შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელს ნუ გამიშვებ 2


14-03-2019, 02:20
ავტორი ლილეანა
ნანახია 1 634

ცოტა ხანს ვერ გავაცნობიერე რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემ თავს.როგორ შეიძლება ადამიანმა ესე რამდენიმე საათში იცვალოს ფერი და შენში მისი პიროვნება ნულამდე დავიდეს.შევეცადე ძალა მომეკრიბა და მის წინაშე ერთი უბრალო,უსუსური არსება არ ვყოფილიყავი.გონება მოვიკრიბე და წყნარი,უღელვებელი ტონით დავიწყე
-ბატონო ვახტანგ,რაღაცას გკითხავთაშკარად ეუცნაურა ჩემი თავშეკავებულობა,ალბათ ეგონა მის წინ მომტირალს და დაბეჩავებულს მნახავდა.
-მე პასუხს ველოდებოდი და შენ კითხვებს სვამ?გისმენ ანა.
-ბატონო ვახტანგ,თქვენ თავი რომელიმე მძაფრსიუჟეტიანი ან კრიმინალური ფილმის გმირი ხომ არ გგონიათ?თქვენგან შეიძლება ესეთი ზნედაცემულობა არ იყოს გასაკვირი მაგრამ მე არასოდეს მივცემ უფლებას ვინმეს მარიონეტად მაქციოს და თავის ჭკუაზე მართოს ჩემი ცზოვრება.რაც შეეხება მამაჩემს,ის არასოდეს იქნება ბედნიერი ჩემი უბედურებით,რასაც თქვენზე ვერ ვიტყვი.ადამიანი ყოველთვის თავისი პატიოსნებით ფასობს პირად ურთიერთობებშიც და მინდა გითხრათ რომ საქმეშიც.ასე რომ მართალია არ ვიცი რამდენი ხანი თხზავდით ამ სცენარს,მაგრამ ის კი ვიცი რომ თქვენი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა.ფეხზე წამოვდექი,შევეცადე აკანკალებული ფეხები ქუსლიან ფეხსაცმელზე გამემყარებინა და კარისაკენ წავედი.
-მამა ანა მართალია.შენ ალბათ გეგონა ფილმებში როგორც ხდება ხოლმე ჩვენგან სრულ მორჩილებას მიიღებდი,მაგრამ ეს ცზოვრებაა გესმის?და არავის მივცემ ჩემი ცხოვრებით თამაშის უფლებას.მუშტები მაგრად დასცა მაგიდაზე და წამოდგა.ხო მართლა -განაგრძო,ჭირსაც წაუღია ისეთი ფული და ბიზნესი,რონელიც არაპატიოსნებაზე გადის.
გარეთ გამოვედით.ესე მეგონა იმ სახლში ყველაფერი ყელში მიჭერდა და ერთი სული.მქონდა ჭიშკრის ზღურბლს გავცლოდი.
-ანა უნდა ვილაპარაკოთ.
-თორკინე გთხოვ ახლა არა,მერე დაგირეკავ.ვუთხარი და გავეცალე იქაურობას
-ალო სანდრო,უნდა ვილაპარაკოთ.სადმე შემხვდი ანამ ყველაფერი გაიგო.
-რას ამბობ თორნიკე გაგიჟდი?რანაირად გაიგო?
-გნახავ და მოგიყვები.მგონიშენთან წამოვიდა სადღაც ნახევარი საათის წინ დავშორდით.
-არა არ შევხვედრილვართ ჩვენ.ვურეკავ და არ მპასუხობს.ჩემ სახლთან რომ ბაღია იქ ვიქნები გელოდები.
-ესე მგონია საუკუნე გავიდა თორნიკე რა მოხდა?შეეფეთა სანდრო წინ როგორც კი მანქანის კარები გააღო.
-მამაჩემმა დაგვიბარა მე და ანა,ხოდა გვითხრა რომ კომპანიაში შავი ფული ტრიალებს თან უკვე ბოლო ორი წელია,ხოდა ვინაიდან ამ საქმეს მარტო ვეღარ ვართმევ თავს თქვენც უნდა ჩაერთოთ,დაქორწინდეთ და არ დამასმინოთო.
-რა სისულელეა,ანუ გადაწყვიტა თქვენთან ღიად იმოქმედოს?
-ღიად მოქმედება არაფერ შუაშია,ის ისევ და ისევ თავის თავზე ფიქრობს.პოლიციაში თუ წახვალთ ვიტყვი რომ ვატოც ამ საქმეშიაო,ანას გაჩუმება კიდე მამამისის დაავადებით გადაწყვიტა.ქორწინება კი თავისი თავისუფლების გარანტია გონია,რომ ვიცი შენ და ანა ერთმანეთს არ გაწირავთო.
-თორნიკე მაპატიე მაგრამ მამაშენი დიდი ნაძირალაა,რომელიც მხოლოდ საკუთარ ტყავზე ფიქრობს.
-სანდრო საერთოდ ნუ მახსენებ რომ მამაჩემია ძაიან გთხოვ.ახლა მთავარია გავიგოთ ანა სადაა და ყველაფერი ვუამბოთ რაც ჩვენ ვიცით.სად იქნება ასეთ დროს?
უტასთან სასაფლაოზე-წამოიძახა ორივემ ერთად და მანქანისკენ გაიქცნენ.
უტა ნეტა შენ რა რეაქცია გექნებოდა ამ ყველაფერს რო გაიგებდი,რომ გცოდნობა ის ყოველდღიურობა ჩვენ რომ კარგი და ბედნიერი ცხოვრება გვეგონა ერთ დიდ სიცრუეზეა აგებული,თან ისეთზე ნებისმიერ წამს რომ შეიძლება ბომბივით აფეთქდეს და ჩამოიშალოს.ყოველთვის ამბობდი რომ ცხოვრებაში მთავარი ადამიანის ღირებულებებია და ისინი ქმნიან ადამიანის ბედნიერებას შენს გარშემო.ახლა მე ყველა ამ გრძნობას უნდა მოვუხმო,წავიდე და მამას ვუთხრა ყველაფერი.
-ანა კარგად ხარ?უკნიდან ვიგრძენი სანდროს ხელები.რატომ არ გვპააუხობდი?ყველაფრისთვის ვწუხვარ.
უცებ დამფრთხალი თევზივიტ შევტრიალდი მისკენ და გაოცებით ვკითხე:
-რა ყველაფრისთვის სანდრო?
-ანა მან ყველაფერი იცის.მიპასუხა თორნიკემ.
-თქვწნ რა გაგიჟდით?რას ქვია ყველაფერი იცის?
-ანა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ,მითხრა სანდრომ და თავი დამნაშავესავით დახარა.
-ანა პირველ რიგში გეტყვი რომ აქამდე იმიტო არ იცოდე რამე რომ შენს დაცვას ვცდილობდით ჩვენ.დაიწყო თორნიკემ.
-თორნიკე ვინ თქვენ?რისგან მიცავდით?
-მე და სანდრო.გახსოვა უტას მკვლელობის დღე?მაშინაც როგორც ეხლა ოთხივე ერთად ვიყავით.შენ და უტას შეხვედრა გქონდათ და კომპანიაში დაგტოვეთ.რომ სეხვედით ცოტა ხანში უტა უკან გამოვიდა მანქანით.
-ეს ამასთან რა შუაშია ვერ ვხვდები.ჩემი გაგიჟება გინდათ?
-ანა ვცდილობთ ყველაფერი დაწვრილებით მოგოყვეთ.განაგრძო სანდრომ.ჩვენ გაგვიკვირდა უტას საქციელი,მაშინ როცა შეხვედრა გქონდათ ის მანქანით სადღაც მიდიოდა.
-მითხრა რომ კაბინეტიდან საბუთებს აიღებდა და მოვიდოდა მაგრამ...(ვეღარ შევძელი გაგრძელება)
-მაგრამ (განაგრძო თორნიკემ) აღარ მოვიდა.ჩვენ მანქანით უკან გავყევით რადგან ტელეფონზე არ გვპასუხობდა.ისე სწრაფად მიდიოდა ხან ვკარგავდით თვალთახედვის არედან.მთავარი გზიდან მიტოვებული შენობებისკენ გადაუხვია.ჩვენ ვერ დავინახეთ რომელში შევიდა,მაგრამ უცებ გასროლის ხმა გავიგეთ და იქით გავემართეთ,როცა შევესით ირგვლივ არავინ იყო უტას გარდა,ძირს იწვა და სისხლი სდიოდა.არ მოგვცა უფლება სადმე დაგვერეკა.გვითხრა ყველაფერი რაც მან ან საკითხზე იცოდა.მამაჩემის ლაპარაკისთვის მოუკრია ყური და მალულად დაუწყია ამ თემის გარკვევა.როგორც ჩანს გაიგეს ეს და თავიდან მოიშორეს.(ამ ყველაფერს რომ უვებოდა თან უტას საფლავის ქვას უყურებდა დეოდადრო თითქოს დამოწმებას მოელისო)


მეგობრებო ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ისტორიასთან დაკავშირებით..არ მინდა სხვა ისტორიებს დაემსგავსოს..ყველანაირად ვცდილობ ზუსტად გადმოგცეთ ის რაც ჩაფიქრებული მაქვს❤



№1  offline წევრი დარინა

ზუსტად ეს მინდოდა ნამდვილად გამიცრუვდა იმედისასიამოვნოდ მეგონა ანას შეეშინდებოდა მუქარის, მაგრამ ძალიან მომეწონა როგორც მოიქცა, ხოდა რატომღაც ანას და სანდროს წყვილი მომივიდა თვალში და მაგიტომაც არ მინდოდა ეს იძულებითი ქორწინება და ამბები, მომეწონა ისტორიის ასე განვითარება. თორნიკე მხოლოდ კარგი მეგობარია.

 


№2  offline წევრი ლილეანა

დარინა
ზუსტად ეს მინდოდა ნამდვილად გამიცრუვდა იმედისასიამოვნოდ მეგონა ანას შეეშინდებოდა მუქარის, მაგრამ ძალიან მომეწონა როგორც მოიქცა, ხოდა რატომღაც ანას და სანდროს წყვილი მომივიდა თვალში და მაგიტომაც არ მინდოდა ეს იძულებითი ქორწინება და ამბები, მომეწონა ისტორიის ასე განვითარება. თორნიკე მხოლოდ კარგი მეგობარია.

ხალიან მიხარია❤❤❤❤❤❤❤დიდი მადლობა❤

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესოა,მომწონს წერის სტილი,ცოტა თავებს თუ გაზრდით კარგი იქნება,

 


№4  offline წევრი ლილეანა

სტუმარი nancho
საინტერესოა,მომწონს წერის სტილი,ცოტა თავებს თუ გაზრდით კარგი იქნება,

ძალიან მიხარია❤გავითვალისწინებ აუცილებლად❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent