შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადარჩენა (III თავი)


14-03-2019, 14:11
ავტორი Qetti_04
ნანახია 910

ცოტა პატარა გამომივიდა, მაგრამ ვიმედოვნებ მოგეწონებათ <3


რამდენიმე საათის განმავლობაში მთელ სკოლაში სიწყნარე იყო. მხოლოდ ელენეს ბოდვის ხმა ისმოდა. ოთახიდან გამოსვლა გადავწყვიტე, მთელი დღეებია აქ ვარ ჩაკეტილი და ეს მოსაწყენი გახდა.
ელენესთან ნიკა იჯდა და ცდილობდა დაეწყნარებინა.
-უარესადაა - ჩაიჩურჩულა და თავი გააქნია.
პირველ სართულზე ბავშვებთან ჩავედი, ზოგი ბიბლიოთეკაში იყო, ზოგიც სპორტის დარბაზში კალათბურთს თამაშობდნენ.
-ელენე როგორაა? - თამაში შეწყვიტა ანამ.
-ისევ ისე, თემო სადაა? - ვკითხე და იქაურობა მოვათვალიერე.
-ტელეფონზე საუბრობს, გარე სამყაროსთან დაკავშირებას ცდილობს.
-კარგი, მადლობა
დარბაზიდან გამოვედი და თემოსთან წავედი. თემო ოთახში ბოლთას ცემდა და ვიღაცას ეჩხუბებოდა.
-თემოო... უკაცრავად, შეიძლება?
-ვლაპარაკობ!
-სასწრაფოა - ვუთხარი და ახლოს მივედი.
-ჩვენს აქედან გაყვანას ვცდილობ
-თემო, ელენე ცუდადაა! წამლები გვჭირდება, მხოლოდ სუპი და საბანი არ გვყოფნის, ის უარესადაა.
-მალე მოვლენ და ახალ საჭმელს და წყალს მოგვიტანენ.
-წამლები?
-შესაფერისი წამლები არ არსებობს!
-თემო რა გვჭირს? - უკნიდან ნიკას ხმა მომესმა.
-არ ვიცი...
-რას ქვია არ იცი, კითხე მათ - თემოსკენ გაბრაზებული ლუკა წავიდა და კედელს მიაჯახა.
-ლუკა! - დავიყვირე და მისკენ წავედი.
-ბავშვი! არავინ არ იცის რა გვჭირს, არავინ იცის რა მოგვივა, არ იციან როგორ გაგვასუფთავონ - ხმას აუწია თემომ და ლუკა მოიშორა.
-ლუკა წამოდი, ისინი მალე მოვლენ - ვუთხარი და ხელი ხელზე მოვკიდე.
ლუკამ ჩემი ხელი უხეშად მოიშორა და უცბად გაუჩინარდა. ნიკამ მანიშნა აქ დარჩი მე მივხედავო და მას გაყვა.ნახევარ საათში კარების გაღების ხმა გავიგონე და შემოსასვლელისკენ წავედი. სკოლაში „შეფუთული“ ხალხი შემოვიდა, ხელში წყალი, საჭმელი და ტანსაცმელები ეკავათ, წამლები კი არსად ჩანდა.
-წამალი? - ახლოს მივედი და ისე შევათვალიერე ისინი.
-უკან დაიწიეთ - ბრძანებული კილოთი მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.
-ჩვენ წამალი გვჭირდება - მტკიცედ ვუთხარი მათ.
-გავდივართ, უკან დაიწიეთ - თქვა იგივე ხმამ და კარებისკენ წავიდნენ.
-ჯანდაბააა, რა გჭირთ ხალხნოოო, აქ ავადმყოფია, მას წამლები სჭირდება, ხველებმა სხვებმაც დაიწყეს, ჩვენი აქ ამოხოცვა გინთად? არ მჭირდება თქვენი ტანსაცმელები - დავიყვირე და ტანსაცმელებს ფეხი ვკარი. - მე წამლები მჭირდება, წ-ა-მ-ლ-ე-ბ-ი, დაყრუვდით? ის კვდება, კვდება ხალხნო, უგულო ადამიანებოოო. იცოდეთ კარებს ჩავამტვრევ და წამლებს ჩემით ავიღებ. - ახლა კარებზე ბრახუნი დავიწყე.
ვიგრძენი თუ როგორ მისველდებოდა ლოყები, როგორ მდიოდა ცრემლები, მაგრამ ვერ გავიხსენე ტირილი როდის დავიწყე. ბრუხუნით ნელ-ნელა იატაკს ვუახლოვდებოდი, ბოლოს იატაკზე ავღმოჩნდი. ტირილს ვუმატე, გონებაში მხოლოდ ერთი რამ მესმოდა „ მე აქ მოვკვდები, ჩვენ ყველა აქ მოვკვდებით“.
-საბიანააა, - ნიკა ჩემთან მოვიდა და გულში ჩამიკრა - ჩუუუ დაწყნარდი , პატარავ , ყველაფერი კარგად იქნება.
-არა, ნიკა, არ ქინება. ჩვენ აქ გავიჭედეთ... ჩვენ-ჩვენ აქ მოვკვდებით, როგორც ელენე, ჩვენც ისე დავიტანჯებით, როგორც ის იტანჯება.
-ეს არ მოხდება, მასთან ახლა ლუკაა, მერე მე ავალ, მერე ვინმე სხვა, მოვუვლით და გამოჯანმრთელდება.
-შენც კარგად იცი, რომ ეს ასე არაა, ის მოკვდება, დღეს თუ არა ხვალ ან ზეგ და ჩვენც მას მივყვებით. აღარც სკოლის წამლები გვაქვს.
-აქ რა ხდება? ტანსაცმელებს რა სჭირს?
-არაფერი - მკვახედ უთხრა ნიკამ ნინოს.
-შენ გააკეთე ხომ? - ჩემკენ წამოვიდა ანა.
-ანა პრობლემა გაქვს?
-ტანსაცმელები დააჭუჭყიანე.
-გოგონიიიი, ტანსაცმელები მთავარი არაა, სჯობს გარეგნობის გარდა სხვა რამესაც მიაქციო ყურადღება. ელენესთან ავალ.
რამდენიმე ბოთლ წყალს და ტანსაცმელს ხელი დავავლე და ზემოთ ავედი. მეორე სართულზე ელენეს ხველების ხმა ისმოდა. ოთახისკენ წასულს ლუკა შემეფეთა და ბოთლი ამართვა.
-წყალიიი, მაგისთვის მოვდიოდი.
-მე დავრჩები ელესთან.
-თვალებზე რა გჭირს? იტირე საბიანა? რა მოხდა? - მკითხა და ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა.
-არაფერი არ მჭირს. - ვუთხარი და ოთახიდან გასვლა ვცადე
-რა არ გჭირს გოგო, თვალები ჩაწითლებული გაქვს და ლოყაზე ცრემლის კვალი გეტყობა, დასველებული გაქვს ლოყები. თემომ რამე გითხრა?
-არა, უბრალოდ ნერვები მომეშალა, აღარ შემიძლია, აქ ვართ გამოკეტილები და შესაძლოა აქვე მოვკვდეთ, ისინი კი ვერაფერს და არაფერს აკეთებენ.
ტირილი თავიდან დავიწყე, ხელიდან ბოთლები და ტანსაცმელები დამივარდა და მაგიდაზე ჩამოვჯექი. ლუკამ მაგიდას მომაშორა და ჩამიხუტა. მე და ლუკა ასე ახლოს ერთმანეთთან არასდროს ვყოფილვართ, გვერდი გვერდაც კი არ ვდგებოდით. ახლა კი ჩახუტებულები ვდგავართ და მის სურნელს და სუნთქვას ვგრძნობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent