შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ რას გრძნობ?!(2)


17-03-2019, 18:37
ავტორი kesane123
ნანახია 3 420

-ვინ არის დამიანე ლუკი?-ვიკითხე და გამომცდელად მივაშტერდი.
-ჩვენს მეოთხე ძმაკაცზე გასმენია?-უსიტყვოდ დავუქნიე თავი.-ეგარის. მამამ შესთავაზა პარტნიორობა და დათანხმდა მაგრამ არ მეგონა ესე მალე თუ ჩამოვიდოდა. დიდ არეულობას გამოიწვევს ეგ კი ვიცი.
-და რატომ?-ახლა სალიმ იკითხა.
-პატარები ვიყავით 12 წლის იყო თვითონ ჩვენ 14. და ყავდა ისეთი ლამაზი იყო, ქუჩაში გულგრილს არავის ტოვებდა. 17 წლის იყო, ძალიან უყვარდათ მას და დამიანეს ერთმანეთი, განსაკუთრებული კავშირი ქონდათ, როგორც ლუკას და სანდრას. იმ წელს საშინელი ზამთარი მოვიდა, გარეთ კაციშვილი არიყო. მაგრამ ელენე გავიდა. ისეთი ნაზი იყო ახლაც მახსოვს მისი წყლიანი დიდი მწვანე თვალები და ჩალისფერი თმა.-ამოიოხრა იომ.-მოკლედ ოთხმა, არც კი ვიცი რა ვუწოდო. ოთხმა მუტრუკმა დაიჭირა, გააუპატიურეს მერე კი ნარკოტიკი გაუკეთეს და ყინვაში გარეთ დააგდეს. დამიანემ იპოვა გაყინული გარეთ, საშინელება იყო. მთელი თბილისი გლოვობდა ელენე ბაგრატიონს. შეყვარებული ყავდა დღემდე მთაში ცხოვრობს. სვანეთში გადაიხვეწა. დამიანეს მამამ ხელი დაავლო ცოლ-შვილს და შვეიცარიაში წაიყვანა. ნუ იასნია დამიანესთან ურთიერთობა ისევ გვაქვს, სულ ველაპარაკებით და რამდენჯერმე ჩავაკითხეთ კიდეც მარა თვითონ არუნდდა აქეთ ჩამოსვლა. ახლა უეჭველი ვიცით რომ შურს იძიებს.-ამოიოხრ იოანემ და მე და სალიმ გასტერებულებბმა გადავხედეთ ერთმანეთსს.
-დამიანე სულ სხვანაირია. არცერთს არ გვგავს.-ამოიოხრა ლუკამ.
-არ დავხვდეთ?-აქამდე ჩუმად მყოფმა დემეტრემაც ამოიღო ხმა.
-აბა რაუნდა ვქნათ?-ფეხზე წამოხტა იოანე.-კაროჩე სანდრა შენი ყავა გაგვიკეთე და წავალთ რაა. თქვენ იყავით აქ. მერე გაგაცნობთ დამის.-ფეხზე წამოვდექი და ყავის კეთება დავიწყე მაგრამ ფიქრებით მაინც იმ იდუმალ დამიანესთან ვიყავი. ბიჭებმა ყავა დალიეს და წავიდნენ, მერე მე და სალიმ ჩემს კუთვნილებაში ასვლა გადავწყვიტეთ. ავედი ფანჯარას გავხედე და ისევ ჩავფიქრდი.
-შენც იმაზე ფიქრობ ჰო?-მკითხა მოულოდნელად. უხმოდ დავუქნიე თავი და ისევ ფანჯარაში გავიხედე, უცებ წვიმის წვეთი დაეცა ფანჯარას. თითქოს ცამაც იგრძნო როგორი ტკივილით სავსე გულის მქონე ადამიანი დაუბრუნდა ქალაქს და დაიტირა.ფიქრებიდან ეზოში შემოსულმა ლუკას მანქანამ გამომიყვანა. სწრაფად დავავლე ხელი ცარიელ ჭიქას და მესამე სართულის კიბეებიდან პირველამდე თვალის დახამხამებაში ჩავირბინე. ჯერ სამზარეულოში შევედი, ჭიქა ნიჟარაში ჩავდე, მერე მისაღებში გავედი და 3ის მაგივრად 4 ადამიანი დავინახე. გული უცნაურად აფართხალდა, სალი დემეს გვერდით იჯდა და მიღიმოდა. ჩემგან ზურგით მჯდომი ფიგურა კი რაღაცაზე გულიანად იცინოდა.
-სანდრა, მოდი. დამი გაიცანი, ჩემი და ალექსანდრა.-მათთან მივედი და ჯანდაბა! ეს საოცარი არსება ვინარის? როგორი შავი თვალები აქვს? უფრო მუქი ნაცრისფერიაი შავში რომ გადასდით ჰო გინახავთ? წარბთან შრამიც რომელიც უფრო სიმპატიურს ხდიდა. შავი თმა, აი იცით როგორ ზომაზე? არც გრძელი და არც მოკლე, თან როგორ ეტალღება? დიდი ატმისფერი ტუჩები და მამაკაცური სწორი ცხვირი. ოდნავ წამოზრდილი წვერიც კი საშინლად უხდება. უეჭველად ზევსის ან ჰადესის გარე ბიძაშვილია. მუქი ნაცრიფერი სვიტრი და შავი შარვალიც როგორ მოხდენილად აქვს ტანზე? ალბათ იგრძნო როგორ მივაშტერდი და მაგიტომ ჩატეხა ტუჩის კუთხე არა? სიმპატიური იდიოტი ხარ დამიანე ბაგრატიონო!
-სასიამოვნოა.-დედა რა ხმა ქონია? ერთი კარგად გამიღიმე ბიჭუკი რაიქნება? გეგონაბე ჩემი უსიტყვოდ ესმისო მაშნვე ფართედ გაიღიმა.-ჩემს თვალიერებას მორჩი? კი ვიცი რომ სიმპატიური ვარ მაგრამ რავიცი.-მხრები აიჩეჩა და ლუკას შეხედა. ოხ ეს ირონია. ვსიო აღარ მომწონს. ცარიელი გარეგნობა. ნუ კაი ჰოო, ხმაც კარგი აქვს.
- პირველად გხედავ ამიტომ მოგაშტერდი.-ხმის კანკალით ვუთხარი. ჩაიცინა, რათქმაუნდა ირონიულად. კიდევ დიდხანს შემეძლო მეყურებინა ამ ზევსკაცისთვის მაგრამ ჩემი ძმის არსებობა გამხსენდა ძალა მოვიკრიბე, იოს გვერძე დავჯექი და მივეხუტე.
-როგორი კნუტი ხარ გოგო შენ?-სიცილით მითხრა იოანემ.
-ლუკას კნუტი ყავს, ქეთას ლეკვი, რაგინდა ერწყმიან ერთმანეთს.-ჩავიფხუკუნე და იოანეც ამყვა.
-ესეიგი ქეთა?-თვალი ჩაუკრა დამიანემ.
-ჰორაღაც ისეთ პონტში რაა.-ხელი აიქნია ლუკამ და სავარძლის საზურგეს ჩამოადო თავი.
-მე მომწონს რძალი, თუგინდა მოვიტაცოთ მარა მერე ჯერ არდაწყებულ სამსახურს დავკარგავ ამიტომ ცოტა კორექტულად მოეპყარი ჩემს უფროსს ლუკაჩუ.-ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ისევ დამიანეს შავებს შევეჩეხე.
-ზოგჯერ რა დამპალი ხარ სანდრა?-ამოიოხრა ლუკამ.
-ზოგჯერ?-წარბი აუწია დემეტრემ.
-მე შენ ნამცხვარს აღარ გაჭმევ.-დემეტრეს შევხედე.-სალათი გირჩევნიათ, პიცა თუ რამე სხვა?-დამიანეს შევხედე და გამომცდელად დავაკვირდი.
-კართოფილს შეწვავ? თუ სახლს გადაწვავ? რავიცი ბავშვი ხარ მაინც.-ირონიულად თქვა მაგრამ ჩემს წარბაწეულ სახეს რო შეხედა მაშინვე ჩაიფხუკუნა.
-არა დამი, ეს ისეთი კულინარი მყავს თითებს ჩაიკვნეტ.-ხელი გადამხვია ლუკამ.-უმცროსო ერისთავო კართოფილი, სალათი და პიცა გვინდა. ლიმნისნამცხვარსაც ჰო გაკეთებ?-წამწამები ამიფახულ.
-სალიმ გააკეთოს პიცა, მე დამანებეთ თავი.-გამეცინა.-შეკვეთა მალე იქნება.-სალის ხელი დავავლე და სამზარეულოში გავიყვანე.
-აუჰ რაბიჭიაა.-მხარი გამკრა სალიმ.
-ჩუუ, არგაიგოს უარესად აუვარდება თავში.-ხმამაღლა გადავიკისკისე და სალიც ავიყოლიე, თუ გადაკისკისება ერქვა მაგას.
-რახდება, ვირს აწამებთ აქ? რახმები გამოდის?- სიცილით შემოვიდა დემეტრე და ნამცხვრისკენ წაიღო ხელი. მაგრამ მაშინვე ჩავარტყვი ხელზე ხელი.
-მე არვხუმრობდი წეღან.-მკაცრად ვუთხარი და კიტრის ჭრა გავაგრძელე.
-აუ სანდრაა, ჩემო სიცოცხლეეე, ჰოიცი როგორ მიყვარხარ? კაირაა გეხუმრეე. ჩემო პატარაა.-უკნიდან მომეკრო და ყელში მაკოცა.
-არამეთქი.-მოკლედ მოვუჭერი და ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა.
-მე მაჭმევს.-იოანე შემოვიდა და ნამცხვარი აიღო. გამეღიმა. ყველაზე ჭკვიანი ეს მყავს. ამიტომ ხშირადაც არ ხვდება ჟურნალების გარეკანზე.
-სამი თავქარიანი არ მეყოფოდა მეოთხეც დამემატა რაა.-ამოვიფრუტუნე.
-ხვალე კლუბში მივდივართ, უარი არ გამაგონო, ძალით წაგიყვან იცოდე.-ლუკამ გამომძახა მისაღებიდან.
-რამინდა მე კლუბში? მე და კლუბი? არააა.-თავი გავაქნიე და კართოფილის მოსარევით ხელში გავედი მისაღებში.
-მართალია, იქ ბავშვებს არ უშვებენ.-სიცილით მითხრა დამიანემ.
-წამოვალ, ხვალე საღამოს, სამსახურში მომაკითხე, გამოვიცვლი და წამოვალ.-თავზე ვაკოცე ლუკას და დამიანეს მკვლელი მზერა ვესროლე.
-არის უფროსო.-შემომძახა ლუკამ და მეც სულ ღიღინით დავჭერი პომიდორი.
-აუუ სააანდრაა შემირიგდი რაა ჰოიცი შენ ძამიკუნას როგორ უყვარხარ.-ისევ უკნიდან მომეკრო დემეტრე და ჩემ ყელში ჩარგო თავი.-არა რაა ამ ზარას სუნამოზე ვგიჟდები.
-მეკიდე შენზე ვგიჟდები ჩემო ბუთხუზაა.-მისკენ შევბრუნდი და მაგრად ჩავეხუტე. მთელი თეფში ნამცხვრის გამო ლუკა და დემეტრე რომ ომობდნენ მაგაზე შეიძლება სიცილით გაგუდულიყავით. მერე დამიანეს ტელეფონზე დაურეკეს, სიცილი სახეზე შეაშრა და დიდი შუშის კარიან რომელიც მისაღებთან იყო პირდაპირ ეზოში გავიდა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ხმადაბლა სეიკურთხეს. ცოტახანში შემობრუნდა და გაოცება ეტყობოდა სახეზე.
-რამოხდა რასახე გაქვს?-სიმწრის სიცილით კითხა დემეტრემ.
-თავი მოიკლა იმ ნაბი*ვარმა. დაბრედილი იპოვეს სახლში, თოკზე იყო ჩამოკიდებული.-სიმწრის სიცილი დასთამაშებდა.
-ანუ მორჩა ჰო?-შედარებით მშვიდად კითხა იოანემ. მანაც თავი დაუქნია და ღრმად ამოისუნთქა. -ხვალე რას აპირებ?
-ხვალე ჩემი ძველი მეგობარი უნდა ვნახო, წლებია არმინახავს და მერე საფლავზე უნდა ავიდე.-ბოლო სიტყვების თქმისას ხმა ჩაუწყდა და თავი ჩახარა.
-ფილფანი არ გეხმიანება?
-სუ მთაშია რანაირად შემეხმიანება. ბარში რო ჩამოდის მირეკავს ხოლმე. საფლავსაც ის უვლის. ისევ უყვარს ჩემი და ნიკას.-თვალი კედელს გაუშტერა.
-ისე შენ მეგობარს დაურეკე თუგინდა მოვიდეს თან ჯერ 9 საათია დავლიოთ. შენი ჩამოსვლა მინიმუმ 1 კვირა უნდა ავღნიშნოთ ჰოიცი.-თვალი ჩაუკრა ლუკამ.
-წავალ მოვიყვან მეთქვითონ თორე ისე არწამოვა.-სიცილით წმაოდგა.
-დამი დედაშენი არ ჩამოდის?
-ჩამოვა მალე. ერთი უნდა გავაცნო.-ჩაიცინა და სანამ გავიდოდა მე შემომხედა.-მალე მოვაალთ.-დაიძახა და კარი გაიხურა. დაკეტილ კარს კარგახანს ვუყურებდი.
-მგონი და-ძმას სიყვარულის სეზონი გაქვთ.-სიცილით თქვა დემეტრემ და იოანესთან ერთად გადაიხარხარა. მე და ლუკამ კიდე ერთმანეთს დაწვრილებული თვალებით შევხედეთ და გველურად ჩავიცინეთ.
-ოო არააა. დაგერხათ ბიჭებოო. ძმაო მიყვარდიიი.-გაიცინა სალიმ. ამის თქმა და ჩემი და ლუკას წამოხტტომა ერთი იყო. დიდხანს დავდევდით ერთმანეთს, ხან ბალიშებით ხანაც ხის ხმლებით, სალი იდგა და იცინოდა. დემეტრეს და ლუკას დუელს ვუყურებდით როცა კარი გაიღო და ჩემ ძმას სიცილი სახეზე შეახმა. დემეტრე ყავდა დაკრუნცხული და კარში მდგომი ქეთა და დამიანე პირღიები უყურებდნენ. აი თურმე ვინ ყოფილა დამიანეს მეგობარი. შეხედე შეენ.
-ბიჭო როდის გა*იდარასტდით?-გაშტერებულმა იკითხხა დამიანემ.
-ფუ ჩემი.-შეიკურთხა ლუკამ და სიცილისგან დაკრუნჩხული დემეტრე წამოაყენა.-ამას ვის ვხედავ ჩემ სახლში?-თვითონაც გაეცინა.
-მგონი რაღაცას მივხვდი.-ჩაფიქრებულმა თქვა დამიანემ.
-კიი ძმაო ეგარის რასაც ფიქრობ.-სიცილით უთხრა დემეტრემ.-ქალბატონო ქეთა როგორ გიკითხოთ? გიგანტო ლეკვო ბუბუ გამიხარდა თქვენი კვლვ ნახვა.-გაშტერებულ ქეთას ლეკვი გამოართვა და იოანეს ჩაუსვა კალთაში.-დადეშქელიანო შეხედე როგორ გგავს.
-დემე ძაან ცუდათ ატყდი და გაგიგდებ იცოდე.-ამოიღრინა იოანემ.
-რას გასვანდი ბიჭო რაიყო.-მხარზე ხელი დაკრა დამიანემ.-როგორც ჩანს ყველა იცნობთ ქეთას ამიტომ გაცნობით თავს აღარ შევიწუხებ.
-მე არვიცნობ.-ტუჩები დაბუშტა სალიმ და იოანემაც ერთი მწარედ ამოიორა. სალი და ქეთა ერთმანეთს გააცნო დემეტრემ და ისევ იოანეს გვერდით დაჯდა.
-სანდრაა რაღაც უნდა გკითხო.-სიცილით მითხრა ქეთამ.
-გისმენ.
-ამათ როგორ უძლებ?
-მივეჩვიე.-სიცილით ვუთხარი.-ახალი მყავს, დავამუშავებ ამასაც და მერე მივეჩვევი პატივცემულ ბაგრატიონსაც.-ირონიულად ვთქვი.
-ლუკა შენი და ცუდად მეხუმრება და პირიქით არმოხდეს მაინც.-მხრები აიჩეჩა დამიანემ. საჭმელი გავაკეთეთ, სალიმ პიცა გამოაცხო, ბიჭებმა ჩვენი გაკეთებული კონიაკი გამოიღეს და მაგიდასთან დავსხედთ. ჩემი ძმა უცნაურად დადუმდა.
-თამადა ლუკაჩოა.-თქვა დემეტრემ.
-ჩვენ გაგვიმარჯოს.-თქვა ლუკამ და სწრაფად გადაკრა კონიაკი. ბიჭებმა ერთი გაიცინეს და მათაც გადაუშვეს მწარე სითხე ყელში.
-აუ რამაგრია საიდან გაქვთ?-გაოცებულმა თქვა დამიანემ.
-წინ რომ გიზის მაგის ნახელავია.-გაიცინა ლუკამ.-კაროჩე იცი რახდება? ჩვენი სანდრა ყოველთვის არის სხვენში.ზემოთ კონკიასავით არ ვკეტავთ მაგრამ თავის პრინცს იქ ელოდება ხოლმე. არვიცი იქ რა მაგიური ძალები მართავს ჩემს დას მაგრამ ფაქტია იქიდან რომჩამოდის უცნაური სურვილები უჩნდება. ჰოდა ერთ დღესაც თქვა კონიაკს ვაკეთებ ბევრსო და ფაქტი სახეზეა. სხვათაშორის ქალბატონო ქეთევან ის რომანიც იქ დაწერა.
-გაჩუმდი ბიჭო რამდენს ლაპარაკობ?-დაუცაცხანა დემეტრემ სიცილით. უცნაური შეგრძნება მიჩნდებოდა დამიანეს მიმართ რაც არცერთ ბიჭზე არ გამომიცდია. მის შავ თვალებს მივაშტერდებოდი წამიერად და როგორც კი მის მზერასაც დავიჭერდი საშინლად ვწითლდებოდი. შევხედე, თვალი ჩამიკრა და ცალყბად გაიცინა. ისიც ჩემი ძმის ძმაკაცი იყო მაგრამ იმას არ ვგრძნობდი რასაც დემეს ან იოს მიმართ. ვიცი აქ რისთვისაც ჩამოვიდა და ისიც ვიცი რომ მისდამი გაჩენილი გრძნობები მხოლოდ უდიდეს ტკივილს მომანიჭებს მაგრამ მაინც ვერ ვეწინააღმდეგები თავს. უცნაურად მიზიდავს მისი მთვარესავით თვალები, თითქოს მასში ჩანდა მთელი კოსმოსი. თითებზე დავაკვირდი, გრძელი თლილი თითები ქონდა, მარცხენა არათითზე ვერცხლისფერი ბეჭდი, ზუსტად ისეთი როგორიც ლუკას. მკლავებზე კი ვენები ეტყობოდა.
-სიყვარულის არდავლიოთ?-წამოიძახა ქეთამ.
-შენ და სიყვარული ქეთათო? ნუთუ?-წარბები აწკიბა დამიანემ.
-დიახ, მე და სიყვარული.-გაიჯგიმა. ლუკას შევხედე, საფეთქელთანაც კი ეტყობოდა ვენა. ხელზე ხელი მოვუჭირე და ყელში ვაკოცე.
-დაწყნარდი.-ჩავჩურჩულე და მხარზე თავი ჩამოვადე.
-ვინარის ის ბედნიერი?-ირონიანარევი ტონით ჩარმოთქვა ლუკამ და წვენის ჭიქა მოიყუდა.
-რავიცი აბა, ერთი იდიოტი თავქარიანი ყმაწვილია და ძაან უქრის.-გაიცინა.-მარა მაინც საყვარელი ბუთხუზუნაა.
-ნუთუ?-ცალყბად გაიცინა ლუკამ. დანარჩენები თავს ძლივს ვიკავებდით რომ არ ავხარხარებულიყავით.
-გაგიკვირდა?-ეშმაკურად შეხედა ქეთამ.
-ნწ.-თავი გააქნია და კონიაკის ჭიქა ხელში შეათამაშა.-სიყვარულს გაუმარჯოს, ყველზე ამაღელვებელ, საოცარ, ცეცხლოვან და მომაკვდინებელ გრძნობას რომელიც ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს ცხოვრებაში.-გაიღიმა და კონიაკი მოსვა. იოანეს გავხედე, დანაღვლიანებული ჩანდა, სალის ცრემლები ჩასდგომოდა თვალებში. დემეტრე სერიოზული ჩაფიქრებული სახით იჯდა და ჭიქას დაჰყურებდა, ეს დიდი იშვიათობაა. დამიანე? ჰოო დამიანე ნამდვილად არიყო დასევდიანებული, პირიქით ურცხვად მიყურებდა თვალებშ და არაფერს ამბობდა. ლუკა და ქეთა ერთმანეთს უყურებდნენ, ლუკა იღიმოდა მაგრამ ქეთა სულ არ ჩანდა ღიმილის ხასიათზე. ჭიქა სწრაფად გამოვცალე და სუფრიდან ავდექი.
-მალე მოვალ.-ვთქვი და სხვენისკენ დავიძარი.
-სად მიდის?-გავიგე როგორ იკითხა ქეთამ.
-სხვენში.-ლუკამ, სალიმ, იოანემ და დემეტრემ ერთხმად უპასუხეს და მეც გამეღიმა იმიტომ რომ ვიგრძენი რომ მარტო არ ვარ, ვიგრძენი რომ ისინი მიცნობენ და ზუსტად იციან როდის რას ვფიქრობ. მეტნაკლებად მაინც იმიტომ რომ სინამდვილეში არავინ იცის რას ვფიქრობ მე. სხვენში ასულმა, ზემოთ ავიხედე, შუშის ჭერიდან კარგად ჩანდა უკვე ღრუბლებისგან განთავისუფლებული მოწმენდილი ცა საიდანაც ნათლად დინახავდით ვარსკვლავებს და მთვარეს, მთვარეს რომელიც ასე საშინლად გავდა დამიანეს თვალებს. მიყვარდა მათი ყურება და თან ვფიქრობდი რომ იქ იყო ის ვინც მე დავკარგე. 3 წლის წინ მომიკლეს ბიძაშვილი რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა. უმოწყალოდ გაუყარეს მუცელში დანა ჩემს გიოს. ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. 19 წლის იყო, ასე რომ ვთქვათ საქმეების გამრჩევი ტიპი იყო რაა. მისმა სიკვდილმა მეც მეტნაკლებად თან წამიღო, ამიტომ სულ ვფიქრობდი რომ ჩემი გიო სადღაც მაღლა ვარსკვლავად იყო ქცეული და მე მიყურებდა. მისი საუკეთესო მეგობარი რომელიც ბავშობიდან მისი და იყო როელიც გიოს არასდროს ყავდა, უკვე 2 წელია წასულია სასწავლებლად. 21 წლისაა და მალე საქართველოში დაბრუნდება, სულ ვეკონტაქტები და ვიცი რომ ჩამოვა მასთან ერთად ბევრს ვიტირებ გიოს გამო, ჩემი ცისფერთვალება გიოს გამო.
-დღეს უჩვეულოდ ლამაზი ცაა, არა?-დამიანეს ხმა მომესმა და უცებ შევხტი.-ჰოარ მიბრაზდები რომ ამოვედი?
-არა უბრალოდ მოულოდნელი იყო. მთვარე შენს თვალებს გავს.-გავუღიმე და მისკენ მივტრიალდი.-აბა რატომ ამოხვედი აქ ბატონო დამიანე?-გავუცინე.
-ის რო გავაკეთო რისთვისაც ამოვედი ეწვიმაქვს კიბიდან დამაგორებ.-გაიცინა.
-სცადე იქნებ არ დაგაგორო.-თვალი ჩავუკარი. ერთი მრავლისმთქმლად გაიცინა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დამეტაკა ტუჩებზე. ნელა, აუღელვებლად მკოცნიდა ჯერ მაღლა შემდეგ დაბლა ტუჩზე და მეც სიამოვნებისგან თვალები მიმენაბა. ალკოჰოლის, სიგარეტის და სასიამოვნო სუნამოს სუნი ჰქონდა. ერთი ხელი ჩემს წელზე მარწუხივით ჰქონდა მოჭერილი, ხოლო მეორეთი კისერს მიჭერდა. მის შეხებაზე მაჟრიალებდა, ღმერთო როგორ მსიამოვნებდა მისი შეხება. მაგრამ როგორც კი გვიაზრე რაც მოხდა, გონებაში განგაშის ზარები აწრიალდა, მაშინვე ხელი ვკარი და მის თვითკმაყოფილ სახეს რომ შევხედე ბრაზი უარესად მომერია. არც გამირტყამს და არც კიბეზე დამიგორებია ერთი მკვლელი მზერა ვესროლე და წიგნების თაროსკენ მივტრიალდი.-აღარასდროს გაბედო ამის გაკეთება დამიანე ბაგრატიონო თორემ ვფიცავ ცოცხალი ვერ გადამირჩები.-წყნარად ვუთხარი და აწრიალებული გულის დამშვიდებას შევეცადე.
-დარწმუნებული ვარ პირველი ვიყავი.-ჩაიხითხითა.
-ჰო რავიცი ბო*ი არვარ ყოველ მეორეს ვკოცნო თან მითუმეტეს როცა ისეთი ძმა გყავს როგორიც ლუკაა. გამბედაობა გქონია გილოცავ!-ირონია გავურიე ხმაში და კიბისკენ დავიძარი.-თუგინდა იყავი მგრამ ოდნავ პატივს თუ მაინც მცემ ნაწერებს არ შეეხო.-ვთქვი და უკანმოუხედავად ჩამოვედი იქედან, ლუკას გვრდით დავჯექი და კიდევ დიდხანს ვფიქრობდი იმაზე რომ ჩემი ძმის ძმაკაცმა მაკოცა. დამიანე ბაგრატიონმა გაბედა და მისი ძმაკაცის, ლუკა ერისთავის დას, ალექსანდრა ერისთავს ასე უსირცხვილოდ მოპარა პირველი კოცნა.


შეფასებას ველოდებიი <3 მადლობ ვინც კითხულოობთ <3



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან მომეწონა.საინტერესო ისტორია.ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი kesane123

mia miako 15
ძალიან მომეწონა.საინტერესო ისტორია.ველოდები შემდეგ თავს

მადლობაა❣️❣️❣️

 


№3 სტუმარი ნსჰს

სახელები გაქვს არეულო.. ვერ გავერკვიე თავიდან ეს გოგო იოანეს და იყო სა ბოლოში ჩამოვედი და ლუკასი ყოფილა... ასე უცებ მოვლენების განვითარებაც სისულელე იყო

 


№4  offline წევრი kesane123

ნსჰს
სახელები გაქვს არეულო.. ვერ გავერკვიე თავიდან ეს გოგო იოანეს და იყო სა ბოლოში ჩამოვედი და ლუკასი ყოფილა... ასე უცებ მოვლენების განვითარებაც სისულელე იყო

თავიდანვე ლუკა წერია აშკარად არ შემშლია არაფერი

 


№5  offline წევრი american boy-:d :d

კარგი იყო ძალიან და ახლს ველოდებიიი

 


№6  offline წევრი sofo_sofia13

ძალიან რომ ვაფრენიციიი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent