შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადარჩენა (II თავი)


11-03-2019, 22:09
ავტორი Qetti_04
ნანახია 943

სამასწავლებლოში იატაკზე ვზივარ, მუხლები მკერდთან მაქვს მიტანილი და სიცივეს ვცდილობ ვებრძოლო. თებერვლის პირველი რიცხვებია, სანამ დათბება იქამდე კიდე დიდი დროა და თუ ასე ვეყოლებით გამოკეტილები ყველაფრის გარეშე მაშინ შესაძლოა სითბო ვეღარ ვიგრძნოთ.
ოთახში ნიკა და ლუკა შემოდიან, ხელში ნიკას წყლით სავსე ბოთლი უჭირავს და მე მაწვდის. სკოლაში მეტი არც არაფერი დაგვრჩა, მხოლოდ წყალი და წყალი. ნიკა გვერდით მომიჯდა, მისი კურტკა შემომახვია, თვითონ კი მის დიდ ჟაკეტში გაეხვია. ლუკა კი იქვე სკამზე ჩამოჯდა და ჩვენ გვიყურებდა. სამი დღეა უკვე უცნაურად გვიყურებს, თითქოს რაღაც კითხვა აქვს, მაგრამ ვერ გვეკითხება.
-დაგვეხმარეეთ - კიბეებიდან გიორგის ძახილის ხმა გვესმის და სამივენი გარეთ გავდივართ.
-ელენესთვის ექთნის სავარძელი გაანთავისუფლეთ.
ეს სავარძელი არავის დაგვიკავებია, ვინმე ავად რომ გამხდარიყო ან რამე მომხდარიყო მზად უნდა გვქონოდა. ელენე ახველებდა, ბოდავდა და კანკალებდა.
- რამე მომეცი რომ დავალევინო - მითხრა თემომ და ექთნის ყუთზე მიმანიშნა.

-რა მოგაწოდო? რისთვის მოგაწოდო? ხველებისთვის? კანკალისთვის? თუ გონზე მოსასვლელად? მას უბრალოდ სძინავს და გაციებულია, წამლები მე კი არა ექიმებს უნდა მოთხოვო!

-აქ მაგის ფუფუნება არაა, ეს შენც კარგად იცი - მიყვირა თემომ და წამლების ყუთს ხელი კრა.

-ეს მისი ბრალი არ არის და დაწყნარდი, ის რომ უფროსი ხარ და თან მასწავლებელი ასეთი ყვირილის უფლებას არ გაძლევს. - არ მეგონა ამას ის თუ იტყოდა, ლუკა წინ წამოვიდა და წამლების ყუთი მაგიდაზე დააბრუნა.

-უბრალოდ ვინმეს უნდა დავუკავშირდეთ, წამლები, საჭმელი და საბნები გვჭირდება, თორე ასეთ გამყინვარებაში ყველა გავიყინებით! - ვეუბნები თემოს და ტელეფონზე ვანიშნებ.

-რამეს ვიზამ - მეუბნება და ოთახიდან გადის

-სხვებიც მიყევით - ნიკამ დანარჩენებიც გაუშვა ოთახიდან და კარები მოიხურა.

ელენე ისევ ბოდავდა, მე კი მის თავთან ვიჯექი და ვცდილობდი მისთვის ორი წვეთი წყალი მაინც მიმეწოდებინა. თემომ მოახერხა და იმავე საღამოს, ჩვენი ჩაკეტვიდან მეოთხე დღეს, საბნები, ბალიშები, სასმელი წყალი, ტანსაცმელი და რაც მთავარია საჭმელი მოგვიტანეს, მაგრამ არა წამლები.
ელენე ღამით შევაფხიზლე, სუპი მოვასმევინე და ისევ დაიძინა. 2 საბანი ეფარა, ერთიმისთვის განკუთვნილი მეორე ჩემთვის. მთელი ღამე თავთან ვუჯექი და მის ბოდვას ვუსმენდი. ვიღაცას შველას სთხოვდა, ეჩხუბებოდა და უყვიროდა. მაგრამ ზუსტად რას ეს ვერ გავიგე.
ღამეს ორჯერ ჩამეძინა და ორივეჯერ მისმა ყვირილმა გამაღვიძა, ის ისევ შველას ითხოვდა და ბისევ არავინ ეხმარებოდა. გათენებამდე წუთები იყო დარჩენილი ელენე რომ გავაღვიძე და თბილი სუპი ვაჭამე. მის მერე ხმა აღარ ამოუღია, მაგრამ მე მაინც ვერ დავიძინე, ალბათ შემეშინდა. ალბათ კი არა მეშინოდა რამე არ მოსვლოდა, მეშინოდა რომ შველას მე მთღხოვდა მე კი ვერ ვეხმარებოდი.
გათენებისას ნიკამ ამომაკითხა და ცოტა საჭმელი ამომიტანა, ელენე უკვე დამშვიდებულიყო და მშვიდად ეძინა, მე კი თვალებჩაშავებული მაგიდასთან ვიჯექი და საშინლად დაღლილი ვიყავი.
-როგორაა? - მეკითხება და ელენესთან ახლოს ჯდება.

