პატარძალი
ხედავთ მთაზე განლაგებულ სახლებს ? ქუჩას რომელიც აღმართს მიუყვება და ეზოებს რომლებიც მთის ფერდობზე მოუწყვიათ. ხედავთ ყველაზე მაღლა , განაპირა მდგომ სასახლესავით აღმართულ შენობას თითქოს ჩვეულებრივს , მაგრამ მაინც ციხეკოშკივით მდუმარეს და მრავლისმნახველს. ვინ იცის რამდენ ამბავს იტევს ამ სახლის კედლები , რამდენი ისტორია დაწერილა ამ ეზოში , რამდენი უბედური და ბედნიერი დღე გაატარეს იმ ადამიანებმა ახლა ასე მშვიდად რომ დააბიჯებენ . ვინ იცის რამდენ საიდუმლოს ინახავს , რამდენ ცრემლსა და სიცილს. 25 წლის შემდეგ ისევ გააჩერეს მანქანა , გადმოიყვანეს უგონოდ მყოფი გოგონა და შეიყვანეს სახლში რომელიც სულ მალე მისთვის ციხედ იქცეოდა. უკვე მეოთხე ქალი იყო ამ სახლში ძალის გამოყენებით რომ შეჰყავდათ და ვინ იცის იქნებ ბოლოც , იქნებ პირველი ვინც იმ ადგილს თავს დააღწევდა . მანქანიდან ოთხი ბიჭი გადმოვიდა, გოგონა ერთ_ერთს ჰყავდა ხელში აყვანილი . ეზოში სამი ქალი ელოდა ბიჭებს. სამი სხვადასხვა ასაკის ქალი მათგან ერთი 80წლამდე იქნებოდა , წლებს მისთვის კვალი დაეტოვებინა . დანაოჭებული სახე გაქვავებოდა და ისე უყურებდა გონება დაკარგულ გოგონას , თითქოს წლების წინ მომხდარს იხსენებდა . მის გვერდით მდგომი ქალი 60 წლის იქნებოდა , მაღალი , ქერა ქალი ჭაღარა შერეული თმითა და დიდი ლურჯი თვალებით ისიც იხსენებდა იმ დღეს პირველად რომ შევიდა იმ ეზოში . ძლივს აკავებდნენ კიოდა , გაქცევას ცდილობდა, გრძელი ნაწნავები ჩამოშლილი ჰქონდა და შეურაცხადს ჰგავდა. ოთახში რომ გამოკეტეს ყველაფერი დაამსხვრია . მახეში გაბმულ ნადირს ჰგავდა . სუნთქვა შეეკრა , უყურებდა ფერმკრთალ წაბლისფერთმიან გოგონას და ლოცულობდა მისთვის . მესამე კიდევ უფრო ახალგაზრდა იყო ,საშუალო სიმაღლის გამხდარი , სავსე მკერდით, მაღალი ყელითა და ნუშისებრი მწვანე თვალებით . გრძელი ჟაკეტი ეცვა შავ შარვალზე და ყბებდაჭიმული ანთებული თვალებით უყურებდა თავისსავე ასაკის კაცს რომელიც მეორე მანქანიდან გადავიდა იმ წამს. უყურებდა , კბილებს ერთმანეთზე აჭერდა და მუშტები ისე ჰქონდა შეკრული ფრჩხილები კანში ერჭობოდა. _თარაში რომ მოვა შენ დაელაპარაკები _ კაცი როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე უთხრა და ზურგი აქცია _ ზემოთ აიყვანეთ , თარაშის საძინებელში . დედა , გარეთ ცივა სახლში შევიდეთ _ პირველი წავიდა წინ. სახლი ახმაურდა, ისევ იგივე ამბავი ხდებოდა. ისევ მოიტაცეს ქალი კიდევ ერთ ოთახში იცხოვრებდა ახალი წყვილი ახალი გრძნობებით. კაცები მისაღებში ისხდნენ, მშვიდად საუბრობდნენ შემდეგ დალოცეს წყვილი და მიმოიფანტნენ. ყველა სადღაც წავიდა მხოლოდ ოჯახის უფროსები დარჩნენ . ყველა ელოდა თარაშის დაბრუნებას _არ გაპატიებთ ! _მეც ასე მეგონა , მაგრამ რამდენი წელია სარეცელს ვიყოფთ _შენ მე გიყვარდი... ამომიჩემე . თარაშს არ მოსწონს ეს გოგო _საერთოდ აღარ მოსწონს მაგას ქალები და გინდა რომ ყველამ ილაპარაკოს? _ტყუილია და შენ ეს კარგად იცი! _გეყოფათ _მოხუცმა კაცმა ჯოხი დაჰკრა იატაკს და ყველანი გააჩუმა. მერე ორივე ხელით დაეყრდნო ხის ჯოხს და ოჯახისწევრებს გადახედა _ ასე იყო საჭირო და საუბარს აზრი აღარ აქვს. სანამ გოგოს მშობლები მოვლენ ის ბიჭი მოიყვანეთ აქამდე და იცოდე ვერაფერს მიიღებს ჩემგან თუ შეგვარცხვენს და უარს იტყვის ამ გოგოზეც _ბაბუა თარაშმა ის ნიშნობა იმიტომ ჩაშალა, რომ ის გოგო არ იყო მისი სწორი _ჩვენ შეგვეშალა რძალო? _თარაშის რეპუტაციას არავის შევალახინებ და ყველამ კარგად იცით ეს _ მწვანე თვალები აენთო ქალს _შენი გამოსვლები ყველამ კარგად ვიცით ... თუ არ გინდა შენს მაზლს დავუტოვო ყველაფერი ისე ქენი რომ მალე მათი შვილი ვნახო , თორემ შენც დაკარგავ ყველაფერს და შენი ქმარიც! თინა წავედით ... წამალი უნდა დავლიო , ამათთან ლაპარაკის ძალა არ მაქვს _ წამოდგა და ცოლიც თან გაიყოლა. _დაველაპარაკები შვილო , შენ არ ინერვიულო . თარაშისაა ყველაფერი რაც გვაბადია _ გასვლამდე ჩუმად უთხრა მწვანეთვალებას და შემდეგ ქმარს გაჰყვა. _მამა შენ არაფერს იტყვი? _მე ქონების გამო არაფერს ვაკეთებ ხომ იცი ... თარაში მარტო აღარ უნდა იყოს . ყველა ჭორაობს მასზე და არ დავუშვებ ჩვენს ოჯახზე ამდენი ილაპარაკონ . ცოლი დაამშვიდებს სხვა საფიქრალი გაუჩნდება _იგივეს იმეორებთ რაც თქვენ გაგიკეთათ ამირანმა...დედა რატომ არაფერს ამბობ. ის გოგო მაინც არ გეცოდება ? ისედაც დაჩაგრა ცხოვრებამ და ახლა უცხო კაცის ცოლობა გაანადგურებს . ჩემს შვილს ვერ გააბედნიერებს ეგ გოგო ...მისი ფსიქიკა ისედაც განადგურებული იქნება და საერთოს არ მინდა იმ ხალხთან დამოყვრება , ნამდვილი არაადამიანები არიან _დამშვიდდი ნონა იქნებ ასე სჯობდეს ყველასთვის ... თარაშს ნამდვილად სჭირდება ვინმე ვისზეც გადაიტანს ყურადღებას და ის გოგო ნამდვილად მოახერხებს ამას . ჩემი და კოტეს თანაცხოვრება შედგა და თარაში როგორ ვერ მოახერხებს ოჯახის შექმნას _კოტეს რომ არ წაკბინოს მაინც მოკვდება არადა ორმოც წელზე მეტი გავიდა უკვე .. თითქოს მე ვიწვოდი შენი სიყვარულით _გაჩუმდი სანამ მშვიდად ყოფნას ვარჩევ თორემ გავიხსენებ წარსულს...არაფერი მავიწყდება ხომ იცი _გავგიჟდები ...შევიშლები ლევან და იცოდე ამირანის ნაცვლად შენ გაგებინებ პასუხს ჩემი შვილი რომ დაიტანჯოს იმ გოგოს გვერდით _ნონა გეყოფა , ვიცი რასაც ვაკეთებ და ყველას აზრი ტყუილად არ დაემთხვეოდა . მორჩით ახლა ისტერიკებს და ისე ქენით რომ ის გოგო დაარწმუნოთ დარჩეს ! თარაში დიდი ოჯახის პატარა წევრი იყო . განებივრებული მემკვიდრე და მაინც რთული ხასიათის მქონე ბიჭი რომელსაც ღმერთი მოსვენებას არ აძლევდა. მეამბოხე იყო მუდამ, წლების განმავლობაში არ ჩადიოდა სოფელში და საერთოდ აგიჟებდა ამირანს . სხვები უფრო ლოიალურები იყვნენ მის მიმართ . შემდეგ ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში რამაც ხასიათიც შეუცვალა და სოფელში საცხოვრებლად გადახვეწა აწ უკვე სამი წელია . ისე მოერგო მთის ცხოვრებას მთლიანად მისი ნაწილი გახდა. სახლში დროს ისევ იშვიათად ატარებდა , მაგრამ იქ ყოფნით მაინც ახარებდა ყველას . ..... გოგონა გონს რომ მოვიდა მხოლოდ ტკივილს გრძნობდა. კადრები ერთმანეთს ანაცვლებდა. გზაში მიდიოდა, ქალაქიდან ბრუნდებოდა , უკვე ღამდებოდა მანქანა რომ გაჩერდა მის გვერდით მერე გონს მოსვლა ვერ მოასწრო ისე დაიჭირეს . ფართხალებდა , ყვიროდა , ხელ_ფეხს შეუჩერებლად იქნევდა და მაინც არაფერი გამოუვიდა . მერე რაღაც მიაფარეს პირზე სახეებიც გაქრა და შეგრძნებაც დაეჯარგა. თავი უსკდებოდა, მოძრაობა ისევ უჭირდა თითქოს კუნთები ამოაცალეს. სიმძიმეს გრძნობდა და სინათლე მოქმედებდა , თვალები ძლივს დააშორა ერთმანეთს . ოთახი მოათვალიერა და საწოლს დაეყრდნო რომ წამოწეულიყო . დიდ , ფუმფულა საწოლზე იწვა ირგვლივ სასიამოვნო სურნელი იყო,სისუფთავის და უცნაური მამაკაცის სუნი , რომელიც სასიამოვნოდ აღწევდა რეცეპტორებამდე. ძლივს ჩავიდა საწოლიდან , ფეხზე ერთი კეტი ეცვა მხოლოდ, მეორე იატაკზე ეგდო. სიძველისგან ორივე გახუნებული იყო. ძლივს მოირგო ფეხზე და წონასწორობა დარღვეული მივიდა კარამდე. ხის მასიურ კარს ვერაფერს მოუხერხებდა, ძალაც არ ჰქონდა. კარის სახელური რამდენჯერმე ჩამოსწია მერე აკაკუნებდა ხელებს ურტყავდა, მაგრამ გარეთ ხმა არ გადიოდა _რა გინდათ ჩემგან...რა დავაშავე. გამიყვანეთ აქედან . გამიყვანეთ გთხოვთ . მამა რა გააკეთე , რატომ ...რატომ რა დავაშავე ღმერთო გემუდარები გადამარჩინე . მიხსენი ამ ხალხისგან , გევედრები ღმერთო _იატაკზე ჩაიკეცა , თავი კედელს მიედო და ხელში რაღაც ლითონის ბლაგვი საგანი აიღო. თითები მაგრად მოუჭირა და მოემზადა თავდაცვისთვის. მთელი ცხოვრება ბრძოლა უხდებოდა, ყოველი წამი თავის გადასარჩენად სჭირდებოდა . ახლა ისევ უბედურებაში გაეხვა და მშობლებს ადანაშაულებდა _გიო შენ მაინც მოდი გთხოვ... გევედრები მოდი და გადამარჩინე. გთხოვ გიო არ დამტოვო აქ. ნეტავ დაბრუნდე და მიხვდე რომ სახლში არ ვარ _ჩუმად ლაპარაკობდა , ერთადერთი ძმის იმედი ჰქონდა ისევ რომელიც ბოლოს თვეების წინ ნახა. მას შემდეგ ისე გაუჩინარდა ისიც არ იცოდა სად იყო , მაგრამ მისი იმედი მაინც ჰქონდა ან უბრალოდ თავის დასამშვიდებელ გზას ეძებდა. თარაში უკვე ეზოში იყო, ცხენი თავლაში შეიყვანა ,თივა ჩაუყარა და მშვიდად შევიდა სახლში. არავის ნახვა არ უნდოდა და პირდაპირ უკანა შესასვლელიდან ავიდა საძინებელში. კარი გარედან რომ დახვდა ჩაკეტილი გაუკვირდა. გასაღები გადაატრიალა და ის იყო ოთახში უნდა შესულიყო ლევანის ხმა გაიგო _არ შეხვიდე... ჩაკეტე _მამა ? რა ხდება დათვი შეძვრა ოთახში? _წამომყევი ..სალაპარაკო გვაქვს _კარგი , გამოვიცვლი და ჩამოვალ. წვიმდა და სულ ტალახიანი ვარ _თარაშ ... ქვემოთ ჩამოდი ბაბუა გელოდება _რა ნებავს დიდ ამირანს? ამჯერად რა არ მოეწონა _ჩაიცინა და კიბისკენ წავიდა ისევ . უცებ ოთახიდან ხმა გაიგო და გაჩერდა_რა ხმაა...მეჩვენება თუ შველას ითხოვს ვიღაც _არ გეჩვენება ... შენი ცოლია რომელიც ახლახანს გამოფხიზლდა _კოტე შენც? რა ცოლი ბაბუ რის ცოლი...ის გოგო მომიყვანეთ? ხომ ჩავშალე ნიშნობა ისეთი უთავმოყვარეოა აქ მოვიდა პირდაპირ? ეგეთი ქალი გინდათ რომ ცოლად მივიღო? _არა ეკა არ არის ... წამოდო. დაჯექი დავილაპარაკოთ _ დივანზე დასვეს ყველა რომ გამოჩნდა ცოტა დაიძაბა კიდეც _ვინ არის ჩემს ოთახში _ქალია , შენი ცოლი უნდა გახდეს. რაც მალე მით უკეთესი... დააგვიანე თორემ დიდი ხანია მოვიყვანეთ _ვინ მოიყვანეთ ამირან ხომ არ გაგიჟდით ...მოიტაცეთ ვინმე ? შველას ითხოვდა საცოდავი ხმით ...გადაირიეთ ხალხო? რა არის ამ ოჯახში ქალი თუ არ მოიტაცეს ისე რძლად ვერ მიიღებთ? _ნიშნობა ჩაშალე თორემ იმ გოგოს ბავშვობიდან უყვარხარ _თქვენ უთხარით დაქორწინდებითო და იმანაც დაიჯერა რომ ვუყვარვარ. ეკაზე ნუ მელაპარაკებით ახლა ...მითხარით იქ ვინ გამოკეტეთ . უკან დავაბრუნებ დღესვე _მთელი დღეა აქ არის და გგონია ასე დაიბრუნებენ უკან? ეტყვი თითი არ დამიკარებიაო და ყველას დააჯერებ? საწყალ გოგოს სახელს შეურცხვენ და მშვიდად გამობრუნდები უკან? ვინ იცის ვის გააყოლებენ სახელ გატეხილ ქალს...ალბათ ვინმე მოხუცს ან ხეიბარს _რომელი საუკუნეა ამირან ეგ მაიას დროს ჭრიდა...მამენტ ნონას დროსაც ეგრე იყო . ახლა სხვა ცხოვრებაა იცი? _კარგი დააბრუნე თუ გგონია რომ მისი ოჯახიც ჩემსავით არ იფიქრებს. ლოთი მამა და გაუნათლებელი , ბ*ზი დედა , მისი ქურდი ძმა ალბათ ყელს გამოჭრის...ეგ დაიკიდე თუ როგორ ამბობ? შენ ხომ არაფერი გაინტერესებს საკუთარი თავის გარდა. დააბრუნე და ალაპარაკდება ყველა იმაზე რომ კაცი არ ხარ... ქალები არ მოგწონს და ერთი ჩვეულებრივი პიდარასტი ხარ . მოგიყვან მაშინ ვინმე კაცს და გიხმაროს _ დაუღრიალა და სულ გაგიჟდა თარაშმა სიცილი რომ დაიწყო_იცინის? იცინის_თქო გეკითხებით... რას გაჩუმდით თქვენი გაფუჭებულია სუყველასი ეს ლაწირაკი ეს. მე კაცი არ ვიყო შენ თუ არ ამოგშალო ჩემი გვარიდან . ქალი ხომ აგახია და ქონებასაც იმ შენს მამიდაშვილს დავუტოვებ . მერე რაც გინდა ის ქენი. არა არ გააჩუმო ყველა და არ დაუმტკიცო რომ კაცი ხარ და არა ვიღაც ჩმორი , ფუ შენც თუ ჩემი გვარის გამგრძელებელი ხარ _მეტჯერ აღარ გაბედო მაგ თემაზე საუბარი. კიდევ რომ ახსენო მე თვითონ წავალ და დავიკიდებ ყველაფერს. თქვენ რატომ არაფერს ამბობთ ამირანს ემორჩილებით ისევ ხომ? მაგრები ხართ რაა...ყველას რაღაც წერტილით გმართავთ... თავის ნებაზე დაგატარებთ . მე არ მეყოლება მოტაცებული ქალი , არავის ვაიძულებ ჩემს გვერდით ცხოვრებას თქვენგან მიკვირს კარგი დედაჩემს მოსწონდა მამაჩემი არ აღიარებს თორემ მაგის მოტაცებას მოტაცება არც ერქვა , მაგრამ თქვენ? თქვენ სულ არ გეცოდებათ ის გოგო? _ასე აჯობებს მისთვისაც და შენთვისაც _თავიდან გაგვიჭირდა ისიც იმიტომ რომ ბაბუაშენი ნამდვილი ხისთავიანი იყო და შენთან ვინ იქნება ცუდად თარაშ _ვინ დაასკვნა რომ ის გოგო მჭირდება ... აღარ მინდა ლაპარაკი ვერაფერი მაიძულებს ვიღაც უცხო გოგოს ატანას რომელსაც უკვე ვეზიზღები და ალბათ მწყევლის მთელი გულით _თარაშ _ჩარევა არ გაბედოთ თორემ ჩემი ცხოვრებიდან ამოგშლით ყველას _ გასვლამდე გააფრთხილა ლევანი და სწრაფად აიარა კიბე _ღმერთო რა შეგცოდე ასეთი...სულ გაგიჟდნენ_კართან მივიდა გასაღები გადაატრიალა , გააღო და შიგნით შევიდა. ორნი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული თავში რაღაც რომ ჩაარტყა და ტკივილი იგრძნო. კეფაზე მიიდო ხელი და უკან მიიხედა. გოგო ცრემლიანი თვალებით, შეშინებული და ამავე დროს ძლიერი ხელში შიშველი ქალის ქანდაკებით და შეშლილი მზერით _შეენ? _ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ხალიჩაზე დაეცა. თავიდან სისხლი მოსდიოდა გოგომ დერეფანში გაიხედა მერე ბიჭს დააკვირდა ჯერ კიდევ გონზე რომ იყო და უცებ მიხურა კარი _შენ რა გინდა აქ...უკან მოგყვებოდნენ? როგორ მომაგენი...ისევ ისინი არიან? ისევ მამაჩემმა გამყიდა? გიორგი მოვა ... დავურეკავ და ფულს მისცემს. აუცილებლად მოვა . მაპატიე რა...გევედრები მაპატიე . არ ვიცოდი შენ თუ იყავი ...მეგონა ისინი იყვნენ _ ბიჭთან ჩაიმუხლა. ტიროდა მთელი გულით, თვალები სულ დაებინდა. სკამიდან ზედა აიღო და თავზე მოახვია _კარგად იქნები...უბრალოდ კანი გასკდა...დამელაპარაკე რა _ სახეზე უსვამდა გაყინულ ხელებს , სულ კანკალებდა . ნაბიჯების ხმა რომ გაიგო ბიჭს უფრო მოეხვია_ მოგკლავს..აქ რომ გნახოს მოგკლავს. არ უნდა მოსულიყავი ხომ გითხარი საშიშია_თქო _ ისევ ტიროდა ბიჭის თავი მუხლებზე ედო და ზემოდან დაჰყურებდა. კარს უყურებდა და ლოცულობდა სრულიად სხვა ადამიანს ელოდა იქ კი ქალი გამოჩნდა რომელმაც თარაშის დანახვისას კივილი დაიწყო. ვერაფერი გაიგო საწყალმა გოგომ. ოთახი გაივსო თარაში საწოლზე დააწვინეს. მალე ლაპარაკი დაიწყო ის კი გაშეშებული იდგა და უყურებდა _გეყოფათ_მეთქი კარგად ვარ... გადით ყველა . ახლავე _დაიყვირა და წამოიწია _ რა მიყავი არანორმალურო _შენ...თარაში ხარ ? ის თარაში ? ამათი თარაში ? მე რატომ ვარ აქ ... აქ რა მინდა . შენ საერთოდ _დამშვიდდი და აქ მოდი რომ წამოვდგე დავეცემი...რა ძალა გქონია . დაამუღამე ჩარტყმა ხო? _არ მოვალ... იმათ მომიტაცეს . შენებმა მომიტაცეს _გაგიშვებ ნუ გეშინია...თავი გადამივლის ოღონდ. მოდი აქ და აღარ იტირო _შენ მითხარი ნიკო მქვიაო ...მომატყუე _თარაში რომ მეთქვა მიხვდებოდი ვინც ვიყავი მე კი მეკრძალება მტრების გაჩენა _უყურებდა და თან თავზე იჭერდა ხელებს_მართლა ძალიან მტკივა...გავითიშე მგონი ხო? _ბოდიში, რომ დამენახე არ დაგარტყავდი _მამაშენი ვინღაა აბა ვიღაც გადამეკიდა და ჩემი ცოლად შერთვა უნდაო? _ეგრეცაა ... მამაჩემს მისი ვალი აქვს. დედაჩემსაც არ აინტერესებს. ჩემი ძმა წასულია და ახლა გადმოვიდა იერიშზე . მაშინ შენ რომ არ ყოფილიყავი წამიყვანდა . ახლა ვერაფერი გავიგე _დაივიწყე ეს საღამო...ვითომ მეგობართან დარჩი. ცოტა ხანში სახლში მიგიყვან _მართლა? _ხო , მართლა . ასე აღარავის დაარტყა პატარავ _ ოდნავ გაიღიმა და თვალები დახუჭა. გოგო საწოლზე ჩამოჯდა და ცივი საფენი დაადო თავზე _მალე გადაგივლის? _ხო, არ იდარდო _შემეშინდა რომ ჩამსვეს მანქანაში და მერე რომ გავიღვიძე მეგონა ... მეგგონა ისევ ის იყო _ისევ აქვითინდა, სახე ხელებში ჩამალა და იატაკზე დაჯდა . თარაში ჯერ ჩუმად უყურებდა მერე თავზე გადაუსვა ხელი _დამშვიდდი ყველაფერმა ჩაიარა , ჩემთან საფრთხე არ გემუქრება _მადლობა...ისევ შენ გადამარჩინე . გიორგი რომ დაბრუნდება ვეტყვი ყველაფერს _როდის დაბრუნდება შენი ძმა _არ ვიცი ...მაგრამ არ დამტოვებს აუცილებლად მოვა და წამიყვანს იმათგან მანამდე როგორმე გავუძლებ _ცრემლები შეიმშრალა არეულ თმაზე ხელები გადაისვა და თავი ამაყად დაიჭირა. რამდენიმე წუთში სროლის ხმა გაიგეს. მთები შეზანზარდა თითქოს . ეზოდან ხმაური ისმოდა წამებში სახლში დაიწყო აურზაური გოგონა თვალებგაფართოებული იყურებოდა თარაში კი ფეხზე წამოდგა _მგონი შენთან არიან ... დავაგვიანე _ვინ არიან ...მამაჩემი? საიდან გაიგო აქ რომ ვარ _აქ დარჩი ...დაგიძახებ მე _არ წახვიდე _ნუ გეშინია ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ ოთახიდან სწრაფად გავიდა. პირველი სართულიდან ყვირილის და გინების ხმა ისმოდა. კიბიდან დაინახა ვიღაც ბიჭი და მის უკან მდგომი რამდენიმე კაცი. სავარაუდოდ ანას მშობლებიც იქ იყვნენ , მაგრამ უცნობი ბიჭი აქტიურობდა _ჩემი საცოლის მოტაცება როგორ გაბედეთ... გინდათ თავიდან დავიწყოთ ომი მე და შენმა შვილმა ლევან? _ჩემი გოგო მოიყვანეთ ახლავე _ლაწირაკო ვის უბედავ სახლში იარაღით შემოსვლას... თავი ვინ გგონია საკუთარ სახლში რომ მომუქრები. შენი ქალი არ ყოფილა თუ ვერ მიხედე! _მოხუცო მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ თორემ ისედაც ცალი ფეხით იქეთ ხარ და გაგიშვებ ახლავე მიქელასთან_იარაღი დაუმიზნა ამირანს ლევანი რომ გადაუდგა წინ _გონს მოდი სანამ დრო გაქვს და მოაშორე ეგ იარაღი თორემ ხომ იცი დიდხანს ვერ ისუნთქებ ამ სახლიდან შენს გვამს გაიტანენ იცოდე _ჩემი ქალი მოიყვანეთ სად გადამალეთ ...იცოდეთ ხელი რომ დააკაროს _რომ დავაკარო რა ...რას გააკეთებ ბიჭუნა _ გამოჩნდა თუ არა ნონამ მაშინვე ფერი დაკარგა. მანამდე უფრო მშვიდად იყო ახლა იცოდა კარგი არაფერი მოხდებოდა _შენ ვინ ხარ ... _ეს იყო მაშინ გოგოსთან ერთად რომ გაიქცა _ ერთმა ბიჭმა ჩუმად უთხრა _ჩემი შვილი დამიბრუნეთ რა უფლებით გყავთ აქ _ქალმა დაიწყო უცებ, მაგრამ თარაშს ყურადღება არ მიუქცევია _ეს იარაღი მგონი ზედმეტია ... თამაში თუ გიყვარს ტყეში ირბინე შენნაირებთან ერთად _შენ გყავს ანა? შენ წაიყვანე ორი თვის წინ შე ? საიდან გაჩნდი საერთოდ ქალაქელო ... _ოხ როგორ ვერ ვიტან ამ სულელ ბავშვებს თავისი სწორი და ტოლი რომ არ იციან _ ისე უცებ წვდა იარაღს ნაწილებად დაშალა და მერე ცხვირში ჩაარტყა თითქოს სათამაშო იყო. მერე ჯიბიდან დანა ამოიღო აყვირებულ ბიჭს ფეხში ჩაარტყა და სკამზე დააგდო_ ვის სახლში მოდიხარ, ვის უმიზნებ იარაღს და ვისთან მოგყავს შენი ლეკვები შე ს*რო ...უთხარი დაახვიონ აქედან თორემ სისხლიდან დაგცლი შე ნაბ*ზარო _კეფაზე დააწვა და მერე ცხვირზე მიაწვა ხელისგულით _რას აკეთებ...ჩემი შვილი _შენი შვილი ჩემი ქალია! დღეიდან ასეა და ასე იქნება სულ! ახლა უკან გაბრუნდებით და მოგვიანებით სამოყვროდ განწყობილები დაბრუნდებით ანდაც ს*რზე თუ არ დაბრუნდებით . ანა ჩემი ცოლია გასაგებია? _ ბიჭი მაღლა წამოსწია და ანას მამას ჩაუგდო ხელებში _ კარგად ბრძანდებოდეთ ... _ სისხლიანი ჰქონდა ხელები. იატაკზე დაგდებულ დაშლილ იარაღს ფეხი ჰკრა და მათკენ გაასრიალა_ეს გრჩება სიმამრო უყურებდა მიმავალ სამეულს და ყბებს ერთმანეთზე აჭერდა. სისხლის კვალი იყო დარჩენილი იატაკზე . ხელებიც სისხლიანი ჰქონდა. ყველა გაშეშებული იდგა მერე უცებ სკამი მოიფრიალა და დაიღრიალა _ახლა კმაყოფილები ხართ? მოგწონთ თარაში ? ხოდა დღეიდან ასეთი იქნება და აბა რომელიმემ გაბედეთ ჩემს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა ყველას გაგატყავებთ! აი შენი სიდიადე ვიღაც ლაწირაკი გივარდება სახლში იარაღით...იცოდი ვის იტაცებდი ? იცოდი ვინ მოგყავდა რძლად ამირან ? მიპასუხეეთ _თარაშ...შვილო დამშვიდდი დე _თქვენ გაჩუმდით, თქვენ საერთოდ არ დამელაპარაკოთ არცერთი ! _ცოტა ხნის წინ უარზე იყავი და ახლა შენი ქალი გახდა ? _ ამირანმა მშვიდად უთხრა იცოდა კიბის თავში გოგონა რომ იდგა და ყველაფერს უსმენდა _იქნებ მართლა სჯობს გავუშვათ _ჩემია უკვე და ახლა ღმერთიც ვერ წამართმევს მის თავს ... შეგიძლიათ აღნიშნოთ , ყველას გააგებინოთ რომ მალე ქორწილი იქნება _ ამის თქმა და დავარდნის ხმა ერთი იყო. ყველამ კიბისაკენ გაიხედა სადაც გოგო უგონოდ ეგდო. წამებში დაფარა მანძილი და ხელში აიყვანა გათიშული სხეული. თავზე აკოცა და მკერდზე მიიკრა _ეშმაკმა დასწყევლოს ყველა ვინც ამ დონემდე მიგიყვანა საწოლზე დააწვინა და ფეხსაცმელი მოაშორა. დიდხანს უყურებდა და ელოდა მის გამოფხიზლებას. როგორც იქნა გონს მოვიდა და მაშინვე იერიშზე გადავიდა _შენებმა მომიტაცეს იმისთვის რომ შენი ცოლი გავხდე და შენ მეუბნებოდი გაგიშვებო... მატყუებდი . სულ მატყუებდი , რა გინდათ ჩემგან რაა ხომ შეიძლება უბრალოდ ჩემთვის მშვიდად ვიცხოვრო რა დავაშავე ასეთი ღმერთი ასე რომ მსჯის გამაგებინე _ნუ ყვირი ...დამშვიდდი . გონს მოდი _არ შემეხო იცოდე _ როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე უკან დაიხია _ნუ გეშინია ანო , არაფერი გემუქრება ჩემთან _შენც მისნაირი ხარ _რა გინდა რომ მასთან წახვიდე ? მითხარი სხვა შანსი გაქვს? მიპასუხე _ნუ მიყვირიი _იმ ნაბიჭვარს ნუ მადარებ! რა მექნა აჰა შენი ქალი წაიყვანე_თქო მეთქვა და გამეშვი ? ეს გინდოდა? _შენ ის დაჭერი... შენ _ჩემს სახლში შემოვარდა, ჩემი ოჯახის წინ ატრიალებდა იარაღს და ემუქრებოდა რა გინდოდა რომ გამეკეთებინა მითხარი _მე არ მინდა ეს ფარსი...შენი ცოლი არ ვიქნები _შენ გგონია მე მინდა რომ ჩემი ცოლი იყო? საერთოდ ხდება რამე ისე როგორც გვინდა? არა ...არ ხდება არც მდიდრები ვართ ბედნიერები და ამიტომ ორ ცუდ ვარიანტს შორის შედარებით კარგი უნდა აირჩიო _შენ რატომ უნდა შეირთო ჩემნაირი გოგო ცოლად...მოწყალებას იღებ ? წავალ საერთოდ... ჩემი ძმის მეგობრები დამეხმარებიან _არსადაც არწახვალ, უკვე ჩემი ცოლი ხარ! _არც კი გიცნობ ...არ მიცნობ ერთხელ გნახე და მაშინაც უბრალოდ დამმალე _სულ რამდენიმე საათი მაქსიმუმ დღე დამჭირდება შენს გასაცნობად და უკვე ძალიან მღლი ... გგონია მინდა ამდენ ხანს საუბარი? _წასვლა მინდა _ვერ წახვალ _გამომკეტავ? _უკვე მოგიტაცეს , საძინებელში გამოგკეტეს და ნახევარმა სოფელმა იცის რომ ჩემი ცოლი ხარ ...მეორე ნახევარს რამდენიმე საათში ეცოდინება _ სისხლიანი მაისური მოიშორა და კალათში ჩააგდო. ხელებიც დასვრილი ჰქონდა, სააბაზანოში შევიდა და ონკანი მოუშვა _ დღეს ასე იყავი და ხვალ მოგიტანენ ტანსაცმელს. გარეთ ცუდი ამინდია _აქედანაც გავიქცევი _ჩემგან გაქცევა ასეთი მარტივი არ არის პატარავ _ნუ მეძახი პატარას _19 წლის ხარ აბა რა უნდა დაგიძახო... ბავშვი ხარ ფაქტობრივად _არეულ თმებზე ხელები გადაუსვა _ შეშლილს გავხარ ასე ... შეგიძლია ჩემი ნივთები გამოიყენო. ჩაიცვა რაც მოგერგება და მოწესრიგდე . არ გამაბრაზო გთხოვ, ბოლო დროს რომ ვბრაზდები ცუდ რაღაცებს ვაკეთებ და არ მინდა შენც სხვებივით მოგექცე . არ გამომიწვიო _არ მინდა შენი ცოლობა _აბა ვისი ცოლობა გინდა...ვინმე გიყვარს?_გაიცინა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეუმშრალა _ხო , მიყვარს _მერე სად იყო ეგ ს*რი შენ რომ გათხოვებდნენ . ვერ ჩაგკიდა ხელი და ვერ დაგიცვა?_ხმას აუწია, თითქმის ყვიროდა, გაბრაზდა _იმას არ ვუყვარვარ ... ჩემი ოჯახის გამო ზედაც არ მიყურებს _ვინ მიგდია ასეთი... ჩემზე მაგარი ბიჭია ? ჩემზე გავლენიანია თუ სიმპათიური რომ დაგიწუნა . არავინ გყოლია და ბავშვობის გატაცების გამო კიდევ ერთხელ ვერ გავეხვევი სკანდალში. ამირანი დაიბრიდება _საერთოდ არ მეცინება _არც მე იცი? ვაფშე არ მინდოდა ცოლის შერთვა _შენზე ბევრი ჭორი დადის ... ძალიან ბევრი _შენ რომელი გჯერა _არცერთი _ხოდა მოვგვარდებით ... გავდივარ მე და მოწესრიგდი . ისე მოიქეცი როგორც საკუთარ სახლში . გთხოვ სულელივით ნუ მოიქცევი, რომ გაიქცე ძალიან, ძალიან გავბრაზდები _ შუბლზე აკოცა და გავიდა. კარი არ ჩაუკეტავს , პირველ სართულზე ჩავიდა ყველა გაჩუმდა რომ დაინახეს. სამზარეულოში გავიდა და მაცივარში შეიხედა _რა მოგიმზადო დე _რამე რაც გვაქ ...ყველაფერი დააწყვე . შენი ფეხსაცმელი შემომიტანე ოთახში კიდევ და ახალი პირსაწმენდები _მაგიდას მიეყრდნო. ვაშლი აიღო და ჩაკბიჩა _რატო მიყურებ ასე _საიდან იცნობდი იმ გოგოს _ის გოგო ჩემი ცოლი, შენი რძალი და ანო ჰქვია _აბა ანაო? _ხოო ანა ... რომელსაც ისე მოექცევი როგორც შენ გექცეოდა მაია და თინა . მე თუ ვეჩხუბები თქვენ მოეფერებით, მე თუ არ დაველაპარაკები თქვენ დაელაპარაკებით და საერთოდ ვინმემ რომ გააბრაზოს ჩემს გარდა ხომ იცი რასაც გავაკეთებ _მოწესრიგება სჭირდება, ავადმყოფს ჰგავს ისეთი ფერი აქვს ასე ვერავის ვაჩვენებთ . ისედაც ბევრი იცნობს მაგათ . ხილიც დავდო? _დადე დედა თუ ეტევა თუ არადა შეეშვი _ უცებ გამოართვა . ვაშლი ნაგვის ყუთში ჩააგდო და მშვიდად დაბრუნდა უკან. ოთახი ცარიელი დახვდა, წამსვე იფიქრა გაიქცაო და აენთო. უცებ შეაღო სააბაზანოს კარი და ნახევრად შიშველი გოგო რომ დაინახა კედელზე თავით მიყრდნობილი უცებ შებრუნდა _საჭმელი მოგიტანე და ... მალე გამოდი _ უთხრა და კარი მიხურა _ სააბაზანოშიც ვეღარ შევალ ჩემს ნებაზე...ცოლი , ცოლი და ჯანდაბა ამირან შენ ! საწოლზე დაჯდა და ცოტა ხანს ჩუმად იყო. მერე ოთახის კარი გაიღო და ანა გავიდა. თარაშის სპორტული შარვალი ეცვა წელში ქამარი ისე ჰქონდა შეკრული შეუძლებელი იყო არ გაგცინებოდა. უზარმაზარ მაისურში ჩამალულიყო, ჟაკეტი მოიხვია . სველ თმებზე პირსახოცი ჰქონდა მოხვეული _ტანსაცმელი აშკარად გჭირდება _ჩემები მომიტანონ _ჩემი ცოლი ხარ გახსოვს? _არა ... არც გავხდე შეიძლება _მაგაზე შემდეგ ვისაუბროთ ...მოდი ჭამე რამე თორემ რომ გიყურებ მგონია მალე ისევ აყირავდები _საწოლზე დასვა და ლანგარი წინ დაუდო . მერე ნაცნობი სურნელი რომ იგრძნო მიუახლოვდა და კანზე ცხვირის წვერით შეეხო _ ჩემი შხაპის გელის სუნი გაქვს _ლოგიკურია ... სხვა არ იყო იქ და მე ...იქნებ მომშორდე _ჩემი ცოლი ხარ და უნდა შემეჩვიო ნელ_ნელა _მეჩვენება ხომ? _წინასწარ უნდა იცოდე რომ დადგება დღე როდესაც ნამდვილად ჩემი ქალი გახდები ... ფსიქოლოგიურად მოემზადე სჯობს ისევ შენთვის ვამბობ , თორემ კაცებს დიდად არ გვადარდებს ეგ ამბავი _ანუ ბიჭები არ მოგწონს _იმედები უნდა გაგიცრუო... შემიძლია ახლავე გავაქარწყლო ეგ სულელური ჭორი _სიტყვებსაც ვენდობი, არ არის საჭირო დამტკიცება _აი ნამდვილი ცოლ ქმარი ვხდებით უკვე _გაიცინა და საწოლზე დაწვა _ რთული დღე იყო _ხვალ მოვლენ და მერე ნელ_ნელა დაიწყებენ თქვენს მოწველას _შენ გგონია ვინმეს ტყუილად მივცემ ფულს? მითუმეტეს შენს მშობლებს რომლებმაც იმ ნაბიჭვრისთვის გაგიმეტეს? _არ ვიცი ...მე შენ არ გიცნობ _ჭამე სჯობს და მერე დაიძინე ცოტა ხნის შემდეგ ლანგარი გადადო და საწოლზე გაშოტილს დახედა _ხო , აქ უნდა დაწვე . იატაკზე ძილს ან სხვაგან გასვლას არ ვაპირებ. დიდი ადგილია , დაეტევი როგორმე ისე რომ არ შემაწუხო _არ მეძინება... შენ დაიძინე _ სავარძელში დაჯდა და ფეხები მოხარა. ფანჯრიდან იყურებოდა, ისევ წვიმდა და თანდათან უფრო ძლიერდებოდა . თავი მუხლებზე ჩამოსდო და ხელები წვივებს შემოხვია . ეძინებოდა, საშინლად დაღლილი იყო , მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. უკვე 3 საათი იყო, მალე გათენდებოდა ბოლო საათები კი ისე გაიწელა თითქოს დრო არც გადიოდა. რამდენი რამ მოხდა ბოლო 10 საათში . ჩასთვლიმა, მაგრამ გრძნობდა მის შეხებას. როგორ მოხვია ხელი , მკერდზე მიიკრა და მალე რბილ საწოლში დააწვინა . საბანი დააფარა და გვერდით მიუწვა. არ ეხებოდა, ზურგი აქცია სანათიც ჩააქრო და თავადაც დაიძინა. მომენატერეთ ! იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.