შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

love me till the end თავი 1


14-03-2019, 17:11
ავტორი mabby
ნანახია 2 734

ჩემი სიზმრები ყოველთვის განსხვავებულია, თუმცა ერთი რამ რაც მათ აერთიანებს, უცნობი პიროვნებაა
შემიძლია დავიფიცო და გითხრათ, რომ ადამიანი, ჩემი სიზმრებიდან არასდროს მინახავს, თუმცა სადღაც, გულის რომელიღაც კუნჭულში მწამს, რომ ის არსებობს
შეუძლებელია მისი ხშირი შავი თმა და მწვანე თვალები, რომლებიც ასეთი გასაოცარია, არარეალური იყოს. ალბათ გიჟი ვარ, მაგრამ მე მიყვარს ბიჭი ჩემი სიზმრებიდან და ვიცი , რომ მას აუცილებლად შევხვდები.
-მია არ მოდიხარ? -გავიგე მეგობრის ხმა
-კი მალე გამოვალ-ჩანთა ავიღე და კიბეებზე ჩასულს დავედევნე
-მია იცი გუშინ ერთი რუსულენოვანი სტატია ვიპოვე მონათესავე სულებზე, იქ ეწერა რომ ამ დროს შეიძლება ადამიანს რეგულარულად ესიზმრებოდეს ვიღაც, თუ მისი სახე ან პიროვნულობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იგი მის ქვეცნობიერში აღიბეჭდება. სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს.
ასევე თქვეს, რომ პიროვნების ქვეცნობიერს არ ძალუძს სახეების გამოგონება. უბრალოდ ჩვენ ამ ადამიანებს ვხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ვერ ვიმახსოვრებთ მათ.
-ტასია, ანუ გამოდის რომ გიჟი ვარ -გავიღიმე და თვალი ჩავუკარი მეგობარს
-არა , გამოდის, რომ ეს ადამიანი სადღაც გყავს ნანახი, თუმცა არ ვიცი ასე ძლიერად რატომ აღიბეჭდა მისი სახე შენს ქვეცნობიერში
-შეუძლებელია, რომ სადმე მყავდეს ნანახი, შეუძლებელია , რომ დამვიწყებოდა.-ჯიუტად ჩავილაპარაკე და ნაბიჯს ავუჩქარე.
-საღამოს სადმე ხომ არ წავიდეთ? -სიჩუმე ისევ ტასიას ხმამ დაარღვია
-კი, ბავშვებსაც ვუთხრათ და გავიდეთ
-ძალიან კარგი-გახარებულმ პატარა ბავშვივით შემოჰკრა ტაში-ადგილს მე შევარჩევ
-კარგი ახლა გავიქეცი და ლექციის შემდეგ მოგწერ- ვუთხარი, როდესაც უნივერსიტეტს მივუახლოვდი, ლოყაზე ვაკოცე და კიბეებზე ავირბინე
—————
-როცა ტასია ამბობს, რომ ადგილს თავად შეარჩევს ყოველთის საუკეთესოს უნდა ელოდო-გავიღიმე და ნახევრად ჩაბნელებულ კლუბს თვალი მოვავლე, ნამდვილად მშვენიერი ადგილი იყო გართობისთვის.
-რას იზამ, ვერკვევი ასეთ ადგილებში- ღიმილით ჩაგვიკრა თვალი ტასიამ
-დღეს ბოლომდე დალევას და დათრობას ვაპირებ- წამოვიყვირე და ჭიქა მაღლა ავწიე
ჩემი ქმედება გოგონებაც გაიმეორეს. ვგრძნობდი, როგორ იღვრებოდა ჩემს სხეულში მომწარო სითხე და სხეულს მიბუჟებდა
-გოგოებო გარეთ გავალ, სუფთა ჰაერზე
-რაიყო პატარავ პარკი ხომ არ გინდა- წარბები აათამაშეს და სიცილი ატეხეს
-ჯერ მაქამდე არ მივსულვარ დამშვიდდით
ხალხის ბრბოში გზას მშვიდად მივიკლვლევდი. სუფთა ჰაერზე გამოსვლამ უკეთესად გამხადა, იქვე , მოპირდაპირე მხარეს შემაღლებულ ბარდიულზე ჩამოვჯექი. სიო სახეში მიბერავდა და სიამოვნებისგან თვალებს მახუჭინებდა.
-შიგნით ძალიან ხმაურია არა? -მომესმა ბოხი, მაგრამ სასიამოვნო ხმა სახეზე დავაკვირდი, სიბნეშიც კი მკაფიოდ გავარჩიე მისი მწვანე თვალები. გულმა ალბათ რამდენიმე წამით ფეთქვაც შეწყვიტა. ის იყო, ბიჭი ჩემი სიზმრებიდან
-შენ... არაა.. ეს სიზმარი არ არის, შენ მე არ მესიზმრები
-რას გულისხმობ-გაკვირვებულმა წარბები შეკრა და მწვანე თვალები მოჭუტა
- კითხვა დავაიგნორე, ხელები მის სახესთან მივიტანე, ჯერ მის წარბებს გადავუსვი ხელი, შემდეგ ცხვირსა და ტუჩებს. რეალური იყო.. ვცდილობდი ყველა ნაკვთი დამემახსოვრებინა. ჩემს ხელებზე მისი თბილი მტევნების შეხება ვიგრძენი სახე მათგან გაითავისუფლა და გამიღიმა
-შემდეგში ცოტა დალიეთ ხოლმე-ტუჩის კუთხე ჩატეხა, ფეხზე წამოდგა და სიბნელეში გაუჩინარდა



№1  offline წევრი mariam m.k

Vau tkbilo fantazis unari namdvilad gaqvs dzalian kargi iyo movixible sheni am istoriit. Saertos bevri shecdoma ar
Gaqvs sul pawawina ubralod sasven nishnebs yuradgeba miaqcie.
Da es ufro rchevaa sheni istoriaa magtam sheni tavi shen unfro ici magram
Unda gitxra movlenebi ar gadauswro eim
Erti mkitxveli chemi saxit gyavs
Aba vnaxot shemdegi taveni,
Imedia dges dadef.

 


№2  offline წევრი mabby

mariam m.k
Vau tkbilo fantazis unari namdvilad gaqvs dzalian kargi iyo movixible sheni am istoriit. Saertos bevri shecdoma ar
Gaqvs sul pawawina ubralod sasven nishnebs yuradgeba miaqcie.
Da es ufro rchevaa sheni istoriaa magtam sheni tavi shen unfro ici magram
Unda gitxra movlenebi ar gadauswro eim
Erti mkitxveli chemi saxit gyavs
Aba vnaxot shemdegi taveni,
Imedia dges dadef.

დიდი მადლობა შეფასებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ relaxed heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent