შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობა


15-03-2019, 00:22
ავტორი tasusuna
ნანახია 10 928

და
მაშინ,
როცა,
სულში შემოაღწევს უშენობა,
გულში დაიბუდებს ქარიშხალი,
სისხლში გაჯერდება მარტოობა,
ხელში ჩაგაკვდება იმედები..
ბაგე დაგიფარავს სიტყვებს -აღსარების,
კანი შემოიხსნის კოცნის ნაკვალებებს,
თვალი დაგანახებს ხილულ განსაცდელებს,
ტანი გაგიშიშვლებს წლოვან სნეულებებს..
მაშინ,
შიშისაგან,
სევდისაგან-
ედები ხავსებს,
ეზიდები,
ეჭიდები,
ეკედლები,
იმედივით-
მაგრამ,
უარგყოფს ყველა!
კეთროვანივით გიცილებენ,
გნდევნიან,
კვდები...
დამაშვრალივით ივედრები თითო თითო დღეს,
ხელაბყრობილი,
გულმხურვალედ შემოქმედისგან
ითხოვ-
თუნდაც ერთი დღით!
შეგიმსუბუქოს უნკურნებელი
ჭრილობა სულის..
მაგრამ,
აზრი აქვს?
მაშინ,
როცა,
უკვე..-
სულში გიმემეფდა უშენობა,
გულში დამიბუდდა ქარიშხალი,
სისხლში გამეჟღინთა მარტოობა,
ხელში ჩამომახმა იმედები..
____
უკვე მეორედ...
უჩვეულოა,თუმცა...
იყოს!
თქვენი:ანასტასია..
(რადგან ჩემი ამპლუა არარის,შეცდომებიალბათ მაქვს,მაგრამ...)



№1  offline წევრი ნანა73

კარგი გოგო ხარ! ❤️ უიმედობა დასასრულია...

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნანა73
კარგი გოგო ხარ! ❤️ უიმედობა დასასრულია...

ნანა,გამახარე!
უიმედობა კი, მართლაც დასასრულია...

 


№3  offline წევრი Nisa Sa

ყოველ დასასრულს დასაწყისი ჩაანაცვლებს, იმედი არ უნდა დავკარგოთ.ძალიან მომეწონა, ყოჩაღ

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Nisa Sa
ყოველ დასასრულს დასაწყისი ჩაანაცვლებს, იმედი არ უნდა დავკარგოთ.ძალიან მომეწონა, ყოჩაღ

მთავარი მართლაციმედია..
მადლობა! ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent