შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალკოჰოლი, მავნე ჩვევები და შედეგები (სრულად)


17-03-2019, 08:31
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 7 252

ის, რომ მე და ალკოჰოლი ვერ ვმეგობრობდით, იცოდა ყველამ ჩემს მცირერიცხოვან გარემოცვაში. სულ რამდენიმე წვეთი აბსოლუტურად საკმარისი იყო, რომ ჩემს გონებას დაექნია ხელი სხეულისათვის და საერთოდ ცოდვილი დედამიწისათვის და კოსმოსში გაფრენილიყო. 10 თითი მეყოფა იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენჯერ დამილევია, მაგრამ ბოლო "გასვლამ ხალხში" მართლაც რომ "დამანგრეველი" შედეგები მომიტანა.
დილას მზის შუქმა გამაღვიძა, ფარდის გადაწევა დამავიწყდა და ახლა ვწყევლიდი მთელს სამყაროს, ასე უდროოდ ამოსულ მზეს და ჩემს დაქალს, რომელმაც გადაწყვიტა ქორწილამდე ერთი ღამის ბარში გატარება.
თავი მისკდებოდა, პირში საშინელი გემო მქონდა და რაც მთავარია, საოცარ სიმძიმეს ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვიგებდი საიდან ან რატომ მქონდა ეს გრძნობა. როდესაც განძრევა ვცადე, ჩემდა გასაკვირად, არაფერი გამომივიდა. რამდენიმე წუთი თვალები დავხუჭე, რათა თავბრუს ხვევა გამსვლოდა და კიდევ ერთხელ ვცადე. ამჯერად გამომივიდა, ოდნავ წამოვიწიე, მერე კი მივხვდი რატომ გამიჭირდა ადგომა, ვიღაც მეხუტებოდა სიზმარში. ან ანკაა, ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც ბინას ვქირაობ, ან რომელიმე ღვთისნიერი, ვინც ბარში არ დამტოვა და სახლში წამომიყვანა. ნეტავ როდის გახდა ჩემი დაქალებიდან რომელიმე მაინც ასეთი კეთილი? ვაი-ვაგლახით წამოვჯექი და ჩემს მხსნელს გადავხედე. თითქმის მთელი წუთი დასჭირდა შენელებულად მომუშავე ტვინს იმის გადასახარშად, რომ ჩემს საწოლში, ერთიანად შიშველი, სრულიად უცნობი მამაკაცი იწვა, რომელსაც წამოზრდილი თმა სახეს უფარავდა და კიდევ რამდენიმე წამი იმის აღსაქმელად, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ელვის სისწრაფით წამოვხტი, მაგრამ ბახუსმა თავისი ჰქნა და კვნესით ჩავჯექი იატაკზე.
-F*ck!- წამოვიყვირე გამწარებულმა და თავზე მოვიჭირე ორივე ხელი. საწოლის ჭრიალი გავიგე, ანუ ჩემი "სტუმარი" გავაღვიძე.
-დილა მშვიდობისა, პატარა,- გავიგე ახალგაღვიძებული, ხრინწიანი, მაგრამ რატომღაც ძალიან ენერგიული ხმა. აი რატომ არ აწუხებს ამ ხალხს ბახუსი? რა სიკეთე გააკეთეს ასეთი წინა ცხოვრებაში? ხელით მოვიძიე რაიმე, რითიც შევძლებდი ჩემი სიშიშვლის დამალვას. გამიმართლა და პლედს დავწვდი.
-შენ... შენ...- არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ვერც სახეში ვუყურებდი და ცოტა მეშინოდა კიდეც.
-რა მოხდა, პატარა?- მკითხა მზრუნველი ტონით და წამოჯდა.
-გთხოვთ, ჩაიცვით და წადით,- ვუთხარი როგორც იქნა.
-რას გულისხმობ, კატო?- გაუკვირდა ბიჭს.
-რაც ვთქვი იმას ვგულისხმობ,- ავხედე გაღიზიანებულმა და გავშრი. მდამ, ვერაფერს იტყვი, მშვენიერი პარტიაა ჩემი პირველი ს*ქსისთვის. ასეთთან ფხიზელიც სიამოვნებით დავწვებოდი. ერთი წამით გულიც დამწყდა არაფერი რომ არ მახსოვდა. გრძელი, შავი თმა, ოდნავ კეხიანი ცხვირი, მადისაღმძვრელი ტუჩები და ნუშისებრი, აზიური მოყვანილობის თვალები. ნავარჯიშები სხეულით, მაგრამ არა კუნთების გროვა და რაც მთავარია, არანაირი თმა ტანზე. და ჯანდაბა, საოცრად ლამაზი, გრძელი თითებით. ნეტა როგორ მოვახერხე ამ საოცრების შებმა? პირდაპირ, ვამაყობ საკუთარი თავით.
-და საერთოდ, ჩემი სახელი საიდან იცი?- დავსვი კითხვა, რომელიც ძალიან მადარდებდა.
- რა?- კიდევ ერთხელ გავაკვირვე ბიჭი,- კატო, გუშინ ნახევარი ღამე ვსაუბრობდით ბარში.
კიდევ ერთი ჩემი უცნაური ჩვევა. მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი ვარ, ვიქცევი უცნობი ხალხისთვის ადეკვატურად, მხოლოდ ახლობლებმა იციან, რომ ცხოვრებაში ვერასოდეს ვიქნები ისეთი თამამი, როგორიც სიმთვრალეში.
-ახლა თავი მისკდება, ამიტომ ორი სიტყვით გეტყვი. მთვრალი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არ მეტყობოდა. ასე ვთქვათ, ეს ჩემი თავისებურებაა. ახლა უბრალოდ არაფერი მახსოვს და გთხოვ, უბრალოდ წადი.
-მოიცადე... როგორ თუ არ გახსოვს?- აშკარად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.
-აი ასე... არ მეტყობა სიმთვრალე. უბრალოდ ორგანიზმი ვერ იტანს ალკოჰოლის სულ მცირე დოზასაც კი.
-ანუ, შენი პირველი ს*ქსი არ გახსოვს?- შევეცოდე მგონი. მეც მეცოდება ჩემი თავი, მაგრამ რას ვიზამ. ვიპოვე თავგადასავალი, რომელიც არ მიძებნია.
-ასე გამოვიდა. ისედაც ცუდად ვარ და ნუ დამიმატებ, გთხოვ,- თავადაც მაკვირვებდა ჩემი სითამამე. ამდენი უცნობთან, თან მამაკაცთან, არ მისაუბრია არასოდეს.
-კარგი, არ არის პრობლემა. მაგრამ რატომ მაგდებ?- მაინც ვერ ხვდებოდა ბიჭი,- გუშინ ძალიან მომეწონა შენთან საუბარი და იმედია განვაგრძობთ ურთიერთობას.
-ემ... დამიჯერე, მე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და მე - ფხიზელი, ორი სხვადასხვა ადამიანი ვართ,- გავაქნიე თავი,- რამდენადაც გახსნილი და საინტერესო მოსაუბრე ვარ სიმთვრალეში, იმდენად დაკომპლექსებული, მორიდებული და უხმო ვარ რეალურ ცხოვრებაში,- არ ვიტყუებოდი, მართლა არ მიყვარდა ბევრი ლაპარაკი, ვერიდებოდი უცხოებს და ამიტომაც ჩემს სამეგობროში ძირითადად ბავშვობის რამდენიმე დაქალი შედიოდა,- ასევე, ეჭვი მაქვს რაიმე კარგი გამოვიდეს ასე დაწყებული ურთიერთობისაგან.
-საინტერესოა, გუშინ არ გითქვამს ვანგა რომ იყო შენი დიდი ბებია.
-რა?- ტვინმა ვერ აღიქვა მისი სიტყვები,- მაგრამ ასე არაა,- ვუთხარი და მხოლოდ ამის მერე მივხვდი სარკაზმს და გამეღიმა,- ძალიან სასაცილოა.
ოთახში ჩამოვარდნილი უხერხული სიჩუმე ტელეფონის ზარმა გაარღვია. ჰაჰ, ჩემმა ახალმა ნაცნობმა (ნეტავ როდის გადავიდა განყოფილებიდან "უცნობი" "ახალ ნაცნობში"?) გულიანად შეიგინა და თავის შარვალს დასწვდა. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ ის ჩემს წინ დედიშობილა იდგა და მშვენიერ ესთეტიურ სანახაობას წარმოადგენდა.
-დიახ,- გავიგე მისი სერიოზული ხმა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა,- ნახევარ საათში ვიქნები!- უთხრა თანამოსაუბრეს, ტელეფონი გათიშა და მე მომიბრუნდა,- პატარა, ახლა უნდა წავიდე, მაგრამ როგორც კი გავთავისუფლდები, აუცილებლად შევხვდებით და დავილაპარაკებთ,- სანამ ამას მეუბნებოდა, უკვე ჩაცმული იყო. ერთი წამში დამენგრა ოცნების კოშკი, რომ ალბათ ექიმი იყო და სასწრაფო ოპერაციის გამო იბარებდნენ. აშკარად სასწრაფო ოპერაცია იყო, მაგრამ არა ქირურგიული.
-შენ რა... სამხედრო ხარ?- ვკითხე ხმის კანკალით.
-საიდან მიხვდი?- გაუკვირდა კიდევ ერთხელ ბიჭს,- სამხედრო დანაშაულების განყოფილება, უფრო სწორად რომ ვთქვა,- გამიღიმა ბიჭმა.
ჯანდაბა... ჯანდაბა... ჯანდაბა... მხოლოდ მე შემეძლო მილიონობით ადამიანიდან, მაინცდამაინც სამხედრო ამერჩია პირველ პარტნიორად. თუკი იქამდე ვაპირებდი ერთი შანსის მიცემას ბიჭისთვის, ამ სიტყვების მერე, საერთოდ გამიქრა ყველანაირი სურვილი.
-სამ დღეში დავბრუნდები და გნახავ,- მითხრა ბიჭმა, ჩემთან მოვიდა, წელზე ხელი მომხვია და ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს. ესეც ჩემი პირველი კოცნა... ნუ, მე რაც მახსოვს, ის. რამდენიმე წამში კოცნა უფრო მომთხოვნი გახდა და აუცილებლად გადაიზრდებოდა რაიმე უფრო დიდში და არც მე ვიქნებოდი წინააღმდეგი, მაგრამ ბიჭი სწრაფადვე მომშორდა და ყურში ჩამჩურჩულა,- რომ ჩამოვალ, აუცილებლად განვაგრძობთ. ხომ დამელოდები?- მე მზერა ავარიდე. ალბათ იფიქრა, რომ მომერიდა, ამიტომ ბედნიერი ღიმილით დატოვა სახლი, მე კი იმაზე ვფიქრობდი, თუ რამდენად ბევრი რამ მოვუყევი ჩემზე, იცოდა თუ არა სად ვსწავლობდი და სად მეშოვა ახალი სახლი.
მამაჩემიც სამხედრო იყო. მახსოვს, დედა ძალიან ამაყობდა მისით, როდესაც ერაყში გაიწვიეს ამერიკულ ბაზაზე. როდესაც ახალ წელს მამამ შესთავაზა დედას მასთან ჩასვლა, ისიც უპირობოდ დათანხმდა. მე ბიძის ოჯახში დამტოვა და სიხარულით წავიდა მამიკოსთან, თან ჩემი წერილიც წაიღო, სადაც ვწერდი თუ როგორ მიყვარდა, მეამაყებოდა და მენატრებოდა.
1 იანვარს კი თოვლივით თეთრმა ბიცოლამ გამაღვიძა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გვიბარებდნენ. არ მახსოვს როგორ ჩავიცვი და როგორ მივედით დანიშნულების ადგილას. არ მახსოვს რამდენი ადამიანი დაგვხვდა და როგორ აგვიყვანეს ლიფტით. სართულიც კი არ მახსოვს. მაგრამ მახსოვს როგორ გამოიყურებოდა ადამიანი, ვინც მაცნობა, რომ დავობლდი. დიდი, ცივი და უემოციო თვალები ჰქონდა. აშკარად ღამენათევი იყო და გაპარსვა ვეღარ მოესწრო. მისი სიტყვებიდან გავიგეთ, რომ საქართველოდან ჩაფრენილ სტუმრებს დახვდნენ აეროპორტში და ბაზისკენ მიმავალ დელეგაციას თავს დაესხნენ. ცოცხალი ვერ გადარჩა ვერავინ. მამა არ უნდა ყოფილიყო იქ, მაგრამ როგორც სჩანს ვერ მოითმინა და დახვდა დედას. შესაბამისად ისიც ემსხვერპლა რადიკალების ტყვიას.
მე 18 წლამდე ბიძაჩემთან ვცხოვრობდი, მაგრამ როგორც კი უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაშინვე ბინა ვიქირავე ჯგუფელთან ერთად, რომელიც ჩამოსული იყო და მეზობელს ეძებდა, რადგან მარტო ვერ წვდებოდა. მე ფული მქონდა, მეხმარებოდა როგორც ჩვენი მთავრობა, ისე ამერიკისიც. სხვათა შორის, სასწავლებლად წასვლაც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, აქ სხვა თუ არაფერი, ბიძა მაინც მყავდა, იქ კი სულ მარტო უნდა ვყოფილიყავი.
ცხოვრებაში სულ 2 კრედო მქონდა - სწავლა და არავითარი სამხედრო გვერდით. ახლა კი აღმოჩნდა, რომ წარმატებით დავაიგნორე მეორე. მერე რა, რომ არ ვიცოდი? მერე რა, რომ არ მიკითხავს?
ზუსტად 2 დღეში ვიპოვე ახალი ბინა, ვიქირავე მანქანა, გადავიტანე ნივთები და პლიუს ძველი ბინის მეპატრონეს 2 თვის ფული მივეცი კვალის დასაფარად.
ანკასთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ ფაქტის წინაშე დავაყენე გადასვლისას. წინააღმდეგობა არ გაუწევია, სიხარულით გამომყვა. ანკა ადამიანების იმ ტიპს მიეკუთვნება, ვისაც მუდამ რაღაც ახალი სჭირდება და რუტინა მალე ღლის. თან ყოველთვის ის უნდა, რაც მისი არაა.
როგორ კი ახალ ბინაში გადავედით, ცოტა დავმშვიდდი. 1 კვირაში კი კალაპოტში ჩავდექი და მშვიდი სინდისით ვაგრძელებდი ცხოვრებას, სანამ ერთ-ერთ დილას ჩემმა საუზმემ უკან ამოსვლა არ გადაწყვიტა. პირველი ორი დღე არც ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ როდესაც ჩემი საყვარელი მარწყვის ჯემი ვერ ვჭამე სუნის გამო, ეჭვის ჭია შემიჩნდა. კიდევ რამდენიმე დღე ვითრიე ფეხი და საბოლოოდ ანალიზებზე კლინიკაში მივედი.
-გილოცავთ, თქვენ 5 კვირის ორსული ხართ,- კაბინეტში გაისმა მეხის გავარდნასავით. მუცელზე ხელი მოვიკიდე და გავშრი.
უკვე მარტო არ ვარ. ორნი ვართ. მე და პატარა ბურთულა, რომელიც ჩემს მუცელში იზრდება.
-ექიმო...- დავიწყე ხმის კანკალით, მაგრამ ექიმის ცივმა გამოხედვამ მაიძულა გავჩერებულიყავი. ნუთუ აპირებს განმსაჯოს იმის გამო, რომ გაუთხოვარი ვაჩენ შვილს?
-იტოვებთ?- გავიგე ცივი ხმა.
-ბატონო?- გამიფართოვდა თვალები.
-თუკი აბორტის გაკეთებას აპირებთ, სჯობს ახლავე გაიკეთოთ,- მიპასუხა ისევ ცივად და ცოტა უხეშად,- მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ, სხვა ექიმის მოძებნა მოგიწევთ.
-დამცინით?- ცოტა გავბრაზდი კიდეც,- არც მიფიქრია.
-ძალიან კარგი,- მითხრა და გამიღიმა,- უბრალოდ ისეთი სახე გქონდათ... მაგრამ რადგან ასეა, გამოგიწერთ მიმართულებებს ანალიზებზე.
-მადლობა,- გავუღიმე მე.
-ბავშვის მამამ იცის?- მკითხა მოულოდნელად ექიმმა.
-რატომ მეკითხებით?- ვერ მივხვდი.
-კარგი იქნება ვიცოდეთ სისხლის ჯგუფი, რეზუს ფაქტორი და საერთოდ ჯანმრთელია თუ არა.
-ხარივით,- ვთქვი ამრეზით,- ამ სამხედროებს ალბათ ყოველკვირეულ გამოკვლევებს უტარებენ.
-არაჩვეულებრივი პროფესიაა მამაკაცისათვის,- თქვა უცებ ექიმმა და მაგიდაზე დადებული ჩარჩო აიღო,- საოცარი სინაზით უცქერდა ფოტოს,- ჩემი მეუღლეც და უფროსი ვაჟიც სამხედროები არიან,- მითხრა და ფოტო გამომიწოდა.
დავხედე მუქი ფერის ხის ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს და გამიხარდა, რომ ჯერ კიდევ სკამზე ვიჯექი. ფოტოზე 5 ადამიანი იყო გამოსახული. ჩემი ექიმი, აშკარად აზიური წარმომავლობის მამაკაცი და სამი ახალგაზრდა. გოგონა და უმცროსი ბიჭი ალბათ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ, თან აშკარად ტყუპები, მაგრამ აი უფროსი ძმა... ფოტოზე რატომღაც მოღუშული იყო, არ იღიმებოდა. გული შემეკუმშა. თურმე მომნატრებია მისი თვალები.
-რა მოხდა, კარგად ხართ?- მკითხა ექიმმა და მაშინვე ჩემთან გაჩნდა.
-დამპირდით... დამპირდით რომ არაფერს ეტყვით,- ვიმეორებდი ერთი და იგივეს მანტრასავით.
-ვის?- აშკარად ვერ ხვდებოდა ის, სანამ უეცრად გონება არ გაუნათდა,- ანუ... იმის თქმა გინდა, რომ ბავშვის მამა, მინჰაოა?
-ვინ?- სახელზე ისტერიულად გამეცინა.
-შენ რა, საკუთარი შვილის მამის სახელიც არ იცი?- გაუფრთოვდა ქალს თვალები, მაგრამ მაშინვე სიბრაზით შეეცვალა,- თუ დაგიმალა?
-არა,- ამოვიოხრე,- დიდი ისტორიაა.
-დრო მაქვს,- მითხრა სალომე ექიმმა და ფეხი ფეხზე გადაიდო. მეც რა გზა მქონდა, მოვუყევი ყველაფერი, რაც მახსოვდა. როგორც კი დავასრულე თხრობა, საფეთქლები მოისრისა,- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, რატომ არ გინდა, რომ თქვენს ცხოვრებაში იყოს მინჰაო? ვიცი, რომ უარს არ იტყვის, ძალიან უყვარს ბავშვები.
-ამის გამო,- ვანიშნე ფოტოზე,- მამაჩემიც სამხედრო იყო და ამან დაღუპა. არ მინდა მუდმივ შიშში ცხოვრება.
-ახალგაზრდა ქალბატონო, თქვენ უბრალოდ ფობია გაქვთ,- ექიმმა რაღაც დაწერა ფურცელზე,- ეს ჩემი ნაცნობი ფსიქოლოგის ნომერია, აუცილებლად მიდით მასთან. ასევე, ეს ანალიზები ჩააბარეთ,- გამომიწოდა მეორე ფურცელი,- როგორც კი პასუხები მოვა, შეგატყობინებთ. ანკეტაში საკონტაქტო ინფორმაცია სწორად მიუთითეთ?- ჯანდაბა... ჯანდაბა... ჯანდაბა... რა თქმა უნდა სწორად მქონდა მითითებული და არა მარტო ტელეფონის ნომერი, არამედ მისამართი და სისხლის ჯგუფიც კი,- მინჰაოს კი არაფერს დავუმალავ, დედის ინსტინქტი და სამსახურებრივი ეთიკა მკარნახობს, რომ ასე სწორი იქნება.
-სალომე ექიმო, შეგიძლიათ...- დავიწყე, მაგრამ შევყოვნდი. სიტუაცია მართლა კომიკური იყო.
-მითხარი რაც გინდა, არ მოგერიდოს. თუ შევძლებ, აუცილებლად დაგეხმარები,- გამიღიმა თბილად ქალმა.
-თქვენი ვაჟის... სახელი...- ძალიან მიჭირდა მეკითხა და მზერა ავარიდე.
-ჰუან მინჰაო. 32 წლის. დაბადებული 1987 წლის 1 იანვარს,- ვაუ, ჩვენს შორის სხვაობა მთელი 10 წელია. მე უფრო ახალგაზრდა მეგონა,- მამით ჩინელი, დედით ქართველი. დაბადებული და გაზრდილი საქართველოში. ჰყავს უმცროსი და-ძმა, ტყუპები ლინონი და ნინი. უყვარს ძილი, ძალიან ძნელია მისი გაღვიძება. არ ჭამს ბურღულეულს და ალერგია აქვს მარწყვზე. გიჟდება ძაღლებზე და სადაც კი უპატრონო ლეკვს ნახავდა, ყველა სახლში მოჰყავდა.
-მადლობა,- ვუთხარი ხმადაბლა და თვალები დავმალე,- რაიმეს ნიშნავს მისი სახელი?
-ჩინური დამწერლობით მისი სახელის პირველი იეროგლიფი "ნათელს" ნიშნავს, მეორე კი - "ზაფხულის მოწმენდილ ცას",- მინჰაო... სახელიც მასსავით უნიკალური და საინტერესო აქვს.
-კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა,- გავუღიმე ექიმს,- ანალიზებს ხვალვე გავიკეთებ.
-კატო...- დამიძახა სალომე ექიმმა კართან მისულს,- ხომ არ გაიქცევი ისევ?- მკითხა მუდარით.
-არა,- გავაქნიე თავი და გავუღიმე,- უბრალოდ თქვენმა ვაჟმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვი ჩემია და მისგან არაფერს ვითხოვ. თუ მაინც მოისურვებს მის ცხოვრებაში ყოფნას, უარს არ ვეტყვი, მაგრამ ხმის უფლება არაფერში ექნება,- ვუთხარი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ბავშვი ჩემია და არავის გავუყოფ.
-ამაზე თქვენ მოილაპარაკეთ,- მითხრა თბილად ქალმა,- მე კი, უბრალოდ ნება მომეცი თქვენზე ვიზრუნო სანამ შენს მუცლად იქნება პატარა.
-რა თქმა უნდა,- დავუქნიე თავი,- ნახვამდის,- ვუთხარი და კარი გამოვხურე.
...
ანალიზებმა აჩვენეს, რომ ჩემი პაწაწინა კარგად ვითარდებოდა და ფეხმძიმობაც მშვენივრად მიდიოდა.
ანკას ისე გაუხარდა ჩემი ფეხმძიმობა, რომ იმავე დღეს გაიქცა მაღაზიაში და ბავშვისთვის აუცილებელი ნივთები (საწოვარა, ნეიტრალური ფერის ქუდები და ბოდეები) იყიდა. არ უკითხავს თუ ვინ იყო მამა და ამის გამო ძალიან მადლობელი ვიყავი.
მინჰაო შორიდან გვადევნებდა თვალყურს. რამდენჯერმე გამოვიჭირე. მეცინებოდა მის ბავშვურ ქცევებზე, მაგრამ პირველი მე ხომ არ მივიდოდი?
სალომე ექიმი ისე მივლიდა, როგორც საკუთარ შვილს. მეც იმდენად დავუახლოვდი, რომ რამდენჯერმე სახლშიც კი იყო ჩემთან მოსული. ძირითადად მასწავლიდა ბავშვის მოვლას. სპეციალურ თოჯინას ვაბანავებდით ერთად, ვამშრალებდით და ვაცმევდით. ძალიან კომფორტული ადამიანი იყო და საოცრად მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა.
ერთ-ერთი ვიზიტისას ნინი გავიცანი, მინჰაოს უმცროსი და. გოგონა იმდენად ლამაზი იყო ცხოვრებაში, რომ აღფრთოვანება ვერ დავმალე. მაღალი იყო, შავგრემანი, ძმასავით ნუშისებრი თვალებით, საოცარი ფორმის ბაგეები ჰქონდა. სქელი, შავი თმა მხრებზე მძიმე დალალებად ეყარა და მოდელის აურას ასხივებდა. ხასიათი კი ნამდვილად პატარა ბავშვის ჰქონდა. დედამისმა ნებართვა აიღო ჩემგან და მეც უსიტყვოდ დავთანხმდი. როდესაც ნინიმ გაიგო, რომ მუცლით მის ძმისშვილს ვატარებდი, ჯერ დიდხანს ეფერებოდა პატარას და ეტიკტიკებოდა, მერე კი ამომხედა და ღიმილით მითხრა:
-იმედია ნებას მომცემ დაიკო დაგიძახო,- მე გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა,- საოცარი შეგრძნება ყოფილა. მალე მამიდა გავხდები. მადლობა ამისთვის, დაიკო,- წამოდგა და ლოყაზე მაკოცა. ისე გავწითლდი, ვიგრძენი ყურებიც კი როგორ მიხურდა.
-მადლობა,- ვუთხარი და ცოტა მოუხერხებლად ჩავეხუტე. როდესაც მოვშორდით ერთმანეთს, შევამჩნიე როგორ იწმენდდა ჩუმად ცრემლს სალომე ექიმი, მაგრამ დელიკატურად არ შევიმჩნიე.
...
მე-7 თვეში ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე აღელვებული ჩემი ექიმი. მთელი პროცედურის განმავლობაში ვერ ისვენებდა, რამდენჯერმე ექოს გასაკეთებლად განკუთვნილი სითხე ხელიდან გაუვარდა.
-სალომე ექიმო, ხომ მშვიდობაა?- ვკითხე ცოტა აღელვებულმა.
-კი, კი,- მიპასუხა ისე, რომ ცხადზე ცხადი იყო, რაღაც მოხდა.
-ექიმო, ჩემი პატარა... ხომ კარგადაა?- ვკითხე აკანკალებული ხმით.
როდესაც ქალი მიხვდა, თუ რას დავუკავშირე მისი აღელვება, თავზე მაკოცა და მონიტორი ჩართო. რამდენიმე წამში ჩემი პატარას გულის ცემა გავიგე და დავინახე როგორ მოძრაობდა. მაშინვე მოეშვა მთელი ჩემი სხეული, პაწაწინა სიყვარულის ბურთულა კარგად იყო.
სალომე ექიმმა მხოლოდ ვიტამინი გამომიწერა და უსიტყვოდ გამომაცილა. უსიამოვნო შეგრძნება არ მტოვებდა.
დაახლოებით ღამის 11 საათი იყო, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ანკა სახლში არ იყო, ამიტომ მე მომიწია ადგომა.
-გისმენთ,- დავიძახე დახურულ კარს მიღმა.
-მე ჰუან ჟენი ვარ, კატო ბექაურთან მინდა გასაუბრება,- გავიგე ბოხი ხმა და ვიგრძენი როგორ ვკარგავდი ძალას ფეხებში. კარი გავაღე და მამაკაცმა ბოლო წამს მოასწრო ჩემი დაჭერა.
-რა ხდება?- ვკითხე პირდაპირვე, მისალმების გარეშე.
-მინჰაო ავღანეთშია,- ისიც პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ვიგრძენი როგორ დამეცალა ფილტვები ჰაერისგან. სამზარეულოში გამიყვანა და სკამზე დამსვა. თავად წინ დამიჯდა. მაღალი იყო, შავი თმებითა და მუქი კანის ფერით. ძველ ჩინურ ფილმებში გენერლებს რომ აჩვენებდნენ, ზუსტად ისეთი იყო. სამხედრო ფორმა მის ნაკვთებს კიდევ უფრო მკაცრს ხდიდა,- როგორც მითხრა, იცი მისი სამუშაო სფეროს შესახებ. ავღანეთში არასრულწლოვან გოგოზე ძალა იხმარეს და ვიდეომ აჩვენა, რომ მოძალადეებიდან ორნი ამერიკელები იყვნენ, ერთი კი - ქართველი. არ ვიცით ჯერ როგორ, მაგრამ დამნაშავეებმა გაიგეს ვიდეოს არსებობის შესახებ და სანამ სამხედრო დანაშაულების განყოფილება ადგილზე მივიდა, უკვე გაქცეულები იყვნენ. ახლა მათზე ძებნაა გამოცხადებული. რა თქმა უნდა, ხვდები რა სიტუაციაცაა. არ ვიცით ვინ როდის დაარტყამს ბაზას და რამდენად შეძლებენ თავის დაცვას,- ბოლო სიტყვებზე ხმა ჩაუწყდა მინჰაოს მამას, მაგრამ თავი ხელში აიყვანა,- პროტოკოლის მიხედვით, ყოველ 4 საათში რეკავენ. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ. ოთხივეს ერთი და იგივე გვთხოვა, თუ ვერ დაბრუნდა, შენ და ბავშვს მოგხედოთ, არაფერი მოგაკლოთ და მოვუყვეთ პატარას, რომ მამას ის ძალიან უყვარდა, ბოდიში მოგიხადოთ პირველ რიგში შენ და მერე მას,- მამაკაცმა ამომხედა, მაგიდიდან სალფეთქი აიღო და მე გამომიწოდა. თურმე ავტირებულვარ.
-შემიძლია... შემიძლია მეც დაველაპარაკო?- ვკითხე ზლუქუნით. მამაკაცი წამოდგა, ჩემთან მოვიდა და თავზე მაკოცა:
-მადლობა კატო,- მითხრა ხმადაბლა,- მოვედი იმისათვის, რომ ეს მეთხოვა და არ ვიცოდი, როგორ. არასოდეს არაფერი მითხოვია ცხოვრებაში. სალომეც კი ქორწინებაზე ფაქტის წინაშე დავაყენე. მაგრამ მზად ვიყავი მუხლებზე დავმდგარიყავი და ისე მეთხოვა, თუკი უარს მეტყოდი. მადლობა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილი ადამიანი ხარ და მზად ხარ გაამხნევო ჩემი ბიჭი.
-ბატონო ჰუან,- ღრმად ჩავისუნთქე,- თქვენ იმ ბავშვის ბაბუა ხართ, ვისაც მუცლით ვატარებ. ის კაცი კი, ვინ ახლა ავღანეთშია და თავის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, ამ ბავშვის მამაა. არ ვაპირებ ზედმეტად განერვიულოთ რომელიმე. ამიტომ სჯობს, წავიდეთ.
მამაკაცი წამოდგა და ხელი გამომიწოდა. მეც წვალებით ავდექი, მოვიცვი პალტო და გავედით.
დანიშნულების ადგილას მისულებს დიდი რიგი დაგვხვდა. ყველა ჩვენი ჯარისკაცი რეკავდა სათითაოდ. როგორც კი დაიძახეს "ჰუან მინჰაო", მაშინვე შევედი შუშის ოთახში.
-მამა,- გავიგე ნაცნობი ხრინწიანი ხმა, რომელიც ასე მომნატრებია. მისი ხმა ისეთივე მიმზიდველი იყო, როგორიც მახსოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ამახინჯებდა ტელეფონის კაბელები.
-ჰუან მინჰაო,- ჩავყვირე ტელეფონში,- შენ ჩემი შვილის მამა და ჩემი ერთადერთი საყვარელი ხარ. სადაც არ უნდა წახვიდე, რაც არ უნდა გააკეთო, მე მაინც დაგელოდები. დაგელოდები ჩვენს შვილებთან ერთად და ჯანდაბა... ჩვენს ძაღლთან ერთად. ჩვენი სახლის კარი მუდამ ღია იქნება ჩვენი ახლობლებისა და მეგობრებისათვის. და თუ შენ... ამ სიტყვების მერე თავს არ გაუფრთხილდები, რაიმეს დაიმართებ და გვანერვიულებ, იცოდე მოგკლავ. ჩემით, შიშველი ხელებით. არ გეგონოს რომ ვერ მოვიფიქრებ როგორ გავაკეთო ეს. როგორმე გავაკეთებ. გასაგებია?
-გასაგებია, უფროსო!- გაიცინა ხაზის მეორე ბოლოში ბიჭმა,- დავბრუნდები და გულში ჩაგიკრავ. მაგრად გაკოცებ. არათითზე ბეჭედს გაგიკეთებ, რათა მთელმა სამყარომ გაიგოს, რომ დაკავებული ხარ. ხომ მომცემ უფლებას?- სულ ერთი წამით შევყოვნდი. სულ ერთი წამით დავფიქრდი და...
-1 წუთი ამოიწურა,- გავიგე ხმა და ტელეფონი გაითიშა.
-პასუხი ვერ გაიგო...- ვთქვი ხმადაბლა და ავტირდი.
4 საათში კი არც ერთმა ჩვენმა ჯარისკაცმა ზარს არ უპასუხა. მახსოვს მხოლოდ ვიღაც ქალის განწირული კივილი "ვაი, შვილო" და ბატონი ჰუანის ძლიერი ხელები, რომლებმაც დამიჭირეს.
გონზე საშინელმა ტკივილმა მომიყვანა. სანამ თვალს გავახელდი, ვიგრძენი, რომ რაღაც რბილზე ვიწექი.
-კატო... კატო...- გავიგე სალომე ექიმის ხმა.
-სა... სალომე ექიმო...- ძლივს ვლაპარაკობდი,- მტკივა... ბავშვი როგორაა?
-კარგადაა კატო, დამშვიდდი. მშობიარობა დაგეწყო. პატარამ გადაწყვიტა ცოტა ადრე მოევლინოს ქვეყანას და უნდა დაეხმარო.
-მინჰაო... მინჰაოს ელაპარაკეთ?- ვიკითხე და თვალები გავახილე. ქალმა მზერა ამარიდა.
-ახლა პატარაზე უნდა ვიზრუნოთ,- ღმერთო, მეც მინდა ასეთი რაციონალური დედა ვიყო. ისევ დავხუჭე თვალები, რათა ცრემლი არ შეემჩნია უფროსს და ღრმად ჩავისუნთქე.
მშობიარობა 8 საათი გაგრძელდა. ამ პერიოდში მინჰაოს გალანძღვაც მოვასწარი, რომ დამაორსულა, რადგან მშობიარობა იმაზე გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. თან სიბრაზე მახრჩობდა, რომ ჩემი პატარა ობოლი იბადებოდა და ვიტირე კიდეც, რომ ჩემი პასუხი ვერ გაიგო. მე ხომ ვაპირებდი მეთქვა "თანახმა ვარ".
ჩემი ციცქნა ბიჭი სულ 1648 გრამი დაიბადა, ამიტომ ინკუბატორში მოათავსეს, მე კი დასასვენებლად გამიშვეს. თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ სალომე ექიმის სიტყვებმა გამომაფხიზლეს.
-ძალები უნდა აღიდგინო, რომ შენს შვილს გვერდით დაუდგე. ის იბრძვის რათა იცოცხლოს და ამ ბრძოლაში შენი დახმარება სჭირდება. ახლა მასთან მე ვიქნები. თუკი რაიმე დასჭირდება, შენ პირველი გაიგებ.
თავი დავუქნიე და ნება მივეცი ექთანს გაეგორებინა ჩემი სავარძელი პალატისკენ.
...
-კატო... კატო...
მეძახდა ვიღაც, მე კი არ მინდოდა იმ ნირვანიდან ამოსვლა, სადაც თავს დაცულად ვგრძნობდი. ტკივილისგან დაცულად...
-კატო... კატო...
როგორც კი ტვინმა გარე გამაღიზიანებლებზე რეაქცია დაიწყო, მაშინვე ვიცანი ხმა.
-მინჰაო,- დავუძახე ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა,- მადლობა რომ "იქიდანაც" არ დამივიწყე. ხომ მოხვალ ხოლმე სიზმარში? იცი, შენს კითხვაზე პასუხი დადებითი მქონდა. ჯერ არ მიყვარხარ, მაგრამ ვიცი რომ შეგიყვარებდი... მაპატიე ის წამიანი შეყოვნება.
-კატო,- გავიგე ხმა ახლა უფრო მკაფიოდ,- დედა, რა სჭირს კატოს? ხომ მითხარი, რომ კარგად ჩაიარა ყველაფერმა?
-ტკივილ გამაყუჩებლის გვერდითი მოვლენაა,- გავიგე სალომე ექიმის ხმა,- ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი ესმის და მოუყევი რა მოხდა.
-კატო, ჩვენი ბაზა დაბომბეს, მაგრამ ჩვენ ევაკუაცია მოვასწარით. იცი, ადრე ბოლომდე დავრჩებოდი, მაგრამ ახლა შენ და ჩვენი ვაჟკაცი მელოდებოდით, ამიტომ დაუფიქრებლად დავტოვე ბაზა. იქიდან ამერიკელებმა გამოგვიყვანეს. სანამ არ ჩამოვფრინდით, ვერ დაგიკავშირდით. ბოდიში ჩემო გოგო... ამ ერთხელ მაპატიე,- აი თურმე რაში ყოფილა საქმე. მე ვნერვიულობდი, ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდე და ეს... ცოცხალი იყო მთელი ეს დრო?
-მინჰაო...- დავუძახე და თვალები გავახილე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა,- გაიქეცი, სანამ ავმდგარვარ, თორემ ვერც გადამირჩები. გახსოვს რას დაგპირდი სატელეფონო საუბრისას? ჩემივე ხელებით მოგიღებ ბოლოს,- ამ სიტყვებზე სალომე ექიმს გაეცინა, ხოლო მინჰაო დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
-ამ ერთხელ მაპატიე, ბაობაო.
-რა დამიძახე?
-ბაობაო,- გაეცინა ბიჭს,- ჩინურად პატარას ნიშნავს. ერთხელ გავიგე მამამ როგორ დაუძახა დედას, როდესაც ეგონა, რომ მარტო იყვნენ და ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება.
-ნეტა რამდენი წლის ხარ,- ვუთხარი და აწითლებული სახე პლედში ჩავმალე.
-პატარას სახელი მოფიქრებული გაქვს?
-არა,- ვუთხარი პლედისგან მოგუდული ხმით, ამიტომ ბიჭმა გადამხადა,- ჩინურ სახელებს ვეძებდი, ისეთის არჩევა მინდოდა, თან მჟღერიც რომ იქნება და თან საქართველოში არ გაუჭირდება ცხოვრება.
-რაიმე შეარჩიე?- დაინტერესდა ბიჭი.
-მაგალითად ბიჭის შემთხვევაში ჩუნი, "მუდმივი გაზაფხული" და გოგოს შემთხვევაში ლიენი "ლოტოსი" ან "მზის ასული".
-გოგოს თანახმა ვარ ლიენი დავარქვათ, მაგრამ ბიჭისთვის გიორგიზე რა აზრის ხარ?- მკითხა მეოცნებე ხმით,- მთელი ბავშვობა ვოცნებობდი "ნორმალურ" სახელზე.
-მე... მე მომწონს შენი სახელი,- ვუთხარი და ვცადე ისევ პლედის გადაფარება, მაგრამ მინჰაომ დამიჭირა, დაიხარა და ბაგეებზე შემეხო ფრთხილად.
-მადლობა.
-ოკეი, იყოს გიორგი,- გავუღიმე ეშმაკურად,- მაგრამ ფრთხილად იყავი, შემდეგი გოგო უნდა გააკეთო, რომ ჩემი არჩეული სახელი დავარქვათ,- ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე კი გაეცინა.
-შენ არ მეუბნებოდი, რომ ფხიზელი დაკომპლექსებული და მორცხვი ხარ?
-და ვინ გითხრა, რომ ფხიზელი ვარ?
-რა?- დაიბნა ბიჭი.
-ტკივილ გამაყუჩებელი,- ავიჩეჩე მხრები.
-ანუ... იმის თქმა გინდა, რომ ეს საუბარი აღარ გემახსოვრება?- მის ხმაში ისეთი პანიკა ისმოდა, ლამის ხმამაღლა გამეცინა. არა უშავს, ცოტა მასაც შეეშინდეს, სხვა დროს კარგად დაფიქრდება სანამ მანერვიულებს.



№1  offline წევრი HeeChul-ah

როდესაც აიპი-ს უყურებ და ხვდები, რომ ჩინური სახელები ძალიან მოგწონს •.•
იმედია არ გაწუხებთ თქვენთვის შეუჩვეველი სახელები კითხვა.
--------------------
Nico nico nii

 


№2  offline წევრი Kalina

ძალიან, ძალიან მაგრად წერ!
გემრიელად!
მე რომ მიყვარს, ისე! ❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline წევრი HeeChul-ah

Kalina
ძალიან, ძალიან მაგრად წერ!
გემრიელად!
მე რომ მიყვარს, ისე! ❤️


დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტისათვის •.•
--------------------
Nico nico nii

 


ვაუ, ვაუ ძაან მაგარი ხარ

 


№5  offline წევრი HeeChul-ah

სიყვარული გულს გვტკენს
ვაუ, ვაუ ძაან მაგარი ხარ


მადლობა დიდიიი •.•
--------------------
Nico nico nii

 


№6  offline წევრი Rania

Zalian magari iyo. Sayvarlobaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ შეიძლება შენი ისტორიები ვინმეს არ მოეწონოს? ჩინურმა სახელებმა უფრო მეტი ხიბლი შესძინა ამ ისტორიას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უფრო დიდი და ვრცელი ისტორია მინდა❤

 


№8 სტუმარი სტუმარი nanuka

ძალიან კარგი იყო,ტკბილი თბილი,უცხო და გემრიელი,კარგად წერთ,

 


№9 სტუმარი Kyuhyun

Roca heechuls xedav nicknamad ,ar shemedzlo chumad yofna <3

 


№10  offline წევრი HeeChul-ah

Chikochiko
როგორ შეიძლება შენი ისტორიები ვინმეს არ მოეწონოს? ჩინურმა სახელებმა უფრო მეტი ხიბლი შესძინა ამ ისტორიას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უფრო დიდი და ვრცელი ისტორია მინდა❤


ძალიან დიდი მადლობა.
ვრცელი ისტორიისთვის დრო მჭირდება, რომელიც ახლა სამწუხაროდ არ მაქვს. მაგრამ მაქვს ჩანახატები, რომლებიც ისტორიებად იქცევიან და ვნახოთ რა გამოვა •.•

Kyuhyun
Roca heechuls xedav nicknamad ,ar shemedzlo chumad yofna <3


არც უნდა გაჩუმდე •.• მიხარია ჩემს "პრინცესას" რომ აღიარებენ :DDD
--------------------
Nico nico nii

 


№11 სტუმარი Kyuhyun

Sheni princesas shvilobilis coli var (hello from Super Junuor's world ) , istoria saocrad momewona <3

 


№12  offline წევრი HeeChul-ah

Kyuhyun
Sheni princesas shvilobilis coli var (hello from Super Junuor's world), istoria saocrad momewona <3


Once an ELF, forever an ELF.
მადლობა •.•
--------------------
Nico nico nii

 


№13  offline წევრი izabella

ძალიან კარგი ისტორია იყო, ასე გააგრძელეთ.

 


№14  offline წევრი HeeChul-ah

izabella
ძალიან კარგი ისტორია იყო, ასე გააგრძელეთ.


გმადლობთ •.•
--------------------
Nico nico nii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent