თაღლითი და მატყუარა 2
^ დია ^ გზას მივუყვები და მიმავალ მანქანებს ვუყურებ. ყოველთვის მიყვარდა საღამოს სეირნობა მარტო, ამ დროს არაფერზე ვფიქრობ, უბრალოდ გარემოს ვათვალიერებ. მარჯვენა მხარეს, ზუსტად ჩემნაირი მანქანაა გაჩერებული და ჩემი წითელი მანქანა მახსენდება. ასეთი ჩვევა მაქვს, სადაც კი ჩემნაირ მანქანას დავინახავ, ნომერს აუცილებლად დავაკვირდები. ალბათ, ეს იმის ბრალია ჩემი მანქანა, ასე ძალიან, რომ მიყვარს. ხელფასს ვაგროვებდი და ისე ვიყიდე. ,,DFH-235” ვკითხულობ და ადგილზე ვჩერდები. ეს, ხომ ჩემი მანქანაა? აქ საიდან გაჩნდა? შუქნიშანს, არც ველოდები, ისე გადავდივარ გზაზე და ჩემ მანქანისკენ მივემართები. იქვე მდგარ ბიჭს ვხედავ, ზურგით დგას. შეიძლება, რამე საშიშროება მომელის, თუმცა ამაზე არ ვფიქრობ. -ვინ ხარ?-ჩემზე ერთი თავით, მაღალ ბიჭთან მივდივარ და ვეკითხები. -ასე მიმზიდველი ვარ?-ირონიით მეკითხება ის. -ხუმრობისთვის გცალია?!-გაბრაზებული ვუყურებ მის მწვანე თვალებს. -და შენ?-მეკითხება ის. ჩემს ნერვებზე თამაშობს თუ რა არის?! -ჩემი მანქანაა ეს!-ვეუბნები მე და მინდა ახლავე მოვკვლა. -ასეთი მატყუარები თუ არსებობდნენ არ ვიცოდი!-მეუბნება ის. -თაღლითი ხარ! სხვის მანქანას იპარავ და კიდევ ამტკიცებ, რომ მატყუარა ვარ! ქურდზე უარესი ყოფილხარ! შენ ნამდვილი თაღლითი ხარ!-ვამბობ და მას ყურადღებას აღარ ვაქცევ, ისე მივდივარ ჩემი მანქანისკენ, -სად მიდიხარ?!-მანქანასთან მიახლოვებულს, უცნობი წელზე ხელს მხვევს და ხელში მიყვანს. მისივე ხელით, მანქანიდან ოდნავ მოშორებით მსვამს. -რას აკეთებ თაღლითო?- ვუყვირი მას. უკან არ იხედება ისე მიდის მანქანასთან და საჭესთან ჯდება. -თაღლითო, არ წახვიდე!-მივდევ მიმავალ ავტომობილს.-პოლიციაში დავრეკო?-ვეკითხები ჩემს თავს, თუმცა ბავშობიდან არ მიყვარს პოლიციელები. ხვალ გავარკვევ ყველაფერს იმ კაცთან! გაბრაზებული პატარა კენჭს გვერდით ვაგდებ და თაღლითზე ფიქრით გზას მივიკვლევ. *** დილით ვიღვიძებ და ცხრათვალა მზეს ვუბღვერ. კარადიდან შავ შარვალს და თეთრ მაისურს ვიღებ და საჩქაროდ ვიცვამ. რამდენიმე წუთში კი კარებს ვკეტავ და გაჩერებაზე გავდივარ. ტრანსპორს ველოდები და ისიც ჩანს. ვჯდები და ერთი სული მაქვს, როდის მივალ პროფილაკტიკაში. *** ტრანსპორტიდან ჩამოვდივარ და იქითკენ მივიწევ, სადაც გუშინ მანქანა დავტოვე, გასაკეთებლად. ნაცნობ კაცსაც ვხედავ და მასთან მივდივარ: -გამარჯობა!-ზრდილობიან ფორმას არ ვივიწყებ. -გამარჯობა! გუშინ მანქანა რომ დატოვეთ, ის გოგონა ხართ, ხომ?-მეკითხება ის. -სად არის ჩემი მანქანა?-სწრაფად ვკითხულობ. -აი, აგერ!-ხელს იშვერს ჩემს ავტომობილისკენ. -გუშინ ღამე დავინახე, ჩემი მანქანა ვიღაც ბიჭი იჯდა.-ვეუბნები გაბრაზებული. -ოხ, დადა!-ჩაილაპარაკა თავისთვის.-გუშინ რაღაც პრობლემა შეგვექმნა და უკაცრავად თქვენი მანქანით რომ ვისარგებლეთ!-მეუბნება მწუხარე კილოთი. -გაგეფრთხილებინეთ მაინც! ვიფიქრე მომპარეს...-ვუსაყვედურე მე. -მაპატიეთ, გთხოვთ!-მებოდიშება, კიდევ ერთხელ. -გასაღები მომეცით, წავიყვან!-ვამბობ და გასაღებს ვაწვდი.-გმადლობ, რომ შეაკეთეთ!-ვეუბნები და მანქანაში ვჯდები. პროფილაკტიკაში ვიღაც ბიჭი შემოდის და ზურგით დგება. მე მანქანას ვქოქავ, თუმცა ის არ იწევა გვერდზე. ვუსიგნალებ და ჩემკენ იყურება. ეს, ხომ ის ბიჭია გუშინ, რომ შემხვდა?! როგორ მინდა გავლანძღო, თუმცა საჭიროდ არ ვთვლი. გვერდზე გადადის და ჩემს მანქანას უახლოვდება და ფანჯარაზე თითებს აბაკუნებს: -რა პატარაა არა ქვეყანა?!-მეკითხება მე. -ზედმეტადაც კი!-ვუბღვერ მე. დღეს ან ცუდ ხასიათზე გავიღვიძე ან არადა ძალიან ვინერვიულე მანქანის ამბავზე. -მატყუარა, ეს შენი მანქანაა თუ კიდევ იტყუები?!-მაკვირდება ის. ყურადღებას არ ვაქცევ ისე, ვძრავ მანქანას და დიდი სიჩქარით გამყავს ტრასიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.