შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათამაშო (თავი2)


20-03-2019, 23:07
ავტორი R.M
ნანახია 4 965

სახლში დაღლილი დავბრუნდი, პირდაპირ საძინებელში შევედი და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დავწექი. „რატომ იჩხუბა?“ თავში მიტრიალებდა კითხვა. რამე უხამსი თქვეს და დამიცვა? რატომ? ვინ ვარ მისთვის? სამი დღეა მხოლოდ ვიცნობ. თუმცა მე მისი ოჯახის წევრი ვარ. მის სახლში ვცხოვრობ და დამიცვა. რა არის აქ გასაკვირი. კაბა გავიხადე, საღამურები ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად. იქ იდგა და ხელს იხვევდა.
-გტკივა?-მისი ხელი ჩემს ხელში მოვიქციე და შეხვევაში დავეხმარე.
-ცოტა, მგონი ძარღვი აიყარა.-მასთან ახლოს ვიდექი, მისი ცხელი სუნთქვა თმაზე მეცემოდა და გონებას მირევდა. ხელი გადავუხვიე და ჩაიდანი გაზქურაზე შემოვდგი.
-ჩაი უნდა დავლიო, დალევ?-შევხედე.
-მხოლოდ შამპანიურს.
-რაა? რა შამპანიურს?-შევხედე გაოცებულმა.
-ხომ უნდა დამთვრალიყავი და ამოგელაგებინა ყველაფერი რასაც ჩემზე ფიქრობ. ხო და დავლიოთ და ამოალაგე.-ირონიულად მიყურებდა.
-არა გმადლობ, სამსახურის დაკარგვა არ მინდა.-წარბი მაღლა ავუწიე და ვცადე გვერდი ამევლო.
-მე კი მინდა ვიცოდე რას ფიქრობ.-მკლავზე ხელი მომკიდა, მეორე ხელი ნიკაპის ქვეშ ამომდო და თავი მაღლა ამაწევინა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მზერით ცდილობდა ჩემს ტვინში შემოღწევას.
-რას ვფიქრობ? მე არ მინდა იცოდეთ რას ვფიქრობ. ჩემი ფიქრები ჩემია და მორჩა.-არ ვიცი როგორ მოვახერხე ამის თქმა, მაგრამ მოვახერხე და თავი დავიხსენი მისგან.
-ჩაიდანი ადუღდა, ჩაის აღარ სვავ.-უკნიდან მომაძახა.
-არ მინდა, თუ არ შეწუხდებით გამორთეთ გაზქურა.-ისე ვუთხარი მისკენ არ შემოვბრუნებულვარ.
საწოლში შევწექი და ღრმად დამეძინა. ღამით გულამოვარდნილმა გავიღვიძე, დემნა დამესიზმრა, მეფერებოდა. რა ჯანდაბა მჭირდა, გიორგიზე ვფიქრობდი ისევ, მაგრამ დემნა, რატომ ვგიჟდებოდი ამ კაცის გვერდით, რა იყო ეს. სურვილი და ვნება. აშკარად ჰორმონების ბრალია. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ დემნა არ მიყვარდა და არც უნდა შემეყვარებინა. შეშინებული სამზარეულოში გავიქეცი და წყალი დავლიე. აჩქარებულ გულზე ხელს ვიჭერდი და ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა. რას მმართებდა ეს კაცი, რატომ მაგიჟებდა. მისი სურვილი მკლავდა. მორიგი ჭიქა შევავსე წყლით და უკან ვბრუნდებოდი საძინებელში, რომ სიბნელეში რაღაც მაგარს შევასკდი და შიშისაგან შევკივლე.
-მე ვარ, ნუ ყვირი. რატომ დადიხარ მთვარეულივით?-სინათლე აანთო და შემომხედა, ჯანდაბას მხოლოდ ტრუსებში იყო, ისეთი დაკუნთული სხეული ჰქონდა, ისეთი სულყოფილი, წყალი დაჯახებისას შეესხა და მის მკერდზე მიცურავდნენ წყლის ცელქი წვეთები. ნერწყვი გადავყაპე და თვალები დავხუჭე.
-რა იყო, პირველად ხედავ მამაკაცს ტრუსებში?-გაეცინა ჩემს რეაქციაზე.
-პლაჟზე მინახავს და ისე არა.-გულწრფელად ამოვთქვი, მან კი ხმამაღლა გაიცინა.-სიცილიც გცოდნიათ.
-წადი დაიძინე და ნუ დადიხარ მთვარეულივით.-ისევ დასერიოზულდა და მკაცრი სახით შემომხედა.
-მე წყლისთვის გამოვედი. ეს თქვენ დადიხართ მთვარეულივით.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და სულ სირბილით წავედი ჩემს ოთახში. -ღმერთო მართლა იდელაურია, ეს მინდოდა კიდევ?
ვერ დავიძინე, თვალებს ვხუჭავდი და შიშველ დემნას ვხედავდი. ძლივს დამეძინა. დილით ტელეფონმა გამაღვიძა, თავი ძლივს წამოვწიე ბალიშიდან. შხაპი მივიღე, ცოტა გამოვფხიზლდი, დღეს საყიდლებზე უნდა წავიდე, იმედია იხუმრა და გამოყოლას მართლა არ აპირებს. საუზმე გავუმზადე, მეც გავიმზადე საუზმე და ყავა ჩემთვის, ყავას ვსვავდი, რომ თმა აბურდული შემოვიდა სამზარეულოში, ახალი გაღვიძებული იყო, ტანზე მომდგარი მაისური ეცვა და სპორტული შარვალი.
-დილამშვიდობის.-მომესალმა.
-დილამშვიდობის.-გავუღიმე.
-საუზმე გამიმზადე? შაბათ-კვირა თავისუფალი დღე გაქვს და საუზმის გამზადება არ არის საჭირო, შეგიძლია იმდენი გეძინოს, რამდენიც გინდა.-თვალი ჩამიკრა.
-გუშინ ვერ მითხარით? მეძინება.-დავამთქნარე.
-წადი და დაიძინე. შუადღით გავიდეთ საყიდლებზე.-ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-მართლა აპირებ გამომყვე?-გაოცებულმა შევხედე.
-ვაპირებ.-მითხრა და ჭარხლის წვენი მოსვა.
-არა! თქვენ არ წამოხვალთ, თავად წავალ და ვიყიდი ტანსაცმელს.
-წამოვალ და ერთად ვიყიდით.-მითხრა და სამზარეულოდან ეზოში გავიდა. ესღა მაკლდა, მასთან ერთად საყიდლებზე როგორ უნდა მევლო? თვალი გავაყოლე, მაისური და შარვალი გაიხადა და აუზში გადაეშვა თავით. ნერწყვი გადავყლაპე ხმაურით. ცდილობს გამაგიჟოს, აშკარად ნერვებზე მეთამაშება და თავი ძალიან მაგარი ტიპი გონია. გიორგიზე აღარ ვფიქრობ, ეს უკვე კარგია, ალბათ ამიტომაც ვჩერდები ამ იდუმალ კაცთან. პირსახოცი ავიღე და აუზთან შეზლონგზე დავდე, აუზის ნაპირში მოცურდა და შემომხედა.
-საღამოს ალექსს უნდა გავყვე იმ.. ლენკას მოსაცილებლად და იქნებ ცოტა ადრე გავსულიყავით საყიდლებზე.-წარბი მაღლა ავწიე და გადავწყვიტე გამეგიჟებინა ტანსაცმლის ყიდვისას.
-არსადაც არ მიდიხარ. შუადღით გავალთ და საღამოს უნდა იმეცადინო.-გაბრაზებული მიყურებდა.
-რა უნდა ვიმეცადინო?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ერთ შედარებით ადვილ პროგრამირების ენას გასწავლი, ხომ მთხოვე.-წარბები მაღლა აქაჩა და ისე შემომხედა.-ბევრი წასაკითხი გექნება.
-მართლა მასწავლი?-ისე გამეხარდა ტანსაცმლიანი ჩავხტი აუზში და ლოყაზე ვაკოცე.-ყველაზე მაგარი უფროსი ხარ.
-ადი ზემოთ და არ გადამაფიქრებინო.-ისევ დასერიოზულდა და შუბლი შეიკრა.
-აუზზე მონოპოლია გაქვს? არ შეიძლება მეც რომ ვიცურაო?-შევაპარე.
-შეიძლება, ოღონდ მაშინ, როცა მე არ ვიქნები აუზში. -აუზიდან ამოვიდა, მერე მე მომკიდა ხელი და აუზიდან ამოსვალში დამეხმარა. პირსახოცი მომახვია და თავად შიშველი წავიდა სახლისკენ.-ხო და კიდევ, აუზში საცურაო კოსტუმს იცვამენ და ტანსაცმლიანი არ ბანაობენ.-ჩაეღიმა და სახლში შევიდა.
-ვიცოდი ბატონო ტირანო.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ჩემს ოთახში შევედი. მოვწესრიგდი და მისაღებში გამოვედი. ბატონი დემნა ტელევიზორს უყურებდა და ხელში პულტს ათამაშებდა.-შეიძლება მეც ვუყურო?-თავზე დავადექი და დივანზე დავჯექი მის გვერდით.
-შეიძლება, ზედმეტი ხმაურის და რეპლიკების გარეშე.-გვერდულად გამომხედა და ტელევიზორის ყურება განაგრძო. საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. მეც ისე დავიწყე ყურება თითქოს ძალიან მაინტერესებდა და ჩუმად დემნასკენ ვაპარებდი თვალს. რა კარგი იქნებოდა ასეთი უხეში, რომ არ იყოს. შეიძლება ცოლადაც გავყოლოდი. ახლა მას კითხე მოგიყვანდა?-გამომეპასუხა მეორე მე.-ჩუმად ჯდომაც შეგძლებია.
-ვსწავლობ.-თვალი ჩავუკარი.-და ნუ ხმაურობთ ბატონო დემნა, სპორტის სიახლეებს გვაცნობენ.
-სპორტი გაინტერესებს?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-ვგიჟდები რაგბზე და ფეხბურთზე. ჩემს ოთახში ტელევიზორი რომ დავკიდო შეიძლება?
-არა! მთელი ღამე ტელევიზორს უყურებ და მუშაობას ვერ შეძლებ.
-მოვიგე, რა მაგარია მოვიგე.-უცებ შევყვირე.
-რა მოიგე?-გაოცებულმა შემომხედა. მე კი ჩემს ოთახში გავიქეცი და ტოტალიზატორის ბილეთი გამოვარბენინე.-დაჯდა, ნამდვილად მოვიგე.
-ტოტალიზატორში თამაშობ?-გაოცებულმა შემომხედა.
-მხოლოდ მაშინ როცა ძალიან მჭირდება.
-ახლა რაში გჭირდებოდა?
-ჩემს მეგობარს თირკმელი გადაუნერგეს და ოპერაციის ფულს ვაგროვებდით. არ მქონდა ფული და ვერ დავეხმარე, ხო და რაც მქონდა ტოტალიზატორში დავდე და მოვიგე. ახლა ვაჩუქებ მოგებულ ფულს და მკურნალობის დროს გამოადგება.-გახარებული ვლაპარაკობდი.
-რომ ვერ მოგეგო?
-რას ვიზავდი, სულ 50 ლარი დავდე და იმ ფულით ერთ, ან ორ წამალს თუ იყიდიდა.-მხრები ავიჩეჩე.
-რამდენი მოიგე?
-900 ლარი.-გახარებულმა ჩავილაპარაკე.-ზურას ერთი თვე ეყოფა წამლებში.
- სხვა დროს აღარ ითამაშო. კარგი?-შემომხედა და თვალებში ჩამაშტერდა.
-ვიცი, ალბათობის თეორია ნასწავლი მაქვს. უბრალოდ არც ველოდი. ბიჭები მე მავსებინებენ ბილეთებს და ხშირად იგებენ, ამიტომაც გავრისკე.
-იღბლიანი ხარ?
-ალბათ. ვისაც ლატარიაში უმართლებს სიყვარულში არ გაუმართლებსო ნათქვამია.
-ისე სევდიანად ჩაილაპარაკე, თითქოს გიყვარდა და არ გაგიმართლა.-გაიცინა.
-ხოო, არ გამიმართლა.-მხრები ავიჩეჩე, მას კი სახე მოეღუბლა.
-არ იდარდო, სხვასთან გაგიმართლებს.-წარბაწეულმა შემომხედა, მერე კი სახე მოეღუბლა და სივრცეს გახედა.
-ხიფათს არ გავურბივარ, ამიტომ ყოველთვის შარში ვეხვევი. ვიცი ისევ არ გამიმართლებს, ამიტომაც აღარვინ შემიყვარდება, არ მივცემ თავს უფლებას, რომ კიდევ ერთხელ მომეწონოს და კიდევ მეტკინოს გული.-ჩავილაპარაკე სევდიანად.
-მოწონებასა და სიყვარულს შორის დიდი სხვაობაა. შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ არ შეგიყვარდეს, შეიძლება არ მოგეწონოს ვიზუალურად მაგრამ შეგიყვარდეს.-პულტს დასცქეროდა და ჩაფიქრებული ლაპარაკობდა.
-გიყვარდათ როდისმე, ან ახლა გიყვართ?-შევხედე თვალებში და ისე ვკითხე.
-არა!-თვალი მომარიდა და ისე ჩაილაპარაკა.
-აბა საიდან იცით?-ისევ ვუყურებდი.
-გვეყოფა ამ თემაზე საუბარი. გაემზადე და წავიდეთ.-შემომხედა და გამიღიმა, სასწაული მოხდა, იდეალური მე მიღიმოდა.
-კარგით.-მეც გავუღიმე.
-ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს.-ისევ გამიღიმა.
-ვიცი.-ისევ გავუღიმე და ჩემს ოთახში შევედი გასამზადებლად. თავისუფალი გრძელი სარაფანი გადავიცვი, ფეხზე ბალეტკები მოვირგე და მისაღებში გამოვედი. იდეალური იქ დამხვდა, ჯინსის შარვალი და ტანზე მომდგარი მაისური ეცვა, ფეხზე კეტები. როგორ ყველაფერი უხდება, მართლა იდეალურია.-წავიდეთ?
-წავიდეთ?-მითხრა და წინ გამიძღვა. მანქანაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. დიდ მაღაზიასთან გააჩერა მანქანა.-გადმოდი.-მითხრა და მაღაზიაში შევიდა.
-გამარჯობა დემნა.-მიესალმა ერთი ძალიან ლამაზი გოგო.
-გამარჯობა სოფო, როგორ ხარ?-ლოყაზე აკოცა სოფოს და გაუღიმა.
-ახალი კოლექცია ჩამოვიდა, აბა ნახავ ახალ კოსტიუმებს?-გაუღიმა სოფომ.
-ნატა მოდი.-მითხრა და მეც მასთან მივედი.-სოფო ეს ნატაა, საუკეთესო და რამდენიმე ვარიანტი შეურჩიე და ჩააცვი. მე ყავას დავლევ და შეგაფასებთ.
-და ნატა ვინ არის ასეთი დიდმა დემნამ რომ მომიყვანა თავად?-თვალი ჩამიკრა სოფომ.
-ჩემი თანაშენწე.-უთხრა და სავარძელში მოკალათდა.
-დიდი გაძლება გჭირდება.-თვალი ჩამიკრა სოფომ და გასახდელისკენ წამიყვანა. შემათვალიერა, თითქოს ჩემი ზომის დადგენას ცდილობდა, მერე კი საკიდიდან რამდენიმე შარვალი, კაბა და ზედა ჩამოხსნა.-ეს შარვალი და ზედა მოიზომე და გამოდი.-ხელში შავი შარვალი და იისფერი ზედა დამაკავებინა და გასახლდელის კარი მომიხურა. შარვალი და ზედა ჩავიცვი და გამოვედი. დემნამ ამათვალიერა და წარბი მაღლა ასწია.
-სოფო. იისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩააცვი და ესენი გადააწყვე.-უთხრა სოფოს.
-ნატა ესენი ჩაიცვი და ერთხელ კიდევ დატრიალდი.-თვალი ჩამიკრა სოფომ და მეც ჩავიცვი იისფერი მაღალქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმელი. სარკისკენ თვალი გავაპარე, მართლა ძალიან მიხდებოდა და ლამაზიც ვიყავი.
-ახლა სულ სხვაა. ცალკე გადაალაგე.-უთხრა სოფოს და კმაყოფილმა შემათვალიერა. კიდევ რამდენიმე ვარიანტი მოვიზომე, რამდენიმე დაიწუნა, რამდენიმე კი გადააწყობინა სოფოს.
-გვეყოფა, ამდენი ტანსაცმელი რად მინდა.-დაღლილი მის გვერდით ჩამოვჯექი პუფზე.
-ადექი და საღამოს კაბებიც მოიზომე.-გაბრაზებულმა შემომხედა.
-დავიღალე.-საწყლად შევხედე.
-ყავა დალიე და მერე გავაგრძელოთ.-ყავა მომიტანეს, დავლიე და ცოტა გამოვიხედე თვალებიდან. სულ სხვანაირი იყო, იღიმოდა და კმაყოფილი მათვალიერებდა. მე კი საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ის ცუდი ბიჭი იყო და არ უნდა შემყვარებოდა.
-ის ქვედაბოლო რატომ არ მოგეწონა?-შევხედე დემნას.
-ძალიან მოკლე იყო.-წარბაწეულმა შემომხედა.
-არ მიხდებოდა?-ყავა მოვსვი და ისე ვკითხე.
-ზედმეტად გიხდებოდა.-თვალი ჩამიკრა.-არ მინდა კაცების არმია მოვიგერიო შენთან ერთად როცა ვიქნები.
-სამსახურში არ ჩავიცმევ. რადგან მიხდებოდა ვიყიდი.-თვალი ჩავუკარი და დაწუნებული ქვედაბოლო ავიღე.
-არ იყიდი.-ხელიდან გამომგლიჯა და ისეთი თვალებით შემომხედა მეგონა მომკლავდა.
-რატომ? გითხარი სამსახურში არ ჩავიცმევთქო.-შევხედე გაბრაზებულმა.
-არა! ეს ჩემი მაღაზიაა და ამ კაბას არ ვყიდი.-ისევ გაბრაზებული მიყურებდა.
-შენი მაღაზია?-გაკვირვებულმა შევხედე.
-ხო. მფლობელი მე ვარ და ამ კაბას აღარ ვყიდი. სოფო საღამოს კაბები მოაზომე, მოკლე და დეკოლტე არა!-ახლა სოფოს შეხედა გაბრაზებული თვალებით.
-ტირანი.-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-ძნელია ჩემი ბიძაშვილის გაძლება. რა ხდება თქვენს შორის?-მკითხა სოფომ.
-შენი ბიძაშილი?
-ხო, დემნა ჩემი ბიძაშვილია, ეს მაღაზია კი მისია, უბრალოდ მე ვამუშავებ. სულ ბრენდები შემოაქვს, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმლის მაღაზიაა. პირველად მომიყვანა გოგო და მეუბნება ჩააცვიო. მგონი არ არის შენს მიმართ გულგრილი.-თვალი ჩამიკრა სოფომ.
-რა სისულელეა, სულ ვჩხუბობთ.-თავის მართლება დავიწყე.
-მეც სულ ვჩხუბობ ჩემს საქმროსთან, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს.-თვალი ჩამიკრა სოფომ და დამტოვა გაშეშებული. ნუთუ ასე მეტყობოდა, რომ დემნა მომწონდა. „დედამიწაზე დაეშვი და მორჩი ღრუბლებში ფრენას“-შემოვუძახე საკუთარ თავს და ბორდოსფერი წელში გამოყვანილი გრძელი კაბა ჩავიცვი. წინ დეკოლტე არ იყო, არც მოკლე, სამაგიეროდ ზურგი ჰქონდა მოშიშვლებული. გადავწვიტე კიდევ ერთხელ გამებრაზებინა ბატონი დემა და გასახდელიდან გამოვედი. მის წინა დავტრიალდი და გავუღიმე, ცოტა ხანი უბრალოდ მიყურა, მის თვალებში რაღაც სხვა დავინახე. ეს სხვა მხოლოდ რამდენიმე წუთით დავიჭირე.
-გაიხადე, ეს არ გვინდა.-უცებ გაუმკაცრდა სახე და მეც დავეშვი ღრუბლებიდან. ბევრი ტანჯვის მერე ავარჩიე სამი კაბა.
-სოფო მადლობა.-ვაკოცე სოფოს და მაღაზიიდან ხელდამშვენებული გამოვედი.
-იმედია კიდევ გნახავ.-ხელი დამიქნია სოფომ. დემნამ სოფოს აკოცა და რაღაც უთხრა, რაზეც სოფოს გაეღიმა და მე გამომხედა.
-კარგად სოფო. მერე შემოგივლი კიდევ.-ხელი დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი.
-მერე შევლას როდის აპირებ კიდევ.-ირონიულად გადმომხედა.
-ის მწვანე ქვედაბოლო უნდა ვიყიდო, ძალიან მომეწონა.-ჩავილაპარაკე.
-რატომ? მაინც არ მოგცემ უფლებას ჩაიცვა.-ირონიულად გადმომხედა.
-რამდენია ჩემზე?-ხელი ტანსაცმლისკენ გავიშვირე.
-არაფერი, ჩემი საჩუქარია.-გამიღიმა.
-არ მინდა, ხელფასიდან დამიქვითეთ.-შევხედე მკაცრად.
-ჩემი თანაშემწე ხარ, ჩემი მაღაზიაა და მე შეგირჩიე ტანსაცმელი. ჩათვალე, რომ შენი უნიფორმაა და სამსახურმა იზრუნა.
-აა, უნიფორმა.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და მთელი გზა ხმა არ ამომიღია.
მეორე დღეს სასწავლებელში წავედი, ლექტორს თემაზე უნდა დავლაპარაკებოდი. სასწავლებლიდან რომ ვბრუნდებოდი გზაში კრიმინალურმა პოლიციამ გამაჩერა და პირდაპირ მოდულში მიმიყვანა. ძალიან გამიკვირდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მერე ჩვენება ჩამომართვეს, ვიცოდი, თუ არა უნივერსიტეტში ახალგაზრდა ტიპის დაჭრის შესახებ რამე. მეც ჩვენება მივეცი, რომ არაფერი ვიცოდი. ვიღაც ახალგაზრდა ტიპი მოვიდა და წინ ფურცელზე დაწერილი ჩემი ჩვენება დამიდო. საქმე ერთი კვირის წინ მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, სადაც ორი ახალგაზრდა დაჭრეს.
-მე რა შუაში ვარ? იქნებ ამიხსნათ ასე ადამინის დაკავება შეიძლება?-გაბრაზებული ვუყურებდი გამომძიებელს.
-შეიძლება, თუ დაჭრილი პროკურორის შვილია.-მაგიდაზე ხელი დაარტყა და მკაცრად ჩაილაპარაკა.
-ძალაუფლება გაქვთ და აჯაზებთ, თქვენი დროც მოვა.-ისევ უტეხად ვუყურებდი.
-მოაწერე ხელი და წადი, არავინ გაკავებს.-ჩაილაპარაკა მკაცრად და საქაღალდე მომაწოდა. მეც გადავხედე ჩემს ჩვენებას და ხელი მოვუწერე.
-ნაძირალები. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავდეთ, საკუთარი ხალხი გყავთ ტერორში. იცი ჩემნაირები გიხდიან ხელფასს და ჩვენ უნდა გვემსახუროთ, თავში კი არ უნდა აგივარდეთ თანამდებობა.-გაბრაზებულმა დავუხეთქე წინ საქაღალდე მაგიდაზე.
-შენ იცი, რომ ჩემი შურაწყოფისთვის შემიძლია დაგაპატიმრო? ამჯერად გიშვებ.-ჩაეცინა. გარეთ გამოვედი, ჯიბეში ტელეფონი ვერ ვიპოვე და უკან მივბრუნდი, სანამ კაბინეტში შევიდოდი ლაპარაკი გავიგონე.
-ეგ ჭკუიდან შეგშლის, უშიშარია ისეთი შემომიტია შემეშინდა სამსახური არ დამატოვებინოს მეთქი. შეეშვი თუ ძმა ხარ, გაგაგიჟებს.-იმ ტიპის ხმა იყო დაკითხვა რომ მომიწყო.
-ვინ ვის გააგიჟებს ვნახავთ, იმ ნაბიჭვა*რთან რა უნდა. ერთი კვირის წინ მოკვლას უპირებდა ჩემს გამო, ახლა კი ეფლირტავება.
-არ გინდა ზვიად, შეეშვი. შენ რა შუაში ხარ, შემთხვევითობაა.
-შემთხვევითობის დიდი ხანია არ მჯერა, მეშინია რამე არ დაუშავოს.-ჩაილაპარაკა უცნობმა, მე კი კარები გავაღე და კაბინეტში პირდაპირ შევიჭერი. უცნობი ეგრეთ წოდებული ზვიადი ზურგით შეტრიალდა, ნაცნობი გამომძიებელი კი შეცბა.
-აღარ მიდიხარ? მგონი მართლა დაგაპატიმრებ.-შემომხედა გამომძიებელმა, მე კი უცნობს გავხედე, სახე ვერ დავინახე, გიორგის მახსენედა, მაგრამ სახელი ზვიადი. თავი გავიქნიე, რომ აღარ მეფიქრა, ჩავთვალე, რომ რაღაც სხვა თემაზე საუბრობდნენ, ჩემი ტელეფონი დავინახე მაგიდაზე.
-ტელეფონი დამრჩა, თქვენ არ მომნატრებიხართ.-ირონიულად ვუთხარი, ტელეფონი ავიღე და გამოვრუნდი. კარი გამოვიხურე და გავჩერდი, ისევ მინდოდა უცნობის ხმის გაგონება, იქნებ გამეხსენებინა ვინ იყო.
-რა გითხარი?-გამომძიებელის ხმა გაისმა.-შენსავით უშიშარი და ჯიუტია.
-მაგიტომაც შემიყვარდა.-ისევ გაისმა უცნობის ხმა. მე კი სწრაფი ნაბიჯით დავტოვე მოდულის შენობა. პარანოია მქონდა, ვგიჟდებოდი. ის გიორგი იყო? მაგრამ ზვიადს ეძახდა. ჯანდაბას ნატა, ლიკა მართალია, გეთამაშა და მორჩა. დაივიწყე.
მთელი გზა კითხვები მაწუხებდა, ვინ იყო მეორე ტიპი, რაზე საუბრობდნენ.
სახლში დავბრუნდი, დემნას არ შევუწუხებივარ, კომპიუტერში რაღაცას აკეთებდა და მეც ცოტა მამეცადინა. ჯავას პროგრამას მასწავლიდა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
-არაფერი არ გამოვა ჩემგან.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-გამოვა, მთავარია მოინდომო და არ დანებდე. ეს კი წასაკითხი მასალაა.-წინ ერთი დიდი წიგნი დამიდო, დამაიმედა და ისევ დაიწყო ახსნა. კარგი მასწავლებელი იყო, მეც მომწონდა მასთან ერთად ყოფნა და მეცადინეობა. მადლობის ნიშნად ბუტერბროდები გავაკეთე და წინ დავულაგე.
-ეს უნდა შეჭამო, გთხოვ.-შევხედე საწყალი თვალებით.
-კარგი.-გაეღიმა და ბუტერბროდი მადიანად ჩაკბიჩა. ვეგეტარიანელი არ ყოფილა.-ისე მაგდონალდსშიც დავდივარ ხანდახან.-თვალი ჩამიკრა ჩემს გაოცებულ სახეს რომ შეხედა.
-კარგია.-მეორე ბუტერბროდს ხელი დავავლე და ახლა მე ჩავკბიჩე.-ბატონო დემნა თქვენზე მომიყევით.-მხრები ავიჩეჩე და მისი მზერა რაში გაინტერესებსო დავაიგნორე.
-დეიდა მყავს ლეილა და ბებო ზაირა, რომელიც სოფელში ცხოვრობს. პატარა ვიყავი, რომ მშობლები გარდამეცვალა და ლეილამ და ბებომ გამზარდეს. სტუდენტობისას საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ვისწავლე პროგრამირების ერთი ენა. ალექსმა მასწავლა და ერთად დავწერეთ პროგრამა, რომელიც საავადმყოფოების ქსელს მივყიდეთ საკმაოდ სოლიდურ ფასად. აღებული ფულით მე სხვა პროგრემირების ენები შევისწავლე, მერე უცხოურ საიტებზე შევდიოდი და ინტერნეტით ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი დაწერილი პროგრამა გავაუმჯობესე და ვიდეო ვერსია ინტერნეტში ავტვირთე. უცხოური კომპანია დამიკავშირდა და ხუთ მილიონ დოლარად იყიდა.
-მართლა?-დავუსტვინე.
-მართლა. კვიპროსში წავედი, იქ ვმუშაობდი სანამ სრულად დავნერგე პროგრამა. მერე ჩამოვედი და აღებული ფულით ოფისი ვიყიდე და შპს შევქმენი. პროგრამისტები ავიყვანე, მათ შორის ალექსიც და ახალი პროგრამების შექმნა დავიწყე.
-ბებო რატომ არ მოგყავთ აქ?-გავუღიმე დემნას.
-არ მოგვყვება, სახლს და კერას ვერ დავტოვებო.-გაეღიმა ბებოს გახსენებაზე, მივხვდი რომ მისთვის ძალიან ძვირფასია გამზრდელი ბებო.
-არ ნერვიულობს? როგორ ხართ, რას ჭამთ? ბებიები ყველაფერზე ნერვიულობენ. ჩემი ბებო ყოველ დღე მკითხულობს. ზაფხულშიც კი მეუბნება, რომ თბილად ჩავიცვა.-ჩემს სიტყვებზევე გამეცინა, დემნასაც გაეღიმა.
-ნერვიულობს, თავად არ მირეკავს, ლეილას სულ ურეკავს და ჩემს ამბებს ეკითხება. მე ვურეკავ ხოლმე საღამოობით და ვიცი, რომ მთელი დღე მოუთმენლად ელოდება ჩემს ზარს.
-გამაცნობთ თქვენს ბებოს?-გავუღიმე დემნას.
-გაგაცნობ როცა დრო მოვა.-თვალი მომარიდა და მაგიდაზე დადგმულ თეფშს მიაშტერდა, თითქოს რაღაცას გაურბოდა.
-შვიდი თანაშემწე რატომ გამოცვალეთ?
-შენც გამოსაცდელი ვადით ხარ.-წარბი მაღლა ამიწია.
-მითხარით, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვა.-თვალებში შევხედე.
-იმიტომ, რომ ყველას ჩემი დაკერვა უნდოდა.
-ხოო. მე მაგ შეცდომას არ დავუშვებ.-ხმამაღლა გამეცინა.
-რატომ იცინი?-გაბრაზებულმა შემომხედა.
-წარმოვიდგინე როგორ გეფლირტავებოდნენ და თქვენ, როგორი გაყინული სახით უყურებდით. შეყვარებული არ გყავთ?
-რომ მყავდეს თანაშემწეს ავიყვანდი?-ისევ გაბრაზებული მიყურებდა.
-მე რა ვიცი.-მხრები ავიჩეჩე.
-კარგი. ახლა შენზე მომიყევი.-შემომხედა და მკაცრი სახე მომღიმარი სახით შეცვალა.
-მე დედა, ძმა, ბებო და პაპა მყავს. მამა ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. მამა ყველაფერი იყო ჩემთვის, მანებივრებდა და ყველაფერს მისრულებდა. მისი გარდაცვალების მერე თითქოს ყველაფერი დაბნელდა. თითქოს მზე აღარ ანათებდა და აღარ ათბობდა. სიკვდილის წინ დამიბარა, რომ უნდა მესწავლა და დედაზე და ჩემს ძმაზე მეზრუნა. ჩამი ძმა ჩემზე უფროსია, თუმცა ის მე ჩამაბარა მამამ.
-მერე ზრუნავ?
-ვზრუნავ. უნივერსიტეტში ჩავაბარე 70% დაფინანსებით. ბავშვების მომზადება დავიწყე და თან ბინა ვიქირავე თბილისში ჩემს ჯგუფელ ლიკასთან ერთად. დედაც ჩამოვიდა. ჩემს ძმასაც ვუშოვე სამსახური ლუდსახარშ ქარხანაში.
-ახლა სად არის დედაშენი?
-სოფელში გავამგზავრე. ბებო და პაპა მოხუცები არიან, მეცოდებიან მარტო. თუმცა არ უნდოდა დედას წასვლა.-სევდიანადა ჩავილაპარაკე.
-რატომ? თავის სახლში არ ურჩევნია?
-სულ გაღიზიანებულია მამას გარდაცვალების მერე. ბებოს და პაპას რომ უყურებს რატომღაც ღიზიანდება. თავის მეგობარს ელაპარაკებოდა, ესენი უნდა იყვნენ ცოცხლები და ზურა მიწაში იყოსო. ძალიან მეტკინა, მამა ყველაზე მეტად მე მიყვარდა და არასდროს არ მიფიქრია მსგავსი რამ. ყველას თავის ბედისწერა აქვს, ზოგი ადრე კვდება, ზოგი გვიან. მას მერე დედას მიმართ გავცივდი და ურთიერთობაც დაგვეძაბა. ძალიან ეგოისტი გახდა. ამიტომაც დავიწყე ვაკანსიების ძებნა და ისეთ ვაკანსიებს ვეძებდი ბინით, რომ იქნებოდა უზრუნველყოფილი. გამიხარდა და თან შემეშინდა აქ ცხოვრება, რომ შემომთავაზე.
-ხოო?-გაოცებულმა შემომხედა.-ბინით უზრუნველყოფილი ვაკანსიები არის?
-მოხუც ბებოსთან უნდა მეცხოვრა, რომ მარტო არ ყოფილიყო და წამლები დროულად დამელევინებინა და მეორე ორი სკოლის მოსწავლე უნდა მეტარებინა სკოლაში მანქანით და მერე გაკვეთილების მომზადებაში დავხმარებოდი. მესამე ვარიანტი კი შენი თანაშემწეობა იყო.
-კარგია რომ აქ მოხვდი.
-მეც ასე ვფიქრობ. მინდა ჩემი თავის რეალიზება უკეთ მოვახდინო და ბევრი რამ ვისწავლო. თქვენ ამაში ნამდვილად დამეხმარებით. მოხუც ბებოსთან კი მხოლოდ წამლის რეცეპტებს ავითვისებდი.-გამეცინა, ისიც იცინოდა.
ცოტა ხანი სამზარეულოში ვსაქმიანობდი, მერე დასაბატი სიმინდი ვიპოვე და დაბატვა დავიწყე.
-რა ხდება?-სამზარეულოში შეშფოთებული შემოვიდა.
-ბატიბუტს ვაკეთებ.
-მე კი მეგონა გვესროდნენ ისეთი ბათქა ბუთქი ატეხე. -გაეღიმა.-სად იპოვე?
-სამზარეულოში, აი აქ ერთი დიდი პარკია.-სამზარეულოს კარადა გამოვუღე.
-კიდევ კარგი იპოვე, თორემ მე მაგას ვერ მივაგნებდი. ზაირამ ჩამოიტანა სოფლიდან ეტყობა.-იცინოდა.
-ფილმს ვუყუროთ ერთად, ბატიბუტი გვაქვს.-გავიღიმე.
-კარგი ვუყუროთ.-მანაც გამიღიმა და მისაღებში დაბრუნდა.
ბატიბუტით ხელდამშვენებული გავედი მისაღებში და დივანზე მის გვერდით მოვკალათდი.
-რა ფილმს ვუყუროთ?-ბატიბუტს ხელი დავავლე და დემნას შევხედე ინტერესით.
-მელოდრამას არა. -მკაცრად ჩაილაპარაკა.
-არც საშინელებას, უკვე დაღამდა და შიშისგან გული გამისკდება.-ვუთხარი მკაცრად.
-არც მელოდრამა, არც საშინელება. აბა რას ვუყუროთ, თუ იცი რამე კარგი ფილმი მითხარი.
-უდაბნოს ყვავილი კარგი ფილმიაო ჩემმა მეგობარმა მითხრა და არ მიყურებია.
-შენი მეგობარი რამე მელადრამას გირჩევდა.
-ზაზა მელოდრამებს არ უყურებს.
-აა, ზაზა. დამავიწყდა, რომ ბიჭებთან მეგობრობ. ისე შენც არ გეყვარება მელოდრამები.
-დიდად არ მიყვარს, ან არ მეძლევა ყურების შესაძლებლობა. ბიჭები კინოთეატრის ბილეთებს ყიდულობენ ხშირად და სულ სათავგადასავლო, ან ტრილერებს ვუყურებთ.
-თუ არ გინდოდა რატომ მიყვებოდი კინოში?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-მე ერთი გოგო ვარ სამეგობროში და ასე ვთქვათ მათი ღერძი ვარ. ჩემს გარეშე ვერც იკრიბებიან და ვერც ვერაფერს გეგმავენ. შენ ის უნდა ნახო გოგოები, რომ იწყებენ გაპრანჭვას და ხან რომელს ეპრანჭებიან და ხან რომელს. მე კი თვალებით მკლავენ.-ვიცინოდი.
-დრამაა, კარგი ჩავრთავ.-ფილმი მოძებნა და ჩართო. დივანზე კარგად მოვკალათდი და ფილმის ყურება დავიწყე. მთელი ფილმის ყურების დროს არცერთს ხმა არ ამოგვიღია, ინტერესით ვუყურებდით ფილმს და ეკრანს თვალს არ ვაცილებდით.
-მართლა კარგი ფილმი იყო.-ჩავილაპარაკე ფილმის დასრულებისას.
-ნამდვილად. გაგიმართლა, რომ საქართველოში დაიბადე.-გამიღიმა.
-ეგ მართლა გამართლებაა. ერთი თვის წინ სუადი, „ცოცხლად დამწვარი“ წავიკითხე და ძალიან იმოქმედა. უფალს მადლობა გადავუხადე, რომ საქართველოში დავიბადე. საშინელებაა, შოკიდან ვერ გამოვდიოდი რამდენიმე დღე. ხანდახან სურვილი მიჩნდება სამშვიდობო მისიას შევუერთდე და ასეთ ქვეყნებში ჩავიდე ქალების დასახმარებლად.-ცოტა ხანი ორივე ჩუმად ვიჯექით.-ბატონო დემნა წინა თანაშეემწეებიც აქ ცხოვრობდნენ?
-არა! შენ პირველი ხარ ვინც სახლში შემოვუშვი.
-დიდი პატივია.-გამეცინა.
-წადი დაიძინე, გვიანია.-წარბაწეულმა შემომხედა.
-თქვენც დაიძინეთ, ხვალ სამსახურში მივდივართ.-დავამთქნარე და ჩემი ოთახისკენ წავედი.-ღამე მშვიდობის.-კართან მისულმა გამოვძახე.
-ღამე მშვიდობის.-ჩაილაპარაკა და სახეზე უცნაური გამომეტყველება მიიღო. თითქოს შინაგანი ბრძოლა ჰქონდა საკუთარ თავთან.
დილით შვიდ საათზე გამეღვიძა, ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავიქეცი. დემნა იჯდა და საუზმობდა.
-დამეძინა, ტელეფონზე ზარის დაყენება დამავიწყდა.-დამნაშავე ბავშვივით ჩავილაპარაკე.
-ამ ერთხელ გაპატიებ. მოდი დაჯექი ომლეტი ჭამე.-მაგიდისკენ მიმითითა, სადაც ორ კაცზე იყო გაწყობილი მაგიდა და ომლეტი ჩემთვისაც მოემზადებინა.
-მადლობა და ბოდიში, აღარ დამეძინება.-მორიდებულად მივუჯექი მაგიდას და ომლეტის ჭამა დავიწყე. მერე ყავა მოვადუღე და ჩამოვისხი.
-მეც ყავას დავლევ.-შემომხედა.
-წვენს დაგიწურავთ.
-არ მინდა, ყავა დამისხი.-მითხრა და მეც ყავა დავუსხი.-შენ მალე მოემზადე, ათ წუთში უნდა გავიდეთ.
-კარგით, ჩავიცმევ და გამოვალ. -საძინებელში გავიქეცი და ისე სწრაფად ჩავიცვი და მოვწესრიგდი მე თვითონ გამიკვირდა. სამზარეულოში შევედი და სწრაფად მოვაწესრიგე იქაურობა, მერე ჩანთას ხელი მოვკიდე და მანქანისკენ დავიძარი. აფორიაქებულმა გამოვაღე მანქანის კარი და ღვედი შევიკარი. ტირანმა საათზე დაიხედა, მგონი ერთობა. მცდის ჩავეტევი თუ არა დროში.
-აბა, რეკორდი გავაუმჯობესე, თუ დამაგვიანდა?-შევხედე და ირონიულად ჩავილაპარაკე.
-დაგაგვიანდა. სამსახურში მივდივართ და ბევრი ლაპარაკის გარეშე.-შემომიბღვირა და მკაცრად ჩაილაპარაკა. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. ისე სწრაფად ეცვლებოდა ხასიათი. ორი სხვადასხვა ადამიანი იყო.
-ჰოროსკოპით სასწორი ხართ?-მანქანიდან გადავდიოდი, რომ უცებ ვკითხე.
-კი და შენ რა იცი? ან რაში გაინტერესებს?-შემომიბღვირა.
-მივხვდი, ისე სწრაფად გეცვლებათ ხასიათი. მგონია, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი ხართ. ასეთი ცვალებადი ხასიათის პატრონი ცოლს ვერასდროს მოიყვანთ.-უკვე ლიფტში ვიყავით და მე ისევ არ ვაჩერებდი ენას.
-როგორი ხასიათის?-ლიფტის კედელზე აკრულს წინ დამიდგა და ლიფტი გააჩერა.
-ცვალებადი.-უტახად ვუყურებდი თვალებში და ისე ვუთხარი.-ხან ისეთი კარგი ხართ.-მზერა მის ტუჩებზე გადავიტანე.-ხან კი სასტიკი.-თვალებში შევხედე.
-ეგ ცოლის მოყვანასთან რა შუაშია?-უფრო ახლოს მოიწია და ორივე ხელი ლიფტის კედელს მიადო. სუნთქვა მეკვროდა. თუმცა ძალა მოვიკრიბე, თვალებში ჩავხედე და ისე ვუთხარი.
-გოგო რომ მოგეწონოთ ისეთი ხასიათი გაქვთ, ხვალ შეიძლება საერთოდ აღარ მოგეწონოთ და სულ სხვა ტიპაჟი მოგეწონოთ. სასწორების დამახასიათებელი თვისებაა, მერყეობა. ამიტომ გითხარით ცოლს ვერ მოიყვანთთქო.
-ცოლს მოწონების გამო კი არა სიყვარულის გამო მოვიყვან.-ხელი ნიკაპქვეშ მომკიდა და თვალებში ჩამხედა, მუხლები მეკვეთებოდა, გული ამიჩქარდა ისე ახლოს იყო.-სამსახურში შენი უფროსი ვარ და ხასიათიც შესაბამისი მაქვს.-უცებ მომცილდა და ლიფტი დაძრა.
-ჯანდაბას.-ჩავილაპარაკე ჩუმად. ჩემი ენა ჩემი მტერია, ეს მინდოდა ახლა? მთელი დღე მასზე ფიქრს ვერ მოვიცილებდი. რა ახლოს იყო, ლამის მაკოცა, მისი არომატი ისევ ცხვირში მიღიტინებს.
ჩემს კაბინეტში შევიკეტე, უამავი საქმე მქონდა. მთელი დღე დაკავებული ვიყავი, შესვენებაზეც არ გავსულვარ. ძალიან დავიღალე და ყავის აპარატისკენ წავედი, რომ ყავა დამელია. ბატონი იდეალურიც გამოვიდა კაბინეტიდან და გვერდით დამიდგა.
-ყავა თქვენც გინდათ?-შევხედე.
-კი.
-მითხარით რომელი და შემოგიტანთ.
-შენ რომელ ყავას სვავ?-მკითხა და ჩემს ყავის ჭიქას შეხედა.
-ირლანდიური, აი ეს არის,-აპარატზე ვაჩვენე.- ძალიან მომწონს, სამსახურში სულ ამას ვსვავ.
-მეც მაგას დავლევ, ყოველთვის მწარე ყავას ვსვავ.
-ცოტა ტკბილია.
-არაუშავს.-გაეღიმა და ირლანდიური ყავა შეუკვეთა აპარატს.-მართლა გემრიელია.-ყავა მოსვა და კმაყოფილი სახით შემომხედა.-ცოტა ალკოჰოლის გემო აქვს.
-არომატულია. -გავუღიმე.-მალე დაამთავრებთ სამუშაოს?
-რაღაც ფორმულა ვერ გავწერე სწორად, ისევ ურევს პროგრამა. თავი მტკივა, ძალიან დავიღალე.-შუბლი შეჭმუხნა.-მალე გავიდეთ, დილით გავივლი თავიდან.
-კარგით. -ყავა მოვსვი, თანამშრომლები უკვე წასულები იყვნენ, მე და დემნაღა ვიყავით ოფისში.-შეიძლება პროგრამა ვნახო? მაიტერესებს რას ვერ აკეთებს?
-სახლში გაჩვენებ. ეხლა კი წავიდეთ. შენ რა ქენი, გაიარე ყველა საბუთი?
-კი, გავიარე. ბუღალტერიაში რაღაც არ მომეწონა, ხარჯებს მალავთ.
-შენ რა იცი? რა სისულელეა.-სახეზე გამომეტყველება შეეცვალა და გაბრაზდა.
-ფინანსურზე ვსწავლობ, მაგდენს ვხვდები. ბუღალტერიაში რაღაც არეულია. კერძო აუდიტი დაიქირავე და გადაამოწმებინე.
-კარგი, მაგას მე მივხედავ. შენ თავი დაანებე და ყველგან ნუ ყოფ ცხვირს.-გაბრაზებულმა შემომხედა, რა უთხარი ასეთი, ალბათ აწყობს, ფულს ათეთრებს ბიჭი. გაბრაზებულმა შევხედე.-ჩანთა აიღე და გავიდეთ.-ჩემი კაბინეტისკენ წავედი, ჩანთა ავიღე და უკან გამობრუნდი. დემნაც გამოვიდა კაბინეტიდან ჩანთით და ლიფტისკენ წამოვიდა. ლიფტში ცოტა დავიძაბე, დილანდელი გამახსენდა და გავწითლდი. უცებ შემომხედა, მერე კი ხელი მომკიდა.-სიცხეს ხომ არ გაძლევს? აწითლებული ხარ, ხელები კი გაყინული გაქვს.
-არა კარგად ვარ.-ხელი გავაშვებინე და მანქანისკენ წავედი.
-მართლა კარგად ხარ?-მანქანაში ჩაჯდა, მეც დავიკავე ჩემი ადგილი და ხელი ახლა შუბლზე მომადო.-ავად ხარ, სიცხე გაქვს მაღალი.
-არ მაქვს, კარგად ვარ.
-ექიმთან მივდივართ.
-არ მინდა. მეძინება, სახლში წავიდეთ, სიცხის დამწევს დავლევ და კარგად გავხდები.-გამოვუცხადე მშვიდად. მანქანა აფთიაქთან გააჩერა, წამლები იყიდა და უკან დაბრუნდა.
-ხვალაც თუ სიცხე გექნება ექიმთან მივდივართ.
-კარგით. მადლობა.-გავუღიმე.
-რისთვის მიხდი მადლობას?
-იმისთვის, რომ ასე ზრუნავთ სრულიად უცხო ადამიანზე.
-შენ უცხო არ ხარ. ნუ გავიწყდება, რომ ჩემს სახლში ცხოვრობ.
-ხვალ ცუდად რომ ვიყო რა ვქნა?
-სახლში დავრჩებით და სახლიდან ვიმუშავებთ.-თვალი ჩამიკრა.
-ხოო. მე დავჩები, თქვენ წადით ოფისში.
არაფერი აღარ უთქვამს, სახლამდე სანამ მივედით სიცხემ საგრძნობლად ამიწია.
-გადმოდი.-პირველად გამიღო მანქანის კარი.-დამეყრდენი აშკარად ცუდად ხარ.
-მეც გადმოვედი მანქანიდან და მკლავზე მოვკიდე ხელი, რომ არ წავქცეულიყავი.
-ღმერთო იწვი.-შუბლზე ტუჩები მომადო და ჩემი ტემპერატურა ასე განსაზღვრა.-ექიმთან წავიდეთ.
-არა, გთხოვ არ მინდა. გადასხმებს გამიკეთებენ, მე კი ნემსის მეშინია.-ამოვიტირე.
-კარგი, დაწყნარდი, რა შარში ვარ.-ხელი წელზე მომხვია და სახლში შემიყვანა. პირადპირ ჩემს საძინებელში შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა.-წამალს დაგალევინებ, თუ შეგიძლია ტანსაცმელიც გამოიცვალე. მალე მოვალ.-ნერვიულობდა, თავზე ხელი გადაისვა და ოთახიდან გავიდა.
ძლივს მოვახერხე და ტანსაცმელი გამოვიცვალე, საღამურები ჩავიცვი თუმცა საშინლად მციოდა, სულ მაკანკალებდა. საწოლში დავწექი და საბანი დავიფარე.
-შეიძლება შემოვიდე?-კარზე დააკაკუნა და კარს იქიდან დამიძახა დემნამ.
-შეიძლება.-კბილს-კბილზე მაცემინებდა ისე მაკანკალებდა ვერ ვლაპარაკობდი.
-ეს წამალი დალიე.-წამლის აბი და წყალი მომაწოდა. ხელიც მიკანკალებდა და წყლის ჭიქა ვერ გამოვართვი.
-სიცხე მიწევს, მცივა.-ძლივს მოვახერხე და ვუთხარი. წამალი დამალევინა და ჭიქა ტუმბოზე დადგა.
-მოდი ჩემთან.-თბილ პლედში გამახვია და ხელი მომხვია. ცოტა ხანში გავთბი. მისი გულის ცემა მესმოდა, გამალებით უცემდა, თითქოს ჩემს გულის ცემას უწყობდა რიტმს.-როგორ ხარ? გათბი?-თვალებში ჩამხედა.
-კი გავთბი და დამცხა კიდეც.-გავუღიმე.
-სასწრაფო გამოვიძახე, მალე მოვლენ.
-არ მინდა საავადმყოფოში.-საწყალი თვალებით შევხედე.
-ექიმი გადაწყვეტს. თუ საჭიროა წავალთ.-მკაცრად ჩაილაპარაკა და მეც წინააღმდეგობა აღარ გამიწევია.
-მადლობა.
-რისთვის მიხდი მადლობას.
-ავადმყოფს, რომ მივლი.-მადლიერი თვალებით შევხედე.
-მე რომ გავხდე ავად არ მომივლი?-გამიღიმა და ისე მკითხა.
-მოგივლით, ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, მე ხომ თქვენზე ზრუნვაში ხელფასს ვიღებ.
-ხელფასს რომ არ იღებდე მომივლი?
-აბა რას ვიზავ.-გავუღიმე.
-მგონი სასწრაფო მოვიდა.-კარზე ზარი იყო და დემნაც გავიდა კარის გასაღებად. ცოტა ხანში ექიმებთან ერთად შემოვიდა. ექიმი ახალგაზრდა ქალი იყო, მისი თანაშემწე კი ჩემი ტოლი ბიჭი.
-გამარჯობა.-გამიღიმა ახალგაზრდა ქალბატონმა.-აბა რა გაწუხებს?
-მაღალი სიცხე მქონდა, დამწევი დავლიე და ეხლა 38 და სამი ხაზია.-თერმომეტრი გავუწოდე ექიმს.
-გაგსინჯავ.-გამიღიმა.-გიორგი შენ საბუთები შეავსე.-შეხედა თანაშემწეს, სახელი გიორგის ხსენებაზე გული ამიჩქარდა.
-მისაღებში წამობრძანდით და მე შეგავსებინებთ.-გადახედა ექიმის თანაშემწეს დემნამ. გიორგიც გაჰყვა დემნას და ექიმმა ჩემი გასინჯვა დაიწყო.
-ჩვეულებრივი ვირუსია. თუ გართულდა და დამწევს არ დაექვემდებარება სიცხე მაშინ საავადმყოფოში უნდა მოხვიდე და დამატებით ანტიბიოტიკები უნდა დავნიშნოთ. მე დაგიწერ რა უნდა მიიღო და როგორ უნდა მოიქცე.-რეცეპტი გამოწერა და მომაწოდა.-ეს ჩემი ნომერია და თუ რამე გართულდა დამირეკე.
-კარგით, დიდი მადლობა.-გავუღიმე ექიმს. სწორედ ამ დროს ექიმის თანაშემწე და დემნა შემოვიდნენ ოთახში.
-ყველაფერი რიგზეა, ჩვეულებრივი ვირუსია. მალე გამოჯანმრთელდება, ფილტვები სუფთაა. თუ გაუგრძელდა სიცხეები საავადმყოფოში მიიყვანეთ.-დემნა დაარიგა ექიმმა.
-ნახვამდის, თქვენი მეუღლე მალე გამოჯანმრთელდება. სამ დღიანი ვირუსებია, ბევრი გამოძახება გვაქვს.-მხარზე ხელი დაადო გიორგიმ დემნას.
-ახალდაქორწინებულები ხართ?-ექიმმა შემოგვხედა ორივეს.
-კი, ერთი კვირაა დავქორწინდით.-ისეთი სახით უთხრა დემნამ ლამის მეც დავიჯერე.
-ანტიბიოტიკური მკურნალობა თუ დაგჭირდა ექიმს უთხარი. ფეხმძიმედ არ იყო, ყველა წამალი არ შეიძლება ნაყოფისთვის.-დამარიგა ექიმმა.
-გავითვალისწინებთ ექიმო.-გაუღიმა დემნამ.
-გამოჯანმრთელებას გისურვებ.-ექიმმაც გაგვიღიმა.
-ნახვამდის.-ძლივს წარმოვთქვი, დემნა ჩემი ქმარია და უკვე პატარასაც ველოდებით. საოცრებაა პირდაპირ.
-გაგაცილებთ. -დემნამ გაუღიმა ექიმს და მის თანაშემწეს და კარში გაუჩინარდნენ. „მეუღლე“, რატომ არ უარყო? თავში მიტრიალებდა კითხვა. დემნა შემოვიდა და საწოლზე ჩამომიჯდა.
-რატომ თქვა მეუღლეო?-შევხედე დემნას.
-მე ვუთხარი რომ ჩემი მეუღლე ხარ.-თვალებში მიყურებდა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-რატომ?-პირდაღებული ვუყურებდი.
-იმიტომ, რომ თვალებით გჭამდა ის ტიპი.
-მერე რა? იქნებ ბედი მეხსნებოდა.-შევხედე ვითომ გაბრაზებულმა.
-ბედი გეხსნებოდა არა. დავუძახებ და მაგან მოგიაროს.-გაბრაზებული წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
-რა ეტაკა.-გულში სასიამოვნოდ გამკრა.-გულგრილი არ ხართ ბატონო დემნა და იეჭვიანეთ.-ჩავილაპარაკე, გახარებულმა საბანი დავიფარე თავზე და საწოლში ჩავეფალი. დიდი ხანი ვიყავი, ის არ ჩანდა. სიცხე აღარ მქონდა, ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გამოვედი. მისაღებშიც არ იყო. სამზარეულოში გავედი და ჩაიდანი დავადგი გაზქურაზე. ეზოში გავიხედე და იქ იჯდა, წინ კონიაკის ბოთლი ედგა და სვავდა.-გავაბრაზე, საზიზღარი გოგო ვარ.-საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ჩაი გავამზადე, თბილი საღამო იყო და ჩემი ჩაის ფინჯნით მეც ეზოში გავედი.-აქ რას აკეთებ?
-ანგარიში უნდა ჩაგაბარო?-თავი მაღლა ასწია.
-როლში შევედი, მეუღლეო და რა ვიცი?-გამეღიმა.
-რა გაცინებს?-გაბრაზებულმა შემომხედა.
-კარგი, ხო, გავიგე. ჩემი დაცვა გინდოდა. მადლობა. ცოტა მეც დამისხი ეგ კონიაკი.
-არ შეიძლება წამლებს სვავ.
-ცოტა ჩამისხი ჩაიში, ეგ უფრო მიშველის.-ხელი მოვკიდე კონიაკის ბოთლს და ცოტა დავამატე ჩაის.-ძალიან არომატულია.-ფინჯანი პირთან მივიტანე და ისე ამოვხედე.
-რატომ გამოხვედი, გაცივდები, შედი დაიძინე.
-არ მეძინება, თბილა.-გავუღიმე.-შემირიგდი, ვიხუმრე. კარგად მოიქეცი, რომ უთხარი..-ვეღარ დავამთავრე, სიტყვა მეუღლე ვეღარ ვთქვი.
-აბა ბედი გამეხსნაო?-ამომხედა და მორიგი ჭიქა გამოცალა.
-დათვრები, რამე მაინც მიაყოლე.-ვუთხარი მზრუნველი ცოლივით.
-მართლა ნუ შეიფერე!-დამიყვირა და მაგიდიდან წამოდგა.-ხო და კიდევ ნუ გავიწყდება როგორ უნდა მომმართო.
-კარგით, ბოდიშით თუ შეგაწუხეთ.-ტირილი მინდოდა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
ჩაის ფინჯანს ხელი მოვკიდე და საძინებელში შევიკეტე. სიცხე ისევ მიწევდა, დამწევი დავლიე და საწოლში დავწექი, ვეღარ შევაკავე მოწოლილი ცრემლები და ხმამაღლა ავტირდი. ხმა, რომ ჩამეხშო ბალიშში ჩავგე თავი. დამეძინა, ძილში ვიყავი, თმაზე შეხება ვიგრძენი, მერე შუბლზე ვიღაცის თბილი ხელი ვიგრძენი. თვალებს ვერ ვახელდი, ძილს ვერ ვართმევდი თავს. ეს სიზმარი არ იყო, ვგრძნობდი გვერდით ვიღაც იწვა საწოლზე და ჩემს ძილს აკონტროლებდა.
დილით ძლივს გავახილე თვალები, კარგად მახსოვდა, რომ იმ ღამით ჩემს გვერდით ვიღაც იყო. საწოლში მეორე გვერდზე გავიხედე, იქ აღარ იყო. მერე ბალიში დავსუნე, ის არ ტყუოდა. მამკაცის სუნამოს სუნით იყო გაჟღენთილი.
-გიორგის სუნამო, ესეც ამ სუნამოს ისხავს?-ჩავეკითხე საკუთარ თავს,-მგონი ვგიჟდები.- სიცხე აღარ მქონდა, სააბაზანოში შევედი და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი. ვცდილობდი წინა ღამე აღმედგინა, მაგრამ თვალები არ გამიხელია. მხოლოდ მისი სუნთქვა მახსოვდა. დრო და დრო როგორ ამოწმებდა ჩემს ტემპერატურას შუბლზე ხელის დადებით. მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი, იქ იყო და მინერალურ წყალს სვავდა. უკან გამოვბრუნდი, ჩანთაში წამალი ვიპოვე, ნაბახუსევს შველოდა, სულ თან მქონდა ჩემი გიჟების გადამკიდე. უკან გამოვბრუნდი და სამზარეულოში შევედი. წამალი წინ დავუდე, მან კი გაკვირვებული თვალებით შემომხედა.
-თქვენს მოკვლას არ ვაპირებ. გიშველით, დალიეთ და თავის ტკივილი გაგივლით.-წამალზე ვანიშნე და თქვენობით ლაპარაკზე გადავედი.-რამე მოგიმზადოთ?
-არ მინდა არაფერი, შენ ჭამე.-წამალი დალია და მისაღებში გავიდა.
საუზმე გავამზადე და ვისაუზმე. სალათი მასაც გავუმზადე და მაცივარში შევუნახე. მერე კი მისაღებში გავედი, დივანზე იყო წამოწოლილი.
-არ გიშველათ?-სავარძელზე ჩამოვჯექი.
-ნუ ლაპარაკობ!-მკაცრად გადმომხედა. მეც აღარ ამომიღია ხმა უხმოდ ვიჯექი და ვუყურებდი.-რატომ მაშტერდები?
-მართლა სასწორი ხართ.-ჩავილაპრაკე და საძინებელში გავედი. საწოლზე წამოვწექი, ტემპერატურა ისევ მიწევდა. აღარ გამოვსულვარ ოთახიდან. რამდენიმე საათის მერე შემოვიდა.
-ისევ სიცხე გაქვს?-ჩუმად ჩაილაპარაკა.
-კი. 39. დამწევი დავლიე და გამივლის.-თვალები მეწვოდა და ცრემლი მომდიოდა.
-რატომ ტირი?-ახლა მზრუნველი დემნა იდგა ჩემს წინ.
-არ ვტირი, თვალები მეწვის და ცრემლი მომდის.-ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე.
-კარგი, თუ რამე დაგჭირდა დამიძახე.-მითხრა და ოთახიდან გავიდა.
ტემპერატურამ ერთ საათში დამიწია, მომშივდა და სამზარეულოში გავედი. დემნა ჩემს მომზადებულ სალათს ჭამდა.
-როგორ ხარ?
-კარგად, დამიწია სიცხემ.-მაცივრის კარი გამოვაღე და ქათამი გამოვიღე. გავასუფთავე და შევწვი. დემნა ეზოში გავიდა, კომპიუტერიც თან ჰქონდა და რაღაცას ჩასცქეროდა. მაგიდა ორ კაცზე გავაწყვე და ეზოში გავედი.-ბატონო დემნა, ქათამი შევწვი და წამოდით ივახშმეთ.
-კარგი წამოვალ.-ადგა და უკან ამედევნა. ფაქტი ერთია, მისი ჯანსაღი საკვები გემრიელი საკვებით ჩავანაცვლე და მომავალში დემნა მინიმუმ 10 კოლოგრამს მოიმატებდა. მაგიდას მიუჯდა, ქათმის ორი ნაჭერი გადაიღო, კანისგან გაასუფთავა და მხოლოდ თეთრი ხორცის ჭამა დაიწყო. მეც შევჭამე ცოტა.
-ყავას დალევთ?
-კი. ეზოში გამომიტანე.-მითხრა და ეზოში გავიდა. მაგიდა მივალაგე, ყავა გავამზადე და ეზოში გავიტანე.
-ინებეთ.-წინ დავუდგი ყავა. კომპიუტერს ჩასცქეროდა, თავი არ აუწევია მაღლა.-ისევ არ გამოვიდა?
-რა?-თითქოს გამოერკვაო.
-არ გამოვიდა ფორმულა ისევ? პროგრამაში.-დავუზუსტე.
-არ გამოდის, სამი საათია ვცდილობ გავასწორო.-ნერვიულად მოისვა ხელი თავზე და ყავა მოსვა.
-შეიძლება მეც ვნახო?
-შენ? ექსელი იცი?
-კი, მგონი კარგად ვიცი.-მხრები ავიჩეჩე, მანაც კომპიუტერი მომიტრიალა და მარტივად ამიხსნა რას აკეთებდა. ბრძანებაში, გაწერილ ფორმულაში ვერ ხედავდა დამატებით შემოსულ ავანსს და არასწორი ბალანსი გამოჰქონდა. ფორმულა გავწერე ექსელში და კომპიუტერი მისკენ შევაბრუნე.-ნახეთ აბა ასე დაინახავს?
რაღაც გადაამოწმა, პროგრამაში გადაიტანა და გაეღიმა.
-სად ისწავლე ასე კარგად ექსელი?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-ჩემით ვისწავლე, დახმარების ფუნქციის დახმარებით ვარჩევდი ფორმულებს და თითო ფორმულას ერთი კვირა ვმეცადინეობდი. ამიტომაც არ მავიწყდება და კარგად ვიაზრებ. გამოვიდა?-ბოლოს დავსვი შეკითხვა.
-გამოვიდა. სიცხეზე ტვინმა მგონი უკეთ დაიწყო მუშაობა.-გაღიმებულმა შემომხედა.
-ჩემი ტვინი ყოველთვის კარგად მუშაობს.-შევხედე გაბრაზებულმა.
-კარგი გოგო ხარ. მადლობა.-მოვიდა და მოწყვეტით მაკოცა ლოყაზე.-ხვალიდან პროგრამის მუშაობას დატესტავ და საბუთებს თავს დაანებებ.
-მართლა?-ხელები მაღლა ავწიე და ეზოში ცეკვა და ტრიალი დავიწყე.
-ახლა კი სახლში შედი. წამალი უნდა დალიო.-უცებ დასერიოზულდა და მხიარულება ჩამაშხამა.
-კარგით.-ჩავილაპარაკე, აღარ მინდოდა გაბრაზებულიყო. ყავის ჭიქები სამზარეულოში გავიტანე და დავრეცხე. მერე კი საძინებელში გავედი. წამალი დავლიე და საწოლზე წამოვწექი. ბალიშს ჩავეხუტე, ამ სუნამოს იმდენ ხანს ვეძებდი და ვერ მივაგენი, ნუთუ დემნაც ამ სუნამოს ისხავს. ფიქრებში წავედი, დემნა მომწონდა, საშინლად მომწონდა, მასთან გიორგი სულ მავიწყდებოდა.
-ნატა შეიძლება შემოვიდე?-კარზე დააკაკუნა.
-შემოდით.-საწოლში გავსწორდი.
-როგორ ხარ? გაქვს კიდევ სიცხე?-საწოლთან მოვიდა და თავზე დამადგა. უხერხულად შევიშმუშნე.
-აღარ მაქვს, დამწევი დავლიე.
-გეძინება?
-არა არ მეძინება.
-წამოდი ფილმს ვუყუროთ. მარტო მეზარება ყურება.
-ბატიბუტსაც დავბატავ.-საწოლიდან გახარებული წამოვდექი, უცებ კი თავბრუ დამეხვა და შევბარბაცდი.
-კარგად ხარ?-უცებ წელზე ხელი მომკიდა და გულზე ამიკრა.
-თავბრუ დამეხვა, ოთახი ტრიალებს.
-არ ტრიალებს.-გაეცინა.-წამოდი მე დაგიჭერ.-ხელი წელზე მომხვია და საძინებლიდან გამიყვანა. მისაღებში დივანზე დამსვა და პლედიც მომაფარა.
-ბატი ბუტი?
-მითხარი როგორ დავბატო და მე გავაკეთებ.
-სამზარეულოში გამიყვანე, ხელი მომკიდე და ისე, მე დავბატავ.
-არა იჯექი და მე გავაკეთებ.
-კარგი. ქვაბში ცოტა ზეთი ჩაასხი, ძალინ ცოტა და ცოტა მარილი ჩაყარე. მერე კი ბატიბუტის სიმინდი ისე, რომ ქვაბის ძირი დაიფაროს და მაშინვე დააფარე თავსახური. ცოტა ხანში ქვაბი, რომ გაივსება გაზქურა გამორთე.
-კარგი.-სამზარეულოში გავიდა, ხუთი წუთის მერე კი გინების ხმა გაისმა და ბათქა-ბუთქი ატყდა. სამზარეულოში გავიქეცი და ნამდვილი ბრძოლის ველი იყო. ქვაბს თავსახური არ დააფარა და ბატიბუტი სულ აქეთ-იქით ცვიოდა.
-თავსახური სად არის?-შეშფოთებულ დემნას ვუყურებდი.
-რომ ვიცოდე, ხომ დავაფარებდი.-ყვიროდა გამწარებული. სხვა ქვაბის თავსახური მოვძებნე, უფრო დიდი იყო და კარგად დაეფარა, ქვაბს დავაფარე და მესამე მსოფლიო ომიც დამთავრდა.
-ამის დედაც.. რა დღეში ჩავაგდე აქაურობა.-ნაომარ სამზარეულოს გადახედა.
-მივხედავ, წადით თქვენ მისაღებში.-ხელით მისაღებისკენ ვანიშნე და უცებ ისეთი ხარხარი ავიტეხე სიცილისგან ლამის გავიგუდე.
-რა გაცინებს?
-კარგი სანახაობა იყო.-ისევ ვიცინოდი.
-ხო არა.-უცებ გადამიკიდა ზურგზე და ეზოში გამარბენინა, გააზრება ვერ მოვასწარი, რომ აუზში აღმოვჩნდი, ძლივს ამოვყვინთე.
-გაგიჟდით, რას აკეთებ, ავად ვარ.-ამოვიტირე. თითქოს გამოერკვა რა გააკეთა და ხელი გამომიწოდა.
-მოდი ამოგიყვან, დამავიწყდა ცუდად რომ ხარ.-ხელი გამომიწოდა და მეც ჩემი ხელი შევაგებე, ჩაცუცქული იყო აუზთან, მთელი ძალით მოვქაჩე ხელზე და ისიც აუზში აღმოჩნდა.
-რევანში.-როგორც კი ამოყვინთა მივაძახე და თავად ამოვედი აუზიდან.
-რევანში არა.-გაეღიმა და ისიც უკან გამომყვა. მისაღების იატაკი სულ დავასველე, სველი ტანსაცმლიდან წყლის წვეთები იატაკზე ეცემოდა და ჩემს უკან კვალს ტოვებდა.-ჯანდაბას.-ბრახუნის ხმა გავიგე და უკან მოვიხედე. დემნა იატაკზე იჯდა და კეფას იზელდა.
-რა მოგივიდათ?-ახლოს მივედი.-დაგეხმაროთ?-სულ არეული ვიყავი, ძლივს ვახერხებდი მასთან თქვენობით ლაპარაკს. ხან მიშინაურდებოდა და არ იმჩნევდა ჩემს შენობით ტონს, ხან კი სულ მთხოვდა თქვენობით მიმემართა.
-ხელი მომკიდე, ფეხი გამისრიალდა და წავიქეცი.-მეც ხელი მოვკიდე დასახლამრებლად, მან კი მომქაჩა და წაქცევის მაგივრად ისევ მას დავეცი ზემოდან. ისე ახლოს იყო, მისი თვალები ჩემს თვალებთან, ტუჩები კი ჩემს ტუჩებთან. სულ რაღაც ერთი სანტიმეტრი გვაშორებდა. ორივე მძიმედ ვსუნთქავდით. ძლივს მოვახერხე და წამოვდექი. სააბაზანოში შევიკეტე და ცხელი შხაპის ქვეშ გავყევი ფიქრებს. არ უნდა მიხვდეს, რომ მომწონს, არ უნდა გაიგოს, თორემ მეც მომიცილებს თავიდან. პირიქით რაც შეიძლება ცივად უნდა მოვიქცე, რომ ვერაფერს მიხვდეს. ვარიგებდი საკუთარ თავს და გადავწყვიტე თავი გამეკონტროლებინა. რამდენად შევძლებდი არ ვიცი, მაგრამ არ უნდა მიმხვდარიყო, რომ მომწონდა. სააბაზამოდან გამოვედი, თბილ ხალათში გავეხვიე და მისაღებში გამოვედი. იატაკის საწმენდი მოვძებნე და იატაკის წმენდა დავიწყე. მერე სამზარეულოში გავედი და ომის შედეგად დატოვილი ტყვიები(ბატი ბუტი) მოვხვეტე და სამზარეულოც მივალაგე. დიდ ჯამში ჩავყარე გადარჩენილი ბატიბუტი და მისაღებში გავიტანე. დემნა არ ჩანდა, ავნერვიულდი და ზედა სართულისკენ დავიძარი. მისი საძინებლის კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.
-შემოდი.-გაისმა მისი მკაცრი ხმა.
-კარგად ხართ?
-არა, თავი გამიტყდა.-ხელში სველი პირსახოცი ეჭირა და კეფაზე იდებდა.
-რაა?-სისხლი, რომ დავინახე მანდ დამთავრდა ჩემი მსახიობობა და გულცივობა.-ექიმთან წავიდეთ, რამე არ დაგემართოს. ასე ძლიერ როგორ დაეცი?-გაბრაზებული ვქოთქოთებდი.
-არ მოვკვდები, დაწყნარი.-გაეღიმა ჩემს რეაქციაზე.
-შეგიხვევთ.
-არ მინდა.
-ექიმთან წავიდეთ, სისხლი, რომ იყოს ჩაქცეული თავში, გემატომა არ გქონდეს.-შეშინებული ვუყურებდი.
-დაწყნარდი.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გაღიმებულმა ჩამხედა თვალებში.-არაფერი არ დამემართება.
-ქვემოთ არ წამოხვალ?
-არა, ოთახი ტრიალებს.-გაეცინა.- შენ როგორ ხარ? უარესად გაგაციე. დამავიწყდა ავად, რომ იყავი.-თავი ჩახარა.
-კარგად ვარ, გრილი წყალი მომიხდა სიცხიანს. აღარც ოთახი აღარ ტრიალებს.-გამეცინა.
-ახლა ჩემთვის ტრიალებს და შენ მომივლი.
-დემნა საშიშია, არ შეიძლება ხუმრობა. წამოდი ექიმთან წავიდეთ.
-დემნა?
-კარგით, ბატონო დემნა.-გაეღიმა.-ნუ დამცინით.
-სასაცილო ხარ. ადვილად გიმორჩილებ, თქვენობით მომმართავ, მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოს ლეილასთან და ზაირასთანაც არ ვყოფილვარ.
-თქვენობით მომმართეო და რა ვქნა. სულ მეშლება და შენობით მოგმართავ. არ ვარ მიჩვეული თქვენობით ლაპრაკს თქვენო უდიდებულესობავ. ხან და ხან მგონია ხელზე კოცნასაც მომთხოვ და თვალებში ყურებასაც ამიკრძალავ.-უცებ ვთქვი ის რაც ძალიან მაწუხებდა ჩვენს ურთიერთობაში.
-კარგი ვიხუმრე და წამოეგე.
-ახლა იხუმრე, თუ მანამდე ხუმრობდი სულ.
-მანამდე ვხუმრობდი სულ. რა მიამიტი ბავშვი ხარ.-ხელი მომკიდა და საწოლზე ჩამომსვა.-ხომ მომივლი?
-მოგივლი, თუ დილით ისევ არ მიყვირებ და თქვენობით ლაპარაკს არ მომთხოვ.
-კარგი. მაგრამ სამსახურში ბატონოთი მომმართე.
-ოხ ეს ამპარტავნობა დაგღუპავს შენ.-ხელები მაღლა ავწიე და ისე ვუთხარი. პულტს მისწვდა და ტელევიზორი ჩართო.-ჩემთვის არ შეიძლება ხომ?-წარბაწეულმა შევხედე.
-არ შეიძლება. თუ ყურება მოგინდება ჩემთან ერთად უყურე ტელევიზორს. შეგიძლია ამ ოთახშიც მესტუმრო ხოლმე.-თვალი ჩამიკრა და მე სულ გავწითლდი.
-არც იოცნებო. დღეს იმიტომ ვარ რომ უნდა მოგიარო.-გაბრაზებულმა შევხედე.
-დაწყნარდი ტელევიზორის საყურებლად გეპატიჟები სექსს კი არ გთავაზობ.-ახლა კი მომეკიდა ცეცხლი და აუზის წყალიც კი ვერ ჩამაქრობდა.
-ჩემი უფროსი არ იყო მე შენ გაჩვენებდი სექსს.-გაბრაზებულმა ჩავილაპრაკე და საწოლიდან წამოვდექი.-ისე დარტყმისას მეტყველების ფუნქცია გაგიაქტიურდათ მგონი ტვინში. კარგად ჭიკჭიკებ, კარგად ხარ და მე წავედი.
-მოიცადე, რა გოიმივით ავარდი. გეხუმრე.-იცინოდა და გაღიმებული სახით მიყურებდა. მე კი ძალიან გავბრაზდი, პირდაპირ ჩემს ნერვულ სისტემას ურტყავდა. კარი გამოვიხურე და წამოვედი. მისაღებში ჩავრთე ტელევიზორი, რაღაც ფილმი გადიოდა და უაზროდ ვუყურებდი, თან ბატიბუტს ვახრამუნებდი, ისე მომეპარა და მომიჯდა გვერდით ვერ გავიგე და უცებ შევკივლე.-შეგაშინე?
-ასე სიარული როგორ შეიძლება?-გაბრაზებულმა შევხედე.
-ბატიბუტის ჩემს გარეშე ჭამა შეიძლება?- კალთიდან ბატიბუტის ყუთი ამაცა და თავად დაიჭირა ხელში.
-მაჭამე.-ხელი გავიშვირე მისკენ, მან კი ბატიბუტი განზე გასწია.
-იმდენი ვიომე სულ ჩემია.
-მე კი ეგ ნაომარი ვალაგე, მეც მეკუთვნის. თანაც შენ ღია მინდორზე აომე, მე კი სანგარში ჩავსვი და გადავაჩინე.
-კარგი, მაშინ გეკუთვნის. მისაღებიც მიალაგე?
-კი მივალაგე.
-ხვალ დამლაგებელი მოვიდოდა, რატომ იწვალე, თანაც სიცხე გაქვს. -ხელი შეუბლზე მომადო.-იწვი, დამწევი არ დალიე?
-დამავიწყდა.-ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი წამლის დასალევად. წამალი დავლიე და ბარბაცით მივუახლოვდი.
-ცუდად ხარ, წამოდი დაიძინე.-ხელი მომკიდა და საძინებელში შემიყვანა.
-შენ როგორ ხარ? გტკივა თავი?-ავხედე მხარზე დაყრდნობილმა.
-კარგად ვარ. ძალიან ცხელი ხარ.-ტუჩები მომადო შუბლზე და შეშფოთებულმა შემომხედა.
-დამიწევს სიცხე.-საწოლზე ჩამოვჯექი.
-ნატა ძალიან მაშინებ, ჩემი ბრალია, მგონი უარესად გაგაციე.
-მაშინ დარჩი და მომიარე.-ამოვილუღლუღე, უკვე სიცხისგან ვბოდავდი. საღ გონებაზე დემნას ამას არასდროს ვეტყოდი.
-კარგი დაწექი.-ფეხზე გამხადა და საწოლში ჩამაწვინა. თავად კი ცოტა ხანი მიყურა, მერე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ჩამეძინა, ეს მე არ ვიყავი, რაღაც ხდებოდა ჩემს თავს, კაცს ვთხოვდი ჩემს გვერდით დაეძინა და შედეგებზე არ ვფიქრობდი. ისევ მაღალი სიცხე მქონდა, ვბოდავდი. ვხვდებოდი, რომ რაღაცეებს ვბოდავდი სიცხისგან. ნაცნობი სურნელი ვიგრძენი გულში მიკრავდა და მასთან ჩახუტებულს მეძინა. წინააღმდეგობა არ გამიწევია, ღამით მაღალი სიცხე მომცა, ისე დამალევინა სიცხის დამწევი თვალი არ გამიხელია, დილით რომ გამეღვიძა იქ აღარ დამხვდა, თითქოს გავცივდი, სიცივემ ამიტანა. ისე მინდოდა გვერდით ყოფილიყო და ჩევხუტებოდი. გონს მოდი და ნუ გაუბერე, შემომიძახა ალტერ ეგომ და სააბაზანოში გავედი, საათი შვიდ საათს აჩვენებდა. მოვწესრიგდი, ოთახი მივალაგე და მისაღებში გამოვედი. კიბეებზე ჩამოდიოდა ზედა სართულიდან, შავი შარვალი, კლასიკური ფეხსაცმელი და ღია იასამნისფერი პერანგი ეცვა. პერანგი მკლავებზე ჰქონდა აკეცილი, ისეთი სიმპატიური იყო ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე.
-გაიღვიძე, როგორ ხარ?-მოვიდა და შუბლზე მომადო ხელი.
-ოფისში მიდიხარ?
-ხო მე წავალ, სერვერზე უნდა გადავიტანო შენი ფორმულა, თუ ცუდად იქნები დამირეკე და წამოვალ. ისე შუადღემდე დავბრუნდები და ერთად ვისადილოთ. -კომპიუტერის ჩანთას ხელი მოჰკიდა და გასასვლელისკენ წავიდა.
-დემნა.
-გისმენ-ჩემსკენ შემობრუნდა.
-დემნა მე მაღალი სიცხე მქონდა და უაზროდ ვბოდავდი, არ მინდოდა შენი შეწუხება, არასწორად მოვიქეცი, ეს არ იყო სწორი.-თავი დავხარე და იატაკს დავუწყე ყურება.
-ნატა შენ ცუდი არაფერი ჩაგიდენია, მგონი არც მე.-მოვიდა და გამიღიმა.-ცუდად იყავი და გეშინოდა. მეგობრები არ ვართ?-თავი მაღლა ამაწვინა და თვალებში ჩამხედა.
-მეგობრები ვართ..-ჩავილაპარაკე სევდიანად.
- ნუ ნერვიულობ გთხოვ, ვიცი სხვანაირი ხარ და ჩემს დაკერვას არ ცდილობ, ამას ვხვდები.
-სწორად მიხვდი, არ მინდა გეგონოს, რომ..
-მიწვევ. ვიცი და არც მგონია. დაწყნარდი კარგი?-ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.
-სადილი რა გავამზადო.
-რაც შენ გინდა, მაგრამ ჯობია სალათები.-თვალი ჩამიკრა და კარში გაუჩინარდა.
-მზრუნველი ცოლივით სადილს ვუთანხმებ და ვემშვიდობები. ვაი შენს პატრონს ნატა.-გაბრაზებულმა შემოვუძახე საკუთარ თავს.-მგონი გავგიჟდი.-ისევ ვქოთქოთებდი.-სხვა სუნამო ესხა. ეს რა ღამით ისხავს იმ სუნამოს და მე მაგიჟებს?-ისევ საკუთარ თავს ველაპარაკებოდი.
სამზარეულოში გავედი, სადილი მოვამზადე. მსუბუქი წვნიანი და ორნაირი სალათი. მერე ნამცხვარი მომინდა და მაღაზიაში წავედი. საჭირო მასალები ვიყიდე და სახლში დავბრუნდი. კექსი გამოვაცხვე. საათი უკვე ორს აჩვენებდა, ყველაფერს მოვრჩი. სამზარეულო მივალაგე, მერე ტემპერატურა გავიზომე და ისევ 39 მქონდა. დამწევი დავლიე და საწოლზე წამოვწექი. მერე ლიკა გამახსენდა და მისი ნომერი ავკრიფე.
-ლიკა როგორ ხარ?-ჩავძახე მონატრებულ დაქალს.
-მე კარგად და შენ როგორ ხარ? შაბათ კვირა რატომ არ გამომიარე. სიძესაც მოენატრე, რატომ არ მოდის ის გოგოო.
-რავი, ვიფიქრე მნიშვნელოვანი საქმე აქვთ, ბოლო ბოლო ბიჭი უნდა გამოუვიდეთთქო. ზეზვა ხომ ბიჭზე მუშაობს?-ჩავძახე ტელეფონში.
-ბიჭს გაჩვენებ მე შენ რომ გნახავ. -გაბრაზებულმა ჩამყვირა ლიკამ.
-ლიკა ავად ვარ. სიცხე მაქვს და უფროსმა სახლში დამტოვა.-თავი შევაცოდე.
-მოგიკვდი მე, მაღალი სიცხე გაქვს?-შეიცხადა ლიკამ.
-ხო, მაღალი სიცხე მაქვს, იმედია ხვალ კარგად ვიქნები და სამსახურში წავალ.
-ახლაც სამსახურში არ ხარ?
-სადილი უნდა გავამზადო. იცი გუშინ სახლში დარჩა და მივლიდა.
-ვინ, შენი იდეალური?-შეჰკივლა ლიკამ.
-ჩემი არ არის.-სევდიანად ჩავილაპარაკე.-ლიკა გაქცევა მინდა აქედან. მეშინია რომ კიდევ შემიყვარდება და ისევ ყველაფერი გაქრება.
-კარგი რა ნატა, შენ აუცილებლად შეუყვარდები. შენს სულს დაინახავს, კეთილ გულს და შეუყვარდები. თუ გიყვარს კი არ უნდა გაიქცე უნდა იბრძოლო.-მითხრა ლიკამ.
-მეშინია, სიყვარულის უკვე მეშინია.
-ნატა როგორ ხარ?-იდეალური სხმა გაისმა ჩემს ოთახში და კარისკენ შევბრუნდი. იმედია არ გაიგონა რაც ლიკას ვუთხარი.
-ლიკა მერე დაგირეკავ.
-მანდ არის?
-კი, გკოცნი კარგად.
-როდის მოხვედი?-სახეზე ალმური ამდიოდა, იმედია ვერ გაიგონა რაც ლიკას ვუთხარი.
-ახლა მოვედი, კარი ღია იყო და შემოვედი მოსაკითხად. გაქვს კიდევ სიცხე?-უცნაურად იღიმოდა.
-მგონი დამიწია.-შუბლზე ხელი მივიდე, დამიწია კი არა ალმური ამდიოდა. შიგნიდან ვიწვოდი და მეშინოდა, რომ ჩემი ლაპარაკი მოისმინა.
-შენ ვერ მიხვდები.-ჩემსკენ წამოვიდა და შუბლზე ტუჩები მომადო. მისმა სურნელმა მომიცვა. თვალები დავხუჭე.-აღარ გაქვს სიცხე.
-სამსახურში რა ხდება?-ვეცადე გამოვფხიზლებულიყავი და თემა შევცვალე.
-იდეალურად არის ყველაფერი. გავწერე შენი ფორმულა პროგრამაში და მუშაობს. სატესტოზე გადავეცი, რომ დატესტონ. -ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა.-კარგი გოგო ხარ. ეს მომწონს.-თითი საფეთქელზე მომადო.
-რა მოგწონს?
-შენი ტვინი, კარგად მუშაობს. -გამიღიმა.-მომშივდა, წამოდი ვისადილოთ.-ხელი მომკიდა და სამზარეულოსკენ წამიყვანა.-აბა რა გაამზადე?
-გუფთა და სალათები.
-ბუნებით მტაცებელი ხარ, ხორცი გიყვარს.
-მტაცებელი არ ვარ, ხორცი კი მიყვარს.
-ორი უკიდურესობა ვართ.
-არ შეჭამ? მთელი გულით მოგიმზადე, გთხოვ ცოტა შეჭამე.-ხვეწნის თვალებით შევხედე.
-ცოტას შევჭამ.
გუფთა ამოვიღე თეფშებზე და მაგიდაზე დავდგი. სანამ სალათები გამოვიღე მაცივრიდან და ნატურალური წვენი დემნას უკვე ჭამა დაეწყო.
-გემრიელია, ძალიან. ასე თუ გამომკვებავ გავსუქდები.
-მერე რა. მაღალი ხარ, ცოტა თუ მოიმატე საერთოდ არ შეგეტყობა.-გავუღიმე.
-ისე გემრიალდ ამზადებ მართლა გამასუქებ.
-ჩემი აზრით ათ კილოგრამს თუ მოიმატებთ, ბევრად სიმპატიური და მიმზიდველი იქნებით.
-ხოო, ახლა არ ვარ მიმზიდველი?
-ახლაც მიმზიდველი ხართ.-ძლივს ჩავილაპარაკე და ჭამა გავაგრძლე.
მშვიდად ვისადილეთ, რატომღაც მიყურებდა და კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. სამზარეულო მივალაგე, არ გასულა, ხან წყალი დალია, ხან წვენი, ხან ყავა. სულ სამზარეულოში იტრიალა. ისე შემაწუხა გარშემო ტრიალით, რომ თეფშიც გამიტყდა.
-ბედნიერების ნიშანია, მალე გათხოვდები.-ჩაილაპარაკა მშვიდი სახით.
-რა? ბედნიერების კი არა დაბნეულობის ნიშანია. ყავა მისაღებში, რომ დალიო არ გინდა, სულ გარშემო მივლი და ვიბნევი.
-რატომ?-წარბები მაღლა აწია.
-არ ვიცი.-მხრები ავიჩეჩე და ისევ ჭურჭლის რეცხვა დავიწყე.
-ხოო? მართლა არ იცი?-ჩაილაპარაკა და გაეღიმა.
-მართლა არ ვიცი.-გაბრაზებულმა ხმას ავუწიე.
-ნუ ყვირი!-მანაც აუწია ტონს და სამზარეულოდან გავიდა.
-ღმერთო რას მიკეთებს? -ნერვიულად მოვისვი სველი ხელი შუბლზე.-მაგიჟებს და მერე იქით მიყვირის.
დალაგებას მოვრჩი და ჩემი კექსი მერე გამახსენდა, დავჭერი და მისაღებში გავიტანე.
-მე გამოვაცხვე, არ გინდა?-წინ დავუდგი თეფშით კექსი.
-სხვა დროს ჩემთან ტონის აწევა არ გაბედო?-შემომხედა გაბრაზებული თვალებით.
-ბოდიში, უნებურად მომივიდა.-საძინებელში წავედი და აქამდე დაგროვილ ცრემლებს გზა მივეცი. სააბაზანოში შევიკეტე და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი. ვტიროდი და ჩემს ცრემლებს წყალს ვაყოლებდი. რა უნდა? რატომ მაგიჟებს? ვეღარ გავუძლებ მის სიახლოვეს, ასე ვერ გავძლებ. თითქოს მიახლოვდება, მერე კი მშორდება და დიდი უფსკრული ჩნდება ჩვენს შორის. მგონი შემიყვარდა, რაღაც მჭირდა. ცოტა გონზე მოვედი, სააბაზანოდან გამოვედი პირსახოც შემოხვეული და შეშინებულმა შევკივლე, კართან დემნა იდგა.
-შეგაშინე?-ირონიულად იღიმოდა.
-შემაშინე, აქ რა გინდათ? უნდა გამოვიცვალო გთხოვთ გადით.-თავი მაღლა ავწია და თვალებში შევხედე. ხარბად მათვალიერებდა, მზერა ჩემს დეკოლტეზე შეაჩერა.-დემნა, გთხოვ გადი.-ისევ გავუმეორე.
-იტირე?-მზერა ჩემს თვალებზე გადაიტანა.
-არა, საპონი ჩამივიდა თვალებში.-თვალები დავხარე, ვატყუებდი.
-მატყუარა.-ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა.
კარი გადავკეტე და ტანსაცმელი ჩავიცვი. მერე სამზარეულოში გავედი, გვერდი ავუარე, მისაღებში კომპიუტერში მუშაობდა. ყავა და კექსი გამოვიტანე სამზარეულოდან და საძინებელში მივდიოდი.
-ეგ ჭიქა და თეფში აქ დადგი.-გაისმა მისი მკაცრი ხმა.
-რამეს ვაშავებ?-ძლივს მოვახერხე თქმა.
-წადი თმა გაიშრე, გაცივდები და ისევ სიცხეს მოგცემს. ძალიან გაგიგრძელდა სახლში ყოფნა, ხვალ სამსახურში მოდიხარ.-ჩაილაპარაკა კატეგორიული ტონით.-მერე გამოდი და ყავა ერთად დავლიოთ.-დააყოლა ბოლოს.
გაბრაზებული შევარდი საძინებელში, სააბაზანოში შევედი და თმის გაშრობა დავიწყე. გრძელი თმა მქონდა და გამშრალებასაც დიდხანს ვუნდებოდი, ამიტომ ზაფხულში არ ვიშრობდი. ახლა კი ამ ტირანმა უნდა მიმითითოს თმას გავიშრობ, თუ სველი თმით ვივლი. გაბრაზებული ვიყავი, რას მერჩის? სულ თვალებში ვუყურებ და ვცდილობ წინააღმდეგობა არ გავუწიო, ის კი სულ პოულობს მიზეზს გამიბრაზდეს.
სააბაზანოდან გამოვედი და საწოლზე წამოვწექი. აღარ გავსულვარ მისაღებში, მალე ჩამეძინა. მძინარემ შეხება ვიგრძენი თმაზე, ან მომეჩვენა. არ ვიცი, ღრმად მეძინა. რომ გამეღვიძა უკვე საღამო იყო. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ზეზვა მირეკავდა.
-სიძე შე ძველო, როგორ ხარ?
-შენ როგორ ხარ? ლიკამ ავად არისო და მთელი დღეა ქოთქოთებს.
-ახლა კარგად ვარ, დაამშვიდე.
-დავამშვიდებ, შენ არ იდარდო.-ხმამაღლა გაიცინა.-ნატა გამოგივლი და სადმე დავსხდეთ.
-კარგი, გამომიარე. ცოტა განტვირთვა მჭირდება. მისამართი იცის ლიკამ.
-კარგი, გაემზადე და ნახევარ საათში გამოდი.
-კარგი.-ტელეფონი გავთიშე და კარადა გამოვაღე. ჯინსის მომდგარი შარვალი ჩავიცვი, დეკოლტე მაისური. ჩემი მრგვალი ფორმები კარგად გამოვკვეთე, ხესავით არ ვარ, ძალიან წვრილი წელი მაქვს, სავსე მკერდი და ლამაზი საჯდომი. მე მომწონს ჩემი გარეგნობა და თუ დემნას არ მოვწონვარ არ ვიდარდებ. წავალ და ჩემს გიჟებთან გავერთობი. იქნებ მისტერ იდეალურიც და გიორგიც საერთოდ დავივიწყო. ჩანთას ხელი დავავლე და ნახევარ საათში მისაღებში გავედი.
-მე გავდივარ.-გამოვუცხადე და სახლის კარი გავაღე.
-სად მიდიხარ?-დამაწია კითხვა.
-საქმე მაქვს. რამე პრობლემაა? -გაკვირვებულმა შევხედე.
-კარგი წადი.-მითხრა და ისევ კომპიუტერის ეკრანზე გადაიტანა მზერა. მეც გამოვიხურე კარები და ეზოში გავედი. ეზო გავიარე და ეზოს კარიც გავიხურე. ზეზვა და ლიკა უკვე მელოდებოდნენ. ლიკა კივილით გადმოხტა მანქანიდან და გულში ჩამიკრა. ზეზვაც გადმოვიდა და გადამკოცნა.
-ხანდახან მგონია ბიჭი, რომ ყოფილიყავი ეს შენ გამოგყვებოდა ცოლად.-იცინოდა ზეზვა.
-ეჭვი არ შეგეპაროს.-ირონიულად გადახედა ლიკამ.
-რა გიჟები ხართ.-უკანა სავარძელზე მოვთავსდი და მათ ჩხუბზე მეცინებოდა.
-ნათლი აბა როგორ ხარ?-მკითხა ზეზვამ.
-რაღაც ვირუსი შემეყარა და მაღალი სიცხეები მქონდა. ახლა კარგად ვარ.-მთელი გზა ლიკა არ გაჩუმებულა, ხან რას მიყვებოდა ხან რას.
ბარში მივედით, მყუდრო ადგილას დავჯექით. ცოტა ხანში ნიკა და ირაკლიც შემოგვიერთდნენ.
-როგორ ხარ?-ჩავეხუტე ირაკლის. ის განსაკუთრებულად მიყვარდა, არ ვიცი რატომ. არ მეცოდებოდა, ეს შეცოდება არ იყო. ძალიან მიყვარდა, როგორც მეგობარი.
-კარგად ნატაშა, შენ როგორ ხარ?-გულში ჩამიკრა ირაკლიმ.
-გაციებული ვარ და ვირუსი მაქვს. ძალიანაც ნუ მეხუტები, არ გადაგედოს.-ირაკლიზე ჩახუტებულმა ბართან დემნა და ალექსი დავაფიქსირე. ეს რა უკან გამომყვა? დაჟინებული მზერით გვიყურებდა მე და ირაკლის. ირაკლის მოვცილდი და მათკენ წავედი.
-მაკონტროლებთ ბატონო დემნა?-ბარის სკამზე დავჯექი და უტეხად ვუყურებდი თვალებში.
-ნატა როგორ ხარ?-ალექსი ჩაგვერთო საუბარში.
-კარგად. არ მითხრათ აქ შემთხვევით აღმოვჩნდითო. შორს რატომ ზიხართ, წამოდით და ჩემს მეგობრებს გაგაცნობთ.-შევხედე ორივეს.
-არა გმადლობ. მართლა შემთხვევით აღმოვჩნდით.-ირონიულად ჩაიცინა.-გართობას ვაპირებთ და ჯობია გაქრე აქედან.-თვალი ჩამიკრა დემნამ.
-კარგით, გართობას არა.-გაბრაზებულმა შევხედე.-კარგად გაერთეთ.-უკან გამოვბრუნდი და ჩემი მეგობრებისკენ გავემართე. თან თვალს დემნასკენ ვაპარებდი. ცოტა ხანში დაეხვნენ სანადიროდ გამოსული გოგონები.
-ნატა.-ხელი გამიქნია ნიკამ.-ეკა მოვიდა და იქნებ გამოფხიზლდე. სად დაფრინავ?-იცინოდა ნიკა.
-ეკა როგორ ხარ?-ეკას ჩავეხუტე.
-კარგად შენ როგორ ხარ?
-აქ არ არის. სპეცსამსახურის მზვერავივით უთვალთვალებს თავის უფროსს.-გადაულაპარაკა ცოლს ნიკამ.
-მასეთ უფროსს მეც თვალთვალს დავუწყებდი.-თვალი ჩამიკრა ეკამ.-რაო ჩვენი გოგო ისევ გაება? რკინის ლედი ვეღარ არის?-ისევ დამცინოდა ეკა.
-გეყოთ ახლა.-გავუბრაზდი ყველას.
-შეყვარებულია.-ჩამიშვა ლიკამ.
-მე მიხარია, დროა დაივიწყოს ის ტიპი და საკუთარ ცხოვრებას მიხედოს.-ახლა ზეზვა ჩაერთო საუბარში. მხოლოდ ირაკლი იჯდა ჩუმად და ხმას არ იღებდა.
-ნატა წამოდი ვიცეკვოთ, გაგაგიჟებენ ესენი.-ხელი გამომიწოდა ირაკლიმ და მეც გავყევი სცენისკენ. ნაზი მუსიკის ჰანგები ისმოდა, მოცეკვავე წყვილები ვალსს ცეკვავდნენ. ბარისკენ გავიხედე, დემნა ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა და უღიმოდა. გაბრაზებულმა ჩავუარე და ირაკლისთან ერთად დავიწყე ცეკვა.
-გიყვარს?-მკითხა ირაკლიმ.
-ირაკლი ისევ გიყვარვარ?-შეკითხვა დავუსვი იკას.
-ძნელია შენი გადაყვარება. მაგრამ უკეთესს იმსახურებ.
-ირაკლი შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ. თავს ნუ იკომპლექსებ და ნუ გგონია, რომ დემნა რამით გჯობია. აუტანელი ტიპია, არ ვიცი მიყვარს თუ არა. გიროგიზე აღარ ვფიქრობ მის გვერდით და ეს მომწონს. მინდა გიორგის აჩრდილს თავი დავაღწიო.
-ის გხედავს და გეტყვის, რომ ლამაზი ღიმილი გაქვს, გეტყვის, რომ ეგ კაბა გიხდება, გეტყვის, რომ შენი თვალები მოსწონს. მე? მე რა შემიძლია გითხრა?-სევდიანად ჩაილაპარაკა ირაკლიმ, გული მომეწურა.
-მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ როგორც მეგობარი და როცა არ უნდა დაგჭირდე ყოველთვის მოვალ შენთან. არ მეცოდები, რადგან განათლებული და ძლიერი ადამიანი ხარ, შესაცოდი არაფერი გჭირს. დემნა თუ ჩემს ღიმილს შეაფასებს, შენ ჩემს სულს ხედავ. შენ მეტყვი, რომ კეთილი გული მაქვს. ყველა ჩემს გარშემო მხოლოდ იმას მეუბნება, რომ ლამაზი და სექსუალური ვარ. ეს ისეთი ბანალური ფრაზებია. შენ კი ჩემს სულს ხედავ, ჩემს გულს და ის გიყვარს. შესაცოდები ისინი არიან ვინც ადამიანებს მხოლოდ გარეგნულად აფასებენ და ხელში უგულო არსებები რჩებათ.
- მიყვარხარ და ამ გრძნობას მიმართულებას შევუცვლი. შენ უფრო მეტად მიგებ ვიდრე საკუთარი და. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და არ მინდა ვინმემ გატკინოს, ან გაწყენინოს. ის შენი უფროსი არა მგონია გიმსახურებდეს. არც ის მომწონს ერთ სახლში რომ ცხოვრობთ. გითხარი და კიდევ გიმეორებ, ჩემი ბინა შენს განკარგულებაშია და შეგიძლია გადახვიდე.
-არა ირაკლი. ის ბინა უნდა გააქირავო, ან სულაც შენ იცხოვრო იქ. მე და დემნას შორის არაფერია. დიდი სახლია და ორივეს ჩვენი კუთხე გვაქვს იმ სახლში. უბრალოდ სამსახურის მერეც გვიწევს მუშაობა და ამიტომ დავთანხმდი ჩემს იქ ცხოვრებას. ეხლა კი ვიღაც გოგო ეხვევა და დიდი ალბათობით სასტუმროში წაიყვანს.-ჩავილაპარაკე სევდიანად.
-ამიტომ გეუბნები, გეტკინება და ჯობია გადახვიდე ჩემს ბინაში.
-ცოტა ხანი მჭირდება ეს სამსახური. დიდი შესაძლებლობაა, რომ პროფესიულად განვვითარდე. მალე გადავალ ცალკე, მეც ვფიქრობ გადასვლაზე.
-მუსიკა დამთავრდა. წამოდი მაგიდისკენ წამიყვანე.-ხელი მომკიდა და მაგიდისკენ წავედით.
ცოტა ხანი კიდევ ვისაუბრეთ, მერე კი დავინახე დემნა და ის გოგო ჩახუტებულები როგორ გავიდნენ ბარიდან. საპირფარეშოში გავედი, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, გული საშინლად მტკიოდა.
-მაინც რა გინდა ნატა? შენს გამო ქალს არ გაეკაროს?-საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი.
საპირფარეშოდან გამოვედი, ბართან ალექსი იჯდა და სვავდა.
-ალექსს მარტო დაგტოვა?-ბარის სკამზე დავჯექი და ალექს შევხედე ნაღვლიანი თვალებით.
-შენ არ დალევ?-გამიღიმა ალექსმა, შენთან ერთად დალევა მირჩევნია, ის მაინც არ სვავს.-ხელი ჩაიქნია.
-დავლევ, ერთი მარტინი.-შეკვეთა მივეცი ბარმენს.
მარტინი დავლიე, ერთს მეორე მოჰყვა და მგონი ცოტა შევთვერი.
-წამოდი ჩემები უნდა გაგაცნო.-ხელი მოვკიდე ალექსს და ჩემს მეგობრებთან მივიყვანე.-გაიცანით, ეს ალექსია. ესენი კი ჩემი მეგობრები არიან, ირაკლი, ეკა, ნიკა, ზეზვა და ლიკა.-წარვუდგინე ალექსი ჩემებს.
-სასიამოვნოა.-ყველამ ერთდროულად წარმოსთქვა.
ალექსმა და ჩემებმა მალე გაუგეს ერთმანეთს. კიდევ ნახევარი საათი გავიდა, ძველ ამბებს იხსენებდნენ, თემა მე ვიყავი. ალექსს ჩემს სიგიჟეებზე უყვებოდნენ და იცინოდნენ. ჩხუბში ბიჭებს რომ დავეხმარე და ჩანთით ორი ბიჭი გავთიშე იმას იხსენებდნენ.
-როგორ გათიშე?-გაოცებული მიყურებდა ალექსი.
-ეკონომიკის წიგნი და სამართლის წიგნი მედო. ორივე სქელყდიანი და დიდი წიგნები იყო. სუნამოც მეგდო ჩანთაში. ის წიგნებიანი ჩანთა მოვუქნიე და არ ვიცი წიგნმა რომელი გათიშა და სუნამომ რომელი. სუნამო გავტეხე და ჩანთაში ჩაიღვარა. ლექციაზე ეკონომიკის თეორიის წიგნს რომ გადავშლიდი მთელს აუდიტორიაში ჩემი სუნამოს სუნი იდგა.-მერე გიორგი გამახსენდა და ისევ დავსევდიანდი.
ყველა იცინოდა, მათ შორის ალექსიც. ტელეფონმა დარეკა და შემატყობინა, რომ გამოძახებული ტაქსი მელოდებოდა.
-მე წავალ, ჩემი ტაქსი მოვიდა.-წამოვდექი და ყველას დავემშვიდობე.
-კარგი რა, გაგიყვანდით.-ლიკა შემეხვეწა დავრჩენილიყავი.
-არა წავალ, ხვალ სამსახურში მივდივარ. კვირას გამოგივლით.-ლიკას მოვეხვიე და ბარი დავტოვე. ალექსი წამომეწია.
-ნატა მე გაგიყვან.
-წამოდი მე გაგიყვან.-გავუცინე ალექსს,-იმედია ასეთი მთვრალი არ დაჯდები საჭესთან.
-კარგი მეც წამოვალ, დაგტოვებ და მერე წავალ სახლში.
-კარგი.-ტაქსში ჩავჯექით მე და ალექსი. ალექსმა ტაქსისტს მისამართი უკარნახა.
-კარგი მეგობრები გყავს.
-ნამდვილად.-გავუღიმე ალექსს.-კარგად გაუგეთ ერთმანეთს, შენც მათთნაირი ხარ.
-ხო, მხიარულები არიან.-გაიღიმა ალექსმა. -ნატა დემნასგან წამოდი. შენ მას არ იცნობ და მეშინია, რომ შეიძლება გატკინოს.
-ამას რატომ მეუნები?
-წადი მისგან სანამ გვიანი არ არის.-მითხრა და გაჩუმდა, მეტად არაფერი აღარ უთქვამს. ორმოც წუთში სახლში მივედი.
-ხვალამდე ალექსს.
-კარგად.-ხელი დამიქნია და წავიდა. კოდი ავკრიფე და ეზოში შევედი. ეზო გადავჭერი და სახლის კართან გავჩერდი, ჩანთა ამოვატრიალე და გასაღები არ აღმომაჩნდა.
-ჯანდაბას, ნატა რა დაბნეული ხარ. სახლიდან რომ გადიხარ გასაღები არ უნდა აიღო?-საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი. ეზოში გავედი და სახლის ფანჯრებს შევხედე, სულ ჩაბნელებული იყო.-მისი უდიდებულესობა ალბათ ერთობა და დილამდე არ მოვა. რა ვქნა ახლა მე?-საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. ყველა სიკეთესთან ერთად წვიმაც დაიწყო. სახლის უკანა ეზოში გავედი იმ იმედით, რომ სამზარეულოს კარი იქნებოდა ღია. ისიც დაკეტილი დამხვდა.-რა მოწესრიგებული ხართ ბატონო დემნა, ნეტავ ვინ გივარდებათ სახლში.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და საქანელა სკამისკენ დავიძარი. ფეხები ავიკეცე და საქანელაზე ჩამეძინა. მციოდა, სულ კანკალმა ამიტანა, სიცხე ისევ მიწევდა. მეძინა, ვერ ფხიზლდებოდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, სულ გავიყინე.
-სულ გაგიჟდი? აქ რატომ გძინავს?-დემნას გაბრაზებული ხმა ჩამესმა.
-მოხვედი?-ძლივს ამოვილაპარაკე.
-აქ რატომ გეძინა?-გაბრაზებულ ტონს არ ცვლიდა.
-გასაღები დამრჩა. მერე წვიმა დაიწყო.-ამოვილუღლუღე ნახევრად მძინარემ.
-სიცხე გაქვს.-შუბლზე ხელი მომადო და შეშინებულმა ჩაილაპარაკა. მის სურნელთან ერთად ქალის სუნამოს და ალკოჰოლის სუნი ირეოდა. თითქოს გონს მოვედი.
-თავი დამანებე!-კატეგორიული ტონით ვუთხარი, ჩაეღიმა. ჩემი ოთახისკენ წავედი, ხელები და ფეხები სულ გამეყინა. ტანსაცმელი სწრაფად გავიხადე და სააბაზანოში შევედი. ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი და ცრემლებს გასაქანი მივეცი. ვტიროდი და გული მტკიოდა, არაფერს გრძნობდა, რატომ მეგონა, რომ მასაც მოვწონდი.
-სულელი ხარ ნატა.-საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი.-უარესის ღირსი ხარ.-ხელები და ფეხები გამითბა, თითქოს გავლღვი, სააბაზანოში შხაპის ქვეშ ჩავიცუცქე და ისე დავჯექი. არ მინდოდა ადგომა, ცოტაც და დამეძინებოდა, რომ კარზე კაკუნი გაისმა.
-ნატა კარგად ხარ?
-კარგად ვარ. წადი!-გაბრაზებულმა დავუყვირე.
-მალე გამოდი!-გაისმა მისი მკაცრი ხმა.
-წადი!-არც მე დავაკელი სიმკაცრე.
-გამოდი, თორემ მე შემოვალ!-კარი დაკეტილი იყო, ვერ შემოვიდოდა, ამიტომაც ხმა აღარ გამიცია. საშხაპედან გამოვედი და ხალათი მოვიცვი. სწორედ ამ დროს კარი გაჩხაკუნდა და დემნა შემოვიდა სააბაზანოში.
-გაგიჟდი! როგორ მივარდები! რა გინდა!-გაბრაზებული ვუყვიროდი.
-ქალის ხამი არ ვარ და არც გივარდები. მეგონა ცუდად იყავი.-ჩემს ნამტირალევ თვალებზე შეაჩერა მზერა.
-ხამი, რომ არ ხარ და ბუზებივით გეხვევიან უკვე ვნახე!-ჩავილაპარაკე ირონიულად.-წადი და იმათ სდიე ისევ, აქ რა გინდა?-ხელით კარისკენ ვანიშნე. ისევ ჩაეღიმა და კარში გავიდა.
-თმა გაიშრე.-კარიდან მომაძახა და საძინებლის კარის ჯახუნის ხმაზე შევხტი.
-წავიდა. ხომ გაგდე, ხო და წავიდა.-ისევ ცრემლებმა დამისველა თვალები. საკუთარ თავს ისევ ვეჩხუბებოდი. თმა გავიმშრალე, წამალი დავლიე და დავიძინე. დილით ადრე ავდექი, ისევ სიცხე მქონდა, აფთიაქში გავედი და ანტიბიოტიკი ვიყიდე. სახლში დავბრუნდი, საუზმე გავუმზადე, ჩემთვის ჩაი გავიმზადე და მისაღებში გამოვედი.
-ნატა ის წამალი აღარ გაქვს? თავი მტკივა.-თმა აბურდული დამადგა თავზე.
-ისაუზმეთ, წამალს კი მოგიტანთ.-ავდექი და საძინებელში შევედი, წამალი ავიღე და სამზარეულოში გავედი.-ინებეთ. წამალი და წყლით სავსე ჭიქა წინ დავუდე. მერე მეც დავლიე ანტიბიოტიკი.
-რა წამალს სვავ?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-ანტიბიოტიკს. მე მზად ვარ, როცა მეტყვით წავიდეთ ოფისში.-სამზარეულოდან გამოვედი. ცოტა ხანში ისიც მისაღებში გამოვიდა.
-ექიმმა რა გითხრა დაგავიწყდა?-გაბრაზებულმა შემომხედა.
-ეხლა ჩემს ჯანმრთელობაზე უნდა ვიჩხუბოთ? 18 წლის დიდი ხანია გავხდი და თავად გადავწყვეტ რა როგორ ვაკეთო!-მკაცრად ჩავილაპარაკე. ის კი ისევ იღიმოდა.
-რატომ ხარ გაბრაზებული არ მეტყვი?-შემომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-იმიტომ, რომ ჩემს უფლებებს არღვევთ და ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად იჭრებით.
-რას გულისხმობ?-გაბრაზებულმა შემომხედა და ხმას აუწია.
-იმას, რომ საბაზანოში და ოთახში დაუკითხავად მივარდებით. მე თქვენი თანამშრომელი ვარ და მორჩა.
-ხოო? ავად რომ იყავი თავად მთხოვე არ დამეტოვებინე.
-ცუდად ვიყავი და მეშინოდა.
-კარგი. იყოს ისე როგორც შენ გინდა.
-დისტანცია დაიცავით ჩემთან ურთიერთობისას.
-კარგი. გავემზადები და თხუთმეტ წუთში გავიდეთ.
-მე მზად ვარ. გელოდებით.-ზედა სართულისკენ წავიდა გაბრაზებული. რა უნდა თავად ვერ გაურკვევია. მე რა მინდა? მე რატომ ვკრავ ხელს? ღალატი ვერ ვაპატიე. ეჭვიანი ცოლივით ვიქცევი. მე კი მისი შეყვარებულის სტატუსიც კი არ მაქვს. მალე დაბრუნდა, ისეთი სიმპატიური იყო თვალი ვერ მოვწყვიტე.
-წავიდეთ!-ისე ჩაილაპარაკა როგორც პირველ დღეს და მეც უკან ავედევნე. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. -დღეიდან პროგრამას დატესტავ და დღის განრიგს შემიდგენ. საბუთების თარგმნას და მოწესრიგებას ოფის მენეჯერი მიხედავს.
-კარგით! სად ვიმუშავებ? ისევ ჩემს ოთახში, თუ სხვაგან გადავალ?-შევხედე ინტერესით.
-სად აპირებ გადასვლას?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-პროგრამას დატესტავო და ვიფიქრე პროგრამისტებთან გადავიდოდი.-ჩავილაპარაკე ჩუმად. გაეღიმა, თითქოს რაღაც მზაკვრული გაახსენდა.
-მართალი ხარ, პროგრამისტებთან ადგილი არ არის, ხარვეზები კი მაშინვე უნდა განვიხილოთ. ჩემს კაბინეტში გადმოხვალ და იქ იმუშავებ.
-რატომ? შემიძლია პროგრამისტებს მეილზე მივწერო რასაც აღმოვაჩენ, რა საჭირო..
-საჭიროა! დღესვე გადმოხვალ!-სიტყვა გამაწყვეტინა და მკაცრად ჩაილაპარაკა.
ოფისში მალე მივედით. ჩემს ოთახში შევიკეტე.
-სახლშიც ეს, სამსახურშიც ეს. ნამეტანია ბატონო ტირანო.-გაბრაზებული კედლებს ვაწყდებოდი ჩემს კაბინეტში.
-ქალბატონო ნატა თქვენი კომპიუტერი უნდა გადავიტანოთ.-კომპიუტერული ტექნოლოგიების განყოფილების სპეციალისტი შემოვიდა და ჩემი კომპიუტერის მოხსნა დაიწყო.
-ხვალ რომ გადაიტანოთ არა?-გაბრაზებულმა შევხედე.
-ბატონი დემნას ბრძანებაა სასწრაფოდ გადმოიტანეთო. ნივთებს ბიჭები გადაგატანინებენ. კარადა და მაგიდა უკვე შეიტანეს.-თავის მართლება დაიწყო კოტემ.
-კარგი კოტე გადაიტანე.-ჩავილაპრაკე და ნივთების შეგროვება დავიწყე.
მის კაბინეტში გადავბარგდი, რომ შევედი ტუჩის კუთხეში ღიმილი გაექცა და ისევ დასერიოზულდა. იმ დღით სიცოცხლე გამიმწარა, იმდენი დავალება მომცა ერთი წუთით არ მომცა ამოსუნთქვის საშულება.
-სად მიდიხარ?-კაბინეტიდან გავდიოდი, რომ გზაში დამაწია.
-ყავა უნდა დავლიო, არა მგონია მკვდარი თანაშემწე გჭირდებოდეთ?-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-მეც წამომიღე და მალე შემოდი.-ჩაილაპარაკა მკაცრად.
-მალე შემოდი!-გამოვაჯავრე დერეფანში გამოსულმა.
-ნატა როგორ ხარ?-ალექსი დამხვდა ყავის აპარატთან.
-შენი ტირანი ძმაკაცის ხელში როგორ ვიქნები?
-ფორმაშია არა ბატონი დემნა, ყველა მასავით უნდა რომ თავგადაკლული მუშაობდეს.
-ხოო.-ორი ყავა შევუკვეთე აპარატს.
-ნატა შენსა და დემნას შორის..
-არაფერი არ ხდება ალექს.-გაბრაზებულმა შევხედე.
-კარგია. ჩემი მეგობარია, მაგრამ რთული ხასიათი აქვს. არ შეგიყვარდეს.-თითი დამიქნია ალექსმა.
-რა სისულელეა.-ჩავილაპარაკე უდარდელად, გულში კი ცეცხლი მეკიდა.
-ნატა მე სერიოზულად გეუბნები. იმედი გაგიცრუვდება, მომწონხარ და არ მინდა ცხოვრება დაინგრიო. იმედია რაც ახლა გითხარი ჩვენს შორის დარჩება.
-დემნას არ მოვუყვები.-გამეღიმა.-დროებით ალექს.-ყავის ჭიქები ავიღე და კაბინეტში დავბრუნდი.
-თქვენი ყავა.-ყავა წინ დავუდგი და უკან გამოვბრუნდი.
-მადლობა.-ჩაილაპრაკა და ისევ ღიმილი გაექცა.
-ეს რა არის?-კომპიუტერის ეკრანი ამობრუნებული დამხვდა, კურსორს ვერ ვამოძრავებდი.-გაერთეთ ბატონო დემნა? ძალიან სასაცილოა.-გაბრაზებულმა შევხედე, ის კი სიცილს ძლივს იკავებდა.-გამისწორეთ.
-რა გაგისწორო?-გაკვირვებული სახე მიიღო.
-დემნა გაასწორე ეკრანი.-შევხედე მოთმინება დაკარგულმა.
-ბატონო დემნა.-ირონიული ტონით მითხრა.
-აღარ არის სასაცილო. რატომ მეთამაშები?-გაბრაზებული დავუდექი წინ.
-შენ რატომ მეთამაშები?-წინ დამიდგა და უტეხად მიყურებდა თვალებში.
-დიდი ბავშვი ხარ.
-მე თუ შენ?
-შენ. გამისწორე მონიტორი, ის ექსელის ფაილი უნდა დავამთავრო.
-წამოდი.-ხელი მომკიდა და სავარძელში ჩამსვა, თავად კი თავის გრძელ მკლავებში მომაქცია და ისე დაიწყო მონიტორის გასწორება.-აი ასე ამოაბრუნებ მონიტორს. სხვა დროს გეცოდინება.-მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და თავბრუს მახვევდა. უნებურად თვალები დავხუჭე, რომ გავახილე ისევ ამობრუნებული იყო ეკრანი.
-რატომ ამოატრიალე?-გაბრაზებულმა შევხედე.
-იმიტომ, რომ ახლა შენ გაასწორო.-ირონიულად ჩაეღიმა.
-ვერ დავინახე, როგორ გაასწორე.-დამნაშავე ბავშვივით ჩავილაპარაკე.
-კარგი კიდევ ერთხელ გაჩვენებ.-მაჩვენა როგორ უნდა გამესწორებინა.
-მადლობა და ჩემს კომპიუტერს აღარ გაეკარო. მე შენს კომპიუტერს ახლოს არ ვეკარები.-შევხედე ნაწყენი თვალებით.
-შენს კომპიუტერს არა და ჩემი კომპანიის ნებისმიერ კომპიუტერს გავეკარები.-წარბი ამიწია და ისე მითხრა.
-მაშ ეგრე ხომ.-გავიფიქრე და გულში მზაკვრული გეგმა დავსახე.
შუადღით შესვენებაზე ალექსთან მივედი.
-ალექსსანდრე როგორ ხარ?-შევიჭერი მის კაბინეტში.
-კარგად, შენ როგორ ხარ ლამაზო?-თვალი ჩამიკრა.
-ალექსს. გთხოვ. ლამაზო და დახატულო მასე შენს მდივანს ელაპარაკე. ნუ გავიწყდება, რომ ჩვენ ვძმაკაცობთ.-თვალი ჩავუკარი.
-ძნელია. პირველად ვძმაკაცობ გოგოსთან.-გაეცინა.
-ალექსს. რაღაც მინდა გთხოვო.
-რა უნდა მთხოვო?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-ახალი პროგრამა რომ დაუწერა სუპერმარკეტების ქსელს, ხვალ ისინი მოდიან და ტელეფონით დემნა გადაიღე შეხვედრისას გთხოვ.
-რას მაიმუნობ, აბა დაფქვი.-წინ დამიჯდა ალექსი და გაღიმებულმა შემომხედა.
-რევანში უნდა ავიღო და მისი სახე მაინტერესებს.
-შენ არ უნდა იყო იქ?
-არა. მე რომ იქ ვიყო მომკლავს და მერე იმედია გადაუვლის.-ჩავილაპარაკე მხიარულად.
-რას უპირებ ასეთს?-ალექსსაც გაეღიმა.
-შენ გადაიღე გთხოვ, მაგ სიამოვნებას ნუ გამომატოვებინებ.
-კარგი, კარგი. ამ უჟმურ სასტავში სიხალისე შემოიტანე და მაგაზე დაგწყვეტ გულს?-გამიღიმა ალექსმა.
-ამ უჟმურ სასტავში ყველაზე საყვარელი ხარ.-ლოყაზე ვაკოცე და მისი კაბინეტიდან გამოვედი.
-ნანიკო.-დემნას მდივანი მოდიოდა და მას მივადექი.-შენთან მაქვს სათხოვარი.
-რა მოხდა?-დაყენებული სახით მითხრა ნანიკომ.
-ხვალინდელ შეხვედრაზე შენ შედი, მხოლოდ სლაიდშოუ უნდა გაუშვა და მორჩა. მე აუცილებლად უნდა გავიდე და მე ვერ შევყვები ბატონ დემნას შეხვედრაზე.-ვუთხარი თუ არა ნანიკოს თვალები გაუბრწყინდა, ისე მოსწონს დემნას კუდში დევნა, ამაზე უარს მეტყოდა.
-კარგი და მაჩვენე სლაიდ შოუ.-კმაყოფილმა გამომიცხადა დაყენებული სახით.
-წამოდი, ახლავე.-მის კომპიუტერს ფლეშ მეხსიერების ბარათი მივუერთე და გადავუწერე პრეზენტაციის ფაილი. ყველაფერი დეტალურად ავუხსენი, რა დროს რა უნდა გაეშვა. -ნანიკო ბოლოს ამ ღილაკს დააჭირე ხელი და ამით დაასრულებ.
-კარგი, გასაგებია. მხოლოდ ეტაპობრივად უნდა გავუშვა. ყველაფერი მზად არის. ადვილია.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-მადოლბა ნანიკო.-მეც უზომოდ კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და კაბინეტში შევედი.
-სად იყავი?-თავი ასწია დემნამ.
-შესვენებაზე. შესვენება შენია და უნდა დაისვენოო, თავად არ მითხარით?-შევხედე გაკვირვებულმა. ეჭვიანი ქმარივით მიწყობდა დაკითხვას. -შესვენებაზე არა? ალექსთან რა გინდოდა?
-უკან დამყვებით? -შევხედე გაბრაზებულმა.
-არ მომწონს შესვენებაზე კაბინეტიდან კაბინეტებში, რომ დადიხარ.-მის გაბრაზებულ სახეზე გამეღიმა.-რა გაცინებს?
-სიცილიც მეკრძალება? რატომ უნდა ვიბღვირო, როცა ბედნიერი ვარ.
-მაშ ბედნიერი ხარ არა. იქნებ მეც გამანდო შენი ბედნიერების მიზეზი.-მკაცრად გამოსცრა კბილებში და ძარღვები დაეჭიმა.
-საიდუმლოა.-ისევ გავუღიმე.-ცხოვრება მშვენიერია, გაიღიმეთ და ყველაფერი კარგად იქნება.
-პრეზენტაციის ფაილი მოამზადე, ცხოვრებისეულ ფილოსოფიას რომ მიკითხავ?
-კი, მოვამზადე. მეხსიერების ბარათზე მაქვს, გაჩვენოთ?
-მაჩვენე, ისე ხარ გახარებული სხვაგან დაფრინავ და შეცდომებს დაუშვებდი.
-უკაცრავად? -მეხსიერების ბარათი მის კომპიუტერს მივუერთე და კმაყოფილმა გავუხსენი სლაიდ შოუ. ბოლომდე შეამოწმა და კმაყოფილს ჩაეღიმა.
-კარგი, კარგი გოგო ხარ. დღეს ადრე წავიდეთ სახლში, ლეილა ჩამოვიდა, გაგაცნობ.
-შენი დეიდა? კარგია.-გახარებულმა ჩავილაპარაკე.-როგორ ფიქრობ მოვეწონები?-შევხედე გახარებული თვალებით. მან კი შემომხედა, მერე ფეხებიდან ამომაყოლა მზერა და ბოლოს თვალებში შემომხედა.
-არა!-მკაცრად ჩაილაპარაკა და მხიარულება ჩამაშხამა.
-რატომ?-მოწყენილმა ჩავილაპარაკე.
-ასაკშია, გასათხოვარია და ზედმეტად პრეტენზიულია. შენნაირი გოგონები არ მოსწონს, ზედმეტად გაპრანჭულები მოსწონს. ამიტომ იმედი ნუ გექნება, რომ ურთიერთობას ააწყობ. ჯობია ჩუმად იყო და ბევრი არ ელაპარაკო.
-ზედმეტად გაპრანჭულები არა.-ჩავილაპარაკე სევდიანად.
-ზედმეტად გაპრანჭულები.-დამიდასტურა და კომპიუტერში გააგრძელა მუშაობა.
-ჩემი ფლეშ ბართი.-კომპიუტერიდან გამოვაერთე და ჩემს კომპიუტერს მივუჯექი. დაღონებული ვიყავი, ლეილა და მისი კაპრიზები ნამდვილად არ მჭირდებოდა. ისე გავიდა ორი საათი მუშაობაში ვერც კი გავიგე. დემნა დრო და დრო გამომხედავდა და ეღიმებოდა. რაღაცას ხლართავდა აშკარად.
-ნატა მოემზადე და გავიდეთ.-გამომიცხადა.
-კარგი.-სამუშაო დავხურე კომპიუტერში და შენიშვნები მაგიდაზე დავუდე.
-ეს რა არის?
-პროგრამის ხარვეზები.
-ხარვეზები? ამდენი?-გაკვირვებულმა დახედა.
-ხო. მაგდენი. დავტესტე და ჯერ ჯერობით ეს არის.
-კარგი დილით ვნახავ.-ფურცელი ჩანთაში ჩაიდო და კარისკენ წავიდა.-ნატა შეგიძლია მაკიაჟი გაიკეთო, ლეილას რომ მოეწონო.-მხრები აიჩეჩა და წინ წავიდა.
-მაკიაჟი? რა მაკიაჟი დავიღალე.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და უკან ავედევნე.
-მერე არ მითხრა არ გაგიფრთხილებივარო.
-გავუძლებ თქვენს დეიდას. თქვენზე უარესი რა უნდა იყოს.-ჩავილაპარაკე ჩუმად.
-გავიგონე.-გადმომხედა გაბრაზებულმა.
-გაიგონე და გაიგონე. რა ვქნა თავი მოვიკლა?-გაკვირვებული თვალებით შევხედე.
ზურგი შემაქცია, თავი გაიქნია და მანქანაში ჩაჯდა. მეც ჩავჯექი და ღვედი შევიკარი. მალე სახლში მივედით.



№1  offline წევრი დარინა

სულ ავირიეე, ისე ახლართე ჩახლართე სიტიაცია დავიკარგეე, დემნა კიდევ არ მომწონს, რატომ ეს მეც არ ვიცი თავიდანვე ამოვიგდე თვალიდან მასეთი ზედმეტად გაბღენძილი ტიპები არ მევასებიან, აი ველოდებოდი გიორგის გამოჩენას, მაგრამ მგონი გიორგიც კი არ არის, რაღაცნაირი არეული გმირები გყავს, ნატაც კი ჩამოუყალიბებელია, სხვა უყვარდა სხვას მისტიროდა ორი წელი მაგრამ დღეების გაცნობილ კაცზე გადაირია, კი არ ვამბობ არ უნდა მოეწონოს სხვამეთქი მაგრამ მაინც წარსული გამოცდილებიდან უნდა იმოქმედოს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ პოლიციელია გიორგი თუ ვიღაც და დემნას დასდევს რატომ ახლევს ასე ახლოს ყოფნას მის საყვარელ ქალთან ამაზე ვფიქრობ.

 


№2 სტუმარი liko

საშინლად მომწონს დემნა, მომწონს კი არა შემიყვარდა და ნატსი არ იყოს უკვ მშინია იმედები გამიცრუვდს :( გიორგის გამოჩენა როგორც კარგი პერსონაჟის არ მინდა :( არადა ის სუნამო მაფიქრებს, დავიჯერო სულ ნატას გვერდითაა??
დემნა მართალია უხეშია მაგრამ ცუდი ადამიანი არ ჩანს და მგონია რომ ნატას დასაცავად გადადგა ის ნაბიჯი რომ სახლში მოიყვანა

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაი, რა უკიდეგანოდ, უუსაშველოდ დებილია ეს ნატა. მგონი ძაან აცდი რეალობას, ასეთები არ, აღარ ვართ ქალები :))).
ვ ს ვ ა-მ მ მ

 


№4  offline წევრი Rania

მე პირიქით მგონია. რომ დემნას გიორგი კიარა ზვიადის წინააგმდეგ იყენწბს ნატას. თუმცა არსებონს შანსი რომ მართლა. არცისე კარგიი ადამიანი მგონია დემნა. ვნახოთ. მოუთმენლად გელოდებიიი
--------------------
Q.qimucadze

 


№5 სტუმარი ვხფც

ეს გოგო თავს იმცირებს ასე მგონია... ცოტა თავშეკავევება რო ქონდეს არა? ამდენი ტირილი და ბღავილი რაარი რა უბედურება...

 


№6  offline წევრი ნინ ია

სულაც არ მგონია ეს გოგო სულელი. დემნასნაირ კაცთან რო ვცხოვრობდე მეც უარესები დამემართებოდა. იმ გიორგიზე საერთოდ არაფერი არ ვიცდით და შესაბამისად არც მაქ სიმპატიებიც, თვალწინ სულ დემნა გვყავს და მეც ამ ბიჭისკენ ვარ! არანაირი გიორგი! რაც არ უნდა მიზეზი ჰქონოდა რეალურ ცხოვრებაში ესე არსაიდან გამოჩენილ და გაუჩინარებულ ადამიანს არავინ არ გაეკიდება მთელი ცხოვრება, ის ორი წელიც რო ახსოვდა ესეც კი მიკვირს. დემნა ვერ იქნება ცუდი ადამიანი, ჯერ მარტო იმიტომ რომ ალექსი არ ჩანს ცუდი და კარგი და ცუდი ასე არ იმეგობრებდნენ ერთად. უბრალოდ მგონია რომ რაღაცა იციან და ვიღაცას ებრძვიან და ნატა ამ გაუგებრობაშია მოყოლილი. გიორგი რომ კარგი იყოს და დემნა ცუდი ახლა მაინც ეცდებოდა ნატას დაცვას და მის სახლში არ აცხოვრებდა!
დემნას ერთი ხმა ჩემგან <3
მალე მინდა შემდეგი თავი, ლომკაში ვარ ისე შემიყვარდა უკვე ეს ისტორია <3

 


№7  offline წევრი american boy-:d :d

დემნას ერთი ხმა ჩემგანაც მომწნს კაი ბიჭია,ნატას მოსწონს და მოგეხსენებათ ასეთ სიტუაციებში თავს ვერ აკნტროლებენ ხომე

 


№8 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი მოთხრობები გაქვს, მაგრამ ამდენი უაზრო ,,,,თვალის ჩაკვრა,,,,, ს დაწერა არ არის საჭირო.

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

საინტერესოა, მაგრამ ბევრი რამე მაინც ამოუცნობია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent