გადარჩენა (IV თავი)
ასე ჩახუტებულები ვიდექით რამდენიმე წუთი. ლუკა ჩემზე ოდნავ მაღალი, შავი თმებით, წაბლისფერი თვალებით, წითელი ხასხასა ტუჩებით და ოოჰ ღიმილით, ღიმილი რომელიც მას ამ ხასხასა ტუჩებზე დათამაშებდა ხოლმე, როცა რაიმეს გაფუჭება სურს. ( ნუ მე სხვა დროს არ მინახავს მისი ღიმილი, ის ხომ ჩემთან ყოფნისას სულ რაღაცას აფუჭებდა.) ბიჭი ძლიერი, დიდი მკლავებით, დაკუნთული სხეულით რომელიც აქამდე არ შემინიშნავს, ალბათ ყურადღებას არც ვაქცევდი. არ ვაქცევდი რადგან აზრი არ ჰქონდა. ჩვენ ხომ სულ საზიზღარი ურთიერთობა გვქონდა, იმის მიუხედავად რომ ნიკა სულ ცდილობდა ერთმანეთი კარგი მხრიდან დაგვენახა, რადგან ჩემი და ლუკას ჩხუბი ისე მიდიოდა რომ მასაც ვეხებოდით და ზოგჯერ არჩევნის გაკეთება უხდებოდა, რაც მას ანადგურებდა. -ბოდიში, ზოგადად ასე არ ვტირი, უბრალოდ... -არ გჭირდება ახსნა, დიდი ხანია გიცნობ და ზუსტად ვიცი როგორიც ხარ - ჩამჩურჩულა ყურში. -ჰო - ვთქვი და ლუკას მოვშორდი - ჯობია ელენესთან გავიდე. -შენს თავზე რატომ იღებ ყველაფერს? აცადე სხვები მოუვლიან, ისინი ხომ ელენეს დაქალები არიან. -კარგი რა, შენვე არ გჯერა შენი სიტყვების - გავუღიმე და ოთახიდან გასვლა დავაპირე. -რომ დავუკვირდეთ კარგი მოსაუბრე ხარ, შესაძლებელია შენთან ლაპარაკი - მომაძახა უკნიდან. ოთახიდან გამოსულს სახეზე დიდი ღიმილი მქონდა, დიდი შტერი ღიმილი, აი ისეთი გოგონებს იმ ბიჭებთან ყოფნისას რომ ემართებათ ვინც მოსწონთ, მაგრამ მე ლუკა არ მომწონს. ელენესთან ოთახში ანა დამხვდა, ამბებს უყვებოდა ნახევრად გათიშულს და ნაძალადევად უღიმოდა. ანასთვის ხმა არ გამიცია ისე გავედი ოთახში და საფულის ძებნა დავიწყე. საფულეში ჩემი ოჯახის ფოტო მაქვს. შარშან ზაფხულზე გადავიღეთ ყველამ ერთად. დედიკო, მამიკო, ჩემი დები და ძმა. სულ ექვსნი ვართ. მინდა დედიკოს და მამიკოს ვეწუწუნო რომ სადმე გამიშვან, ჩემ დას ვთხოვდე რომ მისი კაბა მათხოვოს (ბაბის), მეორე დას კი იმ კაბის შესაფერის ჩანთაზე დავეწუწუნებოდი ( ნიას) , ჩემ ძმას კი ჩემ ოთახში უნებართვოთ შემოსვლის გამო ვეჩხუბებოდი. ისინი ახლა ყველაზე მეტად მენატრებიან და დარწმუნებული ვარ დედიკო და მამიკო ვერ იძინებენ, მამიკო პოლიციაში და საავადმყოფოში დარბის, რომ აქედან გამომიყვანოს, დედიკო კი მერიაში ცდილობს რამე გაარკვიოს, ის ხომ მათთან თანამშრომლობს. ზუსტად ვიცი ისინი მათ რასაც ეუბნებიან, ალბათ ყველა მშობელი მიგივეს ეტყოდა : „თქვენი შვილი იქ რომ ყოფილიყო, იქაურობას შტურმით აიღებდით, ყველაფერს გააკეთებდით რომ ის განგეთავისუფლებინათ, მაგრამ იქ თქვენი შვილი კი არა ჩემია და ეს საერთოდ არ განაღვლებთ.“ ჰო ისინი ზუსტად ასე იტყოდნენ. სლუკუნი ისევ დავიწყე, დღეს მთელი დღეა ჩემ თავს ვერ ვცნობ, უკვე მესამედ ვტირი, და ჩემ ამ ტირილს მთელ ჩემ გულს ვატან. კარებზე კაკუნის ხმა გაისმა და ოთახში ლუკა და ნიკა შემოვიდნენ. ნიკა პირდაპი ჩემკენ წამოვიდა და გვერდით მომიჯდა, ლუკა კი ჩვენ წინ დაჯდა. -კარგად ხარ? - მკითხა ნიკამ და მასთან ახლოს მიმწია. -გთხოვ მაგ კითხვას ნუღარ მისვამ. - ამოვიოხრე და თავი მხარზე დავადე. -გენატრებიან ჰო - თავით იმ სურათზე მანიშნა ლუკამ რომელიც ხელში მეჭირა. -შენ არ გენატრებიან შენები? - კითხვა შევუბრუნე და დავინახე როგორ ჩაიცინა. -დედა მკვდარი მყავს, ოთხი წლის წინ მოკვდა, მამამ ახალი ცოლი შეირთო რომელიც ალბათ ახლა მეცხრე ცაზეა, და ან ძმა არ მყავს, მამას კი ალბათ დიდადაც არ ვანაღვლებ - თქვა ისე რომ ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია. -მარი და დემნა? - წარბების მაღლა აწევით ჰკითხა ნიკამ -მათ და-ძმად არ ვთვლი, ისინი ჩემი ნამდვილი და-ძმები არ არიან. -ვწუხვარ - დარცხვენილად ვუთხარი და ნაღვლიანი თვალებით შევხედე. -შენი ბრალი არაფერია, მე წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი, უბრალოდ ყველას ბედნიერი ოჯახი ვერ გვეყოლება - ტუჩის კუთხეში ღიმილით მითხრა და იატაკზე დაგებულ ხალიჩას დაუწყო თამაში. -დღეს რა რიცხვია? - იკითხა უცებ ნიკამ -არვიცი, ის ვიცი მხოლოდ რომ აქ 7 დღეა რაც ვართ. -ანუ 23ია - გადაითვალა და მე შემომხედა. -მერე? - გაკვირვებულმა ავხედე და გახსენება ვცადე თუ რა მოხდა ამ დღეს. -აუუ ჩემი, ეს რა გულმავიწყი გახდაა - ნიკა მომშორდა და ისე დაჯდა რომ დავენახე. -ამოღერღავ? - მხარზე ხელი დაარტყა ლუკამ -არა, თვითონ უნდა გაახსენდეს, იმ დებილ ქერასთან მომხდარ ამბებს და რიცხვებს კი კარგად იმახსოვრებდი. -რომ გამახსენდება გეტყვი - ვუთხარი და კალთაში ჩავუჯექი - ახლა კი მცივა. -ჰაჰ, როცა გჭირდები ხომ კარგად გახსენდები ფისუნიავ. -კატები ამაზე უკეთესები არ არიან? - ჩაფიქრებულმა კითხა ლუკამ. -ზოგი - თვალი ჩაუკრა ნიკამ და გაიცინა. -თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ერთად არ ხართ? -100%ით - ვუთხარი და თავი უკან გადავწიე კარგად რომ დამენახა. ცოტახანი სიჩუმე იყო. ამ სიჩუმემ და ნიკას თბილმა სხეულმა საერთოდ გამთიშა და ჩამეძინა. მესიზმრებოდა თუ როგორ გავდიოდი სკოლიდან და წინ ჩემი ოჯახი როგორ მელოდებოდა, როგორ მივრბოდი მათთან და ვცდილობდი გულში ჩამეკრა ყველა, მაგრამ ისინი უფრო შორს მიდიოდნენ, უფრო მშორდებოდნენ, სკოლა კი მიახლოვდებოდა. ის მიჭერდა და უკან მაბრუნებდა. უცებ ვიღაცის ძახილის ხმა მაღვიძებს. -საბიანა, დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა - ჩემთან ლუკა იყო და ჩემი ხელი ეჭირა. -რ-რა მოხდა? -კოშმარი ნახე, ყვიროდი და წრიალებდი, მაგრამ არაუშავს გაგივლის - მითხრა და გამიღიმა. -ნიკა სადაა? - ვკითხე და ოთახი მოვათვალიერე -ქვემოთ ჩავიდა ბავშვებთან. -ამ, და შენ აქ რა გინდა? - ვკითხე არეულმა -მეც ჩამეძინა, რაიყო გეგონა შენთან დავრჩი? - სიცილი აუტყდი და სავარძელში ჩაჯდა. -სულაც არა - უარის ნიშნად თავი გავაქნიე -გ საერთოდაც რატომ უნდა მეფიქრა, მხოლოდ იმიტომ რომ ერთხელ ჩამეხუტე? შენც კარგად იცი რომ მე სხვა გოგოებივით არ ვფიქრობ. -კარგი, კარგი დაწყნარდი, უბრალოდ ვიხუმრე. -ქვემოთ ჩავიდეთ. ბავშვები ბაჯბოლს თამაშობდნენ, ჩვენს დანახვაზე კი შეწყვიტეს და თამაში შემოგვთავაზეს, მე ნიკას მოწინააღმდეგე გუნდში დავდექი და თამაში დაიწყო. ნიკამ ამომიჩემა და როდესაც ბურთი ხელში ჩაუვარდებოდა მე მესროდა, მეც მოხერხებულად ვიცილებდი, და ვამაყობდი რომ ტანვარჯიშში დავდიოდი. ნელ-ნელა ბავშვები ვარდებოდნენ, ბოლოს 6 კაცი დავრჩით მოედანზე. სამი სამზე, ბურთი ახლა ლუკას ეჭირა და ვერ გადაეწყვიტა ვისთვის ესროლა, ბოლოს როგორც იქნა ამოირჩია და ბურთი გიოსკენ გაწია, რომელიც ჩემგან მოშორებით იდგა, უკნიდან ბავშვების შეძახილები გავიგონე და ორი წამით მათ გავხედე და მაშინვე ფეხის ტკივილი ვიგრძენი, ლუკამ აზრი შეიცვალა და მე დამიმიზნა. მოედნიდან გასულს ნიკა დამეჭყანა და თამაში გააგრძელა. ახლა მე დავიწყე ყვირილი და ძახილი იმისა რომ ნიკა და ლუკა მალე დამარცხდებოდენენ რადგან მათი გუნდიდან ერთი ჩემს მერე მალევე გავარდა. აი ახლაა გადამწყვეტი მომენტი 2-2ზე. დათომ ბურთი ისროლა, ლუკამ აცილება ცადა მაგრამ ვერ მივართვით. -დამარცხებულებოოოოო - დავიყვირე და სკამზე ხტუნვა დავიწყე. -რა მიწოდე? - ლუკა ჩემკენ შემობრუნდა. -დამარცხებული - ვთქვი და თავი მაღლა ავწიე. -დამარცხებული არა? - ჩაიღიმა და ჩემკენ წამოვიდა. -არც იფიქრო - დავიყვირე და გავიქეცი. -საბიანააა, მიდიიიი... ბავშვების ყვირილის ხმა მესმის და ვცდილობ ლუკა არ დამეწიოს, მაგრამ ლუკა ჩემზე სწრაფი აღმოჩნდა და მაინც მიჭერს. ხელები უკნიდან წელზე ჰქონდა შემოხვეული და ისე ვეჭრე. -და ახლა ვინ დამარცხდა ქალბატონო საბიანა? - მკითხა და მიჩქმიტა. -მეტკინა - წამოვიწკმუტუნე და სიცილით იატაკისკენ მივდიოდი და ლუკაც თან ჩამყავდა. ბოლოს ორივე იატაკზე ვეგდეთ, პირდაპირი მნიშვნელობით, ლუკამ ღიტინი დამიწყო და ჩემ სიცილზე მას და მთელ კლასს სიცილი აუტყდა. ბოლოს როცა მიხვდა რომ სულს ვეღარ ვითქვამდი შემეშვა და ჩემს გვერდით დაჯდა იატაკზე. სული რომ მოვითქვი ნიკამ ფეხზე აგვაყენა და ვერ ხართო გვითხრა. უნდა ვაღიარო ლუკა არც ისე ცუდი ბავშვია როგორიც მეგონა. გასვლისას კარებთან ანა შეგვეფეთა, თვალები აცრემლიანებული ჰქონდა და თავი გააქნია. -დამთავრდა - გვითხრა და იქვე ჩაიკეცა. -არააა - იყვირა ნინომ და ადგილზე გაშეშდა. -თემოოო - ყვირილით გავვარდი ოთახიდან და ცრემლები მოვიწმინდე. - გამოდი იქიდან სადაც ხარ, თემოოოოოო!!! -რა გაყვირებს - ნამძინარევი ხმით მკითხა და კლასიდან გამოვიდა. -კაია ჰო ძილი? - ირონიული ღიმილით ვუთხარი -ახლა მაინც რა მოთხოვნილება გაქვს. -კუბო! - ვუთხარი და თვალიდან ცრემლები ჩამომიგორდა. -არა - მკაცრად თქვა - რას ბოდიალობთ. შეამოწმეთ? - მკითხა და ზემოთ ავარდა. მეც მას მივყევი, უკან კი სხვები მოგვზდევდნენ, ხმას არ იღებდნენ, ახლა ყველა ნანობდა რომ მასთან არ მივიდნენ და მაშინ არ ნახეს როცა ცოცხალი იყო. ახლა მეც ვნანობ რომ მათ არ დავაძალე ჩვენთვის რამე გაეკეთებინათ, ახლა მეც ვნანობ რომ წამლები ისე არ მოვითხოვე როგორც საჭირო იყო. თემო ოთახში ჩუმად შევიდა და ელენეს ნელა მიუახლოვდა პულსის სანახავად. რამდენიმე წუთი ისე იდგა, თითქოს რაღაც სასწაულს ელოდა, თითქოს ელოდა რომ პულსი აღუდგებოდა. -ვწუხვარ - ჩაიჩურჩულა და ელენეს საბანი გადააფარა. ამ მოქმედებაზე ბავშვებმა ტირილს უმატეს, ყველა ამბობდა რომ ცუდად მოიქცნენ, და მისი ნახვა შეეძლოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს, ისინი მხოლოდ მის არ ნახვას ნანობდნენ. -შეგიძლია გარე სამყაროს და ელენეს მშობლებს შეატყობინო რომ ის სიცხისგან გარდაიცვალა, რადგან უბრალო სიცხის დამწევიც კი არ მოგვცეს. - ვუთხარი თემოს და „ჩემ ოთახში“ შევედი. მეორე ოთახიდან ბავშვების ტირილის ხმა ისმოდა. ისმოდა თუ როგორ წუხდნენ ისინი, ისმოდა თუ როგორ ეშინოდათ ახლა მათ. მე კი კარებთან ვიჯექი და ჩემ თავს ვადანაშაულებდი, თემოს ვადანაშაულებდი, გარე სამყაროს ვადანაშაულებდი, ვადანაშაულებდი რადგან მათ ჩვენ აქ მოსაკლავად დაგვაგდეს, ვირთხებივით, რომლებზეც ცდებს ატარებენ, რომლებზეც გებულობენ თუ როგორ განკურნონ ესა თუ ის დაავადება. ვადანაშაულებდი თემოს რადგან არ მისმენდა და ვადანაშაულებდი საკუთარ თავს რადგან მეტი არ მოვითხოვე, არ მოვითხოვე არც თემოსგან და არც გარე სამყაროსგან. იქნებ რომ მომეთხოვა რამე შეცვლილიყო. ფეხზე ავდექი და მაგიდისკენ წავედი, მაგიდაზე დადებულ ყველა ნივთს ერთიანად ხელი მოვკიდე, ძირს დავყარე და ყვირილი დავიწყე. ბოლო ხმაზე ყვირილი რადგან ეს ზედმეტი იყო. ზედმეტი იყო მისი სიკვდილი და მომავალში ჩვენიც. -მე ვირთხა არ ვარ, არ ვარ თქვენი სათამაშო ვირთხა, სათამაშო რომელსაც გამოიყენებთ. ადამიანი ვარ, ბავშვი ვარ, სკოლის მოსწავლე - ვყვიროდი და თან ყველაფერს ძირს ვყრიდი. - ჯანდაბაში წასულხართ ყველა ვინაც აქ გამოგვკეტეთ და სასიკვდილოდ გაგვიმეტეთ. -საბიანა, დაწყნბარდი, ჩუუ - ჩემთან ლუკა მოვიდა და ცდილობდა შევეჩერებინე რომ ყველაფერი არ დამენგრია. -არააა, არააა, ისინი ამას ვერ მიიღებენ, ჩემ სიკვდილს ვერ მიიღებენ, შენ, მე, ნიკას, ანას, გიოს და დანარჩენებს როგორც ელენეს ისე ვერ მოგვკლავენ. ის ხომ აქ ყველაზე პატარა იყო. ის ჩვენსავით ხომ არ ყოფილა მეთერთმეტე კლასში? ის მეცხრე კლასელი იყოოო, ის ძალიან პატარა იყოო, ამ დეგენერატებმა კი ის მოკლეს, ის სიცოცხლით სავსე ბავშვი, ბავშვი რომელოიც ყველაფერში კარგს ეძებდა. ის მოკლეს ლუკა, ის მისით არ მომკვდარა, ის მოკლეს და იმის იმედი არ გქონდეს რომ ჩვენც არ მოგვკლავენ. - ჩავიღიმე და ფანჯარასთან მივედი. - მათ არ ვანაღვლებთ და ეს შენც კარგად იცი, ჩვენ ჩემი წიგნების გამოგონილ სამყაროებში არ ვართ, ჩვენ რეალობაში ვართ სადაც ყველას ვკიდივართ. -ვიცი, მეც ვიცი ეგ ყველაფერი, მაგრამ არაა აუცილებელი ყველამ გაიგოს, კარგი? - მითხრა და ჩემ წინ დადგა. - ელენე შეუდარებელი ბავშვი იყო, მხიარული, კრეატიული, სიცოცხლით სავსე, და სიმართლე რომ ვთქვა ძალიანაც მომწონდა, ალბათ ყველაზე მეტად იმათგან ვინც ვიკრიბებოდით და მისმა სიკვდილმა ჩემი რაღაც ნაწილი წაიღო. გპირდები აქ არ მოვკვდებით. მე, შენ, ნიკა, ანა და დანარჩენები აქ არ მოვკვდებით. აქედან გაგვიყვანენ, შეგვიძლია დავეხმაროთ, სიმპტომები შევისწავლოთ და ასე შემდეგ. -არ გაგიგია რომ ადამიანს ისეთი რამ არ უნდა დაპირდე რასაც ვერ გააკეთებ? სიმპტომების შესწავლა კი დიდი აფსურდია, ჩვენ არავინ მოგვისმენს. -დამიჯერე მოგვისმენენ. - მითხრა და ჩამიხუტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.