შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი? ( X თავი )


25-03-2019, 00:33
ავტორი shany shany
ნანახია 1 310

თხრობას ვაგრძელებ გიგა გასვიანის საქართველოდან წასვლიდან ერთი წლის შემდეგ. წარსულის ფრაგმენტებით.
--
აპრილი იწურება უკვე. მიუხედავად იმისა რომ მზე დიდიხანია ჩავიდა, მაინც ჭარბად ტრიალებს სითბო ჰაერში. არც სიცხემ უნდა შეგაწუხოს და არც სიცივემ წესით. მხოლოდ ქვის სკამზე მჯდომარე გოგონა მობუზულა და ერთი ადგილისკენ იყურება, დანამდვილებით კი ვერავინ იტყვის რომ რამეს ხედავს. მე კი მგონია რომ ის იმდენ რამეს ადევნებს თვალს რაც სხვისთვის წარმოუდგენელიცკია . ორი წლის წინ გადავარდნილა მოგონებებში და შორიდან უყურებს საკუთარ თავს.
,,29 აპრილი- ეს დღე სიცოცხილის ბოლომდე ემახსოვრება. სწორედ ამ დღეს, ორი წლის წინ, გაბრიელ ლიპარტელიანი პირველად გამოუტყდა სიყვარულში, მოულოდნელი იყო მისთვის თქო ვერ გეტყვით. უბრალოდ იმდენად სასიამოვნო იყო ამის მოსმენა ვერ აგიღწერთ. თვალწინ უდგას საჭეზე ჩაფრენილი გაბრიელი, ქალაქში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და მანქანებს გვერდს ოსტატურად უვლიდა. ანნა კი მშვიდათ იჯდა მის გვერძე და რაღაცის მოლოდინში თვალებს ლამაზად აცეცებდა. ბოლოს კი ხმა გაიგო, ის სანატრელი სიტყვებიც და უფრო მეტიც კი
⁃ ანა... არ ვიცი საიდან დავიწყო, არ მეხერხება რომანტიკა, ვიცი რომ იცი რის თქმასაც ვაპირებ მაგრამ ეს იმდენად მანერვიულებს, იმის მაგივრად რომ გითხრა რა ძალიან მიყვარხარ სისულეელეებს ვროშავ
⁃ გაბრიელ...
⁃ ვიცი ვიციი... ასე არ მინდოდა, უბრალოდ იცოდე, დარწმუნებული იყავი რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე შენ მეყვარები
⁃ მეც
⁃ ეგოისტი ვარ, იმაზე მეტად ვიდრე გგონია... შეეენც?? კარგია.. ღმერთო რეებს ვბოდავ...
⁃ გაბრიელ სიჩქარეს მოუკელი
⁃ ჰაა?? აჰამ კაიი.. მართალიხარ
⁃ ისუნთქე - ახლა გაიაზრა რომ უჰაერობა ჰქონდა და გული ყელში ებჯინებოდა
⁃ ახლა მგონია რომ მე ვარ პატარა თინეიჯერი ბოჭი. მომეშვა თითქოს, რომ გითხარი
⁃ გაბრიელ... ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ
⁃ მიყვარხარ და მაპატიე ყველა სიტყვა რომლითაც გატკინე
⁃ გთხოვ აღარ გაიხსენო, მე არცკი მახსოვს ხომ ხედავ
⁃ ახლა მართლა შეყვარებულები ვართ. სანდროს დაცინვას ვერ ავცდები
⁃ სანდროსთვის დიდიხანია წყვილი ვართ- ცოტა არაორდინალურად გამოვიდა ყველაფერი, ემოციები ორივეს ჭარბად ჰქონდათ, ანნას იმდენად უბრწყინავდა თალები მთელ სალონს ედებოდა, გაბრიელმა მანქანაც გააჩერა, სუნთქვის დაწყნარებას ცდილობდა, ბოლოს ანნას ღიმილზე მიეყინა მზერა, არ ახსოვს როგორ, როდის აკოცა, უბრალოდ მისი ტუჩები თავისაში მოიქცია და დიდხანს არც მოშორდებოდა ანნას უმოქმედობა რომ არ ეგრძნო, დაიძაბა, ასეთი მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო, გასწორდა წელში, ერთი ღრმად ამოისუნთქა და სიტყვებიც ამოაყოლა "მაპატიე"
რა უნდა ეპატიებინა? შეყვარებულს რომ აკოცა? გგონიათ ანნა წინააღმდეგი იყო? უბრალოდ არ ელოდა, წამიერად გაიფიქრა "ხომ შეიძლება პირველი კოცნა იყოს ეს?" ძალაუნებურად პარალელს ავლებდა გასვიანთან და ეს ძალიან აბრაზებდა საკუთარ თავზე, ბედნიერია, საყვარელ ადამიანს უყვარს, მეტი რა უნდა? ამოიგდოს ის წლები თავიდან ხომ შეიძლება მაგრამ არა! ყოველჯერზე გონებაში გაიელვებს ერთი მომენტი და ბედნიერებაც ნელდება. ისევ გაბრიელზე კონცენტრირდა, ისეთი კარგი იყო ახლა... მის ტუჩებს დააკვირდა, უცბათ მიიღო გადაწყვეტილება და მისკენ გადაიხარა, გამოუცდელად, ნაზად, შეახო ტუჩები, სხეულში უცნაური სითბო ჩაეღვარა, თითქოს ნაცნობი და თან უცნობი"- გახსენებაზე ტანში გააჟრჟოლა, ენატრება, ტკივილამდე არა, სიკვდილამდე ენატრებდა. სულს გაყიდდა იმ დროის დასაბრუნებლად. არაფრის შეცვლა უნდოდა, უბრალოდ მისი სითბო ეგრძნო, თუნდაც წუთიერად ოღონდ ეგრძნო " ასე როგორ გამიმეტე? როგორ შეძელი ასე მოქცევა, ვერ გპატიობ, ვერ გაპატიებ, არ ვარ ამდენად ძლიერი, ვერ გაპატიებ..."- ბუტბუტით იმეორებდა, საკუთარ ხმას უკვე დიდიხანია ვეღარ ცნობს, ვერც ხმას და ვერც საკუთარ თავს. მაზოხისტურად არ წყვეტს იმ დროზე ფიქრს როდესაც ბედნიერი იყო. ის ხომ უდიდეს ტკივილს გვრის, მაგრამ მაინც, მხოლოდ ეს შეუძლია, ატრიალოს კადრები მის გონებაში.
" - გაბი, გცალია?
⁃ სახელოსნოში ვარ, რახდება ანუშკი?
⁃ მმ არაფერი ისეთი, უბრალოდ პატარა საქმე მაქვს, რომ მოიცლი შემეხმიანე
⁃ კაი პატარაავ - და ტელეფონიც გათიშა, სამ წამში ისევ ახმაურდა ანნას ტელეფინი, სიცილი ვერ შეიავა მის ქცევაზე
⁃ მცალია და გისმენ აბაა
⁃ შენ და სანდრომ გამომიარეთ უნივერსიტეტში რაა
⁃ ისედაც მოვდიოდი მაგრამ ჯანდაბას, სანდროსაც გამვაყოლებ. მშვიდობა ხომ არის? კაი ხმა გაქვს რაღაც მოხდა აშკარად
⁃ ხო,?რომ მოხვალთ გაიგებ- ერთ საათში ჩვეულებისამებრ უნივერსიტეტის შესასვლელთან იდგა ლიპარტელიანის მანქანა. გოგონამაც არ დააყოვნა და სწრაფი ნაბიჯებით ჩამოირბინა კიბეები, ეტყობოდა ბედნიერებისგან ბრწყინავდა
⁃ ჩემო ქალბატონო რა ხდება შენს თავს მომახსენე- სანდროც შეეგება წამში
⁃ ჩემს თავს ძაან მაგარი ამბები ხდება, თქვენთავს კი რა მოგახსენოთ
⁃ მაშინებ
⁃ სტიპენდია ავიღე
⁃ და მაგაში რა არის გასაკვირი, თითქოს პირველად იღებდე
⁃ სანდრო დააცადე!
⁃ გაბრაზდა უფროსი ძია
⁃ ხოდა... დედამ და მამამ გადაწყიტეს სუპრიზი გაეკეთებინათ, ხოდა მაფინანსებენ ჩემი კაფე რომ გავხსნა
⁃ მოდი ჩემთაან- ხელები გაშალა ლიპარტელიანმა, ისე ძლიერად მოეხვია სულ დაიკარგა მის მკლავებში, თან შუბლზე კოცნიდა და ხელის გაშვებას არც აპირებდა სანდროს რომ არ გამოეგლიჯა
⁃ დამაცადე მეც მივულოცო, არ დაგავიწყდეთ ჯერ მე ვიყავი თქვენს ცხოვრებაში და მერე თქვენ ერთმანეთთან- ანნა კი ბედნიერებისგან ანათებდა, ყველაფერი უბრალოდ იდეალურად იყო მის ცხოვრებაში
⁃ და ჩვენთვის რატომაა ცუდი ამბავი- ბერიძეს გაახსენდა უცბათ
⁃ იმიტომ რომ თქვენც ჩემთან ერთად მოგიწევთ სირბილი, ადგილის სანახავად, და შემდეგ მის მოსაწყობად... იცით რა დღეში უნდა ჩაგყაროთ?
⁃ მე ვირბენ შენთან ერთად, სანდრო ზედმეტი იქნება
⁃ უკაცრავად? განმარტოვება თუ გინდა თქვი ბარემ, ანნამ ორივეო, გემივნებიანი ადამიანის რჩევაც ხომ სჭირდება
⁃ და ეგ გემოვნებიანი შენ ხარ?
⁃ ჰმ... რათქმაუნდა.. შენ მარტო გოგიებში გაქვს გემივნება, გოგოებში რაა... გოგოში, თორე ანნამდე მაგაშიც ბანძი იყავი
⁃ სანდრო!
⁃ ოჰოო გაბიი საინტერესოა აქამდე როგორები მოგწონდა
⁃ ძალიან გაინტერესებს პატარავ?
⁃ კი რატომაც არა
⁃ კაი მერე განახებ რამდენიმეს, შენცკი თითებს ჩაიკვნეტ ისე გემრიელად გამოიყურებიან
⁃ შენ გირჩევია ადგილის მოძებნა დაიწყო- ხასიათი გაუფუჭდა უნებურად, იეჭვიანა და რა ქნას? განა არ იცის რომ ხუმრობენ ბიჭები მაგრამ სხვისი წარმოდგენა გაბრიელის გვერდით ზარავს. არ იყო მისი შემორიგება მარტივი, ხან იმდენს აწვალებდა ბიჭს თავადაც უკვირდა მისი გამძლეობა. უბრალოდ ტკბებოდა მისი ყურებით, რა ხერხს აღარ იყენებდა ხოლმე მაგამ ანნას გატეხვა არცისე მარტივი იყო როგორც სხვებს ეგონათ. ამჯერად გაუმართლა ბატონ ლიპარტელიანს, ალბათ კაფის ამბავმაც უშველა, რამდენიმე წუთიანი ჩახუტება და უძრავად დგომა საკმარისი აღმოჩნდა გაბრიჭიძის მოთაფლისთვის. სანდრო კი უკვე შეჩვეული მსგავს სცენებს, მოთმინებით ელიდა წყვილს მანქანაში"- ჩახუტება მინდა, ბევრს ვითხოვ? მაგრამ ამბოლოდროს შენგან იმდენ რამეს ვითხოვ... ყველას შეუძლებელს.. ვერ გაპატიებ, მარტივი სურვილების შეუძლებლად გადაქცევას, ვერ გაპატიებ...ეგოისტო!- ბოლო სიტყვა ხმამალა ამოიხავლა, თითქოს ხმას მიაწვდნენდა- სასტიკი ხარ! ეგოისტი! რატომ არ წყვეტ ჩემს მოკვლას, თუ მკლავ ფიზიკურად მომკალი, სულიერად უკვე ბევრჯერ გააკეთე ეგ, გთხოვ... გთხოვ მომკალი, დამასვენე... გთხოვ... გთხოვ...- თვალების გახელა უჭირდა, ტირილისგან დასიებულ ქუთუთიებში მკრთალად ანაებდა მწვანე, შემდეგ მთლად სიბნელემ მოიცვა ყველაფერი და მხოლოდ იმის გაფიქრება მოახერხო რომ მისი თხვნა შეისმინა.

სანამ თვალებს გაახელს ჯერ შეგრძნებები უბრუნდება. მთელი სხეული სტკივა, თავი საშინლად აქვს დამძიმებული. ეზიზღება ეს მომენტი. უკვე მერამდენედ არის მსგავს სიტუაციაში ამბოლო დროს. ისევ იმედგაცრუება იპყრობს, შეცდა, ამჯერადაც შეცდა, არადა როგორი იმედი ჰქონდა რომ შეძლებდა დასენებას. თვალებიც გაახილა და ნაცნობი თეთრი ფერები თვალში ცუდათ მოხვდა. ეზიზღებოდა ეს გარემო, ეს ოთახიც კი გაბრიელს ახსენებდა, პირველად ავარიაში რომ მოხვდა, ისე მძიმედ იყო... ექიმები გაოცებულები იყვნენ საერთოდ ცოცხალი რომ გადარჩა, უგონოდ მყოფი იწვა პალატაში და უამრავ მილზე შეერთებული ხრიალით სუნთქავდა, ახლაც კი ყურებში ჩაესმის მისი სუნთქვის ხმა, შემდეგ ისევ სიბრაზე იპყრობს და თავზე იჭერს ხელს. ტკივილი უორმაგდება და ტვინს საშუალებას არ აძლევს მოგონებებში იფრინოს. შემდეგ ყველაფერი მსუბუქდება, თვალების დამორჩილებაც უჭირს და ეხუჭება.
" იმ საშინელ ადგილას დგას,უამრავი ხალხი ირევა, თვალებით სანდროს ეძებს, ვერ ხედავს მაგამ დარწმუნებულია რომ მის უკან დგას და მშვიდდება. სარბოლო ტრასაზე ათიოდე მანქანა სწრაფად მოძაობს, ცდილობს გაბრიელი დაინახოს,მაგრამ ვერსად პოულობს, ხმაურში მკვეთრად იკვეთება ბრახუნის ხმა და რამდენჯერმე მეორდება, მის მიმართულებით გახედვა აშინებს, თითქოს იცის რაც შეიძლება დახვდეს იქ. შემდეგ კადრი წყდება და ახლა უკვე საავადმყოფოს პალატაშია, ვერ ხვდება იქ როგორ აღმოჩნდა, ლოგინზე უცხო სხეულია, ვერავის ამსგავსებს მაგამ მისი მდგომარეობის დანახვა აღუწერელ ტკივილს გვრის. არ უნდა იმის დაჯერება რომ ეს უცხო სხეული გაბრიელს ეკუთვნის, სუნთქა უჭირს, ცდილობს პირი გააღოს და ჰაერის ნაკადი შეისრუტოს მაგრამ ვერ ახერხებს, სხეული არ ემორჩილება. შემდეგ შეხებას გრძნობს. ნაცნობ ხმასაც არჩევს და ნელნელა რეალობას უბრუნდება. თვალებს ისევ ვერ ახელს მაგრამ ეს ხელს არ უშლის ცრმლებს ჯებირები გადმოლახოს. - ისუნთქე, გთხოვ, ჩემთან დარჩი, შენ მაინც დარჩი... -ყურთან ეჩურჩულება საყვარელი ხმა და მის ტუჩებსაც გრძნობს შუბლზე, შემდეგ ისევ სიბნლე და ამჯერად ღრმა ძილი ართმევს თავს.



№1  offline წევრი Liziko27

როგორ გამიხარდა ახალი თავი:*:*:**

 


№2 სტუმარი ნათია41

შემოგიერთდით. გიგა საოცრად მომწონს ეგოისტი არაა სხვა უფრო ცუდად მოიქცეოდა გაბოროტდებოდა. მან კი ანნას ბედნიერება არჩია. ღირსეული საქციელია. თუნცა შვებას ნარკოტიკში რომ ეძებს ცუდია. აი გაბიმ კი რბოლის სიყვარული ვერ დათმო და გააუბედურა გოგო არადა იცოდა რაც იყო ბოლო. მოუთნწნლად ცელი შემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი Maia G.

როგორ მიხარია,რომ აღმოგაჩინე❤ყველა თავი ეხლა ჩავიკითხე,არაჩვეულებრივი ხარ.იმხელა ემოცია დამიტოვა ამ ისტორიამ,რომ უკვე მოუთმენლად დაგელოდები.❤❤❤❤

 


№4  offline წევრი shany shany

ნათია41
შემოგიერთდით. გიგა საოცრად მომწონს ეგოისტი არაა სხვა უფრო ცუდად მოიქცეოდა გაბოროტდებოდა. მან კი ანნას ბედნიერება არჩია. ღირსეული საქციელია. თუნცა შვებას ნარკოტიკში რომ ეძებს ცუდია. აი გაბიმ კი რბოლის სიყვარული ვერ დათმო და გააუბედურა გოგო არადა იცოდა რაც იყო ბოლო. მოუთნწნლად ცელი შემდეგ თავს.
გეთანხმები, გიგა გაიზარდა და მიხვდა რა აჯობებდა ანნასთვის, გაბრუელს ვერ გავამტყუნებ, ალბათ ყველა მასავით მოვიქცეოდით, ჩემი აზრით. არ დაგვავიწყდეს ისიც რომ ანნას ულამაზესი ორი წელი აქვს გატარებული მასთან. მისი ნედნიერწბის მიზეზი იყო

 


№5 სტუმარი Melusi

Zalian kargi istorias magram am tavshi raxdeba ver gavige gabrieli mokvda?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent