შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიენდე გრძნობებს...თავი 15 დასასრული


15-03-2019, 19:09
ავტორი katiusha
ნანახია 3 847

მარტი ისე გავიდა,ტატიანა საწოლი ოთახიდან არ გამოსულა.იწვა და სულ ფიქრობდა,ფიქრობდა ძალიან ბევრს, ფიქრობდა ნიკოლაზე,მათ მომავალ შვილზე,გული სიხარულით ევსებოდა, როცა წარმოიდგენდა რომ დედა უნდა გამხდარიყო.ეფერებოდა მუცელს და ბევრს ელაპარაკებოდა ბავშვს. ტოქსიკოზმა ცოტა გადაუარა და მოღონიერდა.შესაბამისად საწოლიდანაც წამოდგა და საძინებელი ოთახიდანაც გამოვიდა.
აპრილის პირველ კვირას მორიგ კონსულტაციაზე იყო ექიმთან. თვითონ არ დაუნახავს,მაგრამ მის შორიახლოს ტრიალებდა ნიკოლა და თვალყურს ადევნებდა გოგოს, რომელსაც სიდედრ-სიმამრი ეხმარებოდა ყველაფერში და მის ერთგულ მეკავშირეებად გამხდარიყვნენ…
იქიდან დაბრუნებულმა ვეღარ მოითმინა და საღამოს მამას სამუშაო ოთახში მიაკითხა.
-შეიძლება ვილაპარაკოთ..
-მოდი შვილო,მოდი,- გაუღიმა კაცმა და საბუთები გვერდით გადადო.
-ეს კომპანიის საბუთებია?-ანიშნა დახურულ საქაღალდეზე.კაცმა თავი დაუქნია.
-ისევ ცუდადაა ხო საქმე? -გულდაწყვეტილმა ჰკითხა გოგომ.
-თითქმის
-ყველაფერი ჩემი ბრალია,მე რომ ასე დაუფიქრებლად არ მოვქცეულიყავი, ასე არ მოხდებოდა.
-თავს ნუ იდანაშაულებ.ჯანდაბას წაუღია ის აქციები,მთავარია შენ და ჩემი შვილიშვილი იყოთ კარგად.
-იცი?-თვალები გაუფართოვდა გოგოს.
-როგორ ფიქრობ დედაშენი ამას დამიმალავდა?ცხოვრებაში არ მოგვიტყუებია ერთმანეთი, ერთმანეთის ნდობა სულ გვქონდა, ბრმად გვჯეროდა ჩვენი ერთგულების, შენ კი რა გააკეთე?იმ ბიჭსაც უღალატე შენი უნდობლობით და მეც მაწყენინე, როცა ეს ამბავი დამიმალე და ბავშვზე არ მითხარი.
-მაპატიე მამა,-ცრემლი წამოუვიდა გოგოს.
-ამ ბოლო დროს ხშირად ტირი,- გაეცინა კაცს,-გიჭირს თავის კონტროლი?
-მე ნიკოლას გარეშე უფრო მიჭირს.
-მერე რატომ ხარ აქ?რატომ ზიხარ ასე უმოქმედოთ?
-არ ვიცი,ალბათ იმიტომ რომ ჩემი საქციელის მცხვენია.
-დაფიქრდი საყვარელო,დაფიქრდი როგორ შემოირიგო ის,არ შეიძლება ბავშვი მამის გარეშე გაიზარდოს.
-ხომ იცი რომ ტიპიური ქალი არ ვარ და მის დასაბრუნებლად ბავშვს არ გამოვიყენებ?
-არც გეუბნები ამას,უბრალოდ გეგმა შეიმუშავე და ისე დაიბრუნე ის სიყვარულით.
-რამეს მოვიფიქრებ,მამა,ახლა წავალ დავისვენებ,ხო მართლა ხვალიდან სამსახურში დავბრუნდები.
-იქნებ არ ღირს?
-ღირს,სახლში ჯდომა არ მინდა,უფრო ცუდად ვხდები.
-როგორც გინდა შვილო,-უთხრა და ოთახიდან გააცილა გოგო.მერე ტელეფონს დასწვდა და სადღაც დარეკა.რომ უპასუხეს მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა.
-ხვალიდან სამსახურში ბრუნდება. შეგიძლია დაიწყო მოქმედება.
*******
დილით ადრიანად ადგა,შხაპი მიიღო და სამსახურში წასასვლად მოემზადა. ტანსაცმლის არჩევა გაუჭირდა.ვერც მაღალქუსლიანები მოირგო,ფეხები დასიებოდა.საბოლოოდ დაბალძირიანი ფეხსაცმელი და ჩვეულებრივი სადა,მუხლამდე კაბა ჩაიცვა,თხელი მოსაცმელი მოიცვა და სახლიდან გავიდა…
სამსახურში ყველა ღიმილით და თბილად დახვდა.მონატრებოდათ მათი მხიარული და მუდამ მომღიმარი ტატიანა.გულწრფელად გაუხარდა რომ ასეთი კარგი თანამშრომლები ჰყავდა.
თავის მაგიდასთან შეჩერდა და კომპიუტერი ჩართო.მერე სკამზე გადაკიდა მოსაცმელი და ჩაის მოსამზადებლად გავიდა.უკან რომ ბრუნდებოდა,მოულოდნელად დაიბნა,იმ წუთას შემოსული მამაკაცი რომ დაინახა და ძლივს შეიკავა თავი რომ ადუღებული ჩაი არ გადასხმოდა…
ნიკოლა,მისი ნიკოლა მოაბიჯებდა დერეფანში და საოცარი ენერგია მოჰქონდა თან,ყველა უღიმოდა, ეგებებოდა და ესალმებოდა, ზოგიერთი ეპრანჭებოდა კიდეც. ტატიანა ადგილს იყო მიჯაჭვული და ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებდა.
ეჭვიანობისგან სკდებოდა ნიკოლა რომ სხვას უღიმოდა,სხვას ჩაუკრა თვალი და გაეარშიყა კიდეც. სიბრაზისგან წამოწითლდა და ეს კარგად შეამჩნია ბიჭმა.
-ნათია ძვირფასო,ცოტა ხანში ჩემს კაბინეტში გელოდები,საქმე მაქვს, დავასრულოთ გუშინდელი,-თვალი კიდევ ერთხელ ჩაუკრა გოგოს და ის ღიმილი აჩუქა,ტატიანას რომ ეკუთვნოდა…
მის ტელეფონს რომ არ დაერეკა და ლალის რომ არ მიეკრა ხელი, ტელეფონი გირეკავსო ალბათ დიდხანს იქნებოდა ასე..
-ამან არ იცის ვინ არის ნიკოლა?-გადაუჩურჩულა მას.
-თქვენ ხომ დაშორდით?-დაიბნა ის.
-საიდან მოიტანე?
-ყველა ასე ამბობს და არც ნიკოლა მალავს.
-დიდი ხანია აქ არის?
-ორი კვირაა,როგორც ვიცი მამაშენმა კომპანიის ნაწილი მის სახელზე გააფორმა.
-აჰაა,ესეგი მეწილეა?
-დიახ და უარესი,ზუსტად ამ განყოფილების,სადაც შენ მუშაობ. მოიცადე სად მიდიხარ?-მკლავში სწვდა ლალი და უკან დაბრუნა სკამზე ტატიანა.
-მე აქ ვერ ვიმუშავებ…
საუბარი კარის გაღების ხმამ გააწყვეტინათ.ნიკოლამ დარბაზს მოავლო თვალი და მოჩურჩულე და საუბარში გართულ თანამშრომლებს გადახედა.
-თქვენ ორნი ჩემს კაბინეტში,-ანიშნა ტატიანას და ლალის და მკაცრი მზერა სტყორცნა.
-დავიღუპე.-თავში ხელი შემოირტყა გოგომ.
-რატომ?
-ანგარიშის დაწერა დამავალა და ვერ მოვასწარი.ახლა ნამდვილად გამანთავისუფლებს,ამასწინათაც გამაფრთხილა.
-მომეცი ეგ საბუთები და ჩემთან ერთად წამოდი.მე ვილაპარაკებ..
თავი გაიმხნევა,ფეხზე წამოდგა და ნელა დაიძრა მისი კაბინეტისკენ, თან გზად თვალი გადაავლო ნაწილს.
კარზე დააკაკუნა და დასტურის შემდეგ,პირველი თვითონ შევიდა..
-დაბრძანდით.-მიმართა ოფიციალურად და მის ხმაში სიცივე იგრძნო ტატიანამ.ახლა მიხვდა რატომ ამბობდნენ მასზე მისი თანამშრომლები სასტიკი და უჟმურიაო.მის წინ ჩამოსხდნენ და ინტერესით მიაჩერდნენ.
-ლალი ანგარიში მომიტანე?
-დიახ,ბატონო ნიკოლა,მაგრამ…
-მომაწოდე,-გააწყვეტინა.
შიშით გადახედა ტატას და თითებს დაუწყო წვალება.ტატიანამ საქაღალდე მიაწოდა. ნიკოლამ გადაშალა და კითხვა დაიწყო.ნელა შლიდა ფურცლებს,გოგოები კი ხან მას უყურებდნენ ხან ერთმანეთს და განაჩენს ელოდნენ.
-მე ვთქვი სრულად მოამზადე-თქო,აქ კი ნახევარია..-ისევ ის სიმკაცრე.
-ვერ მოვასწარი ბატონო ნიკოლა, ბოდიში,-თავი ჩაღუნა გოგომ
-რატომ?იმიტომ ხომ არა რომ ბევრ დროს ხარჯავ ჭორაობაში და საქმეს უპასუხისმგებლოდ უდგები?-ხმას აუწია ბიჭმა.ლალის თვალები აუცრემლიანლდა.
-უკაცრავად მაგრამ ყვირილის და თანამშრომლის შეურაწყოფის უფლება არ გაქვთ.-წამოხტა ტატიანა.
-თქვენთან ჯერ არ დამიწყია,ასე რომ დაბრძანდით და დამელოდეთ ქალბატონო ტატიანა ბერიძე.-ხაზი განსაკუთრებით გაუსვა ბოლო სიტყვებს.
-არ დავჯდები და არც გავჩუმდები, მამაჩემის კომპანიაში რა უფლებით მბრძანებლობთ?
-ეს უკვე ჩემი კომპანიაა და როგორც მე ვიტყვი ისე იქნება,კარგით რადგან ვერ ითმენ,თქვენით დავიწყებ. როგორც მივხვდი დიდი ხანი არაა რაც აქ მუშაობთ და ისიც ვიცი რომ სამსახური საკმაოდ დიდი ხნით გააცდინეთ,ვინაიდან და რადგანაც შვებულება არ გეკუთვნოდათ მომიწევს გაცდენილი საათების ანაზღაურება,თქვენი ხელფასიდან ჩამოგეჭრებათ თანხის ნაწილიც, რადგან არ მინდა თანამშრომლების დისკრიმინაციაში დამდონ ბრალი, და კიდევ თუ რამე არ მოგწონთ შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება და წახვიდეთ.
-მაგ ბედნიერებას არ მოგანიჭებთ ბატონო ნიკოლა,ყველა გაცდენილ დღეს და საათს ავანაზღაურებ,ყველა საბუთს მოვაწესრიგებ,თქვენ კი შეეშვით ჩემზე გაბრაზებული სხვაზე ჯავრის ამოყრას და მხოლოდ მე დამავალეთ თუ რამე პრობლემა გექნებათ...ხმას აუწია ტატიანამაც.
ოხ,როგორ მოეწონა ნიკოლას ეს ტატიანა და როგორ გააგიჟა,როგორ უყვარდა,მაგრამ ახლა არ დათმობდა, არაფრის დიდებით არ დათმობდა…
-მაშინ წახვალთ და ამ თვის ანგარიშს თქვენ დაწერთ,საღამომდე უნდა მოასწროთ.
-მაშინ დაგტოვებთ,-ისევ თამამად უპასუხა ტატიანამ და დაუმშვიდობებლად გამოვიდა იქიდან.როგორც კი ლალიმ კარი მოხურა,მაშინვე ამოისუნთქა და იგრძნო როგორ მოუდუნდა დაძაბული სხეული..
-ლალი,მომეცი ეგ საბუთები და დანარჩენებიც მომიტანე,ყველაფერი რაც დამჭირდება,მერე კი ერთი კარგი ჩაი მომიდუღე რომ ენერგია მოვიკრიბო,ნიკოლა ამირეჯიბს არ მივანიჭებ ამ ბედნიერებას..
მთელი დღე თავი არ აუწევია საბუთებიდან.ძალიან დაიღალა ცალკე ჯდომით,ცალკე ამდენი რიცხვების ანგარიშით.ლალი გვერდით ედგა და დახმარებას ცდილობდა,მაგრამ არ გააკარა საბუთებს,მხოლოდ სთხოვდა საჭმელით და ჩაით მოემარაგებინა.
ჩუმად უთვალთვალებდა ნიკოლა და ეცინებოდა მასზე,როგორ გემრიელად ილუკმებოდა და სიამოვნებით სვავდა იმ ჩაის,რომელიც არასოდეს ჰყვარებია...
გაუკვრიდა,როცა სამუშაო დღე, დასრულდა,ტატიანა კი ისევ სამუშაო მაგიდასთან დაინახა.რატომღაც ელოდა რომ წავიდოდა და დავალებას უგულოდ მოეკიდებოდა,არადა ასე არ მოხდა.რომ გამოვიდა მის თვალებს შეეჩეხა,გოგომ თვალი აარიდა და კმაყოფილმა ჩარგო თავი ისევ საბუთებში.
-სამუშაო დღე დიდი ხანია დასრულდა, შეგიძლიათ წაბრძანდეთ.-უთხრა ბიჭმა.
-მალე წავალ,თითქმის მოვრჩი…
-არ იყო საჭირო,-მაინც გატყდა ნიკოლა და ხელი მხარზე შეახო. გოგოს მთელ სხეულში დაურა მისგან წამოსულმა ენერგიამ.
-აი ბატონო ნიკოლა,ინებეთ,- კმაყოფილმა მიაწოდა საქაღალდე და წამოდგა.ქურთუკი მოიცვა და ჩანთას დასწვდა.
-ხო მართლა შეგიძლიათ ორი საათი ჩემს მიერ გაცდენილ საათების რაოდენობას გამოაკლოთ.- კმაყოფილმა უთხრა ტატიანამ,მხარი გაჰკრა და ისე აუარა გვერდი ნიკოლას.
-ჩემი გოგო ხარ,-ღიმილით ჩაილაპარაკა მან და საქაღალდე იქვე დადო,არც უფიქრია გადაშლა და წაკითხვა,ზუსტად იცოდა რომ იქ ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც საჭირო იყო …
*****
მთელი კვირა ასე გაატარეს კამათსა და დაძაბულობაში,ნიკოლა მიზეზს ეძებდა ტატიანას დასასჯელად ან მის კაბინეტში შესასვლელად,გოგო კი ყველაფერს ისე ასრულებდა როგორც საჭირო იყო,ბოლოს ტატიანაც დაიღალა,მითუმეტეს რომ ჩათვალა იმ სიტუაციაში ნიკოლა დამნაშავე იყო და ტყუილად უყვირა ლალის. ტატიანა შესვენებაზე იყო გასული,უკან რომ დაბრუნდა და აცრემლებული ლალი დაინახა,გადაეკეტა,მაშინვე მიხვდა მიზეზს და ნიკოლას კაბინეტისკენ აიღო გეზი.უნებართვოდ შეაღო კაბინეტის კარი და ხმაურით დახურა.
ბიჭი საბუთებში იყო ჩართული, ხმაურზე თავი ასწია და გააფთრებული ტატას თვალებს წააწყდა.მისკენ დაიძრა გოგო და მაგიდაზე ორივე ხელი დაარტყა.
-ვინ გგონია შენი თავი?რა უფლება გაქვს რომ ადამიანებს უყვირი ან შეუარაწყოფას აყენებ?შენ ჩემთან გაქვს პრობლემა და მე მომმართე, მე მიყვირე თუ გინდა,მაგრამ არ მოგცემ უფლებას სხვა დაამცირო,გესმის ნიკოლა ამირეჯიბო?
ისე აბრიალებდა თვალებს ტატიანა, რომ შესძლებოდა აუცილებლად მოკლავდა ამ მზერით.უარესად გაგიჟდა,როცა ნიკოლა მშვიდი და უდარდელი სახით უყურებდა.
-ამოიღე ხმა,მიპასუხე რატომ?რატომ იქცევი ასე?გსიამოვნებს?მოგწონს? კი ბატონო,თუ მოგწონს ჩემზე იყარე ჯავრი,მაგრამ სხვებს შეეშვი.-ხელის ერთი მოსმით მოისროლა ნიკოლამ ყველაფერი რაც მაგიდაზე იყო. სახიდან ღიმილი წაეშალა და გაბრაზებულმა შეხედა ტატიანამ.
-არც მე ვიყავი არაფერში დამნაშავე, მაგრამ შენ მაინც ჩემზე იყარე ჯავრი.- უყვირა და ტატიანა მაშინვე მოიბუზა,სადღაც გაქრა ის მამაცი გოგო რამდენიმე წამის უკან რომ დაატყდა ნიკოლას.
-არ მოგწონს ეს ყველაფერი?-წამოდგა და მისკენ დაიძრა ბიჭი.-არც მე არ მომწონს,როცა უსამართლოდ მადანაშაულებენ,არც მე არ მომწონს როცა არ მენდობიან,მაგრამ ვიტან და ვითმენ,ასე რომ შენც აიტან ამ ყველაფერს და შენც მოითმენ..-მკლავებში მოჰკიდა ხელი და წყობიდან გამოსულმა დააბანჯღარა.
-ფრთხილად ბ..-კინაღამ წამოსცდა ტატიანას და ენაზე იკბინა უცებ. ნიკოლაც მიხვა რის თქმა უნდოდა გოგოს და ოდნავ შეუშვა ხელი შეშინებულმა.
-კარგად ხარ?-ჰკითხა,როცა დაინახა რომ გოგომ ფერი დაკარგა.
-როგორ უნდა ვიყო კარგად?როგორ?- თვალები აუცრემლიანდა ტატიანას.
-ბოდიში,ზედმეტი მომივიდა,- ჩაილაპარაკა ნიკოლამ და სახეზე ჩამოუსვა ხელი,თმა გადაუწია და მოეფერა,მერე ქვედა ტუჩზე გადაატარა ცერა თითი და ტუჩები გაილოკა,ახლა ისე უნდოდა მისი კოცნა,ო,როგორ ენატრებოდა,მისი ყველა უჯრედი ენატრებოდა.ტატამ თვალები დახუჭა და წამით იმ რეალობაში დაბრუნდა ერთად რომ იყვნენ…მერე უცებ გამოერკვა,აწმყოში დაბრუნდა,უხეშად აუკრა ხელი ბიჭს და მოიშორა.
-არასოდეს მომეკარო და არც ჩემს გამო მიაყენო შეურაწყოფა თანამშრომლებს,აქ შენი ბანკი არ გეგონოს,აქ ჩემი კომპანიაა, პირობას ვდებ დავიბრუნებ მას და აქედანაც ისე გაგიშვებ,როგორც ჩემი ცხოვრებიდან..
ოჰ,როგორ ეტკინა ნიკოლას ეს სიტყვები.ეტკინა კი არა პირდაპირ გული დაუსერა,პირდაპირ საკონტროლო გასროლა გააკეთა. ხელი გაუშვა გოგოს და მიაჩერდა.
-ხომ იცი რომ შენს ცხოვრებაში ისეთი კვალი დავტოვე,ვერასოდეს წაშლი და ვერასოდეს მოიშორებ?-ჰკითხა გამომცდელად და ირონიულად გაუღიმა
-შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს,-უპასუხა და კაბინეტიდან ამაყად გამოვიდა..
საღამოს მამას ეახლა კაბინეტში და სალაპარაკო მაქვსო სთხოვა.კაცმაც კარი მიხურა და გვერდით მიუჯდა.მისი ხელი ხელში აიღო და დაღლილ სახეზე შეატყო რომ რაღაც რიგზე არ იყო.
-რამე მოხდა შვილო?ცუდი ფერი გაქვს.
-აღარ შემიძლია მამა,უკვე ორი თვე გადის რაც ნიკოლას გვერდით აღარ ვარ,ვეღარ ვუძლებ,ვნადგურდები.- ცრემლებმა თავისით იპოვეს გასაქანი.
-რადგან შენ ტირი ესეგი რაღაც სერიოზული მოხდა..
-მამა გთხოვ დაელაპარაკე მას,იქნებ რამე გამოსავალი მოძებნო და კომპანია ისევ დაიბრუნო,სთხოვე, შეეხვეწე...მე ვნადგურდები.ცალკე ის მანადგურებს რომ ჩემს გამო დაკარგე ის რასაც ამდენი წელი აშენებდი და ცალკე მის სიახლოვეს ყოფნა.
-აბა რას აკეთებ ახლა?ასე ნერვიულობა როგორ შეიძლება? ბავშვისთვის საზიანოა ეს ყველაფერი.
-დაამშვიდა მამამ.
-დაელაპარაკები?
-გპირდები კიდევ ერთხელ დაველაპარაკები, თან რაც შეიძლება მალე. წადი ახლა შენ დაისვენე, დაიძინე,და გჯეროდეს რომ ხვალ ახალი დღე გათენდება ახალი იმედებით და ოცნებებით.
-ხო ოცნებებით,ოცნებებით რომლებიც არასოდეს ხდებიან,-ჩაილაპარაკა გოგომ და მამას ჩაეხუტა,მერე დაემშვიდობა და საძინებელში ავიდა.
დაღლილს მალევე ჩაეძინა..
ძილში ისევ მოაკითხა ნიკოლამ,ისევ ესიზმრა,როგორც ყოველ ღამე. ამჯერადაც სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი.თითქოს ბიჭმა იცოდა რომ ტატიანა ორსულად იყო და მუცელზე ეფერებოდა,ნათლად გრძნობდა მის შეხებას.იმდენად იყო ძილბურანში,რომ ვერ გაარჩიან ცხადი იყო თუ სიზმარი.არადა იქ მართლა ნიკოლა იყო…
**********
ვერ მოითმინა სერგომ და როგორც კი ტატიანა გავიდა მაშინვე დაურეკა ამირეჯიბს.შეხვედრა სთხოვა,ბიჭი ბარიდან ახალი გამოსული იყო,ცოტა ნასვამი იყო,მაგრამ მაინც არ გადაუდია შეხვედრა და ნახევარ საათში ბერიძეების ჭიშკარს მიადგა. იმედი ჰქონდა რომ ტატიანას ნახავდა,ნუ შორიდან მაინც მოჰკრავდა თვალს,მაგრამ არ გაუმართლა.
-სძინავს,-ღიმილით ამცნო სერგომ,- ტყუილად ეძებ,დაიღალა და განერვიულებული იყო.-
-საშიში ხომ არაფერია?-ანერვიულდა ბიჭი.
-ეს შენ უნდა გკითხო,რა ხდება ნიკოლა?ჩვენი შეთანხმენა საშიშ ფაზაში შედის მგონი და ძალიან მეშინია,არ მინდა ტატიანას ასეთ განერვიულებულს ვხედავდე.
-დამშვიდდით ბატონო სერგო,ხომ იცით რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ,რაც მას და ჩემს შვილს ზიანს მიაყენებს.მხოლოდ ცოტა მკაცრად მოვექცევი.
-ცოტა?-ეჭვით შეხედა კაცმა.
-ხომ მიცნობთ და ხომ იცით რომ სიტყვის კაცი ვარ?აბა მე ვგავარ ახლა პატარა ბავშვს,რომ ჩემს საქციელს ვერ ვაკონტროლებდე.
-უკვე აღარაფერი აღარ ვიცი, დავიღალე ამ ყველაფრით, დავიღალე მისი ცრემლიანი თვალების ყურებით, ძალიან განიცდის. იქნებ აპატიო და შერიგდეთ..
-რაც უფრო დრო გადის,უფრო მეტად მინდა მის გვერდით ყოფნა და მასთან დაბრუნება,მაგრამ რომ მახსენდება რა გააკეთა,ვცოფდები და თავის კონტროლს ვკარგავ.
კაცმა მის თვალებში იმხელა სევდა და დარდი დაინახა,როგორსაც თავისი შვილის თვალებში ხედავდა. ისინი ნამდვილად ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები…
-დალევ?-წამოდგა და ბარისკენ წავიდა სერგო
-მხოლოდ ერთი ჭიქა და მერე წავალ.
უხმოდ გამოცალეს თითო ჭიქა ვისკი. მერე ნიკოლა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა,მაგრამ ფეხს ითრევდა და სერგოს გამოცდილმა თვალმა ადვილად შეამჩნია ეს..
-ნიკოლა,-შეაჩერა კართან.-მას ახლა სძინავს,მგონი არაფერი დაშავდება თუ ცოტა ხნით ნახავ.
უხმოდ გაიღიმა ბიჭმა და კატის სისწრაფით აუყვა კიბეებს. ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი .ჩაბნელებულ ოთახში საწოლთან ჩამოკიდებული ბრა,სუსტად ანათებდა. ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და ზემოდან დახედა მძინარე გოგოს. შფოთავდა ტატიანა,აშკარად არ ეტყობოდა რომ კარგად იყო. სახეზე ოფლს დაესხა.მის წინ ჩაიმუხლა და ფრთხად ჩამოუსვა სახეზე ხელი.მერე თმაზე მიეფერა და მისი სურნელი კიდევ ერთხელ შეიგრძნო.ტატა შეირხა და გვერდი იცვალა.საბანი გადაიხადა და ნიკლასკენ გადმობრუნდა,ბიჭა ეგონა ახლა გაეღვიძებაო,მაგრამ არ გაღვიძებია,ისევ ისე გააგრძელა ძილი.თვალი მუცლისკენ მექცა,ფრთხილად გააპარა ხელი და აწეულ პიჟამოს ქვეშ შეუცურა.
-საოცარი ხარ ტატიანა,როგორი უსუსური და ამავე დროს როგორი ძლიერი.მაგრამ როგორ უცებ მოგერიენ და როგორ უცებ გატყდი.
ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან.
-შვილო..-დაიჩურჩულა ისევ,-მამა გავხდები,ეს ჩემთვის ჯერ კიდევ რთულია,მაგრამ რომ ვიაზრებ ვხვდები რომ ჩემს ცხოვრებაში მოვლენილი სასწაული ხარ, დედაშენთან დამაკავშორებელი რგოლი. არ დაგთმობ,არც ერთს არ დაგთმობ, მორჩა მართლა გვეყო ორივეს.-სწრაფად მოტრიალდა და ისევ ჩუმად დატოვა იქაურობა. კარის ხმაზე ტატიანას გაეღვიძა,როგორც ჩანს დაიმედებულმა ნიკოლამ ვერ მოთოკა ემოციები და ნერვები და ხმაურით მოუვიდა დაკეტვა. ვერაფერი დაავიწყება ტატა ბერიძეს ნიკოლა ამირეჯიბის სუნამოს სურნელს, ნათლად იგრძნო ის და დააკვნა რომ ბიჭი არა მარტო სიზმარში,არამედ ცხადშიც მის გვერდით იყო.
სხვანაირი წამოვიდა ბერიძეებისგან ნიკოლა. ისეთი ბედნიერი რომ მიწას ფეხს არ აკარებდა,რომ შესძლებოდა ცაში გაფრინდებოდა.გზად სასმელი კიდევ იყიდა,აივანზე მოეწყო და დალევა განაგრძო,თან ტატიანაზე ფიქრობდა. მომავალ შვილზე.რა საოცარი შეგრძნება იყო საყვარელი ქალი მისგან რომ ელოდებოდა შვილს და მის ოცნებას ასრულებდა…
******
რაც უფრო გადიოდა,მით უფრო უჭირდა ტატას ორსულობის დამალვა,ორი ზომით დიდი ტანსაცმელი,კვების რაციონის შეცვლა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, გამუდმებული შესვენებები და სუფთა ჰაერზე გასვლა საეჭვო გახდა. ხვდებოდა რომ ნიკოლა ამას ადრე თუ გვიან მიხვდებოდა და წარმოდგენაც არ უნდოდა რა შედეგი მოჰყვებოდა .მართალია ბოლო პერიოდში ნაკლებად ერჩოდა და ხშირად ეძახდა კაბინეტში,ყოველი ახალი საქმის ან გადარიცხვის დროს განსაკუთრებით, მაგრამ ამას სიყვარულს აბრალებდა და სულ არ ჰქონია ის აზრი რომ მასაც შეეძლო სცოდნოდა ყველაფერი. რამდენჯერმე საქმიან შეხვედრაზეც წაიყვანა,წასვლა არ უნდოდა, იძულებული გახდა. შუა შეხვედრაზე იგრძნო როგორ აეწვა კუჭი და გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა. იცოდა ნიკოლამ რომ წინააღმდეგი იქნებოდა,მაგრამ მაინც გაჰყვა. გარედან უსმენდა როგორ ცუდად იყო,რომ დაწყნარდა მაშინ დაუკაკუნა კარზე.
-ტატიანა კარგად ხარ?
-კარგად ვარ.-გამოსძახა,მერე კარიც გაიღო და ფერდაკარგული გოგოც გამოჩნდა.
-მართლა კარგად ხარ?-მკლავში სტაცა ხელი ნიკოლამ და თავისკენ მიაბრუნა.იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან,იმდენად ახლოს,რომ ერთმანეთს გრძნობდნენ.ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ და ორივე ხვდებოდა რომ ეს გულისცემა მათ ეკუთვნოდათ….
-დავბრუნდეთ კარგი?სტუმრები გველოდებიან.-თავი გასწია ტატამ,რომ მიხვდა ნიკოლა მის კოცნას აპირებდა.გამოერკვა ბიჭიც,ხელი გაუშვა და უკან აედევნა.
რაზე ილაპარაკეს ნახევარზე მეტი არ გაუგია ტატას,იჯდა და ფიქრებით წარსულში იყო დაბრუნებული.
-სახლში გაგიყვანო?-ხელით შეაფხიზლა ნიკოლამ.
-მორჩა შეხვედრა?
-კი,ახლახანს წავიდნენ ყველა.ჩვენც წავიდეთ…
-წავიდეთ,-უპასუხა და წამოდგა ისიც.
გარეთ რომ გამოვიდნენ მოულოდნელად ჟურნალისტების არმია დაატყდათ თავს,თავის არიდება ვერაფრით შესძლეს.
-მართალია რომ ერთმანეთს დაშორდით?
-თუ ასეა რატომ ხართ ახლა ერთად?
-ორსულად არ ხართ?პატარა ამირეჯიბს ხომ არ ელოდებით?
ერთმანეთს არ აცდიდნენ და უამრავ შეკითხვას აძლევდნენ.ისედაც უხასიათო ტატიანას,კიდევ უფრო მოეშხამა ხასიათი.სამაგიეროდ ნიკოლა არ დაიბნა,წელზე მოხვია ხელი,სხეულზე აიკრა და გაიღიმა.
-არ დავშორებულვართ,ყველაფერი ჭორია,ბოროტი ხალხის მოგონილი, რომელთაც ჩვენი ერთად ყოფნა არ უნდათ,მაგრამ ახლა ხმამაღლა ვამბობ რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და არ ვაპირებთ დაშორებას….
მერე გვერდი აუარა ყველას და მანქანაში თითქმის ჩატენა ტატიანა.
-ეს რა იყო?რატომ იცრუე?-მოეგო გონს.
-შენი და შენი ოჯახის შერცხვენა არ მინდოდა.
-ვინ გითხრა მერე ან ვინ გთხოვა ივაჟკაცეო?
-არავინ,მაგრამ მამაშენს და შენს ოჯახს ვცემ პატივს,არ მინდა მათი ქალიშვილის დაუფიქრებელი საქციელის გამო მათ სამიზნედ ვაქციო.კარგად იცი რა აუტანელია
მუდმივად უკან დევნა და შენს პირადაში ქექვა.
-როგორც ყოველთვის ცდილობ კიდევ ერთხელ შემახსენო ჩემი საქციელი.
ნიკოლას პასუხი არ გაუცია.უხმოდ მჯჰყავდა მანქანა.უცებ საჭეს ხელი დაარტყა და გაბრაზებულმა შეიკურთხა.
-ჯანდაბა,რამდენიმე ჟურნალისტი უკან მოგვყვება,სხვა გზა არ გაქვს, ჩემთან უნდა წამოხვიდე, ნუ შეგეშინდა,ხელს არ დაგადებ. შენს ყოფილ ოთახში დაიძინებ....
-ყოველთვის ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ როგორაა, -აბუზღუნდა და ტუჩები სასაცილოდ გამობუსხა.ჭკუა კინაღამ დაკარგა ნიკოლამ,ისე უნდოდა ახლა ამ ტუჩებში ეკოცნა.
ამ სახლს განსაკუთრებულია აურა და სურნელი ჰქონდა,რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა ტატიანას. სულ ამბობდა რომ მაშინვე იგრძნო ეს,როცა აქ პირველად მოვიდა.როცა პირველად მოიყვანა ნიკოლამ,მაშინ ჯერ კიდევ იძულებით იყო მასთან,პრინციპში ახლაც,მაგრამ ახლა რამდენიმე გარემოება შეცვლილიყო.
-შემოხვალ თუ დიდხანს იდგები მანდ?
-გამოაფხიზლა ნიკოლას ხმამ.კარი მიხურა და შიგნით შევიდა ისე თითქოს ისევ პირველად ყოფილიყოს აქ. უხმოდ მოავლო თვალი სახლს. აქაურობა სხვანაირი ეჩვენა.
-რა გჭირს?ისე იქცევი თითქოს უცხო იყო ან პირველად იყო აქ,ან სადღაც გაურკვეველ ადგილას მოგიყვანე.-ქურთუკი გაიხადა და იქვე საკიდზე ჩამოკიდა. ტატიანამაც იგივე გაიმეორა და უკან გაჰყვა.
-სხვანაირია აქაურობა.-ჩაიბურტყუნა გოგომ,მაგრამ მაინც გაიგო ბიჭმა.
-როგორ სხვანაირი?-
-აი არ ვიცი როგორ ვთქვა….ცარიელი.. -დამნაშავესავით თავი დახარა გოგომ.
-ამას ახლა მიხვდი?ისე წესით ეგ აქამდე უნდა გეფიქრა და გაგეანალიზებინა.უნდა გეფიქრა რა მოჰყვებოდა შენ საქციელს,უნდა გეფიქრა ვინ ვიყავი მე და რამდენად ვიყავი იმის ჩამდენი,რაც დამაბრალე. იცი რატომ არ გავაკეთებდი ამას? იმიტომ რომ მხოლოდ შენ მიყვარდი და შენ მიყვარხარ,შენ ხარ ჩემი ცხოვრების ქალი და არამარტო შენ,არამედ საკუთარ თავს არ მივაყენებდი ასეთ შეურაწყოფას…
ტატიანამ ვერაფერი უპასუხა,თვალს მომდგარი ცრემლები მოიწმინდა და ზურგი შეაქცია ბიჭს რომ არ ენახა ეს. მერე ოთახისკენ დაიძრა,ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა უნდოდა.კიდევ ერთხელ რომ ენანა თავის დაუფიქრებელი საქციელი…
ოთახამდე გზა სანამ გაიარა,იმდენად გაიწელა,რომ ეგონა არასოდეს დასრულდებოდა.უკვე შედიოდა,როცა კარის შეღებასთან ერთად მუცელში ტკივილი იგრძნო,არ შეიმჩნია,თავს ძალა დაატანა და საწოლამდე მივიდა. წამოწვა,მაგრამ არადა არ გაიარა ტკივილმა,უფრო მეტად მატულობდა. ბოლოს იმდენად შეეშინდა რომ საკუთარ თავს და სიამაყეს სძლია და ნიკოლას დაუძახა. პასუხი არ გასცა ბიჭმა. უფრო მეტად შეეპარა შიშიც და ხმასაც უფრო აუწია..უეცრად სისველე იგრძნო და მიხვდა რომ სისხლდენა დაეწყო. განწირულმა იკივლა,დაინახა როგორ შემოგლიჯა ბიჭმა კარი,მერე კი გონება დაკარგა..
****
სანამ სასწრაფო მოვიდა ერთი სიცოცხლე დაამთავრა ნიკოლამ. საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ეფერებოდა ტატიანას ხელებს,სახეს, მუცელს და ღმერთს ბავშვის გადარჩენას სთხოვდა.. გამოკვლევებზეც შეჰყვა და არ დატოვა მარტო. ბოლოს ექიმი ისე შეაწუხა,რომ გარეთ გამოაბუნძულეს..
დერეფანში ნერვიულად სცემდა ბოლთას,ძლივს გაიგონა ტელეფონის ხმა.ეკრანს რომ დახედა,მაშინ მიხვდა რომ ტატიანას მშობლებმა არაფერი იცოდნენ.
-ნიკოლა,როგორ ხარ?
-ცუდად ბატონო სერგო
-რა მოხდა?რა გჭირს..
-ჯერ მეც არ ვიცი,იმედია ისეთი არაფერია.
-მოკლედ,ტატიანა სახლში არ მოსულა,აგვიანებს და ხომ არ იცი სადაა?ძალიან ვნერვიულობთ
-არც კი ვიცი როგორ გითხრათ,ტატა საავადმყოფოშია,გონება დაკარგა და აქ გადმოვიყვანე,ექიმები არაფერს მეუბნებიან,ლამისაა გავგიჟდე,- მიაყარა ბიჭმა
-რაო?რა დაემართა ჩემს გოგოს? ნიკოლა მითხარი რომ შენ…
-მე არაფერ შუაში ვარ ბატონო სერგო,გეფიცებით,ყველაფერს გეფიცებით.-სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა ნიკოს.
-მოვდივარ,ახლავე მოვდივართ, ქეთინოო…-გასძახა ცოლს და მერე ტელეფონიც გაითიშა..
ოცი წუთის შემდეგ ბერიძეები საავადმყოფოს კედლებში ნიკოლას გვერდით ისხდნენ და ერთმანეთს უხმოდ უმზერდნენ,მოთმინება ისევ ნიკოლას დაელია,წამოხტა და იყვირა.
-ჯანდაბა სად არიან აქამდე?რას აკეთებენ?გესმით?ჩემი ცოლის ნახვა მინდა…
-რა გაყვირებს რაა?-წინ გადაეღობა ვახო და დაუყვირა გაბრაზებულმა.
-შენ აქ რას აკეთებ?
-მე რას ვაკეთებ აქ?როგორ ფიქრობ არ უნდა მცოდნოდა თქვენი ამბები? სხვისგან უნდა ვიგებდე ამას?თუ იმის უფლებაც არ მაქვს ჩემი შვილიშვილის მდგომარეობით დავინტერესდე?
-აქ არ იყავით…-თავი დახარა და ცოტა დამშვიდდა.
-შეგეძლო დაგერეკა,ვის უნდა დავუდგე გვერდით თუ არა ჩემს შვილს ან ვისი იმედი უნდა გქონდეს თუ არა შენი მშობლების?
-მამაშენი მართალია ნიკო,ხომ იცი რომ ჩვენ შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ვეგუებით?არ შეიძლება ასეთ რაღაცეებზე ტელევიზიიდან ვისმენდეთ.მითუმეტეს რა დღეში ყოფილა ტატიანა…-ვიშვიშს მოჰყვა ჯინა.
ნიკოლამ პასუხი ვეღარ გასცა,ექიმი გამოჩნდა,გადაღლილი სახე ჰქონდა. ყველა მის წინ გამწკრივდა ამბის მოლოდინში.
-ექიმო როგორაა ჩემი ცოლ-შვილი?
-ბევრი ვიბრძოლეთ და გადავარჩინეთ ორივე,ტატაც ძალიან დაგვეხმარა, იმიტომ რომ დიდ ტკივილს გაუძლო და აიტანა.მაგრამ რისკი კიდევ არსებობს ბავშვის დაკარგვის,არ ვიცი რა ინერვიულა ამ გოგომ ეს ბოლო დღეები ან როგორ გადაიღალა,მაგრამ ერთი ვიცი რომ მეტი აღარ უნდა განმეორდეს.რამდენიმე დღე საავადმყოფოში დავტოვებთ რომ დავაკვირდეთ და მოღონიერდეს ცოტა გადასხმებით.მერე გავწერთ..
-მადლობა ღმერთს,-წამოიძახა ქეთინომ და ყველამ შვებით ამოისუნთქა.
-ექიმო შეიძლება მისი ნახვა?-
-ახლა სძინავს,მაგრამ ცოტა ხნით შეგიშვებთ.მხოლოდ ხუთი წუთით..
-მადლობა ექიმო,-მოეხვია ნიკოლა და დაუფიქრებლად გაჰყვა უკან ექთანს…
ნაწამები სახე ჰქონდა ტატიანას, ფერმკრთალი და თვალის უპეები ჩაშავებოდა.ტუჩები გამომშრალი და დამსკდარი.გული მოუკვდა,ეს მის ტატიანას არაფრით არ ჰგავდა...მიუახლოვდა,მისი ხელი ხელში მოიქცია,მეორე ხელით სახეზე ნაზად მოეფერა.
-ჩემო გოგო,მაპატიე...მაპატიე რომ ასე დაგტანჯე,ყველაფერი ჩემს გამო მოხდა,ყველაფერში მე ვარ დამნაშავე...როგორ ვნანობ,ნეტავ იცოდე როგორ ვნანობ ყველაფერს. შენთვის ნათქვამ თითოეულ სიტყვას,რაც მაშინ გითხარი და რომელმაც ასეთი ტკივილი მოგაყენა. ოღონდაც კარგად იყავით,მე დავიტანჯები თქვენს მაგივრად….
ექთანმა მეტი აღარ გააგრძელებინა, წასვლის დროა და ნიკოლასაც დამშვიდობება მოუწია…
ჯოჯოხეთური ღამე იყო,ისეთი ყველას რომ ცუდის მოლოდინი ჰქონდა, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და დუმდნენ,თითქოს სათქმელიც არაფერი ჰქონდათ…
მაგრამ დილით მზე ამოვიდა და მათ გულებშიც გამოანათა… ტატიანა გონს მოვიდა,გაეღვიძა და პირველი რაც ითხოვა ნიკოლას ნახვა იყო…
მისი შემოსვლისას უხერხული სიტუაცია შეიქმნა და სიჩუმე ჩამოვარდა,რომელიც გოგომ დაარღვია.
-როგორ ხარ?ბევრი ინერვიულე? სახეზე გეტყობა.
-რა თქმა უნდა ვინერვიულე,მაგრამ ახლა მთავარი მე კი არა,შენ ხარ…
-შეგეშინდა?
-ძალიან შემეშინდა,შენი დაკარგვის საოცრად შემეშინდა,ისე რომ სხეულის ყველა ნაწილი ამტკივდა.- სევდა ჩაუდგა თვალებში.ტატიანას შეეცოდა,იმდენად შეეცოდა რომ უნდოდა სიმართლე ეთქვა ბავშვის შესახებ,მაგრამ ვერ გაბედა და ისევ უკან დაიხია…
-მეგონა წახვიდოდი..
-მაგრამ მე ისევ აქ ვარ,შენს გვერდით..
-რატომ არ მიდიხარ?
-არ შემიძლია.ვერ მივატოვებ,ქალს რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და რომელიც ჩემი შვილის დედა გახდება.
-ესეგი ექიმმა მაინც გითხრა…- დანანებით ჩაილაპარაკა გოგომ.
-ეს რა ტონია?შენ რაა გგონია ამას ვნანობ?და აქ ამის გამო ვარ?-ხმას აუწია ნიკოლამ.
-ნუ ყვირი,თავი მტკივა,-მოიკუნტა გოგო.
-კარგი,მაპატიე….
-ამიტომ ხარ აქ?
-არა,ამიტომ არა.მე უკვე გითხარი რატომაც…
-არ ბრაზობ რომ დაგიმალე?
-თავიდან გავბრაზდი.მერე გადამიარა.
-ესეგი დიდი ხანია იცი?
-მას შემდეგ რაც ყვარელში ჩამოგაკითხე და ცუდად გახდი.მე ვიყავი შენს გვერდით და საავადმყოფოშიც მე წაგიყვანე. საერთოდაც შენზე ყველაფერი ვიცოდი,ისიც კი როდის რას ჭამდი. მაშინაც როცა ექიმთან კონსულტაციებზე დადიოდი, შენთან ერთად ვისმენდი ბავშვის გულისცემას…
-ვინ ხარ ასეთი?რატომ გიყვარვარ ასე?-გაეღიმა ტატიანას.
-იმიტომ რომ შენ ჩემთვის ხარ შექმილი..
-თუ ასე იყო,რატომ დამთანხმდი და რატომ მოაწერე განქორწინების საბუთებს ხელი?
-იმიტომ რომ შენზე თავიდან დავქორწინდე უფლის წინაშე, იმიტომ რომ შენზე ჯვარი მინდა დავიწერო და სიყვარულით დამთანხმდე.-გაუღიმა ნიკოლამ.
-ჯანდაბა ამირეჯიბო,როგორ მშლის ჭკუიდან ეგ შენი ღიმილი.
-მე კიდევ შენ,ყველა მდგომარეობაში და ყველანაირ ფორმაში.-დაიხარა და ტუჩებში აკოცა.
-ესეგი აღარ მიბრაზდები?
-არა.-თავი გააქნია ნიკოლამ.
-ასე მარტივად შევრიგდით?
-თუ გინდა გავართულებ ისევ...
-არა,არა.ბავშვს მშობლები სჭირდება
-ხოდა მაშინ მალე გამოჯანმრთელდი, რომ მოვაგვაროთ ეს საკითხიც..
-მიყვარხარ ნიკოლა…
-მეც მიყვარხარ ტატიანა….

*******
რამდენიმე დღე დასჭირდა ტატიანას მოღონიერებას.მნახველები არ აკლდა, ხშირად სტუმრობდნენ მისი და ნიკოლას მშობლები,ნანკაც,საბამაც შემოიარა რამდენჯერმე.ყველაზე მეტად მაინც ნიკოლას მოსვლა უხაროდა.ღამით მასთან რჩებოდა ბიჭი,საუბრობდნენ ბევრს და საუბრობდნენ ყველაფერზე. იხსენებდნენ ერთად გატარებულ დროს და ბედნიერ წამებს. სიხარულისგან აღარ იყვნენ რომ მშობლები ხდებოდნენ...ტატიანა ხშირად ბუზღუნებდა,ასეთ დროს ნიკოლა გვერდით მიუწვებოდა, ჩაეხუტებოდა და კოცნით აჩუმებდა…
-ეს არ შეიძლება,ის არ შეიძლება,ასე როგორ შეიძლება?-აბუზღუნდა მორიგ დილას ტატიანა.
-შენთვის ყველაფერი შეიძლება ჩემო პრინცესა…-გაეღიმა ნიკოლას და წელზე შემოხვია ხელები,უკან დააბრუნდა საწოლში გოგო.
-სულ ყველაფერი?მუშაობაც? სახლიდან გასვლაც?საყიდლებზე სიარულიც და ასე შემდეგ…
-ნწ.ეგენი არა…-კისერში დაუწყო კოცნა ბიჭმა.
-მაშინ არც ეგ,-ხელი გააშვებიმა გოგომ.
-ტატიანა ნუ მომკალი.დამინდე…
-საავადმყოფოში ვართ,ახლა რომ ვინმე შემოვიდეს..
-კარი ჩავკეტე.
-სულელო,-გადაიკისკისა გოგომ.
-რას იტყვი ხელახლა რომ დავქორწინდეთ?-დასერიოზულდა ნიკოლა.
-ხომ იცი ამ თემაზე ჩემი აზრი?
-მე შენგან მინდა მოვისმინო.ტატიანა ბერიძე გახდები ჩემი ცოლი?-ბალიშის ქვეშიდან ბეჭედი გამოაძვრინა და გოგოს მიაცქერდა.
-კი,კიი..იმდენჯერ გეტყვი თანხმობას რამდენჯერაც შემომთავაზებ,-ხელები მოხვია კისერზე გოგომ
ნიკოლამ ბეჭედი ხელზე გაუკეთა და ამჯერად თვითონ ჩაეხუტა…
-კარგი,მოიცადე ერთი წუთით და მომისმინე ,არ ვიმუშავებ და დავჯდები სახლში,მაგრამ დროებით და კიდევ ერთ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ.
-ასეთი სიტუაცია სამსახურზე საუბრით უნდა გააფუჭო?არადა ვცდილობდი რომანტიკული ვყოფილიყავი..
-ამის სპეციალისტი ვარ ხო იცი?
-კარგი გისმენ…
-მე თუ წამოვალ კომპანიიდან იმ შემთხვევაში რომ შენ თანამშრომლებს კარგად მოექცევი და არა ისე როგორც მე მექცეოდი მანამდე. და კიდევ რაიმე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ მამაჩემმა რომ კომპანია დაიბრუნოს.
-ხანდახან მგონია რომ შენ ხარ მამაჩემის შვილი და არა მე,ზუსტად მისნაირი ხარ,ყველა სიტუაციაში პოულობს სარგებელს…
-სერიოზულად გელაპარაკები,ხომ იცი რომ საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ და ძლიერი სპეციალისტი დადგება ჩემგან,ვიბრძოლებ იმისთვის,რაც მამაჩემმა ჩემს გამო დაკარგა..
-ზედმეტად ხარ საკუთარ თავში დაჯერებული.
-ეს შენ მასწავლე და ხომ იცი მე გაკვეთილებს როგორ კარგად ვითვისებ?-გაუღიმა გოგომ.
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კარგად გიცნობ…
-აბა გელოდები
-არ მოგიწევს ლოდინი და არც არაფრისთვის ბრძოლა,ყველაფერი ისედაც თქვენია,კონკრეტულად კი შენი,რადგან როცა შენზე ვქორწინდებოდი,პირველი რაც მოვითხოვე კონტრატქში ჩასაწერად ის იყო რომ ჩვენი განქორწინების შემთხვევაში ვადამდე,კომპანია მაინც შენი იქნებოდა,სხვა ყველაფერი კი ჩემი და მამაშენის დადგმული იყო,შენს შესარიგებლად…
-რაა?აი ამას არ გაპატიებთ არც ერთს,-ხელი გააშვებინა გოგომ,მაგრამ ბიჭმა არგაუშვა,არც გაბუტვის საშუალება მისცა,სახე დაუჭირა და ტუჩებში აკოცა…
*******
-სად მივდივართ?-ჰკითხა ტატიანამ,როცა სახლისკენ არ გადაუხვია ბიჭმა.
-მოითმინე და გაიგებ..
-ამჯერად რა მოიფიქრე?
-გიტაცებ..
-ისედაც შენი არ ვარ?და ისედაც სულ მარტო ვართ.
-ახლა სხვანაირად გიტაცებ,-გაეცინა ნიკოლას.-შენზე ვქორწინდები.
-რას ამბობ?
-ეკლესიაში მივდივართ…
-მარტო ჩვენ?
-ყველა იქაა,ვინც გვინდა რომ იყოს.შენ ამის წინააღმდეგი ხარ?
-სულაც არა,პირიქით გამიხარდება კიდეც.ისეთი ქორწილი მქონდა, გოგოების უმეტესობა კი არა,ალბათ ყველა იოცნებებდა,ახლა მხოლოდ საყვარელი ადამიანები მინდა გვერდით და შენ…
ნიკოლას პასუხი აღარ გაუცია,მანქანა ეკლესიის ეზოში გააჩერა და გადავიდა,მერე ტატიანას მიეხმარა და გვერდით ამოიყენა გოგო,რომელსაც სიმშვიდე დაეუფლა და ბიჭს სიყვარულით შეხედა.
-გახსოვს ლეგენდა გონდოლის შესახებ?
-კი,-თავი დაუქნია ბერიძემ.
-მინდა გითხრა რომ ეგ ლეგენდა ტყუილია,ჩვენ მაშინ ერთმანეთისთვია არც კი გვიკოცნია,პირიქით ალბათ ორივე იმას ვფიქრობდით რომ მამაჩვენების ბიზნესმა შეიწირა ჩვენი თავისუფლება,ახლა კი გეტყვი რომ აი ესაა ლეგენდა-ჯვრისწერა,როცა უფალი აკურთხებს და დალოცავს ჩვენს სამუდამო კავშირს.მუდამ შენთან მინდა გავატარო ცხოვრება ჩემო საყვარელო,-სახე დაუჭირა და თვალებში ჩახედა ბიჭმა.
-მუდამ შენთან და მუდამ ერთად, მთავარია გვჯეროდეს ჩვენი გულების,მთავარია ვგრძნობდეთ…
-მივენდოთ გრძნობებს?
-ყოველთვის და ბოლომდე….
-სიკვდილამდე,-უპასუხა ტატიანამ, სიყვარულით ანთებული თვალები მიანათა ბიჭს,კიდევ ერთხელ დაინახა ნიკოლა ამირეჯიბმა რომ ტატა ბერიძე მთელი არსებით მას ეკუთვნობდა…
ეკლესიის ზარების ხმამ თითქოს ქვეყანას მოსდო მათი ლეგენდარული სიყვარულის ამბავი…..

აღარ დავყოფ და პირდაპირ ერთად ავტვირთავ ორივე თავს ერთად.ესაა დასასრული კიდევ ერთი ისტორიის.ველი თქვენს შეფასებებს



№1  offline წევრი დარინა

მე მიყვარდა ეს ისტორია, ისე სულმოუთქმელად ველოდი ხოლმე ახალ თავებს, ახლა კი ცოტა არ იყოს გულიც დამწყდა დასასრულზეე, არადა როგორი თბილი და გემრიელი დასასრული იყო ზუსტად ისეთი მე რომ მიყვარს და ვგიჟდები, მართლა ძალიან კარგი ისტორია გამოგივიდა, დიდი სიამოვნებით მოვუბრუნდები ისევ და ისევ წასაკითხად უკვე შევიდა ჩემი ფავორიტი ისტორიების სიაში, და თუ არ შეწუხდები სრლად რომ ატვირთო ძალიან მაგარი იქნება, წარმატებები მინდა გისურვე და იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით, მიყვარს შენი ისტორიები და წერის სტილი.

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
მე მიყვარდა ეს ისტორია, ისე სულმოუთქმელად ველოდი ხოლმე ახალ თავებს, ახლა კი ცოტა არ იყოს გულიც დამწყდა დასასრულზეე, არადა როგორი თბილი და გემრიელი დასასრული იყო ზუსტად ისეთი მე რომ მიყვარს და ვგიჟდები, მართლა ძალიან კარგი ისტორია გამოგივიდა, დიდი სიამოვნებით მოვუბრუნდები ისევ და ისევ წასაკითხად უკვე შევიდა ჩემი ფავორიტი ისტორიების სიაში, და თუ არ შეწუხდები სრლად რომ ატვირთო ძალიან მაგარი იქნება, წარმატებები მინდა გისურვე და იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით, მიყვარს შენი ისტორიები და წერის სტილი.

დიდი მადლობა საყვარელო. თუ ადმინი ამის უფლებას მომცემს მაშინ ავტვირთავ :)

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი ისტორია იყო. ყოველ ახალ თავს დიდი ინტერესით ველოდი. რამდენიმე კვირა ვცხოვრობდი ამ გმირებთან ერთად, მათ ისტორიას რადენჯერმე თავიდანაც გადავავლებდი ხოლმე თვალს და საოცრად ნასიამოვნები ვრჩებოდი, რადგან ასეთი საინტერესო ისტორიის ითხვა დავიწყე...
სიმართლე გითხრა გული მწყდება, რომ დასრულდა, მაგრამ მჯერა ახალი ისტორიით დაგვიბრუნდები და კიდევ მრავალ სასიამოვნო კვირას გვაჩუქებ შენი ისტორიით, გმირებით რომლებიც შენ შექმენი ან შექმნი. არაჩვეულებრივი იყო ისტორია პირადად ჩემთვის მრავალი რამ გამოიკვეთა. ერთგულება, ოჯახური თანადგომა, მეგობრობა. მამისა და შვილის ურთიერთობა. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ შექმენი ასეთი კარგი და საყვარელი წყვილი...
ზედმეტი ჩახლართული ამბების გარეშე, რამაც მე უფრო დამაინტერესა...
წარმატებები შენ ჩემო ძვირფასო მინდა, რომ მალე გიხილო ახალი გმირებით ახალი ისტორიით...
მადლობა ამ ყველაფრისთვის ასე საოცრად გადმოცემული გრძნობებისთვის...
სწორედ, რომ უნდა მივენდოთ გრძნობებს, ვისწავლოთ პატიება და დაფასება...
heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან მიყვარდა და მომწონდა ეს ისტორია, ძალიან დამაკლდება. გელოდებით ახალი ისტორიით, წარმატებები.

 


№5  offline წევრი naniko mindia

Gansakutrebulat momwons es istoria moutmenlat gelodevodi xomle, kargada dasrule Veli shemdeg istorias warmatebebi ❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№6 სტუმარი ეკა 5

ძალიან კარგი იყო ძალიან ❤️ მიყვარს ასე კეთილი დასასრული წარმატებები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent