შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელენე (პირველი თავი)

16-03-2019, 20:43
ავტორი სულ ერთია
ნანახია 1 172

ჩამთოვა, უკვე მერამდენედ ჩამოთვა წერეთლების ნასხლარზე მხოლოდ ღმერთმა თუ უწყის. მიტოვებულ სახლს მხოლოდ აქაიქ შერჩნოდა წითელი ალიზის გამომწვარი კრამიტი. ათოვს ძველ, უკვე დაძენძილი ხალიჩებით გაფორმებულ ტახტს, კედელზე შემორჩენილ დამსხვრეულმინებიან სურათებს, რომელზეც აღარაფერი ჩანს და ერთდროს ცხელი ჩაის დასალევად გამზადეულ სამოვარსა და რაღაც საწაულით გადარჩენილ, უკვე სანახევროდ ჩრჩილშეჭმულ, კაკლის მაგიდაზე დალაგებულ ფინჯნებს. თოვს მშვიდად და სრულ სიწყნარეს მხოლოდ შაშვების წამოჭახჭახება თუ დაარღვევს. ნაზი, მდუმარე სიო მსუბუქად აქანავებს ჩამოძონძილ, ნაქარგ საკიდებს. მოკლედ, აქაურობას ძველი დედებისა არაფერი ეტყობოდა არც ეზოს, არც ღობეს და არც ყორეს. ყველაფერი უკვე კარგახნის გავერნებული იყო . მხოლოდ ჭადარი იდგა უზარმაზარი ეზოს შუაგულში.. ვეებერთელა ჭადარი - უამრავი ჭირისა და სიხარულის მომწმე უამრავი ამბის გამგონე და მეთვალყურე. ჭადარს ფოთლები მთლად გასცვენოდა და ცამდე აზიდულ ტოტებზე აბუზული ბეგუღების გუნდი ზამთრის სუსხს ებრძოდა, ერთმანეთს ეტუზებოდნენ, სციოდათ. სველ, დათოვლილ ფრთებს იფერთხავდნენ. მხოლოდ ჭადარი იდგა ამაყად და გაუნძრევლად. სქელი ფესვები იმდენად ღრმად ჰქონდა მიწაში ჩადგმული, რომ არც თოვლის ეშინოდა და არც მოვარდნილი ქარბუქის. ხედავდა როგორ სციოდათ ბეღურებს, როგორ გაირბინა გაბერილმა გარეულმა ქათამმა ერთმანეთზე მიწვენილი, გამხმარი, ფესვებდაგლეჯილი ტყემლისა და ვაშლის ხეებს შორის და როგორ დატოვა ახლადდათოვლილ მიწაზე ისრისმაგვარი კვალი, რომელიც ჯერ უზარმაზარ ლოდს უვლიდა გვერდს ზედ მის ფესვებთან რომ ეგდო და შემდეგ ტყემლისა და ვაშლის დალეწილი ტოტების ქვეშ გაუჩინარდა. ( ალბათ მყუდრო ადგილს მიაგნო ). ირგვლივ ყველაფერი თეთრია.. საოცრად თეთრი და წყნარი. უკვე შუადღე წამოვიდა. შაშვებმა გული იჯერეს ჩამომწიფებული კარალიოკის ნაყოფის ჭამით და გამაძღარი ჩიტები მიყუჩდნენ ...
სიჩუმეში, წერეთლების ეზოში სანადიროდ ჩასულს გამახსენდა ბაბუდას მოყოლილი ისტორია, რომელიც ჩემს დაბადებამდე გაცილებით ადრე, სწორედ ამ ნასახლარზე ტრიალებდა. ბაბუდას მონაყოლს ზედმიწევნით ზუსტად ვიხსენებდი და თითქოს, რაღაც განგებით, დრო ჯერ გაიყინა, შემდეგ კი უკუსვლა დაიწყო. თავიდან თოვლის ფიფქები ცისკენ სათითაოდ აიწია. თითქოს, მიწიდან ათოვდა ცას. შემდეგ ჩიბუხა გარეული ქათამიც ფიჩხიდან უკუსვლით გამოვიდა და აჩქარდა. ზედმეტად სწრაფად წაშალა ისრისმაგვარი კვალი და კვერცხის ცილამდე დაპატარავდა. შემოდგომაც უცებ დადგა. წითელ-ყვითელი ფოთლები ხეებს კვლავ ზედ მიებნენ და გამწვანდნენ ,,, გამწვანდნენ და სწრაფად დაცხა ,,, დაცხა და ფოთლები ყვავილებად იქცნენ, ყვავილები კი კვირტებად.
შენდეგ, ცას კვლავ ათოვდა მოქმედება უსაშველოდ აჩქარდა. მე მხოლოდ თეთრ ფონზე ვხედავდი წერეთლების სახლს და ჭადარს. სახლს რომელსაც ხავსი სცილდებოდა ჩამონგრეული კედლებიდან. ვხდავდი ალიზის კრამიტებს რომლებიც არსაიდან ჩნდებოდნენ და თავისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებდნენ. სურათებს, რომლებზეც გამოსახულებები ჩნდებოდა და სამოვარს, რომელსაც ორთქლი ასდიოდა. მხოლოდ ჭადარი იდგა გაუნძრევლად. არც დროის ცვლილება ეტყობოდა. იდგა ჩვეული სიდინჯით თეთრ სიცარელეში ვეებერთელა ჭადარი და მიწაში, მის ფესვებთან, მასავით ღრმად ჩასობილი მძიმე ლოდი ... შემდეგ, ყველაფერი თეთრმა თვალისმომჭრელმა სინათლემ მოიცვა ............(და მე ამ სინთლეში ჩავიკარგე )
-ელენე მზეს დიდხანს ნუ უყურებ დაბრმავდები.
ალერსიანი ხმით დაუძახა ექვსი წლის ელენეს თავდის ასულმა ქეთევანმა და საქარგავი გვერდზე გადადო .
-დედიკო მზე შორსაა?
- კი ძალიან შორს .. და მზეში დიდხნს დგომა არ შეიძლება .
დედა უჩუმრად მიეპარა მზის ყურებით გართულ ელენეს, რომელიც მზეს ხან ერთ ათვალს უჭუტავდა, ხან მეორეს. მიეპარა თუ არა, გულში ჩაიკრა მოულოდნელობისაგან შემცბარი ბავშვი და ღატუნი დაუწყო. ელენე სიცილისგან ფხარკალებდა, გაქცევას ლამობდა, მაგრამ სულ ტყუილად. ორივენი იცინოდნენ ...
- იცი მე ჩემი მზე მყავს.
- მართლაა? ეგ როგორ?
ელენე სულგანაბული უსმენდა დედას..
- როგორ და ეგრე და მე ამ მზეს ახლავე შევახრამუნებ ...
- არა დედა, თავიდან არ დაიწყო!!!
ელენემ უკვე კარგად იცოდა, რაც მოელოდა და სიცილისთვის მოემზადა. რომ არა მოახლე ქალი, ალბათ, დიდხანს მოუწევდა მიწაზე კოტრიალი ...
-ქალბატონო, სადილი მზადაა.
-ახლავე ბაბილინა, ახლავე მოვდივართ. ამ არსებას დავაგემოვნებ და მაშინვე შენთან გავჩნდებით. ელენემ დედის უყუდაღებობით ისარგებლა და ხელიდან დაუსხლტა .... ჭადრის ჩრდილში დაიჭირეს ელენე და უამრავი კოცნითაც დასაჯეს ..
-ქალბატონო არ გებრალებათ?..
-არა, სრულიადაც არა, იმიტომ, რომ მიყვარს ეს არსება, სიგიჟემდე მიყვარს ..
თქვა დედამ და გულში ჩაიკრა სიცილისაგან ღონემიხდილი ელენე.
-მეც მიყვარხარ დედიკო, ძალიან ძალიან მიყვარხარ.
და ისე მოეხვია ყელზე დედას რომ ლამის დაახრჩო ..
-ღმერთო ჩემო, ნამდვილად დახოცავენ ერთმანეთს..
ბუზღუნით მიუძღოდა მოახლე ქალი გადარეულ დედა-შვილს.

№1  offline წევრი Rania

Zalian kargad cer. Mdidari leqsika gavss. Jer veraferi gavige siujetisa. Amitom moutmenlad geloidebi
--------------------
Q.qimucadze

№2  offline წევრი Elle025

ჩანს რომ წინ საინტერესო ამბები გველისს..ველოდები მოუთმენლად..ძალიან კარგად წერ❤️

№3  offline წევრი სულ ერთია

დიდი მადლობა.

№4 სტუმარი ჩვეულებრივი გიჟი))

ოხხ რა კარგად წერ )) შემდეგ თავებს ველოდები , დილით ყავასთან ))))

ჩვეულებრივი გიჟი))
ოხხ, რა კარგად წერ )) შემდეგ თავებს ველოდები , დილით ყავასთან ))))

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent