შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო /თავი 5/


21-03-2019, 20:44
ავტორი black qveen18
ნანახია 1 025

-„რაღაც მიზეზის გამო სან-ფრანცისკოში დავბრუნდი და დოსტოევსკის შესახებ ხომ არ გვესაუბრა?“
როდესაც კითხვა დავამთავრე მაშინვე მივხვდი,რომ ეს შეტყობინება ნიკისგან იყო.ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა.ადგილზე გავშეშდი და ხმას ვერ ვიღებდი.
-რა მოხდა,ყველაფერი კარგადაა?-მკითხრა მიკიმ,როდესაც ჩემი შეშინებული სახე დაინახა.
პასუხს ვერ ვაბრუნებდი.თავში მხოლოდ ის აზრი ტრიალებდა,რომ ნიკმა იცოდა გუშინდელი ჩემი სტუმრობის შესახებ და როდესაც მას ვესაუბრებოდი არ ეძინა.თუ მართლაც ასეა ხმა რატომ არ ამოიღო?! დავიჯერო ეგონა,რომ ყველაფერს არ ვიტყოდი რაც ვთქვი?ასე უცბად რატომ ჩამოვიდა აქ? თუ რამე საქმე ჰქონდა ხომ შეეძლო აქ დარჩენილიყო და ლოს-ანჯელესში აღარ წასულიყო?
-სად დაფრინავ ლამაზო?შენ გელაპარაკები.
-რამე მითხარი?-სარკეში ჩავიხედე და სულ თეთრი ვიყავი.
-ვინ მოგწერა მაჩვეენე აბა!
-არავინ!
-კრის ტელეფონი მომეცი!
-დამაებე თავი და გზას უყურე რამეს არ დავეჯახოთ!
მიკიმ მანქანა იქვე გააჩერა და მკაცრი სახით შემომხედა.
-შენი ნებით მომცემ ტელეფონს თუ ძალით წაგართვა?
-სკოლაში დაგვაგვიანდება და არავის არ მოუწერია!
-თუ არავინ მოგწერა აბა რა დაგემართა?
-რა დამემართა?არაფერი არ მომსვლია ჩვეულებრივად ვარ.
-სერიოზულად?ფერი დაკარგე და რაღაც პერიოდი საერთოდ არც სუნთქავდი.
-ბიოლოგიის რვეული სახლში დამრჩა და ხომ იცი როგორი მკაცრი მასწიც მყავს!-პირველი რაც თავში მომივიდა ის ვუთხარი.
-მაშინ უკან მივბრუნდეთ!-გამომცდელი სახით შემომხედა.
-თითქმის მივედით და იყოს,დაგვიანება არ მინდა.დასვენებაზე დავწერ დავალებას სხვა რვეულში და ეგაა!
-მაინც ვნახავ შენს ტელლეფონს.-ნაწყენი ხმით მითხრა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
თავს ცუდად ვგრძნობდი,რომ მიკი მოვატყუე.აქამდე მისთვის არაფერი დამიმალავს.თუმცა არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა:იცი მიკ,მე ტელეპორტაცია შემიძლია და გუშინ ნიკ ჰელმტონის ოთახში შევიპარე.მეგონა,რომ ეძინა,მაგრამ თურმე იტყუებოდა და რაც ვუთხარი ყველაფერი ესმოდა.ახლა კი მწერს რომ სან-ფრანცისკოშია და ჩემთან ლაპარაკი უნდა.ეს,რომ მეთქვა სავარაუდოდ სიცლით მოკვდებოდა და როდესაც დარწმუნდებოდა,რომ არ ვიტყუები არ მინდა წარმოდგენა როგორ მოიქცეოდა.
მთელი გზა არც ერთს და არც მეორეს ხმა არ ამოგვიღია.ბოლოს როგორც იქნა სკოლაში მივედით.
-სახლშიც მე წაგიყვან და დამელოდე.-მითხრა როდესაც მანქანიდან ჩავედი.
-იყოს ავტობუსით წავალ.
-გითხარი მე წაგიყვანთქო.გაკვეთილებს,რომ მორჩები დამირეკე.ვარჯიშზე მივდივარ მე.
-შეხვედრამდე მაშინ.
„აბაა რა მოიფიქრე?“-ისევ ნიკი იყო.
სმს-ის მიწერას დარეკვა ვამჯობინე.შეტყობინების წაკითხვას მიკი შეძლებდა,ხოლო თუ რა ვილაპარაკე,ვერ გაიგებდა.
-დილამშვიდობის კრის.
-შენთვისვე სჯობს მშვიდობიანი დილა იყოს.რა გინდა?
-გუშინ საღამოს ასეთი უხეში არ იყავი!
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ.-თავი მოვიკატუნე.
-არ მეძინა კრის,არა.ვიცი,რომ შენც ჩემნაირი ხარ და მინდა ამაზე ვისაუბროთ,რათქმაუნდა თუ ეს შენც გინდა.ახლა სკოლის უკან ეზოში ვარ მანქანით და იქ მოდი.
არ ვიცოდი რა მექნა.მის წინადადებას დავთანხმებოდი,თუ გამეთიშა და სკოლაში შევსულიყავი. დარწმუნებული არ ვიყავი,რომ მასთან საუბარი სწორი იქნებოდა.
-აქ ხარ?-მკითხა როდესაც პასუხი დავაგვიანე.
გადავწყვიტე,რომ მასთან მესაუბრა.თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა კარგ მეგობარს შევიძენდი,რომელთანაც ჩემი ძალების დამალვა არ მომიწევდა.მაგრამ თუ ყველაფერი ისე არ ჩაივლიდა როგორც დავგეგმე,ყველაფერი ისე დარჩებოდა როგორც ადრე იყო.შთაბეჭდილების მოსახდენად გადავწყვიტე მის მანქანაში ტელეპორტაციით მივსულიყავი.
როდესაც მის მანქანაში გავჩნდი,შიშისგან ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და სავარძლის ქვეშ შევარდა.
-არ შეგეძლო ნორმალური ადამიანივით მოსულიყავი?-წინ დაიხარა და მობილურის გამოღებას ცდილობდა.
-მე ასე მირჩევნია.
-კარგი,როგორცაა.ჩემი ოთახი როგორ მოგეწონა?
-კალათბურთელების პლაკატები მომაკლდა.დანარჩენი ყველაფერი საკმაოდ კარგი იყო.
-მაგას თავისი მიზეზი აქვს.
-რა მიზეზი?
-მაგას კაფეში მოგიყვები ჩემს ისტორიასთან ერთად.-როგორც კი ეს თქვა,მაშინვე მანქანა დაძრა.
-სად მივდივართ?-გაკვირვებულმა ვკითხე.
-მანქანაში ყველა დაგვინახავდა,თან სკოლაში.მირჩევნია უფრო წყნარ და მყუდრო ადგილზე ვისაუბროთ.
-სადაა ეს მყუდრო და წყნარი ადგილი?არა მგონია აქაურობას კარგად იცნობდე.
-სამაგიეროდ შენ იცნობ.
-„Alamo Square“ წესით შესაფერისი ადგილი ადგილი უნდა იყოს.
-გამიგია მაგ ადგილის შესახებ,მაგრამ გზა არ ვიცი.
-სკოლაში რომ მოდიოდი წესით უნდა შეგხვედროდა.დაახლოებით ას მეტრში მოედანია და იქ შეძლებ მანქანის დატრიალებას.შემდეგ კი სულ პირდაპირ ივლი.როდესაც მივალთ გეტყვი.
-სკოლაში მიკის მოჰყავხარ ხოლმე?
-ძირითადად ავტობუსით დავდივარ
-დავინახე დილით მან, რომ მოგიყვანა.
-ხომ ხშირად ეგ პატივიც მაქვს ხოლმე.
-შენი ძალების შესახებ იცის?
-ერთადერთი ხარ ვინ იცის.
-ოუ.-სახეზე ღიმილმა გადაურბინა.-და რატომ მე?
-აუცილებელი არაა ყყველაფერი იცოდე.
-ანუ არავინ არ ვიცის?
-ხომ გითხარი,რომ არა და რამდენჯერ გავიმეორო?
-ოდესღაც გაიგებენ სიმართლეს და დამიჯერე ეს რაც უფრო მალე მოხდება მით უკეთესი.
-რატომ?
-პირადი გამოცდილებიდან გეუბნები.თავს უფრო მშვიდად იგრძნობ,როდესაც არაფრის დამალვა მოგიწევს.მაშინ უფრო თავისუფლად შეძლებ შენი ძალების გამოყენებას და მათ გაუმჯობესებასაც შეძლებ.
- და შენი ამბის მოყოლას როდის აპირებ?
-მაშინ როდესაც პარკში მივალთ.
-მაშინ შეგიძლია დაიწყო,რადგან ის უკვე ჩვენს წინაა.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან კარგია და თავები გაზარდე აუცილებლად იცოდე

 


№2  offline წევრი black qveen18

ანი ანი
ძალიან კარგია და თავები გაზარდე აუცილებლად იცოდე

გავითვალისწინებ blush

 


№3 სტუმარი გცფ

როდის დადებ

დავიღალეეე.... დადეებ დღეს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent