ვარსკვლავებიანი შუაღამე
ბარდნის... ამბობენ, რომ მაისში თოვა იშვიათია. ცაზე საოცარი ბრჭყინვალებით ანათებს პაწაწინა ვარსკვლავები. მოწმენდილი ცა და თოვა ჯადოსნურ ეფექტს აძლევს ბუნებას. ზეცა გუნდებს მაყრის, მე კი თავს ვუშვერ, რომ მეტი მომხვდეს... ქალაქი წყლით სავსე თეთრი არსებებით ივსება. მხოლოდ ლამპიონის ყვითელი ფერი ციმციმებს. ლამაზ ამბორს ჩუქნის ფიფქები მაისს.. გაციებული ჩიტები თავშესაფარს ეძებენ. გარეთ მაწანწალა ძაღლიც კი არ დაიარება... მე მივდივარ, როგორც დაკარგული გაზაფხული ზამთრის ფიფქებში გახვეული.... მე მივდივარ იქ, სადაც ობოლი ფიფქები მაწანწალასავით არ დაიარებიან. იქ, სადაც ცრემლი წვიმად მოდის.. მე მივდივარ და ვიღიმი, როგორც მონა ლიზა . ქარში, წვიმაში, თოვლში , უკანმოუხედავად ვატან მოგონებებს ქარს. ხელები მეყინება, მტკივა და ვიღიმი, რადგან ქუჩაში ჩემს გარდა არავინ არის ხელგამოწვდილი. გზას ვაგრძელებ, გზა გრძელია, ტაძრისკენ მიდის, სხვა გზა არ არსებობს... ტაძარი დაკეტილია, ამოვისუნთქე და იქვე დავდექი. ხსნა ტაძარშია, უფალი აქ არის და მე ვგრძნობ ამას. თავდახრილი ვდგავარ ტაძრის წინ და ვბუტბუტებ: _უფალო დაიცავი ყველა ვინც მიყვარს... ცას ავხედე, ვარსკვლავებიანი შუაღამე იყო. ყვითელი, ცისფერი და მუქი ფერები ერთმანეთში არეულიყო და ვან გოგის ნახატს დამგვანებოდა. პოეტი დაწერდა, მხატვარი დახატავდა, მუსიკოსი კი შექმნიდა რითმებს. მე კი ვიდექი ხელებაკანკალებული და შევყურებდი დიად სილამაზეს, თვალებს არ ვახამხამებდი, რომ ეს არ დასრულებულიყო, უბრალოდ ვიმეორებდი სიტყვებს: _გმადლობ უფალო, გმადლობ, რომ მომავლინე ამ ქვეყნად... გათენდა.. მხოლოდ ერთი რამ მიკვირდა, რატომ აღარ თოვდა?... საუბრის დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.