შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ორი ბილეთი ნიცამდე და მხოლოდ მე და შენ"


23-03-2019, 00:10
ავტორი გოგლიკო
ნანახია 10 279

მოთხრობაში გამოყენებულია თეკლა იორდანიშვილის მოთხრობის სათაური და გენრი დოლიძის ლექსი .

"ორი ბილეთი ნიცამდე" და მხოლოდ მე და შენ .

წვიმიანი 20 აპრილის დღეს არაფრის ხასიათი არ მქონდა . ოთახში უსაქმოდ ვიყავი წამოწოლილი და მუსიკას ვუსმენდი . კარზე ზარის ხმა გავიგონე , თუმცა როგორც ყოველთვის ადგომა მაშინ სიკვდილივით დამეზარა და ისევ როგორც ყოველთვის კარი დედაჩემმა გააღო . არ დავინტერესებულვარ ვინ იყო , რამდენიმე წამში ოთახის კარიც გაიღო და მხრებზე გიტარა გადაკიდებული ვახო შემოვიდა .
- რაგჭირს ? - გაკვირვებული სახე მიიღო . მოულოდნელი სურათის გამო . ხშირად არ ვარ ხოლმე უხასიათოდ .
- არაფერი , რანაირი ამინდია ვერ ხედავ ? - გავიზმორე და სიგარეტს მოვუკიდე .
- ეეე , ატრაკებ ტო ... მიდი ადექი , ნუცას დაბადებისდღეა , სახლში იხდის და შენც დაგპატიჟა . - საწოლზე ჩამოჯდა და ძირს დაგდებული მაისური მომაგდო სახეზე .
- დავწვი ა , ვერ მოიშალე ეს ბავშვური ქცევები . - დაჭმუჭნული სახით ვუთხარი და საწოლიდან ფერფლის აღება დავიწყე . - არა მეზარება მაგის სწერვა დაქალების როჟების ატანა , თან არ ვარ ხასიათზე .
- კაი ... ატრაკებ ეხლა . მიდი გავერთობით რა , ხო იცი როგორ უყვარხარ ნუცასაც და მაიასაც ...
- ვიციი , მაგრამ მეზარება და არ მინდა ეხლა არც დალევა და არც სხვას უნდა ჩემი უაზრო სახის დანახვა . - ვეცადე თავი დამეძვრინა .
- ატრაკებ . სხვა რამე არ გინდა ? ბომბა ... დაგაგდებს . - ჩემი გულის მოგება უნდოდა , იცოდა რომ უარს არ ვეტყოდი .
- არა , არ მინდა . - გიტარა ამოვიღე და არ მახსოვს , მგონი ყვავილების ქვეყანა დავუკარი .
ტელეფონმა დარეკა , უცხო ნომერი იყო და სანამ მწვანე ფერს ეკრანზე ხელს დავაჭერდი ათასი რამ ვიფიქრე . ბანკები როგორც ყოველთვის . საბოლოოდ ვუპასუხე და ნაცნობი ხმა როდესაც მომესმა ამოვისუნთქე . ლიკა იყო ნუცას და და მთხოვა რომ გაყოლოდი ვახოს დაბადებისდღეზე . ამ დებილს მიუწერია რომ არ მინდოდა წასვლა . დებილი არაა ? გავთიშე .
- შიგ ხომ არ გაქვს ? - აღშფოთებულმა და გაბრაზებულმა ვკითხე .
- რაგინდა ?! - ვითომ არაფერი იცოდა . - ვინ იყო ? გამომხედა სულელური გამოხედვით .
- რატო უთხარი ლიკას რო წამოსვლა არ მინდოდა ? ისიც ხო არ უთხარი ნუცას დაქალების სახეების ატანა რო მეზარება ?
- სწერვა სახეების . - ჩამისწორა .
- ღადაობ ? მართლა უთხარი ? - გავოცდი , პასუხი რომ დადებითი ყოფილიყო გინებაზე გადავდიოდი .
- არა არ მითქვამს . მიდი ეხლა ადექი ჩაიცვი და წავედით .
- აუუ , რატო ხარ ტვინის ჭამა ბიჭი ? - ზანტად ავდექი , ჩავიცვი . ნანამ შემოიხედა და ყავა შემოგვთავაზა , ჩაცმული რომ დამინახა დაინტერესდა სად მივდიოდით .
- ნუცას დაბადებისდღეზე ნანა დეიდა . გპირდებით ბევრს არ დავალევინებ. - ცანცარით უთხრა ვახომ დედაჩემს .
- აი ზუსტად შენი იმედი მქონდა ვახო . - გაეცინა ნანას . - კარგი გოგოა ნუცა , ლამაზი . - თვალი ჩაუკრა ვახოს , მე დამეჟღანა და უცებ გაიხურა კარი რომ რამის თქმა არ მომესწრო .
- ამას კიდე ეგ უნდოდა ?
- ოკ .
დედაჩემმაც და ვახომაც კარგად იცოდნენ რომ ნუცა სიყვარულამდე მომწონდა . მეც ვიცოდი რომ ნუცასაც მოვწონდი თუმცა , არ ვიცი რის გამო ვერ ვეუბნებოდით ერთმანეთს ჩვენს სიმპატიებზე . კარგი მეგობრები ვიყავით მე და ნუცა , ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთზე , უსაჩუქროდ ასვლა მომერიდა . ყვავილების მაღაზიაში დავრეკე , აპრილი იყო , გაზაფხული და მინდვრის ყვავილების თაიგულის გაკეთება გადავწყვიტე . მოტანას 4 საათი დასჭირდებოდა , აღარ დაველოდეთ და კურიერს ნუცას სახლის მისამართი ჩავაწერინე რომ თაიგული პირდაპირ სახლში მოეტანათ , ნუცასთან . რათქმა უნდა არანაირი წერილი არ დამირთავს თან , იმის მიუხედავად რომ მინდოდა ამის გაკეთება . მხოლოდ პატარა ბარათი "ზურასგან ♥" .

* წინა დღეს .
19 აპრილს კარგი ამინდი იყო , მეც როგორც ყოველთვის თავი ყველაზე მაგარი ტიპი მეგონა მთელს თბილისში . იმ დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე ვიყავი , სახლიდან ახალი გასული და სამსახურისკენ მივდიოდი , გაჩერებაზე კი ნუცა დავინახე . გოგოსავით ვიბნეოდი მისი დანახვისთანავე თუმცა ისეთი კარგი ამინდი იყო და იმდენად თავდაჯერებული ვიყავი იმ დღეს ყველაფერი დავალაგე და უკნიდან შევაშინე ...
- შეიძლება გავიცნოთ ლამასო ? - მაღალი ხმით ვუთხარი და წელზე ხელები მოვუჭირე . მაინც დავიბენი მის სურნელზე . ყველამ ჩვენსკენ გამოიხედა .
- გიჟი ხარ შენ ?! - გულიანად გაეცინა .
- ხო იცი რო გიჟი ვარ . - თავდაჯერებულად ვუთხარი და მეც სიცილი ამტყდა . - რას შვრები , როგორ ხარ ?
- კარგად , გამოცდაზე მივდივარ და მეშინია ... შენ როგორ ხარ ? კიდევ დიდი ხნით გაჩერდით გუშინ ?
- თქვენ რომ წახვედით ... მმმ , "გძეტა" 2-3 საათში დავიშალეთ .
- კარგა ხანს გაჩერებულხართ . კიდევ ბევრი დალიეთ ? რომ წავედი მაგარი მთვრალი იყავი . - სიცილით მკითხა და გზას გახედა .
- მე ხო იცი სასმელი არ მათრობს , მხოლოდ შენ . - დაუფიქრებლად ვთქვი .
- კაი ნუ ხუმრობ ესე სასწაულად . - გულიანად გაეცინა . - დებილი ხარ რა .
- ხვალ რა ხდება ? - დავსერიოზულდი ისევ . ვიცოდი რომ დაბადების დღე ქონდა , რა დამავიწყდებდა და იმაშიც ზუსტად დარწმუნებული ვიყავი რომ დამპატიჟებდა , თუმცა მინდოდა რომ კარგი ხასიათი ორმაგად კარგი გამეხადა .
- არ ვიცი ზურა , ზუსტად გადაწყვეტილი არ მაქვს , სად ვიზამ და როგორ . თუმცა შენ რომ უნდა იყო ეგ ხომ იცი ? - ეჭვის თვალით გამომხედა .
- მე ? მე რა შუაში ვარ ? - გამოშტერებული თავი უფრო გამოვიშტერე .
- კაი ნუ დებილობ . - ხელი დაუქნია ყვითელ სამარშუტო ტაქსს, გადამკოცნა . - აუცილებლად ზურა ... გავარკვევ და საღამოს შეგეხმიანები .
- კაი , გკოცნი . - მივაძახე და ჩემი ტრანსპორტიც გამოჩნდა .
მთელი დღე მოსალოდნელ გარემოებებზე ვფიქრობდი , რა ჩამეცვა , როგორ მოვქცეულიყავი , როგორი სიტუაცია იქნებოდა , რა უნდა მეჩუქებინა , სიმბოლური თუ ბანალური , მერე მივხვდი რომ სიმბოლურიც ბანალურია და მეც ბანალური ვიქნებოდი რომ წავსულიყავი დაბადებისდღეზე ამიტომ გადავწყვიტე რომ წასვლას არ წასვლა სჯობდა . ტელეფონი როგორც ყოველთვის მიჯდებოდა და დატენვა არც მიცდია . იმ დღეს მთელი დღე გამორთული მქონდა ტელეფონი , როცა სახლში მივედი ინტერესი მკლავდა , ჩავრთე და ეკრანი შემოსული ზარების ესემესმა და ნუცას ნომერმა გაანათა . მისი ეკრანიც გაანათა ჩემმა ნომერმა და ხაზზე ვარ ესემესმა . თუმცა გვიანი იყო და ალბათ ეძინა . მეორე დღეს როდესაც ნახა შეტყობინება არ დამირეკა . ვითომ ეწყინა ? არვიცი , არვიცი ... უბრალოდ გადავწყვიტე რომ არ წავსულიყავი .

* დაბადების დღე .
მუჯლუგინით შემაგდო ვახომ ნუცას სადარბაზოში , ფეხს ვითრევდი , რატომღაც მეგონა რომ რამე განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო იმ ღამეს . ნუცას კართან მივედით თუ არა ზარი დარეკილი არ გვქონდა ხმა მოგვესმა . - სიმღერებს , სიმღერებს , მევერ გიმღერებ სიმღერებს ...
- ზანდუკელია . - შეწუხებული სახით და ხმით მითხრა ვახომ და თითქოს მანაც გადაიფიქრა კარზე ზარის დარეკვა .
- ვერ უმღერებ , ვერა ! - თავდაჯერებულად ვთქვი . ვიცოდი რომ ზანდუკელს ნუცა უყვარდა და კარზე ზარი დავრეკე . - ეხლა ნახე შენ . - თვალი ჩავუკარი ვახოს ...
- რამე უაზრობა არ გააკეთო შეჩ..... - კარიც გაღო . წინადადება დაუმთავრებელი დარჩა და შეწუხებული სახით გამომხედა , ხელის კვრა მაინც მოასწრო .
- ზურა და ვახო დედაა . - გასძახა ნუცას გახარებულმა მაია დეიდამ . - მობრძანდით ...
- გამარჯობათ მაია დეიდა , როგორ ბრძანდებით ? გილოცავთ ქალიშვილის დაბადებისდღეს . - საუცხოოდ მოკრძალებულად , ანთებული სახით მივესალმე ნუცას დედას , გადავკოცნე და ცალი თვალით სუფრისკენ გავიხედე ... რაღაც დიდი თავდაჯერებულობა შემემატა როდესაც დავინახე ზანდუკელი თავის რამდენიმე ძმაკაცთან ერთად .
- კარგად დედი , თქვენ როგორ ხართ ბიჭებო ? ესე უნდა მომანატროთ თავი ?
- აგერ ვართ . - ვახომ დაიწყო ლაპარაკი თუმცა შევაწყვეტინე ...
- მაგრად უნდა გავერთოთ დღეს .
- რა თქმა უნდა ... როგორ მიყვარს თქვენი სუფრები ბიჭებო ... - მაიამაც იცოდა რომ ნუცა მომწონდა და მაიასაც ძალიან მოვწონდი . - ნუცა გამოდი დეე .
შევედით , ზალაში დიდი სუფრა იყო გაშლილი ... კოვზირიძე , ზანდუკელი , ჯოხაძე , მელქაძე , თავგასა , ყველა იყო ... ბევრს ვიცნობდი , ცოტას არა ... საკმაოდი დიდი საერთო სამეგობრო გვყავდა მე და ნუცას . სამეგობროსთან ერთად კარგი მეგობრები ვჩანდით , თუმცა როდესაც მარტოები ვიყავით სადმე და ეს ხშირი არ იყო , თითქოს არც ვიცნობდით ერთმანეთს . ალბათ ეს იმ სიპატიების დამსახურება იყო . რაღა სიმპატიების გიჟივით მიყვარდა .
სიხარულით გამოენთო ნუცა . - ბიჭებო როგორ გამახარეთ რომ მოხვედით . - აბრდღვიალებული სახით გადაგვკოცნა ორივეს .
- გილოცავ დაბადების დღეს შე შერეკილო . - უტხრა ვახომ და ჯიბიდან პატარა შეფუთული ყუთი ამოიღო , მისცა და ჩაეხუტა . გავსკდიი ნერვებით , მეგონა უსაჩუქროდ მოდიოდა და აღმოვჩნდი მოულოდნელად დაუგეგმავ და სულელურ სიტუაციაში .
- მადლობა ვახო , მოდი .. აი აქ დაჯექი და ზურაც გვერძე მოგიჯდება .
- ოუკეეიი . - ვახო გაგვეცალა და დაჯდა . ჩემი მილოცვის დრო დადგა ..
- უსაჩუქროდ არ გეგონო . - რა უაზრობა წამოვაყრანტალე ღმერთო , ჯერ ხო უნდა მიმელოცა დაბადების დღე . - გილოცავ დაბადების დღეს ნუუც . - გადავკოცნე და ზანდუკელის ეჭვის თვალი დავაფიქსირე . სახეს გავაძრობ თქო გავიფიქრე და თვალი ჩავუკარი ზანდუკელს .
- ვერ ხარ შენ ? შენზე ისედაც ნაწყენი ვარ . - მოწყენით მითხრა .
- ჩემზე ? ესეთ ღვთაებრივ არსებაზე ? - თავი ავწიე და მხრებში გავიმართე .
- ხო შენზე . გუშინ გირეკავდი და გათიშული გქონდა . ხომ გითხარი დაგირეკავ თქო . - ნაწყენი იყო მართლაც . რადებილი ვარ .
- მაპატიე , ტელეფონი დამიჯდა და ხო იცი ჩემი სამსახურ.............
- მოდი მოდი დაჯექი . - გამაწყვეტინა და ვახოს გვერძე სკამისკენ მანიშნა .
- ბიჭებს გაუმარჯოს . - სათითაოდ ჩამოვართვი ყველას ხელი . - " გულთბილი სალამი ჩვენი სუფრის ულამაზეს მანდილოსნებს" - მივესალმე გოგოებსაც და დავჯექი ჩემს ადგილას .
- გაუმარჯოს ზურა ...
- "ზდაროვა , ზდაროვა" ...
- "ბარო , ბიჭებს ბარო" ...
- Hi ..
- "პრივეეეეეეეტ"
- როგორ ხართ ბიჭებო ? - ამდენი გამარჯობის მერე ჯოხაძეს ხო უნდა წამოეყო თავი . მარტო ზანდუკელს არ უყვარდა ნუცა , ჯოხაძეს მე ვუყვარდი და ეს ნუცამაც იცოდა .
- ოჰ ჯოხაძე ... კარგად შენ როგორ ხარ ?
- კარგად , მადლობა .
- ბიჭებო მიირთვით , უგემრიელესია ყველაფერი . - შემოირბინა ოთახში მაიამ .
- დარწმუნებული ვარ რომ უგემრიელესია და აუცილებლად დავაგემოვნებთ ყველაფერს . - რა თქმა უნდა გულთბილი ღიმილით გავხედე .
- გენაცვალე ზურა , რაკარგი ბიჭი ხარ . - შეხედვის გარეშე ვგრძნობდი როგორ აეცალა ზანდუკელს სახე .
- ბიჭებო ცოტა გვიან შემოგვიერთდით , ჩვენ უკვე ბევრი დავლიეთ და როგორმე უნდა დაგვეწიოთ . - შემოგვძახა "თავგაზამ" . "თავგაზა" კარგი ბიჭი იყო , საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა . დათო ერქვა თუმცა ყველა "თავგაზას" ეძახდა , ძნელი მისახვედრი არაა თუ რატომ .
- რას ვსვამთ ? - იკითხა ვახომ .
- წყალს . - იხუმრა ზანდუკელმა , ყველას გაეცინა , ჩემს გარდა . - არაყს ბიჭებო . - დასერიოზულდა .
- ჰა აბა როგორ გვეწევით ? - ჩერთო თავგაზა .
- აჰაა , ძალიან კარგი . - ფეხზე წამოვდექი და ჩემს უკან პიანინოდან პატარა ვაზა ავიღე და დათოს მივაწოდე . დიდიც იდო , მაგრამ შემეცოდა ჩემი თავი . ყველას სახე შეეცვალა . ვახომ შეუმჩნევლად მიჯიკა . ვაზა შემივსო ბოლომდე არყით , მომაწოდა , მეც შემეცვალა სახე დანახვაზე , რამდენი ჩავიდა გავიფიქრე . თუმცა გვიანი იყო და დავიწყე ბანალურად - თქვენს ნათქვამ სადღეგრძელოებს გაუმარჯოს , ღმერთის დიდება იყოს , ჩვენს შეკრებას და ჩვენი შეკრების მიზეზს , მუდამ მხიარულს , ლამაზს და განსაკუთრებულ გოგოს , ნუცას გაუმარჯოს . - ნუცასთვის მსგავსი სიტყვები არასდროს მითქვამს , ყველამ გაოცებული სახით გამომხედა , ჩავისუნთქე და .... მგონი ვეღარ ამოვისუნთქე . წამში დატრიალდა ყველაფერი , მეგონა მკერდიდან მთელი ორგანიზმი ამომცვივდებოდა . რათქმა უნდა არ შევიმჩნიე , სახეც კი არ შევჭმუხნე და დავჯექი .
- დალევა უნდა ესე . - ყბა ჩამოვარდნილი სახით გამომხედა დათომ . - რა ქენი ბიჯო ეს ?
გოგოებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს , ვახოსაც კი გაოცებული სახე ქონდა . ვახოს გარეშე მგონი არასდროს დამილევია , ასე რომ მისთვისაც განსაკუტრებულად უცხო იყო ჩემი ეს ქცევა . ნუცა გაოგნებული მიყურებდა . მე არ შემიხედავს , მაგრამ მარჯვენა ყურს მიწვავდა მისი დაჟინებული მზერა . გიტარა ავიღე და ნუცას საყვარელი სიმღერის მღერა დავიწყე . ისე რომ მისთვის არ შემიხედავს , თუმცა მხოლოდ მისთვის ვმღეროდი და ამ ქვეყნად სხვა არავისთვის . დავამთავრე . შევბრუნდი ამჯერად პიანინოსკენ და ნუცას მეორე საყვარელი სიმღერა დავიწყე .
- ხო ვთქვი რო ვეღარ უმღერებდა ზანდუკელი სიმღერებს ნუცას . - ეშმაკურად ჩავჩურჩულე ვახოს ყურში და ვახომაც გამიცინა .
ამჯერად ყველა ამყვა და ყველა გახალისდა . სიყვარულის თვალებით მიყურებდა ჯოხაძე , ნუცა ჯოხაძეს , ზანდუკელი ნუცას , ვახო ლიკას , ლიკა თავგაზას უტყაპუნებდა თავში ხელებს . მაიაც მე მიყურებდა და მისმენდა . მოკლედ ბევრი დავლიეთ ბევრი ვიმღერეთ , კარგად ვერთობოდით . ვიხსენებდით სკოლის ამბებს , ერთად გატარებულ დროს . მე და ნუცა კლასელები არ ვყოფილვართ , ერთ სკოლაში ვსწავლობდით და მის კლასში ხშირად ვიყავი ხოლმე .
კარზე დაირეკა ზარი , მაიკომ ნუცას სთხოვა კარის გაღება , გააღო , დაკეტა და თაიგულით ხელში შემოვიდა , გახარებული სახით .
- მადლობა ზურა , როგორ მიყვარს მინდვრის ყვავილები . საიდან იცოდი ... - ზურგიდან მოვიდა და ლოყაზე მაკოცა . თავი ყველაზე მაგარი ბიჭი მეგონა ზანდუკელის მგონი მეასე სახის ახევის შემდეგ .
- მე ყველაფერი ვიცი ნუც ხო იცი . - თავდაჯერებულმა ვუთხარი .
- კარგი ბიჭი ხარ შენ . - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა .
- პირდაპირ შუბლში გაარტყი . - თქვა ვახომ დაგადაიხარხარა ყველამ .
- შუბლზე დებილებს კოცნიან . - დამეჯღანა და დაჯდა თავის ადგილას .
სადარბაზოში მოსაწევად გავედით მე და ზანდუკელი . მოვუკიდე , მერე ჩემთვის მოვიკიდე .
- როგორ ახერხებ ? - სიჩუმე დაარღვია .
- რას ? - გაკვირვებით ვკითხე
- აი ასე ყურადღების ცენტრში ყოფნას .
- ღადაობ ?
- არა .
- მაშინ ჯობია იღადაო . - სიგარეტი ჩავაქრე და სახლში შევედი . კიდევ ერთხელ გამოვასწორე მოსაწყენი სიტუაცია სიმღერით .
ნელნელა დაიცალა სუფრა .
ბიჭებიდან აღარავინ დარჩა , მხოლოდ გოგოები , მე და ვახო დავრჩით . კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ ვიცინეთ , ვიხარხარეთ მაიასთან ერთად . ბავშვობის ამბებს გვიყვებოდა და ბევრს გვაცინებდა . მე და მაიამაც ბევრი ვიმღერეთ და წასვლის დრო დადგა . ვახოს ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა ჩემთვის და ვერ ახერხებდა . გამოვედით კორიდორში , მაიამ და ნუცამ გოგოების გაცილება მთხოვეს , რა თქმა უნდა უარი არ მითქვამს . ვახო იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა და კიბეებზე ასვლისას ხარო მომაძახა . გოგოებს გაეცინათ , მიხვდნენ რაც იგულისხმა . დიდი მადლობებით დავემშვიდობე მაიას და ვუთხარი რომ საოცარი ქალიშვილი ყავდა , ნუცას გასაგონად . შემდეგ ნუცას ჩავეხუტე , მინდოდა მხოლოდ ჩვენ ვყოფილიყავით და საუკუნე გაგრძელებულიყო ეს მომენტი მაგრამ რათქმა უნდა ჯოხაძემ გამოყო თავი .
- წავედიით .- ხმამაღლა დაიყვირა .
- კაი , შეგეხმიანები . - შემოვუთვალე ნუცას და წამოვედით .
ჯერ ჯოხაძე მივაცილეთ , არ მინდოდა ბოლოს ეგ დამეტოვებინა და მასთან ერთად მარტო ვყოფილიყავი , შემდეგ კოვზირიძე და მელქაძე და მეც ავედი სახლში . ბედნიერი დამხვდა ნანა . თურმე დაურეკავს მაიას სანამ მივედი და მოუყოლია ყველაფერი .
- ღმერთო ახლა რაღა მეშველება . - შუბლზე ვაკოცე დედას და ოთახში შევედი .
საკმაოდ მთვრალი ვიყავი და გამბედაობაც არ მაკლდა . რა შუაშია გამბედაობა ?! გავიხადე , დავწექი . 5 წუთში 200 ჯერ ვნახე ჩატში შემოსული იყო თუ არა ნუცა , როგორც ყოველთვის ნერვებმა მიმტყუნა , გამოვრთე ყველაფერი რაც გარესამყაროსთან მაკავშირებდა და დაძინება გადავწყვიტე .

* პირველი ღამე . ( ეს ის არაა რაც თქვენ გგონიათ )
ვერ დავიძინე . უძილობა ისედაც მაწუხებდა , უმიზეზო უძილობა . მაგრამ ამჯერად ჰქონდა ჩემს ვერ დაძინებას მიზეზი . ავდექი , ჩავიცვი და მის სადარბაზოსთან მივედი . დავურეკე ....
- ჩამოდი .
- გაგიჟდი ? სად ხარ ? - გაოცებული სიხარულ ნარევი ხმა მომესმა ტელეფონიდან .
- შენს წინ , მიდი უცებ , გელოდები , გავიყინე .
- არა , ვერ ჩამოვალ . რა ვუთხრა მაიას .
- არაფერი არ უთხრა , ისე ჩამოდი .
- ბოდიში ზურა , ახლა ვერა . ხვალ გნახავ აუცილებლად .
- ვერ არარსებობს , ან გინდა ან არ გინდა .
- მინდა მაგრამ ვერ ჩამოვდივარ . - მივხვდი რომ უნდოდა .
- არ გინდა . კარგი მაცადე . - მაინც არ დავთმე ჩემი აზრი მის სურვილთან დაკავშირებით . გავთიშე და ამჯერად მაიას დავურეკე , არ დავურეკავდი რომ სძინებოდა , ვიცოდი რომ არ ეძინა , ფანჯარაში დავინახე მისი სილუეტი . გავიდა ... ფანჯარაში ნუცამ გამოიხედა .
- გისმენთ ?
- ქალბატონო მაია , ვიცი გვიან გირეკავთ და გაწუხებთ , მაგრამ თუ შეიძლება , თქვენის ნებართვით რომ ნუცა ჩამოვიდეს ცოტა ხნით . თქვენს წინ ვარ და რაიმე თბილ მოსაცმელსაც თუ გამოატანთ ურიგო არ იქნება .
- ამოდი ზურა სახლში , გარეთ რა გინდათ . - გაკვირვებულმა მითხრა და მანაც გამოიხედა . ხელი დამიქნია ფანჯრიდან .
- არა , უხერხულია , ბატონი გიაც სახლშია . სულ რამდენიმე წუთით გამოუშვით .
- კარგი , ცოტა ხნით . - დამიკონკრეტა და გაიცინა . დარწმუნებული ვიყავი რომ გამოუშვებდა .
- უღრმესი მადლობა ქალბატონო მაია .
- ქალბატონს ნუ მეძახი .
- კარგით ქალბატონო მაია , კი არა და მაია . - დავიბენი , ხმამაღლა გაიცინა და გათიშა .
ნუცას მივწერე ჩამოდი თქო ჩამოვიდა . სხვათაშორის არ მალოდინა , ხომ ვამბობ განსაკუთრებულია თქო . სხვა ყველა ალოდინებდა ბიჭს , თან დიდიხნით . არ ვიცოდი რატომ მოვედი ან რა უნდა მეთქვა მისთვის .
- მართლა გამოგატანა ქურთუკი მაიამ ? - რაღაცით უნდა დამეწყო ლაპარაკი . გამოვართვი , მოვიცვი , მართლა ძალიან მცდიოდა . - წამო სადმე დავსხდეთ .
- სად სადმე .
- წამოდი წამოდი ... - უხმოდ გამომყვა , ცოტა მოშორებით პარკი იყო და სკამზე დავსხედით . დაბნეულობა ეტყობოდა . - მოწევ ? - ვიცოდი რომ დედამისთან და სახლში არ ეწეოდა და სიგარეტის კოლოფი მივაწოდე . ჯერ მას მოვუკიდე , შემდეგ ჩემთვის მოვიკიდე , ღრმა ნაფასი ამოვარტყი იმის ფიქრში თუ რამეთქვა .
- რატომ მოხვედი ?
- არ ვიცი , არ უნდა მოვსულიყავი ? - კითხვაზე კითხვით ვიპასუხე და დაბნეულობა შეეტყო .
- რახან მოხვედი ალბათ კი . - ძლივს მიპასუხა .
- ესეიგი უნდა მოვსულიყავი . - ვერ ვაბამდი თავს სათქმელს , არც ვიცოდი რისი თქმა მინდოდა .
- ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაცის თქმა გინდა .
- არა არაფრის . უბრალოდ მთვრალს ხო იცი რა ხასიათი მაქვს . სიარული მიყვარს .
- ინერვიულებს ნანა .
- ძინავს .
- ჩემთან არასდროს მოსულხარ ...
- ახლა მოვედი . - მეორე ღერს მოვუკიდე , აშკარად მეტყობოდა ნერვიულობა .
- ნერვიულობ ? - მკითხა და ელოდებოდა ჩემგან რაღაცის თქმას .
- მაქვს სანერვიულო ?
- ნუ მპასუხობ კითხვაზე კითხვით იდიოტო ... - ორივეს გაგვეცინა და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა .
- ზანდუკელი მოგწონს ? - ვკითხე და სიკვდილი ვინატრე . მგონი მასაც სახეზე ფერი შეეცვალა თუმცა ღამე იყო რას დავინახავდი .
- რატომ მეკითხები ? - ველოდი რომ პირდაპირ არას მეტყოდა და იმ წამს ყველაფერი ვიფიქრე .
- არა ისე უბრალოდ , თუ გინდა ნუ მიპასუხებ .
- არა არ მომწონს . - გაიღიმა და ჩაფიქრდა , მეც მომეშვა და ხმამაღლა ამოვისუნთქე . - ნერვიულობ რამეზე ?
- მაქვს სანერვიულო ?
- ნუ მპასუხობ კითხვაზე კითხვით !
- კაი აღარ გიპასუხებ . გიყვარვარ ? - არ ვიცი რაშუაში იყო , რატომ ვკითხე , რა მინდოდა , გული ამიჩქარდა , თითქოს ყველაფერი დამთავრდა .
- უნდა მიყვარდე ? - გაოცდა .
- ჰმ ....
- კარგია როცა ესე გპასუხობენ ???
- რატო არ უნდა გიყვარდეს ჩემნაირი ბიჭი . - თემას არ გადავუხვიე .
- თავდაჯერებულო .
- ხო საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი ვარ .
- ვინ გითხრა ?
- იდიოტი შენ დამიძახე წეღან და საკუთარ თავში დარწმუნებული მეთვითონ ვიცი რომ ვარ . საერთო ჯამში გამოდის რომ ის ვარ რაც გითხარი . - გაეცინა და არ ვაცადე სიცილი , კიდევ ერთხელ გავუმეორე კითხვა . - გიყვარვარ ?
- ზურა რისი თქმა გინდა ?
- არაფრის . - თავი მუხლებზე დავადე . დაბნეულობისგან შეკრთა და მკერდზე დამაწყო ხელები . - ორი ბილეთი ნიცამდე და მხოლოდ მე და შენ , მხოლოდ მე და შენ . - სხვათაშორის თამამად ვთქვი და ღრმად ჩავისუნთქე .
- ზურა რაგჭირს ? - დამხედა ზემოდან გაოცებული სახით . - დღეს მთელი დღეა მაოცებ , რამე შეიცვალა ?
- ზანდუკელი გიყვარს ? იმას უყვარხარ ?
- არ ვიცი , რაშუაშია ?
- არ იცი ? - სიბრაზე გამომეკვეთა ხმაში . ისიც მიხვდა რომ ასეთი პასუხი არ უნდა გაეცა .
- არა არ მიყვარს . არ ვიცი იმას ვუყვარვარ თუ არა და არც მაინტერესებს .
- არ გაინტერესებს ?
- არა .
- არ გინდა იმასთან ყოფნა ?
- ზურა ! - წაიწუწუნა და თვალებში ჩამხედა .
- მე მიყვარხარ ....
გაჩუმდა , გავჩუმდი . სიგარეტს მოუკიდა , ასე ჩუმად ვიყავით ორივე , მე მის მუხლებზე მედო თავი , მას ჩემს გულზე ხელები . სხვა რამის თქმას ვერ ვბედავდი , არ ელოდა , არ ეგონა რომ ამის გამო ჩამოვიყვანე , თუმცა სხვა რის გამო უნდა ჩამომეყვანა დილის ოთხ საათზე . ალბათ ეგონა კიდეც , და ხვდებოდა კიდეც . თუმცა რა მნიშვნელობა აქვს . ვუთხარი და კარგად ვიგრძენი მასთან მიმართებაში თავი 12 წლის განმავლობაში პირველად . პირველად ვიყავით ასე მარტონი , ასეთ დროს თან მის მუხლებზე მედო თავი . მეორე ღერსაც მოუკიდა .
- დიდი ხანია ? - ჩუმად მკითხა , ძლივს გავიგე .
- იქნება ასე 22 წელი . - ხუმრობა ვუპასუხე სერიოზულად . გაეცინა . წამოვჯექი არ შემიხედავს .
- სულ 22 წლის ხარ .
- შემახსენე ჩემი ასაკი ?
- 12 წელია რაც გიცნობ .
- და მე 22 წელია რაც მიყვარხარ . - თვალებში ჩავხედე და ალბათ გაწითლდა . საკოცნელად მივიწიე , სიგარეტის ბოლმა თვალები ამწვა , არ შევიმჩნიე , მაინც გავაგრძელე . გამაჩერა და იმ მომენტში მეგონა რომ ვეღარასდროს ვნახავდი და ....
- ზურა , შე იდიოტო , მეც მიყვარხარ . - მაკოცა , ოღნდ წამიერად . ეს იყო გულის ამოვარდნა , ხელების კანკალი და სიყვარულიც ? ... ხო სიყვარულიც , ყველაფერი ერთად , ყველაფერი ერთად . - მხოლოდ მე და შენ ? - მკითხა , დაბნეულობისგან თავი დავუქნიე , მხარზე თავი დამადო და ჩურჩულით მითხრა - მხოლოდ მე და შენ .

ყველაზე ბედნიერი დღე და საღამო იყო ჩემს ცხოვრებაში . სახლამდე მივაცილე . სადარბაზოში მაგრად ჩავეხუტე და გავუშვი . გამოსვლისას ფანჯრიდან მაიამ გადმომხედა .
- ზურიკო შვილო , მშვიდობა გაქვს ?
- კი მაია დეიდა , მადლობა კიდევ ერთხელ . - ბედნიერი სახით ავძახე და თავი დავუქნიე .
- კარგი შვილო , წარმატებები .
- ნახვამდის ...

ნუცას მშობლები არაჩვეულებრივი ადამიანები და პიროვნებები იყვნენ . გია ძია კლინიკის მთავარი ექიმი იყო , ნუცას მეგობრებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა . მეც კარგად ვიცნობდი და შეხვედრისთანავე მოკრძალებულად და გულთბილად ვკითხულობდით ხოლმე ერთმანეთს . დედა დიასახლისი და ნამდვილი ოჯახის ქალი . მგონი მე და მაია უფრო კარგად ვმეგობრობდით ვიდრე მე და ნუცა . ჩვენს სამეგობროს ყველას ერთმანეთის მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა .

* საბედისწერო ღამე .
დილის 6 საათი ხდებოდა , ნუცასგან ბედნიერი სახლში ვბრუნდებოდი , მციოდა , მაიას გამოტანებული გიას ქურთუკიც არ მათბობდა . ნუცასგან ცოტა მოშრებით ვცხოვრობდი . ძლივს მივაღწიე საცხოვრებელ ბინამდე , შევუხვიე და ხმა მომესმა .
- მოქალაქევ ! - შემოვტრიალდი დაძახილზე და ორი ახოვანი მამაკაცი დავინახე რომლებიც ჩემსკენ მოემართებოდნენ , ღიპები თითქმის სასქესო ორგანომდე ჰქონდათ დაკიდებული და სულ შავებში იყვნენ გამოწყობილი . მაშინვე მივხდი ვინებიც იყვნენ , რას წარმოადგენდნენ და რა უნდოდათ ჩემგან . თავდაჯერებული ვიყავი რადგან იმ მომენტში არაფერი კანოსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია .
- გისმენთ . - გავუღიმე .
- სახელი და გვარი ... - მკითხეს სერიოზული ხმით და ამათვალიერ ჩამათვალიერეს .
- ზურა ტალახაძე , დაბადებული 1994 წელს , დაბადების ადგილი თბილისი . რაშია საქმე .
- პირადობა თუ შეიძლება .
- რა თქმა უნდა . - უკანა ჯიბიდან საფულე ამოვიღე და აიდი ბარათი მივაწოდე .
- გასაგებია ... ნასვამი ხართ თუ ? ....
- ნასვამი გახლავართ , მეგობრის დაბადებისდღიდან სახლში ვბრუნდები . ამ სადარბაზოში ვცხოვრობ . - ყველანაირი შარის აცილება მინდოდა თავიდან და მაქსიმალურად თავაზიანად ვესაუბრებოდი ორივე მათგანს .
- რამე კანონსასინააღმდეგო ხომ არ გაქვს ჯიბეში .
- არა არაფერი ...
- უნდა შეგამოწმოთ .
- არაა პრობლემა , ოღონდ ჩემით . - თავდაჯერებულად ვუთხარი , იმ მომენტში მართლა არაფერი მქონდა ჯიბეში რაზეც მათ შეიძლებოდა შესაბამისი ზომები მიეღოთ და დარწმუნებული ვიყავი რომ განყოფილებაში ჩემი წაყვანის უფლება არ ჰქონდათ . არადა სუფთა მქონდა მოწეული რამდენიმე დღის წინ . ჯიბეების ამოქექვა , ამოტრიალება დავიწყე ... სიგარეტი , სანთებელა , ტელეფონი , საფულე , გასაღები . თამამად ჩავყავი ხელი ქურთუკის ჯიბეებშიც და თამამად ამოვატრიალე როდესაც ჯიბიდან საგულდაგულოდ დაკეცილი ქაღალდი ამოვარდა .
- ეს რა არის შე ახვარო ! დროზე მანქანაში შენი .
მანქანაში ჩამტენეს და განყოფილებაში წამიყვანეს . ის ქაღალდი ნამდვილად არ იყო ჩემი , გიას ქაღალდი და ქაღალდში გახვეული რაღაც იყო , რა არც მე ვიცი , თუმცა ამის მტკიცებას აზრი არ ქონდა , მტკიცების და მხილების შემთხვევაში მეც და ნუცას მამაც ერთად ამოვყოფდით თავს წინასწარი დაკავების იზოლატორში .

* განყოფილებაში .
- ეს რაარის ? - ყვირილით მკითხა ერთ-ერთმა მუტრუკმა .
- არ ვიცი ! - მართლა არ ვიცოდი რა იყო .
- საიდან გაქვს .
- არ ვიცი !
- საიდან გაქვს შენი . - კეფაზე ხელი ძლიერად მომკიდა და თავი მაგიდაზე დამარტყმევინა . ცხვირიდან სისხლი წამსკდა .
- კარგი დაანებე თავი , ექსპერტიზა გაარკვევს თუ რა არის და რამდენს მიუსჯიან ამ ახვარს .
მომაშარდინეს , მთელი ღამე ხმის ამოუღებლად ვიჯექი , უდიდესი ბედნიერება და უდიდესი უიღბლობა ერთად , სულ რაღაც 2 საათში .
- ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს ? - გამახსენდა რომ შემეძლო დარეკვა . თავი დაუქნია ერთ მუტრუკმა მეორეს და ტელეფონთან გამიყვანეს . ნომერი ძლივს ავკრიფე , სისხლდენას ვერ ვიჩერებდი ცხვირიდან ...
გავიდა ...
- გისმენთ . - ახალ გაღვიძებული ნუცას ხმა მომესმა ტელეფონიდან .
- ნუცა მაპატიე , დაივიწყე ყველაფერი რაც დღეს გითხარი , მეც დამივიწყე .
- რაა ? ზურა გაგიჟდიი ? ზურა გააფრ..... - გავუთიშე .
შარდის ექსპერტიზამ აჩვენა რომ სისხლში მხოლოდ ბუნებრივი მქონდა , ხოლო ის ქაღალდში გახვეული ფაქტი ნარკოტიკული საშუალება "ბიო" აღმოჩნდა . დაიწყო მოსაწყენი სასამართლოები ... ყველა სასამართლოზე იყვნენ ნუცაც , მაიაც და გიაც . მხოლოდ შორიდან ვუყურებდით მე და ნუცა ერთმანეთს . მხოლოდ დედაჩემის აცრემლიანებულ თვალებს ვუყურებდი და მხოლოდ მე და გიამ ვიცოდით სიმართლე . უამრავი გადადებული სასამართლოს შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მაღიარეს და "საქართველოს კანონმდებლობის რომელიღაცა მუხლის რომელიღაც ქვე პუნქტის თანახმად , რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების შენახვა მოხმარებას" მომისაჯეს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით . შემდეგ იყო ტირილი , გაუმართლებელი იმედები , ყვირილი , წყევლა და მხოლოდ ნუცას სახე . ნუცას ურეაქციო და არაფრის მთქმელი სახე . დარბაზიდან გამიყვანეს და გამომკეტეს ციხის 4 კედელში 5 წლით .

* პირველი შეხვედრა .
- ზურა ტალახაძე ! პაემანზე ! - უხეშად მიმიყვანეს შეხვედრების ოთახში სადაც ნუცას მამა იჯდა . დამსვეს მეც და ლაპარაკი უბრალოდ ვერცერთმა დავიწყეთ . ორივემ ვიცოდით რომ სიმართლე ჩვენს გარდა არავინ იცოდა .
- ზურა შვილო ...
- არაფრის თქმა არაა საჭირო გია ძია . მე არ ვთქვი და არ ვიტყვი რომ ის ქურთუკი თქვენი იყო , თქვენი იყო ის "ბიოც" . თქვენ იცით რომ თქვენი ქალიშვილი მიყვარს და უფლებას არ მივცემდი ეცხოვრა თქვენს გარეშე . - ავდექი და ბადრაგს ვანიშნე რომ დავამთავრე .
- ზურა ...
- არაფრის თქმა არაა საჭირო გია ძია , არაფრის . - აცრემლიანებული თვალებით გამომაცილა .

* თავისუფლების მოლოდინში .
შემდეგ იყო ბევრი ღამე და ბევრი დღე . ბევრი უძინარი ღამე და დღე . ბევრი შეხვედრა , ბიჭებთან , დედასთან , ნათესავებთან , მეგობრებთან ოღონდ არა ნუცასთან . ყოველდღე ერთი და იგივე , ყოველდღე რაღაცის მოლოდინი , გაწელილი დრო , გაუსაძლისი მონატრება , ტკივილი , შეძულებული საკუთარი თავი , დაკარგული სიყვარული , დაკარგული დრო , არაფერი განსაკუთრებული , გაუთავებელი ფიქრი და ლაპარაკი საკუთარ თავთან , უიმედო მომავლის იმედი და რადიო რომელშიც ნუცას მოძღვნილი სიმღერა ვერ მოვისმინე . ასე ერთნაირად გავიდა 4 წელი . 4 წელი ნუცას გარეშე . 26 წელი და მხოლოდ 1 საათი ნუცასთან .
1 წელი მომაკლეს , შემიწყალეს სამაგალითო მოქცევისთვის . არავინ იცოდა როდის გავდიოდი , გარდა დედაჩემისა , თუმცა ისიც არ დამელოდა . დილის 4 საათზე გამოვედი და ერთადერთ ადამიანთან წავედი ვინც ვიცოდი რომ ბოლომდე მელოდებოდა . ისევ აპრილის თვე , ისევ წვიმიანი ღამე ამჯერად სასაფლაო , ამდენ უცხო სახეში მხოლოდ დედაჩემის სახე იყო ნაცნობი და მომღიმარე . ბევრი არ მიძებნია , საერთოდ არ მიძებნია , მამაჩემის გვედით იყო დაკრძალული . ის ღამე იქ გავატარე , შემდეგ დეიდასთან მივედი , ჩამეხუტა , მაჭამა , მისაყვედურა რატომ არ მითხარი რომ გამოდიოდიო , როგორ გამხდარხარო და ასე შემდეგ როგორც იციან ხოლმე ... სახლის გასაღები გამოვართვი და სახლში ავედი , ყველაფერი მტვრიანი და უხასიათო იყო . კარზე ძლიერი კაკუნის შემდეგ კარი გავაღე . ვახო ...
- როგორ მომენატრე ზურა . - მაგრად ჩამეხუტა , ძალიან მაგრად ჩამეხუტა . - ესე უნდა დაკარგვა ? ოჰ გარუჯულხარ კიდეც , სად მოასწარი . - ირონიაც თან დაურთო ნათქვამს და სინანულ ნარევი ღიმილით გამომხედა .
- შენ ისევ ისეთი ხარ როგორც ყოველთვის , არ იცვლები . - მეც გამეცინა . - სად დავლიოთ აბა .
- ვახ შენ გენაცვალე მე . ბიჭებს დავურეკოთ და სადმე მოვსხდეთ გემრიელად , როგორც ვიცოდით და გვიყვარდა ხოლმე . - აცრემლიანებული და ბედნიერი სახე ჰქონდა ვახოს .
- მომიყევი შენი ამბები აბა ... რახდება საძმაკაცოში , სამეგობროში ყველაფერი მაინტერესებს , როგორ მომენატრეთ თქვენ ხო არ იცით ტო .
- ძველებურად ზურა , ყველას ძალიან მოენატრე , ყოველთვის ყველა გახსენებს , გკითხულობს ..
- მართლა ?
- ზურა რამოხდა იმ ღამეს , მე მომიყევი . მე მითხარი ძმაო , ვიცი მანდ ყველაფერი ისე არ იყო როგორც გამოჩნდა , ვიცი შენ არ იყავი "ბიოს" მომხმარებელი და არ ეკარებოდი . ჩაგიდეს ?
- არაფერი , არაფერი . მერე მოგიყვები . ეხლა მითხარი ახალი რა არის . ჯოხაძე გათხოვდა ? - ირონიული სიცილით ვკითხე .
- ჯოხაძე გათხოვდა . - და ისე გულიანად გადაიხარხარა მიზეზის გარეშე გამეცინა მეც .
- რა გაცინებს ? - ძლივს სიცილით ვუთხარი .
- რა მაცინებს და ჯოხაძე ცოლად ჯანდაცვის მინისტრის შვილმა მოიყვანა , ეხლა მილანში ცხოვრობენ და თავში აქვს ავარდნილი ყველაფერი , როცა ჩამოდის გამარჯობასაც აღარ კადრულობს . მელქაძეც გათხოვდა მაგრამ ქმარი პათოლოგი აღმოუჩნდა , სიმთვრალეში ჭედავდა ხოლმე რა , ხო იცი როგორც ხდება ... სულ დალურჯებული დადიოდა საცოდავი გოგო და ვეღარ გაუძლო და გაშორდა ...
- კაი კაცო , რას ამბობ ? - გაკვირვებულმა ვუთხარი .
- ხო , თავგასა გერმანიაშია , რაღაც საკუთარი საქმე წამოიწყო და კარგად აქვს ყველაფერი , კარგი ბიჭია როცა ჩამოდის ყოველთვის გვნახულობს და პატივს გვცემს ბიჭებს . კოვზირიძე ისევ აქ ცხოვრობს , ორი შვილი ყავს და საკმაოდ კარგი ოჯახი , გიორგი მჟავანაძეს გაყვა ცოლად .
- ღადაობ ? მჟავანაძემ კოვზირიძის ნაირი გოგო როგორ მოიყვანა ცოლად - გამიკვირდა , არ იყო მჟავანაძე სიმპატიური და კარგი წარსულის მქონე ბიჭი .
- გამოსწორდა გიორგი და საკმაოდ კარგად აცხოვრებს ცოლს და კარგად უვლის შვილებს . მელქაძე ისევ ისეთი შერეკილია , არ გათხოვილა , მაგას ვინ მოიყვანს ცოლად . - ორივეს კარგად გაგვეცინა , მეგონა ნუცაძეც მეტყოდა კითხვის გარეშე რამეს მაგრამ ...
- შენი ამბები როგორია , ია როგორაა ? ბავშვს არ ელოდებით ?
- ია კარგადაა , ცოტა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს მაგრამ მალე მოგვარებადი . ბავშვს ჯერ არ ველოდებით .
- ყველას ცხოვრებაში მოხდა ესეიგი რაღაც გარდამტეხი , მარტო ჩემი 4 წელი იყო სულ ერთნაირი და ხრამი . აღარ ვიცი რა ვქნა რისი იმედი მქონდეს , სრულიად მარტო აღმოვჩნდი ყველანაირად . - და ნუცა ? - მორცხვად ვკითხე .
- ნუცაზე არ მკითხო ძმაო ჩემო ... ნუცაზე არ მკითხო . - სინანულით მითხრა და მახსოვს რომ რაღაცის შემეშინდა . - შენ ხო გაგიფუჭდა ყველაფერი მაგ ამბით და ნუცასაც ყველაფერი აერია რა ...
- მითხარი ! - დაჟინებით ვუთხარი და სიგარეტს ნერვიულობით მოვუკიდე . - მითხარი !
- იმედი გქონდა რო დაგელოდებოდა ? იმავე წელს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა , უმკურნალეს დიდიხნით , მამამისმა ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგები და ექიმები ჩარია , გერმანიაშიც იყვნენ , გამოვიდა მდგომარეობიდან საბოლოოდ და ზანდუკელს გაყვა ცოლად . ყველა ამჩნევდა რომ საშინელი ურთიერთობა ჰქონდათ . ზანდუკელს ძალიან უყვარდა ნუცა , შენც კარგად იცი , უბრალოდ ნუცას მხრიდან არ იყო საკმარისი ყველაფერი რომ ნუცას ეგრძნო თავი კარგად მასთან . საბოლოოდ გაშორდა . ისევ მშობლებთან ცხოვრობს , გარეთ არ გამოდის , წერა დაიწყო და თავიდან ბოლომდე ფურცლებშია ჩამძვრალი . საკმაოდ კარგი მწერალი გამოვიდა , ბესტ - სელერიც გახდა მისი რამდენიმე წიგნი . ზანდუკელი უკრაინაშია წასული , მგონი რომელიღაც უკრაინულ ჯგუფში უკრავს , ბარებში და კაფეებში . რა მოხდა იმ ღამეს ?
- ნუცა ზანდუკელს გაყვა ცოლად ? - 5 წუთიანი შოკი მქონდა , ვერაფერი ვეღარ ვთქვი სანამ ვახომ არ შემაჯანჯღარა ძლიერად .
- რა მოხდა იმ ღამეს ?
- არაფერი ვახო . იმ ღამეს ვერ დავიძინე ნუცასთან მოვბრუნდი , ჩამოვიდა და გიას ქურთუკი ჩამომიტანა . ნუცას ვუთხარი რომ მიყვარდა და მასაც ვუყვარდი უკან რომ მოვდიოდი შემხვდნენ "შკოდის" ბიჭები და ჯიბეები რომ ამოვუტრიალე გიას "ბიო" ამოვარდა ქურთუკის ჯიბიდან .
- ატრააკეეეეეებ ? - ძალიან მაგარი გაბრაზება და სიძულვილი შევატყე . - ატრაააკებ ზურა ... ღადაობ ? ყველა ყველაფერს ფიქრობდა ამის გარდა და რა გმოვიდა 4 წელი იმიტომ იჯექი რომ შენი არ ყოფილაა ის და ნუცას მამის გიასი იყოო ?
- 4 წელი იმიტომ ვიჯექი რომ ნუცას არ გაეტარებინა ეგ დრო მამის გარეშე , ცუდ ასაკში იყო , სჭირდებოდა მამა გვერდით .
- მაგრამ მამამისმა გაათხოვა ზანდუკელზე .
- კარგი , არ მინდა საერთოდ ამ ყველაფერზე ლაპარაკი და აღარ გამახსენო . უკვე წარსულია .

* "მე გაგიხსენებ, გაგიხსენებ ცამდე აშოლტილს,
როს შენი თმების ცივი სუნთქვა წვავდა სხვა ნიავს.
ცრემლს გადაყლაპავ, მორცხვად მეტყვი რომ ქმარს დაშორდი
და მე გეტყვი რომ ცოლი სულ არ მომიყვანია..." (გენრი დოლიძე)

20 აპრილი იყო . ნუცას დაბადებისდღე . ნუცას იმ ღამის შემდეგ დაბადებისდღე აღარ გადაუხდია . ტელეფონზე უცხო ნომრიდან შემოვიდა ზარი , ვუპასუხე და ტირილ ნარევი ხმა მომესმა .
- გთხოვ ჩემთან ამოდი . - ყველაზე მეტად მას არ ველოდი , მოულოდნელი და არაამქვეყნიური გრძნობა დამეუფლა , 4 წლის შემდეგ , ზუსტად 4 წლის შემდეგ პირველად მომესმა მისი ხმა , ასეთ მდგომარეობაში . პასუხის გაცემა არ მაცადა , გამითიშა , ალბათ იცოდა რომ აუცილებლად ავიდოდი . ჩავიცვი , ჩვეულებრივად , არაფერი განსაკუთრებული . მივედი სადარბაზოში და ზუსტად ისე ვყოყმანობდი ასვლას როგორც მაშინ , უბრალოდ ამჯერად ხელი ვეღარავინ მკრა და ჩემი ნებით ავედი , კარზე დავაკაკუნე . კარი თეთრებში გამოწყობილმა ნუცამ გამიღო , გაშეშებული მიყურებდა , უმოძრაოდ , თითქოს ღმერთმა მოძრაობის უნარი დააკარგვინა .
- შემოდი . - თავი გამოიფხიზლა . სამსარეულოში მაგიდისკენ მიმიწვია და მაგიდასთან სკამზე დამსვა , არაყი გამოიღო , დამისხა , შემდეგ თავისთვის დაისხა და უთქმელ - ურეაქციოდ გადაკრა . მანიშნა რომ მეც უნდა დამელია , დავლიე . შემდეგ მეორე დაასხა , მესამე , მეოთხე . ასე ურეაქციოდ და უსიტყვოდ . - გიყვარვარ ? - მკითხა და კიდევ ერთი დალია , შემდეგ სიგარეტს მოუკიდა , ულამაზესი იყო , უფრო გალამაზებული , მისი თმა , ღიმილი , კანი , ტუჩები , სიცილი , ხარხარი , მისი სახე , ყველაფერი ერთად .
- ახლა არაფერს აქვს აზრი . - ვუთხარი და მეც დავლიე , ამჯერად მე შევუვსე . აცრემლიანებული თვალები უფრო აუცრემლიანდა . - ზანდუკელი ? - სინანულით ვკითხე და შევამჩნიე რომ ცოტაღა აკლდა და აქვითინდებოდა . თავი დახარა , ცრემლი გადაყლაპა და მორცხვად მითხრა რომ ქმარს დაშორდა . აქვითინდა , თვალებში არ მიყურებდა , სცხვენოდა , წაბლისფერი თმა უბზინავდა მზის შუქზე . დასერილი ხელები უკანკალებდა . მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა რომ ისევ ისე , იმაზე მეტადაც მიყვარდა , ჩავხუტებოდი და სულ ერთად ვყოფილიყავით . თუმცა ყველაფერი ზედმეტი იყო მისთვის .
- გიყვარვარ ? - კიდევ ერთხელ ძლივს წარმოსთქვა სიტყვა ტირილ ნარევი ხმით .
- უნდა მიყვარდე ?
- არ უნდა გიყვარდე . რა მოხდა იმ ღამეს .
- იმ ღამეს ? - ვკითხე და დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი როგორც მოხდა , რაც მოხდა , რაზეც წამიყვანეს , ვუთხარი რომ მამამისის ნარკოტიკული საშუალება იდო იმ ქურთუკში , ყველაფერი ვუთხარი რასაც ვფიქრობდი 4 წელი და რის თქმასაც ვაპირებდი . უსიტყვოდ ავდექი , სკამზე გაშეშებული დავტოვე და გამოვედი სახლიდან . სადარბაზოდან გავედი ...
- არ გინდა !
- ეს არ გააკეთო !
- ნუცა არა !
- გთხოვ არ გინდა ნუცა !
- ნუცა შვილო !
- ნუ იზამ ამას ნუცა !
დამაყრუებელი წივილ კივილის და სხეულის ასფალტზე დაცემის ხმა გავიგე . მოვიხედე და თითქოს გული გამიჩერდა , ყველაფერი გაშავდა , ყველა გათენებულმა დღემ და ღამემ აზრი დაკარგა , ულამაზესი ნუცა , ჩემი ცხოვრების სიყვარული აღარ იყო . მხოლოდ თეთრ ტანისამოსს ვამჩნევდი , სისხლიანს , ნახევრად წითელს და ვეღარ ვხედავდი მის ლამაზ სახეს . ვგიჟდებოდი , გავგიჟდი . ყველაფერი ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში , უქმად დავკარგე 4 წელი , დავკარგე სიყვარული , დედა , მომავალი . მერე აღარაფერი მახსოვს , მერე აღარაფერი ჩანდა , ჩემმა არაამქვეყნიურმა ყვირილმა , სიმწრის ყვირილმა და ტირილმა გამომაფხიზლა . გვამი ხელში მეჭირა და მგონი არაფერს ვამბობდი , ან ვამბობდი და არ მახსოვს . არ მინდა მახსოვდეს , ვშლი მეხსიერებიდან ყველა წამს იმ დღიდან , ყველა წუთს , ყველა დალეულ ჭიქას , ყველა სისხლიან ლაქას ნუცას ხელში აყვანის შემდეგ . ვშლი ყველა მოგონებას , მაგრამ ისეა დალექილი ჩემს სულში და სხეულში ვერაფერს ვუხერხებ , მინდა სული ამოვიძრო ჩემი ხელით ჩემი სხეულიდან თუმცა არ შემწევს ამ ყველაფრის ძალა . ზოგჯერ ადამიანებს ვკარგავთ , გვინდა რომ წავიდნენ , ვუშვებთ , არ ვიბრძვით მათთვის და არ ვუფიქრდებით და ვაანალიზებთ თუ რამხელა ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მათ არ ყოფნას და გაქრობას ჩვენს ცხოვრებაში .
თვითმკვლელობისას ნუცას ხელში თავისი საავტორო წიგნი ეჭირა , გარეკანზე ჩემი და მისი სილუეტებით . რომლიც არ დაუბეჭდავს . ჩემთვის აპირებდა მოცემას . თურმე მთელი 4 წლის განმავლობაში ამ წიგნზე მუშაობდა . წიგნზე სახელად - "ორი ბილეთი ნიცამდე და მხოლოდ მე და შენ " - ნუცა გასვიანი .

რეინკარნაცია
„ორი ბილეთი ნიცამდე და მხოლოდ მე და შენ“
(გაგრძელება)

„კაკუნი სამოთხის კარზე“

- შემოსულია ახალი სხეული, სულთან ერთად... მიაქციეთ ყურადღება სანამ გადარჩენის იმედი გასჩენია გვამზე დახვეულ ბრბოს . - თქვა ულვაშებიანმა ,თეთრებში გამოწყობილმა , შავმა ქალბატონმა.
- გასაგებია, გასაგები ... სახელი და გვარი ? - იკითხა თეთრებში გამოწყობილმა ღიპიანმა ანგელოზმა კაცმა, ანგელოზობის არაფერი ეტყობოდა. ალბათ წინა ცხოვრებაში რომელიმე სახელმწიფო სამსახურის მუშაკი იყო.
- ნუცა გასვიანი . - წყნარი ხმით უპასუხა ქერა ცისფერთვალება ნიცამ რომელსაც ზურგზე ვარდისფერი ჩანდა ქონდა გადაკიდებული .
- გარდაცვალების მიზეზი .
- თვითმკვლელობა .
- ვაახ ! როდემდე კაცო ?! როდემდე შეიძლება ასე ?! მოიკლავენ თავს და არჩიე მერე მიზეზები და ისმინე სიყვარულის ისტორიები . - ღრმანაფასი ამოარტყა ღიპიანმა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება .- კარგი გავაგრძელოთ, მიდი ერთი Live ჩამირთე შემთხვევის ადგილიდან ...
- სასწრაფოდ ლაივი მჭირდება ნუცას თვითმკვლელობის ადგილიდან .- ნიცამ ორჯერ შემოკრა ტაში და მოფრენილ ორ პატარა ანგელოზს ყურში ჩასჩურჩულა, შემდეგ სმარტფონი აიღო და ჩართო ლაივი "ნუ მოიკლავ თავს, ეს შენც გეხება" .
- ამ დამწყები ანგელოზების ფანტაზიას და იუმორს ხო საზღვარი არ აქვს , რა სახელი დაარქვეს სულ გაგიჟდნენ ? - გულიანად გაიცინა ღიპიანმა ანგელოზმა , შემდეგ დასერიოზულდა და ინტერესის თვალით ჩაიხედა ტელეფონში . - აჰააა , გასაგებია ყველაფერი ... ის ვინაა გვამი რომ უჭირავს ხელში და სახელს გაჰკივის ? კარგი , კარგი გამორთე , სად შემიძლია ამდენი .
- საით გავუშვათ ?- საქმიანი სახით იკითხა ნიცამ და ფეხი ფეხზე გადაიდო ...
- საით გავუშვათ და ... ჯოჯოხეთში უკარით თავი ! მსგავსი სისულელე კითხვები აღარ გამაგონოთ, ყველა თვითმკვლელი პირდაპირ ჯოჯოხეთში ! აბრა უნდა გამოვაკრა ოთახში ? - გაბრაზებული ხმით თქვა ღიპიანმა და მაგიდაზე ხელი დაარტყა .
- ვფიქრობ უნდა დაფიქრდეთ , კარგი პიროვნება იყო, მძიმე ცხოვრება ჰქონდა, საკმაოდ კარგი მწერალი და შვილი იყო . უბრალოდ მის ცხოვრებაზე სხვა ადამიანმა იქონია უდიდესი გავლენა. იქნებ დაველოდოთ და რომელიმე ახალშობილის სხეულში გავაკეთოთ რეინკარნაცია ? ლამაზი გოგოა , ცოდოა ჯოჯოხეთისთვის . - შეაპარა თბილად და საყვარლად ნიცამ .
- ვითომ ? კარგი ამ საქმეს შენ განდობ, ეს სკამი მომავალში მაინც შენი გახდება და შეეჩვიე საქმის კეთებას და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას .
- ურააა ! - ტაში შემოჰკრა ნიცამ და ცეკვა ცეკვით გაირბინა ოთახის კარიდან დერეფანში .

დაკითხვა.
- სახელი.
- რეზი.
- გვარი.
- ტალახაძე.
- ბატონო რეზი, რა ურთიერთობა გაკავშირებდათ ნუცა გასვიანთან ?
- არაფერი განსაკუთრებული.
- თქვენი ყველა პასუხი მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის, ასე რომ....
- რა აზრი აქვს გამოძიებას ?
- ეგ თქვენი საქმე არაა ! რა უთხარით თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მას ?
- სიმართლე.
- ანუ ?
- ანუ რაც მოხდა.
- რა მოხდა ?
- არ აქვს მნიშვნელობა.
- შეგტენი თვითმკვლელობამდე მიყვანას და მერე ექნება მნიშვნელობა !
- არ აქვს მნიშვნელობა. რაც გინდა ის ქენი !

20/04/2012
დღეს ჩემი დაბადებისდღე იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რაც მთავარია ყველა ჩემი მეგობარი ჩემთან იყო და კარგად გავერთეთ. რეზი, რეზი ისეთი საყვარელი იყო, განსხვავებული, მე ასეთი რეზი არასდროს მინახავს, გამაოცა. მერე სიყვარული ამიხსნა, რაღაცეებს მებოდიალებოდა თავიდან, მერე მითხრა რომ ვუყვარვარ, ღმერთო რა საყვარელი იყო, მერე ჩამეხუტა, სახლამდე მომაცილა, მე სახლში ამოვედი და ალბათ ისიც სახლში წავიდა .... არ ვიცი Facebook-ზე არ შემოსულა და ალბათ დაღლილი იყო და დაიძინა. ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი, ისეთი ბედნიერი ვარ რომ ვერ ვხსნი. კარგი ეხლა დავიძინებ და ხვალ გავაგრძელებ წერას...
20/04/2013
ერთი წელი გავიდა, არ ვიცი. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დღეს წერა, სიმბოლურად ? არამგონია. ეს დღე ჩემთვის უბედურების და ბედნიერების მომტანია. არ ვიცი შეიძლება ამ დღეს მოვკვდე კიდეც, ან ხელახლა დავიბადო, ან გავბედნიერდე. არარაობად ვიქეცი, საოჯახო ფოტოსურათებივით, სხვენში რომ აქვთ შენახული და 5 წელიწადში ერთხელ რომ გამოიტანენ ხოლმე, ისიც მაშინ თუ ვინმე სტუმარი ეწვევათ, ათვალიერებინებენ და ამაყობენ წარსულით. განსხვავებით ფოტოებისგან საამაყო არაფერი მაქვს.

ერთი წელი გავიდა რაც რეზი დაიჭირეს, ერთი წელი გავატარე სიბნელეში. განა რა შემიყვარდა ისეთი რომ ვერ მოვინელე თუმცა მაინც მძიმეა ყველაფერი ეს. ვცადე ვენების გადაჭრა მაგრამ არაფერი გამომივიდა, როგორც ხედავთ აქ ვარ და ვწერ. ქვეყნის ფსიქოლოგებში მახეტიალა მამაჩემმა თუმცა რაც ჩემს სურვილს ეწინააღმდეგება ვერაფერს გააკეთებს მსგავსს. გული მერევა, თითოეულ ბგერაზე, ნოტზე, სამყაროზე და ყველაფერზე რაც სამყაროში ერთიანდება.
20/04/2014
წინა წლის ამ დღისგან განსხვავებით დღეს შედარებით კარგხასიათზე ვარ, გავთხოვდი, თუმცა შვილები ჯერ არ მინდა. კარგი ქმარი მყავს, ჩემი უხასიათობა ხშირად პრობლემებს იწვევს ჩვენს ურთიერთობაში მაგრამ მიძლებს. წერა დავიწყე, არა დღიურის არამედ რომანების, არ ვიცი, ამბობენ რომ კარგად გამომდის თუმცა... არ ვიცი, რაც უნდათ ის დაარქვან, გინდა კარგი გინდა ცუდი. ჩემთვის სულერთია.

ამასწინებზე გოგოები იყვნენ ჩემთან, ვიჭორავეთ, ჯერ ყავა დავლიეთ შემდეგ კონიაკი და ძველი დრო გავიხსენეთ. ყველა გაგვახსენდა, რეზის გარდა. დარწმუნებული ვარ ისიც თუმცა ეს ხმამაღლა არავინ თქვა. ჩემს გამო. არადა რა იციან ჩემი ფიქრები. გამოფიტული ტვინი და ფურცლებში დამწვარი დღეები რომელსაც უკან ვერა და ვერ ვაბრუნებ, ვერც ტვინს ვმართავ. მგონია რომ ძვლები მეწვის, ყელში ბურთი მეჩხირება, მინდა დავივიწყო ყველა, მინდა დროის უკან დაბრუნება შემეძლოს.

20/04/2015
კიდევ ერთი წელი მიიწურა, ქმარს გავშორდი. სასაცილოა ჩემო დღიურო, დავიწყებული მეგობარივით შემოგირბენ ხოლმე წელიწადში ერთხელ, ჩემს დაბადებისდღეზე და გასმენინებ ჩემს ფიქრებს, ჩემი ცხოვრების დეტალებს.
რეზის დედა გარდაიცვალა !
მიყვარხარ
20/04/2016
01:17
დღეს რეზი გამოდის.
01:51
ადგილს ვერ ვპოულობ, მაგიდის ქვეშ ვიმალები პატარა ბავშვივით, ვღელავ. ვოცნებობ, მომავალს ვჭვრეტ. ვერ ვიძინებ.
03:15
დავურეკო ? მეშინია. მიყვარს, ყოველ წამს უფრო მიყვარდება. ნეტავ მარტივად შემეძლოს.
04:37
„ორი ბილეთი ნიცამდე“ და მხოლოდ მე და შენ“. დავამთავრე ! 4 წელიანი წერის შემდეგ დავამთავრე. ეს ჩემი და რეზის ისტორიაა. ეს რეზის ფრაზაა, რეზი მენატრები.
05:42
თენდება, ჩემი გრძნობები თაფლში კოვზივითაა, დიდიხნით რომ დატოვებ და ისე ჩაწეპტება რომ ვეღარ იღებ ქილიდან. ჩემი გრძნობებიც ისე განვითარდა ჩემში რომ სხეულიანად მინდა დავწვა, თუმცა არ მინდა ამდენი ცრემლი წყალს გავატანო, ამდენი ლოდინი, ამდენი დღე.
11:59
ველაპარაკე, უბრალოდ გთხოვ ჩემთან ამოდი თქო ვუთხარი და გავუთიშე, ხმა ამიკანკალდა. ნეტავ მოვა ? დარწმუნებული ვარ მოვა ოღონდ არ ვიცი რას ვიზამ, რას იზამს, რას ვეტყვით ერთმანეთს. მეშინია. ნეტავ შეიცვალა ? არ მინდა რომ მოვიდეს. ძალიან მეშინია. ვეებერთელა შიში დამეპატრონა ტანზე, სხეულზე, სულში. მაღიზიანებს სიჩუმე, უმოძრაობა და ამ კალმის ხმა რომელიც არა და არ იცლება. ეხლა სამყარო გასკდება.

ამბის დასასრული

- არ გინდა !
- ეს არ გააკეთო !
- ნუცა არა !
- გთხოვ არ გინდა ნუცა !
- ნუცა შვილო !
- ნუ იზამ ამას ნუცა !
მერე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ მისი მზერა გადმოხტომამდე რამდენიმე წამით ადრე. ამომხედა, დაყვირებაც ვერ მოასწრო და ყველაფერი დასრულდა. შემდეგ ლაპარაკი მესმოდა, ვიღაც ლამაზი გოგო ღიპიან კაცს ელაპარაკებოდა და გახარებული გავარდა ოთახიდან, მეც თან წამიყვანა, რამდენიმე ადგილას გადარეკა, ტაში შემოკრა, რაღაც ჯადოსნური სიტყვები წარმოსთქვა და რეინკარნაცია შესრულებულიაო თქვა.
შემდეგ საავადმყოფოს ცისფერი კედლები დავინახე, მძიმედ გავახილე თვალი, ცხვირზე რაღაც დიდი მედო საიდანაც ვსუნთქავდი, ჩქარი ფეხის ხმა მომესმა და ჩემი სახელის ძახილი. რეზი შემოვიდა პალატაში, აცრემლიანებული თვალებით. შენ დაბრუნდიო მითხრა და გავითიშე.
როდესაც გამომეღვიძა 2020 წლის 20 აპრილი იყო.

„კაკუნი სამოთხის კარზე“ 20/04/16
- სასწრაფოდ ნიცა შემოვიდეს ჩემთან კაბინეტში! - განრისხებული ხმით დაიღრიალა ღიპიანმა ანგელოზმა და ნუცაც ეგრევე მასთან გაჩნდა. - ეს რაქენი გოგო?
- რას გულისხმობთ ? - თავდახრილმა კითხა ღიპიანს და სახეზე ღიმილი შეეპარა.
- რა ჰქვია იმას რაც შენ გააკეთე ? - დაჟინებით კითხა ღიპიანმა ნიცას.
- რეინკარნაცია ბატონო. - სადაცაა სიცილი წასკდება
- რანაირი რეინკარნაციაა ეს ?
- რეინკარნაცია ძველ სხეულში ბატონო.
- რეინკარნაცია არაა ?
- დიახ, რ ე ი ნ კ ა რ ნ ა ც ი ა !



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

საინტერესო წასაკითხია, მოვლენების განვითარევით მოხიბლული დავრჩი, თუმცა ბევრი უზოსტობა შემხვდა. იმედია სამომავლოთ გამოასწორებს ავტორი. წარმატებები

 


№2  offline წევრი ნანა73



მომეწონა, მიუხედავად ალბათ მექანიკური შეცდომრბისა, საინტერესოდ გადმოცემული ისტორიაა. დაველოდები სიახლეებს. წარმატებები! blush

 


№3  offline წევრი გოგლიკო

ნანა73
მომეწონა, მიუხედავად ალბათ მექანიკური შეცდომრბისა, საინტერესოდ გადმოცემული ისტორიაა. დაველოდები სიახლეებს. წარმატებები! blush

მადლობა, 18 წლის ასაკში დაწერილი მოთხრობაა და მესმის რომ შეცდომებით სავსეა ნაწერი. მადლობა შეფასებისთვის, რაც შეეხება სიახლეებს იქნება ბევრი <3
--------------------
Run Forrest run !

 


№4 სტუმარი სტუმარი კრავაი

ფანტაზია გაქვს და წერა გეხერხება. გრამატიკული შეცდომები გამოასწორე, ნებისმიერ ნამუშევარს ისეთი დასასრული დაუწერე როგორიც შენ გინდა და არა ისეთი, როგორიც მასებს მოეწონება. იდიოტური სერიალების სცენარების და უკვე დაწერილი მოთხრობების პლაგიატორებს არ დაემსგავსო. ვკითხულობ შენს ნაწერებს, დასაწყისისთვის კარგია. იმედი მაქვს კიდევ გაიზრდები როგორც ავტორი. წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent