თვალები რომელმაც იდილია დამირღვია [სრულად]
_____________________________________ ოცდაჩვიდმეტი თებერვალი არ არსებობს! _____________________________________ სუსხიანი დღე იყო.. ქარი ხის ტოტებს არწევდა და თებერვლის სიყვარული სითბოს მჩუქნიდა... კანზე სიცივისგან ტაო დამყროდა.. მე კიდევ მაინც ასე თამამად ამ სიცივეში გახვეულ ამინდში ვაგრძელებდი სიარულს... დავდიოდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი... ვაკვირდებოდი ხეებს, რომლებიც უფრო ლამაზად მეჩვენება მომაბეზრებელი სიმწვანის გარეშე... ვაკვირდებოდი ბალახს, რომელიც საერთოდ გადახუნებულ იყო, ესეც ლამაზი იყო სიმწვანის გარეშე... კედელი, რომელიც შავად შეუღებავთ, ისიც კი ლამაზი იყო ძველი მწვანე კედლებისგან განსხვავებით... ყველაფერი შედარებით ლამაზი მეჩვენებოდა სიმწვანის გარეშე... თითქოს მწვანეს, რომ არ ვხედავდი უფრო ამაყად დავდიოდი.. იმდენს აღარ ვფიქრობდი... და კონცენტრირებასაც ყველაფერზე ვახდენდი... აღარ მეჩხირებოადა მწვანე ფერი ყველგან, რაც უკეთესი იყო ჩემთვის... მწვანე ხომ შენს თავს მახსენებდა... შენს ულამაზეს თვალებს.. რომელშიც მთელი სამყაროს ფერები ირეკლებოდა... შენმა თვალებმა დაარღვია ჩემს ცხოვრებაში იდილია... გამოჩნდით შენ და შენი თვალები... თვალები რომელმაც მოსვენება წამართვა... თვალები, რომელისთვისა სულ მინდოდა მეყურებინა... და ერთ დღესაც მეწურება "ყურების ვადა" ასე უცბათ ქრები ჩემი ცხოვრებიდან.. არც კი მიხსნი არაფერს ისე ქრები.. შენი გაქრობიდან ერთი კვირა გავიდა... შემდეგ ერთი თვე... და ახლა უკვე ერთი წელი შესრულდა... იცი ცოტა უცნაურია თებერვლის შვიდ რიცხვში გაგიცანი..და ერთი წლის მერე თებერვლის ჩვიდმეტში მოულოდნელად გაუჩინარდი... ვფიქრობ და ისევ ვაკვირდები ყველაფერს.. და მართლაც სრულიად გამქრალა მწვანე ფერი სამყაროდან.. თითქოს ისიც შენთან ერთად აორთქლა, ოღონდ წამოსვლა ცოტა დააგვიანდა... მწვანე აღარსადაა და ახლაც შენზე ვფიქრობ... ამჯერად იმიტომ, რომ შენს თავს აღარაფერი მახსენებს და ეს მაკვირვებს... სიარულით დაღლილი სკამზე ვჯდები და თავს უკან ვაგდებ... ზევით, ცაში, უსასრულობაში ვიყურები.. ვადევნებ შებინდების ლურჯ ცას თვალს და ისევ შენზე ვფიქრობ... თვალებს ვხუჭავ და თავს "ვანჯღრევ", შემდეგ თავს ვასწორებ და თვალებს ვახელ... და ვოცნებობ, რომ არ გამეხილა... სუნთქვა მეკვრის... გული მისწრაფდება.. თვალის გუგები გადიდებას იწყებს... და ვგრძნობ თითქოს სხეულიდან სული მეცლება... მას ვხედავ მის მწვანე თვალებს... მისმა თვალებმა შემაყვარა ეს ფერი... და მანვე მაიძულა შემჯავრებოდა ის... თითქოს დრომ თვალწინ გამირბინა... ყველაფერი გამახსენდა.. გამახსენდა პირველი ჩახუტება... პირველი გულრწფელი საუბარი... გამახსენდა თითოეული თემა რაზეც გვისაუბრია.. და საერთოდ გამახსენდა ის, ჩემი პირველი სიყვარული... სუნთქვა თითქოს მწყობრში მიდგება... ამაზე მას ეცინება.. და მხოლოდ ახლა ვფიქრდები იმაზე, რომ შეიძლება ის უბრალოდ მელანდებოდეს.. და ალბათ ასეცაა.. იმიტომ, რომ საერთოდ არ შეცვლილა მისი თვალები... ისევ ისეთი ფერადია როგორიც იყო... ისევ ისე ბრწყინავს, როგიც ადრე... და მეც ისევ ისეთ ბედნიერებას მანიჭებს როგორც ადრე მანიჭებდა.. უბრალოდ ხმას ვერ ვიღებ... არ ვიცი რა შეიძლება ვუთხრა.. ისიც არ ვიცი რეალურია თუ არა... მაგრამ მისი სუნთქვა რომელიც ჩემს სახეს ეფინება ჟრუანტელს მგვრის... შემდეგ ისევ იღიმის და თვალები უფრო უნათებს... ისე თითქოს ისიც იმავეს გრძნობდეს რასაც მე... და მეკითხება... "-რას ხედავ ჩემს თვალებში" მე კიდევ კითხვისნიშნის მოგვრით ვპასუხობ"-სამყაროს თითოეულ ფერს?" ყოყმანობს მაგრამ მაინც მეუბნება.. "-დარწმუნებით მითხარი, ისე რომ შენს თავში ეჭვი არ შეგეპაროს" ხმამაღლა ამოვისუნთქე და თამამად დავიწყე "-შენი თვალები სამყაროს ირეკლავენ, უბრალოდ გაცილებით ნათელ ფერებში ვიდრე სამყაროა" ის იღიმის სკამზე გვერდით მიჯდება... ხელს მხვევს და მიხუტებს.. მეც გასუსული ვზივარ და ვფიქრობ თუ როგორ მომნატრებია... ამ დროს ტელეფონს დავხედე იმ იმედით, რომ თებერვლის ოცდაშვიდი არ იქნებოდა და იმედები გამიცრუვდა... ____________________________________ შვიდ თებერვალს შეგხვდი... მეორე წლის ჩვიდმეტ თებერვალს გაქრი... და ახლა ისევ ერთი წლის მერე ოცდაშვიდ თებერვალს ისევ გამოაჩინე შენი ფერადად მწვანე თვალები ჩემს სამყაროში... ____________________________________ *** მადლობა, რომ წაიკითხეთ❤ *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.