შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი შოკოლადი. (თავი 1)


14-03-2019, 01:21
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 319

ტელევიზორში, ყველა არხზე, ერთი და იგივეს აჩვენებდნენ.
საქართველოს უშიშროების მინისტრის-ჯონი ბერაიას სახლი გაძარცვეს.
საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა გაბედო უშიშროების მინისტრის სახლის გაძარცვა.
ნატუკა სიცილით კვდებოდა, მაგას საკუთარი სახლის უშიშროება ვერ დაუცავს და საქართველოსას როგორ დაიცავსო.
ჯონი ბერაიას მეუღლე, თამარ შონია დედაჩემის ბავშვობის მეგობარი იყო. ოჯახებით ვმეგობრობდით და ხშირად მიწევდა მათთან სახლში სტუმრობა. ბატონი ჯონი დიდად გულზე არ მეხატებოდა იმდენად უხეში, ყალბი და ამპარტავანი პიროვნება იყო. პატარაობიდან იმდენად კარგად ვცნობდი ადამიანებს, ეს კაცი თავიდან ბოლომდე გაშიფრული მყავდა და ყველანაირად ვცდილობდი მასთან შეხვედრისგან თავის არიდებას.
ბერაიების ოჯახის ქონება მილიონებს აღწევდა, ამ ძარცვის შემდეგ კი 4-5 მილიონით ისე შემცირდა, როგორც არაფერი.
ბატონი ჯონი მინისტრობამდეც საკმაოდ მდიდარი პიროვნება გახლდათ. ჭორები დადიოდა, რომ ქონება სახარბიელო გზებით არ გაუზრდია და სულაც არ ეკუთვნოდა ეს ყველაფერი მას, მაგრამ უშიშროების მინისტრს ვინ შეეხებოდა აბა? მე პირადად, ამ ჭორების რეალურობაში ეჭვი არ მეპარება. ფიქრებიდან დედაჩემის ხმამაღალმა საუბარმა გამომიყვანა. 20 წლის განმავლობაში ასეთი განერვიულებული მას შემდეგ არ ყოფილა, რაც გამოვაცხადე, რომ ცალკე ცხოვრება მინდოდა, ბებიაჩემის სახლში.
-არა ხვდები უკვე რა ამბავია ქვეყანაში? ადამიანი საკუთარ სახლში აღარ არის დაცული. ნებისმიერ დროს შეიძლება მოგკლან ან გაგძარცვონ. ღმერთო შენ გვიშველე.- ნინო ქოთქოთებდა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ჭკუიდან გადავყავდი. უკვე ვინანე სახლში, რომ არ დავრჩი.
-კარგი უშიშროების მინისტრი, რომ გვყავს მაგის ბრალია.- ჩავიფხუკუნე მე და დედაჩემის განმგმირავმა მზერამაც არ დააყოვნა. ისე მიყურებდა ვიფიქრე აქვე დამწვავს თვალებით მეთქი. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა დაინახა ნინომ ამ ოჯახში კარგი. მამაჩემ-გოგა ხვისტანსაც არ მოსწონდა ბერაიების ოჯახი, მაგრამ ნინოს ხათრით გვიწევდა აგვეტანა ისინი. ჩემი მშობლები 25 წელია ერთად არიან და მათი სიყვარული ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. ხანდახან მგონია ამაზე მეტად ვეღარ ეყვარებათ ერთმანეთი მეთქი, მაგრამ დღითიდღე მაოცებენ. რომ ვხედავ, როგორ ცდილობს მამაჩემი, რომ დედაჩემს ასიამოვნოს, გულში სითბო მეღვრება.
-ირინა! - საკმაოდ ხმამაღლა მოუვიდა დედაჩემს. -შესანიშნავი ოჯახია,შეძლებული, თბილი... ასეთი ლაპარაკი სამარცხვინოა შენი მხრიდან. კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ ჩვენთვის. ჯონი ჰო იცი წამში დაიჭერს დამნაშავეებს და საკადრისად დასჯის.-ამაყად ჩაილაპარაკა ნინომ და თვალი-თვალში გამიყარა.
-ნინო, სულ არ მაინტერესებს, თავში ქვა უხლია ჯონისაც და მის ოჯახსაც.არც კარგი და არც ცუდი მათ ჩვენთვის არ გაუკეთებიათ. ჯონი კიდე ხალხის ჯიბიდან აღებული ფულით გამდიდრებული, ერთი გაბღენძილი ტიპია და ღირსიც არის, რომ გაძარცვეს.წავედი ახლა მე.- სიტყვით გამოსვლა დავასრულე. დედაჩემისთვის აღარ მომისმენია, ისე გამოვედი სახლიდან. დილიდან უკვე დაღლილი ვიყავი. ნინოსთან 5 წუთიანმა დიალოგმა ისე დამღალა თავი ამტკივდა. სასწრაფოდ ნატუკას დავურეკე და ჩვენს კაფეში დავიბარე. მე ცოტა ადრე მომიწია მისვლა. ჩემი საყვარელი ცხელი შოკოლადი შევუკვეთე და გარემო მოვათვალიერე. ზოგადად ეს კაფე იმდენად მყუდრო იყო, შემეძლო მთელი დღე ფანჯარასთან ვმჯდარიყავი და მეფიქრა. ჩემი სახლის შემდეგ, ჩემთვის მეორე საყვარელი ადგილი იყო. ნატუკამ დიდხანს არ მალოდინა და მალევე მოვიდა. თავისი საყვარელი კაპუჩინო შეუკვეთა და თვალებ აციმციმებულმა შემომხედა.
-რომ იცოდე რა მოხდა... გააფრენ. - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ტაში შემოკრა. ასე იცოდა, როცა რაღაცით აღფრთოვანებული იყო.
-რა მოხდა? - სიცილოთ ვუთხარი და ცხელი შოკოლადი მოვსვი. სიამოვნებისგან გავიტრუნე. ისე მიყვარდა ეს სასმელი, შემეძლო დღეში მინიმუმ 5 ჭიქა მაინც დამელია.
-იკაკო ჩამოვიდა. - ბედნიერმა შემომხედა და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-ნატუკა ჰო იცი, როგორ ვერ ვიტან ამ დამახინჯებულ სახელებს. რა იკაკო? ირაკლი დაუძახე რააა. ჯერ ნატუკას, რომ გეძახი მაგას ძლივს შევეჩვიე. -გაბუსხულმა შევხედე და უკმაყოფილოდ თავი გადავაქნიე.
-აუ ირინა, მაგხელა წინადადებიდან მარტო ეგ გაიგე? - შემომიბღვირა ნატუკამ. ხელები გადაიჯვარედინა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ლაპარაკს აღარ გააგრძელებდა.
-ჰო კარგი. - სიცილით ვუთხარი და საუბარი გავაგრძელე. - რაო მერე ირაკლიმ? მომენატრეო?
-მომენატრეო - ბედნიერმა შემომაბრწყინა თვალები და ჭინკები აუთამაშდა. -დღეს, საღამოს 8-ზე გელოდებით შენ და ირინას ჩემთან ამოდითო. თავისი ძმაკაცებიც იქნებიან.
-აუ მეზ...-სიტყვის თქმა არ დამაცადა ნატუკამ.
-უარს არ მივიღებ ირინა და მორჩა ლაპარაკი. გავიქეცი ახლა მე. უნდა მოვემზადო საღამოსთვის. -სათქმელი ერთმანეთს მიაყარა ნატუკამ, დარჩენილი კაპუჩინო დალია და სწრაფად წავიდა. მე ცოტა ხანს დარჩენა გადავწყვიტე და კიდევ ერთი ცხელი შოკოლადი შევუკვეთე. მიმტანმაც სწრაფად მომიტანა შეკვეთა და ღიმილით გაეცალა მაგიდას.
-ცხელი შოკოლადი? - საშინლად ცივი, ბოხი და ხრიწიანი ხმა მომესმა. თავი ავწიე და ღმერთო ასეთი სიმპატიური არსება ჯერ არ შემხვედრია. ჩემს ფიქრებზე გამეცინა და კითხვის ნიშნის მზერით ავხედე ბიჭს. მან სკამი გამოწია და ჩემ წინ, დაუკითხავად დაჯდა.სკამის საზურგეს მივეყუდე, ცალ ხელს ჭიქაზე ვათამაშებდი და უცნობს ვუყურებდი.
-ცხელი შოკოლადი რატომ გიყვარს? -ისევ იგივე ტემბრით მკითხა და კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო. რას ქვია რატო მიყვარს? საერთოდ რა კითხვაა? ან რატომ უნდა მინდოდეს საშინლად სიმპატიურ უცნობთან საუბარი? ვერ მოვიფიქრე რა მეთქვა. ამაზე არასდროს მიფიქრია.
-არ ვიცი. უბრალოდ.-იმდენად უინტერესო პასუხი გავეცი, წამით საკუთარი თავი შემზიზღდა.
-უბრალოდ არავის არაფერი და არავინ უყვარს.-გამომცდელად შემომხედა და სიგარეტიანი ხელი მაგიდაზე ჩამოდო. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რატომ ვიჯექი აქ და საუბარს ვაგრძელებდი. მე კარგი ჯანდაბას, მანამდეც აქ ვიჯექი, მაგრამ მას? მას რა უნდოდა ჩემს გვერდით? გამეღიმა. მე თვითონაც არ ვიცი რატომ. ჩემ წინ მჯდარმა შემომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მე და შენ ერთად ცხელ შოკოლადს დავლევთ, მაგრამ დღეს არა.-სერიოზული სახით შემომხედა და სკამიდან წამოდგა. წასვლას აპირებდა, მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო ისევ შემოტრიალდა. - გიხდება ღიმილი. - ოდნავ გაიღიმა და მიტრიალდა.
-ბანალური დასკვნაა.- ხმამაღლა მივაძახე. არ შემოტრიალებულა, მაგრამ მივხვდი, რომ გაიგონა. ჩაეღიმა.




მოგესალმებით მეგობრებო.
წინასწარ გაფრთხილებთ,რომ ისტორია შეიცავს სხვადასხვა მწერლების ჩანახატებიდან ციტატებს და სიმღერების ამონარიდებს. იმედია მოგეწონებათ. ველი შეფასებებს



№1  offline წევრი izabella

საინტერესო დასაწყისია, ველოდები შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

კიიი ძალიან მომწონს,კარგი ირტორია უნდა გამოვიდეს ,გელოდებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent