გამიზნული შხამი #13
ფრჩხილებს ნერვიულად ვაკაკუნებ მოსაცდელის რაფაზე და თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ. დაძაბულობისგან ასე მეგონა გუგები სადაც იყო გადმომცვივდებოდა. -ქალბატონო ნატალია?- ხმადაბლა მომმართა ჩემს წინ მჯდომმა ფორმიანმა. შევხტი, არ ველოდი რომ ასე მალე დამიძახებდნენ. ღრმად ამოვისუნთქე, დავრწმუნდი რომ ყველაფერი კარგად იყო ჯერ ჯერობით. - გ..გისმენთ? - ასე ამბობთ, რომ საჭირო იმფორმაციას ფლობთ გარკვეულ საკითხზე? - დიახ, ეს.. ახლად წამოწყებული საქმეა. ვიფიქრე გამოძიებას წავადგებოდი. - შიგნით შევიდეთ. - მამისტოლა კაცმა ჩაახველა, რკინის კარები ჭრიალით გახსნა და გვერძე გადგა რომ შევეტარებინე. ახლად მოწმენდილი, ნახევრად სველი იატაკი თითქოს სახრჩობელაზე მიმავალ გზას გავდა. სადღაც შორიახლოს მბჟუტავი თეთრი ნათურა კი იმ თოკს, სადაც თავი უნდა გამეყო. სანამ ფორმიანი წინ მიმიძღვოდა, ჯიბე ზუზუნით ამიკლო ტელეფონმა. დამიანე მირეკავდა.. თვალებზე მაშინვე ცრემლები მომადგა, ხელები ამიკანკალდა და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე. ¨ხედავ?! იმის გამბედაობაც არ გაქვს რომ უბრალოდ გაუთიშო.¨ ალაპარაკდა ქვეცნობიერი. ზოგჯერ ვატყობდი, ჩემში მართლა ორი ადამიანი ცხოვრობდა. ნატალია და ელიზაბეტი... - აქ დაბრძანდით.- მოყავისფრო სავარძელზე მიმანიშნა. სახე კეთილის ჰქონდა, ამ კაცთან წესით დააბულობა უნდა მომხსნოდა, მაგრამ პირიქით, ფილტვები მეხუთებოდა, უჰაერობისგან მეწვოდა კიდეც. ოთახში რამდენიმე კომპიუტერი იდგა, და ღილაკებიანი აპარატები. წარმოდგენა არ მქონდა ეს რისთვის იყო. არც კითხვას ვაპირებდი, რაღაქმაუნდა. ¨ახლა რომ რაფაელმა იცოდეს სადაც ვარ, თავს დაუფიქრებლად წამაცლიდა პურის საჭრელი დანით¨ საფეთქლების ტკივილი დამეწყო, ყურები მიწუოდა, ასე მეგონა ცოტაც და ვეღარ გავუძლევდი. მთელს შენობას გავაგონებდი ჩემს ყვირილს. - ამ ფილიალში შემოვიდა განაცხადი? - უკაცრავად..- ჩავახველე და თვალებში ჩავაშტერდი. - ვერ მიგიხვდით. - ანუ ამ შენობაში იკვლევენ მაგ საქმეს, რაზეც მოხვედით? - ამ.. არა, მე არ ვიცი. ბაზა ხომ საერთო აქვს შ.ს.ს-ს? პოლიციელმა წარბები ამიწია, ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა და მაგიდას ოდნავ მიეყრდნო. ნახევრად ჩამოჯდა. - ბევრი გცოდნია. - იურიდიული დავამთავრე, ორჯერ.. ბოლო სიტყვა ჩემთვის ჩავიდუდუნე და თავი წამიერად ჩავხარე. თითების წვალებას მოვყევი, ტუჩებს ვიჭამდი. სადაც იყო თავს ცოცხლად გავიტყავებდი. - ორჯერ?!- გაუკვირდა კაცს. - გრძელი ამბავია..- სიტუაციის განსამუხტად ჩავიცინე და ოდნავ კბილებიც გამოვაჩინე. თავი დამიქნია, თითქოს მიხვდა რასაც ვგულისხმობდი. ახლა უკვე სხვანაირად შემომყურებდა, როგორც კოლეგას. ყველა ასეა, თავისიანს რომ ხედავენ უფრო შინაურდებიან. მე-არა. რაფაელის მერე, საკუთარი თავის ნდობაც კი მიჭირდა. აი დამიანე კი.. ალბათ მას თვალდახუჭული ვენდობოდი. - ვისი საქმეა, ვისზე მუშაობენ. სახელი და გვარი მითხარი. ფიქრებიდან ჩახლეჩილმა ხმამ გამომიყვანა. კაცი უკვე კომპიუტერს მისჯდომოდა. მინდოდა მივსულიყავი და გვერდით დავმდგარიყავი, მაგრამ მოყავისფრო სავარძელს თითქოს მივეწებე. ვერ ვინძრეოდი, მხოლოდ პირის გამოძრავება, და თითებით თამაში შემეძლო. - რურუა.. რურუა ზურაბი. პასუხი იქამდე არ დამიბრუნა, სანამ სისტემამ მთელი განაცხადების სია არ ჩამოტვირთა. ტელეფონი ისევ აზუზუნდა. დამიანეს იგნორისას გული საგულედან მიხტებოდა. - შეიძლება ტელეფონს ვუპასუხო?- ხმადაბლა ვკითხე ზურგით მჯდომს. - უპასუხე, რათქმაუნდა. თავი დავუქნიე, თითქოს დამინახავდაო და ტელეფონის ეკრანს კიდევ ერთხელ დავხედე. - გისმენ..- ვეცადე ხმა ნაკლებად ნერვიული და ნორმალური მქონოდა. ნატალიასებური.. - ნატალია, ამდენი ხანი სად ხარ? ხმა იმაზე თბილი ჰქონდა, ვიდრე წუთების წინ წარმომედგინა. მკაცრი, მიბრაზდებოდა, მაგრამ ამას მაინც არ მაგრძნობინებდა. - ვიფიქრე.. შენთან გადმოსვლაზე ვიფიქრე და თანახმა ვარ. წამიერი დუმილი ჩამოვარდა ჩვენს შორის. თითქოს მისი სუნთქვაც კი მესმოდა და გაფითრებულ სახესაც ვხედავდი. - როცა ინებებთ ქალბატონო- სიცილით მიპასუხა. მეც გამეღიმა. სხვანაირად როგორ შეიძლებოდა?!- ახლა მითხარი, სად ხარ? ზურისთან უკვე აღარავის უშვებენ. ხვალ მაინც გამოწერენ და მეც საქმე აღარ მაქვს. - ნივთების შეგროვების საქმეს ვაგვარებ- დამაჯერებლად ვიცრუე, კაცმაც მაშინვე გადმომხედა და წარბი ამიწია. რათქმაუნდა ტყუილს მხოლოდ ის მიმიხვდა. პატარაზე ჩაიცინა და თავი ისევ ნიაბრუნა კომპიუტერისკენ. - მე და ნიკუშა დასალევად გავალთ მაშინ, თან სალაპარაკო გვაქვს ბიჭებს და.. რომ მოიცლი იმ ბარში მოდი, სადაც პირველად კაპუჩინო დავლიეთ. - ორ ლოთს ვინმე ფხიზელი დაგჭირდებათ, ხო?- ისე უცებ დავდექი ხალისის ხასიათზე, მეც ვერ გავიაზრე. ტელეფონში როგორ ვუცინოდი დამიანე რურუას, რომლის ცხოვრებაც ხელში მეჭირა, თითოეული უჯრედით. მისი თითო ამოსუნთქვა ხელში მეჭირა. ¨ეს შენთვისაა დამიან, ამას შენთვის ვაკეთებ¨ ჩავილაპარაკე გონებაში და თვალები დახუჭულ მდგომარეობაში რამდენიმე წამით გავაჩერე. - მოვალ, როგორცვე დავასრულებ. მომენატრე... - მეც, ძალიან. შეხვედრამდე. ღიმილით დავაბრუნე მობილური ჯიბეში და ფეხზე წამოვდექი. მხოლოდ ახლა გავაანალიზე, რომ ის ძალა რითიც ფეხზე ვიდექი, უბრალოდ დამიანესთან ლაპარაკმა და მისმა ხმის მოსმენამ შემმატა. პოლიციელს მივუახლოვდი და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დავუდექი. - დავურეკავ, ვინც ამის სათავეშია და მსგავს ამბებს აგვარებს. არ ვიცი დამდენი დრო დასჭირდება. - არაუშავს, დაველოდები.. საკუთარ გადაწყვეტილებაზე მყარად ვიდექი, ახლა უკან დახევა არ შეიძლებოდა. საკუთარ გაფუჭებულს არავინ გამომისწორებდა. სანამ კარში გაუჩინარდებოდა ფორმიანი ხმა ამოვიღე და შევაჩერე. ისევ ისეთი თბილი და კეთილი სახით გადმომხედა, როცა ამ ოთახში შემოვედი. - ჩვენების ანონიმურად მიცემა, ხომ შემიძლია? - რათქმაუნდა, მაგაზე შენ არ ინერვიულო. რაც ამ კედლებში ხდება, ანონიმურად რომ არც მისცე ჩვენება, გარეთ იშვიათად თუ გადის. დამაჯერებლად გამიღიმა და მარტო დამტოვა. იჯვე ჩამოვჯექი და თვალები მოვისრისე. ღრმად ვსუნთქავდი. ყველაფერი კარგად იყო, რატომ ვნერვიულოდი?! თითქოს ყველაზე საშინელება, ჯერ კიდევ წინ მელოდა. თავი ავწიე და ვეცადე საკუთარი თავი იქამდე ოთახის თვალიერებით გამერთო, სანამ ის ვიღაც მთავარი მოვიდოდა, რომ სიმართლე მეამბო. ამის შემდეგ მართლაც უნდა გავქცეულიყავი, რაფაელისგან შორს უნდა წავსულიყავი.მოგონებებმა ერთიანად ჩამიქროლეს თვალწინ, როგორ მამზადებდა რაფაელი დამიანესთან შეხვედრისთვის, შემდეგ როგორ ვუყვებოდი ყველაფერს და როგორ დავცინოდით მას ერთად. ასეთი მეზიზღებოდა.. ნატალია მეზიზღებოდა. მზერა კომპიუტერზე გავაჩერე, სადაც ზურის საქმის მონაცემები ჯერ კიდევ გახსნილი იყო. პოლიციელებს ცუდი თვისება ის აქვთ, რომ მათ დანადგარებს ზედმეტად ენდობიან. რუსეთშიც ყველას ეს პრობლემა ჰქონდა, უსაფრთხოების მიზნით აყენებდნენ ´ტაიმერზე´რის შემდეგაც პროგრამა თავისით ითიშებოდა. ერთი ხელის განძრევა ეზარებათ, რომ გათიშონ ხოლმე ის, რაშიც საათობით იქექებიან. თვალები გამომძიებლის დამხმარის სახელზე გამიშტერდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მაშინვე ფეხზე წამოვხტი, როგორცვე გავიაზრე რა ხდებოდა. დამიანე*: - ერთი იმ ლაწირაკს რომ გამოწერენ, ვასწავლოთ ნამდვილი დალევა. - ჩაიცინა ნიკუშამ და თავისი კათხა ლუდი მოიყუდა. - მაგ ლაწირაკს, გოგოები ურჩევნია დალევას. - ხელი ჩავიქნიე ზურიზე და რამდენიმე ყლუპი სიცილით მოვსვი. - რა გიკვირს? დამიან- ახარხარდა აბესაძე. - მის ასაკში შენ უარესი იყავი. არ გახსოვს შენი ნიძლავი?- წარბები ამითამაშა. - რა დამავიწყებს, ეგ პირსინგი ახლაც მიკეთია. ცხოვრების ბოლომდე უნდა ვატარო, რომ კარგად მახსოვდეს. - გახსოვს, სოფოს რეაქცია? ჩვენმა სიცილმა მთელი ბარი მოიცვა. მე და ნიკუშა მისაღებში ერთად შევიჭერით. სახეზე ფერი არ მედო ტკივილისგან. იმდენად მტკივნეული ყოფილა, მკერდის გახვრეტა, ვიდრე წარმომედგინა. დედაჩემი მაშინვე მეცა, ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდათ მოჩვენება დაინახაო. რომ ვანახე, ჩემი გახვრეტილი ძუძუსთავი, თვითონაც დაეკარგა ფერი და თავზე ხელი შემოირტყა. ნიკუშა სიცილს ვერ წყვეტდა. მუცლის ტკივილამდე ხარხარებდა, ცოტაც და ჩაიკეცებოდა. ხმაურზე რათქმაუნდა მამაჩემიც გამოვიდა და საყურე ჩამოკიდებული რომ მნახა, კაცობა გაქვს სასწავლელიო. მერე ნიკუშამ დამიცვა, ზუსტად მაგიტომაც ლაშა ბიძია, კაცობა რომ აქვს სასწავლელი მაგიტომ გავახვრეტინეო. ამის თქმა და მისი ნიკუშაზე შეტევაც ერთი იყო. ორი ატეხილი, ჭკუა მხიარული, უპრობლემო თინეიჯერი ვიყავით, რომელთაც ცხოვრება არც კი ამზადებდა იმ სირთულეების შესახებ, რისი გამკლავებაც ახლა გვიწევდა. ვიჯექით და კათხას კათხაზე ვსვავდით. ვიცინოდით, ვიხსენებდით სახალისო ამბებს. ერთი სიტყვით ყველაფერს იმას სადაც ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა არ ფიგურირებდა. ორი განუყრელი მეგობარი. ერთი ნარკო-დილერი, რომელსაც ძმა დაუჭრეს გაურკვეველი მიზეზების გამო, მთელ მის ოჯახს ატყუებდა თავისი საქმიანობის შესახებ და მეორე, პოლიციელი, რომელსაც სამსახურის გადამკიდე, თავზე უამრავი პრობლემა ეყარა და თავისი საუკეთესო მეგობრის ნარკოტიკებს ხელს აფარებდა. ღიმილი, იმ ფაქტმა უფრო მომგვარა, რომ ასე გალეშვას პოლიციელის ფორმით აპირებდა. - ვინმემ არ გამოგიჭიროს, ხომ იცი, ჯარიმები გაზარდეს ბოლო დროა. - თითით მის თხელ პერანგზე ვანიშნე. თვალები აატრიალა და დამიბღვირა. - აი როდემდე, როდემდე არ უნდა მოგბეზრდეს ამაზე ხუმრობა? მთელი ცხოვრება? ჩაიცინა და თავისი ფორმა შეისწორა. - მთელი ცხოვრება ნიკუშ. - არ იცვლები რა. - შეუვალი ვარ, როგორც ანტარქტიდა. -მაგის შეუვალობის რა გითხრა, სტატისტიკის მიხედვით ყოველ წლიულად რაღაც ნაწილი უდნება. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და თვალები ამითამაშა. მის გამოხედვაში შვიდ ასოიან სახელს ნათლად ვკითხულობდი და მეღიმებოდა. ის წუთი - წუთზე მოვიდოდა. ძმაკაცს ნამიოკი დავუიგნორე და მაშინვე თემა შევცვალე. ნამდვილად არ მინდოდა, თინეიჯერი გოგონებივით პირველ სიყვარულზე აღტაცებით მესაუბრა. მერე, ნიკუშას ყბიდან მთელი ცხოვრება ვერ ამოვიდოდი. - რაფაელი არ გინახავს? რაც ზურის პალატა დატოვა იმის მერე აღარ მომხვდა თვალში. - არა სხვათაშორის. მაგასაც ექნება თავისი პირადი ცხოვრება. კიდევ კარგად არის, გახსოვს იმ უგულოზე რომ გველაპარაკა? - რა დამავიწყებს, ზედმეტად გულნატკენია ჩემი რაფაელი. ნეტავ შემეძლოს მისი დახმარება. თავი სინანულით ჩავქინდრე და რამდენიმე ყლუპი ალკოჰოლიც გადავუშვი მუცელში. - ისე, რას წარმოიდგენდი ოდემსე შენი კლიენტი თუ შენი ძმაკაცი გახდებოდა? - თანაც როგორი ძმაკაცი?! შენი და მის მეტი არც მყვანან მეგობრები. გავუცინე ნიკუშას. მანაც თავი სიამაყით დამიქნია და მესამე კათხა დაასრულა. ნიკუშას დადებითი თვისება ის ჰქონდა, რომ სასმელი მალე არ ეკიდებოდა. მე შეიძლებოდა გალეშილი მთვრალი ვყოფილიყავი, ის ჯერ კიდევ ფხიზელი. ამ სიტუაციით ადრე ბევრჯერ უსარგებლია და მასხრადაც ავუგდივარ.. - დავურეკოთ ამ დღეებში, ერთი კარგად წავუქეიფოთ ბიჭებმა. თან ფეხბურთის მატჩები იწყება და..- ხელები ერთმანეთს გაუხახუნა ნიკუშამ, წინასწარი სიამოვნების მოლოდინში და გაიცინა. თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი მწყობრში იყო ჩემს ცხოვრებაში, ზურის ამბავს თუ არ ჩავთვლიდით. მაგრამ ამ ამბის არ ჩათვლა არ შეიძლებოდა. ვერ მოვისვენებდი სანამ ბოლომდე არ გავარკვევდი ყველაფერს. - რაქენი დღეს.. იმ შენს კლიენტებზე?- თითქოს კითხვა შემომაპარა ნიკუშამ და მხრები აიჩეჩა. - რა უნდა მექნა, შენც იცი, რას როგორ ვაკეთებ ხოლმე. - ფულის ამბავი მერე? - მაინც არ მყოფნის. ამ დღეებში მივდგები გავიკითხავ, იქნებ ვინმეს შევატენო რამე და.. - კარგად დაფიქრდი დამიანე, ასე ცხოვრება გიღირს? თვალებში ჩამაშტერდა აბესაძე. - არ მიღირს. და ვაპირებ მოვეშვა კიდეც, თუ ღმერთი ინებებს. - შენ სულ გამოშტერდი ხო?! რა ღმერთი ბიჭო?! - რა ვთქვი ასეთი, ღმერთი ხო გეხმარებათ ხოლმე ხალხს. - ოჰ, ანტიქრისტე ისევ ფორმაშია.- თვალები ააბრიალა და ხელები გადააჯვარედინა. - ცუდად არ მითვქამს. ჩვეულებრივად და ნამდვილად ვთქვი- უდანაშაულო ბავშვივით ამოვიბურტყუნე და ქვემოდან ავხედე. - ბო*შვილი ვიყო, ღმერთის იწამე?! - მაგ ამბავს ფხიზელზე მოგიყვები, თორემ ახლა დამარტყავ. მის რეაქციაზე გავიცინე და მაგიდას ორივე ხელით დავეყრდენი. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ნიკუშა რომ ტელეფონი აუბზუილდა. თვალები აატრიალა და ბოხი ხმით უპასუხა. - რა?.....გასაგებია....რომელ ფილიალში?.....კი, კი, ვიცი სადაც არის...... ნახევარ საათში ვიქნები...არა, არ გაუშვათ.... მთელი საუბრის განმავლობაში ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. უკვე ვხვდებოდი თითქმის რაც ხდებოდა და ერთიანად ვიძაბებოდი. - ამოღერღე. - მივახალე, გათიშა თუ არა. - ზურის საქმეზე ვიღაცას ჩვენების მიცემა უნდა. ანონიმია, არ ამჟღავნებს. - წავიდეთ ახლავე! - ტიპიური თინეიჯერის ამბავია..- ისევ თავის ლაპარაკს აგრძელებდა ნიკუშა და თავის ნივთებს ჯიბეებში ნაწილებდა. ფული მაგიდაზე დავტოვე და ორივენი გარეთ გამოვედით. ნატალიას ტექსტური შეტყობინება უცებ მივწერე, რომ ყველაფერს მოგვიანებით ავუხსნიდი და ჩემთან შევხვედროდით. - შენც მოდიხარ? - რა, არ შეიძლება?! მხრები ავიბუზე. -წამო, წამო. ერთი ნახე, ხომ არ ამდის სასმლის სუნი? ჩემსკენ გადმოიწია ნიკუშა და თავი მომიშვირა. მის ქცევაზე გამეცინა. - არა, ´სუფთახარ´- პოლიციის ლექციკონით გავეცი პასუხი და კეფაზე მსუბუქად წამოვარტყი ხელი. - ვინმემ რამე თუ გკითხა, მე არ დამილევია. უცოდველი ბავშვივით გადმომხედა და მანქანა მოქოქა. სიცილი ვერ შევიკავე. როგორი კანონდამცველი მყავდა, თვითონ კი წესებს არღვევდა. ჩემი მეგობარი სხვანაირი როგორ იქნებოდა? სულ ანგელოზიც ვერა.. - შიგნით არ შემოგიშვებენ, ხომ იცი. პატარა ბავშვივით ფეხების ბაკუნი არ დაიწყო. რომ მოვრჩები, გეტყვი ისედაც. მშობელივით დამარიგა და გაზს უფრო მეტად მიადგა ფეხი. თავი დამჯერი ბავშვივით დავუქნიე და გზას გავხედე. ელიზაბეტი *: ნიკოლოზ აბესაძე... ნიკოლოზ აბესაძე... ტვინი სახელს და გვარს გაფუჭებული ფირივით იმეორებდა. გული მალე ამომიხტებოდა, აქედან უნდა წავსულიყავი. აბესაძე არა. დამიანეს ნიკუშა არა. ხომ ყველას გვქონია ის მომენტი, ქუჩაში რომ მიაბიჯებ, ან თუნდაც ფოიეში, რომც იჯდე, რომც იდგე. უბრალოდ რომც არ ინძრეოდე და გული საშინლად გტკიოდეს. იმდენად, რომ ფიზიკურ ტკივილში გადაგდიოდეს. ამას თვალების დაბნელება მოყვება ხოლმე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში აფექტის მდგომარეობისგან გონების დაკარგვა. არ მახსოვს, როგორ დავტაცე ჩემს ჩანთას ხელი და როგორ გამოვვარდი ოთახიდან. ´სახრჩობელსაკენ მიმავალი გზა´უკან გავიარე და მთავარ ფოიეში აღმოვჩნდი. შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ვერც ის კაცი დავინახე, ვისაც წუთების წინ ვესაუბრე და ვერც ნიკუშა. მიმღებს მივარდი, კანკალის დასამალად, ხელები ჯიბეებში პატარა ბავშვივით ჩავიწყვე და ხმა დავისერიოზულე. - შეიძლება ჩემი პირადობა დავიბრუნო?- ვეცადე მეგობრულად გამეღიმა. - ნატალია მეტრეველი? - დიახ. - აქ დამელოდე. თავი ღიმილით დამიკრა და უკან შებრუნდა, რაღაც საბუთებში იქექებოდა. ღმერთო! ითქოს ამას მერე ვერ მოასწრებდა?! უბრალოდ დაებრუნებინა ეს წყეული პირადობა და აქედან ისე გავქრებოდი, თითქოს არც არასდროს მოვსულვარ. - აქ არის..- შორიდან მომესმა ნაცნობი კაცის ხმა. - ყინულის პრინცესა?! უარესად ნაცნობმა ხმამ ერთ ადგილას გამყინა. სიცივემ იმდენადსწრაფად დამიარა სხეულში, ასე მეგონა თვალებიდან ცოტაც და სისხლდება დამეწყებოდა. იმდენად ნელა შევბრუნდი, როგორც შემეძლო. თვალი თვალში გავუყარე აბესაძეს. ვერ ვინძრეოდი, მიმღებიდან გამოწვდილ საკუთარ პირადობასაც ვერ ვიღებდი ხელში. როდესაც კაცმა დაგვტოვა მხოლოდ მაშინ ამოვიღე ხმა. ისიც კანკალით. თუმცა ეს კატის საცოდავ კნავილს უფრო გავდა. - ნ..ნიკუშა.. - მითხრეს რომ..ზურიზე იყო ამბავი..- დაბნეულმა ჩაიდუდუნა და თავი აიქექა. მკაცრ მზერას არ მაშორებდა. ჩემი გაქცევა უკვე გვიანი იყო. არც არასდროს ვეხატებოდი დიდად გულზე, ალბათ ახლა საბოლოოდ აუცრუვდებოდა გული. - შენ არ გელოდი. - მე არ მელოდი, არა?!- ხმა გაუმკაცრდა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგა. - გთხოვ, ჯერ მოვწიოთ.- თემა სწრაფად შევცვალე. მოწევა მართლაც მინდოდა. თვალებით გასასვლელს მივაშტერდი. იმ იმედით, რომ დამთანხმდებოდა და მის ბავშვურ ღიმილს დამანახებდა. - გარეთ დამიანე მელოდება. მისმა სიტყვებმა ისედაც გაყინული, უარესაც გამყინა. ხელები გამიოფლინდა და ასე მეგონა საერთოდაც მთელი სხეული ოფლში მეწურებოდა. ჩემმა რეაქციამ ყველაფერს მიახვედრა, გვერდი ისე ამიარა, რომ ზედაც არ შემოუხედავს. მიმღებიდან ჩემი პირადობა სწრაფად აიღო და ორიოდე სიტყვა მომაწია: - შიგნით შევიდეთ. კიდევ ერთხელ გავიარე სახრჩობელას ბილიკი. ახლა დარწმუნებით ვიცოდი რომ ეს თვითმკვლელობაზე უარესი იქნებოდა. ისევ იგივე მოყავისფრო სავარძელს დავუბრუნდი, რომელიც უკვე მეზიზღებოდა. იმდენად ცივი თვალებით მიყურებდა აბესაძე, ახლა თვითონ უფრო იყო ყინულის პრინცი, ვიდრე მე ყინულის დედოფალი. - დაიწყებ თუ... წინასწარი დასკვნები ჩემით გამოვიტანო? - დამიანეს ყველაფერს ეტყვი, ხო? - ამის გეშინია?- ჩაეცინა, ისე ჩაეცინა რომ ზუსტად ვიცოდი ახლა დამცინოდა. - აქ მოწევა შეიძლება? ხელები კვლავ ამიკანკალდა და ახლა ფრჩხილებს მივადექი. - ჯანდაბას შენი თავი, მიდი ფანჯარასთან. თვალები აატრიალა და კარები სწრაფად ჩაკეტა. მძიმე ფანჯარა ორივე ხელით გამოვხსენი და ჩანთიდან მარლბოლო შავი გოლდი ამოვიღე. სწრაფად მოვუკიდე და გავაბოლე. - მადლობა.. ვხვდები რამდენადაც რისკავ. შეძლებისდაგვარად გავუღიმე. - სამაგიეროდ სიმართლე უნდა თქვა, ხომ იცი. სულაც არ ეღიმებოდა. პირიქით, წარბებ შეკრული უფრო საზარელი ჩანდა, ვიდრე ოდესმე. - სამხილების გარეშე დამიჯერებ? - სხვა გზა მაქვს?!მაგრამ უსამხილოდ ვერც ვერაფერს ვიზამ. ხელები გაშალა და აქეთ იქეთ მიმოიხედა. - ვიცი ვინც დაჭრა ზური.. და ვიცი ეს არ მოგეწონება. - უარესს ვფიქრობდი- იმდენად ხარბად შეისუნთქა ჰაერი, წამით ვიფიქრე სუნთქვაც შეეკრათქო. - განაგრძე. - შენ რა, მართლა ფიქრობდი რომ მე ვიზამდი?! გავცეცხლდი და სიგარეტი ფანჯრიდან მოვისროლე. ფეხზე წამოვდექი და ხელები გადავაჯვარედინე. საიდან მოდიოდა ამდენი სითამამე?! საკუთარი თავი უფრო და უფრო მაკვირვებდა. - შენი სახისთვის რომ შეგეხედა, როცა დამინახე. შენც იმავეს იფიქრებდი. ნუ გაწელავ მეტს, მოყევი ყველაფერი. უბრალოდ მომინდა დავპატარავებულიყავი და შორიდან მეცქირა მოვლენების განვითარებისთვის. იმდენად სწრაფად ჩავიბურტყუნე სახელი, ალბათ რამდენიმე წამი დასჭირდებოდა მსმენელს გასააზრებლად. - რაფაელი. - რა?! - რაფაელ გოგოლიძე. - ამჯერად უფრო მყარად წარმოვთქვი და სახე ალეწილ ნიკუშას თვალებში ჩავხედე. დაბნეულმა გარშემო მიმოიხედა და სავარელზე ისე ჩამოჯდა, თითქოს ნაბახუსევზე ყოფილიყო. - მე... არ მესმის... - რა არ გესმის ნიკუშა?... გასაგებია, რომ შენთვის ეს შოკის ტოლფასია. წარმოდგენაც არ მინდა დამიანესთვის რა იქნება. - საიდან ვიცი, რომ არ ტყუი და უბრალოდ ჩვენი წაჩხუბება არ გინდა?! - ღმერთო! სერიოზულად ნიკა?!- ხმა გამიმკაცრდა. ახლა როცა სიმართლე ნათქვამი მქონდა, ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა რომ ჩემში ეჭვი შეეტანა. დროს უკან ისევე ვერ დააბრუნებ როგორ ნათქვამ სიტყვებს, ქმედებებს... - მე არ მესმის... უბრალოდ რატომ?! დამიანე ყველანაირად გვერდში უდგას. ხელები გაასავსავა და დაიყვირასავით. შეშინებული ბავშვივით ვუყურებდი. უკვე რამდენი რამის მეშინოდა ერთდროულად სათვალავიც კი მერეოდა. - ტირანები როდი აწერენ ხელს საკუთარი მტრის განაჩენზე.- ჩავიბურტყუნე და შორიახლოს ჩამოვჯექი. - კარგი სიტყვებია- სინანულით ჩაეცინა და თვალებში ისეთმა დაბნეულმა შემომხედა, თითქოს შვებას მთხოვდაო. - ჰო, ჩემი ერთერთი საყვარელი წიგნიდანაა. - და შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? წარმოგიდგენია მაინც, თუ სიმართლეა დამიანეს რა დაემართება?! კვლავ აყვირდა აბესაძე. - მე და რაფაელი ადრე ვმეგობრობდით... - კი მაგრამ, აქამდე როგორ არ გვითხარი?! - ყველანაირად მინდა რომ ეგ ადამიანი ჩემს წარსულში დარჩეს. დამიანეზე ძალიან ბრაზობს, დღემდე ვერ მოულენებია... - ამოვიხვნეშე, თავი დამიქნია, რომ თხრობა გამეგრძელებინა. ჩემთვის იმდენად რთული აღმოჩნა ყველაფრის სიტყვებად გარდაქმნა, ვიდრე წარმოვიდგენდი. - გეცოდინება, წლების წინ ერთი გოგოს სიკვდილის გამო დამიანეს რომ პრობლემები ჰქონდა. - მაგ საქმიდან მე გამოვაძვრინე. არარის დამიანე დამნაშავე...- დაბნეულმა გამაწყვეტინა საუბარი. - არის..არარის.. რა მნიშვნელობა აქვს?! ეს ნაკლებად აინტერესებს რაფაელს. ეგ გოგო რაფაელის და იყო. - არ ხუმრობ?!- თვალები გასმოსცვივდა ნიკუშას. ხმადაბლა ჩურჩულებდა და ხელებით მთელს სახეს იზელდა. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე. - დამიანეს საქმიანობაზე იცოდი, არა?! - ვიცოდი... - და მაინც დაიჭირე მასთან ურთიერთობა. თავისი საიდუმლო რომ გაგანდო თავი მოიკატუნე, თითქოს წარმოდგენაც არ გქონდა არა?! - რა ჩემი ბრალია რომ შემიყვარდა, ნიკა?! ამიხსენი რა ჩემი ბრალია?!- წყობილებიდან წამებში გამოვვარდი და ისე ვისვროდი სიტყვებს, როგორც დრაკონი აფრქვევდა ცეცხლს ოდესღაც. ჩემი სიცივე სადღაც გაქრა. ახლა ერთიანად ვდუღდი და ასე მეგონა, სარკეში რომ ჩამეხედა საკუთარ სხეულზე ორთქლის ასვლასაც დავინახავდი. გაფითრებული ნიკუშა უარესად გაიცრიცა და თვალები შუბლზე აზიდა. - დამშვიდდი.. მესმის. დამშვიდება რთული იყო, ახლა მაგის გარდა ყველაფრის კეთება შემეძლო. მინდოდა ეს ოთახი მთლიანად დამელეწა, ამერია და იმის ენერგიაც კი დამრჩებოდა, რომ ყველაფერი თავის ადგილას დამელაგებინა. - რაფაელი არ გაჩერდება... ზედმეტადაა თავისი შურისძიებით შეპყრობილი. გთხოვ, დამიანეს არ გააკარო. გევედრები! - ნატალია, დაწყნარდი!- ფეხზე წამოდგა, სახე ხელებშორის მოიქცია და ცრემლები მომწმინდა. ვერც კი ვხვდებოდი რომ ვტიროდი. მეტი აღარ შემეძლო. ამდენად ძლიერიც არ ვიყავი. ერთიანად ავქვითინდი და ნიკუშას მხარზე მივეკარი. ის შიგადაშიგ მესაუბრებოდა, მე კი საკუთარი სლუკუნის მეტი არაფერი მესმოდა. - დავიცავ დამიანეს, გპირდები. უნდა მითხრა, რატომ გინდა ამ ყველაფრის ანონიმად დატოვება?! - იმიტომ... იმიტომ, რომ პირველ რიგში დამიანე გაიგებს და მას ხომ წარმოდგენაც არაქვს რომ მის ´ძმაკაცს´ვიცნობ. მეორეც, რაფაელი... თუ ის გაიგებს რომ დაბეზღებულია, თანაც ჩემს მიმართ...- გონებაში მაშინვე ყველა შესაძლო ვარიანტმა გამიელვა. ფიზიკურ ტკივილს არ დავეძებდი, ყველაზე მტკივნეული ის იქნებოდა რომ ჩემი ვინაობის შესახებ ყველაფერს დაფქვავდა და დამიანეს თვალწინ ისე მომიკლავდა, ხელიც არ აუკანკალდებოდა. - მოდი ასე მოვიქცეთ, ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ. იმ ვირთხას სანამ სამხილებს არ ვუპოვნით, იქამდე არაფრის კეთება არ შემეძლება. მე კიდევ... იმდენად სულელი ვარ რომ, საკუთარი ძმის დამჭრელს შემდეგ კვირას მატჩის სათამაშოდ დაპატიჟებას ვუპირებდი..- ხელი სიბრაზით დაჰკრა კომპიუტერს და ფეხზე წამოხდა. - დამიანეს არ ვეტყვი, შენი რაფაელთან კავშირების შესახებ. - პირადობა გამომიწოდა, დაბნეულმა გამოვართვი. - არც იმას ვეტყვი რომ ანონიმი შენხარ. თქვენს ურთიერთობაში არ ჩავერევი, მხოლოდ იმიტომ, რომ დამიანეს დასაცავად ხარ აქ მოსული და კარგასაც აკეთებ. მაგრამ ნატალია, გაფრთხილებ რომ დავინახო დამიანეს ოქროს გულს შენი თვალებით ყინავ და დამსხვრევას უპირებ, სხვანაირად მოვიქცევი. - მიყვარს ნიკა..დავიჯერო საკმარისი არ არის ეს წყეული გრძნობა იმისთვის, რომ მენდოთ? - სიყვარული საიდუმლოებებით მე არ გამიგია! ახლა წადი, შენი საქმის შენ იცი. - ვერ წავალ, ხომ მითხარი დამიანეა გარეთო... თავი დამიქნია. კიდევ ერთხელ ამათვალიერა და ოთახიდან მოწყვეტით გავარდა. სახე მოვისრისე და ნელი ნაბიჯებით უკან მივყევი. ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ ესაუბრებოდნნენ ერთმანეთს, შემდეგ როგორ ჩაჯდნენ მანქანაში და იქაურობას მოშორდნენ. ღრმად ამოვისუნთქე ბოლოჯერ და შენობა დავტოვე. დამიანე*: ნიკოტინით გაჟღენთილ პატარა სარდაფში ორი კაცი ვიჯექით. დაძაბულ სიტუაციას რამდენიმე წუთიანი სიჩუმით უარესად ვამძაფრებდით და სიგარეტის კვამლსაც არ ვაკლებდით მეტი სპეც-ეფექტებისთვის. ვისკით ჭიქა მერამდენედ გავივსე, არ მახსოვს. ცხოვრების კანონზომიერებად მექცა- ცუდის შემდეგ ყოველთვის უარესი ხდება. და არა კარგი, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე... ზურის გაურკვეველ ამბავს, ჩემი ფულის ნაკლებობაც დაემატა. მაგრამ თუ ვერ ვიშოვიდი, ორი აზრი არ არსებობდა, ახალი საქონლის მოწვდისას ფულს რომ ვერ დაინახავდნენ, თავს დაუფიქრებლად წამაცლიდნენ. ჩუმად ყოფნა მომბეზრდა, ცარიელი ჭიქა მაგიდაზე ხმაურიანად დავდე და ფეხზე წამოვდექი. ორივე ხელით ვეყრდნობოდი. - კოტე, უნდა დამეხმარო როგორმე! თავი ისე წამოწია, თითქოს და მოუთმენლად ელოდებოდაო ამ მომენტს. უემოციო სახეზე თოვლივით თეთრი გუგები ჩასისხლიანებოდა და ავის მომასწავლებლად შემომცქეროდა. - რა ვალდებული ვარ, რო? - შენს საქონელსაც მე ვინახავ, ხომ არ გავიწყდება?! - პატარა ბიჭო, დიდი კაცივით ნუ ყვირი, არ შეგეფერება.- ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა. ბოთლში დარჩენილი ვისკი პირდაპირ მოიყუდა და ბოლონმდე ჩაცალა. ხელები მომემუშტა, თავისი სიტყვებით უფრო და უფრო მაღიზიანებდა. - 5%-ს ისედაც იღებ, მეტი რაღა გინდა დამიან?! ხმა ჩამივარდა. ნაწილობრივ მართალი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ მას ჩემი ცხოვრებისეული ვალი მართებდა. - შენ ჩამითრიე თავიდანვე ამ ყველაფერში. ხომ არ დაგავიწყდა?! - კაცს რომ არ უნდოდეს, ძალდატანებით ვერავინ აიძულებს რამეს. შენით გაისვარე, რაზეც პასუხისმგებელი ნამდვილად არ ვარ. - თუ ოთხ დღეში არ მივიტან იმ დაწყევლილ ნახევარს, შენც არანაკლებ ჩაისვრი დამიჯერე. თანაც ისე, რომ ფრთხილად იყავი სუნი არ აგივიდეს! კბილებში გამოვცერი და ხელი მოვუქნიე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი. დღეს ჩემს ძარღვებში სისხლზე მეტი, ალკოჰოლი ჩქეფდა. - გამოძვრები. ის ლაქია რისთვის გყავს?! - ნიკუშას ამაში არ გავრევ. ეგ არც განიხილება. ხელები გავასავსავე და ჩავახველე. - გინდა, არ გინდა, ყველა ვინც შენს გარშემოა უკვე გარეულია ამ ყველაფერში. - არათქო. - კარგი, შენი საქმის შენ იცი. რამდენი გჭირდება? თითქოს მის სიტყვებში იმ ნათელმა სხივმა გაიჟღერაო, რომელსაც გვირაბის ბოლოში ელიან ხოლმე. თვალები ოდნავ გამინათდა და თავი ამოვწიე. - ოცი ათასი. სერიოზული სახე ნელნელა ღიმილმა შეუცვალა, ბოლოს კი ისე გადაიხარხარა, სურვილი გამიჩინა მივვარდნოდი და კისერში მაგრად წამეჭირა. - ალბათ ხუმრობ. - არა, არ ვხუმრობ. 30 მაქვს უკვე, ასე რომ... თუ გაქვს მომეცი და შენგან იმ პროცენტს აღარ ავიღებ ხოლმე.. თუ არადა, ისედაც იცი ამ ოფისის კარი შიგნიდან არ იკეტება. გასვლა ყოველთვისაა შესაძლებელი. ხელი კარისკენ ისე გავიშვირე, რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია. ფეხზე წამოდგა, ღიმილით მომიახლოვდა და მხარზე ხელი ´მეგობრულად´დამადო. - დაფიქრდი დამიან, ტყუილად ცდილობ. რომელი დილერის ცხოვრება დასრულებულა კარგად?! წამებში გაუჩინარდა. მისმა სიტყვებმა, თითქოს ძალა გამომაცალესო და საყრდენი ძვრების გარეშე დამტოვეს. მუხლები მეკცებოდა. თვალები მოვისრისე, შუქები ჩავაქვრე, კარი კარგად ჩავკეტე და სახლში ავედი. საძინებელში შევდივარ, ძლივს ვიხდი შარვალს და ფეხსაცმელებს, საწოლზე ვეცემი, სახეს ბალიშში ვრგავ და თვალებს ვხუჭავ. ბალიშს საყვარელი ქალის სურნელი აქვს, რომელიც ზურგშექცევით წევს და სძინავს. რამდენიმე წამით მის ზურგს ვაშტერდები და გიშრისფერ თმას, რომელიც ჩემი ოთახის წითელ განათებებზე მოწითალოა. სხეული ირხევა და ჩემსკენ ბრუნდება. თვალებს ოდნავ ახელს და როგორცვე მხედავდ ოდნავ კისერს ზემოთ სწევს. - შეგაგვიანდა? - კოტესთან ვილაპარაკე. - მერე? დაგეხმარება? ღრმად ამოვისუნთქე და ჭერს მივაშტერდი. - არა, არ დამეხმარება. ჩემი ტრა·ი ჩემი სათრევია, როგორც ყოველთვის. - გახსოვს, რომ მეუბნებოდი, ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის გარდა არავის იმედით არ უნდა იცხოვროო? ნუ მიენდობი კოტეს რა... ხომ მითხარი თავიდნა მან გამრია ყველაფერშიო. მხარზე მომეკრო, მსუბუქი კოცნა დამიტოვა და ჩემს მკერდზე მოთავსდა. - ასეცაა, უბრალოდ მის ადგილას არც მე დავთანხმდებოდი ვიღაც ლაწირაკის გადარჩენას, არც ჩემს ბიზნესს გავრისკავდი, თუ რაცაა. ხელი ჰაერში ავიქნიე და მის ზურგზე მოვათავსე. - ისევ ნასვამი ხარ, ასე ვერ მოაგვარებ ვერაფერს, ხომ იცი. - ფხიზელზე ვაგვარებდი არა?- გულახდილად გამეცინა. წესით ძველ დამიანეს გააღიზიანებდა ქალის ზედმეტი მზრუნველობა და თავგამოდება მაგრამ ახლა ნატალიასინტერესი და მხარში დგომა ყველაზე მეტად მსიამოვნებდა. ამ სიტუაციას ჩემი ნიკუშაც კი ვერ მიქარწ....ბდა. ნატალიას უბრალოდ თავისი ხმით ან თუნდაც თვალებით შეეძლო ჩემი სულისთვის სიმშვიდე მიენიჭებინა. ჩემზე არავინ იტყვის, რომ გიჟი ვარ, იმიტომ რომ სიყვარული ლეგალიზებული და სოციალურად მიღებული სიგიჟეა. სწრაფად წამოვდექი საწოლიდან. ნატალია წამოჯდა და ჩემს ყოველ ქმედებას აკვირდებოდა. შარვლის ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და გავუკიდე. მდუმარე თბილისს გადავხედე. - თითქოს ამ წყნარ ქალაქში ცუდი არაფერი ხდება არა? ჩემთვის ჩავილაპარაკე და ყვითელ შუქებში განათებულ თბილისს სიგარეტის კვამლი მივაფრქვიე. - სადღაც, ვიღაცას ძალიან უჭირს, ქალას კი მაინც მშვიდად სძინავს. ჩავიბურტყუნე და თვალი ყველაზე განათებულ შენობას გავუშტერე. ვიგრძენი პატარა ხელების მხრებზე მოხვევა და შემდეგ მისი სხეულის ჩემს ზურგზე მოკრობა. როგორც შეეძლო ისე მიმიხუტა, სიგარეტი თითებიდან გამომტაცა და პირისკენ წაიღო. მაშინვე ჩემს ხელში დავაბრუნე და საჩვენებელი თითი უარყოფის ნიშნად გავუქნიე. - კი მთვრალი ვარ, მაგრამ იდენადაც არა, რომ მოწევაზე გატრა·ებებს შევეშვა. ორივეს შეძლებისდაგვარად გაგვეცინა ჩემს სიტყვებზე. - შენ ხომ ასეთი კარგი ხარ დამიანე... ჩკვიანი, მოეშვი ამ ყველაფერს. - მაინც რაზე მეუბნები, მოეშვიო? - იცი ისედაც. თავი ჩახარა და შარვალი ამოიცვა. გრძელი მაისური შიგნით ჩაიტნია და ფეხსაცმელიც მიაყოლა. - ჩაიცვი და წამოდი. - სად, ამ შუა ღამეს სად მივდივართ? - სახურავზე. - რა?! - წამოდი, წამოდი. - ჩემს გაკვირვებას არ წყვეტ, არა? ჩავიცინე, სიგარეტი დავაბოლოვე. ტანსაცმელი გადავიცვი და პატარა სხეულს უკან მივყევი. კიბეები სახურავამდე ჩუმად ავიარეთ. ფეხაკრეფით, არ გვინდოდა ჩემს პრეტენზიულ მეზობელს ხმაური გაეგო, თორემ უკვე ნატალიაც იყო მიჩვეული იმას რომ პატარა ხმაურზე ისტერიკებს აწყობდა ხოლმე. ამ ქალის არასდროს მესმოდა. ჩამოვჯექით თუ არა, მაშინვე უასრულობის შეგრძნება დამეუფლა. ჩვენს გარშემო უზარმაზარი სივრცე იყო, არანაირი დამაკავებელი ბარიერი. ოდნავ საშიშიც, მაგრამ რაც მთავარია მშვიდი. - კარგია, არა? გამიღიმა ყინულისთვალებამ. - ჩემს გამო ძილს არ უნდა იკლებდე. - კარგირა, დამიან.- მხარი გამკრა და თავი ჩამომადო. მისი სახე ხელებში მოვიქციე და უმალ ავაწევინე. - აი ორი წელი მინდა. რა ორი წელი პრინციპში, არც კი! და ნახავ როგორ კარგად ვიცხოვრებთ. - დამიან ორი წელი დიდი დროა. - სადმე წასვლას აპირებ?- გულდაწყვეტით ჩავილაპარაკე და თავი ჩავხარე. ახლა როლები გავცვალეთ და მას ეჭირა ჩემი სახე.მისი თვალებით ყველაფერს მაგებინებდა. - ღამის ოთხი საათია და იმის ნაცვლად, მეც მეძინოს,იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება ამდენი ემოციით მავსებდე.- ჩაიდუდუნა და ნაზი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე. დაახლოებულ წარბებს ვერაფრით ვაშორებდი ერთმანეთისგან. არ მჯეროდა, არ მესმოდა რომ შესაძლებელი და დასაშვები იყო, ყველაფერ ცუდში ერთი ნათელი წერტილი მაინც მყოლოდა. ასე გაეგო ჩემთვის, მოესმინა და მართლაც იმის ნაცვლად რომ სძინებოდა, აქ ჩემთან ერთად იყო და თბილისს გადაჰყურებდა. ¨ახლიდან დაბადებისთვის, სიკვდილია მხოლოდ გამოსავალი.. ახალი ცხოვრების დაწყებისთვის კი...?¨ არც დამიგვიანია, თან კარგი, პუტკუნა თავით დაგიბრუნდით. ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.