შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელს ნუ გამიშვებ 3


17-03-2019, 03:36
ავტორი ლილეანა
ნანახია 1 825

იმიტომ ვერ გახსნეს მაშინ უტას საქმე რომ ჩვენ არაფერი ვთქვით,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არაფერი გაგვიკეთებია.ყველაფერი ლაშას ვუამბეთ და გამოძიებაც მიმდინარეობს.მხოლოდ ლაშასა და განყოფილების უფროსის მონაწილეობით.გარდა ამისა მამაშენმაც ყველაფერი იცის და საქმის კურსშია.
-ამ ბოლო წინადადებამ თითქოს გულიდან ის ნაგროვები ლოდები ჩამომაშორა,რომლებიც ამ საღამოს მაწვა ზედ.
-უტას დაწყებულ საქმეს მე გავაგრძელებ.მკაცრად ვთქვი და თითქოს ამ სიტყვებში ყველა ის ფიქრი მოიაზრებოდა რომელიც ასე მიჭამდა გულს
-სწორედ ამიტომ არაფერი გითხარით ანა.ღრმად ამოისუნთქა სანდრომ.ჩვენ შენს მსგავსად სხვა საზრუნავი არ გვაქვს რომ სამართლიანობა აღდგეს და აქ უტას საფლავთან რაც შეიძლება მალე მოვიდეთ და თავაწეულებმა ვუთხრათ,რომ ის უბრალო მსხვერპლი არაა და მან დაამხო მაფია.ახლა როცა ვახტანგი ხელმოცარული დარჩა თქვენი დაუმორჩილებლობით,უფრო მეტი ყურადღება გვმართებს.უნდა დააჯეროთ რომ მას არ ჩაუშვებთ,მაგრამ არც იქორწინებთ.
-რასამბობ რა ქორწინება სანდრო მართლა ფილმში ხომ არ ვართ.ჩაიცინა თორნიკემ.
სასაფლაოდან სახლში წავედით,მამა გვიცდიდა.სამივეს ისე გადაგვეხვია გეგონება იმედი ჰქონდა რომ ჩვენ დავუბრუნებდით უტას.მალე.ლაშაც მივიდა და ყველაფერზე ღიად ვილაპარაკეთ,რაც მთელი ამ დროის განმავლობაში მომხდარა და გარკვეულა.ჩემში მოზღვავებული ემოცია და სურვილი ყველაფრის გარკვევის ცამდე აღწევდა.მჯეროდა რომ ცხოვრება არც ისეთი უსამართლოა როგორიც ჩანს და ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდოდა.დრო გადიოდა ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით იმ გზას სადაც ვატონი ვახტანგის უზრუნველი ცხოვრების დასასრული იწყებოდა.ლაშას წყალობით ბევრი თანამზრახველი დაიჭირეს,მაგრამ რაღაც მაინც არ გამოდიოდა ბოლომდე.ეჰრეთწოდებული ლიდერი კვლავ ხელშეუხებელი იყო.
ერთი წელი როდესაც გავიდა უტას მკვლელობიდან სანდრომ ცოლობა მთხოვა და ჩვენც დავიწყეთ ახალი ცხოვრება.მალევე ისიც შევიტყვეთ რომ მშობლები გავხდებოდით.მეგონა ამაზე მეტი ბედნიერება აღარც არსებობდა სამყაროში,რომელიც შეიძლებოდა განმეცადა.გვერდით მყავდა საყვარელი.მეუღლე,რომელიც სიცოცხლეს მერჩია და ჩვენი სიყვარულის ნაყოფი დღითიდღე რომ ესმგავსებოდა ადამიანს.ჩემი და სანდროს ქორწინებაზე ესე მოკლედ რატომაც ვისაუბლე იმედი მაქვს ეხლა თუ არა მომავალში მაინც აუცილებლად გამიგებთ.
ჩემს კაბინეტში ვიჯექი,როდესაც თორნიკემ საბუთები შემომიტანა.სკამკდან წამოვდექი და მუცლიდან ისეთი მუჯლუგუნი ვიგრძენი,მოულოდნელობისგან შევხტი და მუცლისკენ წავიღე ხელები.
-რა მოხდა ანა ხომ კარგად ხარ?შეშინებულმა იკითხა თორნიკემ.
-კი კარგად ვარ,უბრალოდ მაიმუნი არ ისვენებს.გინდა ნახო?
-მეე...მეე..არვიცი.აქამდე არასოდეს ვყოფილვარ მსგავსი რეალობის წინაშე.არვიცი როგორი გრძნობაა ორ სამყაროს შორის შეხება.არეულად ლაპარაკობდა თორნიკე.მე მისი ხელი მუცლისკენ წავიღე და იქიდანაც არ დააყოვნა რეაქციამ.თორნიკეს ხელისგულზე პატარა არსებამ გაირბინა.დავინახე როგორ დააყარა თორნიკეს მკლავზე ეკლებმა.
-ბედნიერი კაცია ანა სანდრო.ხრიწიანი ხმით ამოთქვა თორნიკემ.
-თორნიკე დარწმუნებული ვარ მალე იპოვი შენს მეორე ნახევარა და ძალიან მაგარი მამა იქნები.
-რავიცი ანა მაგაზე არასოდეს მიფიქრია,ჩაიცინა და ოთახიდან გავიდა.

-მამა უნდა ვილაპარაკოთ.გაისმა თორნიკეს მკაცრი ხმა.
-როდის აქეთ მოგინდა მამასთან ლაპარაკი?ცინიკურობა არ შორდებოდა ამ კაცს.
-მამა შენი აზრით რატომ არასდროს გვქონია ჩვენ მამა-შვილური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმაართ?რატომ არასდროს იყავი ჩემთან როცა რამე რჩევა მჭირდებოდა?
-იმიტომ თორნიკე რომ ჩემს ადგილას ყოველთვის ვატო იყო შენთვის.ახლაც ასეა.
-იქნწბ ეგ იმიტომ რომ შენ დაიგვიანე მამა?
-დავიგვიანე თორნიკე?შენ უმადური ხარ,არასდროს არაფერი გაკლდა,27 წლის მანძილზე არ ყოფილა ისეთი ოცნება,რომელიც არ აგისრულდა და იცი რატომ? იმიტომ რომ მამაშენის ძალაუფლება ყოველთვის თან გდევდა.
-ნახე მე მამა-შვილობაზე გელაპარაკები და შენ ისევ და ისევ ამ წყეულ ძალაუფლებას ახსენებ.იცი რატომბარ ვარ შენნაირი?იმიტომ რომ შენ ამ ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე თელავდი ყველას და ყველაფერს რაც გზად გხვდებოდა:თავმოყვარეობას,სიკეთეს,პათივისცემას,თანაგრძნობას და რაც მთავარია ადამიანებს ვისთვისაც შენ ძვირფასი იყავი.მე კი ყოველთვის მიწევდა შენი დანგრეულის თავიდან აშენება თუ არა,საძირკველის გამაგრება მაინც.
-და ვინ გთხოვდა მერედა ამ გამაგრებას?
-საკუთარი თავი და სინდისი მამა.იცი რაზე მწყდება გული?ღმერთი ყოველთვის სჯის შენნაირ ამპარტავან ადამიანებს.ვფიქრობ შენი დასჯა ის იქნება მთელ სიბერეს მარტოობაში რომ გაატარებ და იმ ზიზღის გამზიარებელიც არავინ გეყოლება საკუთარი თავის მიმართ რომ იგრძნობ.
ვახტანგს აღარაფერი უთქვამს.ალბათ ტვინის იმ ნაწილს შეეხო თავისი შვილი რომელსაც ოდნავ მაინც ჰქონდა ნაფიქრი ვახტანგის ბოლო წლებზე.
-მამა ეს ჩვენი ბოლო ლაპარაკია.რადგან მე მივდივარ იქ სადავ საკუთარი თავის მეტი არავინ მეყოლება,მაგრამ მინდა სუფთა სინდისით და შენს მიმართ აღდგენილი პატივისცემით წავიდე.
ვახტანგი ძალიან არ მოელოდა ამ სიტყვებს და განცვიფრებულმა იკითხა-ამას როგორ შეძლებ?
-როგორ და ცხოვრებაში პირველად შენი შვილისთვის იმ სწორ ნაბიჯს გადადგავ,რონელიც სიმშვიდის საშუალებას მოგვცემს მეც და ალბათ შენც.იტყვი ვინ არის ლიდერი და მის აყვანაში დაგვეხმარები.
ამ ლაპარაკის სემდეგ რამოდენიმე ხანში მთავარი ლიდერი დაიჭირეს.კომპანია როგორც იქნა გამოძვრებოდა სამი წლის მანძილზე ნაგროვები ჭაობიდან.უტას სიკვდილისთვისაც აღდგა სამართლიანობა და დამსაშავეც დაისაჯა.ძალიან ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ არ ვიყავი.ლაშას აკანკალებული ხმა ეხლაც ექოსავით ჩამესმის ყურებში.არ დაუჯერებია თორნიკეს უარი და სპეცოპერაციაზე მალულად წასულა.როდესაც ორმხეივი სროლა იყო ის..იის..
-რაა ლაშაა რაა..რა მოუვიდა თორნიკეს?გახევებულმა ვიკითხე.
-ძალიან მძიმედაა..კომაშია,შანსი რომ გადარჩეს 5%-იც არ არის.
ამ ამბიდან ორ თვეში ნაადრევად ვიმშობიარე.უკვე ხუთი თვე იყო გასული,რაც თორნიკე კომაში ჩავარდა და გადარვემის სანსი დღითიდღე იკლებდა.ის ის იყო პატარა ანასტასია საწოლში ჩავაწვინე,როდესაც ზარმა დარეკა და უცნაური ატუმარი მეახლა.
-გამარჯობა ლაშა,მობრძანდი.გაოცებულმა შემოვიპატიჟე.
-სანდრო სახლშია?
-არა გასულია,რა ხდება?
-ანა ვინაიდან თორნიკეს გამოფხიზლების შანსი ყოველდღიურად კლებულობს ვფიქრობ შენ ეს უნდა გადმოგცე.მითხრა და გამომიწოდა კონვერტი,რონელზეც დიდი ასოებიტ ეწერა ,,ანას''. ხელწერა მაშინვე ვიცანი და ტირილი ამიტყდა.ეს დღე ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან ისტორია,არ გაუშვათ თორნიკე რა დააბრუნეთ,

 


№2  offline წევრი ლილეანა

სტუმარი nancho
მომწონს ძალიან ისტორია,არ გაუშვათ თორნიკე რა დააბრუნეთ,

ძალიან მიხარია❤თორნიკეს ნაირი ადამიანები არ იმსახურებენ ესე უბრალოდ სიკვდილს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent