love me till the end თავი 2
იქნებ მოგეჩვენა, ან ვიღაც სხვა მიამსგავსე -გიჟს ვგავარ? -გაბრაზებული ხასით გავხედე მეგობრებს და თვალები ავატრიალე-დარწმუნებული ვარ ის იყო, შეუძლებელია შემშლოდა. -ხო მაგრამ ნასვამი იყავი და თან ბნელოდა. -ჩემი რატომ არ გჯერათ ? თვალებში ცრემლჩამდგარმა ჩავიბურტუნე -კარგი, გვჯერა, მაგრამ ახლა რა უნდა ქნა? -უნდა ვიპოვო -მია ამხელა ქალაქში უნდა იპოვო ადამიანი, რომლის არც სახელი იცი , არც გვარი, ასაკი და საერთოდ არაფერი, გარდა იმისა, რომ მწვანე თვალები აქვს? ეს სიგიჟეა. -ვიცი, მაგრამ მაინც უნდა ვცადო-ჯიუტად ჩავილაპარაკე და თვალი ავარიდე მათ მწველ მზერას. იმ დღის შემდეგ ‘’სიზმრის ბიჭი’’ სრულიად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. აღარც კი მესიზმრებოდა . ვშიშობდი, რომ მისი სახე დამავიწყდებოდა, მისი თვალები სამუდამოდ წაიშლებოდა ჩემი გონებიდან და უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი,ყოველ ღამე ჯიუტად ვიხსენებდი მის რბილ კანს და იმ შეგრძნებას, რაც მისი თბილი ხელების შეხებამ დამიტოვა. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეც ალბათ მივეჩვიე ამ ყოფას. მართლაცდა ვინ იყო ის ბიჭი, რომ მასზე ამდენი მეფიქრა, ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება გრძელდებაო და მეც გავაგრძელე იგი ჩვეული ტემპით. რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება ითქვას , რომ ვიპოვე პიროვნება, რომელიც ცოტათი მაინც შეავსებდა იმ სიცარიელეს, რაც ''სიზმრის ბიჭის'' გაქრობამ გამოიწვია ჩემში. ალბათ ეს არის სიყვარული და მე ზედმეტად ბევრს მოველოდი ამ გრძნობიდან, ზედმეტად მეოცნებე ვიყავი და მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა ყველასგან განსხვავებული პირობნება, და სამუდამოდ მეყვარებოდა. ვცდებოდი.. ახლა ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ოცნებების და სიზმრების გარეშე, ვინ იცის, იქნებ უფრო მშვიდადაც კი. -მია -მხრებზე ხლიერი ხელების შეხება ვიგრძენი -გიგა გამიშვი ხომ იცი ვმუშაობ და არ მცალია-შევიშმუშნე და მისი ხელებისგან გავთავისუფლდი -რა იყო, არ შეიძლება შეყვარებულს სამსახურში მოვაკითხო?- ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა გამომეტყველება -კი , როგორ არა, უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ -ვცადე თავის გამართლება -მია გიყვარვარ-ჩვენ შორის მანძილი ძალიან შეამცირა და თვალებში ჩამხედა. -კი გიგა, მიყვარხარ და ამას ახლა რატომ მეკითხები?-რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, მის სახეს თვალი ავარიდე და ამოვიჩურჩულე. -მაშინ ასე მეზობელივით რატომ მექცევი ? -კვლავ გადმოდგა ჩემსკენ ნაბიჯი -რას გულისხმობ? -იმას, რომ ყოველთვის გარბიხარ, როცა გიახლოვდები, ახლა შენი თავი რომ დაგანახა მაშინვე გამიგებ, კუთხეში მიმწყვდეულ შეშინებულ ბავშვს ჰგავხარ, რომელსაც ერთი სული აქვს გაიქცეს. -გიგა , მე შენ მიყვარხარ და ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ კარგი? ფეხის წვერებზე ავიწიე ლოყაზე ვაკოცე და ხელი თმაზე გადავუსვი- ახლა უნდა გავიქცე, თორემ პრობლემები შემექმნება-მსუბუქად გავუღიმე და დერეფანში გავუჩინარდი. * კვლავ საშინელი სიცარიელის გრძნობა მეუფლება. კარს ვაღებ და გარეთ გამოვდივარ, უსიამოვნო სიცივისგან ვიშმუშნები, ხელებს საკუთარ მხრებს ვხვევ და სივრცეს გავსცქერი. რეალობაში კვლავ მობილურის ზარი. მანრუნენს. რამდენიმე წუთი ისევ ასე ვდგავარ, შემდეგ ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ვპასუხობ: -გისმენ გიგა -სავარელო სახლში ხარ? -კი სახლში ვარ -კარგი, მაშინ მოემზადე ნახევარ საათში გამოგივლი და სადმე წავიდეთ. -კარგი -მიყვარხარ -მეც-ამოვიჩურჩულე და საკუთარი ხმა თავადაც ვერ ვიცანი. უკვე მზად ვიყავიი, როცა მისი შეტობინება მივიღე: -გარეთ ვარ. -გამოვდივარ მის მანქანას, რომ მივუახლოვდი გადმოვიდა , წელი ხელზე მომხვია, შუბლზე მაკოცა -ძალიან ლამაზი ხარ-ჩამჩურჩულა ყურში მადლობა-ვუთხარი და ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე სად მივდივართ?-ისე, სხვათაშორის ვიკითხე -მივალთ და ნახავ ალაბთ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მანქანა დიდ შენობასთან გააჩერა. მანქანიდან გადმოვედით და ლიფტში შევედით, ხელი თილაკ 30 დააჭირა. -30-ე სართული ? -გავუღიმე და გაკვირვებულმა ვკითხე -ხო, დარწმუნებული ვარ მოგეწონება. აღარაფერი მითქვამს ლიფტი გაჩერდა, ჩვენ პატარა ჰოლი გავიარეთ და აივანზე აღმოვჩნდით საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულივით ჩანდა, -მადლობა აქაურობა მართლა ლამაზია -მიხარია თუ მოგწონს- წელზე ხელი მომხვია. ცოტა ხანი ასე ვიდექით სივრცეს გავცქეროდით და ჩვენს თვალწინ არსებული მშვენიერებით ვტკბებოდით. შემდეგ გიგამ მოპირდაპირე მხარეს გაშლილი სუფრისკენ მიმითითა და მანიშნა, გავყოლოდი. უხმოდ ვსვამდით, ვგრძნობდით , როგორ გვეკიდებოდა სასმელი სიჩუმის დარღვევას კი არც ერთი არ ვაპირებდით მია-ამოიჩურჩულა და ჩემსკენ მოიწია არ გავნძრეულვარ.. ხელი, ჩემს მუხლზე დადებულ ჩემსავე მტევანს მოჰკიდა. უხერხულად შევიშმუშნე -მია ძალიან ლამაზი ხარ -სახე ჩემ სახესთან ახლოს მოიტანა, ხელი ჩემ ლოყას ჩამოუსვა და ყელში სველი კოცნების დამიტოვება დაიწყო, ტუჩზე კბილს ვაჭერდი, რომ არ მეყვირა, მთელი სხეული მითრთოდა, ვგრძნონდი, როგორ მიიწევდა ჩემი ტუჩებისკენ. -მეე... არ შემიძლია გიგა-საკუთარი ხმის თავადაც შემეშინდა-გთხოვ მაპატიე-ამოვიჩურჩულე და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მაჯით მოვიწმინდე ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა გამომეტყველება დავიღალე მია, დავიღალე-დაიყვირა და მაგიდაზე მუშტი ძლიერად დაჰკრა- დამღალა ამ ყველაფერმა - კვლავ განაგრძობდა ყვირილს და ჩემსკენ იწევდა, ხელი ძლიერად ჩასჭიდა ჩემს მხრებს და კვლავ ყელს დაეწაფა ხელი უხეშად ვკარი და მისი სხეული, რომელიც ასე ძლიერად იყო ჩემსაზე აკრული, სწრაფად მოვიშორე, ფეხზე უხმოდ წამოვდექი ლასლასით წამოვედი ლიფტისკენ, მხრებზე უცნაური სიმძიმე მაწვა და ცრემლები ყელში მახრჩობდა. არ ვიცი, რამდენად კარგი გამომივიდა, თუმცა ვეცადე:) თითოეულის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ დაიზაროთ და შემიფასეთ :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.