უსასრულობის მიღმა
დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს, თვალებს ნაძალადევად ვახელ და გარემოს ინტერესით ვაკვირდები. თავიდან ყველაფერი ერთმანეთში ირევა, ბუნდოვნად ვხედავ, თუმცა ცოტახანში ყველაფერი მკაფიო ხდება და საგნებს ერთმანეთისგან ნორმალურად ვარჩევ. უცხო ოთხაში ვარ, თუმცა პანიკაში არ ვვარდები. ასე ხშირად ხდება, მივდივარ კლუბში და მეორე დღეს უცხო სახლში ვიღვიძებ ისე, რომ მეტწილად არაფერი მახსოვს. გული მერევა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და ტანსაცმლის მოძებნას ვიწყებ. მალევე ვპოულობ და რაც შეიძლება ჩუმად და სწრაფად ვიცვამ, რადგან უცნობს ძილი არ დავუფრთხო. სიართლე რომ ვთქვათ არც მადარდებს უბრალოდ უაზრო დიალოგების თავი ნამდვილად არ მაქვს. მეძინება, ჯერ კიდევ დილის ექვსი საათია, თანაც საშინელი "პახმელია" მაქვს. ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და ჩემს საწოლში გემრიელად გამოვიშხლართო. ჩაცმაში გართული ვერც ვამჩნევ როგორ იღვიძებს უცნობი, ცისფერ თვალებს ინტერესით მანათებს და ცდილობს გამიღიმოს თუმცა არ გამოსდის. - დილამშვიდობისა - მეუბნება და საწოლიდან თავს წევს, იდაყვებს ეყრდნობა და ჩემი ჩაცმის პროცეს აკვირდება. - დილამშვიდობისა, ჩუმად ვაპირებდი წასვლას არ მინდოდა შენი გაღვიძება თუმცა როგორც ჩანს არ გამომდის- ვიღიმი და ფეხასცმლის შეკვრას ვაგრძელებ. - ასე მალე ნუ წახვალ, ყავა დავლიოთ და წინა ღამე გავიხსენოთ- ეშმაკურად მიღიმის და წარბებს მაღლა წევს. მის ნათქვამზე მეცინება- სიმართლე რომ გითხრა მეძინება და ამის თავი არ მაქვს- ვეუბნევი და საწოლიდან ვდგები. - დასანანია, არადა კარგი ხარ საწოლში -თვალებს მიჟუჟუნებს, შემდეგ კი თავადაც ეცინება და საწოლიდან დგება- გაგაცილებ. სადარბაზოდან გამოსული დიდხანს ვიყურები აქეთ იქით, ტაქს ვერსად ვერ ვპოულობ და მის გამოჩენამდე ფეხით მივუყვები ტროტუარს. ჩანთიდან სიგარეტის კოლოფს და ასანთს ვაძვრენ და ერთ ღერს ტუჩებს შორის ვიქცევ. - მმმ.. დილის მადლი - ჩემთვის ვფიქრობ და გზასვაგრძელებ. დილით მოწევას ასე ვუწოდებ, მას შემდეგ რაც მოწევა დავიწყე და სკოლაში მისვლამდე სადარბაზოში დილით ვაბოლებდი . თუმცა ნამდვილი დილა მაინც აივანზე ყავით ( ჩაით) და ღრმა ნაფაზით იწყება. გაზაფხულის დადგომა ჩემზე ყოველთვის მელანქონიურად მოქმედებდა და რამდენიმე დღიანი დეპრესიით მაჯილოდოებდა. მზის თბილი სხივები თავისას შვებოდა და მოგონებების მორევში მისროდა. ამ დროს ყოველთვის ვფიქრობ თინეიჯერობაზე, ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე და ათას უაზრობაზე რომელიც უკვე წარსულში დარჩა. მოგონებები თითქოს საუკეთესო რამ არის და მხოლოდ ეს რჩება ადამიანს ცხოვრების ბოლოს, თუმცა დიდი ხანია დავასკვენი, რომ ეს ყველაზე საშინელი რამაა. მოგონება გაიძულებს იფიქრო იმაზე რაც წარსულში იყო, ამ დროს გინდა რომ ისევ იქ იყო და იგივე გაიმეორო, ან სულაც შეცვალო რაღაც,ან ის გააკეთო რაც მაშინ ვერ გაბედე და აუტანელად იტანჯები იმის გამო , რომ კვლავ წარსულშ გინდა დაბრუნება. და მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ვიცი მაინც ხშირად ვფიქრობ წარსულზე. მალევე ვაჩერებ ტაქსს და სახლის მისამართს ვკარნახობ. ფულს ვაწვდი და ეზოში შევდივარ. იტალიური ეზოს ერთერთი ბინა დიდი მონდომებით ვიქირავე, ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ სახლში ცხოვრებაზე, თუმცა მალევე ვიგემე მისი სიმწარეც. ქალბატონი ნათელა უკვე ფეხზე და ფანჯრიდან მაკვირდება, შუადღისას ალბათ ყავას დალევს და მეზობლებს თავის ეჭვებს მოუყვება ჩემ ცხოვრებაზე. ოც ლარს ჩამოვდივარ, რომ დიდი მონდომებით წარმოიდგენს სად გავატარე ღამე ან ვისთან და რატომ ვბრუნდები ახალგაზრდა გოგო ამ დროს სახლში და არა თვის დროზე. თუმცა ეს არ მაღიზიანებს, პირიქით ამაზე ყოველთვის მეღიმება. ხის კიბეზე სწრაფად ავდივარ და სახლის კარს ვაღებ. საკუთარ სახლს არაფერი ჯობია. საბნის ქვეშ ტანსაცმლით ვძრები და მალევე ვითიშები. მთელ დღეს სახლში ვატარებ და მხოლოდ საღამოს ვურეკვავ ეკას. - ეკუშ რაშვები? - ჩავყვირი მობილურში - არაფერს , გცალია? ცოტა ხანში გნახავ და სადმე წავიდეთ ან ამოგვილი - ჩემთან ამო,ყავა დავლიოთ. ცხელცხელი ამბები მაქვს და შოკოლადის ტორტი -ვეუბნები მაცდურად და ისიც ბედნიერი მთანხმდება. 7 საათზე უკვე ჩემთანაა და აივანზე ვსხდებით პლედებით, ყავით , ნამცხვარითა და სიგარეტით. - რაო, დილით კარგი ბიჭი დაგხვდა გვერდით? - ეშმაკურად უციმციმებს თვალები და ტუჩის კუთხეს ტეხავს. - ნუ მეკაიფები! -სერიოზულად, როგორი იყო? - ღმერთო , საოცრება იყო. უსიმპატიურესი იყო და რაც მთავარია საქმეში ძალიან ძლიერი- მეცინება და რამდენიმე წუთი ამაზე ვიცინით. -შენკენ რახდება ახალი ?- ინტერესით ვაჩერდები და ღრმა ნაფაზს ვარტყავ. - როგორც ყოველთვის. მგონი მხოლოდ სექსი უნდა, მე კიდე სერიოზულად ვფიქრობ მასზე. 1 საათი ჭორაობაში გაგვყავს და უაზრო ცხოვრებით დაგრუზულები კლუბში მივდივართ. - 15 წუთში მზად ვიქნები- ოთახში გავდივარ და საცვლების ამარა სარის წინ ვდგები, როცა ჩემს თვს ვუყურებ ამ დროს უკეთესად ვფიქრობ რა ჩავიცვა. ჩემი ფორმები ძალიან მომწონს. თუმცა გარეგნობა ნამდვილად არა. ყავისფერი გრძელი და ხვეული თმა მაქვს. მუქი და დიდი თვალები, გრძელი წამწამები, პატარა სწორი ცხვირი და საშუალო ტუჩები ხორბლისფერი კანი. ჩვეულებრივი გარეგნობა მაქვს და ამის კომპლექსი ბავშვობიდან მაქვს, თუმცა ჩემი სხეული ცოტა მამშვიდებს რადგან აქ უკეთესობაა. მართალია საშუალო სიმაღლის ვარ და არც ფეხები მეწყება კისრიდან, თანა ჭარბწონიანობისკენ მაქვს მიდრეკილება, მაგრამ ახლა ფორმაში ვარ,დედბუნებამ და ჩემმა გენებმა დიდი და ლამაზი მკერდით დამაჯილდოვა. ჩემი მონდომებით დიდი მრგვალი და გამოყვანილი საჯდომი მაქვს, ეს ყველაფერი კი მამაკაცების გაგიჟებაში ნამდვილად მეხმარება, თორემ ჩემი გარგნობით ამას ვერ ვიზავდი. პროფესიით ბუღალტერი ვარ, ციფრები ჩემი სტიქიაა, ისე კი ეკონომიკა დავამთვრე და ახლა ერთ-ერთ ფირმაში ვმმუშაობ და საკმაოდ კარგი ხელფასიც მაქვს. კარადიდა შავ მოკლე კაბას ვიღებ, წვრილი სახელოთი. ჩემ ტანს იდეალურად ეკვრის და ფორმებს კარგად კვეთს. ფეხზე მაღალ ყელია ჩექმას ვიცვამ, რომელსაც დაბალი ძირი აქვს. არ მიყვარს მაღალქუსლზე დგომა თუ კი საქმე არ მოითხოვს. ბიუსჰალტერზე უარს ვამბობს და თხელ მანტოს ვიცვამ ზევიდან. მსუბუქი მაკიჟიც და ეგაა. კმაყოფილი ვუყურებ სარკეში ჩემ თავს თმას ვიშლი და გავდივარ. -ეკუშ მზად ვარ. - მზად ხარ წასასვლელად თუ მამაკაცების არმიის ასაგდებად-იცინის ეკაა. მეკი უბრალოდ სახეს ვმანჭავ და გასასვლელისკენ გავდივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.