შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი (6 თავი)


15-03-2019, 10:51
ავტორი -Unknown-
ნანახია 830

ნეტა როდის მიხვდება და მოტვინავს,რომ გაბრძანდეს საკუთარ სახლში!
-უი როგორი გვიანი ყოფილი უკვე 9 საათი ხდება, გავედი.. მე ხელს აღარ შეგიშლი და შენ შეგიძლია დაიძინო პატარავ!
_პატარა თავი გაბია
-ძილინებისა,ტკბილი ძილი
-სულ კარგად მეყოლე!
ყველა რომ წავიდა დასაბანად შევედი და ვნებივრობდი თითქმის ორი საათი.. სავსე აბაზანა, ცხელი წყლალი, მე კი ჩაწოლილი და ვფიქრობ ათას სისულელეზე..
ნეტა რომ მოვკვდე,ხალხს როგორი რეაქცია ექნება? ვის ეწყინება და ვის არა? როგორ დამიტირებენ? რამდენხანს ვემახსოვრები?? რამდენხანს იტირებენ? აი იმ დღეს სანდრო,რომ დამჯახებოდა და მოვმკვდარიყავი... რას იზამდა? საშინელებაა ამ ტვირთით იცხოვრო, არადა მისი ბრალი ნამდვილად არ იყო.. არ ვიყურები გვერდზე გზაზე გადასვლისას. მრავალჯერ გადავურჩენივარ ან ჩემს ჯგუფელს ან ლილეს ან დეას ან დემეტრეს.. ყოველთვის მგონია რომ ვიღაც ხელს ჩამჭიდებს და გამაჩერებს.. არ მეშინია,რომ ვინმე დამეჯახება, საქმეც ამაშია.. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს ყველაზე მეტადო,ასე ამბობენ.. მაგრამ მე პირადად საკუთარი თავი ყველაზე ნაკლებად მიყვარს,სხვებთან შედარებით..სულ მეჩხუბებიან ამაზე,მაგრამ განგებ ნამდვილად არ ვაკეთებ. ორ საათის შემდეგ ვინებე და გამოვბრძანდი სააბაზანოდან.. უკვე თითქმის თერთმეტი იყო, ჩაი გავიმზადე აივანზე გავედი და იქვე საქანელა სკამზე კომფორტულად გავნთავსდი.. ჩაი კი ხელებში მოვიქციე..გარეთ სასიამოვნო ამინდი იყო,არ ციოდა. კარგი იქნებოდა სადმე წყნარ ადგილას,ბუნებში ვმჯარიყავი და არა თბილისში საბურთალოზე.. რომლის ჰაერი გაჯერებულია აზოტის დიოქსიდით,აზოტის ოქსიდით, გოგირდის ოქსიდით და ტყვიით.. მაგრამ ნუ რასვიზამთ..
-გაცივდები პატარავ
არ ველოდი ამიტომ მოულოდნელობისგან შევხტი და ჩაი ზედ გადავისხი..ხელების წვა ვიგრძენი, რადგან საკმაოდ ცხელი იყო და ტკივილისგან ჭიქა ხელიდან გამივარდა..
-ჯანდაბა! ტკივილისგან ამოვიგმინე, გავმწარდი და ტირილი მინდოდა, თუმცა მის წინაშე ამას არ ვაპირებდი!!
სახლში შევედი,აბაზანაში შესვლას ვაპირებდი გრილი წყალი,რომ გადამევლო თუმცა კარებზე კაკუნი იყო
-გამიღე, სანდრო ვარ
კარი გავუღე და გამწარებულმა ვუთხარი
-რაიყო საკმარისად ვერ დამწვი?!
-მაპატიე
ყურადაღება აღარ მივაქციე, რადგან ნამდვილად არ მქონდა იმის თავი,რომ მასთან მეჩხუბა, ჩემი მთელი გონება ხელის წვას და ტკივილს ეკავა! აბაზანაში შევედი და ონკანი მოვუშვი და საოცრად მესიამოვნა გრილი გამდინარე წყალი. ის ვაჟბატონი თავზე მედგა
-დიდხანს აპირებ აქ დგომას?!
-ხელი ძალიან დაიწვი?
-ავიტან
-მგონი გეკითხები
პასუხი არ გავეცი, ამიტომ მომიხლოვდა და ცდილობდა დაენახა
-შეგიძლია მანხო?
-დატკბი!
სახე შეეცვალა,რადგან ხელი საკმოდ მქონდა დამწვარი
-დამწვრობის მალამო გააქვს?
-კი
-სად?
-არმჭირდება შენი ზრუნვა,მეთვითონ მივხედავ თავს!
-სად გაქვს?
-მგონი ვერ გაიგე
-ვერც შენ!
-მაცივარში
-დოლბანდი?
-ვერ ნახავ
-მითხარი
-მთელი სახლის გადაქექვას აპირებ?
-თუ საჭირო იქნა კი
-დამაცდი?! მეთვითონ ვნახავ
კიდევ 10-15 წუთი ვიყავი ასე, შემდეგ აბაზანიდან გამოვედი რათა მალამო წამესვა, დოლბანდი ავიღე
-მომეცი მალამო
-მე წაგისმევ
-ჩემითაც მოვახერხებ
-ისევ? დიდხნს აპირებ ჯიუტობას?
-კი
-გთხოვ, მინდა რამით დაგეხმარო
მინდოდა მეთქვა, რომ იმით დამეხმარებოდა თუ გავიდოდა,თუმცა გადავიფიქრე და გვჩუმდი, რადგან მინდოდა დარჩებილიყო.. ახლაღა დავაკვირდი მის ნატიფ თითებს.. თითები ჩემი სუსტი წერტილია!
მას კი თლილი და საოცრად ლამაზი თითები აქვს.. მისი შეხებისას ჟრუანტელი მივლიდა, მსიამოვნებდა.. მალამოს ისე ნელა და ნაზად მისმევდა,თითქოს ფაიფურის ვიყავი. შემდეგ კი, დოლბანდით მსუბუქად გადამიხვია.
-მადლობა
-რისი მადლობა, ჩემი ბრალი იყო
-ეგ მართალია
-სველი თავით გარეთ რატომ ზიხარ?
-შენ რატო განაღვლებს? ჩემი დედიკო ხარ თუ მამიკო?!
-სამედიცინოზე სწავლობ და მგონი უნდა იცოდე,რომ სველი თავით გარეთ არუნდა იჯდე
-მადლობთ ინფორმაციისთვის, კიდევ დიდხანს აპირებ ლექციების კითხვას?
-რამდენიხანიც საჭირო იქნება
-ოკ
-ცოტა მაინც არ გადაგიარა ხელმა?
-კი
-კარგია
-მოიცა სად მიდიხარ? ასე თავისუფლად რატო ტრიშინებ ჩემს სახლში? იქებ იკითხო!
-თუ გული გწყდება შეგიძლია შენც იტრიშინო ჩემს სახლში
-მადლობა არმინდა, გისმენ
-აივანზე,ნამსხვრევების ასაღებად, კმაყოფილი ხარ?
-ოხ როგორი მზრუნველი ბრძანდებით ბატონო ალექსანდე!
-რატომ ხარ ასეთი უხეში?
-და რატომ არუნდა ვიყო?
ისე თავისუფლად დადიოდა ჩემს სახლში, საკუთარი ეგონა აშკარად.. ჯერ ხო ლამის გამიტანა, მერე ნერვებს მაწიწკნიდა,ახლა ხელი დამწვა,ნეტა კიდე რამელის?
ნამსხვრევები ფრთხილად აიღო და სანაგვეში ჩაყარა, შემდეგ ისევ უკან გაბრუნდა და ცოცხი აიღო
-სახლი გეშლება, გვერდით ცხოვრობ
-ვიცი
მისი შემხედვარე სიცილი ამივარდა,საოცარი სანახავი იყო, ცოცხით ხელში
-რაგაცინებს?
-მეკითხები კიდეც?
-გიხდება
-ჰაა?
-სიცილი გიხდება
-გაიხარე (მინდოდა მეთქვა შენც საოცარი ღიმილი გაქვს და ძალიან გიხდება მეთქი და უსიმპტიურესი ხართქო მაგრამ, რა თქმა უნდა, არმითქვამს! მეტი საქმე არ მქონდა)
-ხშირად გაიცინე და გაიღიმე ხოლმე, სულ დაბღვერილი ნუ დადიხარ
-შენთან კაცი როგორ გაიცინებს
-ახლა რომ გაიცინე
-მიღწევაა გილოცავ!
-მადლობა
ტელეფონს დავხედე თორმეტი ხდებოდა..
-გაგიტკბა აქ ყოფნა?
-კი, სახლში სულ მარტი ვარ და აქ დამლაპარაკებელი მაინც მყავს
-აბა მე მკითხე
-არგინდა რამეს ვუყუროთ?
- არგიდა რომ გახვიდე?
-ნუ კარგი, ხელს აღარ შეგიშლი
არადა ჩემს რაღაც ნაწილს ნამდვილად არუნდოდა რომ გასულიყო. მართალია ნერვებს მაწიწკნიდა თუმცა მაინც მინდოდა აქ ყოფილიყო. ალექსანდრე,რომ გავიდა მეც მალე დავწექი და როდის ჩამეძინა ვერც კი გავიგე.. დილით გაღვიძებულს საშინლად მეზარებოდა წასვლა,თუმცა დღესაც ვერ გავაცდენდი ამიტომ ძლივსძლივობით წამოვდექი.. ჩემდა გასაკვირად ბევრი ბოდიალი არ დამიწყია და მალე გავემზადე, ჯერ ადრე იყო ამიტომ ყავის დალევის დრო მქონდა და ასევე რამე,რომ წამეცმუცნა.. სახლიდან გასვლამდე, ტონალური ლაითად გადავისვი და ღიაფერის ტუჩსაცხი წავისვი.. გაჩერებაზე ვიდექი და 87 ავდობუსს ველოდი,როცა ნაცნობი სილუეტი გვერდით ამომიდგა
-ბარბი, სკოლაში მივდივართო?
-რა ხუმარა ხარ
-რაუცნაურია არა?
-რა?
-ერთი კვირაც არვიცნობთ ერთმანეთს და რამდენჯერ გადავეყარეთ ერთმანეთს,შემთხვევით
-ხო აბაა, ძალიან! ბატონო ალექსანდრე,თქვენ როგორ კადრულობთ ფეხით სიარულს? მანქანა?
-ვიღაც გადარეული გადმომიხდა, მას ავაცდინე საბედნიეროდ, თუმცა გაჩერება ვეღარ მოვასწარი,ახლა კი გასაკეთებლად მყავს დატოვებული
-ხოო აბაა, ასე იციან გზაზე გადადიან და გვერდით არიყურებიან და შემდეგ მძღოლს აბრალებენ
ამასობაში 87 ნომერიც მოვიდა და ავტობუსში ავედი,სანამ კარი დაიხურებოდა მომაძახა
-ჭკუით იყავი პატარავ! ისევ ეს ღიმილი!! თითქოს ჩემი რუტინა იყო ეს ადამიანი! უნიში მისვლისას ეს ყველაფერი დეას მოვუყევი და აღრფოვანდა და აღშფოთდა
-მე შენ პატიოსანი გოგო მეგონე, ღამის თორმეტზე, რო ორი დღის გაცნობილი ბიჭი სახლში გყავს, ნწ ნწ ნწ
-შემომივარდა და რაგავაკეთო
-და არ გინდოდა ხო?
-არა! თუმცა ამ პასუხში ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული

P.S ესეც მეექვსე თავი! თუ რამე შენიშვნები გაქვთ დამიწერეთ❤️ უღრმესი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ, ძალიან მიყვარხართ❤️❤️




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent