არ დამივიწყო /თავი 6/
-მანქანაში ვისაუბროთ თუ პარკში შევიდეთ? -კარგი ამინდია,ამიტომ პარკში მირჩევნია.-მის პასუხს არ დაველოდე ისე გადავედი მანქანიდან. პარკის ყველაზე შემაღლებული ადგილისკენ წავედი,რომელიც პირდაპირ ქალაქს უყურებდა. -სად მიდიხარ?-ხელი მომკიდა და მისკენ შემატრიალა. -აი იქ ხედავ?-ხელით ადგილისკენ მივანიშნე. -გინდა შევეჯიბროთ რომელი უფრო მალე მივა? -წააგებ! -ვნახოთ! მაშინვე ადგილიდან გაქრა და არც მე დავაყოვნე.როდესაც იქ გავჩნდი პირდაპირ სკამზე დავჯექი და სულ რამოდენიმე წამში ნიკიც გვერდით მომიჯდა. -ხომ გითხარი,რომ მოგიგებდი.-ამაყი სახით შევხედე. -სულ რამოდენიმე წამით. -მაგას მნიშვნელობა არ აქვს. -შემდეგ ჯერზე მე მოვიგებ. -რათქმაუნდა.-დამცინავად გავუღიმე.-ახლა გისმენ. -შენგან განსხვავებით ჩემი ძალები უფრო მალე აღმოვაჩინე.მაშინ ბავშვი ვიყავი და ძალიან მიხაროდა.მეგონა,რომ სუპერგმირი ვიყავი და ჩემი შესაძლებლობებით გოგოებს თავს ვაწონებდი.ჩემთა გასაკვირად ხალხს არ მოვწონდი,პირიქით ჩემი ეშინოდათ და გამირბოდნენ.საშინელი დეპრესია მქონდა.იმ პერიოდში ჩემი მშობლები მხარში მედგნენ და ისეთი მიმიღეს როგორიც ვიყავი. -როდესაც კალათბურთს თამაშობ შენი ძალების გაკონტროლება არ გიჭირს? -გინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილო? -თუ საიდუმლოა კი. -თამაშის დროს ჩემს ძალებს ნახევრად ვიყენებ. -ეგ როგორ?-ცოტა დავიბენი. -შენი აზრით შეტევიდან დაცვაში ასე მალე როგორ ვბრუნდები?ან რატომ არ ვისვენებ? -თუმცა შენმა „სუპერძალამ“ გუშინ გუნდს ვერ უშველა.-დამცინავად გავუღიმე. -ჩავთვალოთ,რომ ეგ არ გითქვამს.არ გინდა შენზეც მომიყვე რამე? -მემგონი იმ საღამოს ყველაფერი გითხარი. -შენს ძალაზე არ ვამბობ.და ან ძმა გყავს? -ერთი ძმა მყავს,მაგრამ ახლა ჯარშია.მამაჩემი ავარიაში დაიღუპა და სახლში მხოლოდ მე და დედაჩემი ვართ. -მამაშენის გამო ვწუხვარ. -მადლობა.შენზე რას იტყვი. -არც ძმა და არც და არ მყავს.მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. -შეყვარებული გყავს? ეს კითხვა რატომღაც უცნაურად მოეჩვენა და გაკვერვიბული სახით შემომხედა,თუმცა ჩემი აზრით საერთოდ არ იყო უცნაური. -შეყვარებული? -კი,შეყვარებული.საერთოდ არ მაქვს იმის სურვილი,რომ ვიღაც გოგო მომივარდეს და ახსნა-განმარტებები მომთხოვოს რატომ ვზივარ მის შეყვარებულთან ერთად პარკში მარტო. -მაშინ შეგიძლია დამშვიდდე,რადგან არ მყავს.იმასაც გეტყვი,რომ პირველი გოგო ხარ ვისთანაც ასე ღიად ვლაპარაკობ,იმიტომ,რომ ჩემი ძალები ყველასთვის მისაღები არაა. მართალია ბევრი ფანი მყავს,თუმცა მათ ჩემი ძალების შესახებ არ იციან,ან იციან და არ სჯერათ. მისი ეს პასუხი საშინლად მესიამოვნა.რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი მასთან,მით უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი,რომ ის ისეთი არ იყო,როგორადაც მიკი,სარა და ლუი ახასიეთებდნენ. -როგორი შეგრძნებაა ტელეპორტირება?-ასეთი კითხვა აქამდე არავის დაუსვამს და პასუხის გაცემა გამიჭირდა. -არ ვიცი როგორ აგიხსნა.სიმართლე,რომ გითხრა ამაზე არასდროს მიფიქრია. -მაგალითად როდესაც დავრბივარ,გარშემო მოძრაობები ნელდება და მგონია,რომ ნორმალურად მხოლოდ მე ვმოძრაობ.შენთანაც ასეა? -როდესაც სადმე მინდა წასვლა,იმ ადგილს გონებაში მაქსიმალურად წარმოვიდგენ,შემდეგ სრული სიბნელეა და სიბნელე ნელ-ნელა იმ ადგილად იქცევა ხოლმე.თუმცა ეს ყველაფერი წამის მეასედებში ხდება. -არ გეშინია,რომ ერთხელაც შეიძლება ეგ სიბნელე ფერებით აღარასოდეს ამოივსოს და უსასრულობაში გაიჭედო? -ეს სიბნელე იმდენ ხანსაც არ გრძელდება,რომ იქ გაიჭედო. -ოდესმე სხვა ადამიანთან ერთად გიცდია? -ადამიანთან არა,სათამაშოსთან კი.ბავშვობაში სათამაშო დათუნია მქონდა,ნუ ახლაც მაქვს. ხელიდან არასოდეს ვუშვებდი და მასთან ერთად ბევრჯერ „მიმოგზაურია“. -შეიძლება ვცადო? -სად წავიდეთ? -იქიდან გამომდინარე,რომ საკმაოდ მეშინია,მოდი იმ ხესთან,რომ სკამია იქ იყოს.-ხე ჩვენგან სულ რაღაც ორას მეტრში იყო. -მაშინ ხელი მომკიდე. საშინლად თბილი და ნაზი თითები ჰქონდა.ეს შეხება იმდენად სასიამოვნო იყო,რომ ტანში ჭრუანტელმა დამიარა. -სიბნელეში არ ჩავრჩებით ხო?-აღელვებული ხმით მკითხა. მისთვის პასუხი არც გამიცია ისე გავჩნდით სკამზე. -სულ ეს არის? -არ უნდა იყოს? -უფრო მაგარია ვიდრე წარმომედგინა და უფრო ადვილი. უცბად სანი დავინახე,პარკში შემოდიოდა.წესით ახლა სკოლაში უნდა ყოფილიყო,ამიტომ ვერ მივხვდი აქ როგორ გაჩნდა.ნიკთან ერთად,რომ დავენახე არ ვიცი რას იზამდა.სასწრაფოდ ნიკს ხელი ჩავკიდე და მანქანაში გავჩნდი. -რა მოხდა?საშინელი სახე გაქ. -პარკში სანი შემოდიოდა და ასე მოქცევა საჭირო იყო. -სანი?ვინაა სანი? -მოვწონვარ და ამ ბოლო დროს მიკთან ძალიან დაახლოვდა.შენთან ერთად,რომ დავენახე მიკს ეტყოდა,რაც არ მაწყობს. -მიკი ჩემთან ურთიერთობას გიკრძლავს?!რას ნიშნავს მოწონხარ?-გაკვირვებით მკითხა. -შენ გგონია,რომ მარტო შენ გყავს ფანები? -და მიკი ჩემთან ურთიერთობას რატომ გიშლის? -მოდი მაგ თემაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.ახლა კი სკოლაში უნდა დავბრუნდე,არ მინდა მეორე გაკვეთილიც გავაცდინო. -მაშინ წავიდეთ და გზაში მომიყევი მიკის ისტორია. -არა იყოს ჩემით წავალ. ახლა დასვენება იყო და ტელეპორტაცია უკანა ეზოში ვამჯობინე.ბევრი ხალხი იქნებოდა იქ და ჩემს უეცარ გამოჩენას ვერავინ შეამჩნევდა. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა.დღეს სარა სკოლაში არ მოსულა და ამიტომ მთელი დღის გატარება მარტოს მომიწია. სანამ მიკი მოვიდოდა,ჩემს კარადასთან მივედი და მომდევნო დღის წიგნები ავიღე. როდესაც კარები დავხურე,დავინახე,რომ მის უკან სანი იდგა. -ჰეი!-მხიარულად მომესალმა. -ჰეი,რა ხდება?! -სახლში მივდიოდი და გზად შემხვი.ვიფიქრე მივესალმები და მოვიკითხავთქო. -კარგად ვარ,მადლობა. -დღეს პარკში ხომ არ იყავი? -არა,საიდან მოიტანე?არ მინდოდა იმის დაჯერება,რომ შეიძლებოდა ნიკთან ერთად დავენახე. გასასვლელისკენ წავედი და ისიც უკან გამომყვა. -დღეს სასეირნოდ გავედი და მომეჩვენა თითქოს იქ იყავი.გვერდით ვიღაც ბიჭი გყავდა და შემდეგ უცბად ორივენი გაქრით. -შეიძლება ვინმეში შეგეშალე. -ის ბიჭი ნიკ ჰელმტონს ჰგავდა. -სანი,ჯერ მხოლოდ შუადღის ორი საათია და დაბოლება უკვე მოასწარი?ნიკი ახლა ლოს-ანჯელესშია და აქ ვერ იქნება. -დღეს არ მომიწევია. მიკი მანქანას მიყუდებოდა და ისევ ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა.დაკვირვების შედეგად მივხვდი,რომ ეს ის გოგო არ იყო,რომელსაც დილით ესაუბრებოდა. -სულ გოგოებთან ერთად როგორ ხარ?-გაკვირვებულმა ვუთხარი. -მაშინ სხვა გზა მითხარი,რომ გავერთო მანამ სანამ შენ იგვიანებ. -მხოლოდ ხუთი წუთი დავიგვიანე,რა მოხდა. კარი სანიმ გამიღო,თვითონ კი უკან დაჯდა. -ესეც ჩვენთან ერთად მოდის? -დედაშენმა მითხრა,რომ ერთი კვირით ტორონტოში მიდის და შენი მარტო დატოვება არ უნდა. სარა ცუდადაა და დღეს ვერ დარჩება.ხოლო ლუი უკვე იქაა,სახლს ალაგებს. -შენ და ლუ გასაგებია,მაგრამ სანი?! -დღეს ჩემთან უნდა დარჩენილიყო და რადგან მე შენთან ვარ ისიც ჩვენთან ერთად იქნება. -თუ არ გავგიჟდები კარგი იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.