერდი. იქით დავიხედე საიდანაც სიმძიმეს ვგრძნობდი და თეთრ ხალათში გამოწყობილ გაბრიელს რომ შევხედე გულში სითბო ჩამეღვარა. არ დამტოვა! ყველაფრის მიუხედავად ჩემთან იყო და ახლა ემს ხელზე ეძინა. ნელნელა გამოვაცალე ხელი და სახის კონტურების ხაზვა დავუწყე, ჯერ წარბებზე დავადე ჩემი გახურებული თითები, შემდეგ იმ ცხვირზე რომელიც ყველაზე მამაკაცური ნაწილი იყო მის სახეზე, თვალების შემდეგ. მერე მის დიდ წამწამებს და თალებს შევხედე, იმ შავ თვალებს მე რომ ვიძირებოდი, იმ ტუჩებს, ასეთი ტკბილი რომ მეჩვენებოდა, წამოზრდილი წვერიც კი უხდებოდა და უფრო მამაკაცურს ხდიდა. გადაღლილი სახე ჰქონდა ძილშიც კი შეატყობდით. ნეტავ რამდენი დღეა არ უძინია? როგორ მომნატრებია ამ სახის დანახვა. ტუჩები პატარა ბავშვივით ააცმაცუნა და თვალებიც გაახილა, გაიღიმა და ხელზე მაკოცა. --როგორ მენატრებოდი.-ამოთქვა და წელში გასწორდა. ძვლებმა ტკაცუნი დაუწყეს და სახე დაემანჭა. --დამიბერდი გაბი.-შეძლებისდაგვარად გავიცინე. --ბებერიც ჰო მოგწონვარ?-გამიცინა და ტუჩებზე დამეწაფა. --იარები დამრჩება არა?-სევდიანად გავუღიმე და ლოყაზე ხელისგული მივადე. --ყველგან არა, მხოლოდ მკერდის ქვემოთ და თეძოებზე.-შებლზე მაკოცა და გულში ჩამიკრა. --მტკივა გაბი.-ამოვიკნავლე როცა ოდნავ შევირხიე. ბეჭები ისე მეტკინა, დარწმუნებული ვარ კარრგახანი ვერ გავინძრევი. --გამაყუჩებელს გაგიკეთებ და გაგივლის. --ის გოგო დაიჭირეს?-ვეკითხებოდი როცა კათეტერში გადასხმა დაამაგრა. --თავი მოიკლა, მკვდარი იპოვეს ხევში.-ზიზღით თქვა და გადახვეულ ხელზე მაკოცა.-მნახველები მოგდიან მალე, ორი დღეა აქედან ვერ გავყარე, სულ აქ გესხდნენ.-გაიღიმა.- გუშინ გავუშვი, მოწესრიგდითთქო. მე შემოვლაზე უნდა გავიდე.-სახე დამიკოცნა და კარისკენ წავიდა, ახლაღა დავაკვირდი როგორ სოლიდურად ეცვა, ხალათის შიგნიდან, ცისფერი სადა პერანფი, შავი კლასიკური შარვალი და ლაკის ფეხსაცმელი. ოჰოო, აი ეს მესმის. --გაბი.-დავუძახე და გავუღიმე. --გისმენთ ჩემო ქალბატონო.-მანაც გამიღიმა. --დღეს შეხვედრა გაქვს?-ეჭვით შევხედე. წარბი ამიწია და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. --საქმიანი შეხვედრა მაქვს, საღამოს, თუ ნებას დამრთავთ ქალბატონო ბიზნესსაც უნდა მივხედო.-მთელი მოწიწებით ამოთქვა. --ვისთან? --ნინა აბაშიძესთან, დიზაინერთან. იცნობ? --ვიცნობ. გიხდება ცისფერი.-გავუცინე და სწორედ ამდროს შემოანგრიეს კარები ჩემმა გიჟებმა. --მამიიიდ.-მომვარდნენ ტყუპები. --რაღა მამიდა, ბიცოლა იქნება მალე, მაა.- წაისისინა ალექსანდრემ. შევუბღვირე და ყველა სათითაოდ მოვისიყვარულე. გაბრიელი მოვიდა შებლზე მაკოცა და ისევ უკან დაიხია. --შემოვლას რო მოვრჩები, მოვალ და გადასხმას შეგიცვლი, კიდე თუ გტკივა, გამაყუჩებელს გაგიკეთებ.-თან გადასხმას ასწორებდა თან მელაპარაკებოდა. --ახლა არ გამიკეთე? --თუ გტკივა მითხარი ვაა.-შემომიბღვირა. --ცოტა მტკივა.-მათეს გავხედე, კუთხეში რომ იდგა და ღიმილი ეპარებოდა სახეზე.-ისადა ჩემი ძმა შორიდან რატო მაკონტროლებს ჰო ვერ ამიხსნით პატივცემულო ექიმო? --მე არ ვუშვებ გველეშაპი ვარ და ცოცხლად დავწვავ რო მოგეკაროს.-მთელი სეროზულობით მელაპარაკებოდა.- მერავიცი რატო არმოდის, ეშინია ალბათ. და ნუ მაჩერებთ, ვაახ მელოდებიან პაციენტები.-სიცილით გამშრდა. --ჰოო შეხვედრაზეც გელოდება ნინაჩკა.-ენა გამოვუყავი და მერე გავიცინე. ერთი ამოიოხრა და სიცილით გავიდა პლატიდან. სანამ გავიდოდა სიცილით ჩაილაპარაკა ბავშვიო. --აბა გოგოები სად არიან?-ვკითხე ბიჭებს. --გამოგვაგდეს საქმე გვაქვსო.-მხრები აიჩეჩა ალექსანდრემ. მერე სახე გაუნათდა და წამოიყვირა.-ვაიმე! --გასკდა თავი შე*ემა რა გაყვირებს?-სიცილით თქვა დაჩიმ. --მამა შე*ემა რაარის?-კითხა რეზიმ, რომელიც თითებზე მეთამაშებოდა. --მიდი და აუხსენი ეხლა.-ხითხითებდა ანდრია. --შენ წაკეტე მანდ, ქურდი ეს.-ამაზე სიცილი ამიტყდა და ანდრიას დაბღვერილ სახეზე კიდევ უფრო ავკაკანდი. --როგორ მოგვენატრა შენი სიცილი შემო პოზიტივკა ქალბატონო.-ძლივს მომიახლოვდა მათე. ასე გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი ან მეტი. --ხალხოოოოო.-კარი შემოანგრიეს ნუცამ და მიამ რომლებსაც გაბრიელი შემოყვა უკან, ცოტა ჩუმადო აჩერებდა თან. --რახდება რას აიკელი აქაურობა მიაკო?-გავუღიმე და აცრემლებულ თვალებში შევხედე. --აუ ეს ჰო სულ ტირის ამ ბოლო დროს რააა.-მობეზრებულად თქვა ანდრიამ. --მოკლედ ყველაზე მაგარი მულისთვის მაქვს ყველაზე მაგარი სურპრიზი.-ტაში შემოკრა და ძლივს მომშორდა, ცოტაც და დამახჩობდა. --მათე მოდი დაჯექი.-სიცილით თხრა ნუცამ. --ერთი...ორი...სამიი ორსულად ვააარ.-შეჰკივლა და მათეს მიახტა რომელიც გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა და გშტერებული უყურებდა ნუცას. --რაიო?-სიჩუმე ანდრიამ დაარღვია, რომელიც ყურებამდე იღიმოდა. --ანუ ისო რო ბიძები გავხდებითოოოო.-მხარზე დაკრა ხელი დაჩიმ. --მე, მამა, ახლა, შვილი, შენგან, მე.-გაურკვევლად ლუღლუღებდა მათე, მერე ერთი გაიცინა და მიას ჩაეხუტა.-აუ ღადაობ ტო?-ისევ იცინოდა და თვალებში ცრემლი ჰქონდა. --ანდრი, ხედავ რა გაგვიჩალიჩეს? მე მამიდა შენ ბიძა.-ანდრიას გადავხედე და მერე ხმამაღლა გადავიკისკისე.-აბა ქორწილს ახლაც არ დააჩქარებთ?-ვკითხე გაბრაზებულმა. --ჯერ შენ გამოკეთდი და ქორწილზე მერე ვილაპარაკოთ.-შემომიბღვირა მათემ.-აბა გაბრიელ ექიმო რამდენი ხანი დასჭირდება ჩემი დის გამოჯანმრთელებას? --ღრმა ჭრილობები არ აქვს, მალე უხორცდება თან, გამოცდილებით ვამბობ.-გაიცინა, ის ნატყვიარი გამახსენდა.-მოკლედ მაქსიმუმ ორიკვირა დასჭირდება. -- 1 მარტს მინდა ქორწილი მე.-კატეგორიულად თქვა მიამ, ბა ვიინ გაბედავდა შეწინააღმდეგებას? ჰოდა ერთხმად დავეთანხმეთ ყველა. --დაქალი მთხოვდება, თან ჩემ ძმაზე თხოვდება, ბედიც ამას ქვია.-გავიცინე და გაბრიელს ხელზე ხელი დავადე.- დედამ და მამამ იციან? --ვიცით გენაცვალოს დედა შენ.-ოთახში მოპუტკუნებული დედაჩემი შემოვიდა ქოთქოთით. --დეეე.-ღამამაღლა შევძახე და სახე დავუკოცნე. --მამასიი.-მუამ სიმპატიური და უბერებელი მამაჩემი შემოყვა. --მაა, დედა გაძლიერებულ კვებაზე გყაავს? როგორ მოგისუქებიაა.-მე და მამას დედას დაბღვერილ სახეზე კიდევ უფრო გაგვეცინა. --ნერვიულობაზე ჰოიცი ბევრს ჭამს ხოლმე.-ჩუმად გადმომხედა და გაბრიელს თვალი ჩაუკრა. იმანაც გაუღიმა და მე შემომხედა. --რაღაც იცით თქვენ ჰო?-დაეჭვებულმა ვკითხე. --ჩვეეენ? არააა.-თავი გააქნია გაბრიელმა. --აბა ეს თვალებით ლაპარაკი რაიყო? --ეგ შენი საქმე არარის მაა.-შუბლზე მაკოცა მამაჩემმა და გაიცინა. --მაამაა.-სიცილით დაიწყო მათემ. --რაღაც საოცარი უნდა მითხრას მამა როდამიძახა ამ ვირმა.-სიცილით თქვა მამაჩემმა. --სხვათაშორის მაგ ვირმა ბაბუა უნდა გაგხადოს და არ გეკადრება ეგეთი საუბარი.-სიცილით თქვა ისევ. --ვაიმეეე.-შეჰკივლა დედაჩემმა და მათეს და მიას ჩაეხუტა, მერე მამაჩემიც მივიდა და ორივეს გადაეხვია. სიცილ-ხარხარი და წვილ-კივილი ნინიას ქოთქოთმა შეგვაწყვეტინა. --ვაიმე გოგოოო, ძლივს გამოვექეცით იმ ძაღლს, რამხელაა გაბრიელ უქენით რამე რაა, თან ვიღაც ჭკვიან რო დაუბია გასასვლელთან რაუბედურება, ეს რაარის?-ქოთქოთით შემოცვივდენენ მართა და ნინია.-სალამი ხალხო. --ეგ ძაღლი სხვათაშორის ანდრიასია, სასეირნოდ გამოიყვანა.-გაუცინა გაბრიელმა ნინიას. --ისე შენ რაჭკვინი ხარ? ძაღლიც მოიყვანე სესოს სანახავად?-შეუბღვირა ნინიამ მართას. --მომაშორეთ ეს გმირი აქედან თორე კისერს მოვაწყვეტ.-კბილებში გამოსცრა ანდრიამ. --ვის აწყვიტავ ბიჭო კისერს, ჩემ დას?-მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა მართან. --სამაგიეროდ შენ კისრის მაგივრად რქები მოგტყდება, ძვირფასო მართა.-მთელი სიდინჯით შემოაბიჯა ოთახში ნიკოლოზმადა მართას ჩაეხუტა, რაც ცოტაარიყოს გამიკვირდა, ეს და სერიოზულობა? თან მართას ჩაეხუტა? უკაცრავად? --ეს ნამდვილად ჩემი ნიკოლოზია? უკაცრავად და რაგამოვტოვე? --მეშველა ჩემო ყვავილო, როგორციქნა გამიხსნა თავის გულის კარი.-ჩემთან სიცილით მოვიდა და შუბლზე მაკოცა. --კაროჩე წავედი ჩისე უნდა გავიყვანო ვეტერინართან და გამოგივლი მერე ისევ.-შებლზე მაკოცა ანდრიამ და გასასვლელისკენ წავიდა, მერე მობრუნდა და ნინიას შეხედა.-სხვათააშორის მაგ ჩემს ძაღლს სახელი აქვს და ჩისე ქვია, სიჭკვიანის განსახიერებავ.-ირონიულად დააყოლა და კარში გაუჩინარდა. --დამპალი.-გაიბუსხა ნინია. ცოტახანს ყველა საავადმყოფოში იყო, მერე წავიდნენ, და მხოლოდ მე და გაბრიელი დავრჩით, შეხვედრიდან ახალი დაბრუნებული იყო, თვალები გაუბრწყინდა რომ დამინახა. ისევ ისე როგორც ადრე ჩემს ძილს ყარაულობდა. გვერდით მომიწვა და ტბილად დაეძინა. ასე გაგრძელდა ერთი კვირა, მერე სახლში გამწერეს, ჭრილობები მალე მიხორცდებოდა და ვხვდებოდი რომ არცისე ბევრი ნაიარევი დამრცა და ამის გამო პლასტიკურების გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებდი. მირჩევნია ისეთი ვუყვერდე როგორიც ვარ. აუცილებელი ჰომ არაა რომ იდეალური ვიყო? არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები. თებერვლის ბოლოს, ყელა იარა მოშუშებული მქონდა და აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემი ძმის ქორწილის სამზადისში. კაბა? ჰოო კაბა იყო მართლა საჩემო. ჩემსავით შეშლილი. მთლიანად დახურული, მუქი წითელი, წელიდან გაშვებული, ყელიანი არიყო მაგრამ არც ღრმა დეკოლტე ყოფილა, მხრემზე გადაწეული მქონდა და მხრებს ლამაზად გამოკვეთდა. გრძელი იყო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით რომ დავდიოდი მაინც არ აჩენდა ჩემს ფეხებს. მუქი წითელი პომადა მესვა, უფროსწორად კონტური, თმა გაშლილი და დასწორებული, მაგრამ ჩემი დალალები მაინც თავისას შვრება და მაინც ჩვეულებრივ ტალღოვან ფორმას დაუბრუნდა ჩემი წაბლისფერი თმა რომელიც მზეზე წითელი იყო, ხოლო ისე ქერაც წაკრავდა. ჯვრისწერის დროს გაბრიელის გვერდით ვიდექი და ბედნიერი შევყურებდი მათ. გაბრიელი კი მე მიყურებდა, ვიცოდი რომ ლამაზი ვიყავი მაგრამ მისი თვალები რომელიც მწვავდა უფრო მარწმუნებდა ამაში. ჩემს ფიქრებზე მეცინებოდა და სანთლის შუქს დავყურებდი, მერე გაბრიელს ავხედე და გავუღიმე. მანაც გამიღიმა. სადა შავი კლასიკური შარვალი და ამავე ფერის პიჯაკი ეცვა, თეთრი პერანგი და ტყავის ფეხსაცმელი. მარცხენა ხელს სამაჯური და საათი უმშვენებდა, რომელიც მე ვაჩუქე ქორწილის დღისთვის. მე კი მისი ნაჩუქარი ბეჭედი და ყელსაბამი მამშვენებდა. და კიდევ პანდორას სამაჯური რომელზეც აგებული დრაჰმები სათითაოდ აღწერდა ყველა მასთან გატარებულ ბედნიერ დღეს. ამას საიმბოლური პანდორა დავარქვით. --ჩემი პირადი საოცრება ხარ.-გადმომჩუჩულა მან. --შენ კიდევ ჩემი!-გავუღიმა და ლოყაზე ვაკოცე.მიხედავად ჩემი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის, მაინც ჩემზე მაღალი იყო, ამიტომ ზემოთ ავიწიე და ისე მივწვდი მის ლოყას. --გაჩერდით და მაყურებინეთ დაა, ჰოუნდა დავიმახსოვრო რას აკეთებენ.-უკნიდან გადმოგვჩურჩულა დაჩიმ. --რაიყო უკვე ჰოარ აპირებ შენც?-გადაჩურჩულა გაბრიელმა სიცილით. --ჩუმათ იყავი და უყურე, გამოგადგება შენც.-ნიშნისმოგებით უთხრა დაჩი. ჯვისწერის შემდეგ ქორწინების სახლში წავედით ა ხელიც მოაწერეს, მერე მე და გაბრიელი დარბაზში წავედით, დასახვედრად ისინი კი ფოტოებს იღებდნენ, ნუ ჩვენც რათქმაუნდა გადავიღეთ და ერე წავედით დარბაზში, რომელიც სულ ნაცრისფერ და ცისფერ ფერებში იყო მორთული. მერე წავიდა ტრადიციული ქორწილი, პატრძლის და სიძის პირველი ცეკვა, მერე ჩემი და მათეს და მიას და ანდრიას ცეკვა. მერე უკვე თაიგულის სროლა, უფროსწორად გამიზნულად სროლა ჩემთვის და გაბრიელის ხარხარი. ამ ბიჭს როგორ შეიძლება ასე ხარხარიც უხდებოდეს? მოულოდნელად ნელი სიმღერა ჩაირთო, შოპენი, გაზაფხულის ვალსი. გაბრიელი წამოდგა და საცეკვაოდ გამიყვანა, მხოლოდ ჩვენ ვცეკვავდით, ცოტა უცნაურია ჩემი ძმის ქორწილში ჩვენ ვცეკვავდით მხოლოდ სცენაზე. მისი ხელები ჩემს წელზე იყო, ჩემები კი მის განიერ, მამაკაცურ მხრებზე. ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა, თვალები უცნაურად უელავდა. სიმღერა რომ დასრულდა, ყველა ჩუმად იყო, მხოლოდ მან დაიწყო საუბარი, სამარისებულ სიჩუმეს მხოლოდ მისი პირიდან წამოსული ბგერები არღვევდა. --მარტის პირველი დღეა, სესი. შენსავით შეშლილი თვეა.-გაიცინა.- ბევრჯერ გაქვს ნათქვამი რომ საშინლად არ გიყვარს როცა ბიჭი გოგოს უჩოქებს და მასე სთხოვს ხელს. მართალი ხარ ძალიან ბანალურია, ზედმეტადაც კი. პირველივე წამიდან როცა გნახე, და ეს ნამდვილად არ ყოფილა 2 ივლისს, მაშინ 5 წლის რომ იყავი მაშინ დაიწყე ჩემი წამება, ჯერ კუ მომიკალი, და ჩემი წამება დაიწყე.-ისევ გაიცინა.- მერე როცა მეგონა გაიზარდა და აღარ იზამს ასეთებსთქო, 16 წლის შემდეგ 1 დღის ნანახი გყავდი როცა ხაფანგში ჩამაყოლე ფეხი.-ამაზე ორივეს გაგვეცინა.- მინდა რო სულ ასეთი იყო, ბავშური და ლაღი, მეტიჩარა, პოზიტიური, მაგრამ მარტო არა! მინდა რომ ასეთი იყო მაგრამ სტატუსი გქონდეს როგორც ჩემი ცოლის, ჰოდა ახლა იმ ბანალური ფრაზის დროა.-რღმად ამოისუნთქა.- სესილია, იგივე ფეფო, შარვაშიძე, ცოლად გამომყვები? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.