-მთელი ღამე ბოდავდა, გათენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ძლივს დამშვიდდა.

-იმედია ძილი მოახერხე - მითხრა და დაღონებულმა შემომხედა.

-ცოტახანი, ალბათ ნახევარი საათი.

-დღეს სხვა ვინმე ამოვა ელენესთან და ის მოუვლის, შენ კი დაისვენე.

-ვინ სხვა ვინმე? შენ, ლუკა, გიო, თემო, მათე თუ გოგონები? მათ აქ დარჩენაზე ატეხეს ერთი ამბავი და იმის გჯერა რომ ავად მყოფ ელენესთან დარჩებიან?

-ის მათი მეგობარია, საბიანა, ისინი მათ მიხედავენ. - კარებში ლუკა იდგა და ელენეს უყურებდა, უყურებდა დაღონებული თითქოს მკვდარი იყო და არაფერი ეშველებოდა.

-ის გამოჯანმრთელდება, აქედან ჩვენთან ერთად გავა - ვთქვი მტკიცედ და ელენეს ხელი მოვკიდე.

-მართალი ხარ ის ცოცხალია, მე და ლუკა დავრჩებით, ჯერ ლუკა მერე მე, ჩვენ მივხედავთ, შენ კი შენ თავს მიხედე, შევთანხმდით? მთან რორამედა შენც აქვე ხარ.

-არა, ცოტა ხნით დავიძინებ და მერე მთელი დღე და ღამე მეყოფა.

-საკუთარ თავზე რატომ იღებ? - მკითხა გაოცებულმა ლუკამ - თქვენ ერთმანეთი გულზე არ გეხატებოდათ, ის სულ ცდილობდა დაემტკიცებინა რომ შენზე უკეთესი იყო.

-შემდეგში, შენ თუ იქნები გპირდები მთელი დღეები ვიძინბებ - მხარზე ხელი რამდენჯერმე დავარტყი და ოთახიდან გავედი.

-ელენეზე არ იდარდოოო - მომაძახა ნიკამ.

ოთახში შესვლისას პირდაპირ სავარძლისკენ წავედი და მასში ჩავესვენე. მოსახერხებელი, რბილი და სკამზე თბილი ადგილი იყო. ნიკას კურტკასთან ერთად ჩემი თხელი მოსაცმელიც მოვიცვი და ისე ჩავიფუთნე რომ აღარ მციოდა. რამდენიმე წუთში ფეხზე ავდექი, ოთახში აქეთ-იქით სიარული დავიწყე, ცოტახანში ძალა ერთიანად გამომეცალა და ისევ თბილ სავარძელს დავუბრუნდი. 4 დღეა ტანსაცმელი არ გამომიცვლია, ოთხი დღეა ნორმალურად არ დამიბანია, ამის გამო საკუთარი თავი მძულს, მეზიზღება.
მეორე ოთახიდან ბიჭების ლაპარაკი გამოდიოდა, კამათობდნენ, მატ აქედან გაღწევა უნდოდათ, მაგრამ ვერ მოიფიქრეს ეს როგორ გააკეთონ, ჩვენ დაავადებულები ვართ, გარეთ თუ გავედით საზოგადოება საფრთხეში იქნება. ჩვენ კი უნდა ავირჩიოთ ან ჩვენ თოთხმეტნი ან მთელი სამყარო. ისინიც ჩემსავით ფიქრობდნენ, მათ ლაპარაკში როგორც იქნდა ჩამეძინა.

***
ლუკა რომ მაღვიძებს უკვე საღამოა. საჭმელი დატანსაცმელი ამომიტანა და იქვე მაგიდასთან დატოვა.
-მადლობა - ვუთხარი და ტანსაცმელებს მივუახლოვდი.
-გამოძინე? ვიფიქრე გეშივებოდა, ამ დილით სუპისთვის პირი არც დაგიკარებია.
-დაღლილი ვიყავი, თქვენ ჭამეთ?
-ნიკას ძინავს, ღამით ის რჩება ელენესთან, მე კი ვერ მოვახერხე. - თქვა და დაღლილი თვალებით ამომხედა.
-ამოიტანე და ერთად ვჭამოთ... - შევთავაზე და მაშინვე ვინანე.
-დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან ერთად გინდა ყოფნა? - მკითხა და ჩაიცინა
-ნუუუ... კი - თავი დავუქნიე და ოთახიდან გავიდა.
მის ამოსვლამდე ტანსაცმელი გამოვიცვალე. სუფთა ტანსაცმელის ჩაცმა მესიამოვნა, ტანზე ნაზი ნაჭრის შეხება და მისი სურნელის შეგრძნება. ლუკა ზემოთ თეფშით და ბოთლით ამოვიდა, წეღან ვერ შევნიშნე მაგრამ ახლა ვატყობ რომ მასაც ახალი ტანსაცმელი აცვია. მუქი ლურჯი მაისური და ჯინსის შარვალი, უნდა ვაღიარო რომ ლუკა სიმპატიურია, მაგრამ ახლა ამის დრო არაა, თან მე და ის ვერ ვეწყობით. თეფში მაგიდაზე დადგა და მაგიდას მოუჯდა.
-სხვები რას შვებიან? - გადავწყვიტე სიჩუმე დამერღვია.
-თემო უაზროდ დადის აქეთ იქით, ბავშვები კი აზრზე არ არიან რა ხდება. თემოს ბევრ კითხვას უსვამენ, მაგრამ პასუხი არ არის. აგრეთვე წუწუნით ტვინი წაიღეს - და აი დაბრუნდა ლუკას გაღიზიანებული ხმა.
-ვუთხრათ რომ საქმე ცუდათაა...
-გააფრინე საბიანა ხომ? მიდი უთხარი და მერე შეეცადე გააკონტროლო რომ კარები არ გაანგრიონ.
-კაი ნუ მსაყვედურობ, ჩვენ ხომ არ გაგვინგრევია კარები, ისინი რატომ იზამენ ვითომ. - ვუთხარი საყვედურით და თვალებში ჩავხედე.
-ჰოოო, მიდი საბიანა, იმ წკმუტუნა, „ვაიმეე“ გოგონებს - გაბრაზებულმა თითქოს მათ მიბაძა - უთხარი ეგ ყველაფერი. მიდი ჩადი გელოდები - იყვირა და მაგიდას ხელი ისე დაარტყა კოვზი ძირს დავარდა. - ფუ ამის დედ...
-გეყოს!!! - ვუყვირე მანამ სანამ წინადადებას დაამთავრებდა - პირველი როცა ჩემთან ერთად ხარ ბილწსიტყვაობა არა; მეორე ხმას ნუ უწევ; მესამე კი ნორმალურად ილაპარაკე სხვებზე. ისინი შენი სკოლელები, კლასელები და პარალელები არიან. იცი რააა? არც მე არ მეხატები გულზე, არ მომწონს შენთან ერთად რომ ვარ აქ გამოკეტილი, მაგრამ მე ვცდილობ შეგეწყო შენ კი ყველაფერს აფუჭებ.

ლუკას გაკვირვებული სახე ჰქონდა, ძირს დაგდებული კოვზი აიღო და ხმის ამოუღებლად ოთახიდან გავიდა. მე კი ისევ მარტო დავრჩი.



№1  offline მოდერი მარტო სახლში

კარგი იყო მალე დადე ახალი თავი ველი მოუთმენლად < 3

 


№2  offline წევრი Qetti_04

მარტო სახლში
კარგი იყო მალე დადე ახალი თავი ველი მოუთმენლად < 3

მადლობა <3
--------------------
K.Dolidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent