გრძნობის რა იციან ნეტავ თარიღებმა
"გრძნობის რა იციან ნეტავ თარიღებმა, თვალებს უწვიმია, (წვიმით ტრასაც სველი...) ჩემი სამყაროს კარს ჩუმად გაგიღებ და ვფიქრობ, არ გექნება სხვა გზით წასასვლელი... (ჩემგან წასასვლელი...) როგორ მენატრება ზღვა და სხვა მუსიკა, ჩვენი მელოდიის დაკვრა ფირფიტებით. ერთხელ იმყოფინო იქნებ ნამუსი და შევხვდეთ მზის ჩასვლისას, თორემ ვიფიტები. (სულ მთლად ვიფიტები...) ღამით შენზე ფიქრი სტუმრად მომივიდა, ალბათ წამებით, ან სულაც საათობით, იქნებ აღარცა მაქვს ამის მოტივი და შევცდი, რომ მეგონა გულთან გამათბობდი. (სუნთქვით გამათბობდი...) ჩემთან აღარახარ თითქოს მგრძნობიარე, ალბათ სხვა შეგხვდება ყოველ ღამით ვინმე, მე კი დედამიწა შენთვის მოვიარე, იმის იმედით რომ ერთხელ გამიღიმებ. (ჩემთვის გაიღიმებ...) ისევ უსაშველოდ გარბის თარიღები, როგორ აღარ მინდა წამის გამეტებაც, მალე ავიმღვრევი... მალე დავიღვრები... -თვალში ეს ღრუბლები აღარ დამეტევა. (სადღა დაეტევა?!...) ბრუნავს მოგონება ძველი ფირფიტებით, თითქოს ჩამკეტეს და კარიც არ იღება, არა, არ ვიღლები, თუმცა ვიფიტები, რადგან პაემანი მოკლეს თარიღებმა. (-აღარ თარიღდება...)" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.