შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარძალი 《2》


26-03-2019, 18:34
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 15 816

წუხელ მოულოდნელად ვიგრძენი სიცარიელე და მივხვდი რომ ახალი ისტორია უნდა დამეწყო და რაც მჭირდებოდა თქვენთან კონტაქტი იყო და საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა ამბავს რომელიც ჩემთვის არეული და დაულაგებელია . როგორც ყოველთვის მოლოდინს გადააჭარბეთ და ინაზე მეტად გამაბედნიერეთ ვიდრე წარმომედგინა
მადლობა რომ ხართ ჩემი მკითხველი


ლაპარაკის ხმა ესმოდა და თვალების გახელა არ უნდოდა, ხვდებოდა საწოლში თარაშის გვერდით რომ იწვა და სირცხვილისგან იწვოდა.
_მეღადავები? ამ დილაადრიან რა გინდა ნონა
_ფეხსაცმელი მოვუტანე და ცოტა ხანში სხვა ტანსაცმელსაც მოუტანენ
_ნონა გადი და აღარ შემოხვიდეთ სანამ არ გამოვალ _ ჩუმად ელაპარაკებოდა ისე რომ საწოლიდან არც ამდგარა. მერე კარის დახურვის ხმა იყო . ბიჭმა გვერდი იცვალა ანა კი ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა _ჯანდაბა ...მაინც როგორი გამხდარია გავჭ....ტ ალბათ _ ფრთხილად მიიწია უკან და მერე საბანიც გაუსწორა . ანამ მიმიკები ვეღარ გააკონტროლა სახე ბალიშში ჩამალა და თავი გაყიდა. მერე საწოლის მეორე ბოლოსკენ მიიწია და სახეზე აიფარა ხელი
_საინტერესოა...მორცხვი ალქაჯი რაღაც ახალი ვარიანტია?
_ფიქტიური ქმრის სტატუსი გაძლევს უფლებას ჩემი ნებართვის გარეშე დამაწვინო საწოლში?
_შემდეგ ჯერზე იქ დაგტოვებ ! უმადური _ საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა

გვიან მიხვდა რომ ტანსაცმელი არ ჰქონდა იმ ჭუჭყიანი კაბის გარდა. უბრალოდ საწოლი გაასწორა და სავარძელში დაჯდა . თარაში დიდხანს იყო სააბაზანოში და ბოლოს როგორც იქნა გამოაღწია . თავზე პირსახოცს ისვამდა და ისე მიაბიჯებდა კარადისაკენ თითქოს ანა არც არსებობდა. მაისური გადაიცვა და ჯინსი ისე ამოიცვა პირსახოცი არ მოუშორებია
_ჩემს ყურებას თუ არ შეწყვეტ მალე ზურგი დამეწვება
_მეგონა დაგავიწყდი
_ვინ მადროვა თორემ ბაზარი არაა
_ისე მეუბნება თითქოს მე მინდოდეს აქ ყოფნა
_დედა ტანსაცმელს მოგიტანს და რასაც ეტყვი ყველაფერს...მე გავდივარ
_სად გადიხარ ...მარტო მტოვებ?
_მარტო დარჩენა რომც გინდოდეს ამ სახლში არ გამოვა ეგ ამბავი. ჭკვიანად მოიქეცი...რაც უფრო კარგი გოგო იქნები მით უფრო საყვარელი ქმარი გეყოლება _ თავზე გადაუსვა ხელი ,ისევ შუბლზე აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა
_დამცინი ხომ?
_ცოტას ...ჭკვიანად _თვალი ჩაუკრა და გავიდა_სერიოზულად? _სამნი რომ დაინახა დერეფანში გაიცინა_ მაყურადებდით? რას ელოდებით ძალიან მაინტერესებს
_საქმე გვაქვს
_შეეშვით ... თუ გეტყვით რომ ჩაი უნდა ჩაის მიუტანთ, თუ გეტყვით რომ ლაპარაკი უნდა ელაპარაკებით... გაჩუმდითო თუ გეტყვით უთხარით ჩვენი ქმრების გარდა ვერავინ გვაჩუმებს_თქო და დატოვეთ
_შენ სად მიდიხარ
_რა დარიგებებს გვაძლევს თუ უსმენთ
_ბებო ან კარგად მოექცევით ან წავალთ აქედან
_შანტაჟისტო ...
_პატარა გაიძვერა
_ნახვამდის ... წარმატებულ დღეს გისურვებთ

ოთახში იჯდა და ფიქრობდა კარი რომ გაიღო და მიყოლებით შევიდნენ ქალბატონები. ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე და მიესალმა. ასეთ სიტუაციებში სულ იბნეოდა ვერ იგებდა რა უნდა გაეკეთებინა. ბრაზობდა, თან ვერაფერს ამბობდა და საბოლოო ჯამში ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა. ნონას ჩემოდანი მიჰქონდა საწოლზე დადო და შემდეგ გაუღიმა
_შენთვისაა ესენი ... შეგიძლია ჩაიცვა რომ გავალთ. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში და არ მოგერიდოს თუ რაიმე გჭირდება გვითხარი . ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვინდა , თარაში იყოს მშვიდად და თუ შენ მას არ აწყენინებ ყველაფერს მიიღებ რაც გსურს
_მაპატიეთ , მაგრამ თავი დაქირავებული თოჯინა მგონია რომელსაც ავალებთ რომ თქვენი შვილი გააბედნიეროს საკუთარი უბედურების ხარჯზე...საერთოდ მეეჭვება მე შემეძლოს მისი ცოლის სტატუსის მორგება და ისე მიღება რომ ყველანი კმაყოფილები იყოთ . მე თავისუფლება მინდა, შესანიშნავი შვილი გყავთ , მაგრამ
_მაგრამ არ არსებობს... ამ სახლში შემოსული ქალი უკან ვეღარ ბრუნდება და ისევ შენთვის აჯობებს თუ ისე მიიღებ ქმარს როგორც ჩვენ წლების წინ თორემ აქედან წასვლის შემდეგ უარესობისკენ შეიცვლება შენი ცხოვრება
_თქვენ ... მაია ხომ ? მაპატიეთ მხოლოდ შორიდან გიცნობთ და ვიცი რომ ყველანი გონიერი ადამიანები ხართ და როგორ წარმოგიდგენიათ რომ ჩემნაირმა უბრალო გოგომ თქვენი ოჯახის რძლობა მოახერხოს
_შენ არაფერი გევალება , არც მოგეთხოვება მხოლოდ თარაში გაიცანი და შეიყვარე! თავს თუ შეაყვარებ დედოფალი გახდები არა მხოლოდ ამ სახლის ! ესაა და ეს... შენი სიმშვიდის გასაღები მანდაა იცოდე . თუ მოახერხებ , დამშვიდდები და უბრალოდ დინებას მიჰყვები ვიცი შეგიყვარდება
_იქნებ არ მინდა რომ შემიყვარდეს...იქნებ მეშინია . საერთოდ არ გესმით ჩემი?
_ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის და ამიტომ გირჩევთ რომ დამშვიდდე ცუდზე არ იფიქრო და უბრალოდ გაიცანი ჩვენი ოჯახი და შენი ქმარი
_არა არ გესმით...ვერავინ გაიგებს
_ჩვენ ახლა გავალთ შენ დაისვენე, აქაურობას მიეჩვიე და თუ მოგინდება ქვემოთ ჩამოდი

რთული ცხოვრება ჰქონდა ყოველთვის , მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ ხვდებოდა რა ელოდა წინ . როგორ უნდა დამორჩილებოდა მათ სურვილს და გამხდარიყო სრულიად უცხო ადამიანის ცოლი . უარი რომ ეთქვა მერე სად წავიდოდა , მოსვენება არ ექნებოდა გიორგისაც პრობლემებს დაუმატებდა და ვერასდროს გათავისუფლდებოდა . თარაშთან კი მისი მომავალი გარკვეული იქნებოდა და სხვა თუ არაფერი ერთ_ერთი გავლენიანი ოჯახის რძალი გახდებოდა , უამრავ პრივილეგიას მიიღებდა , უზრუნველყოფილი იქნებოდა . თარაში ? თარაშს თავს შეაყვარებდა ? სხვა რომ მოსწონდა ? საერთოდ არ იყო ღირსი მაგრამ ხომ მოსწონდა . არ ჰქონდა მნიშვნელობა ის არაფერს გააკეთებდა ანასთვის, თარაშმა კი ორჯერ გადაარჩინა , დიახ სწორედ მის გამო თქვა უარი საკუთარ თავისუფლებაზე. იქნებ მოსწონდა, იქნებ მანამდეც იცნობდა და ამიტომ მოატაცებინა, ამიტომ იცავდა ...იქნებ თარაში სულაც არ იყო კარგი გმირი ამ ისტორიაში ...
ყველაფერზე ფიქრობდა და უკვე თავი უსკდებოდა. ბალიში დაიფარა თავზე და ისევ წამოუვიდა ცრემლები, ნერვები ეშლებოდა , მაგრამ ეტირებოდა და ვერაფერს უხერხებდა თავს .
საწოლზე იწვა , ფანჯარაში იყურებოდა და დამშვიდებას ცდილობდა შემდეგ ოთახიდან გავიდა. ნელა მიაბიჯებდა უზარმაზარ დერეფანში , პირველი სართულიდან ხმები ესმოდა . ბიჭების ხმა იყო რაღაც მიჰქონდათ ყუთებით შემდეგ მაია დაინახა მითითებებს იძლეოდა . ნონა და თინა ეზოში იყვნენ . ვერ გაიგო რა ხდებოდა ყველა გაჩერდა მას უყურებდნენ არადა ისეთი არაფერი ეცვა. ჩვეულებრივი შარვალი და ფერადი პერანგი , თმებიც შეკრული ჰქონდა
_გამარჯობა ქალბატონო
_გამარჯობა
_შეგიძლიათ საქმეს მიხედოთ ... მიხარია რომ ჩამოხვედი . ბიჭებს უბრალოდ ტანსაცმელი და რაღაც ნივთები მიაქვთ ღარიბებისთვის. წამოდი უკან გავიდეთ უფრო სიმშვიდეა...სადილობას ვაპირებდით ხომ შემოგვიერთდდები
_ყუთზე მზის სხივი ეწერა თუ მომეჩვენა ... თქვენია ის დაწესებულება?
_დიახ რომ მივხვდი ზედმეტად ბევრი არასაჭირო ნივთი გროვდებოდა გადავწყვიტე იმათთვის გამენაწილებინა ვისაც სჭირდებოდა
_და გგონიათ ეს ყველაფერი ღარიბებთან მიდის?
_ყველაფერი ახალია და მეეჭვება ითაკილონ
_არაფერი მიდის ხალხამდე ...ყველაფერს უფროსები ინაწილებენ ყიდიან ან თავისთვის იტოვებენ. უმნიშვნელო ნაწილს უგდებენ იმათ ვინც მოასწრებს დილაადრიან მისვლას . ყველა გლანძრაღვთ და ამბობენ რომ მხოლოდ ლაპარაკობთ ქველმოქმედებაზე. თქვენს ადგილას გავაკონტროლებდი ყველაფერს ... დღეს არავის ნდობა შეიძლება
_რას ამბობ...შეუძლებელია იმათ ხელფასს ვუხდი რა გაჭირვება აქვთ მათხივრებს წაართვან
_ადამიანები სულმდაბალი არსებები არიან . მათხოვარსაც შეუძლია წაართვან
_ვერ დავიჯერებ ... ნათესავები არიან იქ დასაქმებული _მაია შოკირებული იყო . აშკარად არ ელოდა ამ ყველაფერს. მაგიდასთან დაჯდა და წყალი დაისხა
_რა გჭირს მაია _ თინამ მაშინვე შეიცხადა _ ისევ წნევა გაქვს შვილო? რა არის ჩამოხვედი და ცუდად გახადე ქალი?
_არა ის არაფერ შუაშია დედა ... რაღაც ამბავს მიყვებოდა და საშინლად იმოქმედა . ნონა სუფრა გაშალონ უთხარი . ბიჭებს წასვლამდე უთხარი ხვალ დაიწყონ ნივთების დარიგება
_ხვალ რატომ
_საქმე მაქვს...შენ კი დაჯექი ნუ გერიდება . უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ
_რატომ შეაჩერებინე ისინი რა ხდება
_ანამ თქვა რომ ეს ყველაფერი ღარიბებამდე არ აღწევს და ვიღაც ყიდის . ჩვენ კი ამდენი წელია არაფერი ვიცით და გვიკვირს ხალხი უმადური რომ არის
_რას ამბობ სართანიები მაგას არ იკადრებდნენ . ალბათ გეშლება შენ საიდან უნდა იცოდე
_შეგიძლიათ ვინმეს გადაამოწმებინოთ. ერთხელ მაინც მივიდნენ ჩუმად და დააკვირდნენ რა ხდება იქ. სანამ ბატონი შოთა ცოცხალი იყო ყველაფერს აკეთებდნენ შემდეგ ის ლაწირაკი და დედამისი საშინელებებს აკეთებენ. იმასაც ამბობდნენ ჩვენ გეხმარებით ყველასო
_რაო? ეგ ორი ვის უნდა დაეხმაროს ჩვენ ვაჭმევთ და ვასმევთ _ თინა გაგიჟდა
_ვწუხვარ, მაგრამ საქმე ასე არ კეთდდება . ყველაფერს კონტროლი სჭირდება თქვენ კი აშკარად კარგი გსურთ , მაგრამ ვერ ხვდებით თქვენთვის ვინ მუშოაბს , ვინაა წესიერი ადამიანი და ვინ არა
_და შენ ხვდები მაგას გოგონი?
_მე ბევრი რამ მინახავს ...თქვენგან განსხვავებით დაბლა ვცხოვრობ, მიწაზე და ყველაფერს ვხედავ იქ რაც ცვივა ნაგავსაც და ბრილიანტსაც . მე უბრალოდ უსამართლობას ვერ ვიტან . მინდა ეს ყველაფერი ხალხამდე მივიდეს, ნამდვილად ბევრს სჭირდება დახმარება . თანაც არ მინდა ტალახს ესროდნენ თქვენს სახელს ისინი ვინც თავად არიან ნეხვის გროვაში
_გინდა შენ მიხედო ამ საქმეს ? მას შემდეგ რაც ამ ოჯახის კანონიერი წევრი გახდები
_შესაძლოა ...ახლა არ შემიძლია ამ ყველაფერზე ფიქრი . თარაში როდის დაბრუნდება იცით ?
_არავინ იცის ... შენ თუ გაარკვევ თორემ ღმერთმა უწყის სად დადის ვისთან დადის და როდის დაბრუნდება
_საინტერესოა _ონდნავ გაეღიმა და ირგვლივ მიმოიხედა. იმ ადგილიდან მთელი დასახლება ჩანდა და არა მხოლოდ.

სადილობდნენ ცხენის ხმა რომ გაიგო და მალევე გამოჩნდა თარაშიც. სწრაფად მოდიოდა და საოცარი სანახავი იყო . ცხენი ეზოში დატოვა და ისე დაიძრა სახლისაკენ მათკენ არ გაუხედავს
_სისხლი მოსდიოდა _ნონამ შეამჩნია და სწრაფად წამოდგა.
ანა ინსტიქტურად გაიქცა საერთოდ არ უფიქრია ისე მიჰყვა უკან ბიჭს. უკვე მაისური გახდილი ჰქონდა და ხელზე იხვევდა . მუცელზეც ჭრილობა ჰქონდა , ცხვირიდანაც სისხლი მოსდიოდა და მტევნებიც საშინელ მდგომარეობაში იყო
_დედა არ ... შენ ?
_მე ... შემიძლია დაგეხმარო
_კარი მიხურე და ისინი არ დამანახო ან უთხარი რომ კარგად ვარ
_კარგი , როგორც გინდა

სააბაზანოში მიიმალა და დიდხანს არ გამოჩენილა . მერე პირსახოც მოხვეული გამოვიდა ანამ რომ დაინახა უცებ შებრუნდა და მანამ იდგა ზურგით სანამ საწოლზე არ ჩამოჯდა . უჯრიდან თავად გამოიღო პარკი და ჭრილობის დამუშავება დაიწყო
_შეგიძლია გახვიდე
_დაგეხმარები
_არ მჭირდება
_ჩემ გამო ხარ ასე?
_არა , შეგიძლია მშვიდად იყო
_ზურგზეც გაქვს ჭრილობა
_მოვუხერხებ რამეს
_რატომ მეჩხუბები
_გაჩუმებას რომ გთხოვ უნდა გაჩუმდე . გასვლას რომ გთხოვ უნდა გახვიდე
_მგონი აღარ გახსოვს ჯერ კიდევ გუშინ რომ ამბობდი ანა ჩემი ცოლია ... შესაბამისად შენთან უნდა ვიყო ყოველთვის და მარტო აღარ ხარ. ხომ გადაწყვიტე თავისუფლებაზე უარის თქმა _ საწოლზე ავიდა მის უკან მუხლებზე დადგა ბამბა გამოართვა სპირტიც და ჭრილობის დამუშავება დაიწყო _თუ გეტკინება მითხარი _ ერთი ხელი ზურგზე დაადო მეორეთი წმენდდა და თან უბერავდა . ბოლოს ბინტი რომ დაადო და დაამაგრა დაჯდა თავი შეაბრუნებინა გახეთქილ ტუჩზე მალამო მოაცხო . ძალიან ახლოს იყო , მხოლოდ მის ტუჩებს უყურებდა . უხეშ , სავსე ტუჩებს მოზრდილ წვერში განსხვავებულად რომ ჩანდა და გულისცემა ნელ_ნელა უჩქარდებოდა
_გინდა რამე მოგიტანო
_სიმშვიდე , მომიტან ?
_თუ ვიპოვნი და შენარჩუნებას შევძლებ გაგინაწილებ მანამდე მაისურს მოგიტან , ჩაიცვი და დაისვენე _ საწოლიდან ჩასვლას აპირებდა თარაშმა ხელი რომ ჩაკიდა და გააჩერა
_იმათ უთხარი რომ ხელი მქონდა გაჭრილი
_დაინახეს შენი სახეც ... მე არაფერს ვეტყვი . ვახშამზე თუ ჩახვალ და აჩვენებ რომ კარგად ხარ დამშვიდდებიან
_გმადლობთ დარიგებისთვის პატარა გოგონა ...მაისურებს მანდ ვერ იპოვნი .მეორე კარი უნდა გააღო_თვითონ მიუახლოვდა და ერთ_ერთი მაისური აიღო_შეგიძლია აქ დააწყო შენი ნივთები . უბრალოდ არ გადაანაცვლო ესენი . ფარდები გადააფარე და მომაშორე ისინი დერეფანში რომ მორიგეობენ_საწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა
*^*^*^*
გარეთ გასულს მართლაც დახვდნენ მაია და ნონა. ფერო აღარ ჰქონდათ , მაგრამ ნონა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა
_რა სჭირს ... დაჭრილია თუ ცხენიდან გადმოვარდა. ისეთ ადგილებში დადის ერთ დღესაც გადაიჩეხება სადმე
_არაფერია ...უბრალოდ ხელი გაიჭრა არ ვიცი რაზე. შეიძლება რამეს ჭრიდა , დასვენება მინდაო მითხრა და არ ინერვიულონო
_რაც დაგავალა იმას ამბობ თუ მართლა არაფერი სჭირს
_კარგადაა , მართლა . დამშვიდდით _ ქალს ხელი მოხვია და გაუღიმა _ ქვემოთ ჩავიდეთ . მწვანე ჩაი დავლიოთ და ვისაუბროთ

ქვემოთ რომ ჩავიდნენ ჩაი თავად მოამზადა. სამივე ჩუმად ისხდნენ და ელოდნენ. მერე ჩაი დააგემოვნეს და ნონა როგორც იქნა დამშვიდდა
_ნონა ხომ ხედავ შენი თავისუფლების დრო მოვიდა . შეგიძლია რძალს გადააბარო შენი ბავშვი და დაუბრუნდე შენს საქმეებს
_თინა ძალიან გთხოვ მორჩი თარაშის დაცინვას ... და ნუ საუბრობ ისე თითქოს პატარა ბავშვი იყოს
_ნეტავ პატარა ბავშვს ჰგავდე, თავიდან ასწავლიდი რამეს შენც დაისვენებდი და ჩვენც
_დიდი ბოდიში შენი რჩეული შვილთაშვილი რომ არ იყო ჩემი შვილი... შენმა საყვარელმა ანდრომ მეც გამიცრუა იმედები _ ნონა გაცეცხლდა . მაია მშვიდად იჯდა . აშკარად მათ შორის ყველაზე მშვიდი, გაწონასწორებული და ნაზი ქალი იყო. ნონას ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა , ბოლომდე შეეძლო ბრძოლა და ერთადერთი სუსტი წერტილი რაც გააჩნდა თარაში იყო მხოლოდ. აი თინა კი ბოლომდე ვერ ამოიცნო ჯერ კიდევ ცოტა დრო იყო გასული , მართალია შორიდან იცნობდა და ბევრჯერ დაუნახავს , მაგრამ ოჯახური გარემო სრულიად სხვა იყო. ერთი რამ კი აშკარა იყო ანასთვის ამირანი ყველაფერს აკონტროლებდა თინა კი ამირანს.

*^*^*
სრული ქაოსი იყო ოჯახში. თანდათან უფრო რწმუნდებოდა რომ მდიდრებსაც ძალიან ბევრი და მისთვის გაუგებარი პრობლემები ჰქონდა. ანას საერთოდ არ ადარდებდა მატერიალური მდგომარეობა , მხოლოდ მცირედი სურდა , მთავარი კი სიყვარული იყო რომელიც მთელი ცხოვრება აკლდა. ნორმალური ურთიერთობები მშობლებთან და ძმასთან. გიორგი სიგიჟემდე უყვარდა , მაგრამ მშობლების გამო , იმ ყველაფრის გამო რისი გამოვლაც მოუხდათ ბავშვობიდან გიორგის დიდი ტრამვა ჰქონდა და ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა . ბევრი მცდარი შეხედულება ჰქონდა და ძალიან უჭირდა სრულყოფილი ცხოვრებისკენ სწორი გზით სვლა.
ჩუმად იყო სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში თავს საშინლად გრძნობდა, მაგრამ უძლებდა და არაფერს იმჩნევდა. სუნთქვა ეკვრიდა და წასვლა უნდიდა, მაგრამ უხეშად მოქცევაც არ სურდა. დრო რომ იხელთა ეზოში გავიდა, ღობემდე მივიდა იქედან მთელი სოფელი ჩანდა. განათებული სახლები და გრილი სიო რომელიც სიცოცხლის ძალას აძლევდა. უყვარდა მთა, ეს ადგილი იმ მრავალ ადგილს სორის სადაც ცხოვრება უხდებოდა ყველაზე გამორჩეული იყო. სახლში დაბრუნება არ უნდოდა , თავლისკენ წავიდა . ცხენების ხმა ესმოდა უკვე, კარი ფრთხილად გააღო და შუქი აანთო. შემდეგ ხმამაღალი ჭიხვინი გაიგო და გაეღიმა. ძალიან ლამაზები იყვნენ ყველანი. ერთთან პატარა კვიციც დაინახა. შესვლა ვერ გაბედა და შორიდან უყურენდა. მერე საჭმელი მიუტანა და ერთ_ერთს რომელიც ყველაზე მშვიდი ჩანდა მოეფერა კიდეც. შუბლზე თეთრი ლაქა ჰქონდა , თმაზე შეეხო და მერე ყურებზე გადაუსვა ხელი ისიც ფრუტუნებდა და თავს ამოძრავებდა. მერე თმა დაუვარცხნა, ნელა ეხებოდა და თან ფრთხილობდა . კარი რომ გაიღო და ხმაურით მიეხეთქა კედელს შიშისგან წამოიკივლა
_შენ აქ რა გინდა ... ახლა ყველგან უნდა იყო სადაც კი გავიხედავ? რაო ამირანმა თარაშს შენ გაბარებ თვალი არ მოაშოროო?
_როდის დალიე... მთვრალი ხარ?
_რამდენი დავლიე არ მახსოვს... ამიკრძალავთ ქალბატონო ანიკო?
_არა მე რა შუაში ვარ... სხეული შენია რაც გინდა ის გააკეთე . უბრალოდ ნუ მაბრალებ სისულელეებს და ნუ მაიძულებ შენგან თავი დავიცვა
_და მაინც როგორ დაიცავ თავს თუ ისე არ მოგექცევი როგორც შენ გინდა
_მე არაფერი მინდა, უბრალოდ მშვიდად ვიყოთ ზედმეტი ბრალდებების გარეშე
_ეცადე თვალში ზედმეტად არ გამეჩხირო. დიდი სახლია , ამ სახლის მეოთხე დედოფალი იქნები და საერთოდაც ამ სასახლის მომავალი შენზე დგას . შეგიძლია გამოიყენო და ყველა შენს ნებაზე ათამაშო , ბიუჯეტიც მათ შორის . უბრალოდ მე შემეშვი _ ყავისფერ ცხენს კარი გაუღო და მასთან შევიდა. უნაგირი დაადგა და სწრაფად დაამაგრა
_მე არაფერი მჭირდება ... არც დედოფლობის და ბრძანებების გაცემის სურვილი მაქვს . შენ კი ... წასვლას აპირებ ამ დროს ?
_მაგ ცხენს შენ რომ ეფერებოდი მარგარეტი ჰქვია ... შეგიძლია მოეფერო ხოლმე სხვებთან შედარებით მშვიდია _ ცხენს აღვირში მოკიდა ხელი და ნელა გამოიყვანა
_თარაშ ... ფეხზე ძლივს დგახარ გარეთ უკვე ღამეა. მთაში ვართ და საშინელი გზებია
_არ მითხრა რომ ღელავ...შენს ადგილას მეც ვიდარდებდი . ჯერ ჩემი ცოლი არ ხარ , რომ დავიბრიდო ჟორდანიები გაგიშვებენ და ისევ გადაგეკიდება ის ს*რი
_თარაშ გთხოვ
_დაიძინე და დილითაც გამოიძინე ისინი იფიქრებენ რომ ქორწილამდე ვიწყებთ ჟორდანიების მემკვიდრეზე მუშაობას _ გაიცინა, თავზე აკოცა და მერე ცხენზე შემოჯდა
_თარააშ
_ვინმეს რომ უთხრა წავედი , განანებ !
მუქარაც არ დავიწყნია და შემდეგ ცხენი სწრაფად გააჭენა.
_ჯანდაბა...ჯანდაბაა ღმერთო ოდესმე ვერ მომცემ მოსვენებას? სულ ვიღაც არანორმალურზე რატომ უნდა ვნერვიულობდე . რა დაგიშავე ასეთი..
მე ხომ არასდროს არაფერს ვაშავებ და სულ ვიღაცის გაფუჭებულს ვასწორებ _ჩუმად ლააპრაკობდა და თან სწრაფად მოქმედებდა. ვერასდროს აზროვნებდა როდესაც საქმე რთულად იყო უბრალოდ ინსტიქტს მიჰყვებოდა შიშიც ავიწყდებოდა და საკუთარი თავიც. ცხენს უნაგირი დაადგა ,სწრაფად შეკრა, რამდენკერმე დააკვირდა და შემდეგ თავლიდან გაიყვანა. კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა
_მარგარეტ იმედია მართლა ჭკვიანი გოგო ხარ და არ ჩააფლავებ ყველაფერს. აქვე ნუ გადმომაგდებ თორემ ყველაფერს გავაფუჭებთ_უნაგირს დაეყრდნო ტანი აზიდა და შემდეგ კომფორტულად მოკალათდდა. იცოდა მიახლოებით საითაც წავიდა თარაში და იქეთ გააჭენა ცხენი. ვინაიდან ღამე იყო და შორიდან მომავალი სინათლე მთვარესთან ერთად ანათებდა გზას , სიმშვიდე იყო და გზაზე მხოლოდ ბატონი თარაში მიჰქროდა. მისი კვალის პოვნა არ გასჭირვებია. დასახლება გაიარა და ველზე გაიჭრა. სწრაფად მიაჭენებდა ცხენს, იმდენად სწრაფად რომ ანა დაწევას ვერ მოახერხებდა და მაინც ნელა ვერ გაჰყვებოდა თორემ კვალს დაკარგავდა. საოცარი სანახავი იყო ღამეშიც კი , ქარი უბერავდა და შორიდან ისე ჩანდა სულს შეგიხუთავდა. ანას თმები სახეზე ეკვროდა. თხელი კაბა ეცვა და ცივი ქარი კანს უყინავდა. თვალებიც ეწვოდა და მზერა ებინდებოდა. მერე დაინახა როგორ შედგა ცხენი უკანა ფეხებზე და ხმამაღლა ჭიხვინი დაიწყო. გული გაუჩერდა იფიქრა რომ თარაში მალე ძირს დავარდებოდა, მაგრამ არა . ცხენი ისევ დადგა წინა ფეხებზე მერე მათრახი გადაჰკრა და ისევ გააჭენა. სულ რამდენიმე წამს გაჩერდა და მერე უკან მობრუნდა . ანა შენიშნა და ისიც მალევე დაეწია
_აქ რა გინდა გოგო
_გითვალთვალებ
_დამცინი კიდეც? უკან მომყვებოდი ამდენ ხანს?
_ნუ მიყვირი ... მეც არ ვიცი რატომ გამოგყევი. მე რა ვიცოდი მთვრალიც თუ შესანიშნავად იჯირითებდი. როგორც ჩანს ჭკვიანი ცხენი გყავს და უყვარხარ _ _ცხენი ვერ ისვენებდა. აღვირში უჭერდა რომ გაეჩერებინა. ორივე მოუსვენრად იყვნენ. ქარი ისევ ძლიერ ქროდა . თარაში გაკვირვებული უყურებდა. თხელ სარაფანში გამოწყობილ ქალს რომელსაც თავი მაღლა აეწია ყელი და გულ_მკერდი გამოკვეთოდა, კანი სულ მთლად დახორკლილი ჰქონდა. ტუჩები ფერმკრთალი, მკლავები დაჭიმული, ფეხები თითქმის ბოლომდე მოშიშვლებული და კაბის ბოლოებს ქარი აფრიალებდა ის კი მაინც ამაყად იჯდა ცხენზე და სრულიად ბუნებრივად ესაუბრებოდა_იმის გამო თუ უნდა გამიბრაზდე რომ გამოგყევი გეტყვი რომ მიჩვეული ვარ და გადაჩვევა გამიჭირდება. რაც თავი მახსოვს სულ ვიღაცას მივყვები, ვამშვიდებ , ვაჩერებ ან არ ვიცი წინ ვეღობები რომ სისულელე არ ჩაიდინოს. მთვრალ მამას დედას საცემად ქამარს რომ კეცავდა და ზოგჯერ მეც მხვდებოდა ხელზე. სადღაც ქუჩაში გამოჩენილ მევალეს რომელიც მამას მოსაკლავად დასდევდა. ვიღაც უცნობ ქალს დედას ქმრის წამრთმევს რომ ეძახდა და ემუქრებოდა თუ თავს არ დაანებებ საქვეყნოდ შეგარცხვენო... ჩემ ძმას რომელიც გარჩევაზე მიდიოდა სისულელის გამო ვიღაცის დაჭრას აპირებდა და ტვინი ასე მაქვს მოწყობილი როდესაც მოსალოდნელ საფრთხეს ვგრძნობ იმ ადამიანის მიმართ ვინც ჩემთან ახლოსაა ინსტიქტურად გავრბივარ მის დასახმარებლად. მაპატიე თუ მარტო ყოფნა გინდოდა და ხელი შეგიშალე შეგიძლია წახვიდე და ჩათვალო რომ აქ არ ვარ _ ქარი ხელს უშლიდა საუბარში. არეულ თმას უშედეგოდ იშორებდა სახიდან და სრულიად ბუნებრივად უყვებოდა იმ ამბებს რომლისაც წესით უნდა შერცხვენოდა და არ უნდა გაეხსენებინა მისნაირ ქალს.
_უნდა გადაეჩვიო ... მე ზედმეტად ბევრი ადამიანი მიცავს. ოქროს ბიჭუნა ვარ და შენ შეგიძლია დაისვენო. გათავისუფლებული ხარ ყოველგვარი ვალდებულებისგან ... სახლში წამოდი და ვნახოთ ერთი როგორი ჯირითი იცი _ ცხენი ისევ უკანა ფეხებზე დადგა და შემდეგ ადგილიდან მოსწყდა. ანამაც მიჰკრა ფერდებზე ფეხები მარგარეტს და უკან აედევნა თარაშს. დაეწია კიდეც, მაგრამ მაინც უსწრებდა ბატონო ჟორდანია. სახლისკენ არ მიდიოდნენ , ანა იმდენად გადაერთო შეჯიბრზე რომ კონცენტრირებას მხოლოდ ცხენზე ახდენდა. ბოლოს სრულიად გაყინული იყო , თარაში რომ ჩამოხტა ცხენიდან მასთან მივიდა წელზე მკლავი შემოხვია და ცხენიდან ჩამოსვა. გულისცემა აჩქარებული ჰქონდა, ფეხები უკანკალებდა და სწრაფად სუნთქავდა. ტუჩები გახსნილი ჰქონდა და მკლავები თარაშის ხელებზე ჰქონდა დაწყობილი . ჟორდანია ყველაფერს უყურებდა და უცნაურ ღელვას გრძნობდა. იწვოდა შიგნიდან და დიდი ხანი იყო მას შემდეგ რაც მსგავსი სიმძაფრით არ შეუტევია მისთვის ვნებას. წამით სძლია კიდეც სასმელმა და თითქმის შეეხო ქალის გახსნილ ბაგეებს , მაგრამ თავი შეიკავა და რესტორნის კარისკენ ისე დაიძრა ანას სხეულისთვის ხელი არ გაუშვია.
ანა კი ძლივს მოვიდა გონს , ქალაქში იყვნენ უკვე და ერთ_ერთ მთავარ რესტორანში შედიოდნენ . რომლის დარბაზიც თითქმის სავსე იყო. სრულიად სახეალეწილი, უბრალო ჭრელი სარაფნით მიჰყვებოდა გვერდით იმ პატარა ქალაქის ცნობის სასიძოს და ყველა მათ უყურებდა
_თარაშ აქ არ მინდა...
_მშია, ვივახშმოთ. შენ ჩაის დალევ , გათბები და წავალთ . დაიკიდე მაგათი მზერა . შენ ამ კაბითაც ამ ფორმაშიც ჩემი ქალი ხარ და ისინი ჩემთან მუშაობენ ან როგორღაც დამოკიდებულები არიან
_სამწუხაროა ამის მოსმენა . მე კი მეგონა ჩვეულებრივი მდიდარი კაცის კომპლექსი არ გქონდა და ყველა სხვა დანარჩენზე უკეთესი არ გეგონა თავი. სულ არ მადარდებს ჩემი კაბა ... მე რესტორანში მიმტანიც ვყოფილვარ . უბრალოდ შენთან ერთად ასე უცებ ასეთ ფორმაში გამოჩენა ამ დროს ჩემს რეპუტაციას ლახავს და მე ვერ ვიტან როდესაც რაღაც ჩემს პრინციპებს ეხება და ვიღაც იმაზე მეტს ამბობს ვიდრე საჭიროა _ისევ მაღლა ჰქონდა თავი აწეული. წარბებიც დაუგრძელდა თქოს. ყელმოღერებულ გედს ჰგავდა , თითები თმაზე ისე ქალურად ,საოცრად კეკლუცად გადაისვა თარაშს წამით გაეღიმა კიდეც.
მიმტანი გამოჩნდა და თარაშს მიესალმა . ანასაც გაუღიმა და შემდეგ ფანჯარასთან მდგომი თავისუფალი მაგიდისკენ გაუძღვა წყვილს. თარაშმა შეკვეთა მისცა , სკამი გამოსწია და ანას დაჯდომას დაელოდა. შემდეგ მშვიდად დაჯდა და ხედს გახედა . მდინარე მიედინებოდა ნელი სიჩქარით მათ წინ . შორიახლოს სახლებიც ჩანდა . ქართული სიმღერა ჟღერდა დარბაზში. ვიღაცები ცეკვავდნენ , ძირითადად ყველა მთვრალი იყო უკვე. ისეთი დრო იყო დიდი ხნის დაწყებული რომ ჰქონდათ ვახშმობაც და ქეიფიც.
_რომ მომყვებოდი თან ამ ფორმაში რაზე ფიქრობდი
_ხომ გითხარი
_ასეთი სისულელეები არ ეკადრება ჟორდანიების რძალს
_მე ჯერ არ ვარ ჟორდანიების რძალი და ძალიან გთხოვ მერეც ნუ დამიწყებ მსგავს საუბარს. მე უბრალოდ ცოლი ვიქნები და რძალიც . საერთოდ არ მგონია რომ რაიმე ტიტული მენიჭება და როგორც ცოლს გამიმარტივდება ცხოვრება. თქვენი ქონება და სახელი ათას პრობლემას მომიტანს რომლებიც საერთოდ არ მადარდებს და არც ვიდარდებ წინასწარ იცოდე მე ეტიკეტის დაცვას და რაღაც წესებზე დამორჩილებას არ ვაპირებ. ვერც დედოფალივით ვივლი და ვერც მოსამსახურეებს მოვექცევი იმპერატორის ცოლივით როგორც ამას თინა აკეთებს
_თინა ეგრე იქცევა?
_დიახ
_შენ საიდან იცი
_მინახავს ქალაქში ყოფნისას. თვითონ არ ახსოვს თორემ ერთხელ ბაზარში დავინახე . რომელიღაც მოსამსახურესთან ერთად იყო და ისე დატუქსა როგორც პატარა ბავშვი. გამყიდველებსაც ამრეზით უყურებდა და საერთოდ ყველას გაქვთ ეს სიმპტომი როგორც კი რაღაც საფრთხე გემუქრებათ ან ვინმე გიახლივდებათ უცებ ადიხართ უხილავ ტახტზე
_მე კი მეგონა შენ შეიშნობდი ამ ტახტს და გააკეთებდი იმ საქმეებს რაც მანამდე გინდოდა და ვერ ახერხებდი. რა გამოდის რომ მე შენ პრივილეგიებს ვერ განიჭებ?
_შენ მე ნაბიჭვრებისგან მიხსენი... აღარ მეშინია ბევრი რამის . მშვიდად ძილს შევძლებ და თან უამრავი ახალი საფიქრალი მექნება, მაგრამ იმედია გავუძლებ. საქმეებს აუცილებლად გავაკეთებ და შენს ბიუჯეტსაც გამოვიყენებ ამ უკანასკნელთა განსახორციელებლად

შეკვეთა მიუტანეს. მაგიდა გაივსო და ღვინოც გამოჩნდა. თარაშმა პირდაპირ აავსო ჭიქები და სადღეგრძელოს სათქმელადაც მოემზადა
_უცნაური ვინმე ხარ...სულ უფრო და უფრო მაბნევ . იმედია უარესად არ გამაგიჟებ . ჩვენს მომავალ თანაცხოვრებას გაუმარჯოს
_თუ არ გამომიწვევ არაფერი მოხდება ჩემი მიზეზით ... გაუმარჯოს _ ჭიქა მის ჭიქას შეახო და ერთი ჭიქა თავადაც დალია. გაყინული სხეულიც გაუთბა და ვახშმობაც მოუნდა რატომღაც
_ჭრილობები როგორ გაქვს
_კარგად ვარ როგორც ხედავ
_ან იმდენი დალიე რომ ვერ გრძნობ
_მწარე ხარ
_ასე თუ გააგრძელებ ვერც გავტკბილდები ... კიდევ აპირებ დალევას?
_ნუ ღელავ ცხენი სახლემდე გათიშულსაც მიმიყვანს
_გამოცდილი გყავს აშკარად
_მრავალგზის
_ნუთუ პოტენციურ ლოთს მივყვები ცოლად
_ძნელია ფხიზლად ყოფნა და ფიქრი უბადრუკ ცხოვრებაზე
_ცხოვრება ისეთი იქნება როგორც დავინახავთ ...
_სიბნელეში ხედვა შეუძლებელია ჩემი ცხოვრება კი სულ მთლად ბნელია
_სინათლის სხივი ყოველთვის ჩნდება
_ოპტიმისტი ყოფილხარ ძვირფასო ანიკო_კიდევ ერთი ჭიქა დალია და ანასაც დაუსხა_დალიე მარგო ჰარის არ მიატოვებს. სადაც წავა იქ გაყვება, ანუ სახლამდე ორივენი მივალთ
_მე არ მიყვარს დალევა და საერთოდ მგონია რომ სახლში დაბრუნების დროა
_ჯერ ჩემი ცოლი არ ხარ და უკვე გინდა რომ შენს ნებას დავემორჩილო ... მგონი ჯვრისწერისას მიგატოვებ და გავიქცევი
_მანამდე იყოს სჯობს საქორწილო სამზადისით ტყუილად ნუ გადამღლი . ფარისევლობა და ტყუილის თქმაც ძალზედ რთული და შრომატევადი საქმეა ...
_თამაშად ჩათვალე და მარტივად გამოგივა ...
_მე არ მიყვარს მსგავსი თამაშები. სამსახიობო შესაძლებლობები არ მაქვს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყოველთვის ნამდვილ ემოციას გამოვხატავ და სულს დამატებით ტყუილებით არ ვიმძიმებ _ თარაში თავის კერძს შეექცეოდა მშვიდად და წყნარად. სიმთვრალე სახეზეც ეტყობოდა , თვალებზეც და საუბარზეც . გაჩუმდნენ , თარაში ფიქრებმა გაიტაცა . ანას საუბრის მოსმენისას გაახსენდა ქალი რომელიც უყვარდა. მას მიზნის მისაღწევად ყოველთვის შეეძლო ეშმაკობითა და ტყუილებით მოქმედება. ბოლოს საერთოდ ერთი დიდი სპექტაკლი აღმოჩნდა მათი ურთიერთობა და მისი ნამდვილი სახე მაინც ვერ დაინახა. წლების განმავლობაში ფიქრობდა რა იყო ტყუილი და რა მართალი ან საერთოდ იყო კი რაიმე მათ შორის ნამდვილი? თარაში ბრაზმა მოიცვა ისევ , აღარავის ენდობოდა მას შემდეგ . ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა და ეშინოდა მცირედი ტყუილისაც კი. არც ანას ენდობოდა , მისი გულწრფელი სიტყვებიც ყალბი ეგონა იმ წამს
_ტყუილი არ გიყვარს, თამაშს ვერ იტან , ჩემს ქონებას არ გამოიყენებ და შენი სტატუსით სხვებზე მაღლა არ დადგები ... შენ თუ დაგიჯერებ დიდი თეთრი ფრთებიც გექნება სადმე დამალული უცებ გაშლი და გაფრინდები ანგელოზებთან _ ჯიბიდან ფული ამოიღო მაგიდაზე დააგდო და წამოდგა . ანასთვის აღარც შეუხედავს ისე წავიდა წინ.
გოგო გაოცებული უყურებდა, პასუხის გაცემაც ვერ მოახერხა არადა ძალიან გაბრაზდა და თან ეწყინა. ვერ მიხვდა მსგავსი სიტყვები რისთვის დაიმსახურა . სკამიდან რომ ადგა მის უკან ხალხი იყო . მიმტანს ლანგარით რაღაც მიჰქონდა და შეჩერება მოუხდა. თარაში უკვე თითქმის კართან იყო . სწრაფად უნდოდა წასვლა მაგრამ ვიღაც მკლავში წვდა და თავისკენ შეაბრუნა.
შაკო იყო , მთვრალი და გონებაგათიშული. მისმა დანახვამ შეაშინა. ხელის გათავისუფლება სცადა, მაგრამ უფრო მოუჭირა
_შე პატარა ბ*ზო გამყიდე ხო? იმ ს*რს რა აქვს ჩემზე უკეთესი. გვარი ? მაგის გვარი სულ ს*რზე თუ არ დავიხატო თუ დედა არ მოვ*ტყ*ა სულ მალე ნახავ . გგონია ასე შეგეშვები ? შენ ჩემი ხარ!
_ხელი გამიშვი თორემ გეფიცები
_რას გააკეთებ შენს ბიჭს დაუძახებ? წავიდა უკვე...სულ ჰკიდიხარ მაგას. ჩემთან კი დედოფალივით იქნებოდი მე მიყვარხარ...ვგიჟდები შენზე _ თავისკენ დაქაჩა და სახეზე შეეხო. ანამ სხვა რომ ვერაფერი მოახერხა სახეში შეაფურთხა და მერე ხელიც გაითავისუფლა
_აღარასდროს შემეხო_თქო ხომ გითხარი! თავი დამანებე და ვინმე სხვაზე გადაერთე , ავადმყოფი შენ სიყვარული არც კი იცი რა არის _ გაქცევას აპირებდა ლოყა რომ აეწვა და მოულოდნელი გარტყმისგან წონასწორობა დაკარგული იატაკზე დაეცა. ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა, მთელი სახე ეწვიდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ცალი მხარე საერთოდ დაეწვა. ისევ რომ წვდა მკლავში ვიღაც ბიჭი მივიდა. უკვე დარბაზში მყოფებიც უყურებდნენ. იმ ბიჭის ჩარევა არ სურდა იცოდა კარგი არაფერი მოხდებოდა და საერთოდ არ უნდოდა კიდევ ვინმეს გადაჰკიდებოდა. როგორღაც მზერა გაიწმინდა და ბიჭს უთხრა რომ ყველაფერი რიგზე იყო . ისიც მთვრალი იყო და აშკარად გაგიჟდა ამბის დანახვისას. მერე საიდანღაც თარაში გამოჩნდა შაკოს წინ მდგომი ბიჭი გვერდით გასწია. ანა ხელიდან გამოგლიჯა და გაშლილი ხელი მოუქნია , შაკო წაბარბაცდა მაგრამ ხარხარი დაიწყო და მერე თარაშის მოქნეული მუშტი აიცილა. ეზიზღებოდა ანას ჩხუბი, მთელი სხეული ეყინებოდა ამ დროს რაღაც ცუდის მოლოდინში. სძულდა ყველა კაცი და ყველაფერი რაც მათ უკავშირდებოდა. უნდოდა უბრალოდ გამქრალიყო. არ უნდოდა იქ შეკრებილი ხალხის წინ მდგარიყო და მათთან ერთად ეეყურებინა თარაშის ჩხუბი. ცხოველს ჰგავდა , ისე შესდგა შაკოს ისე აგინებდა და ემუქრებოდა სიტყვებიც კი აღარ ესმოდა. არავინ მიიკარა ვინც გასაშველებლად მივიდა. შაკო სანამ არ გაითიშა მანამ ურტყამდა. მერე მოშორდა ცხვირიდან წამოსული სისხლი ხელით მოიწმინდა და ბრბოში ანას სახე გაარჩია. კედელს რომ იყო მიყრდნობილი სახეზე აკანკალებული თითები აეფარებინა და მთელი სხეული უთრთოდა. ისეთი სუსტი იყო იმ დროს, ისეთი დაუცველი . საკუთარი თავის მიმართ გაუჩნდა ბრაზი . ანასთან მივიდა ხელი მოხვია და ჩაეხუტა . არეულ თმაზე ხელი გადაუსვა და მერე ბრბო გაიარა მასთან ერთად
_ხელი გამიშვი გთხოვ...მიჭერ _ ანამ ძლივს შეიკავა ცრემლები. როგორ არ უნდოდა სუსტი გამოჩენილიყო, როგორ ეზიზღებოდა ცრემლები , მაგრამ ნაკლებად გამოსდიოდა
_რატომ მაშინვე არ გამომყევი ... ამის დედაც _ მის სახეს კარგად რომ დააკვირდა მერე შეიკურთხა და უკან გაბრუნება დააპირა_ თითები თუ არ დავამტვრიო კაცი არ ვიყო ... ეგ
_მოიცადე გთხოვ...წავიდეთ. ახლა მაინც წავიდეთ სახლში. ისედაც ჩემი ბრალია რომ იჩხუბე . მე რომ არ გამოგყოლოდი სახლში მშვიდად დაბრუნდებოდი ... ყველაფერი ავურიე ისევ . ის კი თავს არასდროს დამანებებს და სჯობს საერთოდ შემეშვა. გიორგის გარდა ვერავინ მიშველის. ჩემს ძმას ვიპოვნი და
_გაჩუმდი და მორჩი ტირილს. სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. შენ ჩემი ცოლი ხარ და სხვა ვინ დაგიცავს თუ არა მე . ეს უკანასკნელი იქნება , სხვა დროს არავის მივცემ ნებას რომ რამე დაგიშავოს _ ლოყაზე თითები ჩამოუსვა სულ გადაყვლეფილი ჰქონდა კანი , მაგრამ ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა_ დაჯდები ცხენზე მარტო თუ მე წაგიყვანო
_დავჯდები , მაგრამ შენ ?
_წავედით მაშინ და ჩემზე ნუ ფიქრობ ... ეს მოიხურე _ ცხენის უნაგირზე თავშალი ჰქონდა გადაფარებული
_ეს საიდან გაჩნდა _ მატერია ხელში მოიქცია და მხრებზე მოიფარა
_მოვიტანე და დავაგვიანე _ ჩუმად თქვა და ცხენზე დაჯდა
ანამ ირგვლივ რომ მიმოიხედა შორიახლოს მაღაზია დაინახა. ვიტრინიდან ჩანდა სხვადასხვა ფერის შარფები . უცნაურად შეეკუმშა გული , ცხენზე დაჯდა და თარაშს გვერდით გაჰყვა.
ისევ ჩქარა მიდიოდნენ , მაგრამ ჟორდანია ხშირად უყურებდა ისე თითქოდ ელოდა რომ რამე დაემართებოდა არადა თვითონ უარესად იყო. ანას ისეთები ჰქონდა გამოვლილი ერთი გარტყმა ვერაფერს დააკლებდა. მხრებზე მოხვეული კაშნე დიდად ვერ იცავდა ქარი მაღლა სწევდა და მაინც სციოდა. დიდად ვერც ამას აღიქვამდა ჯირითის დროს. როგორც იქნა აღმართი დაინახა , ქუჩის ბოლოს მდგომ სახლაც მიუახლოვდა და ეზოშიც შევიდა. თარაშის ჩამოსვლამდე ჩამოხტა ცხენიდან, მაგრამ კარგად არ გამოუვიდა და ფეხი ეტკინა
_რომ დამლოდებოდი მოკვდებოდი?
_არ მტკივა... შეიყვან მარგარეტსაც?
_დიდი ჯიუტი ვინმე ხარ _ ორივე ცხენი შეიყვანა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა. ანა კართან ელოდა და წვივს იზელდა
_წავედით? _თარაში რომ დაინახა ქვემოდან ახედა და მერე სახლისკენ გაიხედა_იმედია არავის ღვიძავს თორემ ასე რომ დაგვინახონ ნონას გული გაუსკდება
_დაიკიდე _ სიცილით უთხრა და მერე ხელში აიყვანა
_რას აკეთებ... მთვრალი ხარ დამსვი. ფეხზე ძლივს დგახარ . თარაშ _ ჩუმად ეჩხუბებოდა. კაბა სულ მთლად მოშორდა სხეულიდან . ბარძაყებზე გრძნობდა მისი თითების შეხებას და მთელი სახე აუხურდა_ თარაშ გთხოვ დამსვი
_ გაჩუმდი თორემ გაკოცებ
_თარ ... _ პატარა ბავშვივით დაბნეულმა მიიფარა ხელი ტუჩებზე და მერე თარაშმა რომ დასცინა თავი მის ყელში ჩამალა
_საშინელი ხარ
_გაჩუმდი _თქო ხომ გითხარი_ ხელზე აკოცა და მერე სახლშიც შევიდნენ
ანამ ვეღარაფერი თქვა . თარაში კიბეს რომ აუყვა ლოცულობდა არ დაგორდეს თორემ ორივე დავიმტვრევითო. ბატონი ბარბაცით მიდიოდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მივიდა. საწოლზე ისე დასვა ანა თავადაც მის გვერდით დავარდა და ხელი მუცელზე მოხვია
_არადა თავიდან მსუბუქი მეჩვენე მერე როგორ დამძიმდი
_დეგენერატი ხარ ... ხელი გამიშვი კარი დავკეტო და ბამბა მოვიტანო
_არ მინდა ბამბა... ძილი მინდა ახლა რაც შეიძლება დიდხანს და მთლად უკეთესი იქნება თუ უსასრულოდ _ ჩუმად ლაპარაკობდა მერე ტუჩზე მიიდო ხელი და წარბები შეკრა _ყველაფერი რატომ მტკივა ასე მიმბეგვა იმან ?
_იმან არა...მანამდე ვისაც ეჩხუბე უფრო მან
_ხო ეგ ვიცი... მახსოვს . სად წახვედი _ თვალები გაახილა ანა რომ გაეცალა და ზურგზე დაწვა. წამლების ყუთი რომ დაინახა სახეზე აიფარა ხელები_ არ მინდა რა ... არ მინდა ამეწვება
_სერიოზულად?
_მაშინ მატკინე
_საბრალო , თურმე ვატკინე _ საწოლზე ავიდა , მუხლებით იდგა და ზემოდან უყურებდა _მაისური უნდა გაიხადო . დასვრილია
_ნწ...არაფერსაც არ გავიხდი მერე იმ ნაკაწრებსაც თავიდან გადაახვევ და არ მინდა _ ფეხები ერთმანეთს გაუსვა ფეხსაცმელი მოიშორა და საწოლზე მაღლა აიწია
_სხვა რა გზაა ... მე ხომ ნორმალური არავინ გადამეყრება_მაისურის ბოლოებს თითები ჩაავლო და მაღლა ასწია მერე მისკენ დაიხარა თავზე რომ გადაეძრო. თარაში თვითონაც წამოიწია და ერთი ხელის მოსმით მოიშორა მაისური
_აჰაა , ჯიუტო !
_სააბაზანოში უნდა შეხვიდე და დაიბანო. ხელები ჭუჭყიანი გაქვს და ასე გაწმენდას რა აზრი ექნება
_შენს სახეს მიხედე სჯობს
_მივხედე უკვე
_ყინული უნდა დაიდო
_გზაში გაიყინა ისედაც ... მიდი გთხოვ თორემ ცხენის სუნი გაქვს და პლიუს ღვინის
_და არ დაგეძინება ხომ? თურმე რაშია საქმე _ საწოლიდან ძლივს წამოდგა და სააბაზანომდეც მიაღწია კარი არც დაუხურავს ნორმალურად. ანამ თვალი მოაშორა და საკუთარ სახეს დააკვირდა სარკეში. ლოყა სულ მთლად წითელი ჰქონდა და შეშუპებული. ტუჩიც გასიებოდა და თითების შეხებისას ტკიოდა. საწოლი აშალა და თავის მხარეს დაწვა. თვალები დახუჭული ჰქონდა, ვერ გაიგო თარაში რას აკეთებდა. მხოლოდ რაღაც გრილის შეხება იგრძნო გახურებულ ლოყაზე და მერე თვალებიც გაახილა. სველი ჰქონდა მთელი სხეული ჟორდანიას, უფრო ფხიზლად გამოიყურებოდა მაგრამ თრობის კვალი მაინც ჩანდა მის მზერაში
_შეგიხვევ თორემ ისევ წამოგივა სისხლი
_იწექი ჯერ და მერე _ ტუჩზე თითები შეახო , რაღაც მალამო წაუსვა და შემდეგ საწოლზე დაჯდა
ხელებზე , მუცელზე და ზურგზე ჭრილობები თავიდან დაუმუშავა . ერთი დღის განმავლობაში ორი ჩხუბი აშკარად ზედმეტი იყო. ორივე ჩუმად იჯდა და არაფერს ამბობდა. საწოლში რომ დაწვნენ ანამ ისევ ყინულის შეკვრა დაიდო ლოყაზე და შემდეგ ჩაეძინა . მეორე დღეს ოთახიდან გასვლა არ უნდოდა, სახეზე აშკარა კვალი ჰქონდა და მაკიაჟის გაკეთების საშუალებაც არ ჰქონდა . თავი უსკდებოდა და ლაპარაკის სურვილიც არ ჰქონდა. თარაშს შუადღემდე ეძინა, მერე თვალები გაახილა და ანას სახე რომ დაინახა ფრთხილად შეეხო
_გტკივა?
_არა
_აბა ტყუილი არ მიყვარსო?
_თუ არ ვლაპარაკობ არ მტკივა
_კარგი, მაშინ ნუ ილაპარაკებ

ორივეს ეღვიძა, მაგრამ არცერთი დგებოდა საწოლიდან . შემდეგ თარაში წავიდა და სადილით დაბრუნდა. საწოლზე დაწვა , ტელევიზორში რაღაც ფილმი ჩართო და ჭამა დაიწყო
_ანიკო რას ელოდები? მე უნდა გაჭამო? თვითმფრინავიიი მოფრინააააავს _ ჩანგალი დაატრიალა და ანასკენ წაიღო , მაგრამ გოგონას აშკარად არ უნდოდა . საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოში შეიკეტა.
იმ დღეს ფაქტობრივად არ უსაუბრიათ. ანა ოთახიდან არ გადიოდა , თარაში წავიდა და გვიან ღამით დაბრუნდა.
სილურჯემ რომ გაუარა ოთახი დატოვა, მაგრამ ქალბატონმა თინამ მაინც ყველაფერი იცოდა. როგორც აღმოჩნდა ჩხუბის ამბავიც გაგებული ჰქონდათ და თარაშთან კამათიც დაესრულებინათ .
_რა გაკავშირებს იმ კაცთან
_მამაჩემს მისი ვალი ჰქონდა მას კი ამოჩემებული ვყავარ და მამას შესთავაზა ვალის სანაცვლოდ ცოლად გავეყოლებინე . მე უარზე ვიყავი და მასთან არც კი ვსაუბრობ დიდხანს . ვწუხვარ თარაშს ჩემს გამო რომ შეექმნა პრობლემები, მაგრამ თქვენ მე მომიტაცეთ და აქ საერთოდ არ ვარ ჩემი სურვილით ქალბატონო თინა...
_ჩემთან ასე საუბარს არ გირჩევ სჯობს ნორმალურად მელაპარაკო თორემ შენს გიჟ ქმართან ერთად გაგიშვებ ამ სახლიდან
_გგონიათ ახლა მემუქრებით ? _ გაიღიმა და სავარძლიდან წამოდგა. ხელში წვენის ჭიქა აიღო და მშვიდად გაუღიმა_ამ სახლში და საერთოდ თქვენს ოჯახში ძალიან ბევრი არეულობაა და სხვა ვინმეზე იზრუნეთ მე როგორმე საკუთარ თავს მივხედავ , თუ პრობლემები გექნებათ იმას მოჰკითხეთ ვინაც ჩემი მოტაცება გადაწყვიტა !



№1  offline წევრი Rania

Mgoni pirveli varr. Momcons anakoo. Imedia tarashs daubrunebs isev rcmenassss. Zalian. Zalian momcons mariammm. Saocari vinme xarrr
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

Rania
Mgoni pirveli varr. Momcons anakoo. Imedia tarashs daubrunebs isev rcmenassss. Zalian. Zalian momcons mariammm. Saocari vinme xarrr

მადლობაა
ხო ანა მეც მომწონს და მგონი ყველაფერს შესძლებს რასაც კი მოინდომებს

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

აუ ესენი ერთმანეთს არ დააშორო რა :((((( ერთმანეთს უნდა უშველონ ♥️

 


№4  offline წევრი Takk.22

როგორი გემრიელი თავი იყო,საუკეთესო ხარ

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანა
აუ ესენი ერთმანეთს არ დააშორო რა :((((( ერთმანეთს უნდა უშველონ ♥️

არამგონია დაშორდნენ
smile

Takk.22
როგორი გემრიელი თავი იყო,საუკეთესო ხარ

მადლობაა
heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი Anansio

აუუუუ რა ამბებიაა❤️❤️❤️❤️როგორც ყოველთვის საოცაარი თავი იყოო❤️❤️❤️ძალიაან ძალიან მაინტერესებს❤️❤️❤️პრივესი მესმისს...მაგრამ ანას მიმართ თარაშის ცოტა უხეშობა გულს მტკენს❤️❤️❤️არ იმსახურებს ეს გოგო ამდენ ტკივილს❤️ოჯახის წევრებს გაუმკლავდება ,მაგრამ თარაშისგან ,ჩანს,რომ ძალიან ეწყინაა❤️❤️❤️❤️ჩემო გოგოო❤️❤️❤️ოქროსხელება მარიაამ!!!❤️❤️❤️გელოდები მოუთმენლად❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი დარინა

ისეთი გიჟები არიან ერთმანეთს გადარევენ, მგონი ასეთი გიჟი წყვილი დიდი ხანია აღარ გყოლია, მეც გამაგიჟეს და გადამრიეს, თარაშს მარტო ანიკო მოარჯულებს, ხალიან მომეონს ანას პერსონაჟი როგორი პატარაა, მაგრამ იმდენი ტანჯვა აქვს გამოვლილი, ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არ უხრის თავს თინას, ზუსტად ასეთი ძლიერი მინდა რომ იყოს ბოლომდეე, თარაში გააგიჟოს და გადარიოს უნდაა, ჩემი დღის პოზიტივი და საოცრება გოგო ხარ, შენი თითოეული დაწერილი სიტყვა მიყვარს.

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

Anansio
აუუუუ რა ამბებიაა❤️❤️❤️❤️როგორც ყოველთვის საოცაარი თავი იყოო❤️❤️❤️ძალიაან ძალიან მაინტერესებს❤️❤️❤️პრივესი მესმისს...მაგრამ ანას მიმართ თარაშის ცოტა უხეშობა გულს მტკენს❤️❤️❤️არ იმსახურებს ეს გოგო ამდენ ტკივილს❤️ოჯახის წევრებს გაუმკლავდება ,მაგრამ თარაშისგან ,ჩანს,რომ ძალიან ეწყინაა❤️❤️❤️❤️ჩემო გოგოო❤️❤️❤️ოქროსხელება მარიაამ!!!❤️❤️❤️გელოდები მოუთმენლად❤️❤️❤️

ოქროსხელება ,ჰმ მომწონს ეს სახელი და რა გავაკეთო? ძალიან თავმდაბალი კი გამოვდივარ მაგრამ უნდა ვაღიარო რომ სულ მეღიმება რომ ვკითხულობ
თარაში როგორიცაა მალე უკეთ გაირკვევე ად აარაფერს ვიტყვი ვერაფერს დაგპირდებით
მადლობაააააააააააა

 


№9 სტუმარი სტუმარი ანი ანი

გაგიჟება შეიძლებაააა ^_^ ღმერთო რა საყვარლები არიან... იმენა ჩხუბის თავები... ორივესე ვაბოდებ უკვე

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ისეთი გიჟები არიან ერთმანეთს გადარევენ, მგონი ასეთი გიჟი წყვილი დიდი ხანია აღარ გყოლია, მეც გამაგიჟეს და გადამრიეს, თარაშს მარტო ანიკო მოარჯულებს, ხალიან მომეონს ანას პერსონაჟი როგორი პატარაა, მაგრამ იმდენი ტანჯვა აქვს გამოვლილი, ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არ უხრის თავს თინას, ზუსტად ასეთი ძლიერი მინდა რომ იყოს ბოლომდეე, თარაში გააგიჟოს და გადარიოს უნდაა, ჩემი დღის პოზიტივი და საოცრება გოგო ხარ, შენი თითოეული დაწერილი სიტყვა მიყვარს.

ანა იმაზე ძიერია ვიდრე ჩანს უბრალოდ დასაწყისში ნერვებმა უმტყუნა და ფიზიკურად ვეღარ გაუძო , მაგრამ ნამდვილად არავის დაუხრის თავს
ვფიქრობ ეს პერსონაჟი ბოლლომდე მოგეწონებათ და სხვას ვერაფერს ვიტყვი
ბევრი რამ მოხდება
და ვნახოთ

 


№11  offline წევრი ნინ ია

სასწაული ხარ და მარტო შენ შეგიძლია ასეთი საოცრებების დაწერა. პირველივე თავიდან ვგიჟდები უკვე თარაშზე და ანოზე heart_eyes
ოღონდაც ეს ორი არ დაშორდეს ერთმანეთს და გულმა არ დამარტყას

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანი ანი
გაგიჟება შეიძლებაააა ^_^ ღმერთო რა საყვარლები არიან... იმენა ჩხუბის თავები... ორივესე ვაბოდებ უკვე

ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი
მთავარი ამბები გველის და იმედია მოგეწონებათ

ნინ ია
სასწაული ხარ და მარტო შენ შეგიძლია ასეთი საოცრებების დაწერა. პირველივე თავიდან ვგიჟდები უკვე თარაშზე და ანოზე heart_eyes
ოღონდაც ეს ორი არ დაშორდეს ერთმანეთს და გულმა არ დამარტყას

არ დაგარტყავს
ჩემი სტილი არაა ხომ იცი ბანალურად ყველა ერთად უნდა იყოს და თავიდანვე აშკარაა ხოლმე ყველაფერი
smile

 


№13  offline წევრი ნინ ია

sameone crazy girl
სტუმარი ანი ანი
გაგიჟება შეიძლებაააა ^_^ ღმერთო რა საყვარლები არიან... იმენა ჩხუბის თავები... ორივესე ვაბოდებ უკვე

ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი
მთავარი ამბები გველის და იმედია მოგეწონებათ

ნინ ია
სასწაული ხარ და მარტო შენ შეგიძლია ასეთი საოცრებების დაწერა. პირველივე თავიდან ვგიჟდები უკვე თარაშზე და ანოზე heart_eyes
ოღონდაც ეს ორი არ დაშორდეს ერთმანეთს და გულმა არ დამარტყას

არ დაგარტყავს
ჩემი სტილი არაა ხომ იცი ბანალურად ყველა ერთად უნდა იყოს და თავიდანვე აშკარაა ხოლმე ყველაფერი
smile

დავმშვიდდი და მოუსვენრობას გადამარჩინე heart_eyes მიყვარხარ ყველა შენ პერსონაჟიანად heart_eyes kissing_heart

 


№14  offline წევრი cicino

ყოველთვის საოცარი წყვილი გყავს და ეხლაც არანორმალურები იქნებიან ისეთი პირი უჩანს. ახალ თავს ველოდები და უფრო დიდს ეს არ მეყო უფრო და უფრო მეტი მინდა ისეთი კარგია.

 


№15  offline წევრი kora

ყველაზე თბილი და დადებითი ემოციებით სავსე ისტორიების ავტორი დაგვბრუნებია და მართლაც დღესასწაული დაიწყო საიტზე heart_eyes ზუსტ დროს დავბრუნდი, ეტყობა მიგრძნო გულმა, საოცრად მიხარიხარ ოქროს გოგოვ heart_eyes kissing_heart
--------------------
kira.G

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

cicino
ყოველთვის საოცარი წყვილი გყავს და ეხლაც არანორმალურები იქნებიან ისეთი პირი უჩანს. ახალ თავს ველოდები და უფრო დიდს ეს არ მეყო უფრო და უფრო მეტი მინდა ისეთი კარგია.

მე კიდე მეგონა უზარმაზარი თავიათქო
:დ
მადლობა

kora
ყველაზე თბილი და დადებითი ემოციებით სავსე ისტორიების ავტორი დაგვბრუნებია და მართლაც დღესასწაული დაიწყო საიტზე heart_eyes ზუსტ დროს დავბრუნდი, ეტყობა მიგრძნო გულმა, საოცრად მიხარიხარ ოქროს გოგოვ heart_eyes kissing_heart

ჩემი გოგოც გამოჩნდა
მიხარია ისევ თავიდანვე რომ მომყვები
მადლობა
heart_eyes heart_eyes

 


№17 სტუმარი ნილნა

ვაიიი რა გაძლებს ხვალამდეე...მართლა crazy გოგო ხაარ...შეუდარებელიი...წარმატებებიი და მადლობა იმ სიამოვნებისთვის რასაც შენი ისტორიებით გვანიჭებ...p.s. შენი ერთგული მკითხველი... :)

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ნილნა
ვაიიი რა გაძლებს ხვალამდეე...მართლა crazy გოგო ხაარ...შეუდარებელიი...წარმატებებიი და მადლობა იმ სიამოვნებისთვის რასაც შენი ისტორიებით გვანიჭებ...p.s. შენი ერთგული მკითხველი... :)

ხო ეგ სახელი ნამდვილად სწორად ავირჩიე :დდ
მადლობა
იმედია მომდევნოც მოგეწონებათ

 


№19 სტუმარი სტუმარი Nicaa

ვგიჟდები ანაზე. აი ძალიან მაგარი გოგოა თინას როგორც მედგრად უდგას მაგარია ძალიან და თარაშთან რომ დაუცველია თითქოს???????????? ერთადერთი რამხელა თავიც არ უნდა იყოს არ მყოფნის , სასწაულად წერ არასდროსაა საკმარისი

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Nicaa
ვგიჟდები ანაზე. აი ძალიან მაგარი გოგოა თინას როგორც მედგრად უდგას მაგარია ძალიან და თარაშთან რომ დაუცველია თითქოს???????????? ერთადერთი რამხელა თავიც არ უნდა იყოს არ მყოფნის , სასწაულად წერ არასდროსაა საკმარისი

პატარა თავები არ იქნება, მაგრამ უფრო დიდს ვერ დაგპირდებით მგონი სავსებით საკმარისია
მიხარია რომ.მოგწონთ
ანა ნამდვილად მაგარი გოგოა და იმრდია თქვენც ჩემს აზრზე დარჩებით ბილომდე
მადლობა

 


№21 სტუმარი snow_white

საუკუნეები იქნება ალბათ რაც ამ საიტზე არაფერი წამიკითხავს, წეღან შემოვირბინე იმიტომ რომ მომენატრასავით და ნაწყვეტს რომ მოვკარი თვალი დამაინტერესა..
რომ წავიკითხე მერე შევხედე ავტორს, მეცნო და გამეღიმა heart_eyes
იმიტომაც არის ასეთი კარგიმეთქი heart_eyes
მიყვარს შენი ნაწერები heart_eyes

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

snow_white
საუკუნეები იქნება ალბათ რაც ამ საიტზე არაფერი წამიკითხავს, წეღან შემოვირბინე იმიტომ რომ მომენატრასავით და ნაწყვეტს რომ მოვკარი თვალი დამაინტერესა..
რომ წავიკითხე მერე შევხედე ავტორს, მეცნო და გამეღიმა heart_eyes
იმიტომაც არის ასეთი კარგიმეთქი heart_eyes
მიყვარს შენი ნაწერები heart_eyes

ძალიამ დიდი მადლობა
უზომოდ მახარებს ასეთი სიტყვები
იმედია ბოლომდე მოგეწონებათ და იმედები არ გაგიცრუვდებათ

 


№23  offline წევრი cicino

შენთვის შეიძლება უზარმაზარია მაგრამ ჩვენთვის შენი მკითხველებისთვის მუდამ პატარაა????????????????????????

 


№24  offline წევრი რუსკიმარუსია

ეს ჩვენი კაფანდარა გოგო არც ისე სუსტი და მშიშარა ყოფილა როგორც ერთი შეხვედით ჩანდა, მომწონს❤ თარაში კიდევ საკმაოდ გაუხეშებულია წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ ანიკოს მაინც ვერ ტკენს :დ
ანო ისეთი გოგოა თინასაც მოსვავს ადგილზე, ეგ ყელყელა ქალი ეგა, ეგეც არ მყავდეს ინგლისის დედოფალი :)
ძალიან მაინტერესებს ანას ძმა, გიორგი რას წარმოადგენს და ველოდები როდის შემოვა ისტორიის მოქმედ გმირად.
მსუყე და საინტერესო თავი იყო❤ ეს ორი რომ დატკბება მერე კიდევ უკეთესი იქნება❤

 


№25  offline წევრი zeinabi

ვაიმე შოკი პიკი პანიკააა ეს ისტორია

 


№26  offline მოდერი abezara98

ღმერთო ჩემო, ამდენ ანსხვავებულ ემოციას და მოვლენასაც არ მოველოდი ერთ თავში. უბრალოდ იმდენად შევყევი კითხვას, იმდენად ჩამითრია, რომ აღარ მინდოდა დასრულებულიყო. მომწონს მე ჩემი ანიკო და თარაში. ❤❤❤ უხდებიან ერთმანეთს და ის ჩემს გოგოზე გადაკიდებული დეგენერატი ურჩევნია თავისი ნებით მოაცილდეს აქურობას, თორემ მერე ძალით ჩემი თარაში მოაცილებს და ერთი-ორ ნეკლნსაც შეიწირავს :D "რაც უფრო კარგი გოგო იქნები მით უფრო საყვარელი ქმარი გეყოლება _ თავზე გადაუსვა ხელი ,ისევ შუბლზე აკოცა" - უ, თე გენათალეე, ბიტოო. და პირიქით რომ იყოს, არა? რაც უფრო კარგად მოიქცევი, მიტ უფრო უკეთესი ცოლი გეყოლება.
"_შეეშვით ... თუ გეტყვით რომ ჩაი უნდა ჩაის მიუტანთ, თუ გეტყვით რომ ლაპარაკი უნდა ელაპარაკებით... გაჩუმდითო თუ გეტყვით უთხარით ჩვენი ქმრების გარდა ვერავინ გვაჩუმებს_თქო და დატოვეთ
_შენ სად მიდიხარ
_რა დარიგებებს გვაძლევს თუ უსმენთ
_ბებო ან კარგად მოექცევით ან წავალთ აქედან
_შანტაჟისტო ...
_პატარა გაიძვერა " - ამ მომენტზე უბრალოდ ძალიან გამეცინა. მართლა რა გაიძვერაა ეს თარაში, როცა უნდა :D
ჰმ, ჩემი მზრუნველი ბიჭიი. ნახე, ჯერ ცოლი არაა და უკვე როგორ უვლის, შარფი უყიდა და ცოლი რომ გახდება, მერე ხომ ნამდვილ დედოფლად აქცევს. ჩემი ტკბილი, თბილი და ჯერ მაინც ეჭვებში მყოფი ბიჭიი ❤❤❤
რა უნდა გითხრა, მითხარი, აბა?! რომ მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე, იცი და მოუთმენლად რომ გელოდები, ეგეც :D საოცრება ხარ შენ ნამდვილი! ❤❤❤❤

 


№27 სტუმარი სტუმარი მეგან

ძალიან კარგია, იმედია ახალ თავებზე დიდხანს არ გვალოდინებ
❤️

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
ეს ჩვენი კაფანდარა გოგო არც ისე სუსტი და მშიშარა ყოფილა როგორც ერთი შეხვედით ჩანდა, მომწონს❤ თარაში კიდევ საკმაოდ გაუხეშებულია წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ ანიკოს მაინც ვერ ტკენს :დ
ანო ისეთი გოგოა თინასაც მოსვავს ადგილზე, ეგ ყელყელა ქალი ეგა, ეგეც არ მყავდეს ინგლისის დედოფალი :)
ძალიან მაინტერესებს ანას ძმა, გიორგი რას წარმოადგენს და ველოდები როდის შემოვა ისტორიის მოქმედ გმირად.
მსუყე და საინტერესო თავი იყო❤ ეს ორი რომ დატკბება მერე კიდევ უკეთესი იქნება❤

არც ისეთი კაფანდარაა მაშნ უბრალოდ ძალიან იყო ანერვიულებული და სუსტი ჩანდა ყველანაირად , მაგრამ უკვე დამშვიდდა და აჩვენებს ყველას თავის ადგილს თუმცა დიდი ომი მაგათთან არ დასჭირდება არც ეგეთი ცუდები არიან
ჩემი გიუშა მალე გამოჩნდება ვგონებ

zeinabi
ვაიმე შოკი პიკი პანიკააა ეს ისტორია

smile smile ჯერ კიდევ სად ხართ

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ღმერთო ჩემო, ამდენ ანსხვავებულ ემოციას და მოვლენასაც არ მოველოდი ერთ თავში. უბრალოდ იმდენად შევყევი კითხვას, იმდენად ჩამითრია, რომ აღარ მინდოდა დასრულებულიყო. მომწონს მე ჩემი ანიკო და თარაში. ❤❤❤ უხდებიან ერთმანეთს და ის ჩემს გოგოზე გადაკიდებული დეგენერატი ურჩევნია თავისი ნებით მოაცილდეს აქურობას, თორემ მერე ძალით ჩემი თარაში მოაცილებს და ერთი-ორ ნეკლნსაც შეიწირავს :D "რაც უფრო კარგი გოგო იქნები მით უფრო საყვარელი ქმარი გეყოლება _ თავზე გადაუსვა ხელი ,ისევ შუბლზე აკოცა" - უ, თე გენათალეე, ბიტოო. და პირიქით რომ იყოს, არა? რაც უფრო კარგად მოიქცევი, მიტ უფრო უკეთესი ცოლი გეყოლება.
"_შეეშვით ... თუ გეტყვით რომ ჩაი უნდა ჩაის მიუტანთ, თუ გეტყვით რომ ლაპარაკი უნდა ელაპარაკებით... გაჩუმდითო თუ გეტყვით უთხარით ჩვენი ქმრების გარდა ვერავინ გვაჩუმებს_თქო და დატოვეთ
_შენ სად მიდიხარ
_რა დარიგებებს გვაძლევს თუ უსმენთ
_ბებო ან კარგად მოექცევით ან წავალთ აქედან
_შანტაჟისტო ...
_პატარა გაიძვერა " - ამ მომენტზე უბრალოდ ძალიან გამეცინა. მართლა რა გაიძვერაა ეს თარაში, როცა უნდა :D
ჰმ, ჩემი მზრუნველი ბიჭიი. ნახე, ჯერ ცოლი არაა და უკვე როგორ უვლის, შარფი უყიდა და ცოლი რომ გახდება, მერე ხომ ნამდვილ დედოფლად აქცევს. ჩემი ტკბილი, თბილი და ჯერ მაინც ეჭვებში მყოფი ბიჭიი ❤❤❤
რა უნდა გითხრა, მითხარი, აბა?! რომ მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე, იცი და მოუთმენლად რომ გელოდები, ეგეც :D საოცრება ხარ შენ ნამდვილი! ❤❤❤❤

აი რა გავაკეთო რომ ვგიჟდები შენზე
ვგიჟდები ამ მონაკვეთებს რომ გამოჰყოფ და მახარებ
თარაში მიყვარს ჩემებურად თავის ცოდვებიანად და იმედია თქვენც შეიყვარებთ და არ გადაგიყვარდებათ შემდეგ

სტუმარი მეგან
ძალიან კარგია, იმედია ახალ თავებზე დიდხანს არ გვალოდინებ
❤️

ჯერ ჯერობით ყოველდღე დავდებ და შემდეგ თუ არ გამიფრინდება მუზა არ დავაგვიანებ

 


№30  offline წევრი Maia G.

საოცრება გოგო ხარ!ტკბილი და გემრიელი! ანო და თარაში ❤❤❤❤ სუპერ წყვილი იქნება და მშვენივრადაც "მოუგრიხავენ"კისრებს ყველას :D❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent