ზიზღნარევი სიყვარული (თავი1)
გიორგიმ კიბეები მძიმე ნაბიჯებით აიარა, შავი ლითონის მძიმე კარის წინ გაჩერდა და მიაჩერდა, მერე აკანკალებული ხელით ზარი დარეკა, მალევე გაისმა ჩხაკუნის ხმა და კარი ჭრიალით გაიღო, გიორგიმ ნაბიჯი ვერ წადგა წინ -შემოდი რას დგახარ-გოგონამ მკლავზე ხელი წაავლო და შიგნით შეიყვანა, ქურთუკის გახდაში დაეხმარა და საკიდზე ჩამოკიდა -მარიამი მოვიდა?-კითხა ჩამწყდარი ხმით დას -ჯერ არა-ანა მისაღებში შევიდა და სავარძელში ჩაესვენა უღონოთ, გიორგი მის პირდაპირ დაჯდა სავარძელში და ამოიხვნეშა და ანას მიაჩერდა -ამდენხანს სადაა?-კითხა უკვე გაღიზიანებული ტონით -წადი და კითხე, მერავიცი სადაა-წამოხტა სავარძლიდან -უკვე პირველია!არ გითხრა სად მიდიოდა? ტელეფონი ისევ გათიშული აქ. -რა გიკვირს? შენი დაა!ზუსტად ერთნაირად იქცევით, კაცმა არ იცის სადდ ჯანდაბაში მიდიხართ რატომ და რისთვის! ან როდის დაბრუნდებით-ხმა ვერ გააკონტროლა ანამ. -ტონს დაუწიე-ახედა თავზეწამომდგარ დას -და მიდი ყავა გამიკეთე მაგრად შემცივდა -მეტი საქმე არ მაქვს, ნუ დაეთრევი ღამღამობით აქეთ-იქით და არ შეგცივა-მიახალა ანამ და გაბრაზებული საძინებელში შევარდა -უხ შენი-დაიყვირა გიორგიმ,წამოდგა და სამზარეულოში შევიდა, ყავა მოიდუღა და სიგარეტი ამოიღო რომ მოეწია, სწორედ ამ დროს გაიგო კარის ხმა, თვალები აემღვრა და დერეფანში გავიდა,სიცივისგან აკანკალებული მარიამმა ქურთუკი გაიხადა და იქვე მიაგდო -აქამდე სად იყავი-კითხა რაც შეიძლება მშვიდი ტონით მარიამს -შენ ვინ გეკითხება-უღრიალა მარიამმა -თავი ვინ გგონია რომ მაკონტროლებ?თუ საჭიროა გეტყვი გასაგებია?-მარიამმა ძმას თვალებში ჩახედა, ერთ წამს ასე იდგნენ, მერე კი თავის ოთახში შევიდა, გიორგი სამზარეულოში დაბრუნდა,მონგრეული სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა, სიგარეტის ღერი მაგიდაზე მიაგდო ხელლში სულ დაეჭმუჭნა, ახალი ღერი ამოიღი კოლოფიდან და მოუკიდა -გარეთ მოწიე-დაუსისინა მარიამმა და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა -სადაც მინდა იქ მოვწევ-არც შეუხედია ისე უთხრა დას, მარიამი ეცა და თითებიდან ააცალა მოკიდებული ღერი და ფანჯრიდან მოისროლა -ვერ მოწევ გასაგებია?-დაუსისინა ძმას. -სად ეგდე აქამდე?-ახედა სახე ალეწილმა, მარიამი დიდხანს დასცქეროდა ძმას -გავყიდე დედას დატოვილი ბოლო ოქროს ბეჭედი და ვერცხლის რაღაც სამკაულები, რომ მშივრები არ დავიხოცოთ დამშვიდდი? პასუხმა დაგაკმაყოფილა? დაგიწყნარდა სიამაყე რომ შენი და ცუდს არაფერს, ღირსებას არ გილახავდა? -მაგის არსოდეს შემშინებია, ვიცი რა ძლიერი და პატივმოყვარეც ხარ,უბრალოდ ვნერვიულობდი შენზე-გიორგი ადგა და ზურგით მდგომ დას ხელები შემოხვია და თავზე აკოცა, მარიამი მოტრიალდა და ჩაეხუტა. -ვერ გიტან, ვერ ვიტან,საშინელი აუტანელი და საზიზღარი ბიჭი ხარ შენ-ამოისლუკუნა და ატირდა. -ვიცი-ჩაიდუდუნა გიორგიმ. -ისევ დალიე, ისევ!-უყვირა გამწარებულმა მარიამმა, როცა იგრძნო მის სხეულზე შერჩენილი ალკოჰოლის მომჟაო სუნი რომელმაც ცხვირი აუწვა. -ცოტა დავლიე სულ ცოტა-თავი დახარა -სხვანაირად არ შემიძლია. მარიამი ცახცახებდა და ცრემლები გადმოედინა -გაეთრიე-შეხედა გიორგის ზიზღიანი მზერით -გაეთრიე აქედან-დაიღრიალა ბოლოს. -გთხოვ ნუ მიბრაზდები-გიორგი მიუახლოვდა,ხელები მაგრად მოხვია ისე რომ განძრევის საშუალება არ აძლევდა. -მომშორდი თავი დამანებე-ამოიხრიალა გოგონამ. -მეც მტკივა მარიამ! დედა მეც დავკარგე-დაიჩურჩულა მის თავთან, ერთხანს უხმოდ იდგნენ, გიორგის ნიკაპი მის თავზე ედო,მერე თავზე აკოცა დას და სამზარეულოდან გავიდა,მარიამმა ჩაი გაიკეთა და მაგიდაზე დადგა, სკამზე დაჯდა და აკანკალდა სიცივისა თუ ტკივილისგან თავადაც არ იცოდა,დედა გაახსენდა, გიორგი დედას საოცრად გავდა,მასავით შავი დიდრონი თვალები ჰქონდა და შავი ბზინვარე თმა,ღიმილიც ერთნაირი ქონდათ და ორივეს ლოყები ეჩხვლიტებოდა,მარიამს დედა დაუდგა თვალწინ, მომღიმარი მაგრამ სევდიანი,მუდამ სევდიანი იყო მისი თვალები, მუდამ ტკივილი და შიში გამოკრთოდა,, თხუთმეტი წლის წინ დაქვრივებულმა ქალმა რვა წლის მარიამი, ხუთი წლის გიორგი და ორი წლის აანა მარტომ გაზარდა...გაუსაზლის სიღარიბეში აღმოჩნდნენ გოგას სიკვდილის მერე,თუმცა ცხოვრებას მაინც აგრძელებდნენ და ყოველ დღეს ახალი იმედებით ხვდებოდნენ, დედას მცდელობის მიუხედავად გიორგი მაინც შეითრია ცხოვრებამ და არასწორ გზაზე დააყენა, თათიას ბრძოლის მიუხედავად ხუთი წლის წინ ცხოვრება მაინც აერიათ - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.