შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელს ნუ გამიშვებ 4


20-03-2019, 04:13
ავტორი ლილეანა
ნანახია 1 521

ანა ვიცი გაბრაზდი დაუმშვიდობებლად და უთქმელად რომ წავედი,მაგრამ იცოდე მე უფრო ვბრაზდები საკუთარ თავზე,რადგან რომ დაგმშვიდოდბებოდი ვეღარ წავიდოდი გესმის?გამოსავალი მხოლოდ ამაში ვიპოვე რომ წერილი.მაინც დამეტოვებინა შენთვის.იცი ამით საკუთარი თავისნმხილება გამომდის,მაგრამ მერწმუნე ეს რომ არ გამეკეთებინა ვერ შევძლებდი ახალი ცხოვრების დაწყებას სხვაგან ამ მძიმე ტვირთით.ჩემ ძველ ცხობრებასთან ერთად ამასაც აქ ვტოვებ ამ წერილში.
ესპანეთში რომ ვიყავით ინვესტორებთან შეხვედრაზე გახსოვს?მაშინ 20-21 წლის ვიყავითსაღამოს რატომღაც პლიაჟზე გასვლის მაგივრად აიტეხე კლდიან სანაპიროზე წავიდეთ,გადმოსახტომებზეო.ჩემ თვალწინ უცებ მაღალი ქუალებიდან,წყალში მხტომ თხად გარდაისახე.არ ჩერდებოდი უფრო მაღლა და მაღლა მიიწევდი.სიმართლე გითხრა მაშინ გამიკვირდა სენი გამბედაობა.გადასახტომად ვემზადებოდით,როდესაც არვიცი რატომ მაგრამ ძალიან შეგეშინდა და ტკიპასავიტ მომეკარი ზედ. მე ინერციით თავი ვერ შევიკავე და ორივე გადავეშვით ზღვაში.მაშინდელი შენი ხმა ,,ხელი არ გამიშვა თორნიკე'' ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპს ექოსავით თან სდევს და ძალას მმატებს გესმის?წყალში რომ ჩავცვივდოთ მ8ვხვდი რომ რაც არ უნდა ძნელი ყოფილიყო შენთვის ხელი,არც იმ უსასრულო ბობოქარ ზღვაში და არც ისეთივე ბობოქარ ცხოვრებაში არ უნდა გამეშვა.კლდიდან ზღვამდე წამის მეასედში მივხვდი რომ შემიყვარდი გესმის?შენი შეშინებული თვალები არასოდეს არ მავიწყდება.იცი მაშინ საკუთარ თავს და შენც მალულად დაგპირდი რომ ეს შიში შენი თვალებიდან აღარასდროს გამომხედავდა,მაგრამ ვერ შევძელი.უტას სიკვდილმა ისევ ის ანა დამანახა.შენი თვალები იმ აზვირთებულ ტალღას ჰგავდა ნაპირზე რომ ყველას და ყველაფერს ანგრევს.შენს სიყვარულთან ერთად დღითიდღე მემატებოდ შიში იმისა რომ შეიძლებოდა სამეკარგე.იცი რატომ მეშინოდა?ვფიქრობდი რომ გამოგტყდომოდი ზურგი არ გექცია და შენი სახით ჩემი ბავშვობა და ახალგაღდობა არ დამეკარგა.მეშინოდა მაგრამ წლების განმავლობაში გულში ნაგროვები სიყვარული გარეთ გამოშვებას და დღის სინათლეს მთხოვდა.ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა გადავწყვიტე,საკუთარ თავსა სა სიყვარულთან დიდი ბრძოლის შემდეგ,შენთვის ყველაფერი მეთქვა.შენ სანდრო გამაცანი როგორც შენი შეყვარებული.იმ დღეს ცხოვრებაში პირველად ვიამაყე საკუთარი თავით,რომ სიყვარულა ვძლიე და არ ვიჩქარე თქმა.არ ვიჩქარე შენს დასაკარგად.მეგობარსა და სიყვარულს შორის მე მეგობარი ავირჩიე და დამერწმუნე რომ ამ საკითხზე შენთან დღემდე არაფერი შემშლია.გამუდმებული ომი მქონდა ორ თორნიკეს შორის.ერთი,რომელიც შეყვარებული იყო და მეორე რომელიც სიცოცხლის ფასად მალავდა ამ სიყვარულს.იცი როგორია ცალმხრივი და თან უთქმელი სიყვარული?წარმოიდგინე ზღვაში დგახარ და უწყლოობისგან იხრჩობი,ზღვის წყალი რომც დალიო მოწამლულია და იცი მაინც აუცილებლად მოკვდები.ხშირად წარმომ8დგენია ჩემი თავის მოჩვენებითი გამოსახულება.სიყვარულს რომ მიაცა უფლება გარეთ გამოსულიყო შენთვის ხელი ჩაეკიდა და თუკი სადმე რაიმე ადამიანური ბედნიერება შეუქმნია ღმერთს,ყველაფერი სენთვის მოენიჭებინა.ანა გეფიცები,გეფიცები შენს თავს,რაც სანდრო გამოჩნდა შენს ცხოვრებაში ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ შეიძლებოდა ჩემი ყოფილიყავი,ხოლო მანამდე თუ ვფიქრობდი ძალიან გთხოვ ესეც მაპატიე.რომ მითხარი სანდროს ცოლად მივყვებიო ისე გიციმციმებდა ეგ ზღვისფერი თვალები ,რამის შიგნით ჩავიკარგე.მივხვდი რომ თუ სანდროს ესე შეეძლო შენი გაცისკროვნება აუცილებლად მოგანიჭებდა ბედნიერებასაც.როდესაც თეთრ კაბაში დაგინახე გემახსოვრება ჩემი ცრემლები,თავს ვერ მოვერიე.ჩემი ტკივილი ვერ გადაფარეს თვალებმა.მე იმ უძირო უფსკრულში ჩავვარდი,რომლის თავზეც წერტილივითღა მოჩანდი შენი თეთრი კაბით.
გეფიცები არასოდეა ვყოფილვარ სანდროს მიმართ ცუდად განწყობილი.მას არაადეოს არ შეშლია შენთან ურთიერთობისას.პირიქით კმაყოფილიც კი ვარ რომ ღმერთმა ასეთ ადამიანს დაუკავშირა შენი ბედი.დარწმუნებული ვარ რომ სენ და პატარა მისთვის ყველაფერი ხართ.იცი როგორ შემეშინდა იმ გრძნობის რაც შემდეგ დამრჩებოდა ჩემი ხელი რომ მუცლისკენ წაიღე?პატარა წამომჯდარი მუცელი მთლიანად დაფარა ჩემმა ხელმა.სასწაულად ავფორიაქდი ხელის გულზე რომ მაგ საოცრებამ გამირბინა.მთელ სხეულზე ჟრუანტელი დამდიოდა.ვგრძნობდი რომ ვეღარ გავუძლებდი გესმის?და სასწრაფოდ გაგეცალე.გარეთ რომ გამოვედი ჩემდაუნებურად გამეფიქრა,ნეტავ ეს პატარა ჩემი ყოფილიყო თქო.სასიამოვნოდ გამეღიმა,თითქოს მეამა ეს ფიქრი,მაგრამ შემდეგ ძალიან შემრცხვა.ვერ ვაპატიე ეს ჩემ თავს და მაშინ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი.მე ამის შემდეგ ვეღარც შენ და მითუმეტეს სანდროს თვალს ვერ გაგისწორებდით.ვერ ვიქნებოდი თქვენს გვერდით ისე თითქოს არაფერი მომხდარა.სინდისი არ მომცემდა ამის საშუალებას.ხვალ ყველაფერი დამთავრდება,დამნაშავეები დაისჯებიან,მათ შორის ჩემი გულიც,რომ შენი სიყვარული გაბედა.ზეგ კი ახალი დღე დაიწყება,შენთვის ბედნიერების მაგრამ ჩემთვის არვიცი,ალბათ მარტოობის სა მონატრების.ანა თუ ოდესმე შენ შეძელი და მაპატიე,იცოდე რომ მე ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს.მინდა იყო ანა ჩემი ბავშვობიდან და არა დაკარგული მეგობარი მომავლიდან!!


წერილი რომ წავიკითხე მაშინღა მივხვდი ცრემლებისგან ხელში სანთელივით ჩამდნობოდა.მეგონა ჩემი გულის ყველა სარქვწლი ერთიანად დაიკეტა.ის ის იყო უნდა გავგუდულიყავი ღრმად ამოვისუნთქე,ფეთიანივით წამოვვარდი და მანქანისკენ გავიქეცი.მარტო ის მახსოვს ძიძას რომ დავუბარე გვიან მოვალთქო.მანქანა საავადმყოფომდე როგორ ვმართე არვიცი.ექიმმა რომ დამინახა გაოცება გადაეკრა სახეზე.
-ანა აქამდე აქ რომ არ მყოლოდი ნანახი ვიფიქრებდი რომ ამ წამს გაიგე თორნიკეს ამბავი.
-ბატონო აკაკი გთხოვთ თორნიკესთან შემიშვით.ალბათ მიხვდა ჩემთვის რისი ტოლფააიც იქნებოდა მისი უარი და ნება დამრთო.თორნიკე აქამდეც ხშირად მყავდა ნანახი მაგრამ ესე ახლოდან არა.მის სხეულზე ათასნაირი მილი იყო მიერთებული,ვერ გაარკვევდით რომლის გზა საით მიდიოდა.ისეთი უმწეო და უსუსური იყო,როფორც ჩვილი ბავშვი.მის სხეულს დამდნარი უფრო შეეფერებოდა ვიდრე გამხდარი.რომ ვუახლოვდებოდი სხეული ისე მიკანკალებდა,ძირს როგორ ვდგავდი ფეხს ვერ ვგრძნობდი.მისი ხელისკენ წავიღე ხელი მაგრამ შეხება ვერ გავბედე,შემეშინდა.მისი სახე მუდამ მომღიმარი სავსე მთვარესავით გაბადრულიყო და სიცოცხლია არანაირი ნიშან-წყალი არ ეტყობოდა.მის ღაჟღაჟა ტუჩებს თითქოს კუთხიდან გაპარვოდა სიწითლე.ლოყები ჩაცვენილი და თვალები,რომლის გამოხედვაც ყოველთვის სითბოთი იყო სავსე სადღაც მილეულა და მისძინებია.
-თორნიკე დაბრუნდი გთხოვ,ძალიან ბევრი რამე უნდა გითხრა.არ ვარ შენზე გაბრაზებული,გთხოვ დაბრუნდი.მჯერა,მწამს,ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება,ან იქნებ არც იყოს კარგად.ამოვიღნავლე და თავი ვეღარ შევიკავე,მის უძრავ სხეულზე დავემხე.ვთხოვდი დაბრუნებას მაგრამ ისიც კი არ ვიცოდი ოდესმე მის ხმას კიდევ გავიგებდი თუ არა.



№1 სტუმარი liko

ეს რა იყოოო :(( ნუთუ ესე გაწირე თორნიკე/? სანდროც კარგია მაგრამ მაინც არ გამიხარდა მათი ქორწილი. ისეთი სათაურია რატომღაც ანას გვერდით თორნიკეს ვხედავდი

 


№2  offline წევრი ლილეანა

liko
ეს რა იყოოო :(( ნუთუ ესე გაწირე თორნიკე/? სანდროც კარგია მაგრამ მაინც არ გამიხარდა მათი ქორწილი. ისეთი სათაურია რატომღაც ანას გვერდით თორნიკეს ვხედავდი

ქორწილზე თემა რატომ არ განვავრცე სულ მალე გაიგებთ.თორნიკე ძალიან კარგი პიროვნება..ვიცი არ მოელოდით მაგრამ ჩემი აზრით მისი ეს მდგომარეობა ბევრ რამეს გაარკვევს❤❤დიდი მადლობა რომ კითხულობთ❤❤ძალიან მიხარია❤

 


№3 სტუმარი liko

ლილეანა
liko
ეს რა იყოოო :(( ნუთუ ესე გაწირე თორნიკე/? სანდროც კარგია მაგრამ მაინც არ გამიხარდა მათი ქორწილი. ისეთი სათაურია რატომღაც ანას გვერდით თორნიკეს ვხედავდი

ქორწილზე თემა რატომ არ განვავრცე სულ მალე გაიგებთ.თორნიკე ძალიან კარგი პიროვნება..ვიცი არ მოელოდით მაგრამ ჩემი აზრით მისი ეს მდგომარეობა ბევრ რამეს გაარკვევს❤❤დიდი მადლობა რომ კითხულობთ❤❤ძალიან მიხარია❤

ახლა ამ პასუხის მერე რატომღაც უფრო მეტად ვარ შემდეგი თავის მოლოდინში ❤️

 


№4  offline წევრი ლილეანა

თავი გუშინ საღამოდან უკვე ატვირთულია მაგრამ ადმინისგან ელოდება დადასტურებას.როდის დაიდება არვიცი????მაპატიეთ ლოდინისთვის❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent