0 2 , 0 7 , 1 8
0 2 , 0 7 , 1 8 მე მიჭირს იმის გადმოცემა რაც იყო და რაც განვიცადე, მე ახლაც კი მიჭირს ამის დაწერა რასაც ვწერ მაგრამ თუ არ დავწერე მე სხვანაირად ჩემს გრძნობას ვერ მოვეფერები. მინდოდა ერთდროულად მეტირა, მეცინა, მეკოცნა და თან მეთქვა თუ რა ძლიერ მიყვარს მე იგი. ვწერ და ვგრძნობ თუ როგორ სიმძიმეს განვიცდი გულში, ვწერ და მას ვხედავ თითოეული ასოს გამოყვანისას, ვწერ და ვგრძნობ რომ მისდამი ჩემს სიყვარულს უსაზღვრო და ახალ-ახალი შეგრძნებები მოაქვს. თვალის გახელამდე ჩვენ ვესიყვარულებოდით და ვეალერსებოდით ერთმანეთს, ვგრძნობდი თუ როგორ გვეხვია სიყვარული გარსს და როგორ გვეხებოდა და გვეხუტებოდა, მე ვგრძნობდი სიყვარულის შეხებას სხეულზე, ვგრძნობდი როგორ ვეკვროდით ერთმანეთს და როგორ მიჭირდა სუნთქვა სიყვარულით შეპყრობილს. თვალის გახელამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებოდა და გამახსენდა რომ ვიმალებოდით მაგრამ რას ან ვის ვემალებოდით თავიდან არ ვიცოდი, ერთმანეთს ჩუმათ შევხვდით, ყველასგან მალულად განმარტოებით ვიყავით ერთად. იმ შეგრძნებას რაც განვიცადე და რომელსაც ახლა წერის დროსაც ვგრძნობ ვერანაირად ვერ ვუწოდებ საძინებელ ოთახში სიყვარულით აღსავსე ვნებიან თამაშს ან ნატიფი ბუნების წიაღში ხის ჩრდილის ქვეშ მინდორში კოტრიალს, ეს იყო უფრო მეტი ვიდრე ჩამოთვლილთაგანი, მე იმას რაც ვიგრძენი მხოლოდ ასეთ ახსნას თუ მოვუძებნი რომ ჩვენ ვიყავით ერთ დიდ ნაჭუჭში მოქცეული, ხოლო სითხე რომლითაც სავსე იყო შიგნიდან ეს ნაჭუჭი იყო სიყვარული რომელშიც ჩვენ დავცურავდით და ამ სიყვარულის ძალით ვტკბებოდით ერთმანეთით, მართალია ჰაერი არ იყო მაგრამ სიმართლე გითხრათ ჰაერი იქ უკვე სრულიად ზედმეტი იქნებოდა რადგან ჩვენ ერთმანეთის სიყვარულით ვსუნთქავდით. იმდენად რეალური იყო მიღებული განცდები და შეგრძნებები რომ როცა მე მას მარცხენა ხელის თითები საცვლის ქვეშიდან ლამაზი ფორმის მქონე უკანალზე ჩავუცურე ვიგრძენი ტრუსის უზორები რომლის ფიგურებსაც ახლაც კი შეიგრძნობს ჩემი თითები. ერთმანეთს ვკოცნიდით და ვუღიმოდით, ერთმანეთით ვტკბებოდით და ერთმანეთს ვეფერებოდით რა დროსაც ვიგრძენი რომ მოგვიახლოვდა ის საშიშროება რომელსაც გავურბოდით და რომლისგანაც ვცდილობდით რომ დავმალულიყავით, უცებ მოვეგე გონს და ხელი ჩავსჭიდე ჩემს სიყვარულს, სიყვარულის სითხეში ჩავყვინთე და ფსკერისკენ წავიყვანე მთელი სისწრაფით რომ მოგვესწრო დავმალულიყავით და შეუმჩნეველი ვყოფილიყავით ჩვენი მეძებარისთვის. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ მოვახერხეთ მისგან თავის დაღწევა მე წამიერად მოვახერხე იმ საშინელების დანახვა რომელიც ჩვენთან ასე ახლოს იყო და რომელთან შეხვედრაც ჩვენთვის სიკვდილის მომტანი იქნება, ის იყო საშუალო ადამიანის სიმაღლისა და სხეულის მქონე შავი ნისლი რომლისგანაც მოდიოდა სუსხი და სიცივე, განშორება და მარტოობა და მე შევძელი ამომეცნო მისი ვინაობა, ის იყო სიყვარულის მტერი სახელად უერთმანეთობა. სამწუხაროდ არ დამცალდა ჩემს სიყვარულთან ტკბობა და ნებივრობა რადგან ისე სწრაფად გაგვიფრინდა რომანტიული და ვნებიანი წამები რომ კარს მოდგომილმა თვალის გახელამ თავისი გაიტანა და მეც თვალი გავახილე ზურგზე გადმოვტრიალდი და ჭერს შევხედე რის შემდეგაც ვთქვი უნდა დავწერო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.