შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და ნიუტონი /2/


19-03-2019, 16:58
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 867

შორიდან ჩამესმის ხმა, თვალების გახელას აშკარად ვერ ვახერხებ, ვხვდები რომ ჩემს გარშემო ხალხი ირევა, ხო ბოთლის ხმა, ანუ ჩემს თავს დაატყდა ეგ ბოთლი თავში. ვიცოდი, რომ ანნა ტვინით ავადმყოფი ყოველთვის იყო, თუმცა ასეთი? არა ასეთი ნამდვილად არ მეგონა. თვალი უნდა გამეხილა მაგრამ ელენის ხმა მომესმა.
- იცი სრულ ჭკუაზე ვერ ხარ მგონი. რამდენჯერ გაგაფრთხილო, ფეთქებადი და წინდაუხედავი ადამიანი ნუ ხარ-მეთქი!
- მისი ბრალია! მას მამაჩემის ქონებიდან არაფერი ეკუთვნის! ამას ვერ ხდები დედა?
- ანნა!
- რა ანნა? სახლის ოცდაათი პროცენტი მისია, მისი და არა ჩვენი!
- მამაშენის სურვილს პატივი ეცი.
- დედაა! - ყვირის და თავის ტკივილი უფრო მიმძაფრდება.
- გაჩუმდი ანნა. - წამოვიკვესნე, თვალები გავალიხე. ოთახის კუთხეში ექიმი ატუზულა მისთვის და სახე გაწითლებული აცეცებდა თვალებს.
- როგორ ხარ ლეა? - მიახლოვდება ელენი და წყლის ჭიქას მაწვდის.
- კარგად ვარ, უბრალოდ თავი მისკდება, რამდენი საათი ვიყავი ასე?
- მთელი ღამე, უკვე დილის თორმეტი საათია. - გაოცებული შევხედე, ოცი საათი გათიშული ვიყავი?
- მეტის ღირსია - მომესმა გველი ანნას ხმა.
- იცი ახლა შენი ნერვი არ მაქვს, მაგრამ გპირდები ამისთვის პასუხს მოგთხოვ.
- გამაცინე. - საძინებლიდან ისე გადის, რომ მგონია კარს ჩამოამტვრევს. ექიმი მიახლოვდება და სისხლიან ბინტს მხსნის.
- შეგიძლიათ უკვე სიარული, წამლებს გამოგიწერთ, გამაყუჩებელსაც, ტკივილის დროს, რომ მიიღოთ ხოლმე.
- მადლობა. - ექიმი გადის და ელენთან ერთად მარტო ვრჩები, სასტიკად არ მინდა ახლა ფიქრი, მინდა ავდგე და წავიდე, ჩემს სახლში მივიდე და ყველაფერი გადავამუშაო, თუმცა ის ლაპარაკს იწყებს.
- როგორც უკვე ვთქვი, მე ჩემი ქმრის სურვილებს, პატივს ვცემ. ავთანდილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო... ხოდა მეც, ვემორჩილები მის სურვილს, ბოლო უკანასკნელ სურვილს.
- ამით რისი თქმა გინდათ? - დავჯექი, შევემზადე რომ უნდა ავმდგარიყავი, თაბრუ არ დამხვევია.
- შეგიძლია ამ სახლში იცხოვრო, კანინითაც და უკანონოდაც, შენი შენი სახლიცაა.
- თქვენ ვერ მიმითითებთ მე რა გავაკეთო, ეს სახლი ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. გპირდებით, რომ ბოლოს ოცდაათი პროცენტკი კი არა, ასივე ჩემი იქნება.
ხმის ამოღების საშუალება არ მივეცი, ისე დავტოვე საძინებელი. მძულდა, მთელი არსებით მძულდა ეს ადამიანი...

ორმა დღემ განვლო, საწოლში ისე ვიწექი ხმას არ ვიღებდი, ბოლოს უკვე სიარულიც შემეძლო და თავი გამაგიჟებელი ტკვილებიც აღარ მკლავდა. დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე, არადა არაფერი მინდოდა, ერთი თეთრიც კი. მოსაღამოვდა, კარზე ზარის ხმა გავიგონე, ბატონი ნიკო.
- როგორ ხარ ლეა? - მეკითხება როდესაც მისაღებში დივანზე ჩემს მოპირდაპირედ ზის.
- მადლობა ახლა კარგად ვარ, რაიმეს დალევთ, ჩაის? ყავას?
- არა, არა. სალაპარაკო მაქვს შენთან.
- თუ ანდერძზე უნდა მელაპარაკოთ, არაფრის გაგონება არ მინდა, მართლა. ჩემი ფულიც თქვენ გქონდეთ თუ გინდათ, არაფერი მინდა. - ვუთხარი, კალამი რომ მქონოდა წერტილს დავსვამდი.
- მე ვალდებული ვარ ეს გავაკეთო, შენს ქონებაში შედის, ოცი პროცენტი კომპანიიდან, დაჩა ქალაქგარეთ რომელიც დედათქვენს აჩუქა წლების წინ, სახლის ოცდაათი პროცენტი და ასევე სოლიდირი თანხა რომელოც აი ამ ბარათზეა. - ბარათი მაგიდაზე დადო და შემომხედა - და კიდევ ერთი რამ, აი ეს, დღეს დილით გადმომცა ადვკატმა, ბატონმა ავთანდილმა მკაცრად ითხოვა, რომ ეს მხოლოდ თქვენთვის გადმოგვეცა.
- ეს რა არის? - გამჭვირვალე ქაღალდში ჩადებულ დისკს შევხედე.
- არ ვიცი, იქნებ რაიმეს თქმა მარტო თქვენთვის სურდა.
- კი მაგრამ - უკვე გასასვლელში იდგა.
- დამირეკეთ როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, მე დაგელოდებით.
ხელის კანკალით ჩავრთე ლეპტოპი, დისკი ჩავდე. სამჯერ ჩავრთე და სამივეჯერ გამოვრთე, ბოლოს ავდექი ერთი დიდი ჭიქა წითელი ღვინო დავლი და სიგარეტი მოვწიე, ამან ცოტა მიშველა, ისეც ლეპტოპს დავუბრუნდი.
- გამარჯობა მამას კნუტო - პირველად, მისი გარდაცვალების შემდეგ, თვალიდან ცრემლი მსკდება, ისტერიულად ვაპაუზებ და მის ნაღვლიან სახეს ვიყურებ. სახლიდან წამოსვლის შემდეგ, მის წანაშე დავიფიცეც რომ მის გამო არასოდეს ვიტირებდი. თუმცა ახლა, არანაირი პურობა, ზღვარი არ არსებობს. პატარაობაში, როდესაც რომელიმე მშობელი მიყვირებდა ან დამტუქსავდა კარადაში, მაგიდის ქვეშ ან სადმე ჩუმ ადგილას ვიმალებოდი, ამის შემდეგ შემარქვა მამამ, კნუტი. ბოლოს ასე, დიდი ხნის წინ მომმართა, ძალა მოვიკრიბე და მაუსს ხელი დავაჭირე.
- ამ ვიდეოს ჩაწერა, ბოლო წამს გადავწყვიტე, ადამიანი ყოველთვის გრძნოვს დასასრულს, აი იმ დასასრულს რომელსაც სიცოცხლის ბოლო წამები ჰქვია. იცი, ყველაზე მეტად შენზე ვნერვიულობ, გონებაში მხოლოდ ერთი სახელი მიტრიალებს, ლეა. იცი შვილო, მართალია მე კარგი მამა არ ვიყავი, მაგრამ მე მაინც შენს ერთადერთს მშობლად დავრჩი რომელის გაგაჩნდა, დედაშენი არაჩვეულებრივი ქალი იყო, მაგრამ ადამიანებს უყვარდებათ შემდეგ. მეც შემიყვარდა, თუ ამის გამო შენთან დავაშავე, ბოდიში. გულით გიხდი ბოდიშს, თუმცა უნდა იცოდე, რომ შენ ჩემთვის პირველი შვილი, საუკეთესო დანატოვარი ხარ ამ ქვეყნად. რაც შეეხება ქონებას, კომპანიას, ვიცი რომ უარს იტყვი. შვიდი მანძილზე ბარათიდან რომელიც ძალით მოგეცი ერთი თეთრიც კი არ მოგიკლია და საკითარი თავით, ირჩენდი თავს. მაგრამ, გთხოვ, მამის საბოლოოდ თხოვნად ჩათვალე. გამოიყენე შენი მამაცი, შეუპოვარი ხასიათი და არ მისცე კომპანიას ჩაიძიროს. ნიკო შენს გვერდით იქნება, მე კი აღარ. მაპატიე, მიყვარხარ ლეა, ვიცი რომ შენც.
ეკრანი შავდება, თვალებს ვაცეცებ იქნებ გაგრძელდეს-მეთქი თუმცა ამაოდ, ტირილი ისტერიაში გადამდის, ბოლოს კი იატაკზე ვეცემი და ამდენი დღის მოთბენილ, დაგროვებულ ტკივილს უფლებას ვაძლევ გამოვიდეს. ორი საათი ტირილში გავატარე, სანამ კარებზე ზარის ხმა არ გავიგონე, არ ჩერდებოდა. ბოლოს გავაღე
- ლეა?! - დიმა გაოცებული მიყურებდა.
- დიმა! - მოვეხვიე და ტირილი კვლავ განვაგრხე, სანამ ოცი წუთის შემდეგ ხელი არ გამიშვა დივანზე არ დამაჯინა და რაღაცის ლაპარაკი არ დამიწყო.
- რა მოხდა? შენ ხომ ასე არ იყავი...
- ვიდეო ჩაწერა ჩემთვის, მე... მე ისე ცუდად ვარ, ისე ცუდად!
დიდი ხანი ვლაპარაკობდით მე და დიმა, ბოლოს მისი ფსიქოლოგიური ლაპარაკით, გამაღიმა და შუბლზე მაკოცა.
- აი შენი მარტინი - ზურგზაკიდან მარტინის დიდ ბოთლს იღებს და მაგიდაზე დებს.
- ახლა არაფრის თავი მაქვს.
- მოდი ორი და სამი ჭიქა დავლიოთ, შემეხვეწები კიდევ დამისხიო.
ღამით კარგად შეზარხოჟებულმა, დიმასთან ერთად, ტირილის და სიცილის შემდეგ, სიგარეტს მოვუკიდეთ.
- მომენატრე, ძალიან - მივეხუტე, დიმა რომ არა, ახლა ალბათ ისევ იატაკზე თავ დამხოვილი ვიქნებოდი.
- მეც ლეა, ახლა ორივეს მძიმე პერიოდი გვაქვს, თუმცა ყველაფერს ერთად გადავიტანთ.
- იმედი მაქვს, მოიცა უნდა დავრეკო - ღვინოს დავაბრალო, მამას სიტყვებს, ანნას საქციელს თუ მოზღვავებულ ენერგიას არ ვიცი, მაგრამ ტელეფონს ვიღებ, ნიკოსთან ვრეკავ. ოთხი ზარის შემდეგ მპასუხობს.
- ლეა? კარფად ხარ? - აშკარად ეძინა და გავაღვიძე
- კარგად ვარ ბატონო ნიკო, უბრალოდ რაღაცის თქმა მინდა. - ღრმად ამოვისუნთქე
- ამ დროს? მგონი მამას იმაზე მეტად ემსგავსევი, ვიდრე მეგონა.
- ღმერთო ჩემო - საათს შევხედე, ღამის ოთხი საათი იყო. - მაპატიეთ, თუმცა ახლა რომ არ გითხრათ ეს, არამგონია შემდეგ მოვახერხო.
- გისმენ ლეა. - ვეცადე, რომ გამართულად და აუღელვებლად მესაუბრა.
- თანახმა ვარ კომპანიაში ვიმუშაო, ყველაფრისთვის მზად ვარ. თქვენი დახმარება დამჭირდება, როგორც მამაჩემმა თქვა ვიდეოში, ხვალვე გადმოვიფორმებ ყველაფერს,თუ შესაძლებელია ეს...
- ხვალ ათზე კომპანიაში იყავი, პირველი შეხვედრაა, ახალი უფროსების. - გაოცებული დავხედე ტელეფონს ვითონ თვითონ მას ვუყურებდი, მეტი არაფერი? - წარმატბებს გისურვებ ლეა.
და გამითიშა, არც კი შემაქო გადაწყვეტილებით, ღმერთო ჩემო...

- გაიღვიძე გოგო დროზე! - სწრაფად ვდგები, დიმა კარადაში იქექება და განწირული იძახის ჩემს სახელს.
- რა არის? - ჯერ კიდევ მძინავს.
- ცხრა საათია, შენ კიდევ არ ჩაგიცვამს, ორმოც წუთში უნდა გახვიდე სახლიდან, ვერ მოასწრებ.
საათს გაოცებული ვუყურებ, არადა მეგონა ახლახანს დავიძინე. დიმა ლუდის ქილას ფანჯრიდან ისვრის, როგორც კალათბურთელები ბურთს, დაცემის ხმა არ მესმის და გაოცებული ვიყურები.
- ვიღაცას მოხვდა! - მიყურებს და ეცინება შემდეგ ფანჯარას უახლოვდება და იყურება.
- დაგაყარე მიწა შენ! შენ ტუტუცო, მინა რომ ყოფილიყო რას შვებოდი მერე?
- მინა რომ ყოვილიყო კი არ გადმოვაგდებდი? დიდი ამბავი, იქნებ ტვინი აგიმუშავდეს! - უყვირის უბნის ჭორიკანა ქალს, სიცილისგან მუცელი მტკივდება, დიმა კი რაღაცეებს ამბობს, ისევ ქალს ლანძღავს ან წყევლის.
- აი ეს ჩაიცვი - წყლის გადავლების შემდეგ, ხელში მუხლებამდე შავ კაბას, მხრებზე გადმოსულს მაჩეჩებს.
- ეს რად მინდა?! - გაოცებული ვუყურებ მის გვერდით ვერცხლისფერ მაღალქუსლიანს.
- რა რად გინდა გოგო?! აბა რითი მიდიხარ ჯინსებით? თუ იმ კაპიუშონებით გამოტენილი, რომ გაქვს გარდეროფი?
- არა დიმა მე მაღალ ქუსლიანს და ამ გამომწვევ კაბას არ ჩავიცმევ! - კატეგორიულად ვუარყოფ და გარდერობისკენ მივდივარ
- არა! - ხელზე მწვდება და მაჩერებს - მოდი უბრალოდ ჩაიცვი, თუ არ მოვეწონება გაიძრე.
- ოხ დიმა - ისეთი სახე აქვს ვემორჩილები, დიმასთან საცვლების ამარა ყოფნა არ მრცხვენია, რადგან დიმა ჩემთვის დაქალია და არა ძმაკაცი.
- მკერდი გაგზრდია - მიყურებს და ბიულსატერზე მანიშნებს - სად იყიდე? ლამაზია შენ ხო იცი.
- იცოდე ბიულსატერის ყიდვა არც კი გაბედო! აქვე მოგკლავენ ქუჩაში!
- ჩემს ტანსაცმელს გამოწეული მკერდი არც მოუხდება - დოინჯ შემორტყმული მეუბნება - მიდი მაღლებიც დროზე!
- რა მაღალია! - სარკეში ჩემს თავს ვუყურებ. კაბა მუხლებს ოდნავ ზემოთაა, მხრებზე ჩამოწეულია და ჩემი სისუსტის გამო ლავიწები ლამაზად გამოწეული ჩანს, საჯდომიც გამოკვეთილია, თუმცა მისი სიდიდით ვერ დავიკვეხნი. შავი გრძელი თმა უკან გადავიყარე, ტუჩზე უფერული, ბრჭყვიალა პომადა წავისვი და დიმას წინ დავდექი.
- ღმერთო თვალი არ გეცეს! ულამაზესი ხარ!
- არა, ძალიან უხერხულად ვგრძნობ ამ კაბაში თავს. - კაბაზე ოდნავ გრძელ, თხელ შავ მანტოს მაწვდის.
- მოდი ერთხელ გარისკდე და გპირდები აღარ ჩავერევი შენს ჩაცმულობაში. მეც ჩაიცვმევ და წავიდეთ ტაქსით.
დიმას ოთახს ვუთმობ და კიდევ ვეწევი, ბოლოს ტელეფონის ხმას მოვყავარ რელაობაში.
- ელა მძღოლი გელოდება ქვევით, მე დღეს არ ვიქნები.
- მძღოლი რა საჭირო იყო? თქვენ რატომ არ იქნებით, ოცდაათი პროცენტი ხომ თქვენია?
- მე ბევრი სხვა საქმეც მაქვს, ახლა ამ ასაკში, ოჯახში უფრო მეტი დრო უნდა გავატარო ვიდრე გარეთ.
- და?
- და ჩემს შვილს ვაბარებ ამ საქმეს.
- ვის დავითს? - ვეკითხები მის დიდ ბიჭზე.
- არა ლეა, ლევანს.
- ჩამოვიდა? - ვოცდები, ლევანი რომელიც პატარაობაში ჩემთვის ლეო იყო, ესპანეთში წლებია ცხოვრობს.
- დიახ, მამათქვენის გასვენებაზეც იყო, თუმცა ვერ იცნობდი, უნდა გავთიშო, წარმატებები!
- მადლობა - და გათიშა, ამ დროს დიმა ისეთი გამოდის პირი ღია მრჩება. კოჭებამდე ღია ვარდისფერი კლასიკური შარვალი ჩაუცვამს, თეთრი საროჩკა და ორი ღილი შეუსნია, ფეხზე ადიდასის თეთრი კედები, ხელში კი კლასიკური ოთხკუთხედი ჩანთა.
- ამის დედაც, საოცრება ხარ! - მიცინის და თავის ქებას იწყებს.
- მე კაფებში მივალ, იქ ჩვენ რომ დავდივართ ხოლმე, იქ იმდენი ჭორიკანა იქნება გავარკვევ ამბებს, თან დაგელოდები.
- წამოდი მძღოლი მელოდება და დაგტოვებ - კიბეებზე ჩასვლისას, მღოლს ხედავს თუ არა იფერებს.
- მეც რომ დავურეკო ხოლმე მოვაა? - მეცინება და მანქანაში ვსხდებით.
- მანქნის ყიდვას მხოლოდ ჩემთვის არ ვაპირებ, შენც გიყიდი, როგორც გინდოდა წითელ ბეემვეს. არ ვაპირებ მძღოლმა მატაროს, მერე რას არ იტყვიან ჩემზე. - ისე კივის მძღოლი ატორმუზებს.
- მართლა გოგო? არა არა, ამდენს ვერ დაგახარჯებ!
- მოკეტე და გადადი, მაგვიანდება, დღეს არამგონია ვიმუშაო, დასრულდება თუ არა შეკრება დაგირეკავ.
გადადის თუ არა კაფეს წინ მდგომ ქალს კოცნის, მესმის როგორ ეუბნება მძღოლმა მომიყვანაო და მეცინება.
ჯანდაბას ყველაფერი, კარგი დავთანხმდი თუმცა ახლა რა მეშვლებოდა?
მამაჩემის კომპანია, ჩვეულებრივი კომპანია არ იყო. იქ იქმნებოდა თამაშები, რომესაც მთელი მსოფლიოს მაშტავიით, პატარები თუ დიდები ტელეფონებით და კომპოიტერებით თამაშობდნენ. მამაჩემს კი უამრავი იდეა ჰქონდა ყოველთვის, ახალი თამაშების გამოსაგონებლად. პატარაობისას სპეციალურად ჩემთვის ქმნიდა თამაშებს და ყოველ ჯერზე გაოცებული მტოვებდა.
თუმცა ყველაფერი ერთი თამაშიდან დაიწყო. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამდე და ასე შემდეგ. ახლა კომპანიაში უამრავი ადამიანი ერთ თამაშს ანვითარებს, შემდეგ ახალის ძიებაში იდეებით ივსებიან. ამან მამას უამრავი ფული მოუტანა, რადგან კომპანიამ შეძლო სამსუნგის ოფიციალური მხარდაჭერა მიეღო და პიარიც კი გაუწიეს.
- მოვედით. - მეუბნება მძღოლი, მადლობას ვუხდი და გადავდივარ. ტანში ჟრუანტელი მივლის, ხშირად არ დავდიოდი აქ მაგრამ, აქაურობაც ნაცნობია ჩემთვის, თუმცა ეს მამას უფრო მახსენებს ვიდრე სხვა დანარჩენს.

კომპანიაში ვცდილობ მხრებ გამართულმა შევიდე, შემიძლია დავიფიცო, რომ ყველა მე მიყურებს სანამ ლიფტის კარები არ გაიღება და არ შევალ. გოგონა დამხვდა და მითხრა მეოთხე სართულზე ადითო.
კომპანიში ყველა იმ თამაშის ფოტოები რომელიც გამოუშვიათ. ყველაფერი მინის და უზადოდ სუფთაა, ლიპტში თმებს უკან ვიწევს და თავს მე თვითონ ვიმშვიდებ, ხელები გამიოფლიანდა და საშინლად მიკანკალებს.
ლიპტის გასასვლელეში საბედნიეროდ ვატო და ვასო მხვდებიან, რაღაზე იციანიას, ჩემი დანახვისას ვატო მიხლოვდება.
- ლისა - მეხვევა - ვწუხვარ ანნას საქციელის გამო, ცოტა ვერ არის ეგ გოგო.
- ცოტა კი არა ბევრი. შენ არაფერ შუაში ხარ - ვამშვიდებ, თუმცა მე უფრო ვარ დასამშვიდებელი ახლა - როგორ ხარ ვახო?
- მადლობა კარგად. - ვახოც ძალიან მხიარულია თუმცა ჩემთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს.
- იცი რა მადარდებს? - იცინის და ვასოს უყურებს, შემდეგ მე - იქ სიცილი რომ აგვივარდეს მერე რა გავაკეთო?
- ღმერთო ჩემო - მეცინება - მეტი სანერვიულო არაფერი გაქვს?
- შენ რა განერვიულებს? არა თურმე ქალბატონი ქეთა დღეს გამოგვცდის.
- რაა?! - უფრო ვნერვიულდები, ქეთა კომპანიის მენეჯერია, მამაჩემსაც კი ეშინოდა მისი ხოლმე თუ გაბრაზდებოდა, რადგან მაქსიმალურად მოითხოვს ზუსტ ყველაფერს და ავადმყოფურად ჭკვიანია.
- ხო,ახალი თამაში ჭირდბათ თუმცა ჯერ არ ვიცით რატომ - ამ დროს ლიფტის კარი იღება და ანნა,ქეთასთან ერთად გამოდის. ქეთა ჭაღარათმიანი ლამაზი ქალია.შავ შარვალსა და თეთრ როლინგში გამოწყობილი, ანას კი ვარდისფერი გაშლილი კაბა აცვია, რაზეც ნერვები მეშლება და ვცდილობ არ შევხედო.
- მოგესალმებით - ხელს გვართმებს ქეთა და გვანიშნებს შევიდეთ.
გრძელი მაგიდა, ოცამდე სკამით და ეკრანებით. ყველა ვსხდებით, ქეთას გარდა ყველას დაბნეული საქმე აქვს, ტყუპები კი რაღაცაზე ჩურჩულებენ.
- ლევანი გვაკლია თუმცა უნდა დავიწყოთ, რადგან დღეს ბევრი საქმე მაქვს. - გვიხსნის ლევანის შესახებ, ბატონმა ნიკომ რომ დანიშნა.
- რომ დაველოდოთ არა? - ამბობს ანა და ქეთას სახის დანახვისას ჩუმდება.
- რადგან კომპანია ხუთი მფლობელი უკვე ჰყავს, ერთი და იგივე პროცენტებით, საქმეს გაინაწილებთ და უჩემოდ არაფერს იზამთ, მანამ სანამ არ ისწავლით. იმედია, იმედებს არ გამიცრიებთ, რადგან მამათქვენმა, ავთანდილმა დიდი ხანი მოანდომა კომპანიის განვითარებას, იგივე უნდა გაიმეოროთ თქვენც. კითხები გაქვთ?
- თუ არა ძალიან კარგი - ხმას არცერთი ვიღებთ - ჩვენი ახალი თამაში მზადდება ეიფლისთვის, ისინი აწყობენ კონკურს რომელშიც ორასამდე ჩვენნაირი კომპანია შედის, მხოლოდ ხუთს ირჩევენ. ამის შემდეგ, თუ ხუთეულში მოვხვდევით, ეიფლ სთორი ჩვენთვის ხელმისაწდომი იქნება და თამაშებიც უფრო მოთხოვნადი.
- ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? - ვეკითხები.
- თამაში მოფიქრებულია, როგორც "შიმშილის თამაშებშია" არენა, ისეთივე იქნება, ოღონდ უნდა დაიმალოს რაღაც კონკრეტული ნივთი, ასი ადამიანიდან მხოლოდ ერთი იპოვის, არენა ტრიალებს, როგორც დედამიწა, არენას მრგვალი ფორმა ენქება, წყებითა, კუნძულებით და ვიმეორებ როგორც დედამიწაა მსგავსი იქნება.
- და რა ნივთი უნდა იყოს დამალული? სახელი იცით თამაშის? - იკითხა ვატომ
- სახელს, იმ ნივთის თუ რაღაცის მოგონების შემდეგ. ასევე ნივთის დანახვისას კოდური სიტყვაც უნდა ჩაწერონ, ლოგიკური, მიახლოვებული...
- ფული? კოდური სიტყვა კი სეიფი? - მინდა გავიცინო ანას სიტყვებზე თუმცა თავს ვიკავებ.
- არა, ეს ცოტა არ იყოს ბანალურია... - ქეთა თავს აქნევს და ჯდება.
აზრები ერთმანეთში მერევა, უნდა იფიქრო! ვეუბნები გონებას და ტვინს, იფიქრო და...
- ხე! - ვაბობ დაუფიქრებლად.
- რა ხე? - გაკვირვებული მიყურებენ.
- ხე, ტრიალ მინდოზე დიდი აყვავებული ხე, მასზე ერთი ვაშლი, დიდი მწვანე ვაშლი... - ყველა აზრი სწრაფად მომდის გონებაში.
- კარგი და კოდური სიტყვა? - ერთად ამბობენ ანნა რომელსაც ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე და ქეთა სერიოზული სახით.
- ნიუტონის ვაშლი! - ჩემი სიტყვები ორად მეჩვენება, უკან ვიხედები და უცხო ბიჭს ვხედავ რომელს კარებს დოინჯ შემორტყმული მოყუდებულა მიღიმის რადგან აშკარად ერთად ვამბობთ “ნიუტონის ვაშლი"



№1 სტუმარი მირიამ.ოო

აი უკვე მიყვარსსს!
შენ კი თამთა საოცრება ხარ!
გელოდები მოუთბენლად!

 


№2  offline მოდერი Tamta.k

მირიამ.ოო
აი უკვე მიყვარსსს!
შენ კი თამთა საოცრება ხარ!
გელოდები მოუთბენლად!

მაარ უთბილესო მადლობაა❤️

 


№3 სტუმარი anna

მთლიანობაში კარგია, მაგრამ რაღაც ვერ გავიგე, როგორც გიწერია ლეა 9 წლის იყო ანა რომ ეყოლათ და 19 წლის იყო სახლიდან რომ წამოვიდა, მაშინ 21 წლის გამოდის და მისი და-ძმა პატარა ბავშვები და რანაირად უნდა მართონ კომპანია. თუ მე ვცდები და რამე არასწორად გავიგე flushed

 


№4  offline მოდერი Tamta.k

anna
მთლიანობაში კარგია, მაგრამ რაღაც ვერ გავიგე, როგორც გიწერია ლეა 9 წლის იყო ანა რომ ეყოლათ და 19 წლის იყო სახლიდან რომ წამოვიდა, მაშინ 21 წლის გამოდის და მისი და-ძმა პატარა ბავშვები და რანაირად უნდა მართონ კომპანია. თუ მე ვცდები და რამე არასწორად გავიგე flushed

აი ზუსრად ახლა დავარედიქტირე ზოგი რაღაც და წლებიც❤️
ძალიან კარგია რომ დააკვიდი! ❤️
მიხარია რომ კითხულობ.

 


№5 სტუმარი anna

Tamta.k
anna
მთლიანობაში კარგია, მაგრამ რაღაც ვერ გავიგე, როგორც გიწერია ლეა 9 წლის იყო ანა რომ ეყოლათ და 19 წლის იყო სახლიდან რომ წამოვიდა, მაშინ 21 წლის გამოდის და მისი და-ძმა პატარა ბავშვები და რანაირად უნდა მართონ კომპანია. თუ მე ვცდები და რამე არასწორად გავიგე flushed

აი ზუსრად ახლა დავარედიქტირე ზოგი რაღაც და წლებიც❤️
ძალიან კარგია რომ დააკვიდი! ❤️
მიხარია რომ კითხულობ.


დარედაქტირებულსაც გადავხედე ეხლა, მაგრამ ლეას და-ძმა მაინც ძალიან პატარები (ანა 15 წლის და ძმები 13წლისები) გამოდიან, იმისთვის რომ კომპანიაში წამოსკუპტდნენ, ისინი ხომ არასრულწლოვნები არიან, შესაბამისად მათ მაგივრად დედა უნდა ყოფილიყო იქ, ან ვინმე ნდობით აღყურვილი პირი.

 


№6  offline წევრი Rania

Ai turme sadhkidia niutonis vashli. Zalian kargiaaa. Moutmenlad veli gagrzelebass. Yochaggg
--------------------
Q.qimucadze

 


№7  offline მოდერი Tamta.k

anna
Tamta.k
anna
მთლიანობაში კარგია, მაგრამ რაღაც ვერ გავიგე, როგორც გიწერია ლეა 9 წლის იყო ანა რომ ეყოლათ და 19 წლის იყო სახლიდან რომ წამოვიდა, მაშინ 21 წლის გამოდის და მისი და-ძმა პატარა ბავშვები და რანაირად უნდა მართონ კომპანია. თუ მე ვცდები და რამე არასწორად გავიგე flushed

აი ზუსრად ახლა დავარედიქტირე ზოგი რაღაც და წლებიც❤️
ძალიან კარგია რომ დააკვიდი! ❤️
მიხარია რომ კითხულობ.


დარედაქტირებულსაც გადავხედე ეხლა, მაგრამ ლეას და-ძმა მაინც ძალიან პატარები (ანა 15 წლის და ძმები 13წლისები) გამოდიან, იმისთვის რომ კომპანიაში წამოსკუპტდნენ, ისინი ხომ არასრულწლოვნები არიან, შესაბამისად მათ მაგივრად დედა უნდა ყოფილიყო იქ, ან ვინმე ნდობით აღყურვილი პირი.

ყველაფერს ისე ვარედაქტირებ, რომ ანნა ოცის და ტყუპი თვრამეტის გამოვიდნენ...

 


№8  offline წევრი Gemini mood

Momwons es istoria❤❤velodebi gagrdzelebas

 


№9  offline მოდერი Tamta.k

Rania
Ai turme sadhkidia niutonis vashli. Zalian kargiaaa. Moutmenlad veli gagrzelebass. Yochaggg

ჯერ დიდი ისტორია აქვს ვაშლს❤️
დიდი მადლობა...

Gemini mood
Momwons es istoria❤❤velodebi gagrdzelebas

უხ ძალიან გამახარე❤️

 


№10 სტუმარი თოოლიიაა

ძააააალიან კაარგია!მაგრამ ნუ აგვიანებ დადებას რაა

 


№11  offline მოდერი Tamta.k

თოოლიიაა
ძააააალიან კაარგია!მაგრამ ნუ აგვიანებ დადებას რაა

დღე ჩაგდებით ვდებ, თუმცა ვეცდები ყოველ დღე დავდო❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი anamaria

მაგარიააა აი თურმე ნიუტონი რა შუაშია მგონი მაგარი ამბები დატრიალდება აქ, მე მომწონს და ველოდები

 


№13  offline მოდერი Tamta.k

სტუმარი anamaria
მაგარიააა აი თურმე ნიუტონი რა შუაშია მგონი მაგარი ამბები დატრიალდება აქ, მე მომწონს და ველოდები

უღრმესი მადლობა❤️

 


№14  offline წევრი Maryam_

აუ აუ აუ აი ძაალიან მიყვარხარ❤
ძაალიან მაგარია❤ მართლა უმაგრესია რამაგრად დასრულდა "პროსტა"❤
წარმატებები, თავები არ დააგვიანო გელოდები❤
აუძალიან კარგობაა❤ მართლა მომეწონა ❤ პს.მოვლენები მალე არ განავითარო და უცბათ არ დაამთავრო რა ისტორია ❤

 


№15  offline მოდერი Tamta.k

Maryam_
აუ აუ აუ აი ძაალიან მიყვარხარ❤
ძაალიან მაგარია❤ მართლა უმაგრესია რამაგრად დასრულდა "პროსტა"❤
წარმატებები, თავები არ დააგვიანო გელოდები❤
აუძალიან კარგობაა❤ მართლა მომეწონა ❤ პს.მოვლენები მალე არ განავითარო და უცბათ არ დაამთავრო რა ისტორია ❤

ვაი საყვარელო, დიდი მადლობა!
არა პატარა ისტორია ნადვილად არ იქნება❤️

 


№16  offline წევრი Elea_Nora

მოგენატრე? გულრწფელად თქვი თამთა.:დდ ნუ მოკლედ ეხლა წავიკითხე ორივე თავი და აღფრთოვანებული ვარ შენი ფანტაზიით და ყოლიფერით პერსონაჟებით და სიუჟეტური ხაზიც! აი მაგარი ხარ რა! ზეთს ვაი აი ლავ იოუ❤❤ გელი 3 თავით ჩემო ტკბილო!❤

 


№17  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
მოგენატრე? გულრწფელად თქვი თამთა.:დდ ნუ მოკლედ ეხლა წავიკითხე ორივე თავი და აღფრთოვანებული ვარ შენი ფანტაზიით და ყოლიფერით პერსონაჟებით და სიუჟეტური ხაზიც! აი მაგარი ხარ რა! ზეთს ვაი აი ლავ იოუ❤❤ გელი 3 თავით ჩემო ტკბილო!❤

მომენატრე?! თავს ვიკავებ, რომ არ გაგლანძღო ახლა სახალხოთ!
ორივე თავის დადებისას შენ გელოდებოდი, მართლა რაა.
აბა რა გეგონება თავი, რომ მიმაჩვიე?
მანც გაბრაზებული ვარ არ გეპატიება შენ ეს დაგვიანება! მეც მიყვარხარ ხო იცი არა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent