შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გტოვებ და მივდივარ (სრულად)


19-03-2019, 08:55
ავტორი Natiiaa33
ნანახია 5 118

-შეიძლება ყველაფერი გქონდეს ბედნიერებისთვის, მაგრამ გრძნობდე, რომ რაღაც გაკლია. ყვავილებით სავსე მინდორზე, ხელებგაშლილი იწვე, უყურებდე უღრუბლო ცას და გიჩნდებოდეს უკმარისობის გრძნობა, ეს ის არაა რაც გჭირდება..ჩემს გარშემო ყველაფერია რაც კი შეიძლება ინატროს ქალმა, რაზეც შეიძლება იოცნებოს, მაგრამ არმინდა.. საერთოდ არაფერი არ მინდა. უბრალოდ მინდა მივატოვო ყველა და ყველაფერი. წავიდე შორს, უსასრულო სივრცეში ყველანაირი სიყალბისგან, ფარისეველი და ჭორიკანა ადამიანებისგან შორს მხოლოდ მე და არანაირი სხვა. ზოგჯელ მგონია ვაზვიადებ, დროებითი პანიკური შეტევა მაქვს და უბრალო მოვლენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ..ალბათ ერთადერთი არ ვარ ვისაც მსგავსი აზრები აწუხებს, ნუ ვიმედოვნებ მაინც რომ ერთადერთი არ ვიყო..ხანდახან მგონია 25წლის ასაკში საერთოდ შევიშალე, არ შემეფერება ის საქციელი როგორც ვიქცევი. გადავწყვიტე ცოლად გავყვე კაცს, რომელიც მაღმერთებს. ვუყვარვარ, მაფასებს მაგრამ მადლიერების გარდა მის მიმართ, არანაირი გრძნობა არ გამაჩნია. მომწონს ჩემზე ასე რომ ზრუნავს, ყველანაირ პრიკაზს მისრულებს. განა ვიმსახურებ? მეცოდება კიდეც ის ბიჭი, ჩემნაირი ცოლი რად უნდა-თქო ვფიქრობ ხანდახან. ჰო მართლა დამავიწყდა მეთქვა, მე ზეინეფი მქვია. ჩემს სახელსვე ეტყობა დედაჩემი თურქულ სერიალებზე რომ იყო ჩაციკლული და დღემდე ასე გრძელდება. გვარი დედის მაქვს მეტონიძე. მამაზე არაფერი მსმენია, გარდა იმისა, რომ დედაჩემი ქორწინების პირველსავე წელს მიატოვა და მას შემდეგ არაფერი ვიცით. არც მაინტერესებს, მამობა მხოლოდ ბავშვის გაკეთებას არ ნიშნავს. ასერომ შესაძლოა ვთქვა, რომ მამა არც არასდროს მყოლია.რაც სკოლა დავამთავრე მის მერე დედა საბერძნეთში წავიდა, ცდილობს ფინანსურად არაფერი მომაკლოს. მეც ვისწავლე, ახლა კი ჩემი სამუშაო მაქვს, ბანკში ოპერატორად ვმუშაობ უკვე სამი წელია....
-ზეინეეფ, გელოდები ნახევარი საათია. სად ხარ?
-უი მაკო, ბოდიში დამავიწყდი..
-შენ სულ გამოგაშტერა ხო იმ ბიჭმა? ოჰ გაყევი მალე ცოლად და დაისვენებ შენც, მეც და ისიც
-.....
-პასუხი ვერ მოვძებნე.. რა ვუთხრა? ბიჭი რომელსაც ცოლად მივყვები არ მიყვარს-თქო? სულ სხვა პრობლემები მაწუხებს-თქო?
-ზეინეეფ
-გისმენ
-დროზე მოემზადე, მკერავთან მივიდეთ.
-არა, გადავწყვიტე ქორწილი გადავდო..
-რაა? გაგიჟდი?
-ფიტნეს კლუბში ჩავეწერე. უნდა დავიკლო ხომ იცი იმ კაბას ჩემი 65კგ საერთოდ, რომ არ უხდება..
-ზეინეეფ მაღალი ხარ შენ და ეგ შენი კილოგრამები საერთოდ არ გეტყობა.
-არა, უკვე გადავწყვიტე. შვიდი კილო უნდა დავიკლო ზუსტად ერთ თვეში..
-აუ მეც ჩამწერე რა. ერთად ვიაროთ.
-კარგი. ხვალისთვის ჩაგწერ და ერთად მივიდეთ.
-ხო კიდევ, დღეს საღამოს რას აკეთებ?
-არაფერს, რახდება?
-კლუბში წამოხვალ?
-აუ საყვარელო სახლში მინდა ყოფნა, არ გეწყინოს რა..
-კაი, დროებით..
-კაი..

-უკვე ორი დღეა რაც ლევანს არ ვპასუხობ.. ლევანი ჩემი საქმროა. ლევან ხომერიკი.. მისი სახელი და გვარი ისე ჩვეულებრივად წარმოითქმის, არანაირი რეაქცია, არანაირი გრძნობა.. არადა გამიგონია, ვინც გიყვარს მის სახელსაც კი განსაკუთრებულად წარმოსთქვამს ბაგეები-ო..25 წლის განმავლობაში ერთადერთხელ ვიყავი შეყვარებული, პირველი სიყვარული 18წლის ასაკში მეწვია. სადღაც წელიწად ნახევარი გასტანა ჩვენმა ურთიერთობამ..თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიგიჟემდე მიყვარდა. დღესაც სასწაული მემართება იმ წუთების გახსენებაზე. სულ ვკინკლაობდით, თითქმის სულ გაბუტული ვიყავი მასზე, მაგრამ ყოველთვის მირიგებდა. მაშინ რასაც ვგრძნობდი, მისი შეხებისას რაც მემართებოდა, ეს იყო ორგანიზმში მომხდარი ატომური აფეთქება, ტალღები მთელი სისწრაფით ვრცელდებოდა მთელს სხეულში, ყველა კუთხე-კუნჭულს ელვის სისპრაფით ედებოდა და აფეთქების კვალს სამუდამოდ ტოვებდა. რა შემიძლია ვთქვა ახლა? არმინდოდა გავთხოვილიყავი უსიყვარულოდ. მინდოდა ვყოფილიყავი მზრუნველი დედა და მოსიყვარულე ცოლი. მთელი გულით მინდოდა მეკეთებია და არა მეთამაშა როლი, თითქოს და ბედნიერი ცოლი ვარ.
ფიქრებში გართულმა, ვერც კი შევნიშნე როგორ გაწვიმდა. მეკი საშინლად მიყვარს წვიმა, სიარული ძილი როდესაც წვიმის წკაპა-წკუპი ჩამესმის ყურებში და განსაკუთრებით თუ ეს გაზაფხულის წვიმაა და გამაბრუებელი სურნელი მოჰყვება, ახლად აყვავილებული ხეების..
სასწრაფოდ კარადას მივაშურე, ავიღე გრძელი შავი მოსაცმელი, თმა გავიშალე და გარეთ გავვარდი. საკმაოდ გვიან იყო, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინც დამინახავდა რას იფიქრებდა ჩემზე. შუა ქუჩაზე, ლამპიონების ნათების ქვეშ, მარტოდ-მარტო მივაბიჯებდი. ქუჩაში სამარისებური სიჩუმე სუფევდა. არც მანქანები დადიოდნენ ჩემდა საბედნიეროდ. შეიძლება ითქვას, ტუზი დამეცა. თვალებს ვხუჭავ და ნელ-ნელა მივაბიჯებ წინ. წვიმასაც კი თავისებური სუნი აქვს. შეგინიშნავთ? ბევრმა არ იცის რა განსხვავება აქვს გაზაფხულის წვიმას ქალაქში და მთაში. როგორ ცუდადაც არ უნდა იყო, როდესაც მთაში წვიმის დროს გარეთ გახვალ, თუნდაც სახლის აივანზე და მთის ჰაერი მთელი ძალით სახეში გემრიელად შეგეჯახება, მაშინ გეხსნება ყველანაირი დარდი, ფიქრი, ტკივილი და მხოლოდ ტკბები იმ წამით რისი მონაწილეც ხარ.. წვიმის სურნელი, ხეებისა და ბალახების სურნელს ერევა, ნისლი ნელ-ნელა ზემოთ იწევს და ბუნება ჩნდება..ეს საოცრებაა. ბედნიერებისთვის ჩვენ ძალიან მცირედი გვჭირდება, ძალიან მარტივად შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები მაგრამ არა! როგორ შეგვიძლია ჩვენ ხომ ერთმანეთით ვცხოვრობთ? როგორ ვიყოთ ბედნიერები თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს მეზობელს, ჩვენზე უკეთესი სახლი აქვს. ჩვენც ხომ გვინდა ისეთი? ან თუნდაც უკეთესი? ერთმანეთის წამხედურობით, ერთმანეთის შურით, ბოღმით და კრიტიკით, ვკარგავთ ყველაზე მთავარს.. შეგრძნებას ვიყოთ ბედნიერები მათთან ვინც გვიყვარს.. ჩვენი წინაპრები ყველაზე ბედნიერი ხალხი იყვნენ და იცით რატომ? ჰქონდათ ის მცირედი სარჩო რითაც ნაყრდებოდნენ და ჰყავდათ საყვარელი ადამიანები.. მათთვის ეს იყო ბედნიერება. მაშინ სულ სხვა სითბო იყო.სულ სხვა გაგება..
ათასი აზრი მიტრიალებდა კიდევ თავში როდესაც, მანქანის ძლიერი დამუხრუჭება გავიგონე..მის მერე აღარაფერი არ მახსოვს. ვახელ თვალებს, ვგრძნობ ძლიერ თავის ტკივილს და ვცდილობ როგორმე წამოვდგე.. ჩემს ქმედებაზე კი ვიღაც მამაკაცი ცდილობს ამიხსნას, რომ ეს არ შეიძლება და ჩემს პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნდე..
-უკაცრავად, გიცნობთ?
-არა, გუშინ ავარიაში მოყევით.
-ალბათ თქვენ ხართ ის ვის გამოც აქ მოვხვდი.
-სამწუხაროდ, მაგრამ რაჩემი ბრალია? შუა ქუჩაში ღამის სამ საათზე რას დაბოდიალობდით?
-შესაძლოა უკეთესიც ყოფილიყო, მაგ მომენტში სამუდამოდ დამეძინა, ვიდრე ასეთი საშინელი ტკივილით, გამეღვიძა დღეს.
-ექიმმა თქვა მსუბუქი შერყევა აქვსო, ალბათ შეცდა.
-კიდევ რომ დიდ გულზეა.
-თქვენი ახლობლების ნომრები მითხარით, შევატყობინებ.
-არმყავს არავინ..თანაც არარის საჭირო კარგად ვარ.
-სამი დღე მაინც არ გაგწერენ აქედან..ინერვიულებენ
-რააა? სამი დღე? ღმერთო ჩემი ვარჯიში? სამსახური? არა არა ახლავე უნდა წავიდე..
-რა ვარჯიში? ასეთ მდგომარეობაში როგორ ივარჯიშებთ?
-თქვენ რა იცით? დღეს პირველივე დღეს ვერ ჩავაგდებ.
-ტრენერი გყავთ?
-დიახ
-არ გავარჯიშებთ ასეთ მდგომარეობაში.. შერყევა გაქვთ და ვალდებული ხართ იწვეთ, თქვენთვის დატვირთვა არ შეიძლება.
-დავურეკავ და ვკითხავ, თქვენ არ გენდობით.
-აი თქვენი ტელეფონი. ჯიბეში გქონდათ..
-კარგი..აი ვრეკავ..
-ცოტახნით გავალ პალატიდან, მირეკავენ.
-....
-დიახ გისმენთ.
-რომა მინდოდა, ტრენერი.
-იცით დღეს ვარჯიშის პირველი დღე გვაქვს, გუშინ ტვინის შერყევა მივიღე და შემიშლის ხელს?
_პალატის კარი შეაღო და მობილურში ჩაილაპარაკა
-თქვენ ის ხართ ვისაც გუშინ მე დავეჯახე?
_ზეინეფს გაოცებისგან მობილური გაუვარდა.
-შენ ხარ რომა?
-დიახ
-ღმერთო, რა შარს გადავეყარე.. არავითარ შემთხვევაში არ ჩავაგდებ ვარჯიშის პირველ დღეს! მოვითხოვ მავარჯიშო.
-იცი რა მოხდება თუ ორი კვირა არ იწვები?
-რა?
-მთელი ცხოვრება თავის ტკივილი და მომენტალური თავბრუსხვევა დაგტანჯავს.
-ოჰ, ამდენი საიდან იცით?
-ვიცი. ასერომ ახლა იმას გააკეთებთ რასაც გეტყვით!
-ჩემი ტრენერი ხარ და არა მამა.
-სწორედაც, ტრენერი რომვარ აი მიტომ ვერ მატარებ შენს ჭკუაზე.
-მითხარი ვის შევატყობინო ცუდად რომ ხარ..
-არავის. მივხედავ ჩემს თავს. შეგიძლია წახვიდეთ.
-მარტო გაგიჭირდებათ.
-ჩემს დაქალს დაურეკავ.
-კარგი რომ მოვა მერე წავალ.
_ვცდილობ როგორმე მაკოს დავუკავშირდე. ამ კრეტინი კაცის მზერა უკვე ნერვებს მიშლის, ნეტა აქამდე რატომ ვერ შევნიშნე ასეთი დაკუნთული რომიყო.. ან მაგის დრო სად მქონდა. ოჰ როგორციქნა მიპასუხა
-მაკო როგორხარ?
-პუსკ კარგად შენ?
-რავი, რასშვები სადხარ?
-აუ სიყვა დღეს ვერწამოვალ სავარჯიშოდ.
-რატომ?
-სოფელში ბებია გახდა ცუდად იქ წავედი და არვიცი როდის ჩამოვალ.
-სერიოზულია რამე?
-არა მაგრამ შესაშინებლად საკმარისი იყო, მოვლა უნდა კარგი და უნდა მივხედო..
-კაი არინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.
-ხო მართლა რამე ხომარ გინდოდა?
-არა, მაინტერესებდა რას შვებოდი და იმიტომ დაგირეკე.
-კაი გაკოცე
_ესღა მაკლდა! ირონიული მზერით მიყურებს და უკვე ვხვდები რაც უმდა მითხრას მაგრამ საუბრის დაწყებას ვასწრებ და ვეუბნები
-გილოცავ, შენ გაიმარჯვე!
-ასეც ვიცოდი. მიჩვეული ვარ. მოკლედ მომიწევს ორი კვირით შენთან გადმოვბარგდე.
_რაო? ორი კვირითო? ახლა რა ვქნა? ლევანი რომ მოვიდეს ჩემთან და რომა ნახოს გააფრენს. არადა ლევანის ნერვები არ მაქვს, მისი გამაღიზიანებლად საოცარი მზრუნველობა ნერვებს მომიშლის.
-ჩემთან ვერ გადმობარგდები! თვითონ მოვუვლი ჩემს თავს.
-რატომ ვერ გადმოვალ შენთან?
-საოცრად ჭორიკანა მეზობლები მყავს. არმინდა უფრო გამანერვიულოს მათმა ჭორებმა.
-ნუ მართალი ხარ.
_ვაიმე მგონი დამთანხმდა, მოვიშორე.. უჰუუ..მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.
-ჩემთან წაგიყვან. საკუთარ სახლში უკეთ მოგივლი.
-რააა? გაგიჟდი?
-დაწყნარდი ეს თემა დაიხუროს!
-შენთან ვერ წამოვალ!
-რატომ?
-რავიცი შენი შეყვარებული იეჭვიანებს ან შენი ოჯახის წევრები რას იტყვიან..არა არა!
-აჰაჰა...არც შეყვარებული მყავს, არც ცოლი და არც ოჯახთან ერთად არ ვცხოვრობ.
-ჰმმ! რატო მერე? ახალგაზრდა ბიჭი ხარ სირცხვილია!
-ნუ თუ მთავაზობ შენთან ერთად ვიცხოვრო რატომაც არა.
-გეფიცები გცემ, რომ გამოვკეთდები..
-ექიმი მოდის, მერე გააგრძელე შენი მუქარები..
_ისევ ირონიული მზერით მიყურებს. ნერვებს მიშლის ეს ბიჭი თანაც საშინლად. გაბრაზებულმა ხელები გადავაჯვარედინე და პალატაში შემოსული ექიმის ლექციებს ვუსმენდი. ვერ ვიტან ექიმებს! თანაც რასაც მარიგებენ ყოველთვის საპირისპიროს ვაკეთებ. მეუბნება ნელ-ნელა წამოდექი და ეცადე რამდენიმე ნაბიჯი გადადგაო. ფრთხილად ვდგები და ვგრძნობ რომ მარვხენა ფეხი საშინლად მტკივა..ერთი ნაბიჯი და ძირს ვეშვები..რომ არა რომას ხელები იატაკზე გართხმული აღმოვჩნდებოდი.
-ექიმო რა მჭირს?
-დამშვიდდით. ფეხი გაქვთ ნაღრძობი კოჭში. მალე გაგივლით.
-ჯანდაბა. ხედავ? ყველაფერი შენ გამო მოხდა კუნთებიანო ტარზანო.
-ექიმო შეიძლება წავიყვანო? მე მოვუვლი.
-კარგით, გაწერის საბუთებს მოვაგვარებ და წაიყვანეთ.
_ამ ტარზანის ხელს ვეყრდნობი და თავს უცნაურად ვგრძნობ. რამხელა ხელები აქვს, ან თვითონ რამხელაა. თითქოს მის ხელებში ვიკარგები.
-რაო ძაან ხომ არ გაგიტკბა ჩემს ხელებში ყოფნა.
-იდიოტო! შენი ბრალია ასე რომ ვარ და ახლა იმასაც მამადლი რომ დამიჭირე?
-ქალბატონო თქვენი საბუთები მზადაა. ინებეთ ეტლი, მანქანამდე მისვლაში დაგეხმარებათ.
_გავშეშდი როცა ექთანი ეტლით შემოვიდა ოთახში. ცრემლები მოულოდნელად გადმომცვივდა. აკანკალებული ხელი ნერვიულად მოვისვი ლოყებზე და თვალები დავხუჭე.
-გადით
-ქალბატონო...
-გადიიით..გაათრიეთ ეგ ეტლი. გაეთრიეთ..მე ინვალიდი არ ვარ! მანდ არ დავჯდები..
-ქალბატონო არშეიძლება თქვენი სიარული. გთხოვთ ნუ ნერვიულობთ..
-გადიიიით.. გთხოოვ უთხარი გავიდეს..ეტლი გაიტანოს.. მომშორდიი.. კარგად ვარ! არაფერი არ მჭირს. ეტლი რად მინდა..
-მე თვითონ წავიყვან, გთხოვთ გაბრძანდით ნერვიულობს ხომ ხედავთ!
-უკაცრავად, მაპატიეთ..
_მთლიანად რომას ვეყრდნობი, თვალები დახუჭული მაქვს და უკვე აზროვნებაც მიჭირს. მთელი ძალით ვუჭერ ხელებს და ვჩურჩულებ -გთხოვ წამიყვანე. _ექთანი პალატიდან გადის, რომას ხელში ავყავარ და ისე ცდილობს წამიყვანოს ამ წყეული საავადმყოფოდან.. ცრემლიან თვალებს ვახელ და ვაკვირდები მის სახეს. ხელები კისერზე მაგრად მაქვს შემოხვეული. კორიდორი გავიარეთ, ისე რომ ერთი სიტყვაც არ გვითქვამს. მანქანაში ჩამსვა და თვითონაც დაიკავა ადგილი.
-იცი, მე არ მინდა შეგაწუხო.
-ნუ სულელობ.
-არა მართლა, სახლში დამტოვე გთხოვ.
-ეს თემა უკვე დავხურეთ და გაჩუნდი ახლა!
_თითქოს მესიამოვნა მისი მზრუნველობა. მასში რაღაც ისეთია რასაც ჯერ ვერ მივხვდი. ახლა ერთადერთი საფიქრალი ის მაქვს, ლევანს როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი..ალბათ მკითხავს -მე რატომ არ მითხარი-ო და მააშინ რა ვუპასუხო? თავს მაბეზრებ-თქო? თუ თავს მაბეზრებს მთელი ცხოვრება მის გვერდით როგორ გავძლო? "უკვე აღარ შემიძლია".. ჩემდა უნებურად ეს ფრაზა ხმამაღლა წარმოვსთქვი..რომას გავხედე, თითქოს არც გაუგონიაო, ისეთი სახე ჰქონდა. მეც დავმშვიდდი, ვიფიქრე არ აპირებს კითხვას-თქო.
-არ მეტყვი?
-რას?
-რა არ შეგიძლია..
-ის...ისაა...ფეხის ტკივილი. ძალიან მტკივა.
-მგონი ფეხზე უფრო სხვა რაღაც გაწუხებს. თუ ვცდები?
-არა არცდები, უბრალოდ არმინდა ამაზე ლაპარაკი და იმედია გამიგებ.
-კარგი, თუ მოგინდება მოგისმენ ყოველთვის.
-მალე მივალთ?
-კი მივედით თითქმის.
_კორპუსის წინ გააჩერა მანქანა, ხელში ამიყვანა და ლიფტით მეშვიდე სართულზე ავედით. რკინის წითელი კარი გააღო და დივანზე დამსვა.
-რამოგიმზადო?
-არმშია მადლობა
-არმიკითხავს გშია თუ არა.რა მოგიმზადო-თქო?
-მაშინ მოხარშული კვერცხი მინდა მაიონეზით.
-მაიონეზი დაივიწყე. არაჟანი წავა?
-მაიონეზი რატომ არა?
-მავნეა ორგანიზმისთვის არ გინდა.
-რომ მინდა?
-არათქო! აწი მე ვიზრუნებ შენს კვებაზეც და ვარჯიშზეც.
-ჯანდაბას იყოს არაჟანი..
-წვენი არ გინდა?
-კოკა-კოლა მინდა.
-გამორიცხულია..
-ღმერთო ჩემო ჯოჯოხეთში მოვხვდი.
-მოკლედ. ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი, მოხარშული კვერცხი, კიტრი-პომიდვრის სალათა, ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა და ხილის ასორტი გვაქვს სადილად.
-ნუ წავა რა!
-პიცა გიყვარს?
-აუუ კი ბევრი ბეკონით..მმმ
-ხოდა ეგ დაივიწყე. ხორცი მხოლოს მოხარშული ისიც საქონლის ან ქათმის.. ასევე თევზიც მოხარშული.
-შენ რა დიეტაზე მსვავ? კუჭის წყლული კი არ მჭირს.
-ჯანსაღი საკვები! შიგადაშიგ შესაძლოა შემწვარ-მოხრაკულიც
-სახლში მინდაა
-ჩშშშ
_იდიოტი! საუბრის საშუალებაც არ მომცა. ჯერ თავისი ხელით მაჭამა, მერე კიდევ ხელში აყვანილი შემიყვანა ოთახში და ძილი მიბრძანა. სახლში ვთხოვე წაყვანა, ტასაცმელს წამოვიღებ-თქო და უარი მითხრა.. სანამ მეძინა წასულა და ახალი ტასაცმელი უყიდია ჩემთვის.. საცვლებიც კი. ეს ბიჭი არანორმალურია..
-გაისინჯე თუ მოგერგება.
-იყოს, მომერგება..ასე ზუსტად ზომები საიდან?
-ნიჭი მაქვს ადამიანის ფიგურის სწორედ აღქმის..
-რაშუაშია?
-ეჰ რაგესმის შენ..ჰომართლა აბა ეს ნახე..
_პარკი გამომიწოდა, ვხსნი და რას ვხედავ. საღამურები თანაც კატასტროფულად გამომწვევი.
- ეს რა სიცხეა?
- საღამურები.
- შენ თუ პირველ ღამეს მიგეგმავ კიმითხარი.
- ასეთი საღამურები მხოლოდ პირველ ღამეს აცვიათ?
_ღმერთოო იცინის! როგორ მინდა მივახრჩო მაგრამ ამას მერას მოვერევი..
-ამას არ ჩავიცვავ! მე შარვალ საღამურებს ვიცვავ ხოლმე..
-კარგი მაგასაც გიყიდი.
-ჰომართლა აბაზანის მიღება მინდა.
-რომელი გინდა, კაბინა თუ ჯაკუზი?
-კაბინა.
-შეგიძლია ფეხზე დადგომა?
-შევძლებ.
-დაგეხმარები თუგინდა.
-შენრა სულ გაგიჟდი?
-გეფიცები თუ შემოგხედო.
-არმჭირდება, მადლობთ
_რომას ნაყიდი ნივთები ავიღე და ძლივს შევლასლასდი სააბაზანოში..კარი კარგად გადავკეტე და მივეცი ნეტარებას. ვგიჟდები შხაპის მიღებაზე. საათობით შემიძლია ვიდგე დუშის ქვეშ და ვინებივრო.
ტანი კარგად გავიქაფე, მიყვარს როცა კარგი სურნელი ასდის ჩემს კანს. ვცდილობ წყალი მოვუშვა მაგრამ არ მოდის, კვლავ რამდენიმეჯერ ვიმეორებ მაგრამ უშედეგოთ. ჩემს ნატკენ ფეხს გაჭირვებით ვდგავ კაბინიდან და ჰოი საოცრება...სასწაული სისწრაფით ძირს ვეცემი და არაამქვეყნიური ხმით ვკივი. ჩემს ხმაზე რომა გიჟივით მორბის კარებთან და ვდილობს კარი გააღოს..
-არშემოხვიდე, შიშველი ვარ!
-რამოგივიდა? კარგად ხარ?
-კი უბრალოდ დავეცი.
-შეგიძლია ადგე?
-ვერ ვდები, ფეხი საშინლად მტკივა.
-კარგი შემოვდივარ.
_ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე ელვისებურად შემოლეწა კარი. ღმერთო როგორ შემრცხვა. იატაკზე, სრულიად შიშველი და ქაფიანი რომ დამინახა. ვცდილობ ხელებით დავიფარო სხეული და ვუყვირი -არ შემომხედო-თქო. პირსახოცს შლის და თვალებდახუჭული მაწოდებს. როგორციქნა მოვიხვიე და ადგომაში მეხმარება.. რომას წინ ნახევრად შიშველი, ქაფიანი და თმაგაწეწილი ვდგევარ. ვერც ვუყურებ, საშინლად მცხვენია.. მარჯვენა ხელი ჩემს სახესთან მოაქვს და მეკითხება
-იტკინე რამე?
-არა, კარგად ვარ.
-ჩურჩუტო
_ხელები მაგრად მომხვია და გულზე მიმიკრა. შეწინააღმდეგების თავიც არ მაქვს, გავითიშე წამიერად. მხოლოდ მისი გულის ცემა მესმის და ჩემი გული ორმაგ ტემპში იწყებს მუშაობას.
-ქაფიანი ვარ, გაისვრები.
-არაუშავს.
_გაწეწილ თმებს სახიდან მიწევს და შუბლზე მკოცნის. რასვაკეთებ? აქ სრულიად უცნობ მამაკაცთან ერთად? ეს ნორმალურია? ჩემი საქმრო? ალბათ როგორ ღელავს. სწრაფად მოვშორდი რომას..წყალიც მოვიდა. გადავივლე და მოვწესრიგდი. მობილურს ვიღებ და ლევანს ვურეკავ, ასე ვეღარ გავაგრძელებ, ვერ მოვატყუებ.
-ზეინეფ? სადხარ აქამდე? რამდენჯერ დაგირეკე? რატო არ პასუხობ? რამე მოხდა?
-ფიქრი მჭირდებოდა ლევან
-რაზე?
-უნდა დავშორდეთ
-მეხუმრები?
-არა, არმიყვარხარ ისე როგორც საჭიროა.. არც როდესმე მითქვამს შენთვის რომ მიყვარდი.. ვერ მოგატყუებ. მაპატიე
-.......
-ლევან
-კარგი, მესმის შენი. ველოდი კიდეც ამ სიტყვებს. ვგრძნობდი მაგრამ მაინც თავს ვიიმედებდი. მადლობა გულწრფელობისთვის.
-საუკეთესო ხარ.
-მეც გაფასებ. ბედნიერად.
_ალბათ გული როგორ ვატკინე. მაგრამ თითქოს გულზე დიდი ტვირთი მომეხსნა, დამძიმებული აღარ ვარ. თითქოს შვება ვიგრძენი.
ცუდი ადამიანი ვარ, ცუდი არა საშინელი, მაგრამ ამ გრძნობით ვერ ვიცხოვრებდი, რთულია სხვამ გამიგოს, როცა მე ვერ ვუგებ საკუთარ თავს, მაგრამ სიახლოვით ტანჯვას განშორებითი ტანჯვა სჯობს.. დროებით გეტკინება და დრო თავისას იზავს. ახლოს როცა გყავს და იტანჯები ის ღრმა იარებს გაგიჩენს და შესაძლოა ვერც განიკურნო..აბა წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება გაატარო ადამიანთან ვინც არ გიყვარს.
ძლივს გამოვედი ოთახიდან. დივანზე დავჯექი და ტელევიზორი ჩავრთე. რომა წასულიყო, მე კი საშინლად მოწყენი თუმცა ცოტა გულდამშვიდებული ვიყავი. ვერ მივხვდი როგორ ჩამეძინა.
ეს ორი კვირა საშინლად გაიწელა. რომა როგორც პატარა ბავშვს ისე მანებივრებდა. ლოგინში მოჰქონდა საუზმე, ცდილობდა თბილად მომქცეოდა თუმცა საშინლად ნაგლი ტიპი იყო რაც უფრო მომწონდა მასში. ბოლო დღე იყო ამ სახლში, რომას გვერდით.ცოტა არიყოს მიჭირდა მისი დატოვება. იმედს ვიტოვებდი რომ ფიტნეს კლუბში ვნახავდი. აუჩქარებლად ვალაგებდი ჩემს ნივთებს. რომა შინ არ იყო და დაუმშვიდობებლად ვერ წავიდოდი.ჩემი ნივთები მისაღებში დავაწყვე. სამზარეულოში ისპანახის სალათა მოვუმზადე და რომაც მოვიდა.
-ვაა საჭმელი გააკეთე?
-აქამდე სულ შენ აკეთებდი, ეს მაინც დაგრჩეს სამახსოვროდ ჩემგან.
-ეს რას ნიშნავს?
-მივდივარ. საკმარისად შეგაწუხე უკვე და არვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა.
-მადლობის გადახდა გინდა?
-აჰამ
-მაშინ დარჩი
-რაა?
-ხო რაიყო? დარჩი.
-არა, დარჩენით ვერ დავრჩები.
-ძალიან რომ გთხოვო?
_ძალიან ახლოს იყო ჩემთან.ყოველი ფეხის გადმოდგმისას გული უფრო უმატებდა მუშაობის ტემპს. მისი მზერა ისეთია ადგილზევე, რომ გაგყინავს და მოძრაობის საშუალებას არ მოგცემს. მისი ღიმილისას, ძალაგამოცლილივით ხარ. ფრთები გესხმევა და გგონია რომ უსასრულოდ შეგიძლია იფრინო. უკიდეგანო ოკეანეში, თამამად შეაბიჯებ და ოდნავადაც არ გაიფიქრებ ჩაძირვაზე.
თვალები დავხუჭე და გავიღიმე. ახლა ვფიქრობ რატომ მოვიქეცი ასე? უბრალოდ მინდოდა იმ მომენტისათვის ჩემი ფანტაზიაც ჩამერთო..წარმოვიდგინე როგორ მხვევს ხელს და გულში მიკრავს. როგორ მეუბნება, რომ ვუყვარვარ და ჩემთან ყოფნა უნდა. როგორ მეფერება ჩამოშვებულ თმებზე და მის გასწორებას ცდილობს. ისე ღრმად წავედი ოცნებებში, თვალების გახელა ლამის დამავიწყდა. ვახელ თვალებს და ჩემს წინ ხელებგადაჯვარედინებული მომღიმარი სახით დგას და მიყურებს..
-რას აკეთებ?
-მე...მე უბრალოდ რაღაც წარმოვიდგინე..
-თუ ვიღაც?
-ვიღაც? არა რა ვიღაც.
-კარგი რა ზეინეფ, ორივე ვხვდებით რომ ამ ორმა კვირამ ჩვენში მიზიდულობის საშინელი სურვილი გააჩინა. არვიცი რამოხდება შენრომ წახვალ და არც მინდა ამაზე ფიქრი. ერთადერთი ადამიანი ხარ ვისი ზრუნვაც მსიამოვნებს. შენი სურნელია მთელს სახლში. სულ სხვანაირია მთელი სახლი შენრომ აქ ხარ.
-ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
-არვიცი რას ნიშნავს, ან რა არის ამ სიტყვების თქმის მიზეზი. ვერც ვიტყვი შემიყვარდი-თქო, უბრალოდ ის ვიცი რომ ვერ გაგიშვებ.
-არვიცი რაგითხრა..
-ვიცი არც შენ გინდა წასვლა.
-არმინდა მაგრამ, არც დარჩენა მინდა...
-დროს მივანდოთ ყველაფერი. გთხოვ დარჩი.
-ნუ თუ იმ დღეებს ამინაზღაურებ რაც ლოგინში გავატარე კი.
-თქვენს განკარგულებაში მიგულეთ ქალბატონო.
-ახლა მშია თან ძალიან..
-მგონი ეს ის დღეა როდესაც გამონაკლისი უნდა დავუშვათ.
-ანუ
-ნებისმიერ საჭმელს გაგიკეთებ რაც კი გინდა..
-ვაუუუ...მართლაა?
_სიხარულით ტაში შემოვკარი და ისე ჩავეხუტე რომას რომ ვერც გავიაზრე.
-ბოდიში.. _თავი დავხარე და სამზარეულოსკენ შევტრიალდი..
-ბოდიშიო. რა ბოდიში მოდი აქ
_მარჯვენა ხელზე მისი ხელი ვიგრძელი, მთელი ძალით თავისკენ შემატრიალა და ჩვენი ტუჩები ერთმანეთში აიხლართა, ხელები ლოყებზე ნაზად დავადე. ვცდილობდი დრო გამეწელა, მთელ გრძნობას ვაქსოვდი იმ კოცნაში რომელიც პირველი იყო და რომლის ემოციაც, მთელი ცხოვრება მინდოდა მეტარებია..
-არაფერი მითხრა გთხოვ, თავი ვერ შევიკავე.
-და მოხდა რამე? _ნაძალადევად გავუღიმე და სამზარეულოში შევედი. ცრემლები თავისით მდიოდა თვალებიდან და ვერ ვიკავებდი..ვცდილობდი ღრმად მესუნთქა, არმინდოდა შეემჩნია ცრემლები რომელიც მეც არ ვიცოდი რატომ მსდიოდა.
-აბა რა მოვამზადოთ?
-რაც შენ გაგეხარდება ქალბატონო..
-მმმ...ნეკნები სოუსით, შემწვარი ფრთები კოკა-კოლაში, პელმენი არაჟნით, ცხელი მჭადი და ყველი..
-ვაიმე..შემწვარი ფრთები და თან კოკა-კოლაში?
-აჰამ..
-მოგიკვდი მე შენ..ასე ძალიან როგორ გაშიმშილე..
-მოკლედ შეჭამ ჰო?
-ნუ ნეკნებზე არვიტყოდი უარს..
_პიცა შევუკვეთეთ, ნუ ყველაფერი რესტორანში შევუკვეთეთ გარდა შემწვარი ქათმის ფრთებისა და ჭადისა რომელიც თვითონ მოვამზადე..სუფრა გავაწყვეთ და ისე გემრიელად შევექეცი გეგონებოდათ ორითვეა არაფერი უჭამიაო..სუფრა რომამ აალაგა, ჭურჭელი დასარეცხად მოათავსა და გვერდით მომიჯდა..
-ხვალისთვის რა დავგეგმოთ?
_ასეთი მზერით როცა მიყურებს ვერ ვაზროვნებ და თან თუ მიღიმის კიდეც. ვხვდები რომ ტუჩებზე მიყურებს თვალმოუშორებლად და ეს უფრო მაბნევს..
-კარუსელებზე წავიდეთ რა..
-გაგიჟდი?
-რატომ? მინდა..
-ჰმმმ..კარგი.
-თბილისში არა ოღონდ
-აბა?
-ციცინათელაზე
-გაგიჟდი? დასავლეთში კარუსელების გამო წავიდე თბილისიდან?
-აუუ იქ მინდაა.
-კარგი ერთი პირობით..
-თანახმა ვარ..
-რომარ მითქვამს პირობა მაინც?
-კიი
-მაშინ მაკოცე და ამაღამ ჩემთან ერთად დაიძინეფ იმ საღამურებში მერომ გაჩუქე..
-რაა?
-შენუკვე დამთანხმდი..
-კარგი..ლოყა მოწიე
-ლოყა?
-ჰომ
-რალოყა როცა არსებობს ტუჩები
_მეც არ დავაყოვნე და ვაკოცე..თანაც ისე საშინლად ვაკოცე რომ ლამის ჭკუიდან გადავიდა როცა მის ტუჩებს მოვწყდი და ოთახისკენ წავედი..
-მოემზადე დასაწოლაად ვიძინებთ.
-ჯერ?
-დიახაც.. ადრე უნდა ავდგეთ შენი ახირების წყალობით.
-ოქეიი..
_საღამურები ჩავიცვი და მის გვერდით მოვკალათდი..ვითომც არაფერი, ტკბილი ძილი ვუსურვე და ზურგი შევაქციე ...
-შენც ტკბილი ძილი პატარავ..
_ჩემს ზურგს აეკრა, მუცელზე ხელი შემომხვია და ყურში ჩამჩურჩულა.. ალბათ მეტყობოდა, ცოტა ავღელვდი მაგრამ არ შევიმჩნიე და ჩახუტებულებმა დავიძინეთ..
მეორე დღეს ადრიანად დავადექით გზას. ძლივს ჩავაღწიეთ, ვისადილეთ და ციცინათელაში გავწიეთ..ყველაზე დიდი ატრაქციონი რომელიც იყო მისკენ გავიქეცი. რომაც გავიყოლე რა თქმა უნდა..ცოტახან დამელოდეო მთხოვა და სადღაც გაუჩინარდა..ვერ ვითბენდი ისე მინდოდა ადრენალინის გრძნობა განმეცადა..და აი ის სანატრელი წუთები..ბორბალი დაიძრა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს..მაქსიმალურ სიმაღლეს ვახწევთ და უეცრად ჩერდება..
-რა ჯანდაბა მოხდა? რომა მეშინია .
-შენზეა დამოკიდებული მუშაობას გააგრძელებს თუ არა.
-ჩემზე? რა ჩემზე ყველა პანიკაშია ვერ ხედავ? ხუმრობაა ეს?
-ზეინეფ ცოლად გამომყვები?
-რაა?
-იცოდე უარის შემთხვევაში აქედან ვერ ჩახვალ..
-კიიიი კიიი გამოგყვები..
_მთელი ხმით ვკივი და რომას მაგრად ვეხვევი..ბორბალიც რამდენიმე წუთში აგრძელებს მუშაობას მეკი ორმაგად ბედნიერი და გახარებული ვარ..რაც კი რამ მომინდა ყველაფერი გავაკეთეთ..ამასობაში დაღამდა კიდეც და სასტუმროსაკენ გავწიეთ..ვივახშმეთ და ნომერში ავედით..
-იცი გიჟი ხარ.
-რატომ?
-საიდან მოიფიქრე ხელის თხოვნა თან ესე?
-შენ რამ მოგაფიქრა ციცინათელა?
-არვიცი მაგრამ დღეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში..
-უფრო ბედნიერი იქნება.
-რას გულისხმობ?
-ჩშშშ!!
_ხელში აყვანილი საძინებელში შევყავარ და ჩვენი სხეულები ერთ მთლიან ხორცად იქცა იმ ღამით..ჯერ კიდევ არვიცი რატომ მოხდა ასე სწრაფად ყველაფერი..ისიც არვიცოდი მიყვარდა თუ არა მაგრამ ბედნიერი ვიყავი.. რომას გვერდით უსაზღვრობ ბედნიერი და ლაღი ვიყავი..
დილით ვცდილობ კოცნით გავაღვიძო და ისიც ღიმილიანი სახით მეგებება..ავდექით, მოვწესრიგდით და თბილისისაკენ გამოვსწიეთ..საშინლად დაღლილები შევდივართ სახლში და ჩემთვის უცნობი ქალი დივანზე დამჯდარი გვხვდება..
-დედა? აქ რას აკეთებ?
-შვილო როგორახარ?
-მე კარგად
-რაგაოცებული სახით მიყურებ?
-არგელოდი
-არგამაცნობ ამ გოგოს?
-ჩემი საცოლე, ზეინეფი..ეს კი დედაჩემია მაია..
-საცოლე?
-დიახ..
-ზეინეფ შვილო, გთხოვ ცოტახანს მარტო დაგვტოვე..
_უსიტყვოდ ვემორჩილები და ოთახში შევდივარ..გული საშინლად მიცემს ალბათ ცუდი უნდა მოხდეს რამე..
-შვილო რასაკეთებ? შენ მასზე ვერ დაქორწინდები
-ვითომ რატომ დედა?
-კარგად იცი მამაშენის ანდერძი..თუ ეკოს გარდა სხვა ქალს შეირთავ ყველაფერს დაკარგავ..ყველაფერს რასაც მამაშენი მთელი სიცოცხლე აშენებდა გაანადგურებ..
-დედა არ მაინტერესებს თქვენი ქონება..მე მიყვარს ეს გოგო და ცოლად მოვიყვან..ახლა გავდივარ და რომ დავბრუნდები აქ აღარ გნახო.
-კარგი შვილო..
_ვერ გავიგე რაზე კამათობდნენ..ხმა კარგად არ მესმოდა მაგრამ გული საშინლად მიცემდა..ცოტახანში იმქალის ხმა გავიგე, მეძახდა..
-მოხდა რამე?
-მოხდა შვილო კი.
-რამოხდა? რომა სადარის?
-რომა გიყვარს?
-ვერ მიგიხვდით რატომ მეკითხებით..
-თუ რომა გიყვარს უნდა წახვიდე და აღარასდროს ნახო.. ის შენ გამო საკუთარ საცოლეს ტოვებს იცი? მამამის ღალატობს შენს გამო და ყველაფერს ანადგურებს ამით..ამის უფლებას ვერ მივცემ..თუ მართლა გიყვარს წადი..
-მე..მე რა შუაში ვარ? მე ის მიყვარს..
-თუ გიყვარს ახლავე წადი..
_სული გამეყინა, ნელ-ნელა სხეულიც მეყინებოდა..ცრემლიც კი ცივი მსდიოდა ლოყებზე. არვიცოდი რა მექნა. რომამ მომატყუა? ნუთუ საცოლე ყავდა.. ვტოვებ და მივდივარ კაცს რომელიც მიყვარს.. ჰო მიყვარს..ვხვდები რომ საშინლად მიყვარს და მის გარეშე ვერ გავძლებ..
-წადი სანამ რომა მოვა..ნუ ჩადგავ ფეხს ცოდვაში..არგინდა შვილო..თუმართლა გიყვარს ნუ დაუნგრევ ცხოვრებას..
_არაფერი მითქვამს, ბეჭედი მოვიხსენი, ფურცელზე რამდენიმე სიტყვა დავწერე და წავედი..არვიცი რა რეაქცია ექნებოდა რომას მაგრამ მეხომ მისთვის გავაკეთე..იქნებ ჯერ მეკითხა, მაგრამ რა? საცოლე გყავს თუ არა-თქო? ან მართლა გინგრევ თუ არა ცხოვრებას-თქო? დედამისის სიტყვებმა ფსიქოლოგიურად გამანადგურა.. ნახევარი აღარც მახსოვს რა მითხრა ისე ცუდად გავხდი..ავდექი და წამოვედი..რამდენიმე დღე ჩემს ბინაში გავატარე შემდეგ კი დედასთან საბერნეთში გავფრინდი..ცუდად ვიყავი..სული მტკიოდა. გული ფაქტიურად აღარ მქონდა, სითბოს ვერ ვგრძნობდი..ჩემი თბილი ხელები ყინულად ქცეულიყო და ვერაფერი ვერ მითბობდა..რომასგანაც არაფერი ისმოდა, როგორც ჩანს მართალი იყო დედამისი და მის ცხოვრებაში ზედმეტი ვიყავი...ორ თვეში გავიგე რომ ჩემში ახალი სიცოცხლე იწყებდა არსებობას..ამან სიხარულით ამავსო და ვდილობდი ყოველი დღე ჩემი შვილის მომავალზე ფიქრით დამეწყო.
დღეები გადიოდა..თანდათან უფრო და უფრო ვიბერებოდი..ბლოკნოტი ავიღე და წერა დავიწყე..ყოველ იმ წუთს ვინიშნავდი ჩემი პატარა რომ გაინძრეოდა, ფეხს მომარტყავდა და საშინლად აწრიალდებოდა..ყველა ემოციას ვიწერდი..პირველ გრძნობას როცა მისი გულისცემა მოვისმინე, როცა პირველად გაინძრა და როცა მისი დანახვა შევძელი..ეხოს ფოტოზე მაგრამ მაინც ხომ დავინახე..დედაჩემი ყოველდღე მიმეორებდა უფლება აქვს გაიგოს რომ მამა ხდება-ო მაგრამ ეგ უფლება ჩვენ ცხრა თვის წინ წაგვართვეს. უკვე სიარულიც მიჭირს..რამდენიმე დღეა საშინელი ტკივილები მაქვს და საავადმყოფოში მაწვენენ..წერას მაინც არ ვწყვეტ..მინდა ჩემი შვილი როდესაც 15 წლის გახდება ნახოს როგორ მოუთბენლად და სიხარულით ველოდი მის დაბადებას.. სქესი ჯერაც არ ვიცი მაგრამ ბიჭი თუ იყო აუცილებლად ალექსს დავარქმევ, გოგოს კი ლიზას. დედას ისე ეყვარება როგორც არავის ამქვეყნად..ისხომ მთელი ცხრა თვე დედის გულთან ყველაზე ახლოს იყო....



***
-შვილო დაასრულე კითხვა?
-მამა ძალიან ცუდად ვარ..ცრემლები მახრჩობს და გული შუაზე მეპობა..ნეტა დედა აქ იყოს ახლა..
-როცა ბებიაშენმა დამირეკა მალე მამა გახდებიო, სიხარულით ლამის შევიშალე.. მეორე დღესვე გავფრინდი..ადგილს ვერ ვნახულობდი ისე მოუსვენრად ვიყავი როცა ახალმისულს მითხრეს, უკვე სამშობიარო ბლოკში აიყვანესო..ნახევარი საათი წინ და უკან დავდიოდი..ექიმი გამოვიდა და გვეუბნება ვწუხვართ, ან დედა უნდა აირჩიოთ ან ბავშვიო.. ჩემი ღრიალი მის ბლოკამდეც ახწევდა..ექიმები უყვიროდნენ არ დანებდე შენი მეუღლე მოუთბენლად გელოდება გარეთ-ო.. გამოსული ექიმი თავდახრილი მოდიოდა ჩვენსკენ და მაშინ მეგონა რომ შენ დაგკარგე ალექს. გილოცავთ ჯამრთელი ბიჭი შეგეძინათ-ო რომ გავიგე სიხარულის და ტკივილის ცრემლები ერთად მსდიოდა სახეზე..მაშინ მივხვდი რომ ჩემი სიყვარული დავკარგე..სიყვარული რომელმაც ახალი სიცოცხლე მაჩუქა..წასვლის წინ ექიმმა მითხრა ბოლომდე იბრძოდა-ო. ჩემი შვილის ტირილს სანამ არ გავიგონებ ვერ დავტოვებ და წავალ-ო.. როგორც კი ბავშვი დაიბადა და ტირილი დაიწყო მომღიმარი სახით დაგვემშვიდობა-ო. ეს დღიური კი ბებიაშენმა მომცა..ყველაფერი აქ ეწერა, ჩვენი გაცნობის წამებიდან ბოლო წუთამდე..
-ვტირი მაგრამ ბედნიერების ცრემლებით, ვამაყობ რომ მყავს დედა რომელსაც ჯერ არ დაბადებული სიგიჟემდე ვუყვარდი..
-ალექს დღეს იუბილარი ხარ და რომარა დედას სურვილი ამ დღიურს დღეს არ წაგაკითხებდი..წადი ახლა მეგობრები გელოდებიან..
_ალექსი ოთახიდან გავიდა, ზეინეფის მომღიმარ ფოტოს აკოცა რომამ და ჩაილაპარაკა
-შენს სულს ვფიცავ, მანდაც იამაყებ ჩვენი შვილით...



№1 სტუმარი სტუმარი pawu

ძალიან კარგი იყო disappointed_relieved disappointed_relieved disappointed_relieved

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი pawu
ძალიან კარგი იყო disappointed_relieved disappointed_relieved disappointed_relieved

გაიხარე ❤

 


ვაიმეეე, ვგიჟდ3ბი შენზე

 


№4  offline მოდერი Natiiaa33

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმეეე, ვგიჟდ3ბი შენზე

საყვარელოო ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი nuki

bednieri dasasruli mouxdeboda

 


№6  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი nuki
bednieri dasasruli mouxdeboda

შესაძლოა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent