შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრები (7)


17-03-2019, 07:10
ავტორი Painter
ნანახია 4 213

-ლუკა გიგა სად არის? -ნერვიულდ დადიოდა აქეთ-იქით ტელეფონით ხელში, მთელი დღის მანძილზე ერთხელაც არ შეხმიანებია ჯიქია.
-საფრანგეთში წავიდა ერთი კვირით, არ გითხრა?
-არა! -გაოგნებისგან პირი დააღო.
-მართლა ტო? ში*ხოარააქვს მაგას?
-ალბათ აქვს! მთელი დღეა ვურეკავ, ნერვები დამაწყდა, ის კიდე თურმე საფრანგეთში გულაობს.
-საქმეზე წავიდა დათოსთან ერთად.
-არ მაინტერესებს, დეგენერატი! საერთოდ აღარ მოვიდეს ჩემთან!
-მე რატო მიყვირიხარ ტო?
-მოდი ჩემთან რა. -ცრემლები წამოუვიდა. -წეღან წავიდნენ კოტე და თოკა.
-მოვალ დამელოდე. -ტელეფონი გაუთიშა. სავარძელზე ჩამოჯდა და ერთ ადგილს მიაშტერდა. მალევე მივიდა ლუკა, აცრემლიანებულ ქეთას ხელები მოხვია, კალთაში ჩაისვა და ჩაეხუტა.
-რა აღარ ვიფიქრე, ავარიაში ხოარ მოყვა მეთქი? ან ვინმემ ხოარ გაიტაცათქო, ისიც კი ვიფიქრე სადმე ხოარ გაითიშა და თავი დაარტყათქო, ის კიდე საფრანგეთშია თურმე. -ლუკას ყელში ჰქონდა სახე ჩარგული და თავისთვის ბუტბუტებდა. -რატომ არ მითხრა? რის მიღწევას ცდილობს?
-კაი ქეთუ დაწყნარდი რა გჭირს ტო?
-გაბრაზებულივარ! აღარ დამენახოს საერთოდ! -კისერზე მოხვია ხელები. -როგორ უნდა გავძლო ერთი კვირა მაგის გარეშე? -ისევ გადმოაბრუნა ტუჩი და ცრემლები წამოუვიდა.
-ოხ ეს ქალები. -სიცილით გააქნია თავი.
-თუ ჩამოვიდა იქიდან ვიღაც ფრანგი შხვართი ქალით მერე ნახე.
-საიდან ასეთი აზრები? -სერიოზულად გაკვირვებული იყო კვიციანი. -არ უყვარდე მაინც.
-რომ ვუყვარდე მეტყოდა.
-გინდა დავრჩე?
-ამ სახლში რაც გადმოვედი იმისმერე ყოველ ღამე ვიღაცას სძინავს, გიგა აქ არ არის, ასე რომ ახლა შენი ჯერია.
-გიყურებ და ქალი ხარ უკვე. ეხლაც მახსოვს პირველად რომ გნახე.
-სწრაფად გარბის დრო.
-რომ არ წასულიყავი შეიძლება ეხლა გიგას ცოლი ყოფილიყავი და პატარა ნათლულიც მყოლოდა.
-პირველი ვინც მოასწრებს ის ნათლავს.
-შენ გიგას დანახვა არ გინდოდა როგორც მახსოვს.
-იდიოტკა. -ლოყაზე აკოცა. -შვილი გინდა?
-რავი კი ტო, პროსტა პირველი ბიჭი მინდა.
-რა დრო დაგვიდგა, ბავშვებზე ვლაპრაკობთ, თან არცერთი არ ვართ დაქორწინებული.
-შენ ეგ არუნდა გიხაროდეს წესით. გიგას მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო ქორწილამდე არ მიგაკარებდი.
-მაშო?
-მოგწონს?
-შემიყვარდა, საყვარელია ძაან, ჩვენნაირი, თან განსხვავებული.
-თუ გადამიტრიალდა ერთხეელ, მოვიტაცებ.
-მე შენთან ვარ.
-ვიცი. -სიცილით აკოცა ყელში.
-მამაშენმა გითხრა იმ წვეულებაზე თუ რაღაც ჯანდაბაზე რომ უნდა წავიდეთ?
-ხო, ჩემი მემკვიდრე შენ ხარო, ახალ თაობამ ხო უნდა გაიცნოთ ერთმანეთიო. ყოველ წელს გვაძალებენ და აღარ ვეწინააღმდეგები, ასწორებს ხოლმე.
-თუ შემოგტენეს ვიღაც გოგო ბიზნესისთვის მერე ნახე. -სიცილი აუტყდა.
-არ მინდოდეს და ძალით შემტენონ? -წარბაწეულმა შეხედა. -ჩემს გიჟ ქალს არავინ არ მირჩევნია, ყველას დედას*ევეცი ფულიანად.
-მართალი ხარ. -ლოყაზე აკოცა.
-შენ ფრთხილად იყავი, გიგა არავინ აგაფრცქვნას.
-კანს ავაფრცქვნი ხელი რომ დაადონ ჩემ კაცს. ნახმარი კაცი არ მჭირდება, ისე როგორც შენ ქალი.
-ეს ნახე რა, ხუთიწელი შენიაზრით რას აკეთებდა გიგა? ყველაფერს ტ*ნავდა რაც კი მოძრაობდა.
-შენ რას აკეთებდი?
-მეც იგივეს. -ლოყაზე უკბინა.
-ეგ სხვა არის, ეხლა ჩემთან არის, ასე რომ თუ სხვასთან წავა ჩემთან აღარ მოვუშვებ. -ცხვირი აიბზუა.
-ისე არ მოუშვებ როგორც ერთიკვირის მერე რომ ჩამოვა და სახლში მოგივარდება.
-კარებს ჩავკეტავ.
-ვერ გაუძლებ.
-გინდა დავნიძლავდეთ?
-თუ ჩამოსვლის დღიდან ერთი დღე გაუძელი შენ მოიგებ და ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ, თუ ვერა შენ შემისრულებ.
-კარგი. -კიდევ ილაპარაკეს ცოტა, შემდეგ კი ორივეს ჩაეძინა.
******


დილით მთლიანად ზუკას მკლავებში იყო მომწყვდეული, სახე მის მკერდზე ჰქონდა მიდებული და მშვიდად ფშვინავდა. პირველს დევდარიანს გაეღვიძა, ელენეს დანახვაზე ოდნავ შეკრთა, შემდეგ სახეზე დააკვირდა, ძილის დროსაც კი იბღვირებოდა, ჩაეცინა მის შეკრულ წარბებზე, ფრთილად შეეხო თმაზე ტუჩებით და თვალები ისევ დახუჭა. პირველი გოგო იყო ანის შემდეგ ვისაც ასე ახლოს ყოფნის საშვალება მისცა. სინამდვილეში ორივე ერთიდაიგივე სიტუაციაში იყო. ზუკას უყვარდა ანი, ძალიან უყვარდა, მისი ღალატის შემდეგ კი ყველა ქალი შეიძულა, ყველა მისნაირი მოღალატე ეგონა, ამიტომ ყველას ერთჯერადი ურთიერთობისთვის იყენებდა. ელენე განსხვავებული იყო, მხიარული, არანორმალური, პირდაპირი და ძალიან ლამაზი. მაინც ეპარებოდა ეჭვი, ოდნავ დისტანციას იჭერდა, ამის გამო ეკინკლავებოდა, მოსწონა როცა აბრაზებდა. ფიქრებიდან ელენეს მოძრაობამ გამოიყვანა, თვალზე ცრემლი ჩამოგორებოდა და მის მკლავებში წრიალებდა, ვერაფერი გაიგო, ვერც მისი წინა ღამის უცნაურ ქცევას ხვდებოდა. ფრთხილად შეანჯღრია და მისი გამოღვიძება სცადა, თვალები ჭყიტა არჩვაძემ, ზუკას დანახვაზე უკან გახტა, ცოტახანი უყურა გაოგნებულ დევდარიანს, შემდეგ თავი ბალიშზე დადო და თვალებში ჩააშტერდა.
-კარგად ხარ?
-ცუდი სიზმარი ვნახე.
-მომიყევი გინდა?
-არა რა თქმაუნდა. -თვალები დახუჭა. -კაცები ცუდად მოქმედებთ ჩემზე, მგონი მომიწევს LGBT სასტავს შევუერთდე. ორიენტაციას შევიცვლი, ქალები უფრო ნაზები არიან, თან მკერდიც აქვთ. -თავისთვის ლაპარაკობდა, ზუკას ჩაცინებაზე თვალები ჭყიტა.
-სამაგიეროდ ქალებს ეს არ აქვთ. -თითით ქვემოთკენ ანიშნა.
-ხელოვნურებიც არსებობს. -თვალი ჩაუკრა.-თქვენ კაცები სულით ველურები ხართ.
-ქალიშვილობა როდის დაკარგე?
-შენი საქმე არაა. -ფეხზე წამოხტა, თავისი ტანსაცმელი აიღო და აბაზანაში შეიკეტა. ხვდებოდა დევდარიანი რომ ელენეს რაღაც აწუხებდა, ათასი აზრი უტრიალებდა თავში მაგრამ ვერცერთს ვერ ანიჭებდა უპირატესობას. თვითონაც მოწესრიგდა, სამზარეულოში გავიდა და ყავა გააკეთა ორივესთვის, ელენეც თითქოს სუნს გაჰყვაო, თავი სამზარეულოში ამოყო, ყავის დანახვაზე კი თვალები გაუბრწყინდა. -ვგიჟდები დილით ყავაზე.
-შაქარი არ ჩამიყრია.
-ასეთი მიყვარს. -ჭიქა ხელებში მოიქცია და ზუკას მოშიშვლებული მკერდიდან, თვალები მის სახეზე გადაიტანა. -ლამაზი თვალები გაქვს.
-აშკარად მიჩვეული ხარ შიშველი კაცის ყურებას, ჩემს სხეულზე რიაქცია არ გაქვს.
-ჰო, ეგეთი ბევრი მინახავს. -წარბები აუთამაშა მაცდურად და ყავა მოსვა. სახე მოეღუშა დევდარიანს.
-სამაგიეროდ ჩემნაირი თვალები არ გინახავს. -თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა.
-ხოო ეგ მართალია, უცნაური თვალები გაქვს, ხან მწვანეა, ხან ცისფერი, ხან თაფლისფერი.
-ხასიათის მიხედვით მეცვლება.
-გაბრაზებულზე თაფლისფერი გექნება, აღრზნებულზე მწვანე, გახარებულზე ცისფერი.
-დაახლოვებით.
-თვალები გყიდის ანუ.
-თვალები ყველას ყიდის.
-მადლობა გუშინდელისთვის, ისედაც არ ვაპირებდი *იმაობას, იმ ბიჭის მსგავსი ბევრი მომიშორებია, პროსტა ჩემთვის ვყლურწავდი და ხალხს ვაკვირდებოდი.
-რატომ?
-მიყვარს მათი ყურება. -მხრები აიჩეჩა. -მარტო ყოფნა ზოგჯერ კარგია, ხალხი, ბუნება და შენობები ფიქრში გეხმარება.
-ვცდი მერე.
-ჩემი საიდუმლო გაგანდე ხედავ?
-ვატყობ ბევრი საიდუმლო გაქვს.
-ძალიან ბევრი. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
-რატომ არ ეუბნები შენებს?
-ყველას აქვს რაღაც ბნელი საიდუმლო, რისი გამხელაც არ უნდა. -ცარიელი ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა. -ყველა განიცდის რაღაცას, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ უნდათ, როგორც მე ასევე შენ.
-მე?
-ხო, შენ შენს ყოფილზე ლაპარაკს ყველაფერი გირჩევნია, გული გატკინა, შენ კი ამის გახსენება არ გინდა, ისევე როგორც მე.
-შენ?
-ის, ჩვენ, თქვენ, ისინი. -ჩაიცინა. თავის ნივთებს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წავიდა. -შეხვედრამდე ზუზუ. -თვალი ჩაუკრა, ისე გაუჩინარდა გააზრებაც ვერ მოასწრო დევდარიანმა. გაეცინა მის საქციელზე, შენდეგ ელენეს სიტყვებზე ჩაფიქრდა, მართალი იყო არჩვაძე, არ უნდოდა ანიზე ლაპარაკი, საერთოდ გახსენებაც კი ზიზღს იწვევდა მასში. მაშინ მიხვა რომ რაღაც შეიცვალა, მანამდე ანის გახსენებაზე ცოტა მონატრებაც ერეოდა გაბრაზებასთან ერთად, ელენეს გამოჩენის შემდეგ კი ყველაფერი ამოტრიალდა, ისეთ რაღაცეებს ეუბნებოდა აშტერებდა. უნდოდა გაეგო რა დაემართა წარსულში, ამისთვის კი თავის წარსულზე საუბარი მოუწევდა.
******

ერთი კვირა საუკუნედ გაიწელა, ქეთა გიჟს გავდა, ბრაზობდა, ენატრებოდა, უყვარდა, გიჟდებიდა გიგასგან შორს ყოფნით, ვერ მხიარულობდა გიგას გარეშე, ცხოველივით უნდოდა მივარდნოდა და ყელი გამოეჭამა. ძლივს იძინებდა გიგას გარეშე, ჰორმონებმაც თავისი ქნეს, ვეღარ მშვიდდებოდა. მთლიანად ენატრებოდა, გიჟი ქალივით იქცეოდა, რომელსაც კაცის ალერსი წლების მანძილზე არ ღირსებია.

კოტემ მთელი თბილისი დაათვალიერებინა ლიზას, ერთმანეთს აგიჟებდნენ, ბევრ ახალ რამეს იგებდნენ ერთმანეთზე. ლიზასთან სულ სხვანაირი ხდებოდა ფანგანი, მოსწონდა მასთან ყოფნა, უამრავ ამბავს უყვებოდა, მთელ დღეს მასთან ატარებდა, ბოლოს კი სახლში მიჰყავდა და შუბლზე კოცნით ემშვიდობებოდა. იმდენად პატარა ეჩვენებოდა მეტს ვერ ბედავდა.

ზუკა დევდარიანი სულ გადარია ელენემ, კვირის მანძილზე მხოლოდ სამჯერ ნახა შემთხვევით, ისე ელაპარაკებოდა არჩვაზე, ცოტაც და შემოაკვდებოდა, ყველანაირად ცდილობდა მის გაღიზიანებას, ორივე ერთმანეთს აჭედვინებდნენ, აბრაზებდნენ, აცინებდნენ, ეს კი ორივეს ძალიან მოსწონდათ.
-ქეთა ცოტა მალე რა! -სავარძელში იჯდა ფანგანი, ქეთას ლოდინში ტელევიზორს უყურებდა. ბოლოსდაბოლოს ეღირსა ოთახიდან გამოსვლა, როგორც კი წინ ჩამოუდგა თვალები გაუფართოვდა, პირი დააღო და სანახაობით გაშტერებულმა ვერაფრის თქმა მოახერხა.
-ძალიან გადაპრანჭული ხომ არ ვარ? რაც შემეძლო მაქსიმალურად შევამცირე მაკიაჟი.
-ბრწყინავ! -ერთი სიტყვა ძლივს თქვა. -ჯანდაბა რა ლამაზი ხარ გოგო? სულ ესე უნდა გეცვას შენ. -ფეხზე წამოხტა, ხელი ჩაკიდა და დაატრიალა. ტანზე მომდგარი შავი კაბა ეცვა მუხლს ჩაცდენილი, ღრმა დეკოლტით და მხრებზე დამაგრებული მკლავებით. ყელზე ლამაზი ყელსაბამი ეკეთა და ლავიწებს მკვეთრად უჩენდა. თმები ცხენის კუდად ჰქონდა შეკრული, პატარა, ლამაზი საყურეები პატარა ყურებს ძალიან უხდებოდა, მაკიაჟი სახის ნაკვთებს უკეთ გამოკვეთდა და შინდისფერი პომადა მის სავსე ტუჩებს უფრო გამომწვევს ხდიდა. -ულამაზესი ხარ.
-მართლა?
-რას მეკითხები? დღეს გვერდიდან არ მომშორდე ვინმემ არ მოგიტაცოს. -ფრთხილად აკოცა ლოყაზე რომ მაკიაჟი არ მოშორებოდა, გარკვეული იყო მაგ საკითხში. -გიგა დაიდორბლება.
-ნუ მიხსენებ მაგ იდიოტს. -უცებ მოეღუშა სახე.
-გახსენი წარბები, მაკიაჟი გაგიფუჭდება.
-წავიდეთ?
-ძალიან დავაგვიანეთ, ეფექტური შესვლა გამოგვივა. -უკანალზე მიარტყა ხელი. -ჯანდაბა გიგა მართლა გაგიჟდება.
-ძალიან კარგი. -ჩანთა აიღო და სახლიდან გავარდა. კოტეს მანქანით მივიდნენ დანიშნულების ადგილზე, ხელკავი გამოსდო ფანგანს და შიგნით მართლა ეფექტურად შევიდნენ, ბევრის ყურადღება მიიქცია წყვილმა. -ისეთი თვალებით მიყურებენ უეჭველი ფეხს წამოვდებ რაღაცას.
-არა ყოველთვის ვიცოდი რომ ერთმანეთს ვაკვდებოდით რა. -ლოყაზე აკოცა.
-მამაჩემს ხედავ? -აქეთ იქით აცეცებდა თვალებს და ნაცნობებს ესალმებოდა.
-კი. -ლაშასკენ წაიყვანა.
-ჩემი პრინცესა ხარ. -თვალებგაბრწყინებული უყურებდა შვილს.
-გამარჯობათ. -ხელი ჩამოართვა მამამისთან მდგომ კაცებს.
-გაიცანით ჩემი შვილი ქეთა. -დიდი სიამაყით წარუდგინა ყველას.
-ულამაზესი შვილი გყოლია ლაშა. -ხელზე ეამბორა ერთეთი ქეთას. უხერხულობისგან შეიშმუშნა და ნაზად გაუღიმა.
-მადლობა.
-ნუთუ ეს ქალბატონი ჩვენი პატარა ქეთათოა? -ნაცნობი სილუეტის დანახვისას თვალები გაუბრწყინდა ბოჭორიშვილს.
-ბატონო დათო როგორ ბრძანდებით? -რევერანსით მიესალმა უფროს ჯიქიას.
-გარეგნობის რა ვთქვა, მაგრამ ხასიათი არ შეგცვლია. -გაღიმებული გადაეხვია.
-მომენატრე!
-მეც მომენატრა ის გიჟი გოგო ყავაში შაქრის მაგივრად მარილს რომ მიყრიდა.
-ოო რამდენჯერ გითხარი შემეშალათქო? -ხელი აიქნია.
-ხუთჯერ?
-იქამდე მეშლებოდა სანამ კოტემ ქაღალდი არ მიაკრა, წარწერით მარილი და შაქარი.
-ლანას უნდოდა შენი ნახვა.
-აქ არის?
-ბავშვებთან ერთად დგას და ეჭორავება. -სიცილით გააქნია თავი.
-წავალ მაშინ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. -თავი დაუკრა ყველას და ბავშვების ძებნა დაიწყო. ბოლოს დაინახა როგორ ელაპარაკებოდა ყავისფერთმიანი ქალი ელენეს, გაღიმებული მიუახლოვდა, უქნიდან მიეპარა და საუბარში გართული ქალი შეაშინა. დაბღვერილი მიტრიალდა ქეთასკენ, მის დანახვაზე კი ყურებამდე გაიკრიჭა.
-ეს ანგელოზი ქალი ვისია? ჩემი შვილის ხომ არა? -თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა. შემდეგ მოეხვია და მთელი სახე დაუკოცნა.
-რას შვრები ლანუკა? მომშორდა ყველაფერი, ქალი მაინც არ იყო და არ გესმოდეს. -სიცილს ვერ იკავებდა, უყვარდა ლანა, ყოველთვის დედასავით ექცეოდა.
-უხ შენი, ისევ ისეთი ენა გაქვს.
-შენ კიდევ ისევ ისეთ ვიდზე ხარ.
-ბავშვს მე აღარ ვაჩენ და რა გამასუქებდა. -ხელი ჩაიქნია სიცილით. -გიგა არ გინახია?
-არა. -წარბები შეკრა.
-გაგაბრაზა? -სიცილი ვერ შეიკავა.
-შენი ღადაობაღა მაკლდა. -თვალები აატრიალა. -არ ველაპრაკები და არ დამენახოს საერთოდ.
-აი რომ დაინახავ სულ გადაგივლის ბრაზი. -ხელი გადახვია ელენემ. -ლანუკა მოგტაცებ ცოტახნით.
-მიდით გოგოებო. -თვალი ჩაუკრა.
-იცი რამდენი რამ არ მომიყოლია შენთვის?
-სად დაწანწალებ საერთოდ?
-უფ რავიცი. -მოყოლა დაიწყო ზუკაზე, ყველაფერი დაწვრილებით ჩამოუკარკლა და ქეთას შოკირებულ სახეზე სიცილი აუტყდა.
-თავი შეაყვარე გოგო ბიიჭს?
-არა, ჯერჯერობით მოვაწონე. -ეშმაკურად იცინოდა არჩვაძე.
-ნინა სად არის?
-წეღან გავიდა იკასთან ერთად.
-არ ჩავკარტოჩკდეთ?
-აბა რაუნდავქნათ?
-გიგა მინდა.
-ვუაიმე გოგო რა საყვარელი ხარ მაგ ხბოს თვალებით. -ლოყებზე მოუჭირა ხელი და ხმაურით აკოცა.
-შენნაირი ცუდი და არავის ყავს. -დაბღვერილი მიადგა ანდრია.
-ჩემი პაწაწუნა. -ლოყები გაუწელა ძმას. -მგონი უფრო გაიზარდე.
-ნუ მეღადავები.
-ჩამეხუტე რა. -ხელები მოხვია.
-ულამაზესი ხარ. -ყურში ჩასჩურჩულა.
-მიყვარხარ.
-მეც, ყველაზე მეტად. -შუბლზე აკოცა. ყველა შეიკრიბა ერთ ადგილას, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ და მხიარულობდნენ. კისერზე იგრძნო ცხელი ჰაერი, გააჟრჟოლა ბოჭორიშვილს, სუნთქვა შეეკრა როგორც კი ნაცნობი ტუჩები იგრძნო მხარზე. სიამოვნებისგან ცოტაც და დადნებოდა, მაგრამ ტვინი ჩაერთო, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, დაბღვერილი შეტრიალდა ჯიქიასკენ და მის მომღიმარ სახეზე უარესად მოიღუშა.
-როგორ ხარ პატარავ?
-მშვენივრად. -ცხვირი აიბზუა. -ნუ მელაპრაკები საერთოდ. -ზურგი აქცია, ლუკასთან მივიდა და ხელები მოხვია. -მე ვიმარჯვებ საყვარელო.
-თორმეტ საათამდე დრო გვაქვს ლამაზო.
-ახალი სურათი გვესაჭიროება ხალხო! -ტაში შემოკრა ელენემ, ისევ იგივე სახეები, იგივე გამოხედვით, იგივე ფორმაში იდგნენ. ექვსი საუკეთესო მეგობარი, რომელთათვის ერთმანეთზე მნიშვნელოვანი არავინ და არაფერი იყო. წელზე მოხვია ხელი გიგამ მომღიმარ ბოჭორიშვილს, უამრავი ფოტო გადაიღეს ერთად და ცალცალკეც, შემდეგ მაშო და ირაკლიც შეიერთეს, ყველა ბედნიერი იყო. როგორც კი სურათების გადაღება დაასრულეს მაშინვე მოიშორა ჯიქიას ხელი ქეთამ.
-ეგრე არ არის, გაუფრთხილებლად წახვიდე, მერე ჩამოხვიდე და ისე მოიქცე თითქოს არ გაგიბრაზებივარ და ყველაფერი რიგზეა.
-კაი ტოო? -წარბები ასწია ჯიქიამ. -გაბრაზდი?
-არაა საერთოდ! ნუ მელაპარაკებითქო არ გითხარი? შემეშვი ცოტახანი.
-ეხლა მეც ვბრაზდები.
-ეხლა რომ ვუფიქრდები მინდა მიგახრჩო.
-დეგრადირებული იდიოტი ხარ! -გვერძე ამოუდგა ელენე, ხელი გადახვია დაქალს და ცალკე გაიყვანა. -მოუხდება.
-როგორ ვიკავებ თავს ჩემი თავის მიკვირს.
-ხო მეც. -ჩაიცინა.
-ღმერთო ძალიან მინდა ჩავეხუტო. -რამის ფრჩხილების კვნეტა დაიწყო, აქეთ იქით იყურებოდა და ნერიულად ათამაშებდა თითებს. -მიშველე, ვერ ვუძლებ, მიყვარს, მივიდე-ელენეს გახედა, რომელიც სიცილის შეკავებას ამაოდ ცდილობდა.
-სად უნდა მიხვიდე გოგო? ტიპმა მაგრად დაგადო, დაეტიე სადაც ხარ ცოტახნით. -უცებ დაასერიოზულა სახე.
-რა სიმპატიური კაცები არიან, რა სიმპატიურ შვილებთან ერთად. -გვერძე ამოუდგა ნინა. -გათხოვილი რომ არ ვიყო დიდი სიამოვნებით გავიცნობდი.
-ისეთი ქმარი გყავს გენაცვალე მეტი სიმპატიური რაღა გინდა? ჯერ მარტო თვალები ააქვს… ეგრევე დაგატყვევებს.
-რას შვრებით ისე თქვენ? -ქეთაც ჩაერთო ლაპარაკში.
-ბედნიერად ვცხოვრობთ.
-ბავშვი ხოარ დაიწყეთ?
-ჯერ არა.
-ისე გოგო, მე და გიგას რამდენჯერმე გვქონდა დაუცველი სექსი, ორსულად არ ვარ და რამე ხოარ მჭირს? -ჩაფიქრებულმა თქვა.
-რავი წავიდეთ თუ გინდა ექიმთან. -მხრები აიჩეჩა არჩვაძემ.
-იქნებ უნაყოფო ვარ?
-ნუ ბოდავ რა. -ხელი აიქნია წერეთელმა. -ხვალ წავიდეთ გინდა?
-რავი აბა. -მხრები აიჩეჩა, თან გიგას გახედა, ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა. -უყურეთ ეხლა რა, ჩემს ეჭვიანობას ცდილობს ხო?
-კი. -თავი დაუქნია არჩვაძემ.
-ვნახოთ ვნახოთ. -გარშემომყოფები შეათვალიერა, ლუკასთან მდგომ მამაკაცებს დაადგა თვალი და მაშინვე იქით გაემართა. დიდი ხნის საუბრის შემდეგ მობეზრდა გიგას უმოქმედობა და სასმლით სავსე მაგიდასთან მივიდა. გვერძე ამოუდგა დაახლოვებით ოცდაათწლამდე კაცი, ყურადღებით აკვირდებოდა ქეთას უნაკლო ტანს რაც გიგას არ გამოპარვია.
-მშვენივრად გამოიყურებით. -სასმელი მოწრუპა.
-მადლობა. -გაკვირვებულმა შეხედა ქეთამ.
-ალექსი. -ხელი გაუწოდა კაცმა.
-ქეთა. -წვრილი თითები შეაგება.
-იცით თქვენმა სილამაზემ თვალი მომჭრა. მთელი საღამოა თვალს ვერ გაშორებთ. -ცერა თითით მოეფერა მტევანზე.
-აჭარბებთ. -არ სიამოვნებდა ასეთი ყურადღება, შეიშმუშნა, ხელის უკან გაწევას შეეცადა, მაგრამ კაცმა მაგრად მოუჭირა. -უნდა წავიდე.
-სად გეჩქარებათ?
-ხელი გამიშვით. -ცდილობდა უხერხულობა არ შეემჩნია.
-ძალიან ნაზი ხელები გაქვთ.
-ვერ გაიგეთ რა გითხარით? -ხმა გაამკაცრა. გიგას ყელში ამოასხა, ქეთასთან მივიდა, ხელი ჩაკიდა, ალექსს მკვლელი მზერა სტყორცნა, ხელი უხეშად მოაშორებინა და საპირფარეშოსკენ წავიდა ქეთასთან ერთად.
-რას აკეთებ? -საპირფარეშოს კარის დაკეტვა და ქეთას იერიშზე გადასვლა ერთი იყო.
-რას ვაკეთებ? -წარბები შუბლზე აუვიდა, მერე კი სწრაფად შეკრა. -რამდენჯერ გითხარი ვერ ვიტან როცა ჩემსას ეხებიანთქო? მთელი საღამო ვიღაც სი*ებს ეფლირტავები ჩემს საეჭვიანოდ და ის გიკვირს ვიღაც *ლეს რომ მოგაშორე?
-ვერ გიტან! არც კი ვიცი რა სიტყვებით გამოვხატო ის ბრაზი რასაც ახლა შენი დანახვისას ვგრძნობ!
-ვაა მართლა? ხუთი წლის მერე რომ ჩამოხვედი შენი აზრით მე როგორ ვიყავი?
-მეზიზღები! -ცრემლები გადმოსცვივდა. -მთელი დღე გირეკავდი, მეგონა რამე დაგემართა შენ კიდე პარიზის ქუჩებში დაგულაობდი! ეს მიშლის ნერვებს, ასე რომ დამადე და ჩამაბანძე! ახლა მოდიხარ და კიდევ რამეს ითხოვ ჩემგან?
-წერილი რომ დაგიტოვე არ ნახე?
-რა წერილი? -გაკვირვებულმა შეხედა.
-წერილი ქეთა, დავწერე რომ ერთი კვირით მივდიოდი! -ნელა მიუახლოვდა და მისი ტუჩებისკენ დაიხარა.
-მე არაფერი მინახავს! -სუნთქვა აუჩქარდა, ვეღარ გაუძლო, კისერზე შემოხვია ხელები და მონატრებულ ტეჩებზე დააცხრა, ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან. ვეღარ უძლებდა, ყველა ჰორმონი ამოქმედდა. კარზებზე მიაკრა გიგამ, კაბა მღლა აუწია და წელზე შემოისვა. თავს ვეღარ იკავებდნენ, მონატრებამ სძლია გაბრაზება. ორივეს ცეცხლი ეკიდა, კანს უწვავდა გიგას ტუჩები.
-იმიტომ რომ არ დამიტოვებია. -ზედ მის ბაგეებზე ამოილაპრაკა.
-მეზიზღები! -ორივე პიკზე იყო, ფაცაფუცით გაიხსნა შარვლის შესაკრავი, საცვალი გვერძე გადაუწია და სწრაფად შემოისვა თავის ღირსებაზე. თითები თმაზე წაავლო, უკან გადააწევინა და თვალებ მინაბულმა ტუჩზე უკბინა. ცეცხლის ალში იწვოდნენ, უდიდეს სიამოვნებას იღებდნენ ერთმანეთისგან.
-მითხარი რომ გიყვარვარ და მოგენატრე.
-არა!
-მალე! -მკერდზე წაავლო კბილები და უფრო ძლიერი ბიძგებით გააგრძელა მოძრაობა.
-არ გეტყვი.
-არაა? -ძლიერ ბიძგს ქეთას ხმამაღალი კვნესა მოჰყვა. გიჟდებოდა გიგა ქეთას ხმაზე, ტუჩებზე, სხეულზე და ყველაფერზე.
-გიგა! გიგა! -ძლიერად ჩაებღაუჭა მხრებზე.
-გისმენ?!
-მიყვარხარ! სიგიჟემდე მიყვარხარ და ტკივილამდე მენატრებოდი! -მანამდე შეკავებული ხმები ერთიანად ამოუშვა ორგაზმ მიღწეულმა. მუცელში არეულობა ჰქონდა, იგრძნო როგორ ჩაეღვარა თბილი სითხე, ამით კი ორმაგი სიამოვნება მიიღო. შუბლი შუბლზე მიადო ღონემიხდილმა. რამდენიმე წამი იგივე პოზაში გაჩერდნენ, შემდეგ ფეხზე დააყენა, კაბა გაუსწორა და კიდევ ერთხელ დაეწაფა საყვარელ ტუჩებს.
-ასე უკეთესია. -ჩახლეჩილი ხმით ჩასჩურჩულა, ძირს დასვა, თან ტანზე აიკრა. -და კიდევ, დღეს განსაკუთრებულად ლამაზი ხარ. -ჟრუანტელმა დაუარა მისი მიფრქვეული ჰაერისგან.
-ეგ უკვე მითხრეს. -მაინც ცდილობდა მის ნერვებზე დაკვრას.
-ნუ მეთამაშები. შენ გიყვარვარ, უკვე მითხარი, რაც არუნდა გააკეთო მაინც მე გეყვარები, ჩემს საეჭვიანოდ კიდე იმდენს ნუ იზავ რომ ვინმე შემომაკვდეს. -ძლიერად მოუჭირა თითები უკანალზე.
-ვერ გიტან! -თვალები დააჭირა ერთმანეთს.
-როგოორ? -ტ*აკზე მიარტყა ხელი.
-მიყვარხარ!
-კარგი გოგო ხარ. -კაბა გაუსწორა, მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი ნიჟარასთან მივიდა.
-ჯანდაბა. -ჩაიცინა, ძირს დაჯდა და ზურგით კარებს მიეყრდნო. -რას ვიფიქრებდი ტვალეტში თუ მექნებოდა სექსი ბო*ივით.
-მსგავს სი*ობებზე ნუ ფიქრობ რა. -ხელები გადაიბანა და ქეთაც ფეხზე წამოაყენა.-მოწესრიგდი და გავიდეთ.
-ნიძლავი წავაგე. -ნიჟარას დაეყრდნო ხელებით.
-რა ნიძლავი?
-ლუკას დავენიძლავე გავძლებდი თუარა შენს გარეშე თორმეტ საათამდე.
-მეწყინა. -თვალები აუფახურა ქეთას. -არ იცოდი რომ ვერ გაქაჩავდი?
-გაბრაზებული ვიყავი.
-ანუ აღარ ხარ.
-წადი შენი! -ამის თქმა და გაშლილი ხელი უკანალზე ერთი იყო. -მეტკინა. -საწყლად ამოიკნავლა.
-კარგია.
-გავიდეთ. -კარებზე აყუდებულ ჯიქიას დააკვირდა. უცებ გააღო კარი და სწრაფად გავიდნენ. სანამ ხალხს შეერეოდნენ კიდევ ერთხელ მოუჭირა ხელი უკანალზე. ქეთამაც იგივე გაიმეორა და გიგას გაკვირვებულ სახეზე ჩაიკისკისა.
-არანოლმალური ხარ. -სიცილი ვერ შეიკავა.
-ერთი სურვილი გაქვს ჩემთან. -წარბები აუთამაშა ლუკამ.
-ვიცი ხოო. -თვალები აატრიალა.
-აუ დავიღალე რაა, არ დავიშალოთ? -კოტეს ჩამოეკონწიალა არჩვაძე. -ამ ქუსლებმა ბოლო მომიღეს, ერთი სული მაქვს როდის გავიხდი!
-წამო გაგიყვან.
-ჩვენც წავედით რა. -ხელი ჩაკიდა იკას. -ხვალ დამირეკე. -თვალი ჩაუკრა ქეთას და ქმართან ერთად შენობა დატოვა. ნელნელა ყველა მიდიოდა, ქეთაც დაემშვიდობა ყველას და გიგასთან ერთად სახლში წავიდა.
-დავიღალე. -როგორც კი ბინის კარები შეაღო მაშინვე მიყარა ფეხსაცმელი, კაბა გადაიძრო და შიშველი წავიდა სააბაზანოსკენ. ერთად გადაივლეს წყალი, შემდეგ საწოლზე დაწვენ, ჩუმათ ეფერებოდნენ ერთმანეთს, კოცნიდნენ და სიამოვნების მორევში იძირებოდნენ. -შენც გიყვარვარ გიგა. -თავი წამოსწია და ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა. -ვიცი რომ გიყვარვარ და შენც გენატრებოდი. სიტყვები არ მჭირდება, შენი საქციელითაც ვხვდები. -ნაზად შეეხო საყვარელ ტუჩებს. -მაინც მეწყინა. -მკერდზე დაადო თავი.
-ხომ გადაგიარა?
-გაუფრთხილებლად აღარ წახვიდე რა.
-დაიძინე. -თავზე აკოცა, ხელები ძლიერად მოხვია და თვითონაც გაჩუმდა.
******

კორპუსთან მისული კოტეს ჩაეხუტა, დაემშვიდობა და ბინისკენ წავიდა. სახლის კარებთან ზუკა დახვდა, წარბები შუბლზე აუვიდა გაკვირვებისგან.
-ზუზუ? აქ რა გინდა? -ქუსლიანებით ხელში მიუახლოვდა, კარს გასაღები მოარგო და უცებ შევიდა.
-რატომ არ მპასუხობდი?
-მირეკავდი? -ყველაფერი შესასვლელში დაყარა, სავარძელზე დაჯდა და ფეხები მაგიდაზე შემოალაგა.
-კი.
-ხმა მქონდა გათიშული, ვერ გავიგე.
-სად იყავი?
-რა ეჭვიანი ქმარივით მელაპარაკები? -სიცილი აუტყდა. ცოტახანი უყურებდა დევდარიანის სერიოზულ სახეს. -მშობლებმა წამათრიეს წვეულებაზე. -დივანზე გადაალაგა ფეხები და კომფორტულად მოთავსდა. -დავიღალე.
-რა ხდებოდა?
-ყოველ წელს აესე გოიმურად იკრიბება სასტავი, ჩვენც გვაიძულებენ მისვლას. ისე კი ვერთობი ხოლმე ჩემებთან ერთად. დღეს ძალიან სიმპტიური ბიჭები გავჩითე.
-მერე?
-მოგიყვე როგორი სექსი მქონდა? -თვალები ეხუჭებოდა ნელნელა.
-ელენე! -სუნთქვა ეკვროდა იმის წარმოდგენისას რომ შესაძლებელი იყო მართლა ყოფილიყო ვინმესთან.
-მეძინება ზუზუ.
-წყალი გადაივლე და ისე დაწექი.
-მოდი ჩამეხუტე. -ხელი დაუქნია.
-წამოდი ოთახში.
-ლოგინში მითრევ? -გაღიმებულმა მოხვია ხელი კისერზე.
-ჰო. -ნელა მიდიოდა საძინებლისკენ.
-ვერ მოგართვი.
-რამდენს ლაპარაკობ? გეძინებოდა შენ მგონი.
-შეგიძლია გახდაში დამეხმარო? -წინ ჩამოუდგა.
-ნასვამი ხარ?
-ცოტა.
-შეტრიალდი. -წარბშეკრულმა უთხრა, ნელა შეუხსნა ზმეიკა, მხრებიდან გადაუწია ნაჭერი და ერთ წამში ატლასის კაბა ძირს აღმოჩნდა. საწოლისკენ წავიდა ელენე, გადასაფარებელი გადასწია და შიშველი მკერდით გაიშხლართა ლოგინზე.
-რჩები თუ მიდიხარ?
-დავრჩე?
-დარჩი. -გაუნძრევლად იწვა, მალევე ჩაიზნიქა ლოგინის მეორე მხარე და მაშინვე ზუკას მკლავებში აღმოჩნდა.
-ჯანდაბა! პირველად ვწევარ შიშველ გოგოსთან ტრუსიკით. -მკერდით ჰყავდა აკრული, მისი სხეულის სიმხურვალეს და მკერდის სირბილესაც გრძნობდა.
-იმედია ღამე ხელების ფათურს არ დამიწყებ, დილით კიდე ჩემს ძუ*უებს არ დააშტერდები.
-რამე რომ ჩაიცვა არა? -მკლავზე აატარა თითები და იგრძნო როგორ დაეკორტა ძუ*უსთავები.
-თავისუფლება ძუ*უებს! -შეკრული მუშტი ჰაერში ასწია. -ზუზუ…
-რაიყო? -გიჟდებოდა მის დაძახებულ სახელზე. არასდროს არავის დაუძახია მსგავსად.
-ჩემთან რატომ ხარ? სექსი რომ გინდოდეს აქამდე მოიმოქმედებდი რამეს, ახალ შიშველი ვწევარ შენთან ერთად, შენ კიდე არაფერს აკეთებ. -სახე მაღლა ასწია.
-გინდა რომ გავაკეთო?
-მაგას არ ვამბობ… უბრალოდ მაინტერესებს რატომ იტან ყველა ჩემს გამოხტომას.
-ეგ მეც მაინტერესებს ქერა. -ღრმად ჩაისუნთქა. -ახლა აქ რატომ ვარ ეგეც არ ვიცი.
-ზუზუ… -უკან გაიწია, გვერდულად დაწვა, გადასაფარებელი გადაიფარა და თვალებში ჩააშტერდა დევდარიანს. -გინდა მომიყვე?
-არა. -თვალი მოაშორა არჩვაძეს და ჭერს მიაშტერდა.
-რატომ?
-შენ რატომ არ მიყვები? -თვალი გაუსწორა. ცრემლით აევსო თვალები და მაშინვე მეორე მხარეს გადაბრუნდა. -რა დაგემართა ელე? -მისკენ მიიწია, მხარზე აკოცა, შემდეგ კისერზე, ხელი გადასაფარებლის ქვეშ შეუცურა და მუცელზე მოხვია.
-არაფერი.
-ორი წელი ვიყავით ერთად… -როგორც კი საუბარი დაიწყო მისკენ გადატრიალდა. გაეღიმა დევდარიანს ელენეს დაინტერესებულ სახეზე და საუბარი განაგრძო. -ძალიან მიყვარდა, ახალ წელს ცოლობა უნდა მეთხოვა, მასთან სახლში ავედი ყვავილებით ხელში, რა ბანალურობაა არა? -თვითონ გაეცინა თავის თავზე. -მეგობრები არჰყავდა, მე გავაცანი ჩემები, მერე კიდე სხვებიც, ალბათ ამიტომ შემიყვარდა, სუფთა და უცოდველი იყო, უბრალო გოგო, რომელმაც თავი შემაყვარა. ახალი წლის ღამეს დაუკაკუნებლად შევედი სახლში… კაროჩე მოკლედ გეტყვი თორე ვიძაბები. საწოლში გავჩითე ვიღაც თავის კურსელთან ერთად რა, მაგრად ვცემე ის *ლე, დამიჯერე ეკლიანი ვარდებით ცემა საშინელებაა, მერე გამოვარდი სახლიდან, მთელი ღამე ვსვავდი. ზოგისთვის ახალ წელს ყველაფერი იწყება, ზოგისთვის მთავრდება.
-რას გრძნობდი? -ხელი ლოყაზე მიადო და ცერა თითით მოეფერა.
-ტკივილს, გულის არეში. ძალიან დიდ ტკივილს. სამი თვის წინ მშობლები ავარიაში დაიხოცნენ, ესეც დამემატა, ამასთან ერთად მამაჩემის ბიზნესი მე დამრჩა, ჩემს პატარა დასთან ერთად. ყველაფრისგან დაღლილმა ჩემები მანქანაში ჩავყარე და სვანეთში წამოვედი. იქ კიდე შენ გაგიცანი. -გაღიმებულმა მოწმინდა სახეზე ჩამოგორებული ცრემლი. ზუკასკენ მიიწია, ხელები მოხვია და ძლიერად ჩაეხუტა.
-მაპატიე მაშინ ძალიან ბევრს რომ ვტლიკინებდი. -ყელში აკოცა.
-რომ არ გეტლიკინა დღეს აქ არ ვიქნებოდი.
-ზუზუ… -თავი წამოსწია, ხელი ისევ ლოყაზე მიადო, ნელა მიუახლოვდა მის სახეს და ნაზად აკოცა ტუჩებზე, ორივეს ჟრუანტელმა დაუარა, პირველად შეიგრძნეს ერთმანეთის ტუჩების გემო. -ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს გაუმკლავდები. -ისევ კოცნიდა, კოცნიდა და კოცნიდა. -პროსტა მეორედ აღარავის სთხოვო ხელი ისე როგორც იმ გოგოსთან აპირებდი. -კისკისით მოშორდა მის სხეულს და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
-ეგრე ხო? -ზურგზე აეკრო, ცალი მკერდი მთლიან ტორში მოიქცია და ყელში აკოცა.
-ზუკა… -სუნთქვა შეწყვიტა.
-გისმენ ქერა? -ხელი მუცელზე ჩამოაყოაყოლა და საცვლის ქვეშ ჩაუცურა.
-არ გინდა გთხოვ…
-არც ვაპირებდი. -ისევ მუცელზე მოხვია. -და შენ გინდა დამაჯერო რომ ყოველ დღე სექსი გაქვს?
-ქალიშვილი არ ვარ.
-მერე რა? ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბო*ი ხარ და მაინცდამაინც ვინმეს უნდა მისცე.
-მგონი ძალიან ღრმად შევტოპეთ ზუკა, არ მიყვარს როცა ვინმეს რაღაცას ვერ ვუმალავ.
-რას მალავ ელენე?
-ამაზე საუბარი არ მინდა, დიდი დრო გავიდა, წლები, აღარ მინდა გახსენება. ჩემი ცხოვრება მომწონს, მომწონს როგორიც ვარ და ვგონივარ ხალხს. შენ კიდე ყველაფეს ურევ…
-ელენე იცი ანიზე რომ გითხარი თითქოს გავთავისუფლდი. იქნებ…
-ნუ მაძალებ გთხოვ, უბრალოდ ჩამეხუტე და დავიძინოთ. -მისკენ მიიჩოჩა, ცხვირი მკერდზე მიადო და ფეხები მის ფეხებში ახლართა.
-კარგი. -თავზე აკოცა, ღრმად შეისუნთქა ელენეს სურნელი, ხელები მოხვია და მალევე მიეცა ძილს.
******


როგორც ყოველთვის ქეთას სახლში იყვნენ ექვსივე. ქეთა გიგას კალთაში იჯდა და კინოს უყურებდა.
-ბავშვებო წავედი მე, გიგა დარჩი დღეს რა გვიან მოვალ.
-კარგი. -თბილად გაუღიმა და ფეხზე წამომხტარ ქეთას თვალი გააყოლა.
-მალე მოდი რა დე. -გული აუჩქარდა ბოჭორიშვილს. ნათიას მოეხვია და აღარ უშვებდა.
-ჩემი სიცოცხლე, ვეცდები გამოვექცე ჩემს გიჟ დაქალებს. -ლოყაზე კოცა.
-მიყვარხარ დე. -მის კისერში ჰქონდა სახე ჩარგული და ხარბად ისუნთქავდა ნათიას სურნელს. -იცი ყველასგან განსხვავებული სუნი რომ გაქვს?
-რაგჭირს შვილო? -სიცილი ვერ შეიკავა ქალმა.
-მეც მინდა ჩახუტება! -ფეხზე წამოხტა კოტე, ხელები მოხვია ნათიას და ჰაერში ააფრიალა.
-დამსვი ბიჭო! -ბოლოხმაზე კისკისებდა.
-მითხარი რომ ყველაზე მაგარი ტიპი ვარ და დაგსვავ. -ლოყაზე მიაკრო ტუჩები.
-ნუ მემასხარავები! -თავში წამოარტყა ხელი. -დამსვი მეთქი.
-მითხარი!
-კარგი ხო ხარ! -როგორც კი დასვა მაშინვე წამოუთაქა მეორედ. -მასხარა ხარ!
-საერთო ჩახუტებაა! -ფეხზე წამოხტა ელენე სამივეს მოეხვია, ნინა, ლუკა და გიგაც წამოდგნენ და შუაში მოიქციეს ნათია.
-ჩემი გიჟი ბავშვები. მიყვარხართ ძალიან. -სათითაოდ აკოცა ყველას. -სულ ასე იყავით რაც არუნდა მოხდეს. -ცრემლები შეიმშრალა. -წავედი ეხლა დამაგვიანდა, შენ კიდე დაალაგე შენი ოთახი რას გავს. -თითი დაუქნია შვილს. -მიხედე ამას. -გიგას ანიშნა და სახლიდან გავარდა.
-ვჭედავ ამ ქალზე. -თვალი გააყოლა კოტემ.
-კარგი ჰო ხვალ ნახავ კიდე და რამდენიც გინდა იმდენი მოესიყვარულე. -ხელი მიჰკრა ნინამ და სავარძელს დაუბრუნდა. თორმეტისკენ ყველა დაიშალა, გიგა კი ქეთასთან დარჩა. სავარძელში ისხდნენ, კინოს უყურებდნე, თმაზე ეფერებოდა ჯიქია და დროდადრო თავზე კოცნიდა.
-რატომ ვერ ისვენებ?
-არ ვიცი. -ქვემოდან ახედა, მოწყვეტით აკოცა გიგამ და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში.
-ნათი რას შვრები… არა პროსტა ქეთა ვერ ისვენებდა და გადმოგირეკე… კარგი. -ჩაიცინა და გაუთიშა.
-რაო?
-პანპერსი გამოუცვალე აჭამე და დააძინეო. -სიცილი ვერ შეიკავა ქეთას დაბღვერილ სახეზე.
-გული ცუდს მიგრძნობს. -თავი ისევ მკერდზე მიადო.
-კარგი რა პატარავ, წამო დავწვეთ და მოვა ნათია.
-რა ხდება უნივერსიტეტში?
-შენთვის საინტერესო არაფერი.
-დღეს ვიღაც გოგოსთან ერთად დაგინახე.
-და მაგიტომ მეროჟები მთელი დღე? -სიცილი აუტყდა მის ეჭვიან სახეზე. -ეჭვიანობ პატარავ?
-ცოტა.
-ხომ იცი რომ ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ?
-ვიცი.
-ხოდა არ გჭირდება ეჭვიანობა. -ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები, უჭირდა თავის შეკავება, მაგრამ ზედმეტს მაინც არაფერს აკეთებდა.
-მეც მიყვარხარ.
-ჰო?
-კი თან ძალიან. -გასწორდა და მკლავები კისერზე შემოხვი.
-მაინც როგორ?
-ვერ ავღწერ. -თითები მის თმაში ახლართა და თვითონ დაეწაფა საყვარელ ტუჩებს. ხელი თმიდან ჩამოუცურა, მაიკას დასწვდა, მაღლა აუწია და პრესსზე გადაუსვა.
-ძალინ ცელქობ პატარავ. -ხელი დაუჭირა და თავის მუცლიდან მოაშორებინა.
-ნუ მექცევი თოჯინასავით, გავიზარდე. -მაიკა გაიხადა და სულ გააგიჟა ჯიქია.
-ქეთა!
-უბრალოდ მოკეტე. -მაისური გადააძრო და მის ქამარს წაეპოტინა. -გავიხადო თუ გამხდი?
-ქეთა…
-გცემ გეფიცები ჩემი სახელის წარმოთქმას თუ არ შეწყვიტავ! მე უნდა ვიძახდე მგონი წესით “გიგაა”-ს და არა შენ ქეთას! -ნერვიულობისგან რას ლაპარაკობდა თვითონაც არ იცოდა. უბრალოდ მასთან უნდოდა, გიგასთან და არავინ სხვასთან.
-დარწმუნებული ხარ? -ყველაზე სასურველ სხეულზე დაატარებდა თითებს და სიგიჟემდე უნდოდა მისი შეგრძნება.
-მე ყოველთვის მზად ვიყავი, მაგრამ პატარა ხარო და აჰა გავიზარდე. -ხელები გაშალა. გაეცინა ჯიქიას, ერთი ხელი უკანალზე მოუჭირა და თავისკენ მიიზიდა, მთლიან ტანზე ჰყავდა აკრული და ნაზად უკოცნიდა ბაგეებს. ბიუსჰალტერი შეუხსნა, უცებ მოაშორა და ტუჩები მკერდზე გადაიტანა. შარვალი სწრაფად გახადა, ბარძაყიდან მუცლამდე კოცნით აუყვა და სანამ საცვლისკენ წაიღებდა ხელს კარებზე ზარმა დარეკა. -ჯანდაბა! -სიცილი აუტყდა ბოჭორიშვილს და ფეხზე წამოხტა. -შემიკარი. -ისეთი სისწრაფით იცმევდნენ ტანსაცმელს ვერცერთი ვერ წყვეტდა სიცილს ერთმანეთის შემხედვარე და წარმოქმნილი სიტუაციის გამო. -ნათია არ აკაკუნებს და ნეტა ვინ არის?
-მიდი ნახე. -მოწყვეტით აკოცა და უკანალზე მიარტყა ხელი. არეული სახით მიუახლოვდა კარებს.
-მამა?! -თვალები გაუფართოვდა როგორც კი კარებში ანერვიულებული ლაშა დაინახა.-რახდება?
-დედაშენი სად არის? -სახლში შეაჭრა.
-დაქალებთან წავიდა და მალე მოვა, რამოხდა?
-ვურეკავ და არ მპასუხობს.
-რატომ ურეკავ? -გაკვირვებულმა შეხედა ანერვიულებულ ლაშას.
-მიდი დაურეკე აბა.
-თხუთმეტი წუთის წინ ველაპარაკე.
-მაიკა უკუღმა გაცვია. -სიცილით გაიშვირა საჩვენებელი თითი ჯიქიასკენ.
-მამაა! -თვალები დაუბრიალა ქეთამ.
-დარეკე მიდი. -დოინჯშემორტყმული უყურებდა შვილს. ორჯერ სცადა მაგრამ არავინ პასუხობდა. მესამედ რომ დარეკა ვიღაც ქალმა აიღო.
-გამარჯობათ?.. რა ხდება?.. -ცრემლი გადმოუვარდა მოულოდნელად. -სად ხართ?.. კარგით მადლობა. -ტელეფონი გათიშა და ლაშას მიუბრუნდა. -მამაა დედაა! -ისტერიული ტირილი აუტყდა.
-რა მოხდა? -ადგილზე გაშეშდა კაცი.
-ქეთა შემომხედე. -ხელები მოკიდა სახეზე და მაღლა ააწევინა.
-ავარიაში მოყვა, წავიდეთ რა გიგა. -თითები მოუჭირა ხელზე და იქვე აკოცა.
-წავიდეთ პატარავ. -შეუბლზე მიაწება ტუჩები. -ლაშა კარგად ხარ? -გულზე ჰქონდა მიდებული ხელი და ძნელად სუნთქავდა.
-არ ვიცი. -დაბნეული იყო კაცი. მაინც უყვარდა ამდენი წლის შემდეგაც კი… ალბათ ამის გამო იგრძნო ყოფილი ცოლის ცუდად ყოფნა. ყველაფრის მიუხედავად ისევ უყვარდა, იმდენად არა როგორც თავიდან, არასწორი იქნებიდა ყოფილი ცოლის სიყვარული როდესაც მეორე ცოლი ყავდა, მასთან კი თორმეტი წლის შვილი. ისე იყო ნათიაზე ფიქრებში გადართული, ვერ მიხვდა როდის მივიდნენ საავადმყოფომდე. გიჟივით შევარდნენ შენობაში, ნათია ბუაძე იკითხეს, აღმოჩნდა რომ ჯერ ისევ საოპერაციოში ჰყავდათ.
-ვერ გადავიტან რამე რომ დაემართოს! -იქვე ჩამოჯდა და ტირილი მორთო. -არ შემიძლი მის გარეშე, ვერ გავუძლებ. -გიგას მკლავებს იყო ჩაჭიდებული და გაუჩერებლად ტიროდა, როგორც იქნა დააწყნარეს და შემდეგ ექიმი გამოვიდა.
-უამრავი დაზიანება ჰქონდა, როგორც გვითხრეს ღვედი არ ეკეთა, თავი ძლიერად ჰქონდა დარტყმული…
-ექიმო პირდაპირ თქვით.
-მისი გადარჩენა ვერ შევძელით, ოპერასიის დროს გული გაუჩერდა. -ამ სიტყვების თქმა და ქეთას კივილი ერთი იყო, ვერ აჩერებდნენ, უდიდეს ტკივილს გრძნობდა გულის არეში, ეგონა ცოტაც და მისი გულიც გაჩერდებოდა. ყველაფერი გაუფერულდა, აღარაფერს ჰქონდა აზრი. ყველა ტიროდა, ყველა გლოვობდა ნათიას სიკვდილს, ლაშაც კი ტიროდა. ექვსი დღე დამამშვიდებლის ქვეშ ჰყავდათ ქეთა, მხოლოდ დაკრძალვის დღეს მიიყვანეს სახლში. ცოცხალმკვდარი უყურებდა დედის გათეთრებულ, გაყინულ სხეულს, ეფერებოდა, ხელებს უთბობდა და კოცნიდა.
-ვერ გათბობ დეე. -უმისამართოდ მოსდიოდა ცრემლები, მისი შემხედვარე კი ყველა ტიროდა. -მიდი რა დედი, გაახიილე შენი ცისფერი კაშკაშა თვალები. -თმაზე გადაუსვა ხელი და ორივე თვალზე აკოცა. ვერ გაუძლო ელენემ და გარეთ გავარდა. -ადექი რა დედი, მეჩხუბე რამე ქენი ოღონდ ასე ნუ წევხარ რა. -მთლიან სახეს უკოცნიდა ნათიას ცივ სხეულს.-შენი ხმა მომენატრა დედა. -ტუჩებზე გადაუსვა ხელი. -შენი წითელი ტუჩებიდან წარმოთქმნილი ყველა სიტყვა მენატრება! -თავი დაადო გულზე და ისევ ატირდა. -დედაა! -ყველა აქვითინიებული უყურებდა ბიჭორიშვილს, ყველას გული სტკიოდა, მის სიტყვებზე კი უარესად ტიროდნენ. სავარძელში მოათავსა სუსტი სხეული თვალებჩაწითლებულმა გიგამ. ჯიქიაზე იყო აკრული და მის მკერდზე შეუჩერებლად ქვითინებდა. გასვენება რომ დააპირეს მაშინ დაიწყეს ტვინის უჯრედებმა გამოღვიძება. -არ წაიყვანოთ რა! -ტირილით მივარდა სასახლეს. -ცოტახანი კიდევ დატოვეთ! დედაა! -ჩამწყდარი ხმით დაიყვირა. -გთხოვ მამა! უთხარი არ წაიყვანონ! -ნათიას ხელს არ უშვებდა. -გთხოვთ! ვერ გავუძლებ, მის გარეშე მეც მოვკვდები! -ბოლო ხმაზე კიოდა, ბოლოს გიგამ მოხვია ხელები, ნათიას სხეულს მოაშორა და მთელი ძალით მოეხვია. -გაიმიშვი გიგა! გთხოვ გამიშვი! არ წაიყვანოთ! ნუ მიგყავთ გთხოოვთ! ცოტახანი დატოვეთ! არ მიმატოვო დეე! მიყვარხარ დე! დედაა! ჩემო დედაა! -გამწყდარი ხმით საბოლოოდ ამოიხრიალა. მთელი სახე დასველებული ჰქონდა, მთელი ძალით უჭერდა ხელებს გიგას. ბოლოს დაიღალა, მთლიანად მოეშვა, ტირილიც შეწყვიტა და რობოტივით გაყვა უკან ხალხს.
ნათიას დაკრძალვის შემდეგ, რამოდენიმე დღე საწოლში გაატარა, საჭმელადაც არ დგებოდა, ღამეს ათენებდა, ჩაბნელებულ ოთხაში, ფანჯარაზე იჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა.
-ქეთა! -გიგა შევიდა ოთახში. -შემომხედე!
-წადი.
-ქეთა! -გაბრაზებული მივიდა ფანჯარასთან, ძირს ჩამოსვა და მკლავებში წაავლო ხელები.-შემომხედე.
-რა გინდა? -ჩამქვრალი თვალები ძლივს გაუსწორა.
-რა მინდა? სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე?
-არ ვიცი.
-მოდი აქ. -ხელი ჩაკიდა და სარკის წინ დააყენა. ცრემლები წამოუვიდა თავისი თავის შემხედვარე, უზომოდ გამხდარი იყო, ქეთას აღარ გავდა, თვალები ჩასცვენოდა, ჩაშავებოდა და თმები გიჟივით ასჩეჩოდა.
-გიგა… -ცრემლიანი თვალები შეანათა, ხელები კისერზე მოხვია და ჩაეხუტა. -ვერ ვუძლებ… არ შემიძლია… ვიცი რომ რამდენიმე კვირა გავიდა მაგრამ ვერ ვეგუები, ვერ ვუშვებ.
-ვხვდები პატარავ, მაგრამ შენი საქციელით ყველას გულს ტკენ. -თმებზე ეფერებოდა.
-მეც მტკივა გული.
-წამოდი მოწესრიგდი. -ცრემლები მოწმინდა და სააბაზანოში შეიყვანა. შემდეგ ტანსაცმელი ჩააცვა ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა და დაბლა ჩაიყვანა სავახშმოდ.
-ვერ შევჭამ.
-შეჭამ. -გვერძე მიისვა და იმდენი აჭამა ვეღარ დადიოდა.
ნელნელა აზრზე მოდიოდა, დღითიდღე უკეთ ხდებოდა, მაგრამ მაინც გადაუტრიალდა თავში რაღაც და ამერიკაში წავიდა.




მაინტერესებს როგორი ემოციები გექნებათ ნათიას ამბავზე...
მე მაგალითად მართლა ვგლოვობდი და მაინტერესებს შევძელი
თუარა დედისგან დაკარგული ტკივისლის გადმოცემა...
რაც შეეხება გიგას, არ მინდოდა გამტაცებლების და მსგავსი რაღაცეების
გარევა... როგორც ყოველთვის ველი თქვენს შეფასებებს...



ძალიან მაგარია, ვერც კი ხვდები შენ ჩემში რა ემოციები გამოიწვიე:სიხარული, მწუხარება, სიყვარული, რაღაც არაამქვეყნიური თავი იყო, შემდეგს ველოდები

 


№2 სტუმარი mari

Dzaan Kai iyo

 


№3  offline წევრი My lucky star

აი ძაან კარგი იყო, უმაგრესი, ძალიან მაგრად წერ და არაჩვეულებრივად გადმოცემ ემოციებს, დაჟე ვიტირე კიდეც????????ეგ კი არა ჩემი ისტორია მაქვს გასაგრძელებელი და იმის დაწერასაც კი ვერ მოვაბი თავი, იმდენად სულ ამის გარშემო მიტრიალებს გონება და მაინტერესებს რა მოხდებაა????????♥️♥️მადლობა დიდი ესეთი კარგი ისტორიისთვის♥️♥️♥️ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი დარინა

საზოზღარი ბიჭი მეც კი მანერვიულა ქეთასთან ერთად, ქეთასავით იოლად კი არ ვაპატიებდი თავს მივუვეჩქვავდიიი, მაინტერესებს რატომ არ გააფრთხლა? ისე კი უნდა ცოტა შეჯანჯღარება, მე კი ველოდები პატარა ქეთას და გიგას და კი არ გვეშველააა, ნათიას სიკვდილზე ცრემლებად დავიღვარე არავის ვუსურვებ დედის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, ამ თავში კოტე და ლიზი დამაკლდენ, ხო ზუკა და ელენე სხვა განზომილებაა ისეთი კარგები არიან, იმედია ელეც მალე გაანდობს თავის ტკივილს და ერთად ყველაფერს შეძლებენ და მოუშუშებენ ერთმანეთის იარებს,.

 


№5  offline წევრი Painter

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან მაგარია, ვერც კი ხვდები შენ ჩემში რა ემოციები გამოიწვიე:სიხარული, მწუხარება, სიყვარული, რაღაც არაამქვეყნიური თავი იყო, შემდეგს ველოდები

ეგ მინდოდა ზუსტად და მიხარია რომ შევძელი <3

mari
Dzaan Kai iyo

მადლობა <3

My lucky star
აი ძაან კარგი იყო, უმაგრესი, ძალიან მაგრად წერ და არაჩვეულებრივად გადმოცემ ემოციებს, დაჟე ვიტირე კიდეც????????ეგ კი არა ჩემი ისტორია მაქვს გასაგრძელებელი და იმის დაწერასაც კი ვერ მოვაბი თავი, იმდენად სულ ამის გარშემო მიტრიალებს გონება და მაინტერესებს რა მოხდებაა????????♥️♥️მადლობა დიდი ესეთი კარგი ისტორიისთვის♥️♥️♥️ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️

მადლობა შეენ ასეთი სიტყვებისთვის <3 ვერც კი წარმოიდგენ როგორ მახარებ heart_eyes

დარინა
საზოზღარი ბიჭი მეც კი მანერვიულა ქეთასთან ერთად, ქეთასავით იოლად კი არ ვაპატიებდი თავს მივუვეჩქვავდიიი, მაინტერესებს რატომ არ გააფრთხლა? ისე კი უნდა ცოტა შეჯანჯღარება, მე კი ველოდები პატარა ქეთას და გიგას და კი არ გვეშველააა, ნათიას სიკვდილზე ცრემლებად დავიღვარე არავის ვუსურვებ დედის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, ამ თავში კოტე და ლიზი დამაკლდენ, ხო ზუკა და ელენე სხვა განზომილებაა ისეთი კარგები არიან, იმედია ელეც მალე გაანდობს თავის ტკივილს და ერთად ყველაფერს შეძლებენ და მოუშუშებენ ერთმანეთის იარებს,.

შემდეგ თავში ვეცდები ყველა თქვენი მოთხოვნა შევასრულო ქალბატონო :დდ heart_eyes

 


№6  offline წევრი sofi_sofiaa13

ერთერთისაუკეთესოა
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent