ვარსკვლავი (სრულად)
*** კიდევ ერთი გაზაფხული, კიდევ ერთი ყვავილობა უშენოდ. კიდევ ერთი სეზონი ოცნებებში, მოგონებებში. ნეტავ ყველაფერი ისევ ისე იყოს, ვფლობდე საათს, რომელიც დროს დააბრუნებს, ნეტავ არაფერი შეცვლილიყო, ნეტავ. *** ეს ისტორია შენზეა, იმედია კითხულობ, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, იმედია მიხვდები, რომ მე ეს შენთვის შევქმენი. იმედია გაგახსენდება ყველაფერი და გაიღიმებ მაინც, გაიღიმებ, რომ ეს იყო და არ დასევდიანდები. ეს მე ვარ, ვინც სევდის ტბაში ცურავს ყოველ დღე. მინდა გადმოვცე, არა მხოლოდ შენ, მთელს მსოფლიოს ვუთხრა, როგორ მიყვარდი. ეს არ იყო ჩვეულებრივი გრძნობა და ამიტომ არც ჩვეულებრივი განვითარება ეწერა. მე და შენ-ჩვენ, არაჩვეულებრივები ვიყავით და ალბათ ასეთი თავგადასავალიც სწორედ ამიტომ გადაგვხდა თავს. უბრალოდ არ იქნებოდა, არ გამოდიოდა ჩვეულებრივად. მერე მე, მე არ ვიქნებოდი და შენ-შენ! ასე, რომ გაიღიმე, ეს იყო. და ჩემს გულში, სიზმრებსა და ოცნებებში კვლავ გრძელდება. დასრულდა, რო? *** ეს ბევრად უფრო ადრე იყო დაწერილი. მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, რომ ვიყავი და შენ, შენს ბიჭებთან ერთად, შენი რეინჯროვერით, რომ დაქროდი აქეთ-იქით და დედამიწის ზურგზე არაფერი გაბრკოლებდა. ყველამ იცოდა, რომ ნიაკოს დადა მოსწონდა. ყველამ მართლა, შენს გარდა. ან იმ ყველამ, როგორ გაიგო, ან კიდევ შენ როგორ ვერ ხვდებოდი?! მე არაფერი ვიცოდი, მე მაშინ, ჯერ კიდევ მჯეროდა ადამიანების და ანასტასიკუნაც ჩემიანად მიმაჩნდა. ზოგადად ასეთი მიმნდობი ვიყავი, შენამდე... შენ, რომ მოხვედი და ქარიშხალი დაატრიალე ჩემს ცხოვრებაში, ჩემს სულში, ჩემს გულში, მერე უკვე ვხვდებოდი. მერე? ერთი შეხევდით შემეძლო მეთქვა. და მაინც, თუ ამ ისტორიის მომსწრე არ იყავით და არ გინახავთ, შეიძლება კარგად ვერც გაიგოთ. მე ჩემსას მაინც ვცდი. ჰოდა, ყველაფერი ასე დაიწყო... მართლა, ე? *** ანასტასიკუნა დემეტრაშვილს ბავშობიდან ვიცნობდი. კლასელები ვიყავით და არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ცუდის მსურველთა მრავალრიცხოვან სიას მიემატებოდა. მიემატებოდა კი არა, სათავეში ედგა საერთოდ. ჰოდა, გამოუცდელმა და გულუბრყვილომ, კლასელების, მზრუნველი მშობლების და კარგად ნარჩევი წრის იქით არაფერი, რომ მქონდა ნანახი ავდექი და ყველაფერი მოვუყევი ანასტასიკოს. ყველაფერი დადაზე. მაშინ, დადა დადიანს ვინ არ იცნობდა ვერაზე. ეგ, რომ გამოვიდოდა თავისი სახლიდან და რეინჯროვერს მოაჯდებოდა, ყველა გოგო სიწითლეშეპარული ღიმილით აყოლებდა თვალს. თურმე მეც და მე კიდევ ვის მოვუყევი? ანასტასიკუნას. არ ვიცი, რომელი უფრო დიდი შეცდომა იყო. დადა დადიანი, რომ მომწონდა თუ, ის რომ ანასტასიკოს ვუთხარი ამის შესახებ. მეორე დღეს მთელი ზემო ვერა იმაზე, რომ ლაპარაკობდა ნიაკოს დადა მოსწონებიაო და დედაჩემმა კარები, რომ ჩამომიღო და მკაცრად მომთხოვა პასუხი, მაშინ მივხვდი. მასეთი დაქალი არასდროს უნდა მყოლოდა. ანასტასიკუნა, თუ ამას კითხულობ, ჯანდაბაშიც წასულხარ. *** ნიაკოს დადა რომ მოეწონა ყველამ გაიგო. მერე, ზოგიერთები „გაიასნებას“ მთხოვდნენ, რატომ მაინც და მაინც დადიანი. მე? ისე მრცხვენოდა, მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. ჰოდა ერთ დღეს, ჭორაობამაც რომ იკლო. ნაკლებად მხვდებოდა ყველა თვალში და თითქმის ყველას დაავიწყდა დადა დადიანი, რომ მომწონდა. გაზაფხულის ერთ ულამაზეს დღეს, ჩემი სახლის წინ რეინჯ როვერი გაჩერდა. დიდი, შავი და გაკრიალებული. სულ რომ მიყვარდა და გული მიმდიოდა დანახვაზე, სწორედ ის რეინჯროვერი. დადა, რომ გადმოვიდა იქიდან სახეზე ფერი არ მედო. არ ვიცი ასე ნერვიულობა, როდიდან დამეწყო, მაგრამ ფაქტია, შენი დანახვისას ჩემი გული ჩვეულ რიტმში არასდროს ძგერდა. მხოლოდ შენი დანახვისას იცვლებოდა პულსაციაც, და რავიცი, მთელი ცხოვრებაც... ალბათ კიდევ დიდხანს ვიდგებოდი და ასე, სუნთქვა შეკრული დავაკვირდებოდი დადიანს, რომ არა დედაჩემი. უცებ მომაჩეჩა ხელში ზედმეტი ნივთები და ზემოთ გამისტუმრა, მამაშენს დაუძახეო. როგორ ავედი ზევით, სანდროს როგორ დავუკაკუნე და ვუთხარი, დადიანი გვყავს სტუმრად-თქო, არ მახსოვს. მარტო ის, დადა და მამამისი, რომ შემოვიდნენ მისაღებში და მე კიბის თავიდან ვაკვირდებოდი. ჩემმა ძმამ ხელი ჩამოართვა და სუფრაც გაშალეს. მერე, უკვე დასხდნენ და დალაგდნენ, ნიაკოც გაახსენდათ. მაკამ-დედაჩემმა, მაშინვე ჩვენი დამხმარე ქალი-ლუბა აფრინა ჩემთან, დაავალა ჩამოვიდესო. მე? საწყალ ლუბას ისე დავემალე, ფერები სულ გადაუვიდა, ეგონა რამე დამემართა და დედაჩემს დიდი მორიდებით და ჩურჩულით, რომ მოახსენა სახლში არსად არისო, მაკამ დაამშვიდა. სადმე იქნებაო. დამალული. ჰო, დამალული. იცოდა მაკამ. რატომ, ე? რა მქონდა დასამალი?! პატარა ვიყავი. სულ ახალი გრძნობები მეღვრებოდა სხეულში, სულში, გონებაში. ფაქიზი და გამოუცდელი. ვემალებოდი ყველაფერს, და უფრო შენ, ხო, მხოლოდ შენ. *** დადიანებს და სანდროს-მამაჩემს, საერთო ბიზნესი ჰქონდათ. ხშირად იკვეთებოდა ჩვენი ოჯახების გზები და ყველა წვეულებასა და ივენთზე, ერთად მივდიოდით. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ფაქტია გამომდიოდა დადასთვის გვერდის აქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ერთად იყვნენ ჩვენი ოჯახები, ვერავინ იტყოდა დადა და ნიაკო ერთად დავინახეო. როგორ? მარტივად. ან მე არ მივყვებოდი მამაჩემს იქ სადაც დადა იქნებოდა, ან დადა არ მოჰყვებოდა მამამისს. ეგ ჩემს გამო არა. უფრო იმიტომ, რომ არასდროს ჰყვარებია ასეთი საღამოები და არც ეს წრე იყო მისი. სადაც ის იყო, ნიაკო არასდროს ჩნდებოდა და სადაც ნიაკო, დადა არ „იჩითებოდა.“ მაგრამ როგორც არ უნდა მოგვეტყუებინა თავი, როგორც არ უნდა გვეცადა, არ გამოვიდოდა. ბედისწერა სულ სხვა საქმეა და ის ამ ისტორიაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს. *** პირველად პირისპირ დადა დადიანს ოთხ მარტს შევხვდი. როგორ ზუსტად მახსოვს თარიღი, არა?... მაგრამ, ე?! არ დაიბნეთ, მე არა მხოლოდ პირველი, ჩვენი ყველა შეხვედრის თარიღი, დრო და ადგილი მახსოვს. შეუძლებელია არ მახსოვდეს, იმიტომ, რომ შენთან შეხვედრა ყოველთვის ყველაზე განსაკუთრებული, განსხვავებული იყო. ოთხი მარტი კი ჩემს ცხოვრებაში საუკუნოდ დარჩება, როგორც დადას და ნიაკოს პირველი საუბარი, ზემო ვერაზე. გოგებაშვილის ცამეტ ნომეში. ადრე კაფე, რომ იყო, „დეჟავუ“ მყუდრო და სასიამოვნო და ახლა მის ადგილას ორსართულიანი სახლი, რომ არის გამოჭიმული. ალბათ იმ ამბებიდან სამი თვე იქნებოდა გასული, დადიანზე ფიქრი არასდროს მშორდებოდა, თუმცა შეგუებას ვსწავლობდი. სკოლის სამუდამოდ დასრულებამდე სამი თვე მრჩებოდა და მარიკო ცინცაძეს, ჩემს ყველაზე ახლო და უღალატო მეგობარს ვუყვებოდი საყვარელ წიგნზე. შენ, რომ დასანახად ვერ იტანდი და ბევრჯერ გვიმსჯელია და გვიკამათია კიდეც ამ თემაზე. კარებზე პატარა, წითელი ზარი იყო დაკიდებული და ვინმე თუ გამოაღებდა, მაშინვე სასიამოვნო, წკრიალა ხმა გაისმოდა. სხეულით ვიგრძენი შენი შემოსვლა და ეს მანამ, სანამ ზარი გაიწკარუნებდა. არ მკითხო როგორ, უბრალოდ გგრძნობდი. მხრების კანკალი დამეწყო და მარიკომ, რომ შემატყო, მახსოვს მაშინვე დაიწყო ჩურჩული. -არ გაიხედო! -გამაფთხილა მან. -რატომ, რა ხდება? -მოჩვენებითად გავიკვირვე მე. არადა, როგორ არ ვიცოდი რა ხდებოდა?! -დადა დადიანი და ნიკუშა ბერიძე! -აქ?! -კაი, არ დაფრთხე ახლა! დასტოინად-ვითომ არ იცნობ! -მართლა არ ვიცნობ! -აქეთ მოდიან... -დამაიგნორა მარიკომ და მენიუ აიღო ხელში. -რას აკეთებენ?! -ჩვენს უკან დასხდნენ. -კაი?! -ჰო ჩიტო, ბედის ირონიაა. -ნერვებს ნუ მიშლი, მარიკო! -რა ნერვებს გოგო, მართლა შენს უკან სხედან! -რას აკეთებენ? -ნიკუშამ ლუდი შეუკვეთა და დადამ ვისკი. -ვისკი?! -ჰო რა იყო, აბა ფორთოხლის წვენს ხომ არ დალევდა. -გადაიკისკისა ცინცაძემ. -შენ, ეს ბანძი იუმორი ზაზამ „დაგამუღამებინა“?! -წარბი შევკარი და ისე გავხედე. -რას იღრინები გოგო! -დასერიოზულდა უცებ და გაიხედა. -ვაიმე! -რა, რა იყო?! -დავფეთდი მე, მაგრამ მარიკოს პასუხის გაცემა აღარ დასცალდა. ჩემს გვერდით, კომფორტულ, წითელ, ტყავის სავარძელში დადა დადიანი დაეშვა და ისე გადმომხედა, ვითომც არაფერი. ჰო, სულ არაფერი. შავი ჯინსის შარვალი და შავი „საროჩკა“ ეცვა. თავს ზემოთ მოხდენილად დაესკუპებინა შავი სათვალე და რაღაცნაირი გამომეტყველებით მომჩერებოდა. -გამარჯობა. -წყნარად დაიწყო მან. -გაგიმარჯოს. -მარიკომ მიხსნა, თორემ მე ენა უკვე დაბმული მქონდა. -მარიკო არა? -ღიმილით გახედა ბერიძემ. -აჰამ. -თავი დაუქნია მარიკომ. -და შენ, ცნობილი ნიაკო ნიჟარაძე. -კითხვის ნიშნის გარეშე წარმოსთქვა მან. -ცნობილი? -გავიკვირვე მე. დადამ გადმომხედა. -ჰო, ცნობილი. -თავი დამიქნია მან. -და მაინც რითი? -ჩავეძიე მე. -არ იცი, ტო?! -თმაზე ხელი გადაისვა ნიკუშამ და ქათქათა კბილები გამოაჩინა. -არა?! -კაი, გაიგებ მერე. -მხრები აიჩეჩა მან და ცინცაძეს გახედა, თვალებ დაქაჩული, რომ მანიშნებდა რაღაცას და კვლავ ვერ გამეგო. -„ჩერეზ“ მამაჩემით გიცნობ, იცი?! -მითხრა დადიანმა. -ჰოო? -ისეთი სახე მივიღე თითქოს არც მაინტერესებდა. მარიკომ მომიწონა. -ჰო, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გნახე პირადად. რაღაცნაირი სასიამოვნო ხმა ჰქონდა. ბოხი და ხავერდოვანი. -ჰო, დიდად არ მხიბლავს „ბიზნეს საღამოები“ -მხრები ავიჩეჩე მე. -ვა, მართლა? -გაიცინა ნიკუშამ. -ჰო, მართლა. დადას ვისკი მოუტანეს. ერთი ყლუპი მოსვა და გადმომხედა. რაღაცნაირად „გამიტყდა“, რომ ვუყურებდი და გამომიჭირა. გაეღიმა. -ხო არ გინდა? -ჭიქაზე მანიშნა. -არაა. -თუ მოგინდეს არ მოგერიდოს, დაგალევინებ და არავის ვეტყვი არასრულწლოვანი, რომ ხარ. მარიკო ნიკუშას ელაპარაკებოდა რაღაცაზე და თან მთელი ყურადღება ჩემსკენ ჰქონდა მომართული. მარიკომ, ხომ იცოდა დადაზე რაც მემართებოდა. ჭკუას ვკარგავდი. მერე, უბრალოდ ვსაუბრობდით. თავიდან დაძაბული ვიყავი და ყველა სიტყვას ვწონიდი, ვაიდა რამე არ წამომცდეს-მეთქი! მერე? ე, მერე უკვე ისე მსუბუქად მიჰყავდა საუბარი სულ დამავიწყდა თავშეკავებულობაც და სიტყვების ზომაც. ვსაუბრობდით სკოლაზე, უბანზე, საერთო ბიზნესზე და იმაზე, თუ რატომ არასდროს ვხვდებოდით ერთ სიტუაციაში. ძალიან მაგარი ბიჭი იყო დადა, აზრზე მოსული. ახლაც ასეა. ოთხ მარტს, გოგებაშვილის ცამეტ ნომერში არსებული კაფე „დეჟავუდან“ ერთად გამოვიდნენ ნიაკო და დადა. მერე, უკვე მთელს ვერას სალაპარაკო მიეცა. რახან ეს ორი შეხვდა, აწი, ყველაფერი თავისით აეწყობაო. ასეც მოხდა. *** ჩემმა ძმამ, რომ გაიგო ნია დადას ხვდება ხშირადო, არ მოეწონა. თითიც დამიქნია თვალებთან და გამაფრთხილა, არ არის ეგ საშენო ბიჭიო. მეთქი, რა საჩემო ბიჭი, პროსტა ვხვდებით, რამე კი არ ხდება-თქო! მე ჩემი გითხარიო. მაგის მერე, სულ ცდილობდა კონტროლს. არ ეხატებოდა დადა გულზე. მარა, ე, ჯერ სად იყო! *** ოთხი მარტის მერე, თითქმის ყოველ კვირა ვხვდებოდით. მარტო არასდროს, სულ მე, დადა, მარიკო და ნიკუშა. მარიკო სულ „ჩალიჩობდა“ მარტო დავეტოვებინეთ. მე? -ოღონდ დადას არაფერი შეემჩნია და მეტი არაფერი მინდოდა. ზაზას ამბებში გაუჭირდა ერთხელ მარიკოს, ეჭვიანობდა სულ, ნიკუშასთან ერთად, რომ „ეძრობოდა“ ‘მისი გოგო’. ჰოდა, ერთ დღეს მარტოებიც შევხვდით. ისევ იქ, „დეჟავუში“ დადას ვისკი ედგა წინ, მე-ენერგეტიკული. ზოგადად ვლაპარაკობდით სკოლაზე, უცებ, რომ დასერიოზულდა. -საბას იცნობ ხო, ვეფხვაძეს? -ჰო, სკოლელია ჩემი. -მაგასთან ცოტა დისტანცია, ოკეი? -დისტანცია? -ჰოო რა, არაა ეგ აზრზე მოსული ტიპი. -არადა ჩვეულებრივი ბიჭი ჩანს. -მხრები ავიჩეჩე -აუ ნიაკო, შენ ჯერ რა იცი ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი! -შუბლზე ხელი მოისვა და გამომხედა. -როგორ არ ვიცი! -გავბრაზდი. -იცი?! მე რომ ახლა გითხრა, ეგ საბა ვეფხვაძე, როგორი ტიპია, მერე სად მიდიხარ?! -ოდნავ ირონია შეეპარა. -ჩვეულებრივი ტიპია! არადა ვიცოდი?... სულ სამჯერ მყავდა ეგ ვეფხვაძე ნანახი, ჩვენს კლასთან იყო ხოლმე და რაღაცეებს მელაპარაკებოდა. მერე, ელენიკომ მითხრა მაგას მოსწონხარო. და რა?... მე არც ვიმჩნევდი და მასე გათავდა ეგ. მაგრამ, დადას ხომ უნდა შევწინააღმდეგებოდი. სულ, ყველაფერში. -ჰ-ჰ! -სიგარეტის კოლოფი ამოაძრო ჯიბიდან. -აქ მოწევა არ შეიძლება! -გავიკვირვე მე. -წამო, გავიდეთ. გავედით, გაუკიდა. -მოკლედ, პროსტა გეუბნები, მაგ ტიპს არ გაეკარო რა, არაა ისეთი ტიპი შენნაირმა გოგომ, რომ მიაქციოს ყურადღება! -ჩემნაირმა, როგორმა? -კარგმა. -კარგმა? -ჰო, ტოო. *** მარტის დასასრულს უკვე სულ დადა მელანდებოდა. გაზაფხული ყვაოდა გარშემო, იფურჩქნებოდნენ ყვავილები და ჩემი გრძნობა ისე სათუთად და ფრთხილად ნაზარდი, ყელში ისე მიჭერდა, ვიხრჩობოდი. მის გარეშე ვიხრჩობოდი. ახლაც ასეა, ვაკუუმში ვცხოვრობ შენს გარეშე. მარტის ბოლო დღეს, სავსემთვარეობა დაემთხვა. მშვიდი საღამო იყო, ოდნავ ქროდა ნიავი და მეც, ფანჯარასთან სახატავებით მოკალათებული მხოლოდ შენზე ვფიქრობდი. მთვარე კაშკაშებდა, საოცრად. მობილურის ზარი პირველად არ გამიგია. შემაწუხებელი ზუზუნი ჩემს ყურთასმენას, რომ მისწვდა უკვე სამი გამოტოვებული ზარი მქონდა. -ალო?! -სად ხარ აქამდე? -ბოხი ხმა. ტანში ჟრუნატელი. -ვერ გავიგე, ბოდიში. -ჰო, გიყურებ, რომ ვერ გაიგე. -სიცილი. -მიყურებ? -დაბლა ჩავიხედე, ეზოს შესასვლელთან იდგა რეინჯროვერი. გული ამიჩქარდა. -ჩამოხვალ? -ისეთი ხმა ჰქონდა, ერთიანად დამიარა ტანში. -მოვდივარ. არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი გრძნობა განიცადოს და შემდეგ სიცოცხლე ისე გააგრძელოს, ვითომც არაფერი. არ მახსოვს, როგორ ჩავაღწიე. როგორ ჩავჯექი მანქანაში და როგორ გადავკოცნე. თბილისის მოძრავი ხედები მახსოვს, მუსიკა დაბალ ხმაზე, მალბოროს ერთი ღერი და ღიმილი. ისე იღიმოდა, ისე... უცაბედად თვალებზე ცრემლები მომაწვა და გვერდზე გავიხედე. იგრძნო... შენ სულ გრძონობდი, დასაწყისიდან დასასრულამდე. -კარგად ხარ? -კი. -ხმა ამიკანკალდა. გულის ცემა გამისამმაგდა კი არა, გამიასმაგდა, როდესაც მანქანა გააჩერა. ჩემსკენ გადმოიწია და თავი მიმატრიალებინა. ცრემლები ბრწყინავდა. სახე შეეცვალა, გაუმკაცრდა. -რა მოხდა? -არაფერი. -თვალის არიდება ვცადე. -რას ჰქვია არაფერი! -ნუ ღრიალებ! -მხრები ამიკანკალდა. -ნია, რა მოხდა? -არაფერი! არ ვიცი, არაფერი მომხდარა. სახლში წამიყვანე კარგი? -რა სისულელეა!.. -რა? აღარაფერუ უთქვამს. მანქანა დაძრა და წავედით. მეც აღარაფერი მითქვამს. ხანდახან მგონია, ყველაფერი, წლებითა და წვალებით ნაშენები, სწორედ დუმილმა ჩამოანგრია. სწორედ დუმილმა გაასწორა მიწასთან ჩვენი სამყარო. ჩვენი პატარა, იდეალური სამყარო. ჯვარზე ავედით. ეკლესიაში შესვლისთანავე დავმშვიდდი. მამაომ უცნაურად გამოგვხედა, საღამოს ჩვენს გარდა თითქმის აღარავინ იყო. სრულმა სიმშვიდემ მომიცვა. იცოდა, ხვდებოდა რაც მინდოდა და რაც მჭირდებოდა. გამოსვლისას ხელი მომკიდა და გადასახედისკენ წამიყვანა. ელავდა მტკვარი მთვარის ნათებაზე და თბილისი სულ აბრჭყვიალებულიყო. -მოგწონს? -ხედი? -ჰოო, თბილისი. -მიყვარს! -თვალი გავუსწორე და ისე ვთქვი... რა თქმა უნდა მიხვდა, დადა ყოველთვის ხვდებოდა, ყველაფერს. უსიტყვოდ, უხმოდ, ახსნის გარეშე. -მეც მიყვარს! -თვალი არ მოუშორებია ისე თქვა და მერე ხელი მომხვია. ჩამიხუტა. სწორედ ეს მოგონება მახსენდება ყველაზე ხშირად, როგორ მეხუტებოდი და თმაზე თითებს მისმევდი, ქარი კი ქროდა, ჩვენი წაღება უნდოდა, მაგრამ შენ ეწინააღმდეგებოდი. შენ მყარად იდექი მიწაზე. ყოველთვის, ჩემთვის! *** საშინელი სიზმარი ვნახე. ტირილით გავიღიძე, მაშინვე ტელეფონი მოვძებნე და დაგირეკე. შენი ხმა უნდა გამეგო. კარგად იყავი, უნდა მეგრძნო. დიდხანს ვრეკავდი და მახსოვს, როგორ შეშლილი ხმით მიპასუხე. -კარგად ხარ ნი? -დადააა... -რა მოხდა? სად ხარ?! -კარგად ხარ? -მეე? -ჰო, ცუდი სიზმარი ვნახე -ამოვიტირე უცებ. ამოისუნთქე და ჩაისუნთქე. ახლაც კი, ყურთან მესმის ეს ხმა. თავს იმშვიდებდი. მე კი შენი სუნთქვის მოსმენით ვმშვიდდებოდი. -რა დაგესიზმრა? -ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მკითხე. -დადა. -ჰო, რა დაგესიზმრა? -ცუდი სიზმარი იყო, არ მინდა გახსენება. -კარგი, დაიძინე. -არ გამითიშო... -არა, ნი, აქ ვარ დაიძინე. დილით ვნახე მხოლოდ, ზუსტად ერთი საათი უსმენდი ჩემს სუნთქვას. მანამ, სანამ შენც ძილმა არ წაგართვა თავი. *** დადას და ჩემი ისტორია, სხვა არის. ეს ის არის, რისთვისაც ვიბრძვი ყოველდღე. უკეთესისთვის. არ მინახავს ადამიანი, ვისაც მეტად შეუძლია სიყვარული ვიდრე მას, არ შემხვედრია ადამიანი ვისაც მისნაირად შეუძლია, იმიტომ რომ არ არსებობს, და ნეტავ არსებობდეს. ნეტავ ყველა მისნაირი იყოს, ყველა უკეთესობისთვის იბრძოდეს. მერე მიხვდებოდით, ჩემს სათქმელს. მაგრამ ამის გაგებას, სჭირდება ერთხელ მაინც ნახოთ ის. სულ ერთხელ მაინც მოკრათ თვალი და მიხვდებით. რომ დედამიწაზე მეორე დადა არ არსებობს. მისნაირი კარგი. მეორე. არ. დადის. *** მე უკვე სკოლას ვამთავრებდი, დადა მესამე კურსზე იყო. პირველად მისგან არ გამიგია, მარიკომ მითხრა. მარიკოს ნიკუშამ უთხრა, მოკლედ, საბოლოოდ მეც გავიგე. დადას ფირმაში ახალი განხრა დაუმატებია. ხელოვნების. სამხატვროზე ვაპირებდი ჩაბარებას, მიუხედავად მამაჩემის ჩემდამი დიდი სიყვარულისა, მაინც ეთაკილებოდათ ჩემი ამ „უშემოსავლო“ სფეროში გაშვება. ახლა კი, დედაჩემმა დადას ფირმაზე, რომ გაიგო მამაჩემიც წამში დარწმუნდა. რომ თურმე მომავალი გარანტირებული მქონდა. არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ იცოდა დადამ, ყოველთვის ვამბობდი სანდრო არ მიშვებს სამხატვროზე-თქო, გაიგო და გადამიწყვიტა. ისეთი გული ჰქონდა, ამოიღებდა მისთვის ვისაც დასჭირდებოდა და აჩუქებდა. უანგაროდ სრულიად. თუმცა ჩემგან მაინც რაღაცას ელოდა. ან, უფრო უნდოდა. მე კიდევ, დიდი ხანი ვერ ვხვდებოდი რა. *** პირველად ამ ისტორიის დაწერის სურვილი, ივნისის პირველ რიცხვში გამიჩნდა. თავიდან ჩუმ-ჩუმად მიძრებოდა ტვინში, ბოლოს კი ზღვასავით აბობოქრდა. ივნისის პირველს, დადას დაბადების დღე იყო. მამამისმა დიდი წვეულება მოუწყო და არ მესმოდა რატომ. არასდროს მესმოდა, ნუთუ არ იცოდა, რომ დადას არ უყვარდა ხალხმრავლობა და ის წრე, რომელშიც ტრიალი უწვედა. მისთვის გამოვეწყვე, საჩუქარს ხელი დავავლე და მარიკოს და ნიკუშას ესკორტით მეც შევუერთდი გლამურულ წვეულებას. პირველი საათი მისთვის თვალიც არ მომიკრავს. მწყინდა, იმიტომ, რომ განსაკუთრებული დღე აღარ გამოდიოდა. მეორე საათში, შარვალ-პიჯაკით შემკობილ ხალხის წრეში შევნიშნე, ერთხელ შემომხედა და შემდეგ მზერა ამარიდა. მესამე საათზე, მარიკო გავაცილე და ნიკუშასთან ერთად დავიწყე ცეკვა. მეოთხე საათზე, სასოწარკვეთილებისგან ტირილი მომინდა. ვერ ვიტანდი იმას, რომ დადა ჩემს გარშემო დადიოდა და მე არ მიმჩნევდა. არც ერთი გამარჯობა, არც ერთი როგორ ხარ, მეც კი არ დამცალდა მისთის მილოცვა. მეხუთე საათი იწყებოდა ხალხი უკვე გაკრეფილიყო. მე მაინც ჯიუტად ვიჯექი მაგიდასთან და ნიკუშა ბერიძესაც არ ვაცდიდი წასვლას. უკანასკნელი სტუმარი, რომ წავიდა. მხოლოდ მე და ნიკუშა ვიყავით. დადა არ ჩანდა და იმხელა დარბაზში, შიშის გრძნობა დამეუფლა. ბერიძეს დაურეკეს. -ნია, უნდა წავიდე. წამო გაგიყვან. -იყოს დავრჩები, დადას უნდა დაველაპარაკო. -მემგონი დადა წავიდა. -თანაგრძნობით ამათვალიერა მან. -არ წასულა. -თავი გავაქნიე მე. -აქვე იქნება, გამოვა და დაველაპარაკები. -ნი, უნდა წავიდე, ნუ ჯიუტობ წამოდი... -ხელები გაშალა. -წადი შენ, წამოვალ მე ჩემით. -ჩემსას ვაწვებოდი. -ნიაკო, სერიოზულად ატრ... -სიტყვა გაუწყდა. მისმა ტელეფონმა დარეკა. დახედა და მაშინვე აიღო. -კაი, გავდივარ. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. გადამკოცნა და გაბრუნდა. სანამ გავიდოდა შემომხედა და თვალი ჩამიკრა. -აი პროსტა, რა იღბლიანები ხართ ერთმანეთი რომ იპოვეთ რაა... -გაიცინა და გაუჩინარდა. მერე იქაურობა დაცარიელდა და იმავე წამს სრულიად აივსო. შემოვიდა, მიყურებდა და ისეთი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა რომ დავიბენი. იმხელა სივრცე ერთიანად ჩაიხუთა. ყელზე ხელი გადავისვი. -წავიდეთ? -თვალები უელავდა. თავი დავუქნიე, არაფერი მიკითხავს. გარეთ გამოვედით. გრილოდა, მთვარის შუქი ერთიანად ანათებდა იქაურობას. მის მანქანაში ჩავსხედით. ლურჯ სიბნელეში ჩაძირული ხედები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს მინდოდა თავი დამეღწია გაურკვევლობისაგან, მაგრამ კრინტს ვერ ვძრავდი. იმდენად იყო სიჩუმე დასადგურებული ჩვენ ორს შორის, ვერ დავარღვევდი. სიჩუმით ნაშენები, სიჩუმითვე ჩამოინგრევა... მანქანა, რომ გააჩერა გადმომხედა. -აქ იყავი კარგი? გადავიდა... ნახევარი საათის განმავლობაში ვიჯექი მანქანაში. არ გადავდიოდი, ვიცოდი რაღაც ხდებოდა და გულიც გამალებით მიცემდა ამ „რაღაცის“ მოლოდინში. და დადა, ვიცოდი, რომ ის რაღაც ან სამუდამოდ დაგვაკავშირებდა ერთმანეთს, ან, არაფერი... ჩვენ მაინც გადავიყრებოდით, ყოველთვის. დამირეკა. ტელეფონი ამოვიღე და ვუპასუხე. -გამდმოდი და ზუსტად ორასი ნაბიჯი გადმოდგი. გადმოვედი, მაგრამ ორასი ნაბიჯი არ დამჭირვებია. იქ იდგა, ჩემს წინ და გარშემო პატარა სანთლები ეწყო. შუაში იდგა და მიყურებდა. ხელი გამომიწოდა და მასთან მივედი. ვერ აღვწერ, აღემატება სიტყვების კონას ის განმაცვიფრებელი სიამოვნების გრძნობა რაც მე ვიგრძენი. ვერ აღვწერ, ამ გრძნობის შესატყვისი სიყვები არ მოიპოვება. და მინდა მაინც გითხრათ, რომ უბრალოდ, იმ მომენტში დადამ იცოდა რომ ნიას ის მოსწონდა. და ნიამ იცოდა, რომ დადას ის უყვარდა... -მინდოდა რამე კრეატიული გამეკეთებინა, რადგანაც, უბრალო ბანალურობისთვის არ მემეტები. ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე და ვერაფერი მოვიფიქრე. უცებ, წარმოვიდგინე, როგორი ჩვეულებრივი იქნებოდა შეყვარებულობას, რომ გთხოვდი სანთლებით გარშემორტყმული და არ მინდოდა იცი... არ მინდოდა ამ ჩვეულებრივობით ის სიდიადე დამეკარგა რასაც შენს სიყვარულში ვგრძნობ. რადგანაც მე შენ ისე არაჩვეულებრივად მიყვარხარ, ასე ვერ გთხოვ ჩემთან ყოფნას, ვერც სანთლებში, ვერც სერენადით და ყვავილებით. ჰოდა, რომ დაგამახსოვრდეს ნიაკო შენ, ყველაზე მაგარ გოგოს, ყველაზე კარგს, ყველაზე გამორჩეული შეყვარებული გეყოლება, იმიტომ, რომიმის მაგივრად ჩემთან ყოფნა გთხოვო, ავდგები და შენს ცხოვრებას გთხოვ. მე და შენ, კარგი? სულ, დადა და ნია. სულ, ყოველთვის! წრეში მოქცეულებს უცებ ფერადი სინათლე აგვიფეთქდა. პატარა სანთლებიდან ფეიერვერკები იშლებოდნენ ათას ფერებად და ფეთქდებოდნენ. მე და დადა, ფერების პალიტრის გარემოცვაში, ვიყავით. მე ვტიროდი. დადა მიცდიდა და ამღვრეული თალებით მიყურებდა. იქნებ იფიქრა, რომ არასწორი იყო. იქნებ იფიიქრა, რომ შეცდა ჩემი გრძნობების განსაზღვრაში, იქნებ იფიქრა, რომ შესაძლებელი იყო არ მეპასუხა. მაგრამ, ვინ მეტყველებს უკეთ ვიდრე თვალები, და წყლიანი, ცრემლმდინარი თვალები დასტურია იმის. გულისცემას ვერ ვიმშვიდებდი. ხელი დავადე ხელზე და ფეიერვერკების ხმაურში შევყვირე. -კარგი! მერე მომეხვია, ისე ჩამიკრა გულში, არასდროს დამავიწყდება რამხელა სითბო მივიღე მისგან. ყურთან ახლოს მომიტანა ტუჩები და ჩამჩურჩულა. -არ ვიცი როგორ გადმოგცე რა ბედნიერი ვარ, რადგან შენც, ისევე, როგორც მე არ უყურებ იმ აზრს, საზოგადოებას და მათ მიხედვით არ აკეთებ არჩევანს, მიყვარხარ ნიაკო ნიჟარაძე და მიხარია, რომ ჩემი გერქმევა. ვერ გეტყვი რას ვგრძნობ, რადგან შანსი გვაქვს, ის შანსი, რომელსაც ბავშობიდან ველოდი და ის ბედნიერება რაც ჩემში ფეთქავს ამ წუთებში, სრულიად, სულ შენია. დადა სასწაულია. ვუთხარი, რომ არ მჯეროდა მისი არსებობა. ან, რა დასაჯერებელი იყო. ის- ვარსკვლავი. ის-ზღაპარი. *** ორი ივნისი დაგვათენდა. მერე, ყველამ გაიგო... დედაჩემი ბედნიერებით ცას ეწია. თურმე, როგორც იქნა მეშველა. მამაჩემმა თოფი გამოიტანა, და დადას „the talk” გაუბა. ჩემმა ძმამ გააფრთხილა დადიანი, რაზე არ ვიცი... არასდროს უთქვამთ. ოთახიდან კი ორივე ფერწასული, ანთებული თვალებით გამოვიდა. მარიკო და ნიკუშა შუაღამემდე ჩვენთან იყვნენ. იქ, ჩვენს კაფეში. და მე ვიყავი უსაზღვრო, რადგან დადას სიყვარული საზღვრებს სცდებოდა და მავსებდა, ისე თითქოს სიცოცხლის სულ ახალ წყაროს მივაგენით. და მერე ღამით, პირველი კოცნა, რომ მომპარა დადიანმა ჩემი სახლის წინ, ყურში ჩამჩურჩულა. „You Will Forever Be My Always” *** გამოცდების ორომტრიალი მე არასდროს გამივლია ისე, როგორც უმეტესობა გადის. რათქმაუნდა ეს დადას დამსახურება იყო. საერთოდ, მე და დადას, ერთდ ყველაფერი შეგვეძლო. არა, ე?! მასთან ერთად მეცადინეობა იმ ემოციებით მავსებდა, აქამდე, რომ არ ვიცოდი და სულ არ მეჩვენებოდა ძნელი, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ის იყო. დადა დადიანი. თვით სასწაული. *** -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. -იცი, „ც“ მეზედმეტება, თითქოს მოვალეობის მოხდას აღნიშნავს ეს დამატება. -ჰო დად?! -ჰო, აღარასოდეს თქვა მეც და თქვი მე, კარგი? -მე შენ მიყვარხარ. -მე შენ მიყვარხარ. *** ზაფხულში დადა წავიდა. ერთი თვით უნდა წასულიყო, თუმცა მეორე დღეს დაბრუნდა. მეუბნებოდა ვერ ვძლებ უშენოდო, ჩემი და შენი შანსი, ერთმანეთისგან შორს ყოფნით არ უნდა გავფლანგოთო, მინდა ყოველი წამი, ყოველი წუთი გავატარო შენს გვერდითო. დადა ვარსკვლავი იყო. არ მჯეროდა მისი არსებობა. *** დადა იცვლებოდა, ერთად ყოფნის ყოველ წამს. უკეთესობისკენ. თუ არის შესაძლებელი საერთოდ უფრო უკეთესის არსებობა. -დადა დადიანი... -ჩემთვის ვიმეორებდი. გამომხედა და გამიღიმა. -ნია ნიჟარაძე.... -თვალები უნათებდა. -უხდება ერთმანეთს? -ყველა არსებულს შორის, უფრო და უფრო. -დად, როგორ ფიქრობ, თუ ჩვენი ურთერთობა დაინგრა, ვისი ბრალი იქნება? -გაიცინა, თვალი ჩამიკრა და პირველად მომცა პირობა, რომელიც შემდეგ დაარღვია. „არ დაინგრევა!“ არ დაინგრევა!... არ დაინგრევა!... არ დაინგრევა!... დადა, დაინგრა და ჩვენ რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოდ? მე რა შემიძლია გავაკეთ? მე უშენოდ, ყოველთვის შეკრული მქონდა ხელ-ფეხი.... *** ეკლესიის ზარების რეკვა ჩამესმოდა ისევ ყურში. მანქანაში ვისხედით, მარიკოს დის ქორწილიდან მოვდიოდით. ჩემი ხელი თავისაში ჰქონდა მოქცეული და ისე ატარებდა. -ჩვენი ქორწილი, როგორი უნდა იყოს? -მკითხა. -ალბათ, მყუდრო და საყვარელი. -გამეღიმა. -ნიაკო, დიდი და პომპეზური არ გინდა? -თვალები გაუნათდა. -ჩემთვის მთავარია საკურთხეველთან შენს გვერდით ვიდგე და ამ მოვლენას ვინ დააკვირდება, ნაკლებად მაღელვებს. მანქანა გადააყენა, გააჩერა გადმოიხარა და მაკოცა. დადა ვარსკვავი იყო, მე კი მისი მთვარე. ჩემს ახლოს ქრებოდა, ერთ დღეს აუცილებლად გაქრებოდა. *** მინდა ყველა ისტორია გადმოგცეთ, მაგრამ ემოციების მოთოკვა ძნელია... წარსულში დაბრუნება და ყველაზე ბედნიერი მომენტების გადაშლა კვლავ, ძველი სურათების თვალიერებას გავს გახუნებულ ალბომში, იცი რომ ის წამი გაყინულია და აღარასდროს დაბრუნდება. დადა დადიანი და ნიაკო ნიჟარაძე, მსოფლიოში ყველაზე მაგარი წყვილი იყვნენ. ერთად ყველაფერი შეეძლოთ, მაგრამ საზოგადოება ბინძურია, ბრბოა, რომლისთვისაც ჯანსაღი აზრი არ არსებობს . ისინი დამპალ ვაშლებს ეძებენ, შემდეგ ჭიებს აცლიან და საღ ვაშლებს უშენენ. მე, საკუთარი თავის მსხვერპლი მაშინ გავხდი, პირველად, რომ დავივიწყე ბრბოს ფსიქოლოგია, სწორედ ის რითიც შენ ამაყობდი ჩემში, „შენ არ გადარდებს სხვისი აზრიო“ ასე არ მეუბნებოდი?! ჰოდა, მე მაინც სისუსტე გამოვიჩინე, იმიტომ რომ შენ ზღაპარი იყავი, და ყველა ზღაპარში ხდება ბოროტი ჯადოქრის მსხვერპლი სულელი გოგონა. But… You Will Forever Be My Always ?! **** პირველი ჩხუბი მე წამოვიწყე. იმიტომ, რომ სულელი ვიყავი და მაშინ, მჯეროდა ხალხის. მჯეროდა მათი. სამხატვროდან დაბრუნებულს შინ დამხვდი, სიურპრიზი გქონდა ჩემთვის, ბილეთები. იცოდი, ფრენა მიყვარდა, მაგრამ ასეთი არის ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და შენს სიურპრიზს არ გავუკვირვებივარ. შევეჩვიე და მოთხოვნილებად მექცა. სხვა დროს რომ არ მახვედრებდი უკვე გიბღვერდი. არადა, დადა ვარსკვლავი იყო. არვიცი რატომ წამოვიწყე ჩხუბი, უფრო სწორედ ვიცი, მაგრამ არ მინდა გახსენება. მშვიდად მისმენდი და როგორც კი ყვირილი დავასრულე მაკოცე. სილა გაგაწანი და პირველად მაშინ გაკრთა ეჭვი შენს თვალებში. და ამ ეჭვის სხივმა ჩამომანგრია შიგნიდან. დამამსხვრია და გამანადგურა. თითქოს შენს თავს არჩევანს აღარ უწონებდი. თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდი. იმ წამს ვინანე ყველაფერი, ვინანე ის, რომ მეც ვარსკვლავი არ ვიყავი, რადგან ვარსკვლავები ერთმანეთს არ ვნებენ, ისინი ერთად ძლიერად კაშკაშებენ. *** ორ დღეზე დიდხანს რომ გაფრინდი მე ვეღარ მოვითმინე. გამოვფრინდი და ჩამოგაკითხე. ბინაში, კარებთან მომლოდინე რომ დამინახე, მაშინ დავინახე. მაშინ, უბრალოდ ჩემი მოთხოვნილების - შენი ნახვის სურვილის დაკმაყოფილებით, ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაქციე. ისე გაგიხარდა ჩემი იქ ყოფნა, ისე გაგიხარდა, ღმერთო.... დადა შენ ვარსკვლავი ხარ, რომელმაც კაშკაში არასოდეს უნდა შეწყვიტოს. *** ისტორიას ვუხვევ და მომენტებს ვეღარ გიყვებით. ვეღარ ვკრავ ერთ მთლიანობად, მაგრამ გამიგეთ... ჩემთვის ძნელია იმის გახსენება, იმ იდეალის რაც მქონდა და ახლა აღარ მაქვს. მაგრამ დად, თუ ოდესმე ჩემთვის რამე გისწავლებია, და დამიჯერი უამრავი რამ მასწავლე, ეს იმედია. არასდროს დაკარგო იმედი, სანამ სუნთქავ ის კვლავ არსებობს. და თუ მაშინ ჩემს ცხოვრებას ერქვა სიცოცხლე, ახლა მას არსებობა ჰქვია იმედით. იმიტომ რომ ვაკუუმში მე ვერ ვსუნთქავ და იმედიც ქრება. ვიხრჩობი დად, უშენობა მახრჩობს. *** უბრალოდ მინდა გაგანდოთ, დაშორების გადაწყვეტილება არცერთს მიგვიღია, ისე სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთ, უბრალოდ ვერ შევძლებდით ერთმანეთის ცხოვრებიდან ნებით წავსულიყავით. ეს უნებლიედ მოხდა. დადა თვითმფრინავში ჩაჯდა და თბილისში წამოვიდა, მე თვითმფრინავში ჩავჯექი და დადასთან წავედი, ეს ახლა ვიცი. მაშინ არ ვიცოდი. მაშინ შენ იქ არ დამხვდი, მაშინ ვერაფრით დაგიკავშირდი და ვერ გავარკვიე, მაშინ მეგონა დაგკარგე, მეგონა უარი თქვი. არადა დად, რა სისულელეა, შენ ოდესმე უარს იტყოდი იმ შანსზე რაც ჩვენ მივიღეთ? არა - და - არა! მაგრამ დად, ასაკი თავისას შვება და მე ვერ გიმკლავდებოდი შენ. შენ ვარსკვლავი ხარ, უსაზღვრო ბედნიერებას აფრქვევ და არ ვიცი რა გითხრა. ჩვენი ურთიერთობა ყველაზე არაჩვეულებრივი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში. და ჩემს სიზმრებსა და ოცნებებში კვლავ გრძელდება. იმიტომ, რომ წერტილი არ დასმულა. ეს ისტორია კვლავ ელოდება დასასრულს. იმ არაჩვეულებრივს და განსაკუთრებულს მხოლოდ ჩვენ ორნი რომ მოვიფიქრებთ. *** გუშინ წინ ნიკუშას და მარიკოს ქორწილის მოსაწვევი მივიღე. გამიხარდა მათი ბედნიერება და ის, მარიკომ მეჯვარეობა რომ არ მთხოვა. იმიტომ, რომ ნიკუშას მეჯვარე შენ იქნები. ამდენი წლის გაუგებრობის შემდეგ, ჩვენ ისევ შევხვდებით დადიანო, და თუ ახალა ამას კითხულობ, მინდა იცოდე. მე გავიზარდე და მთვარედ ყოფნიდან ცად ვიქეცი. და ვარსკვლავი, ცის გარეშე ვერ გაძლლებს. დადა, მე ისევ ველოდები ჩვენს წერტილს და ჩვენს დასასრულს. ქორწილი შესანიშნავი დღეა, გახსოვს რა გითხარი? მთავარია საკურთხეველთან ჩემს გვერდით შენ იდგე და ვინ დაგვესწრება, მნიშვნელობა არ აქვს-თქო?! მე შენს საყვარელ თეთრ სარაფანს ვიცმევ. იჭორაონ, ჩემთვის მთავარია შენ მიხვდები. და ხომ გახსოვს, აუცილებლად მამა დავითი! დადა დადიანი ვარსკვლავია, ნიაკო ნიჟარაძე კი მისი ბრწყინვალება! ისე არც შეიძლება დად, სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის... იმიტომ, რომ შენ დამპირდი... „You Will Forever Be My Always” *** TO: NIAKO NIJARADZEE1 FROM: DADA DADIANI1 TITLE: WEDDING -ნი, მე ის ბეჭედი მომაქვს ქორწილში, მაშინ თბილისში ჩამოფრენისას რომ გავამზადე. იმიტომ, რომ YOU WILL FOREVER BE MY ALWAYS- ---------------
სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ეს ისტორია რამდენს ნიშნავს. ეს სიყვარულია. ეს ისტორია არის სიყვარული, ყოველთვის, ყოველთვის ჩემი გამორჩეული ისტორია იქნება, ძნელია როდესაც სინამდვილეს წერ, ჰოდა, ამას ვუძღვნი ნიკუშას. შენ გადამაწყვეტინე ამის დაწერა, სულ, მუდამ მადლობელი ვიქნები ამ შთაგონებისთვის. მიყვარხართ ბავშვებო, უბრალოდ იგრძენით ის, რასაც მე წერის დროს ვგრძნობდი, და მიხვდებით. ეს ისტორია უსაზღვროა, იმიტომ, რომ უსაზღვროა მასში ჩაქსოვილი გრძნობები. ♥! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.