შენ რას გრძნობ?!(1)
-უნივერსიტეტის პირველი დღე ალბათ ყველასთვის, ძალიან ამაღელვებელია რადგან ეს იმის დასტურია რომ წლების მანძილზე ნათენები ღამეები უშედეგო არ ყოფილა. მიუხედავად მამაჩემის გავლენის მაინც ყველაფერს ჩემით მივაღწიე. 100% გრანტით ილიას უნივერსიტეტში ჩავირიცხე ჟურნალისტიკაზე. ჩემი ოცნება იმაზე ბევრად დიდი და მნიშვნელოვანია ვიდრე მამაჩემის ბიზნესის მართვა. მართალია ძალიან მოსიყვარულე მშობლები მყავს ილია და ნენე, მათ შემხედვარეს სიყვარული ნამდვილად მოგინდება მაგრამ მაინც ვერ ეგუებიან იმ ფაქტყს რომ ბიზნესმართვაზე არ ჩავაბარე. არც ვაპირებ მისი ქაღლდის ახალთახალი კუპიურების თვლას, ეს არარის ჩემი საქმე. მე ალბათ უფრო რედაქციები მიზიდავს,ადგილი სადაც დაჯდები, გვერდით რძიანი ყავის ფინჯანს მოიდებ და დაწერ იმაზე თუ როგორ წარმოგიდგენია შენი თავი მომავალში. ჩემს ძმას რომ კითხოთ ცხოვრებაში მთავარია შენი გაისწორო. დილით სამსახურში სხვა ადამიანი იყო ხოლო საღამოს მეგობრების გარემოცვაში სხვა. ჩემნაირი სტროგი ძმა ალბათ ათასში ერთს თუ ეყოლება. ახლაც მახსენდება როგორ მიფრთხობდნენ ეგ და მისი ორი ძმაკაცი ყველა თაყვანისმცემელს, მაგრამ როგორც კი ის ფაქტი გაითავისა რომ მსგავს რამეზე ჩემთან ლაპარაკი არ ღირს ხმასაც აღარ იღებს. არადა ერთხელ სრული სერიოზულობით მკითხა ლეზბოსელი ჰოარ ხარო. მოკლედ ჩემი ძმა, ლუკა იცით როგორი ბიჭია? 25 წლის მონსტრი, სამსახურში და ყველაზე სიმპატიური მაჩო საღამოს კლუბში. ჩემი ძმის ძმაკაცებს რაც შეეხება. უნდა ვთქვა რომ 3 ძმა მყავს, ერთი ლუკა, ერთი დემე და ერთიც იოანე, ჩემი სამი ცალი. სხვათაშორის ისიც მსმენია რომ მეოთხეც ყავს, ნუ რააზრი აქვს თვალით არ მყავს ნანახი. ჰოდა ჩემი დაქალიც არუნდა დამავიწყდეს რათქმაუნდა, ერთადერთი და განუმეორებელი მომავალი ოსკაროსანი სალი, დემეს და. ოსკაროსანი იმიტომ რომ თეატრალურზე ჩააბარა და ბავშობის ოცნება აისრულა.. -კიდევ კარგი ჩემზეც დაწერე თორემ უკვე იმედი მეწურებოდა.-ყურთან მიჩურჩულა სალიმ და წერას მომწყვიტა. -როდის მომეპარე სალიტა?-ნოუთბუქი დავხურე და მაგრად მოვეხვიე დაკარგულ დაქალს. -რაც წერა დაიწყე იმის მერე აქ ვარ, სანდრა როდის აპირებ იმ დამთავრებული ნაწერის რედაქციაში წაღებას? ჰოიცი რომ არაჩვეულებრივად წერ? გთხოვ ნუ იკარგავ ნიჭს.-მუდარა შეპარული ხმით მელაპარაკებოდა. -კარგი რაა, ვისაც უნდა მოსწონებოდა იმას არ მოეწონა და სხვებზე არც მაქვს საუბარი. -გოგო მეღადავები? მაშინ 10 წლის იყავი და აზრებიც არიყო კარგად დალაგებული მოთხრობაში თან, ეს კიდევ არაჩვეულებრივია გესმის? თვალს ვერ ვწყვეტდი ორი დღე.-გამიბრაზდა. -ალექსანდრა დეეე ჩამოდით მაგ სხვენიდან აქაც ვართ კარგი ხალხი.-სიცილით ამომძახა დედამ ეზოდან. -მოვდივართ დეეე.- სიცილით ჩავძახე მესამე სართულის სხვენიდან, რომელიც ოფიციალურად გახდა ჩემი თავშესაფარი. აქ მაქვს პატარა ბიბლიოთეკა, დავაყენე WI-FI, დავასუფთავე, ბუხარიც ავამოქმედე, საწოლიც კი დავდგი და პატარა სამუშაო მაგიდაც, რომელზეც მთელი რიგი ფურცლებია მიმოფანტული მაგრამ დედაჩემი მას მაინც სხვენს ეძახის. ქვემოთ ჩავედი და ჩემ ძმას შევხედე რომელიც საწყალი თვალებით მიყურებდა და ისევ შველას მთხოვდა.-ამჯერად რომელ გვერდზე გამოგჭიმეს ჩემო პოპულალურო ძამიკო? -პირველივე თან სათაურს შეხედე რააა.-ამოიბუზღუნა და ჟურნალი გამომიწოდა, სათაური ხმამაღლა წავიკითხე. -„გოგონების გულთამპყრობელი და ყველასთვის სასურველი სასიძო ლუკა ერისთავი გუშინ კლუბში ჩხუბის მიზეზი გახდა.“-დავასრულე და დავიფხუკუნე.-ამჯერად რომელი საწყალი არსება წევს ტრავმატოლოგიურში ლუკინო?-ლოყაზე ვაკოცე და კალთაში ჩავუხტი. -არაუსავს გუშინ ჩემი ძმა იყო პირველ გვერდზე. მოიცა როგორ ეწერა?-გაიცინა.- „თბილისის ელიტალური მაჩოების ერთერთი წევრის დემეტრე ამილახვრის გამო გოგოებმა კლუბში ერთმანეთი სცემეს.“-დაამთავრა და სიცილისგან წამოსული ცრემლები მოიწმინდა. -რა სიქაჯეა.-ხმამაღლა გადავიკისკისე და ვერც კი გავიაზრე ისე აღმოვჩნდი ლუკას კალთიდან დემეტრეს ხელებში.-დემე რასაკეთებ გაგიჟდი? დამსვიიი.-შენც არ მომიკვდე! ისევ ისე მაბროწიალებდა თან როგორია ასეთ სიმპატიურ ქერა ცისფერთვალება მაჩოს წინაარმდეგობა გაუწიო? კაი გეხუმრებით ჩემი ძამიკოა. სიმპატიური კი არის მაგრამ ცანცარააა. -აბა ჩვენო მწერალო ქალბატონო ახლა მხოლოდ იმას გთხოვ ბოლომე მოგვისმინე და მერე დაგვხოცე თუგინდა.-მისაღების კარში აწურულმა იოანემ შეშნარევი ხმით მითხრა. -რა მიქარეთ?-სერიოზული ხმით ვკითხე. -შენი ნაწერი, ის გამოძიებაზე, სიყვარულზე ცეცხლზე და საერთოდ როდის ისწავლე შენ მასეთი გარყვნილობები რაც იქ წერია?-წარბი ამიწია ლუკამ. -რაშუაშია ჩემი ნაწერი? რა ჯანდაბა ჩაიდინეთ?-პანიკაში გადავდიოდი უკვე. -გამომცემლობაში გავგზავნეთ და შენი თანხმობაა საჭირო რომ დაბეჭდონ და გაიყიდოს. ანუ როგორც სხვა წიგნები ჰოაზრობ?-შეშინებული თაგვივით მელაპარაკებოდა იოანე. -რა ქენიით? მომესმა ჰოო? რას აკეთებენ? რა უნდა ქნან? ჩემი რა არის საჭირო? -მარტო ეგ არარის მოიცა გეტყვით და მერე დაგვხოცე. სამსახური შემოგთავაზეს. ანუ შენ დაწერ მსგავს ნაწარმოებებს და წიგნებს და გამომცემლობა დაბეჭდავს. შენი კაბინეტი და ყოველდღიური სამუშაო გექნება. აღფრთოვანებულია გამომცემელი, ახალგაზრდა 24 წლის გოგოა და ზუსტად ისარის რაც მჭირდებოდაო მასე თქვა.-გაშტერებული ვუყურებდი ლუკას. ნელნელა ვიაზრებდი რომ მათ ჩემი ოცნება აასრულეს, ჩემმა ბიჭებმა ჩემი მორიგი ოცნება რეალობად აქციეს. -ჰოვამბობდი რაა, ოქრო გოგო მყავხარ.-ტაში შემოკრა სალიმ. -აააააა.-შევკივლე და ყველას სათითაოდ დავუკოცნე ლოყები თან მაგრად ვეხუტებოდი.-ჩემი ბედნიერებები ხართ თქვენ, ყველა ერთად. ვაიმე როგორ მიყვარხააართ. -ზეგ წაგიყვან ჩემო პატარა. ხვალ საყიდლებზე გავიდეთ მეც რაღაცებს ვიყიდი.-გულზე მიმიკრა ლუკამ -ვიღაცას გამომცემელი ქეთათო ჩუვარდა გულშიოო.-წაიღიღინა დემეტრემ და ბალიშიც მიიღო თავში ლუკასგან. -ოჰოო, ანუ პოტენციურ მულთან ვიწყებ სამუშაოს?-წარბები ავუთამაშე ლუკას. -ბოდიალობთ რაა.-ხელი აიქნია სიცილით და მუხლებიდან გადამაგდო. ეს საღამო ისევე როგორც ყველა ჩემს სხვენში გავატარე. ჩემს ლეპტოპთან და ფინჯან ჩაისთან ერთდ. სექტემბრის შუა რიცხვები იყო და ცხელოდა მაგრამ მაინც სასიამოვნოა ჩაი სიცხეში. ოქტომბერში უნივერსიტეტი მეწყებოდა ამიტომ სანამ დრო მაქვს მანამ ვერთობოდი. ჩემი გართობა? წიგნები, კლასიკური მუსიკა და რაღათქმაუნდა კალამი და ბლოკნოტი. მაგრამ ვინ მაცდის? -მამას გოგო სადარისოო?-კიბეზე მამაჩემის ხმა გაიგე რომელიც ორი კვირაა მივლინებაში იყო და ახლა ჩამოვიდა როგორ ჩანს. -მამუციიი.-დავიკივლე და მაგრად ჩავეხუტე.-მომენატრე მააა. -ჩიტმა ამბავი მომიტანა მალე ალექსანდრა ერისთავი ეწერება წიგნის ყდაზე ავტორის ადგილასო. მართლა მაა?-სიცილით მითხრა. -დიახ კაპიტანო.-სიცილით ვუპასუხე და მასთან ერთად დავესვი კიბეზე.-როგორ მოხდა ეს სახლშია?-სიცილით ვანიშნე ლუკაზე. -ღვიძლი დამეშლება ამდენი ლოთობით ან შვილიშვილებს ვეღარ გაღირსებო და დარჩა სახლში.-სიცილით მითხრა და მეც მის გამოწვდილ ხელს ჩემი დავარტყი. ჰო მამის მაგივრად ნამდვილად მეგობარი მყავს სახლში. -მესმიიის.-სიცილნარევი ხმით გამოგვძახა ჩემმა ძმა და სავარძლის საზურგეზე გადააგდო თავი. -ვიღაცას ჩეი უფროსი ზედმეტად ჩაუვარდა გულში. რამდენჯერ შეხვდი აბა გამოტყდი.-მხარზე ხელი დავარტყი. -სამჯერ. იმენა თქვენნაირი გოგოგა რაა. ეტყობა რო მაგარი უკარებაა, მარა ერთიორჯერ გავაწითლე მაინც.-ჩაიხითხითა.-ბავშვს გავს. -დეეეე, მალე რძალი გეყოლებაა.-საზარეულოში გავძახე დედაჩემს. ისიც ქოთქოთით გამოიქცა იქედან დაფეთებული. -რა რძალი გოგო ამ მექალთანე, ლოთს და ჩხუბისთავს როგორი ჭკუათმყოფელი გაყვება ცოლად?-სიცილით ლაპარაკობდა. -მალე გაიგებ დე.-თვალი ჩავუკარი და მისი გაკეთებული ვაზის ტოლმა გემრიელად ჩავკბიჩე. მეორე დღეს, ყველა საყიდლებზე წავედით. მამაჩემმა მონატრებულ მეგობრებს დაურეკა ანუ ჩვენები მშობლებს და წყნეთში ავიდნენ, გასართობად. სავაჭრო ცენტრში შესვლა და ასი თვალის ჩენკენ წამოსვლა ერთი იყო. --როგორ მძულლს ეს სიტვაცია.-დაიღრინა სალიმ. --ასევე დაო.-დავეთანხმე და იოს და დემეს შუაში ჩავდექი.-არგინდათ ცნობილები რო აღარ იყვეთ?-სიცილით ვუთხარი და ზარაში შევარბენინე. პირველი რაც თვალში მომხვდა, შავი კაბაიყო, მუხლის ზემოთ, ჩემს წვრილ და სწორ ფეხებს და შავ თვალებს ზედმეტად უხდებოდა, ამიტომ ზედმეტი ფიქრის გარეშე ვიყიდე. მერე იყო პიჯაკები, ჯინსები, კეტები, კლასიკური შარვლები და რამდენიმე მაღალქუსლიანი. ჰო აი აქსესუარებში ნამდვილად მჭირდება იოანეს დახმარება. სანამ ვთხოვე მანამ მომკიდა ხელი და შემარბენინა ჯერ სათვალეების საყიდლად, შემდეგ საათების, ამდენი რამის ყიდვას ნამდვილად არ ვაპირებდი. მეგონა ერთიორი სარვლით გამოვძვრებოდი მაგრამ ასეთი შოპაჰოლიკი სასტავი როცა გყავს რთულია თავის ადვილად დახსნა. Rolex და Casio რათქმაუნდა არ დავიწყებია იოანეს. ჰოდა თავისთავზე აიღო ფერების შერჩევა. იმედია მწვანე საათს არ მომიტანს როგორც ბავშობაში. სალის გარდერობს რომ გადახედოთ ნახევარზე მეტი ცისფერი და ტეთრი ტანსაცმელი აქვს. ცისფერი იმიტომ რომ ლურჯ თვალებზე აკვდება, თეთრი კი უბრალოდ მოსწონს. მე კიდევ სულ შავი, ლურჯი ან ჭუჭყიანი ვარდისფერი ტანსაცმელი მიზიდავს. ჰოდა ალბათ ერთი-ორი წითელიც მოიძებნება. სუნამო ლუკამ და დემეტრემ აიღეს საკუთარ თავზე. ზუსტად იციან ამ საკითხში ჩემი გემოვნება. გრილი და მძაფრი სუნების გარდა არაფერს ვხმარომ. ან იასამნის სუნამოს რომელიც არასდროს მბეზრდება. ახლაც ტრადიციას არ უღალატეს და იასანის სუნამოსთან ერთად ზარას სუნამოც მომიტანეს. ჰო აი ეს ერთადერთი ტკბილი სუნია რომელიც სულიერად ჩემშია შემოჭრილი. საღამოს უკვე დაღლილ დაქანცულები მივედით სახლში მე და ლუკა. თავის პარკები ოტახში აიტანა და ცემი მინი ბარგის აზიდვას შეუდგა, მერე უცებ წამომაგდო და დამაძალა ამერჩია ხვალინდელი ტანსაცმელი. -მოკლედ ქალბატონო დაო, ახლა ავარჩიოთ რას ჩაიცვამ.-სიცილით მითხრა. -შავი პიჯაკი რომ ვიყიდეთ ეგ, შავი კლასიკური ნაჭრის შარვალი, თეთრი სადა მაისური და ფეხზე ის დაბალი შავი, როგორც ჩემი რუსულის მასწი იტყოდა „ტუფლები“ რო შემომტენეთ ეგ და კრინტი არ დაძრა მაღალქუსლიანზე თორე მოგკლავ.-სიცილით ვუთხარი ჩემს მოდის ექსპერტს. -ლეპტობის შავი ჩანთა, ვერცხლისფერი Casio, შენებური შპაკლი და იმენა გოგო ხარ.-შუბლზე მაკოცა. -შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა ლუკინო?-კისერზე ჩამოვეკიდე ჩემს ახმახ ძმას. -ახლა დაიძინე და დილით 10 საათზე იქ უნდა ვიყოთ. -აუ ჩემთან დაიძინე რაა.-ლეკვის თვალებით შევხედე. -სხვენში ფანჯარას დავკეტავ და მოვალ.-ჩემს ოთახში შევედი და ჩემი გოჭებიანი საღამურები ჩავიცვი და გრილ საწოლში შევწექი. მალე ლუკაც მოვიდა და საწოლში შემომიწვა, გულზე ამიკრა და ასე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში ჩემს ყველაზე დიდ საჩუქართან ერთად რაც კი ცხოვრებას ჩემთვის უჩუქნია. დილით ჩემი ძმის შემაწუხებელმა წვერებმა გამაღვიძა რომელიც ყელში მეხახუნებოდა. -ძლივს გაგაღვიძე რაა.-ამოიბურტყუნა.-ავდგეთ ცხრის ნახევარია უკვეე.-უცბათ წამოვფრინდი, ლოყაზე ვაკოცე და სააბაზანოში შევიკეტე. იქიდან პირსახოცშემოხვეული გამოვედი. უცბათ ჩავიცვი, თმა გავიშრე, აქსესუარები გავიკეთე და სათს დავხედე. ათის ოციწუთი იყო, ანუ ყავის დალევას მოვასწრებ. ჩანთა ავიკიდე, ტალღოვანი ყავისფერი თმა მხოლოდ გავიშალე და კიბეზე დავეშვი. ჩემი ძმა უკვე იქ იჯდა და ყავას სვამდა. მაოცებს ეს ბიჭი რაა, 5 წუთი შხაპი, 15 წუთი ჩაცმა, მერე კიდე ზის და მელოდება. -ასე მალე როგორ ამთავრებ საქმეს და თან ისე რომ მაინც ამდენად სიმპატიური ხარ?-ეჭვით შევხედე.-აშკარად ჯადო გაგიკეთეს რომ სულ სიმპატიური იყო არა?-სიცილით ვუთხარი. -ნუ რა გოგო მყავხარ რაა.-სიცილით მითხრადა ტელეფონი გვერძე გადადო. თეთრი პერანგი ეცვა და შავი კლასიკური შარვალი, ხელზე როგორც ყოველთვის როლექსი და საჩვენებელ თითზე ვერცლისფერი რკალისმაგვარი ბეჭედი რომელსაც არასდროს იხსნის.თმა როგორც ყოველთვის ნულზე გადაპარსული და შავი, ღამესავით თვალები. ფეხზე კლასიკური სარვალი და იქვე გადაკიდებული შავი პიჯაკი. ნუ მოკლედ ჩემი ძმა როარიყოს შემიყვარდებოდა. ასე ოფიცილურად რატომ აცვია? იმიტომ რომ კარგა ხანია მამას კომპანიიის ერთ-ერთი ფილიალის მმართველია. ყავის სმა დავასრულე და მისი მანქანისკენ ავიღე გეზი. ოჰჰ ამჯერად მერსედესით მიმიყვანს, რაპატივია. ჩქარა დავიკავე მძღოლის გვერდით ადგილი, სულ ახლახანს ნაყიდ Mercedes E-class 2018 წლის შავ მოდელში. მანაც დაიკავა მძღოლის ადგილი და დაცვას კარი გააღებინა. მალე მოვშორდით ჩვენს სახლს და გეზი გამომცემლობისკენ ავიღეთ რომლის სახელიც არც მეტი არც ნაკლები ბერძნულ მითოლოგიური პერსონაჟის „ათენას“ სახელი იყო. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ ათენა იყო ზევსის შვილი და ერთერთი, ოლიმპოს 12 ღმერთიდან. ის იყო საბრძოლო სტრატეგიის და სიბრძნის ქალღმერთი. მიყვარს მითოლოგია. გამომცემლობის პარკინგზე დააყენა ლუკამ მანქანა და მანქანიდან გადასვლისას სულ ფეხები მიკანკალებდა. ალბათ იმიტომ რომ ამ შენობაში ჩემი მომავალი წყდებოდა. ლუკას გავხედე თვალი ჩამიკრა და პიჯაკი შეისწორა. კარგი რაა ლუკა მაინცდამაინც ჩემი უფროსი როგორ უნდა მოგწონებოდა? ასისტენტმა როგორც კი ლუკა დაინახა ჩემთან ერთად გაკვირვებულმა გადმომხედა. მე ხომ თითქმის არ მიცნობენ ჟურნალისტები რადგან კაი მოგულავე მამიკოს გოგოსავიით არ ვიქქცევი. როცა ვუთხარი რომ ალექსანდრა ერისთავი ვიყავი გაკვირვებულმა გადმომხედა და შემდეგ უფროსის კაბინეტისკენ გამიძღვა. -ქალბატონო ქეთი თქვენთან ალექსანდრა ერისთავია მოსული.-კარებში თავი შეყო ასისტენტმა, კარგი გოგო ცანს. არც ტონალური აქვს წათხაპნილი ძალიან და არც წიკვინა ხმა. მგონი სამოთხეში მოვხვდი. -ქალბატონს ნუ მეძახი მარიკუნა რამდენჯერ გითხრა? შემოუშვი მალე, ვკვდები ისე მაინტერესებს.-საოცრად ლაღი ხმის მქონე გოგონამ გასძახა კაბინეტიდან. კაბინეტთან აბრაზე წავიკითხე, ქეთევან ამირეჯიბი. გვარი მომწონს მიდი ძმაო აბა შენიცი. კაბინეტში შევედი და გულში სითბო ჩამეღვარა ისეთი საყვარელი გოგო ვნახე და სეუმჩნევლად გავკარი ჩემს ძმას მხარი მხარზე. ქეთისაც შეეცვალა სახე ლუკაკოს დანახვაზე. ოჰჰ, აქ ისეთი სიყვარულის ცეცხლი დატრიალდება ალბათ მეც დავიწვებიი. -გამარჯობათ, ალექსანდრა ერისთავი. შეგიძლიათ სანდრა დამიძახოთ.-გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი. -აუ ეს ოფიციალურობები არმიყვარს რაა, თავი ბებერი ქალი მგონია.-დაიბუზღუნა საყვარლად. მულისგან 10+ გზა ხსნილია რძალო.-ქეთათო დამიძახე, აბრაზე დაწერილმა ქეთევანმა არ მოგატყუოს.-გამიცინა და ხელი ჩამომართვა. ახლა ლუკას მიუბრუნდა.-ძალიან სასიამოვნოა თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა ბატონო ლუკა.-ცალი წარბი აწია და ღიმილით მანიშნა დაჯექიო. რა ჯანდაბა მიქარე, ჩემო ბედკრულო ძმაო?!- მოკლედ შენი ნაწერით აგვაღფრთოვანე მთელი რედაქცია, საოცარი ნიჭი გაქვს. ზუსტად იმას წერ რაც დღვანდელ თაობბას და ზოგადად ხალხს აინტერესებს. ამიტომ შენი წიგნი დაიბეჭდება, და გაყიდვების რაოდენობით გადავწყვეტთ რამდენი ტირაჟით. და კიდევ შემოთავაზება მაქვს, მინდა რომ აქ იმუშავო, საკუთარი კაბინეტი გექნება, როცა გაგიხარდება მაშინ მოხვალ, არარის სავალდებულო სრული განაკვეთით სიარული თან შენს სწავლას თუ გავითვალისწინებთ. აბა თანახმა ხარ ყველაზე მეგობრული უფროსი გყავდეს და არა მონსტრი?-გაიცინა. -თანახმა ვარ.-მეც გავუცინე და ლუკას გადავხედე რომელიც ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა ხელში და ცალყბად იღიმოდა. მერე ქეთათოს შევხედე და ვანიშნე რამოხდა ამასთანთქო, უსიტყვოდგამიგო და თვალები აატრიალა. მიყვარს ეს გოგო. -მოკლედ, კაბინეტი ჩემს გვერდით გექნება აუცილებლად. მე შენნაირ გოგოს არდავთმობ.-თავი გააქნია.- ანაზღაურება თვეში 750 ლარი, დამწყებისთვის, თანდათან გაგეზრდება ხელფასი. მოიცა კიდევ რაღაც უნდა მეთქვა.-ჩაფიქრდა.- ააჰ მართალია როდიდან დაიწყებ მუშაობას?-სიცილით მკითხა და უცბათ ლეკვის წკმუტუნი მომესმა.- გაიღვიძა ჩემმა ღორმუცელამ.-პატარა კრემისფერი ფუმფულა ლეკვი ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა.-ჰო კიდევ ძაღლებზე, კატებზე და თევზებზე გართულება არ გვაქვს. შეგიძლია მოიყვანო, ჰო ბუბუ?-ხელში შეათამაშა მძინარე ლეკვი. -ხვალიდან დავიწყებ. აუ რა ძააან საყვარელი ხარ რაა.-სიცილით ვუთხარი და ცემი ძმის გაბრწყინებულ თვალებს შევხედე. -შეიძლება ავიყვანო?-კითხა ლუკამ მოულოდნელად. შეხედე ამ მაიმუნს შენ. -კი როგორ არა.-ეგრედწოდებული ბუბუ ხელებში ჩაუსვა და იმანაც ლოკვა დაუწყო.-მოეწონეთ, ბატონო ლუკა.-ირონიით თქვა ქეთათომ. -მე ყველას მოვწონვარ, მხოლოდ განსაკუთრებულ ინდივიდებს არ აქვთ გემოვნება.-თვალი ჩაუკრა და ბუბუს თავზე და ყურებზე წაეთამაშა. ასე ამგვარად კიდევ ცოტახანს დაკბინეს ერთმანეთი ორმა ზრდასრულმა ადამიანმა და მე და ბუბუ ვიჭყლიტებოდით. ცოტახანში წამოვედით და მასინვე ლუკას მივუბრუნდი. -რა ჯანდაბა ხდება თქვენ ორს შორის?-ვკითხე და წარბი ავუწიე. -ვაკოცე, ბოლოს რომ ვნახე და გარტყმაც მივიღე. კლუბში იყო და საპირფარეშოსკენ რო წავიდა სანამ შევიდოდა მაშინ ვაკოცე, მწარე ხელი აქვს სხვათაშორის.-ხითხითით მითხრა.-ეგ გოგო ჩემი ბედია, ჩემთვის არის და მაინც ვერ გაიგო რო ბოლოს მაინც ჩემი იქნება.-გაშტერებული ვუყურებდი ჩემს მექალტანე, ბედოვლათ, ლონდრე ძმას და ბედნიერებისგან ლამის ავცქმუტუნდი როცა ასე შეცვლილი ვნახე. სახლში მისვლისთანავე გადავურეკე ხალხს და სასწრაფოდ შევკრიბე ყველა. -აბა გსმენავთ ქალბატონო მწერალო.-სიცილით მომეხვია დემეტრე. -ჯერ მოდით ის გამოვაცხვე შენ რომ გიყვარს.-ამის თქმა და დემეტრეს და სალის სამზარეულოში შევარდნა ერთი იყო. რაქნან უყვართ ჩემი გაკეთებული ჩემებური ფახლავა. იოანე არ ჩანდა, ჩემი ძმაც სამსახურიდან ახალი მოსული იყო და წყლის გადასავლებად ავიდა ოთახში. -ოქრო გოგო ხარ სანდრა, ოქრო.-ნეტარებით სავსე ხმით მელაპარაკებოდა სალი.-მოყევი აბა სამსახურის ამბები. უფროსი როგორია? -ვაიმეეე ისეთი საყვარელი გოგოა, მგონი ჩვენს კლუბს ახალი გოგო შეემატება, ჰოო ლუკაჩო?-თვალი ჩავუკარი ჩემ ძმას რომელიც სულელივით იღიმოდა. -ეგსიკეთე ქენი შენ და ლუკა ყოველდღე გეთაყვანება.-სიცილით მითხრა დემეტრემ. ამ დროს სამზარეულოში აქოშინებული იოანე შემოვარდა. კიდევ კარგი კარი ღია დავტოვე თორე მერე გენაათ ბრახუნი და კარის ჩამოღება თქვენ. -რახდება ვინმე მოგდევდა?-სიცილით კითხა ლუკამ. -ლუკა, დაგვე*ძრა.-ერთი ჭიქა წყალი მოიყუდა. -რახდება ეხლა ამოღერღავ?-უკვე სერიოზული ხმით იკითხა დემემ. -ბაგრატიონი ჩამოდის და მტეერს თუ ის მოხდა რასაც ვეჭვობ.-სიმწრით გაიცინა. -შურს იძიებს არა?-შეშლილმა ხმით იკითხა ლუკამ. -უნდა გავაჩეროთ, თან მარტო ერთი დარჩა ცოცხალი ყველა ჩაძაღლდა გაჩხერით. კაროჩე ის ერთიც რომ სუნთქავს ეგეც ამძიმებს დამიანეს და უეჭველი ვიცი ასე არ დატოვებს ცოცხალს იმ ყ*ეს.-ამოთქვა დემემ. -როდის ჩამოდის?-ჩამწყდარი ხმით იკითხა ლუკამ. -2 საათში.-ამოთქვა იოანემ და ხელებით სახე მოისრისა.და გაჩნდა ერთი ლოგიკური კითხვა...ვინ ჯანდაბაა დამიანე ბაგრატიონი? ესეც ახალი ისტორიაა <3 თქვენი აზრი მაინტერესებსს გავაგრძელო თუ არა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.