მიენდე გრძნობებს...თავი 9
ასე თავი არასოდეს უგრძვნია ტატიანას. უცნაური შეგრძნება ჰქონდა. ბედნიერი იყო,მაგრამ ამავე დროს რაღაცნაირად გრძნობდა თავს. ნიკოლას გადახედა,რომელსაც მშვიდად ეძინა,ხელი მოეხვია მისთვის და ასე ჩაეხუტებინა...ვერაფრით მიეკარა ძილი,ცოტა ხანს ჩასთვლიმა და მერე გაეღვიძა.დანაშაულის შეგრძნებამ დაუარა.რატომ გრძნობდა თავს ასე ვერ ხვდებოდა. ჩუმად ადგა,ოდნავ ტკივილმა შეაწუხა,მაგრამ თავს სძლია და სააბაზანოში შევიდა.ცხელი წყალი ესიამოვნა.მერე თბილი ხალათი მოიხურა,მაგრამ მაინც აკანკალებდა.სხეულს ვერ იმორჩილებდა.ფანჯრის რაფაზე შემოჯდა,მუხლები მოკეცა,ნიკაპით დაეყრდნო და ჩაბნელებულ ქალაქს გადახედა.ცრემლებმა თავისით გაიკვლია გზა ლოყებზე…. ნიკოლა საწოლში შეიშმუშნა და ხელი გვერდით გადასწია,ტატიანა ეგულებოდა,მაგრამ იქ სიცარიელე დახვდა.უცებ გამოფხიზლდა და საწოლში წამოჯდა,ოთახს მოავლო თვალი,არავინ იყო,ხმადაბლა დაუძახა,ხმა არავინ გასცა. -ნუთუ წავიდა?-გაუელვა გონებაში და ამ აზრმა საშინელ ხასიათზე დააყენა. საზაფხულო შორტი ამოიცვა და წელსზევით შიშველი გამოვიდა ოთახიდან.ქვემოთ არავინ დახვდა,არც სააბაზანოში,ბოლოს მის ოთახში შეიხედა,სიბნელეში ჩუმი ტირილის ხმა მოესმა,სინათლე აანთო და ფანჯარაზე მჯდარი ტატიანა დაინახა. გულში თითქოს დანა ჩაარტყეს როცა მის თვალებში ცრემლი შენიშნა. სინდისის ქეჯნა იგრძნო.მისკენ დაიძრა და მხარზე შეახო ხელი. -ტატიანა… გოგომ გამოხედა. -კარგად ხარ? -არა. -რა გჭირს?ცუდად ხარ?ჩემი ბრალია რამე?რამე გატკინე? -არა.. -აბა რა გჭირს?მითხარი თორემ გავგიჟდები ახლა.ჭკუიდან გადავალ..- ნიკოლა თავზე კონტროლს კარგავდა. -შენ არაფერ შუაში ხარ მართლა. -ჩემი ბრალია,ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, ასე დაუფიქრებლად, არ უნდა აგყოლოდი.. -ნანობ? -შენ? -მე არა.არ ვნანობ,არც არასოდეს ვინანებ.უბრალოდ არ ვიცი რა მჭირს.ცუდად ვარ,ძალიან ცუდად.. -რა გააკეთე ტატიანა?-ახლა შეამჩნია სველი თმა კაცმა და სისხლით დასვრილი ხალათი.-ცხელი წყალი იყო? -კი,მე სულ ცხელ წყალში ვბანაობ.. -ოჰ რა სულელი ხარ,რატომ არ გამაღვიძე?-გაუბრაზდა ნიკოლა,ხელში აიყვანა გოგო და სხეულზე მიიხუტა. მერე საწოლზე ჩამოჯდა,კალთაში ჩაისვა,ხალათი გახადა და თხელი ზეწარი გადააფარა.ესიამოვნა ტატიანას და თავი მკერდზე მიადო,ხელები წელზე მოხვია.. -სულელი ხარ,ჩემი პატარა სულელი გოგო,დამშვიდდი კარგი?დამშვიდდი. არ ინერვიულო,გაგივლის,ეს კანკალიც გაგივლის და სისხლდენაც.მთავარია შენ არ ინერვიულო.-ეფერებოდა და ამშვიდებდა.გოგო კი ნერვიულობას აეტანა და უფრო და უფრო მეტად ეკვროდა. -ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დანაშაული ჩავიდინე,თითქოს რამე დავაშავე. -რატომ ფიქრობ ასე? -არ ვიცი.. -მისმინე ჩემო საყვარელო,შენ არაფერი ჩაგიდენია სასირცხვილო და არც დანაშაულია ის რომ ქმრის გვერდით ხარ.განა ჩვენ ცოლ-ქმარი არ ვართ? -არ ვიცი რა დამემართა,მართლა.თავს უცნაურად ვგრძნობ,საშინლად.. -კარგი მორჩა,დამშვიდდი.ყველაფერი სხვაგვარად იქნება,დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება.. სახე აუწია და ტუჩებში აკოცა… აქ დაეძინათ,ამჯერად გაცილებით უკეთესად იგრძნო თავი და სიმშვიდემ დაისადგურა მასში.ნიკოლასთან ჩახუტებული თავს ჰაერში მოფარფატე პეპელასავით გრძნობდა… დილით ნიკოლამ დაასწრო გაღვიძება.გაუნძრევლად იწვა,რომ არ გაეღვიძებინა.თავს ისიც სხვანაირად ბედნიერად გრძნობდა.იმის აღმოჩენამ რომ ტატიანამ თავისი უმწიკვლოება ჩააბარა სასიამოვნო შეგრძნება იყო.ნაზად ეფერებოდა სახეზე,აკვირდებოდა მისი სახის ნაკვთებს და ხვდებოდა რამდენად მნიშვნელოვანი გამხდარიყო მისთვის ტატიანა,მისი სრულფასოვანი ცოლი. ფრთხილად ადგა და თავის ოთახში გავიდა,შხაპი მიიღო,ტანსაცმელი ჩაიცვა,მოემზადა სამსახურში წასასვლელად,არადა როგორ არ უნდოდა.ეზიზღებოდა ყველა ორშაბათი,რადგან სხვანაირად დაძაბული და მძიმე დღე იყო..არეულ საწოლს გახედა,მერე წუხანდელი ღამე გაახსენდა და ჩაეღიმა. ტელეფონი ამოიღო,საბას გადაურეკა. -დღეს არ მოვალ.ჩემს მაგივრად შენ წადი შეხვედრაზე..კი ყველაფერი კარგადაა...სხვა დროს გეტყვი...აბა დროებით.... ტელეფონი იქვე მიაგდო და გამოიცვალა,სახლის ტანსაცმელი ჩაიცვა,ქვემოთ ჩამოვიდა სამზარეულოში და გადაწყვიტა ტატიანასთვის სიუპრიზი გაეკეთებინა...ნანკას დაურეკა. -დილა მშვიდობისა ნანკა,მაპატიე რომ ასე ადრიანად გირეკავ. -არაუშავს,რა მოხდა ხო მშვიდობაა? -კი,კი მშვიდობაა.რაღაც უნდა გკითხო და იქნებ დამეხმარო. -თუ შემეძლება… -მაინტერესებს ტატიანას საყვარელი ტკბულეული რა არის.რა უყვარს,მითუმეტეს დილით… -ვანილის ტორტი,დილით თურქული ყავა ერთი კოვზი შაქრით,შუადღეს ცივი ყავა ნაყინით და ცივი საზამთრო.. -გასაგებია,საჭმელებიდან? -პომიდვრის სალათი,აჭარული ხაჭაპური,მადამ ბოვარი და კიტრის მჟავე. -რა საინტერესო გემოვნება ჰქონია შენს მეგობარს..-გაეცინა კაცს. -ეს ასე უცებ რაც გამახსენდა, დანარჩენი შენ თვითონ გაიგე.ახლა წავედი,მაცადე ძილი.. ნიკოლამ უცებ გაუთიშა,საფულე აიღო და სახლიდან გავარდა.გაუჭირდა ასე ადრიანად,მაგრამ მაინც იშოვა ის რაც უნდოდა,უკანა გზაზე ერთი ცალი წითელი ვარდიც გამოაყოლა და დატვირთულმა შეაღო სახლის კარი… ტატიანას ისევ ეძინა,ნიკოლამ მაგიდაზე დააწყო ყველაფერი. აჭარულ ხაჭაპურს ისევ ორთქლი ასდიოდა ისეთი ცხელი იყო.თეფშებზე გადაანაწილა,მერე პომიდორი დაჭრა კიტრთან და საჭირო ატრიბიტებთან ერთად.გვერდით მიუდო ლამაზად დაჭრილი საზამთო და ტორტი. ვარდს ვერ მოუძებნა ადგილი,ამიტომ ხელში აიღო და ტატიანას გასაღვიძებლად წავიდა.გოგო ლოგინზე გაშოტილიყო და გემრიელად ეძინა,კი შეეცოდა რომ გაეღვიძებინა,მაგრამ ვერ მოითმინა და ფრთხილად ჩამოუჯდა საწოლის კიდეზე.ვარდი ბალიშზე დაუდო -ტატი...ტატიანა..-დაუძახა ნაზად. -ჰმმმ,-შეიშმუშნა გოგო. -გაიღვიძე საყვარელო.. -რომელი საათია?უკვე გათენდა?-ნელა გაახილა თვალები გოგომ,მაგრამ ვარდი დაინახა და მაშინვე შეჰკივლა სიხარულისგან. -ეს მეე?-აიღო და დასუნა. -კი ეს შენ,ეს კი ჩვენი ერთობლივი პირველი დილაა,მორჩა დღეიდან ჩემი ხარ,ჩემი სრულყოფილება.. გოგოს გაეღიმა,წამოდგა და ლოყაზე აკოცა. -მხოლოდ ეს?-წარბები აქაჩა ბიჭმა. -ნუ ამ ეტაპზე დაკმაყოფილდი. -კარგი,სხვა გზა თუ არაა… წამოდი ახლა,შენთვის სიუპრიზი მაქვს… -რა სიუპრიზი?-პატარა ბავშვივით გაუბრწყინდა თვალები გოგოს. -მაგას ქვემოთ რომ ჩამოხვალ,მაშინ გაიგებ.გამოიცვალე მანამდე.. უცებ წამოხტა,სულ დაავიწყდა წუხელ რაც მოხდა და რა მდგომარეობაშიც იყო,თავი ვერ შეიმაგრა და შებარბაცდა.უცებ შეაშველა ხელი ნიკოლამ და სხეულზე აიკრა. -რა დაგემართა? -თავბრუ დამეხვა და ტკივილი ვიგრძენი ცოტა წელის არეში. -მერე ასე უცებ რომ არ უნდა წამოხტე არ იცი?-უსაყვედურა ბიჭმა. -საიდან უნდა ვიცოდე?-ნაწყენმა ახედა გოგომ -ჩემი ბრალია,თავი უნდა შემეკავებინა და ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდი.მითხარი,არ დამიმალო ძალიან გეტკინა წუხელ?უხეშად ხომ არ მომივიდა რამე? -დამშვიდდი ნიკო,შენი ბრალი არაფერი არაა,ძალიან ნაზი და მოსიყვარულე იყავი.თავი უბედნიერეს ქალად მაგრძნობინე. -ახლა რომ ცუდად ხარ? -ეს ჩემი ბრალია,შენ რა შუაში ხარ? კარგი დაივიწყე,მოდი ქვემოთ ჩავიდეთ უბრალოდ.მაინტერესებს რა სიუპრიზი დამახვედრე.ტატიანამ უცებ ამოიცვა ტანსაცმელი და ნიკოლას აედევნა უკან. მართლა გაოცდა,როცა მაგიდაზე ის ყველაფერი დაინახა,რაც ყველაზე ძალიან უყვარდა. -არ მჯერა,საიდან გაიგე? წარმოუდგენელია,-აღფრთოვანებული იყო გოგო და აუცილებლად დაიწყებდა ადგილზე ხტუნვას,რომ შესძლებოდა. -როცა გაინტერესებს ადამიანი,მასზე ყოველ წვრილმანს იგებ და ცდილობ ყოველი დღე გაულამაზო. -ნიკოლა შენი არსებობით მილამაზებ თითოეულ დღეს.მანამდეც,სანამ ჩვენს შორის ეს მოხდებოდა და ახლა მითუმეტეს.არ ვიცი რა დავარქვა ამას რასაც ახლა ვგრძნობ.მხოლოდ ის ვიცი რომ გული სიხარულითაა სავსე და საგულედან ამოხტომას ცდილობს.. -არც მე ვიცი რა მჭირს ან რა მემართება,მაგრამ მაღელვებს შენს გვერდით ყოფნა,შენი განცდები. მაინტერესებს რას გძნობ და განიცდი, რა გიხარია და რა გწყინს.ალბათ ეს ყოფილა მთავარი ორი ადამიანის ურთიერთობაში, სიყვარული კი მერე მოდის და უფრო მყარდება გრძნობები. -კიდევ ერთხელ დამარწმუნე შენს არაამქვეყნიურობაში,-გაეცინა ტატიანას და სკამზე ჩამოჯდა. -ასე არ გამოვა,მოიცადე,-წამში გაჩნდა ჰაერში,მერე კი ნიკოლას მუხლებზე,-ასე უკეთესია,-გაეცინა ბიჭს და ტორტის თეფში მიიწია თავისკენ, მერე ჩანგალს დასწვდა და პირველი ლუკმა ჩამოაჭრა. -აბაა გავაღო პირი და ვთქვა აააა? -გაეცინა გოგოს და ენა გადაისვა ტუჩებზე -ჯანდაბა ტატიანა ასე ნუ შვები,თორემ ჭკუიდან გადავდივარ.-თვალები დააწვრილა ბიჭმა. -რატომ? -იმიტომ რომ ამ დროს ძალიან სექსუალური და ვნებიანი ხარ,მე კი ვერ ვაკონტროლებ თავს და იცოდე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. -მართლა?და რას იზავ? -აი ამას...ტუჩებზე დააცხრა გოგოს,მერე კისრისკენ ჩაუყვა და ბოლოს მკერდზე შეაჩერა მზერა. -იცი,ახლა შევამჩნიე რომ საკმაოდ სექსუალური და მადისაღმძვრელი მკერდი გაქვს.. -მერე რა გინდა?რატომ მაწვალებ? -გაუღიმა ტატიანამ. -მიწვევ? -არა,უბრალოდ გეუბნები რომ შეგიძლია ისარგებლო მისით… -შენგან ნებართვა არ მჭირდება,რაც ჩემია ჩემია,-კმაყოფილს ჩაეღიმა ბიჭს და მკერდს წაეტანა.ტატიანამ ვნებისგან დაიკვნესა და სიამოვნებისგან რომელიღაც პლანეტაზე იგრძნო თავი.ფეხები კარგად გადაადო ნიკოლას, კომფორტულად მოეწყო და თავი უკან გადააგდო.ხალათი ერთი ხელის მოძრაობით ჩახსნა ბიჭმა და მადისაღმძვრელი მკერდი მორიგეობით დაუკოცნა. ტატიანა მის შარვალს წაეტანა,მაგრამ უეცრად ამირეჯიბმა კოცნა შეწყვიტა და გოგოც შეაჩერა. -რატომ გაჩერდი? -არ შეიძლება,ცოდო ხარ. -არაფერი მომივა. -არა ტატიანა,შენ ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაზე ფაქიზი და სათუთი არსება ხარ,უნდა გაგიფრთხილდე და მოგიარო.ასე რომ დღეს არა. -მაგრამ რომ მინდა…. -ოჰ,გაუგე გემო და აღარ გინდა გაჩერება.?-გაეცინა ამირეჯიბს… -შენ მანდომებ.. -არა,მორჩა,მოდი ეხლა ჭამე.მერე მოწესრიგდი და სადმე წავიდეთ.. -დღეს არ მუშაობ? -არა,დღეს შენს გვერდით უნდა ვიყო. -აი ეს მომწონს.ნიკოლა ამირეჯიბის ცხოვრებაში სიახლე შევიტანე.შენი ცხოვრების სტილი შევცვალე…. -ხო,ამ პატარა ბავშვმა ჭკუიდან გადამიყვანე .. -არ ვარ ბავშვი.. -მართალი ხარ.უკვე ქალი ხარ.. ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალი.ქალი რომელმაც მოახერხა და ყველა და ყველაფერი დამავიწყა… ტატიანამ კისერზე მოხვია ხელი,აკოცა და მერე ტორტს მიუბრუნდა,სწრაფად შეჭამა პირველი ნაჭერი და მეორეც გადმოიღო. -დღეს რა გავაკეთოთ?შენს განკარგულებაში ვარ. -ცოტა ხანს მოიცადე,ზემოთ ავალ, მოვწესრიგდები და თან მოვიფიქრებ.- უპასუხა გოგომ და კიბეს აუყვა. -რა ესიამოვნება ნეტავ?-ჩამოჯდა დაფიქრებული ნიკოლა დივანზე და ტელევიზორს მიაჩერდა. ტატიანამ ვერ მოითმინა და ნიკოლას ოთახში შევიდა.დავალაგებო იფიქრა. ისევ არეული დახვდა საწოლი.თვალში სისხლიანი ზეწარი მოხვდა..უყურებდა მას და უეცრად ათასი ფიქრი და აზრი მოაწვა თავში.თავი ერთდროულად ბედნიერადაც იგრძნო და ამავე დროს შეეშინდა კიდეც.ნიკოლას დაკარგვის, ამ ურთიერთობის დასრულების შეეშინდა.რომ ის წავიდოდა და მიატოვებდა.გული შეეკუმშა. იგრძნო როგორ ღრმად შემოსულიყო ამირეჯიბი მის გულში… ფრთხილად აიღო ზეწარი.მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გამხდარიყო.გადაახვია და იქიდან გამოიტანა,სარეცხის მანქანაში შეაგდო გასარეცხად.მერე უკან დაბრუნდა,კარადაში სუფთა ზეწარი მონახა,გადააფარა და საწოლი გაასწორა.უცებ დაალაგა იქაურობა და თავის ოთახში დაბრუნდა… რომ არადა არ ჩამოვიდა ქვემოთ, ნიკოლამ თვითონ ააკითხა.უკვე ტანსაცმელს იცმევდა,წელსზევით შიშველი დახვდა.მისგან ზურგით იდგა და ვერ ხედავდა როგორ უახლოვდებოდა კაცი. -იცი ახლა შევამჩნიე ეს ტატუ, ულამაზესია,-ჩასჩურჩულა ყურში და ზურგზე აატარა თითები.ტატიანას ეკალმა დააყარა.მისკენ მობრუნდა და კისერზე შემოხვია ხელები.. -ეს ტატუ დიდი ხნის უკან გავიკეთე, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. მახსოვს მამამ რომ გაიგო,ძალიან მეჩხუბა და დამსაჯა კიდეც. მთელი თვით ამიკრძალა მეგობრებთან შეხვედრა,მხოლოდ სკოლაში დავყავდი მძღოლს და მერე უკან მოვყავდი. -მართალი იყო მამაშენი.იცი მაინც რამდენი ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს თუ სანიტარული წესები არ არის დაცული? -მაშინ ბავშვი ვიყავი და არ მესმოდა, მეგონა ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო.მერე მივხვდი რომ მამა მართალი იყო.ისე შემეშინდა მართლა რამე არ მომსვლოდა,რამდენიმე თვის მერე ექიმთან გავვარდი და ყველანაირი ანალიზი ჩავაბარე,საბედნიეროდ ყველაფერი რიგზე იყო. -კარგია რომ ასეა.მიხარია.შემდეგში კარგად დაფიქრდები სანამ ასეთ დაუფიქრებელ საქციელს ჩაიდენ.- ცხვირზე დაჰკრა თითი ნიკოლამ. -ხანდახან მაინც დაუფიქრებლად ვმოქმედებ. -ახლა არ მითხრა რომ ის რაც წუხელ მოხდა დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო. -არა,ეგ ყველაზე კარგად გააზრებული ნაბიჯი იყო,რაც კი ოდესმე ჩამიდენია. ამაზე მეტად არაფერი მდომებია და არაფერი მსურდა.თავს ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობ.. -მართლა? -კი მართლა,არ მომერიდება ისიც რომ გითხრა რამდენად ძლიერად გაქვს ჩემში ფესვები გამდგარი.რამდენად ძლიერად ხარ ჩემში შემოსული.. -ჩემო ტატიანა,-სახე ღიმილმა გაუპო ნიკოლას და ცოლს ჩაეხუტა… ის დღე სახლში გაატარეს. ფილმებს უყურეს ერთად,რომ მოშივდათ ერთად მოამზადეს ვახშამი,გემრიელად მიირთვეს.საღამოს ერთად ივახშმეს მერე კი დაძინების დროც დადგა. კართან შეყოვნდა ტატიანა.ნიკოლამ წელზე მოჰკიდა ხელი და კოცნით შეითრია ოთახში… ასე იქცნენ ნამდვილ ცოლ-ქმრად. ერთადერთი რაც მათ ურთიერთობას დაღად აჩნდა,ეს იყო ის რომ არც ერთი არ ტყდებოდა სიყვარულში. არც ერთს არ უნდოდა ეს რაღაც მარტივად და უბრალოდ მომხდარიყო,უნდოდათ რაღაც განსხვავებულ სიტუაციაში ეთქვათ ეს,ამის შესაფერისი დრო კი არადა არ დადგა… უკვე ზაფხულის მეორე თვე იწურებოდა.ქალაქში აუტანელი სიცხეები დაიჭირა.სული ეხუთებოდა ტატიანას.სახლში უსაქმოდ ჯდომა არ შეეძლო,ხანდახან თავისებთან მიდიოდა,ხან ნანკას გაუვლიდა და ასე ცდილობდა დროის გაყვანას.. ერთ საღამოს,როცა ნიკოლა სამსახურიდან დაბრუნდა,ვეღარ მოითმინა და ჰკითხა. -ნიკო,საყვარელო,უკვე ზაფხული გადის და დასასვენებლად ხომ არ წავსულიყავით სადმე? -წავსულიყავით კი არა ხვალ მივდივართ,შეგიძლია ბარგის ჩალაგება დაიწყო. ტატიანა იმდენად არ ელოდა ამას, რომ სიხარულისგან ყვირილი დაიწყო,ადგილზე ხტუნავდა,მერე ქმრისკენ გაიქცა და სხეულზე შეაფრინდა. -ნიკოლა,ჩემო საყვარელო,ჩემო ბედნიერებავ,-მთლიანი სახე დაუკოცნა და მერე ტუჩებზე დაასო მზერა.-სანამ წავალთ ხომ შეიძლება მოვასწროთ?-თვალი ჩაუკრა გოგომ. -შეიძლება,-ლოგინზე დააწვინა კაცმა და ზემოდან მოექცა. -არ გამოვა,დღეს ჩემი ჯერია,-გაეცინა გოგოს და თვითონ მოექცა ზემოდან. -ასე მოკლე დროში ასეთი გათამამება ძალიან მიკვირს. -კარგი მოსწავლე ვარ.-გაეცინა გოგოს და ტუჩებზე ეძგერა.. ცოტა ხანში ორივე დაღლილი გადაწვა საწოლზე.ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში მათი სუნთქვა არღვევდა სიჩუმეს. -ნიკო,-დაარღვია სიჩუმე ტატიანამ.- მეშინია. -რისი?-წამოიწია კაცი და გოგოს გადახედა. -შენი დაკარგვის. -საიდან მოგივიდა ასეთი სულელური აზრი თავში?-გაეღიმა ბიჭს. -არ ვიცი,ეს ბოლო პერიოდი ეს აზრი ამეკვიატა და ვეღარ ვიშორებ. -დამშვიდდი სულელო,ყველაფერი კარგად იქნება..თავქვეშ ხელი ამოუდო გოგოს და მკერდზე მიიხუტა -იმ კონტრაქტს რომ ვადა გაუვა და ჩვენი მშობლები ვალს გაასწორებენ, მერე რა იქნება? -ნუ ფიქრობ მაგაზე,ჯერ ადრეა,თუ მაინცდამაინც ფიქრი გინდა იფიქრე იმაზე რომ ეს ქორწინება არ დასრულდება.. -ცოტა დამამშვიდე..-გაეცინა გოგოს.. -მხოლოდ ცოტა? -კი,ცოტა. -ისე ქალები უცნაური არსებები ხართ. -რატომ? -პრობლემებს ეძებთ იქ სადაც არაა და პირიქით როცა პრობლემაა,თვალებს ხუჭავთ და რეალობას ვერ უსწორებთ თვალს.. -საკმაოდ ფართოდ მაქვს თვალები გახელილი და კარგად ვხვდები რამხელა პრობლემის წინაშე ვარ შენ რომ ასეთი სიმპატიური და მომხიბვლელი ხარ. -მართლა? -კი,და ისიც კარგად ვიცი რომ შესაძლოა რომელიმე ქალმა შენი წართმევა მოინდომოს. -მთავარი ისაა მე ვინ მინდა,თორემ ასეთი ქალი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შემხვდეს.შენ დარწმუნებული იყავი იმაში,რომ შენს გარდა სხვა არავინ არ მინდა…. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.