შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი 9)


25-03-2019, 15:23
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 1 258

დავიგვიანე დიახ დიახ.მაგრამ იმედია მოგეწონებათ.მჭირდებით ძალიან,ჩემო ტკბილებო.და კიდევ რაც შეეხება თხოვნას ეს რეალობაა ჩემო კარგებო.
...
პ.ს.მინდა გთხოვო დააჭირო ჩემს პროფილს და წაიკითხო ახალი ჩანახატი...წერილი შენ .(ჩანახატი 24 საათში დაიდება)
......



ულამაზესი ღამე იყო.პირველად ვნახე ვარსკვლავებით მოჭედილი ციდან თოვლი რომ მოდიოდა.ეს საოცრება აბასთუმანში ხდებოდა.დიდხანს ვისხედით და ვუყურებდით არემარეს,ბევრი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისათვის,უბრალოდ ამ სიყვარულით ვტკბებოდით.მხოლოდ დიდი დუმილის შემდეგ მითხრა იოანემ.
-თათია...
მიყვარხარ და მანამდე მეყვარები სანამ ცაში ვარსკვლავები იარსებებენ,სანამ იარსებებს სამყარო,სანამ ვიარსებებთ ჩვენ ადამიანები.ერთი ექიმისათვის ეს სიტყვებიც ზედმეტი რომანტიკაა-გაეცინა-მაგრამ ასეა.
გამეღიმა,თვალები ცრემლით ამევსო
-ცხოვრებამ ბევრი რამ და ბევრი ვინმე წამართვა..მაგრამ ღმერთს მადლობას ვუხდი რომ შენი თავი გამომიგზავნა.
-იოანე...-მადლობა..მადლობა,რომ მასწავლე როგორ უნდა მყვარებოდა ადამიანი.
აქამდეც შენიშნავდით ერთმანეთისთვის სიტყვა მიყვარხარ არ გვითქვმს.ჰო,ეს იყო სიტყვა,რომელსაც თითქმის არასოდეს ვიყენებდით.იცით რა არის წრფელი და ნამდვილი სიყვარული?ის,რომ ადამიანი ყოველი წამის მეასედში გაგრძნობინებს,რომ მისთვის ყველაფერი ხარ მზერით,გამოხედვით,ღიმილით,სახელის წარმოთქმით და არა მხოლოდ სიტყვებით.ის ხომ სრულიად უსარგებლოა თუკი ცარიელი და ზერელედ წამოსროლილია.ჩემთვის მისი ერთი შემოხედვა ბევრად უფრო მეტია,ვიდრე ვიღაცის ყოველ წამს ნათქვამი „მიყვარხარ“.რა საოცარია როცა ვინმეს თვალები,ღიმილი და მზერა სიცოცხლის ძალას გაძლევს.
რა საოცარია როცა იცი რომ ქვეყნის დასასრულის ბოლო წამსაც კი,მან რომ შემოგხედოს,ცალყბად ჩაიღიმოს და ხელი მოგკიდოს შენთვის ეს დასასრულიც ლამაზი იქნება.მე?მე არასოდეს ვყოფილვარ რომანტიკოსი,არც პრინცზე არ მიოცნებია არასდროს,არც სიყვარულს ველოდებოდი მაგრამ ღმერთმა მარგუნა ეს მოულოდნელი სხივი ჩემს სევდიან ცხოვრებაში.მე ბედნიერი ვარ რომ იოანემ შეძლო და მასწავლა სიყვარული.და ახლა,როდესაც მაღალი სისწრაფით მივქრივართ თბილისისაკენ,სადაცაა გათენდება,ხელი მაქვს მისთვის ისე ჩაკიდებული თითქოს რომ გავუშვა გადავვარდები,წავიქცევი,დავიკარგები!ვფიქრობ ჩემი მშობლები როგორი ბედნიერები იქნებოდნენ,რომ ენახათ იოანე ჩემს გვერდით.მამა ყოველთვის იმას ამბობდა ჩემი შვილი ღირსეულ ადამიანს თუ არ გაჰყვება ჩემი სული ვერც აქ და ვერც იქ ვერ გაიხარებსო.ძალიან მომინდა მათთან წასვლა იმ წამს,ძალიან.
-იოანე შეიძლება ერთ ადგილას წავიდეთ?
-სადაც გინდა.
-კარგი...
უკვე გამთენიისას თბილისის სასაფლაოზე ვიყავით.მივადექი ჩემი მშობლების საფლავს.იცით თავიდან ვერ მოვდიოდი აქ,მერე მოვდიოდი მაგრამ იშვიათად,რადგან დიდ ტკივილს მაყენებდა მათი ასე ნახვა.თანთათან კი მოვუხშირე აქ სიარულს რადგან მენატრებიან და თუმდაც ასეთი ფორმით მინდა ახლოს ვიყო მათთან.როგორც ყოველთვის თვალები ცრემლით ამევსო,არასოდეს ხმამაღლა არ მილაპარაკია საფლავთან მაგრამ ახლა მომინდა მელაპარაკა.
-ნეტავ ახლა ცოცხლები იყოთ და იოანეს ისე გაცნობდეთ.
იოანემ ხელი გადამხვია და გვერდით მომიჯდა.
-ნეტავ.-შუბლზე მაკოცა-შენი აზრით მოვეწონებოდი?
-თანაც როგორ..დედა იამაყებდა რომ ექიმი შემიყვარდა,მამა კი..მამა ყველაზე ბედნიერი იქნებოდა რომ შენნაირი ადამიანია ჩემთან.პატარა ვიყავი მაგრამ ამაზე საუბარი უყვარდა,თითქოს გრძნობდა რომ ვერ მოესწრებოდა.სულ იმას ამბობდა ძალიან უნდა უყვარდეს ჩემი გოგო თორემ არ გავატანო.დე,მა არცმე მჯეროდა მაგრამ ეს დღე დადგა,ერთად მოვედით,განა მოვიყვანდი ადამიანს რომელშიც ეჭვი მეპარება?
გამეღიმა..იოანე მომეხვია
-აქ ვდებ პირობას,შენი მშობლების წინაშე,რომ არასროს დაგტოვებ და ყოველთვის ისე მეყვარები როგორც ახლა.ჩემი ცხოვრებას აზრი მიეცი და ამას არ დაგიკარგავ.
ვტიროდი,მის მხარზე ვტიროდი.ვტიროდი ჩემი მშობლების გამო,ლიზას საქციელის გამოც,მე ხომ მართლა ვერ დავივიწყებ მას,ჩემი ქმედება გარეგნული შეფუთვაა და სხვა არაფერი.გული მეწვის,საშინლად მეწვის,ნეტავ თუ განელდება ეს ცეცხლი.ცრემლები შევიმშრალე და იქიდან წამოვედით.
-დღელ ლექციები გაქვს?
-არა,დღეს დავისვენებ.
-კარგს იზამ,თავს გაუბრთხილდი რა
-კარგი კარგი ვეცდები
მანქანიდან გადმოვედი და ზემოთ ავედი.
სახლში რომ შევედი ერეკლე დამხვდა,დივანზე ეძინა მაგრამ კარის ხმაზე გაეღვიძა.
-თათია,გათენდა უკვე
-ჰო დაგირეკე
-ჰო,მაგრამ მაინც გათენდა!-გაეცინა-მოდი,მოდი აქ დაჯექი.
მასთან დავჯექი და ამოვისუნთქე.
-სად იყავით?
-აბასთუმანში,ძალიან ლამაზია იქაურობა.
-ჰოო..
-ნუ მივლი შორიდან ერე,მითხარი,მკითხე ლიზაზე.კი ველაპარაკე!
-მართლა?-წარბი ასწია და შემომხედა-მერე რაო,რა დამემართაო.
-არაფერიო-მხრები ავიჩეჩე-ზუსტად ასე თქვა,არაფერიო..
-არაფერიო-გაიმეორა ერეკლემ და სახეზე ბრაზი მოედო,ეცადა დაემალა-შენ რა უთხარი
-წარმატება ვუსურვე მომავალში.
ერემ წარბები შეკრა
-კაი კაცო!მასეა საქმე?
ჰმ..როგორ იცნობს ჩემი ხასიათის ყველა წვრილმანს,მიხვდა ეს რასაც ნიშნავდა.
თავი დავხარე და დავაქნიე.
-არ მინდოდა ასე მომხდარიყო ერე,ლიზა ჩემთვის ყველაფერი იყო.მის გარეშე ცხოვრებაზე არც კი მიფიქრია.ასეთი რა დავუშავე?ასეთი რა მოხდა რომ ვერ გავარკვიეთ?ან იმათში რა ნახა ისეთი რაც მე ვერ ვაჩვენე?
-მე მოწმე ვარ თქვენი ურთიერთობის თათი,რამე რომ დაგეშავებინა მე მაინც არ გამომეპარებოდა.უბრალოდ ასე არჩია,წავიდა და სხვებთან დაიწყო სიარული.არმინდოდა ეს შენთვის მეგრძნობინებინა,შენს თავს ვფიცავარ მაგრამ ძალიან ვბრაზობ მეც.ვინც შენ ვერ გაფასებს არმინდა მასთან იყო მეც რომ ვიყო.
-ერე-ჩავეხუტე თან ცრემლებს ვიკავებდი.-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა.რა კარგია მამამ შენი თავი რომ მაჩუქა!შენ ხომ არასდროს წახვალ არა?
-სად წავალ გოგო,ვერ ეღირსები!
ორივე ვიცინოდით მაგრამ გულზე გვაწვა უმოწყალო წარსული,უბედური დღეები და ერთმანეთის დარდი.ეს უკანასკნელი იმედის სხივი იყო,ერთმანეთი მაინც გვყავდა სხვა თუ არავინ.
-წადი ახლა და დაიძინე.ძალიან დაღლილი და უძილო ხარ.
ოთახისკენ რომ მივდიოდი მისი ხმა დამეწია
-მამაშენმა რა გვასწავლა?
ცხოვრებაში ყოველთვის წინ იარეთ,ვინც გადაუხვევს მას მაქსიმუმ შეხედეთ,შეჩერება არც გაბედოთ თორემ დაეცემითო.
რომ გაიღვიძებ შენიშვნა აღარ დამჭირდეს!
გამეღიმა.
......
დავიძინე.
მეძინა.
დიდხანს მეძინა.
მაგრამ გავიღვიძე.
ავდექი და სიარული დავიწყე.
ჰო,გზა გავაგრძელე.
რა უცნაურია ადამიანი,ასეთი დიდი ღალატისა და იმედგაცრუების შემდეგაც ყველაფერს ეგუება.
......
უკვე საღამო იყო რომ გავიღვიძე.სახლში მარტო ვიყავი.ოდნავ უკეთ ვგრძნობდი თავს,ყავა დავისხი და აივანზე გამოვედი.უკვე მარტია,გაზაფხულია,ოდნავ სიცივეა მაგრამ კარგი ამინდია.ტელეფონის ხმა მომესმა და სახლში შემოვედი.ბებო მირეკავდა,დიდხანს ვილაპარაკეთ.როგორ მიყვარს მასთან საუბარი.დედას მახსენებს.მისაყვედურა აღარ მნახულობო,დამივიწყეო არადა როგორ შეიძლება ის დავივიწყო.ვიფიქრე და რადგანაც უნივერსიტეტში ცოტახანს დასვენება მაქვს და თან აქედან წასვლაც მინდა გადავწყვიტე მასთან წავიდე.მეორე დილას ჩავიცვი და კლინიკაში წავედი იოანესთან,არ დამირეკავს ისე.მის კაბინეტთან მივედი და კარი დაუკაკუნებლად შევაღე.სურათი რომელიც იქ დამხვდა შემდეგნაირი იყო:იოანე იდგა ვიღაც მოკლე,ტყავის მოტმასნულ კაბიან,მაკიაჟით მოპირკეთებულ გოგოს ხელი მხარზე დაედო და ისე სათუთად უთათუნებდა...
-დიდი მადლობა ექიმო...
ეს სიტყვები გავიგე მისგან კარის შეღების პროცესში.უცებ სახელური ხელში გამიქვავდა.ორივემ მე შემომხედა.მხოლოდ იოანეს შევხედე შეშფოთებული სახით მიყურებდა.
-უკაცრავად,მე გავალ.
კარი მოვხურე და მის უკან იოანეს ხმამაღალი და ბრაზით სავსე სიტყვები-ნახვამდის!
ის გოგო გარეთ გამოვარდა და ტირილით გავიდა.კაბინეტის კარები გავაღე და იოანეც შემეჩეხა.ამოისუნთქა
-მეგონა წახვედი..
-ოჰ!ბარემ ხოარ დავაბრუნო ის გოგო და ისე წავიდე?
-კაი, აგიხსნი მეთქი გეტყვი მაგრამ..
-აუცილებლად!-მოჩვენებითი სიმშვიდით მივაჩერდი-დიდი სიამოვნებით მოგისმენ.
-თათია კარგი ახლა!ასახსნელი არაფერია
-გისმენ მეთქი.ის ფსიქიკურად ვერ იყო,კარგი ჯანდაბას!ამას რა სჭირს?შენით შებყრობილია?-ირონიით ვუთხარი.
-სხვათაშორის ეგ სერიოზული დაავადებაა!-სავარძელში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
კიდევ ხუმრობს,ღმერთო ჭკუიდან გადავალ.
-იოანე,მოთმინება აღარ მყოფნის უკვე.
-კარგი.ის არავინაა გესმის?არავინ.
-და რაუნდოდა ამ მოკლეკაბიან არავის?
-აა მოკლე კაბა ეცვა?
-შენ ვერ დაინახავდი,დეკოლტეც ღრმა იყო და იქეთ გექნებოდა ყურადღება!
-ახლა ეჭვიანობ?-გამიღიმა
-არა რასამბობ!-მეც გავუღიმე-უბრალოდ გაცეცხლებული ვარ და თუ არგინდა დავეწიო და..
-ოოო კარგი კარგი.-სიცილი აუტყდა-არგინდა!
-გეცოდება?
-აარა.ის არა.შენ რომ დაგიჭირონ მე რავქნა?
-იოანე საერთოდ არ მეცინება.მერამდენეა ეს?
-რა დაგემართა კარგი რა
-მისმინე ეს არ დასრულებულა იცოდე.მივდივარ და რამოდენიმე ხანი აქ არ ვიქნები.ჰოდა რაც გინდა ის აკეთე!
-მოიცა სად მიდიხარ?-უცებ წამოდგა სავარძლიდან
-რა მნიშვნელობა აქვს!
-თათია!
-წავედი!კარგად ექიმო-იმ გოგოს ინტონაციით ვუთხარი და წამოვედი.უკან ხმა დამაწია
-მალე გნახავ..
კი როგორარა მეთქი ჩავილაპარაკე და  გზა განვაგრძე.სახლში მივირბინე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწტე თან ვბურტყუნებდი.კიდევ რო ხუმრობს!არავინო!ვაჩვენებ არავის!
ტელეფონი ავიღე და ერეს დავურეკე.
-ჰო თათი
-ერე,რამოდენიმე დღით მივდივარ
-სად მიდიხარ?
-ლამარასთან სოფელში.გუშინ ველაპარაკე და შევპირდი ჩამოვალ მეთქი.წამოხვალ?
-აუ დღეს ვერა თათუ ბიჭებს უნდა გავყვე,მარა მანქანქანა წაიყვანე გინდა?
-მერე შენ?
-არ მინდა მე ჯერ,თუ რამეა თორნიკე აქ არაა?
-კაი მაშინ გამოვივლი.
-გასაღებს დავტოვებ აქ.
-კაი.და კიდე..იოანეს არ ეტყვი სადაც ვარ.
-რატო?რა მოხდა?
-არაფერი.არ ეტყვი ხო?
-კარგი ხო!ჭკვიანად.მომიკითხე ლამარა ბებო.
-კაი ერე.
ცოტა ხანში ერეს გავუარე და მანქანა წამოვიყვანე.იოანე მირეკავდა,არ ვუპასუხე,ცოტა ინერვიულე მეთქი.მალევე ჩავედი სოფელში.აქ იმდენი კარგი მოგონება მაქვს რომ ყველა კუთხე კუნჭული რაღაცას მახსენებს.მანქანა ჭიშკართან გავაჩერე,შიგნით შევედი ბებო მაგიდასთან იჯდა ეზოში და რაღაცას აკეთებდა.უკნიდან მივეპარე,თვალებზე ხელი ავაფარე.მაშინვე ხელები დამიკოცნა
-შენს სურნელს როგორ ვერ ვიცნობ ბებო გენაცვალოს შენ.
გულში ჩამიკრა და მეფერებოდა.
-როგორ მოხდა ბები?
-რა ვიცი მომენატრე,დავიღალე და ჩამოვედი.
-ახლა არ მითხრა უნდა გავიქცე საღამომდეო თორე გავგიჟდები!
-არა არა.ვრჩები ბე!
-დედა!ეს რა დილა გათენდა.გშია ხო ბებო?ახლავე დავტრიალდები.
-არმშია..
მაგრამ ვინ დაგაცადა,უკვე სამზარეულოში იყო.იქიდან მელაპარაკებოდა
-ბებო ერე რაუყავი?
-არეცალა
-უყურე ერთი!თორნიკე და ლიზა რაღატო არ წამოიყვანე?
გული შემეკუმშა
-თორნიკეც ერეს გაყვა.
-ლიზა ბებია?ლიზა?
ხმა არ ამომიღია,თავი გამოყო კარში ბებომ
-რა იყო ბებო?იჩხუბეთ?
გვერდზე დამიჯდა.
-ლიზა წავიდა ბებო სხვა მეგობრები ყავს უკვე-ვეცადე გამეღიმა.მოვუყევი ყველაფერი.ნაღვლიანად მიყურებდა და მერე გამიღიმა
-იცი რა ბები?ასეთი რაღაცეები ხდება,მთავარია შენ გაუძლო და გადალახო.მაგრამ მარტო რომ არ ხარ ხოიცი!მძიმე მაგრამ რას ვიზამთ.კარგად უნდა იყო ბები,კარგად!აპატიე,გზა დაულოცე და შენი გზა გააგრძელე.
...
ცოტა ხანში ზღაპრული სუფრა გამიშალა.როგორ მომენატრა მისი ნახელავი.ამასობაში დაღამდა კიდეც, მეზობლების ნახვაც მოვასწარი.ბებოს კალთაში ჩამეძინა ბოლოს,როგორ მომნატრებია ასე ძილი..გვიან გამეღვიძა.იოანეს დარეკილი ჰქონდა.ალბათ ინერვიულა,ზედმეტი მომივიდა.თან უკვე მომენატრა.
...
დილით,რათქმაუნდა მამლის ყივილი გავიგონე.მესიამოვნა ეს სიმშვიდე.ტელეფონს დავხედე არც ესემესი და არც ზარი იყო,ტელეფონი მოვისროლე,თმა ნაჩქარებას ავიწიე,ჩავიცი დაქვემოთ ჩამოვედი.უკვე სუფრა ჰქონდა გაშლილი.
-როგორ გეძინა ბებო?
-ტკბილად ბე.
წინ დამიჯდა და ვგრძნობდი რაღაცის თქმა უნდოდა და აწრიალდა.
-ბებო სხვა როგორხარ?
-კარგად ბე,კარგად
-ახალი რა არის შვილო?
-რავიცი..
-ბებო ვინ არის ის ბიჭი აა?
ოოოხხ ერეკლე.
-ვინ ბიჭი ბე?
-ოჰ კარგი ახლა.მომიყევი რა
-არანაირი ბიჭი არ არის!ერეკლეს მოვკლავ იცოდე.
-რა მისი ბრალია ერთი.წამოცდა,დღეს დამირეკა!
-ვაიმე,არ ვიცი რას ვუზამ!
-მომიყევი ახლა მიდი
წყალი ავიღე და ვსვამდი დროის გასაწელად,მაგრამ უცებ ზურგს უკან ხმა მომესმა
-გამარჯობაა
და წყალი გადამცდა,ლამის დავიხრჩვე.
-რახან თვითონ არ ყვება,მე მოვყვები!
-ვაიმე ბებო!-ლამარას აღტაცებას საზღვარი არ ქონდა-ჩუმად ჩამოიყვანე ხო ბებო?
-მე?კი როგორარა-გაოცებული ვუყურებდი იოანეს.ისეთი სიმპათიური იყო ჯინსებსა და მაისურში,თვალი ძლივს მოვაშორე.როგორ მომენატრა ამ ერთ ღამეში.ღმერთო,ეს რა გრძნობაა?ერთი გამოხედვა და ყველაფერი ქრება?სიგიჟეა რა..



ასე მაპე როგორ დაივიწყა თავისი "სიყვარული"? კი მაგრამ ის ხომ ლებოსელია? ცოტა განავრცე და ისე დაწერე, თორემ არასაინტერესო ხდება ეს ისტორია, ისე კი ძალიან მაგარია, წარმატებები

 


№2  offline წევრი მარიამი მ.ბ

სიყვარული გულს გვტკენს
ასე მაპე როგორ დაივიწყა თავისი "სიყვარული"? კი მაგრამ ის ხომ ლებოსელია? ცოტა განავრცე და ისე დაწერე, თორემ არასაინტერესო ხდება ეს ისტორია, ისე კი ძალიან მაგარია, წარმატებები



ძალიან მინდა გავიგო ეს მოთხრობა თავიდან წაიკითხეთ?ანუ პირველი თავები წაკითხული გაქვთ?რადგან არვიცი რატომ შეიძლებოდა ასე გაგეგოთ.თათია ლესბოსელი არ არის,ეს რომელი მონაკვეთიდან დაინახეთ არ ვიცი.შეწუხებული ვარ თუ ასე არასწორად გესმით.თათიამ ვინც დაკარგა ეს იყო მეგობარი,ბავშვობის მეგობარი რომელიც დაზე მეტი იყო მისთვის.ეს კარგად ჩანს ყველა თავში.თუ კიდევ რამეა დასაზუსტებელი გთხოვთ მკითხოთ,რადგან მართლა ძალიან იმოქმედა ამ არასწორმა დასკვნამ.

 


№3 სტუმარი lifeisgood

ძლივსს გვეღირსაა.ძაან საყვარელი ბებო გამოგვიჩინეე

სიყვარული გულს გვტკენს
ასე მაპე როგორ დაივიწყა თავისი "სიყვარული"? კი მაგრამ ის ხომ ლებოსელია? ცოტა განავრცე და ისე დაწერე, თორემ არასაინტერესო ხდება ეს ისტორია, ისე კი ძალიან მაგარია, წარმატებები



ვერ ვხვდები რატო მიიჩნიე მასე მართლა ოღონდ.

 


№4 სტუმარი baby

ცუდი საქციელია რასაც გვიკეთებ....7 თვე გავიდა რაც მე პირადად ველოდები გთხოოოვვ არ დატოვო ასერაააააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent