სათამაშო (თავი 8)
თავი 8 ამერიკაში რამდენიმე დღე გავჩერდით და იქიდან კი სირ*იაში გადავფრინდით. საშინელება ხდებოდა, სულ დამავიწყდა დემნაც და ზვიადიც. უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვები თავშესაფარში გადაგვყავდა. ზოგის მშობელი დაღუპული იყო, ზოგის კი უგზო უკლოდ დაკარგული. ზოგს მშობელიც თავშესაფარში მოჰყვებოდა. ორი თვე გავიდა, რაც აში ვიყავით და გაჭირვებულებს ვეხმარებოდით. საკუთარი თავი ვიპოვე, მივხვდი, რომ მეც შემეძლო ვინმესთვის სარგებელი მომეტანა. ქალაქ ჰომსიდან გამოგვყავდა შეტაკებების შედეგად დაშავებული ბავშვები. ერთ ერთი შეტაკებისას მე და ჯონი შეიარაღებული კომფლიქტის ეპიცენტრში მოვხვდით. -ჯონ იმ სახლისკენ გავიქცეთ.-აფეთქების ხმაზე ჯონს ვერ გავაგებინე ვერაფერი და ჟესტების ენით ვცდილობდი თავშესაფრისკენ გავქცეულიყავით. ჩვენს ირგვლივ ომი იყო, ტყვიების წვიმა. ერთ-ერთ სახლს შევაფარეთ თავი, იქ კი ორი, ასე ოთხი და ხუთი წლის ბავშვი და მათი დედა იყვნენ. მაგიდის ქვეშ იყვენენ შემძვლები და შიშისგან კანკალებდნენ.-ჯონ აქ გავჩერდეთ და მერე როგორმე გადავიყვანოთ ესენიც თავშესაფარში. -მანქანა ააფეთქეს, ჩვენ გადავრჩებით?-შეშინებული მიყურებდა ჯონი. -ჯონ გადავრჩებით, შემომხედე და პანიკაში ნუ ხარ.-ვგრძნობდი, რომ ჯონი პანიკაში ჩავარდა და მისი აზრზე მოყვანა გამიჭირდებოდა. სახეში სილა გავარტყი, თითქოს გამოფხიზდა.-ჯონ სროლები შეწყდა, სახლიდან უნდა გავიყვანოთ ბავშვები. მარტო ვერ შევძლებ და უნდა დამეხმარო. -ok.-მითხრა გონზე მოსულმა და სახლის კარი გამოვაღე. ცოტა სიტყვები ვიცოდი და დედა დავამშვიდე რომ დავეხმარებოდით. გარეთ ცოტა ხნით ყველაფრი მიწყნარდა, ჯონმა ქალი გაიყვანა, მეც უკან მივყვებოდი ბავშვებთან ერთად. რაციით კორდინატები გადავეცით და სამშვიდობოებმა გვითხრეს, რომ ჯერ ვერ მოვიდოდნენ. მერე ისევ სროლა დაიწყო. -ჯანდაბას, რა აღარ უნდა დასრულდეს ეს.-ჩავილაპარაკე ქართულად. უკნიდან კი ვიღაცამ ხელი მომკიდა და წამაქცია. ჩემთვის განკუთვნილი ტყვია კი ბავშვების დედას მოხვდა და უსულოდ დაეცა ძირს. ჯონმა ბავშვები ისევ სახლს შეაფარა, მე კი ჩემს მშველელს შევხედე, რატომ მეცნობოდა ასე. -გამარჯობა ნატა, აქ რა ჯანდაბას აკეთებ.-მითხრა და სახლში შემიყვანა მაღალმა წვერიანმა მამაკაცმა. -ტარა?-ჩემი ძმის ჯარის მეგობარი, პანკისელი ტარა ამოვიცანი. წვერი ჰქონდა მოშვებული და ძლივს ვიცანი. -მე ვარ. მიცანი?-გაეღიმა. -აქ რა გინდა?-შევხედე გაკვირვებულმა, ორი საქართველოს მოქალაქე სხვის ომში ერთმანეთს შევხვდით. -ვიბრძვი. -ვის ებრძვით?-გაბრაზებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი ვის წინააღმდეგ იბრძოდა. -ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ ბავშვების დასაცავად ვიბრძვით.-მითხრა ტარამ.-გაგიყვანთ აქედან, ღამით გავიდეთ.-ზურგი შემაქცია ტარამ და სიგარეტს მოუკიდა.-შენ რატომ ჩამოხვედი? -მე ამ ბავშვებს ვეხმარები.-შეშინებულ პატარებს გულში ვიკრავდი. -ღამით გავალ, მანქანას მოვიყვან და ბავშვებით სამშვიდობოს გაგიყვანთ. გპირდები აქედან გაგიყვან.-შემომხედა ტარამ და მორიგ სიგარეტს მოუკიდა. -მადლობა. აქ როგორ მოხვდი?-მშვიდი ტონით დავუწყე საუბარი. -აქ საშინელება ხდება ნატა. ვითომ გული სტკივათ და ვითომ შეშფოთებულია მსოფლიო. დიდი ქვეყნების ბოროტულ თამაშს აქ უამრავი ქალი და ბავშვი ეწირება. მერე უკვირთ, რატომ ხდებიან ტერორისტები. ადამიანს თვალწინ, რომ მთელ ოჯახს ამოუწყვეტავ ბოროტდება. დასაკარგი არაფერი აქვს და ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ. და რისთვის დაიწყო ეს ყველაფერი, უწყინარი წარწერების გამო ბავშვები დახოცეს. ახლა კი დიდმა სახელმწიფოებმა თავის შეშფოთებით და ჩარევით უბრალო საპროტესტო გამოსვლები ომად აქციეს. -ამათ ოჯახებს უნადგურებენ და თავის ოჯახებისთვის იბრძვიან, შენ? შენ რისთვის იბრძვი? -რისთვისაც შენ? შენ რატომ ხარ აქ? რატომ ჩამოხვედი? ყველას თავის შეხედულება აქვს.-დამიყვირა ტარამ. -იმიტომ რომ რაც დასაკარგი მქონდა ყველა და ყველაფერი დავკარგე, მინდოდა ამ ბავშვებს დავხმარებოდი. თუმცა ეს ობოლი ბავშვები მე უფრო დამეხმარნენ, რომ საკუთარი თავი თავიდან მეპოვა. -ნიკა სად არის?-შემომხედა ტარამ. -ისრაელში წავიდა სამუშაოდ. -გირეკავს? -რაც აქ წამოვედი აღარ მაქვს კონტაქტი.. -დიდი ხანია აქ ხარ? -რამდენიმე თვეა. - ის ვინ არის?-ჯონზე მანიშნა. -ჩემი ფიქტიური ქმარი, დამეხმარა, რომ აქ წამოვსულიყავი. -მაგარი ქმარი შეგირჩევია, თაფლობის თვე აში.-გაეცინა.-ისეთივე გადარეული ხარ და უგზო უკლოდ კეთილი. -რა იცი რომ კეთილი ვარ? -ვიცი. ნიკას უყვარხარ. ძალიან უყვარხარ, უბრალოდ ცუდი ბიჭია და სარგებლობს შენი სიკეთით. -ჩემზე გელაპარაკებოდა? -სულ შენზე ლაპარაკობდა. შენ მისი იდიალი ხარ. ისე გიყურებდა როგორც ყოვლის შემძლეს. არ ეჯერა თუ რამეს ვერ შეძლებდი. ვეუბნებოდი, რომ გოგო იყავი და პირიქით მას უნდა ეზრუნა შენზე, მაგრამ მორიგი შეხვედრისას ისევ იმაზე ლაპარაკობდა შენ როგორ მოუგვარე პრობლემები. სევდიანად ეღიმებოდა ტარას, მერე შემომხედა.-ნატა ამ სირ*ს მართლა გაყევი ცოლად?-ჯონს გახედა, რომელიც პლედში იყო გახვეული და ტახტზე ეძინა. -აქ უნდა მოვხვედრილიყავი. -გიჟი ხარ, არ იცვლები. იმიტომ გაყევი, რომ აქ მოხვედრილიყავი? -გიჟი ვარ, მაგრამ კეთილი გიჟი.-გავუღიმე. უკვე დაღამდა, გარეთ სროლები შეწყდა. ტარა ჩუმად იყო და დრო და დრო გადმომხედავდა ხოლმე. -ბავშვებს დაეძინათ.-ბავშვებს გადახედა ტარამ.- ნატა მე თქვენი ქრისტესი არ მწამს, მაგრამ გთხოვ აქედან, რომ წახვალ ილოცე ჩემთვის. -ვილოცებ, შენთვის და თითოეული ამ მიწაზე დარჩენილი ადამიანისთვის. აქ ადამინი ვერ მოახდენს სასწაულს, მხოლოდ უფალმა უნდა მოახდინოს სასწაული და ეს ყველაფრი დაასრულოს. -აქედან, რომ გაგიყვანთ დამპირდი, რომ იდან წახვალ. -ამ პატარებთან ერთად.-მძინარე ბავშვებს გადავხედე. -გინდა იშვილო?-გაკვირვებულმა შემომხედა ტარამ. -მათ აღარავინ ყავთ, მინდა, რომ აქედან წავიყვანო. რამდენიმე თვის უკან შვილი მომიკვდა და მერე გადავწვიტე აქ წამოსვლა. -შვილი? მისი? -ჯონს გახედა. -არა. ჩემი ყოფილი ქმარი ინგლისშია. -ვწუხვარ. შენ ისეთი კეთილი ხარ ასე არ უნდა დაგმართნოდა. -ეს ბავშვებიც კეთილები არიან, მაგრამ ისჯებიან და სტკივათ. -დაისვენე. მე მეღვიძება და დილით გაგიყვანთ. მშვიდად იყავი პირობას ყოველთვის ვასრულებ. -მადლობა.-წვერით დაფარულ ლოყაზე ვაკოცე და ბავშვების გვერდით დავწექი. პირობა შეასრულა, მანქანა მოიყვანა და გამთენიისას სამშვიდობოს გაგვიყვანა. -შენ რას იზავ?-შევხედე სევდიანი თვალებით. -იქ იეზიდ ბავშვებს წამებით კლავენ, მუსლიმ ბავშვებს იეზიდების მკვლელობას აიძულებენ. ამ სისასტიკეს ვინმე უნდა დაუპირისპირდეს. მე ერთადერთი არ ვარ აქ ვინც მოხალისედ წამოვიდა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. აქ ქართველებიც არიან. ჩვენი რაზმის ძალიან ეშინიათ იმ სისხლისმსმელებს. ქურთებიც ჩვენს გვერდით დგანან, დაემხობა ეს რეჟიმი, რუსეთს, თურქეთ და ამერიკას ძალიანაც რომ უნდოდეს ამ ხალხს სათამაშოდ ვერ აქცევენ. -ის ვინ არის?-მანქანაში მჯდომ მეორე მებრძოლზე ვანიშნე. -მუსტაფა, ქართველია ისიც.-გამიღიმა, მე კი იმ მებრძოლისკენ წავედი. -მადლობა.-ქართულად ვუთხარი.-ვილოცებ თქვენთვის. -აქ რომ მოვდიოდი ვერ წარმოვიდგენდი ქართველის დაცვაც თუ მომიხდებოდა.-გამიღიმა მუსტაფამ.- ჩვენ კაცები მივდივართ ომში. შენ უნდა დაბრუნდე საქართველოში, თორემ ტარა ბრმა ტყვიას ემსხვერპლება ისე ნერვიულობს.-გამიღიმა მუსტაფამ. -მე აქ ამ ბავშვებისთვის ვარ.-ატირებულ ბავშვებს გადავხედე. -ეს ომია. ის სასტიკია და გითრევს. კიდურებ მოჭრილი ბავშვი ვნახე, ბავშვებს აიძულებენ ბავშვები დახოცონ. იმ ადამინების სისხლი მწყურია ვინც ამას სჩადის. ამ ომს შევეწირები, მაგრამ მე და ტარა კაცები ვართ. ეს შენი ომი არ არის, უნდა დაბრუნდე. -არ შემიძლია, მეც მინდა დავეხმარო ამ ხალხს. -იმ ადამინებზე იფიქრე ვინც სახლში გელოდება. -არავინ მელოდება, ამიტომაც წამოვედი აქ. -ტარას გამო დაბრუნდი. შენ რომ რამე დაგემართოს ვერ გადაიტანს. -რატომ? მე ვინ ვარ მისთვის?-შევხედე გაკვირვებულმა. -შენზე ნერვიულობს, ძალიან. ნატა წადი, რომ მშვიდად იყოს. ომში მობილიზება და ყურადღებაა საჭირო, მეშინია, რამე არ დაემართოს.-მითხრა მუსტაფამ. -ზემოდან ხოცავდა ტერორისტებს, რომ დაგინახა გიჟივით გამოვარდა ტყვიების წვიმაში. შენ უნდა წახვიდე, გესმის ჩემი.-მკაცრად მითხრა მუსტაფამ. -ამ ბავშვების შვილად აყვანის პროცესს მოვაგვარებ და წავიყვან აქედან.-მუსტაფას ვუთხარი, ტარა სიგარეტს ეწეოდა და ჩვენს საუბარს შორიდან უყურებდა. მუსტაფას დავემშვიდობე და მისკენ წავედი. -ტარა შენ ცოცხალი უნდა დაბრუნდე.-შევხედე ცრემლიანი თვალებით. -რატომ?-გაეღიმა. -იმიტომ რომ მე არ გაპატიებ სიკვდილს.-ვუთხარი და ჩავეხუტე, მან კი ძლიერად მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა. -ნატა უნდა დაბრუნდე.-ჩურჩულებდა ჩემს ყელში თავჩარგული. -ტარა აქედან უნდა ცოცხალი დაბრუნდე.-მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე. -ოთარი პაპამ იშვიათი ვარსკვლავიაო. მართალია, ომშიც კი გზას უნათებს გაჭირვებულებს ეს ვარსკვლავი.-ისევ გულში ჩამიკრა და ძლიერად მომხვია ხელები, მერე კი ტარა და მუსტაფა წავიდნენ. ქუტაში გაჩერებულ ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად, ბავშვების დასახმარებლად. ბავშვებთან ფსიქოლოგი მუშაობდა, ჯონთანაც. ჯონმა მუშაობა ვეღარ შეძლო და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. -ნატა შენც უნდა წამოხვიდე.-გამომიცხადა ჯონმა. -არა მე აქ ვრჩები, ამ ბავშვებს ვიშვილებ და მერე დავბრუნდები.-შევხედე ჯონს. -ნატა ამ ბავშვებს არ იშვილებ. ეს ელი ბავშვები არ მინდა, მამობა არაფერში მჭირდება. -რას ამბობ ჯონ? ეს ქორწინება ფიქტიურია და კარგად იცი რატომაც გამოგყევი. ბავშვებს ვიშვილებ და გაგეყრები.-შევხედე გაბრაზებულმა.-ეს ფიქტიური ქორწინება იყო, კარგად იცი შენც. -გაყრის საბუთებს გამოგიგზავნი, მაგ ბავშვების მამობას არ ვაპირებ.-მკაცრად გამომიცხადა ჯონმა. -ალიმენტს და მათზე მზრუნველობას არ მოგთხოვ, ქორწინება მჭირდება, რომ ეს ბავშვები ამ ჯოჯოხეთს გავაცილო, ჯერ ნუ გამეყრები.-ვეხვეწებოდი. -არა ნატალი, გეყრები და მორჩა.-გამომიცხადა ჯონმა. -ტარა მართალია, ნამდვილი სი*რი ხარ.-ჩავილაპრაკე ქართულად და ოთახიდან გამოვედი. არ გამიცილებია ჯონი ისე წავიდა, მე კი არ გავყევი და აში დავრჩი. ის ორი პატარა ვერ დავტოვე, რომელთა დედაც ჩემთვის განკუთვნილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბავშვების შვილად აყვანის პროცესი დავიწყე. ისევ თავშესაფარში ვეხმარებოდი ბავშვებს. ჩემი პატარები ძალიან შემეჩვივნენ. სულ თვალებით მეძებდნენ თუ სადმე გავიდოდი. მათ დიდ იმედად ვიქეცი და ბოლომდე გადავწყვიტე ამ ორ პატარაზე ზრუნა. აფეთქება მოხდა ქალაქში, ბევრი დაშავებული იყო, ამიტომ დასახმარებლად საავადმყოფოში წავედი, ჩემი პატარები კი თავშესაფარში დარჩნენ. მთელი დღე საავადმყოფოში დავყავი, დაშავებულ ადამიანებს ვეხმარებოდით. იქ ბავშვებიც მუშაობდნენ და ეხმარებოდნენ დაშავებულებს. აქ ემოციების ზღვა იყო, ყველა ემოციას ამოიკითხავდით ადამიანების სახიდან, შიში, ახლობლის გადარჩენით გამოწვეული სიხარული, ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, შეცოდება, ზიზღი, ტირილი. ზოგი სიხარულისგან ტირიდა, ზოგი კი დიდი ტკივილისგან. მე უბრალოდ მექანიკური მანქანა ვიყავი იმ დროს. ექიმის მითითებებს ვასრულებდი. იმდენი გარდაცვლილი ბავშვი ვნახე უკვე, რომ ემოცია გაჩერდა ჩემში, თითქოს ქვად ვიქეცი. დაღლილი და გამოფიტული ვბრუნდებოდი თავშესაფარში. რატომღაც ჩემი პატარები არ ჩანდნენ. ომერს ვკითხე ბავშვების ამბავი, მან კი საშინელი სიმართლე მითხრა. ბავშვების ბიძა მოსულა და ბავშვები წაუყვანია. მაშინ მეტკინა, ძალიან მეტკინა ჩემი პატარები რომ დავკარგე. გავარკვიე, რომ ქუტაში აპირებდა მათი ბიძა გადასვლას. იეზიდ მებრძოლ ქალებს გავყევი ქუტაში, რომლებიც საბრძოლველად მიდიოდნენ ჯიჰადისტების წინააღმდეგ. მათი კონფლიქტი იეზიდების რელიგიის ერთ-ერთი ცენტრალურ ფიგურას, ანგელოზ-ფარშევანგ მელექ თაუსს ეხება. ლეგენდის თანახმად, ამ ანგელოზმა, როგორც ყურანში ნახსენებმა ეშმაკმა-იბლისმა, უარი თქვა პირველი ადამიანისთვის თაყვანი ეცა. და ღმერთმა ისიც ჯოჯოხეთში გაამწესა. იეზიდური ლეგენდის თხრობა ისე გრძელდება, რომ ჯოჯოხეთში მელექ თაუსი ათას წელიწადს ტიროდა, რადგან იქ მყოფი ტანჯული ცოდვილები ებრალებოდა. ღმერთმა მას შეუნდო, და ანგელოზების სათავეში დააყენა; თუმცა, უკვე ის ფაქტი, რომ იეზიდები ოდესღაც თავად უზენაესის მიერ ჯოჯოხეთში გაძევებულ არსებას სცემენ თაყვანს, რადიკალი ისლამისტების თვალში მათ ეშმაკის თაყვანისმცემლებად აქცევს. ამიტომაც ისინი თვლიან რომ იეზიდებთან ბრძოლით ეშმაკს ებრძვიან. ისინი ისლამისტ ბავშვებს აიძულებენ იეზიდი ბავშვების ხოცვას და შთააგონებენ, რომ ეშმაკს ებრძვიან. ქურთი მებრძოლების მიერ გამოყვანილი, გადარჩენილი იეზიდი ტყვე ბავშვები საკუთარი თვალით ვნახე. ზოგს ყურს აჭრიდნენ, ზოგს კიდურებს. ეს ნამდვილი საშინელება იყო. უფლის გმობა და ეშმაკისთვის სულის მიყიდვა. როცა ღმერთის სახელით ადამიანებს კლავ ეს მკრეხელობაა. ღმერთი ხომ სიყვარულს გვასწავლის. არ მესმოდა მათი ასეთი სისასტიკის, არც ის მესმოდა თურქეთი რატომ უჭერდა მათ დაჯგუფებებს მხარს. უცხო ბავშვებისთვის ვიბრძოდი სხვის ომში. ბევრი ქალი ეწერებოდა მებრძოლთა რიგებში, ისინი იეზიდ ბავშვების და ქალების დასაცავად მიდიოდნენ. ტერორისტებს განსაკუთრებით ეშინოდათ ამ ქალების, მათი რწმენით სჯეროდათ, რომ თუ ამ ქალების ხელით მოკვდებოდნენ სასუფეველი არ ეღისებოდათ, ამიტომაც ამ ქალების რაზმს სიკვდილის ანგელოზებს ეძახდნენ. მათგანი არ ვიყავი, მათ უბრალოდ გავყევი. სხვა მებრძოლებს შევუერთდით, იქ კი ტარა და მუსტაფა მოვძებნე. -ნატა შენ ისევ აქ ხარ?-გაბრაზებული მიყვიროდა ტარა. -ბავშვები მათმა ბიძამ წაიყვანა და ქუტაში გადავიდნენ. უნდა მოვძებნო. -იქ უამრავი ბავშვია, სად გინდა ეძებო? დაივიწყე და წადი.-დამიყვირა ტარამ. -არ წავალ.-მეც დავუყვირე, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს უნდა გამოვიყვანო. -მუსტაფა შენ მაინც უთხარი ვინ არიან და სად აპირებს შესვლას.-საშველად მუსტაფას მოუხმო. -ნატა ტარა მართალია.-მშვიდი ტონით მითხრა მუსტაფამ.-ისინი წამებით მოგკლავენ. შენ ბრძოლაც კი არ იცი. -მასწავლეთ, ხო მასწავლეთ სროლა და მეც ვიბრძოლებ. -გოგო შენ ნორმალური ხარ?-დამიღრიალა ტარამ.-სიკვდილს ეძებ? გინდა გესვრი და მოგკლავ. შენ არ იცი იქ რა სიკვდილი გელოდება, ამას უბრალოდ ვერ წარმოიდგენ. აქ სხვა ბავშვებიც არიან, მოკიდე ნებისმიერს ხელი და იშვილე. რას აიჩემე ის ბავშვები. შეიძლება ცოცხლები არც არიან. -შემიყვარდნენ, ასე წავიდე და დავივიწყო?-ვტიროდი.-შენ არ იცი როგორი იმედიანი თვალებით მიყურებდნენ, დაივიწყე კარგია. ვივიწყებ, რაც გულშია იმას ვერ დაივიწყებ.-მეც დავუყვირე. -მე შევალ, თავდასხმას ვგემავთ და ვეცდები მოვძებნო, მაგრამ იმედს ვერ მოგცემ, რომ მივაგნებ.-ჩემი სიჯიუტით თავმობეზრებულმა ჩაილაპარაკა. -გაგიჟდი?-გაბრაზებულმა შეხედა მუსტაფამ. ოპერაციის დეტალები ბოლომდე არ გაგვივლია, ქურთებსაც უნდა დაველოდოთ და იერიში ისე მივიტანოთ. შენ შენი რაზმით არ გაგიშვებ. -არავის დაკარგვა არ მინდა ამ წყეულ ომში.-მთელი ამ თვეების დაგროვილმა ემოციამ ერთდროულად იფეთქა ჩემში და მუხლებზე დავარდი. -თავი დაანებე, ემოციებისგან უნდა დაიცალოს.-მხარზე ხელი დაადო მუსტაფამ ტარას და მებრძოლებისკენ წავიდა. ტარა კი ჩაიმუხლა და გულში ჩამიკრა. ეს პიკი იყო, მე რობოტი არ ვიყავი, მთელი ამ ხნის მანძილზე დაგროვილი ტკივილი და ემოცია ამოვიღე გულიდან. დიდხანს ვტიროდი ტარასთან ჩახუტებული. -უნდა წაგიყვანო უკან.-ჩემი ცრემლიანი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები შემიმშრალა.-შენ რომ რამე დაგემართოს ნიკას როგორ შევხედავ თვალებში. -კარგი. უკან დამაბრუნე, ეს ალბათ უფლის ნება იყო.-ამოვიტირე.-არ წახვიდე იქ მარტო. შენც რომ დაგკარგო ვერ გადავიტან. ვინც მიახლოვდება ყველა უბედურია, დაწყევლილი ვარ.-ისევ ვტიროდი. -დაწყევლილი კი არა მოსიარულე შარი ხარ. ხიფათს თავად ეძებ და მერე წუწუნებ.-გამიღიმა ტარამ.-ომში რომ მოდიოდი რაზე ფიქრობდი? -რაზეც შენ? -მე დაუცველ ბავშვებზე ვფიქრობდი. -მე სიყვარულს გამოვექეცი. შემეშინდა და გამოვიქეცი. როცა სიკვდილს ძლივს გადავურჩი მისი სახე წარმომიდგა თვალწინ. -ვინ არის?-სევდიანი თვალებით შემომხედა. -კაცი, რომელიც არ უნდა მიყვარდეს. რაც აქ ვარ მივხვდი, რომ მიყვარს და მასზე ფიქრი ერთი წამითაც არ შემიწყვეტია. -შენი ყოფილი ქმარია? -კი.-ავტირდი. -დაწყნარდი.-ისევ ჩამიხუტა და თმაზე მომეფერა. -შენ რატომ მოგიყევი?-ამოვიტირე. -დაბრუნდი და ნახე შენი ქმარი, თუ გიყვარს უთხარი ის რაც გულში გაქვს.-ცრემლები მომწმინდა ტარამ. -არ შემიძლია, ვერ ვპატიობ. რომ დავუბრუნდე ვიცი თავს დავიღუპავ. -უკან უნდა დაბრუნდე.-მკაცრად ჩაილაპარაკა ტარამ. -შენ გმირი ხარ. ჩემი გმირი, რომელიც სხვის ომში ბავშვების სიცოცლეს იცავს.-წვერიან ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და მის მკლავებში გავიტრუნე. უკვე დაღამებული იყო. ჩამეძინა, სიზმარში ირაკლი დამესიზმრა, ხატის წინ იყო მუხლმოყრილი და ლოცულობდა, მერე კი ტაძარი შეზანზარდა და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. გამაყრუებელმა ხმამ ყურები დამიგუბა, აღარაფერი მესმოდა. თვალები გავახილე და ირგვლივ საშინელი მტვერი იყო, არაფერი არ ჩანდა. ვერ ვარკვევდი ეს სიზმარი იყო თუ ცხადი. ფეხში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, ძლივს წამოვჯექი და დავინახე, რომ ფეხის ტერფი აღარ მქონდა. ირგვლივ კი დაჭრილები და დახოცილები ეყარნენ. მერე ტარას ღრიალის ხმა მახსოვს და გონებაც დავკარგე. -არ გაითიშო, ეცადე გამოფხიზლდე.-ნაწყეტ-ნაწყვეტად მესმოდა ტარას ხმა.-მერე ისევ ბურუსმა მოიცვა ყველაფერი და გაუფერულდა. თვალები, რომ გავახილე საავადმყოფოში ვიყავი. ყველაფერი ისეთი სუფთა და მოწესრიგებული იყო მივხვდი, რომ სადღაც სხვა ქვეყანაში ვიყავი. რეანიმაციაში ვიყავი, ორი დღის მერე პალატაში გადამიყვანეს, როგორც მივხვდი თურქეთში ვიმყოფებოდი, მაგრამ რატომ თურქეთში არ ვიცოდი. ტარა შემოვიდა პალატაში. უძილო და დაღლილი სახე ჰქონდა. -სად ვარ?-ძლივს გასაგონად ვიკითხე. -თურქეთში გადმოგიყვანე. ოპერაცია ჩაგიტარეს, ყველაფერი დამთავრდა, შენ იქ აღარ დაბრუნდები.-გაბრაზებული მიყურებდა, თან ცრემლი შევნიშნე თვალზე. -ფეხი აღარ მქონდა, დავინახე. ფეხი..-თვალები ამიცრემლიანდა, რეანიმაციაში ყოფნისას მივხვდი, რომ ფეხი აღარ მქონდა. -ტერფის ამპუტაცია ჩაგიტარეს, ვერ ვიპოვეთ შენი ფეხი. დილით დაგვბომბეს, ბევრი ადამიანი დაიღუპა, სასწაულად გადარჩი. გთხოვ არ ინერვიულო, შენ მაინც ყველაზე ლამაზი და საყვარელი გოგო ხარ, პროთეზს გაგიკეთებენ. -მოკლე კაბას ვერ ჩავიცვამ.-გამეღიმა და ღიმილი ტირილში გადამივიდა. -გთხოვ. სასწაულად გადარჩი, შენს ღმერთს ნამდვილად უყვარხარ.-მითხრა და ჩემი სიზმარი გამახსენდა, გამახსენდა ირაკლი როგორ ლოცულობდა. -ან ვიღაცამ ჩემთვის ბევრი ილოცა.-ისევ ვტიროდი, ვიაზრებდი, რომ ინვალიდი ვიყავი, მერე იმას ვიაზრებდი, რომ სასაწაულად გადავრჩი და ჩემი ფეხი არაფერი იყო იმასთან რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, თვალები დავხუჭე და მომხდარის გახსენება ვცადე, საშინელება იყო, ირგვლივ სისხლი და დახოცილი ადამინები იყვნენ, მე კი გადავრჩი. ეს სასწაული იყო, ფეხი კი იმდენად უმნიშვნელო იყო იმ ყველაფრის მერე, რომ ვერც კი წარმოიდგენდით. -აქ ვიღაც ზვიად ქებურიაა. -საიდან გაიგო, აქ რა უნდა?-შევხედე გაკვირვებულმა. -ვინ არის?-ისევ სივრცეს უყურებდა ტარა. -წარსული, რომელიც დავივიწყე.-ტკივილი, სიხარული, გაკვირვება ერთდრულად გამომესახა სახეზე. -ის არის შენი ყოფილი ქმარი?-ისევ სივრცეს უყურებდა ტარა. -არა. მისი ნახვა არ მინდა. არ შემოუშვა.-გამოვუცხადე ტარას. -კარგი, არ ინერვიულო გთხოვ. შენ იყავი მშვიდად.-გამიღიმა ტარამ. -არ ვნერვიულობ. იოლად გადავრჩი, არც ფეხზე არ ვნერვიულობ, კარგი იქნებოდა ასე არ მომხდარიყო, მაგრამ იმ ყველფრის მერე მე სასწაულად გადავრჩი. არც შენ აღარ დაბრუნდე იქ.-შევხედე მუდარის თვალებით. -კარგი დაისვენე, მერე ვილაპარაკოთ.-თმაზე მომეფერა და პალატიდან გავიდა. იმ დღით არავის შევუწუხებივარ. საღამოს პალატაში ისევ ტარა შემოვიდა. -ნატა.-სევდიანი ღიმილი ჰქონდა.-მე ისევ აში უნდა გადავიდე. ძალიან უყვარხარ, ის იქნება აქ და ყურადღებას მოგაქცევს. -ვის გულისხმობ?-სევდიანი თვალებით შევხედე. -ზვიადს.-სევდიანად ჩაილაპარაკა. -ტარა არ წახვიდე, იმ ჯოჯოხეთში აღარ დაბრუნდე გთხოვ.-ამოვიტირე. -უნდა წავიდე. მუსტაფას და ჩვენებს ვერ დავაღალატებ.-მოვიდა და ხელები მომხვია, ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან.-ეს ჩემი ნომერია, უბრალოდ დამირეკე და მითხარი, რომ კარგად ხარ. იმ ბავშვებს თუ მივაგენი გამოგიზავნი, ოღონდ უკან დაბრუნება აღარც იფიქრო.-ისევ მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა. დიდხანს ვიყავით ასე, ორივე ვტიროდით. კარის ხმაზე მომცილდა და ორივემ კარისკენ გავიხედეთ. იქ ზვიადი იდგა, მშვიდი სახე ჰქონდა, არ გავდა გაბრაზებულს. ტარა წამოდგა და მასთან მივიდა.-გაბარებ, იცოდე თუ იტირა მიფრთხილდი.-თითი დაუქნია და პალატიდან გავიდა. -რა გიყო ახლა?-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ჩემსკენ წამოვიდა. საწოლის გვერდით სავარძელში ჩამოჯდა და დაჟინებით მიყურებდა. -უნდა წავსულიყავი.-თითების წვალება დავიწყე, საკუთარ ხელებს დავცქეროდი და ისე ამოვილაპარაკე. -რატომ?-ისევ მკაცრად ჩაილაპარაკა. -ყველაფერი რომ დამევიწყებინა და თავი საჭირო ადამიანად მეგრძნო.-ისევ თითებს დავყურებდი გაბუტული ბავშვივით. -მერე დაივიწყე? თავი საჭიროდ იგრძენი? მე რა დაგიშავე? რომ დამტოვე? იცი რა დამემართა? არ იცი. არც არსდროს იცოდი. ისევ დაგკარგე, ლამის მოვკვდი. თავიდან დავაპირე, რომ ყველაფერს მივატოვებდი და მეც ომში წამოვიდოდი, მაგრამ მერე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ უნდა გამეშვი, უნდა დამევიწყებინე და ამომეშალე ჩემი ცხოვრებიდან.-გაბრაზებული ლაპარაკობდა. -მერე ამომშალე?-ცრემლიანი თვალები შევანათე. -ამოგშალე და ცოლი მოვიყვანე. კესო, მშვენიერი გოგოა, ტყუილად მიძაგე. არაჩვეულებრივი მეუღლეა და მალე დედაც გახდება.-თვალს არ მაცილებდა. -გილოცავ.-ჩავილაპარაკე და ისევ თითების მტვრევას მოვყევი.-რატომ ჩამოხვედი თურქეთში?-სევდიანად ჩავილაპარაკე. -მეგონა არავინ მოგაკითხავდა და ჩამოვედი. ბიძაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ თურქეთში გადმოგიყვანეს. ძველი სიყვარულის ხათრით ჩამოვედი.-მითხრა და სივრცეს გახედა. -შეგიძლია წახვიდე. მე ამერიკის მოქალაქე ვარ, გათხოვილი ქალი. ყველაფერს გამიკეთებენ, ნურც ინვალიდობის გამო ნუ შემიცოდებ. საკუთარ ცხოვრებას მინდა რომ მიხედო, აში სწორედ ამიტომ წავედი. წადი და დამივიწყე საბოლოოდ.-არ ვიცი საიდან მოვიკრიბე ძალა რომ ეს მეთქვა მისთვის. -ეს გინდა? გინდა მიგატოვო აქ?-ხელები გაშალა და ისე დამისვა კითხვა. -ჯონს დავურეკავ და ჩამოვა.-სიამაყემ გაიღვიძა ჩემში, ცრემლები შევიმშრალე და გაბრაზებულმა შევხედე. -ვინ ჩემი ყ*ეა ჯონი?-დამიყვირა ბოლო ხმაზე. -ჩემი ქმარი. რა გინდა ზვიად? წადი და მიხედე შენს ცხოვრებას.-მეც ხმას ავუწიე. -ფიქტიური ქმარი. აში, რომ გაყოლოდი იმიტომ გაყევი ცოლად. ტარამ სიმართლე მითხრა. -რა გითხრა?-შეშფოთებულმა შევხედე. -ის რომ დემნას სიყვარულს გაექეცი, შეგეშინდა და გაიქეცი.-თვალებში მიყურებდა.-კიდევ დიდხანს უნდა იფიქრო მასზე? რატომ არ ცდილობ დაივიწყო და ამოშალო შენი ცხოვრებიდან? -არ შემიძლია, გესმის! არ შემიძლია. ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ჩაედინა მიყვარს. დროა საკუთარ ცხოვრებას მიხედო და დამივიწყო. აში დავბრუნდები.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.-შენ კი არ მიყვარხარ. აღარ მიყვარხარ, დააგვიანე. -არსადაც არ დაბრუნდები, აქედან საქართველოში ბრუნდები. -იქ არაფერი არ მაქვს, სახლიც კი გავყიდე. აში თუ არა, ამერიკაში ჩავალ და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. -შენ ქართული დაგავიწყდა?-გაბრაზებულმა შემომხედა.-მგონი დაგავიწყდა და არ გესმის რას გეუბნები. -არ მესმის, თავი დამანებე.-ტირილი დავიწყე. ვეღარ გაუძლო და საწოლზე ჩამოჯდა, ორივე ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა. -ნუ ტირი. იმ სირ*ს როდის ეყრები?-თმაზე მეფერებოდა. -საბუთები გამომიგზავნა გაყრის, აში თავშესაფარში დამრჩა.-ამოვიტირე მის მკერდზე.-ამას რა მნიშვნელობა აქვს?-შევხედე ცრემლიანი თვალებით. -აქვს.-მკაცრად ჩაილაპარაკა და მომცილდა. -ექიმმა რა თქვა? სიარულს შევძლებ?-შევხედე სევდიანი თვალებით. -პროთეზს გაგიკეთებენ და შეძლებ.-ცრემლები შემიმშრალა და შუბლზე მაკოცა. -შენ დაბრუნდი შენს ოჯახში, არასწორია შენი აქ ყოფნა.-ამოვილაპარაკე და საწოლში გვერდი ვიცვალე, რომ ჩემი ცრემლები არ დაენახა. -შენთან ერთად დავბრუნდები საქართველოში და ტირილს მორჩი. ყველაფერი რაც მოხდა მხოლოდ შენი ბრალია.-გაბრაზებული მელაპარაკებოდა. -რა არის ჩემი ბრალი. ის რომ ორი წელი გელოდებოდი, შენი სიყვარული ორი წელი მკლავდა. შენ კი გამბედაობა არ გეყო ჩემთან მოსულიყავი და გეთქვა, რომ გიყვარდი? ის რომ პირველივე წინააღმდეგობაზე დამთმე და დემნას დაუთმე ჩემი თავი? ის რომ გამომკეტე და დემნასაც დამაშორე? ის რომ ჩემს ტვინში შემოძვერი და გონება ამირიე? მიდი ყველაფერი მე დამაბრალე, განტევების ვაცი ყოველთვის ყველას გყავთ. სათამაშოდ მაქციეთ, ჩემი ცხოვრებით ითამაშეთ, დამნაშავე კი მხოლოდ მე ვარ. წავედი, რადგან შემეშინდა, შენს დაბრუნებამდე, რომ არ წავსულიყავი მერე ვერ შევძლებდი შენგან გაქცევას, ან ამის საშუალებას არ მომცემდი. წავედი, რადგან შენ ახალი ცხოვრება დაგეწყო, რათა დემნა ამომეშალა ჩემი ტვინიდან. მინდა ბედნიერი იყო, მინდა შვილები გყავდეს და ბედნიერი იყო. მე ნუ მაბრალებ ყველაფერს, მე შენ არასდროს გაგიმეტებდი ისე როგორც შენ გამიმეტე ტანჯვისთვის. აქ რატომ ხარ, რატომ მტკენ გულს უარესად, წადი რომ დაგივიწყოთ საბოლოოდ შენც და დემნაც. -დავუყვირე და ავტირდი. -სულელო, დაიჯერე რომ კესო მართლა მოვიყვანე ცოლად? სულელო.-გულში ჩამიკრა. -რატომ ცდილობ რომ გული მატკინო? რატომ გგონია შენი დაოჯახება მეწყინება? -არ გეწყინა? სულ ოდნავ მაინც არ იეჭვიანე? ექვსი თვეა მტკივა, შენთვის სულერთია ხომ.-მანაც შემომხედა გაბრაზებულმა. -ზვიად მე ისევ დემნა მიყვარს, ცოლად ვერ გამოგყვები. -ცრემლიანი თვალები შევანათე და სახე აერია. -ამის დედაც.-ხელი კედელს დაარტყა და სივრცეს გახედა. -საქართველოში, რომ დაბრუნდეს დაიჭერ?-თემა შევცვალე. -არც კი დავფიქრდები.-რა მჭირდა არ ვიცი, ისევ დემნაზე ვნერვიულობდი. -ის შენი ძმაა, იქნებ სცადო და შეცვალო. ის ჭაობშია და ნელ-ნელა ეფლობა. ფიქრობდა, რომ მე გამაბა მახეში, თუმცა ვიცი, რომ თავად უფრო დიდ მახეში გაება.-სევდიანად ჩავილაპარაკე. -მართალი ხარ, შეუყვარდი და ეს სიყვარული ანადგურებს. -ფანჯარაში სივრცეს გახედა. -ძალინ ჭკვიანია. შეეძლო თავის ცხოვრება სხვა მიმართულებით წაეყვანა. გაუმართლა და შანსი ცუდად გამოიყენა. -დემნაზე მოვრჩეთ!-მკაცრად ჩაილაპარაკა.- არ მომწონს მასზე, რომ ლაპარაკობ.-შემომხედა გაბრაზებულმა. მეც გავჩუმდი და დემნაზე ლაპარაკი შევწყვიტე. თურქეთში სარეაბილიტაციო ცენტრში გადამიყვანეს. ფეხზე პროთეზი მომარგეს და სიარული თავიდან ვისწავლე. ზვიადი გვერდიდან არ მცილდებოდა, მერე საქართველოში მოუწია წასვლა, გამომიცხადა საქმე მაქვო. იქიდან კი ნინოსთან ერთად დაბრუნდა. -ნატა, საყვარელო.-ტირილით წამოვიდა ნინო ჩემთან და გულში ჩამიკრა. -მაპატიე რომ ვერ შევძელი მისი ცხოვრებიდან წასვლა.-ამოვიტირე. -მე მაპატიე. ყველაფერი ჩემი ბრალია, ეგოისტი ვარ და ორივე დაგტანჯეთ. მე რომ არა არ წახვიდოდი და არც ეს დაგემართებოდა.-ტიროდა ნინო. -ნინო შენ რა შუაში ხარ?-კარში ზვიადი გამოჩნდა და მისი გამყინავი ხმა გაისმა. -არაფერი, უბრალოდ ჩემი შეჩერება სცადა და არ დავრჩი.-ვეცადე ნინო მძიმე მდგომარეობიდან გამომეყვანა. -ნინო!-დედამისს შეხედა. -მე ვაიძულე წასვლა შენგან. ეგოისტი ვარ, შვილიშვილებზე ვოცნებობდი და მე ვაიძულე შენგან წასვლა.-ამოიტირა ნინომ. -ჯანდაბას, ახლა რა გიყო? შეხედე, კარგად შეხედე მის ფეხს.-ხელი მოჰკიდა ნინოს მკლავში და პალატიდან ძალით გაიყვანა. -ზვიად.-დიდი წვალებით პროთეზი მოვირგე და მეც უკან გავყევი.-ზვიად გაჩერდი!-დავუძახე დერეფანში და ისიც უკან მობრუნდა. -რას აკეთებ?-ჩემსკენ წამოვიდა, ხელ ჯოხის გარეშე მივყვებოდი.-არ წაიქცე?-წელზე ხელი მომხვია და ხელში ამიყვანა. -არ ეჩხუბო გთხოვ. გთხოვ აპატიე ყველაფერი და დედა დაუძახე.-თავი მკერდზე მივადე და ისე ვეხვეწებოდი. -ნატა არ შემიძლია. -შეგიძლია, უბრალოდ არ აკეთებ. მეც არ შემეძლო შენი პატიება მაგრამ გაპატიე. თუ მოინდომებ შეძლებ და აპატიებ. -სხვა დროს ვილაპარაკოთ.-პალატაში საწოლზე დამაწვინა. -გთხოვ, შეეშვი. იმდენი ცუდი მოხდა ჩემს გარშემო, რომ ერთ რამეს მივხვდი. წამი უნდა დაიჭირო ცხოვრებაში და ამ წამით დატკბე. საყვარელ ადამინებს ყოველ დღე უნდა უთხრა, რომ გიყვარს. ღიმილი ყველას უნდა აჩუქო, რადგან შეიძლება ერთი წამის მერე უკვე გვიანი იყოს.-ცრემლი წამომივიდა როცა გამახსენდა აში დახოცილი ბავშვები. -თავიც დაარტყი აფეთქებისას?-დამცინა. -ნუ დამცინი, ეს უნდა ყველამ ნახოს, რომ სიყვარული ისწავლონ. მაშინ ომი აღარასდროს იქნება მსოფლიოში.-ისევ ვტიროდი. -გეყოფა! სულ უნდა იტირო? ფსიქოლოგთან ივლი საქართველოში რომ დავბრუნდებით. -არ მჭირდება ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი ობამას, პუტინს და დანარჩენ შეშფოთებულ მსოფლიოს სჭირდებათ. ისინი უნდა ქუტაში ჩააგდო იმ მკვლელების ხელში და მერე შეშფოთდნენ.-გაბრაზებული ვიწმენდდი ცრემლებს. -მთელს სამყაროზე ნერვიულობას მორჩი და საკუთარ ცხოვრებაზე იფიქრე.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია.-ჩემი გაბრაზებული გოგო.-თან ეღიმებოდა, პალატაში ატირებული ნინო შემოვიდა. -ნინო მოდი.-შევხედე თვალცრემლიანმა. ამ საძაგელმა კი ზურგი შეაქცია დედამისს და პალატიდან გავიდა. -ძალიან გაბრაზდა, მართალიც არის.-ტიროდა ნინო. -კარგი რა ნინო, ცოცხალი ვარ. მთავარი ეს არის, მოდი და ჩამეხუტე.-ხელები გავშალე და ატირებულ ნინოს იქით ვამშვიდებდი. ერთ კვირაში სასტუმროში გადავედით. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ცალკე ნომერში გავჩერდი. სარეაბილიტაციო კურსს გავდიოდი, კლინიკაში მივყავდი ზვიადს და ვარჯიშებს ვაკეთებდი. ნინო საქართველოში დაბრუნდა, ზვიადი კი დარჩა და ჩემზე ზრუნავდა. სულ ცდილობდა დამხმარებოდა. -პროთეზს უნდა შევეგუო, მოვირგებ და თავად ვივლი. -მე რისთვის ვარ? -ცხოვრება მარტომ უნდა გავაგრძელო, სხვების დახმარების გარეშე.-ჩავილაპარაკე, ის კი გაბრაზდა. საქართველოში დავბრუნდით, ყველაფერი დალაგდა. სამსახურში გავიდა ზვიადი და სულ ჩემს გვერდით აღარ იყო. ჩემს ძველ ოთახში მეძინა. ნინოც დამშვიდებული იყო, თავს მევლებოდა და ცდილობდა შეცდომა გამოესწორებინა. სარეაბილიტაციო კურსს გავდიოდი ისევ და სოფელში ვერ მივდიოდი. ზაირას დავურეკე, მაინტერესებდა ჩემი მოხუცის ამბავი. -ჩემი გოგო.-ტელეფონის იქით მისი ტირილის ხმა მესმოდა. -დამშვიდდი, ნუ ტირიხარ. როგორ ხარ?-ვეკითხებოდი ჩემს მოხუცს. -კარგად ვარ, შენ როგორ ხარ შვილო. ფეხი მოაჭრესო დემნამ მითხრა, რა გინდოდა ომში? რამ გადაგრია?-ქოთქოთებდა ჩემი მოხუცი. -სვანეთში ამოვალ და გნახავ. შენ ხომ კარგად ხარ? -მე კი კარგად ვარ ბებო. ელვა გახდა ცუდად. დაუძლურებულია, თავლიდან არ გამოდიოდა და ავად არის. ვეტექიმმა დიდხანს ვერ იცოცხლებსო.-სევდიანად ჩაილაპარაკა ზაირამ. -ჩამოვალ და იქნებ გამოვიყვანო თავლიდან. მიყვარხარ ზაირა ბებო, გკოცნი. -მეც მიყვარხარ ბებო.-ამოიტირა მოხუცმა და ტელეფონიც გავთიშე. საღამომდე ადგილს ვერ ვპოულობდი. საღამოს ზვიადი, რომ მოვიდა მასთან დალაპარაკება გადავწყვიტე. -ზვიად არ გამიბრაზდე, რაღაც მინდა გთხოვო.-შევხედე მუდარის თვალებით. -ასე, რომ იწყებ ვხვდები, რომ რაღაცა უნდა გააფუჭო. მითხარი.-ჭამას თავი დაანება და ამომხედა. -სვანეთში მინდა წასვლა. ზაირა მომენატრა, თან ცხენია ცუდად, ზაირას ვერ გამოყავს თავლიდან, არავის იკარებს. -რა ცხენი? რა ზაირა? მასთან დალაპარაკება გინდა? მოგენატრა?-თეფშს ხელი გაჰკრა და საჭმლიანად ძირს გადმოაგდო. -სულ გაგიჟდი?-ცრემლები წამომივიდა. არაფერი მითქვამს, დავიხარე და ნამსხვრევების აკრეფვა დავიწყე. სამზარეულო მივალაგე და უხმოდ გამოვედი იქიდან. ოთახში შევიკეტე და ნიკას დავურეკე სკაიპით. კარგა ხანს ვისაუბრეთ, დედა და ის კარგად იყვნენ, ვიღაც ებრაელი გოგო მოსწონდა და ცოლად უნდა მოეყვანა. ნიკასთან ლაპარაკს, რომ მოვრჩი ოთახში ზვიადი შემოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა. -ნატა.-საუბრის დაწყებას ცდილობდა. -ხვალ დილით მივდივარ სვანეთში. მე შენი საკუთრება არ ვარ და არც ნებართვებს არ ავიღებ ამის მერე.-შევხედე გაბრაზებულმა. -ისევ გიყვარს ხომ?-სევდიანი თვალები შემომანათა. - სჯობს წავიდე. - მიზეზებს ეძებ, რომ ჩემგან გაიქცე.-დამიყვირა. -არ ვეძებ მიზეზებს, ეს შენ მზღუდავ და მახრჩობ. არსად არ გავდივარ, სახლს ვაფარებ თავს და ადამინებს ვემალები. არც ჩემი მეგობრები მოდიან, იმდენჯერ ვთხოვე მოსვლა და არ მოდიან, რადგან სხვანაირი ხარ. ის დრო მენატრება, იცი რატომ? იმიტომ რომ მის გვერდით სრულყოფილ ქალად ვგრძნობდი თავს. მქონდა ჩემი საქმე, რომელიც მომწონდა, სულ ჩემს გვერდით იყო და საზოგადოებაში ერთად როგორც წყვილი ისე ვჩნდებოდით. დილით სარკეში, რომ ვიყურებოდი ვცდილობდი ლამაზი და მიმზიდველი ვყოფილიყავი. ტანსაცმელს წინა საღამოს გულმოდგინედ ვარჩევდი და მის სამოსს ვუხამებდი ჩემს ჩაცმულობას. სალონში დავდიოდი და მუდმივად ფორმაში ვიყავი. ახლა? ახლა უბრალოდ თმას ვივარცხნი და საღამურებით დავდივარ სახლში. სარკეს უბრალოდ გავებუტე და აღარ ვიყურები, რადგან აზრი არ აქვს. არასდროს არავინ მეტყვის, რომ მიმზიდველი ვარ. ამ სახლში ზედმეტად ვგრძნობ თავს, ეს ყველაფერი მხუთავს და მახრჩობს. -გინდა გითხრა რომ მიმზიდველი ხარ? გინდა გითხრა რომ მიყვარხარ? -არ მინდა, რადგან ეს გულიდან არ წამოვა. შენ მხოლოდ გეცოდები. არ მინდა გეცოდებოდე, რადგან მერე მე ვიცოდებ საკუთარ თავს და დავიკარგე. ამ სამყაროში უბრალოდ დავიკარგე, არ ვიცი ვინ ვარ და რა მინდა. -საუბარი დავასრულე და სააბაზანოში შევიკეტე, რომ გამოვედი იქ აღარ დამხვდა. ბარგის ჩალაგება დავიწყე, ყველა ჩემი ნივთი ჩავალაგე და იმ საღამოსვე წამოვედი სახლიდან. იმ ღამითვე სვანეთის გზას დავადექი. გამთენიისას ჩავედი მესტიაში. ჩემი ყოჩაღი მოხუცი უკვე საქმეში იყო. -ჩემი გოგო.-გახარებული გამოიქცა ჩემსკენ და გულში ჩამიკრა.-როგორ მომენატრე ბებო.-ტიროდა ზაირა და გულში მიკრავდა. -ყველაფერი უკან მოვიტოვე. ყველაფერს დავალაგებ და სუფთა ფურცლიდან დავიწყებ ცხოვრებას.-ვტიროდი მოხუცის მხარზე ჩახუტებული. -შენ ძლიერი ხარ ბებო, ყველაფერს შეძლებ.-ჩემს ფეხს დახედა და გულამომჯდარმა დაიწყო ტირილი. -ნუ ტირი გთხოვ, წნევა აგიწევს.-ხელი მოვკიდე და ატირებული მოხუცი ჩავიხუტე. კარში ლეილა დავინახე გაოცებული გვიყურებდა და მოსვლას ვერ ბედავდა.-ლეილა? დიდი ხანია აქ არის? -ერთი კვირაა ბებო. გერმანიიდან ჩამოვიდა და აქ არის.-თავსაფრით ცრემლები მოიწმინდა ზაირამ და კარში მდგარ ლეილას გახედა. მე კი სახლისკენ წავედი. -გამარჯობა, როგორ ხარ?-შევხედე ლეილას. -მე..-ვერაფერი მითხრა და თვალზე ცრემლი მოადგა. -არ ჩამეხუტები?-ხელები გავშალე და ისიც მომეხვია ატირებული. -მაპატიე, რომ არ დაგიჯერე.-ტიროდა ლეილა. -გაპატიე. იცი დემნამ დააშავა, მაგრამ მისი მადლიერი ვარ. ის რომ არა შენ და ზაირას ვერ გაგიცნობდით. თქვენ ოჯახი შემიცვალეთ. -სახლში შემოდი.-ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა. ყავა დავლიეთ, ლეილას და ზაირას ჩემი ამბები მოვუყევი. ომის ამბებს ვუყვებოდი და თან ცრემლები მისველებდა თვალებს. -ნატა მეც ავიყვან ორ ბავშვს და გავზრდი. თუ დაგიკავშირდა ტარა მზად ვარ ვიშვილო ბავშვები.-მითხრა ლეილამ. -აუცილებლად, მეც ვაპირებ ვიშვილო. ჯერ ჩემი ცხოვრება უნდა დავალაგო და შეიძლება წავიდე ისევ აში და ბავშვები წამოვიყვანო. -შვილო იმ საწყალ ცხენს ნახავ?-სევდიანი თვალები შემომანათა ზაირამ. -ვნახავ ბებო.-წამოვდექი და თავლაში წავედი. -რამდენიმე დღეა არაფერი უჭამია.-სევდიანად დახედა ცხენს ზაირამ. -ელვა, ჩემო ელვა.-თავზე მოვეფერე ცხენს, მან კი თავი ასწია და შემომხედა.-უნდა ადგე, მოდი ვცადოთ და ადექი.-ისევ ვეფერებოდი და მის წამოყენებას ვცდილობდი. დამიჯერა და წამოდგა, მერე მუხლებმა უმტყუნა და ისევ დაიჩოქა. ბალახი მივუტანე და ცოტა შეჭამა. ცოტა ხანში ისევ ვცადეთ და წამოდგა. ნელა ნელა გამოვიყვანე თავლიდან, წყალი დავალევინე და ეზოში საძოვარძე გავუშვი. გარეთ უკვე საგრძნობლად ციოდა, ელვას საჭმელი ვაჭამე. ჰამაკში ვიყავი და გავცქეროდი როგორ ხარბად ძოვდა ბალახს. მასთან მივედი და მოვეფერე, მანაც თავი მომადო და დავინახე თვალიდან ცრემლი როგორ წამოუვიდა.-ელვა შენ უნდა იცოცხლო, უნდა იბრძოლო. მე ფეხი არ მაქვს და მაინც მყარად ვდგავარ მიწაზე, ბევრჯერ დავეცი და ისევ წამოვდექი. ხელჯოხის დახმარებით, მაგრამ მაინც ვახერხებ მყარად დგომას. შენც უნდა იბრძოლო და არ დანებდე. რატომ დარდობდი? გენატრებოდი?-თითქოს ესმოდა რასაც ვეუბნებოდი, მომცილდა და ეზოში სიარული დაიწყო. ისევ დაიჩოქა ერთხელ, მაგრამ ისევ ფეხზე წამოდგა და სიარული გააგრძელა. ჩემი ტელეფონი რეკავდა, უკვე დღის 12 საათი იყო. ზვიადი მირეკავდა. -სად ხარ?-ჩამძახა ტელეფონში. -სვანეთში ვარ. როგორი შეუმჩნეველი გავხდი შენთვის ხედავ? 14 საათის მერე აღმოაჩინე, რომ სახლში არ ვარ.-სავედიანად გამეღიმა. -ნატა დღესვე დაბრუნდები, თუ არა და სამუდამოდ დაგივიწყებ.-ულტიმატუმი წამომიყენა. -მე მგონია, რომ დიდი ხანია დამივიწყე. ჯერ კიდევ მაშინ დამივიწყე, როცა წახვედი და უკვალოდ გაქრი. აკვიატება ვიყავი, დემნას თამაში ვერ აპატიე და ცდილობ დაამტკიცო, რომ შენ გეკუთვნი. მე თავისუფალი ვარ, არავის არ ვეკუთვნი, არ დავბრუნდები და დროა შენს ცხოვრებას მიხედო.-ტელეფონი გავთიშე და საერთოდ დავბლოკე მისი ნომერი. -დაშორდი?-უკნიდან ლეილას ხმა გავიგონე და შემოვბრუნდი. -არც არასდროს ვყოფილვარ მისი.-სევდიანად ჩავილაპარაკე და ბეტონის გვერდით ობლად ამოსულ ყვავილს დავაცქერდი. ისე იყო ყვავილი მოქცეული გარშემო ბეტონში, ის კი მაინც ამოვიდა და გაყვავდა. ყვავილი იბრძოდა, მე კი დავნებდი ცხოვრებას, გაურკვევლობის ბურუსში გახვეულმა საკუთარი ცხოვრება თავდაყირა დავაყენე. ფეხზე უნდა წამოვდგე, უნდა ფეხზე დავდგე და ჩემს ცხოვრებას მიმართულება მივცე. -დემნა? -ისევ დემნა მიყვარს. დემნას რომ ვუყურებდი ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ მისი სურვილი მკლავდა. ხანდა ხან მგონია, რომ მძულს და მინდა საკუთარი ხელებით დავახრჩო იმისთვის რაც გამიკეთა, მაგრამ.. -რა მაგრამ?-შემომხედა ლეილამ. -იცი რაზე ვოცნებობ? კიდევ თუ შევხვდები ოდესმე მინდა ისევ ისე შემომხედოს როგორც პირველად. ისევ ისე ვნებით ანთებული თვალებით. მაგრამ ის ასე აღარასოდეს შემომხედავს. როცა ვხედავ, ჩემს ირგვლივ ადამიანების თვალებში დანახულ სიბრალულს, რომელიც ჩემი ფეხის გამოა გამოწვეული მინდა გავქრე. -ისევ გიყვარს, მასაც უყვარხარ და ის სიბრალულით არ შემოგხედავს. -მიყვარს, მენატრება.-სევდიანად შევხედე. -ვხედავ, რომ გენატრება.-გაეცინა ლეილას და სახლში შევიდა. -ლეილა არაფერი უთხრა იცოდე დემნას.-შევხედე გაბრაზებულმა. -არ ვეტყვი, თუ გნახავს და შემოგხედავს ისედაც მიხვდება ყველაფერს. -ჩამოსვლას აპირებს?-შევხედე ლეილას. -უკვე საქართველოშია. დააპატიმრეს და სასამართლოს წინაშეც წარსდგა. ზაირამ არაფერი იცის, მეც მაგიტომ ჩამოვედი გერმანიიდან.-მითხრა ლეილამ და სახლში შევიდა. -ლეილა რამდენი ხანია?-შეშფოთებული უკან ავედევნე ლეილას. -რაც შენ ბავშვი დაკარგე მას მერე.-შემომხედა ლეილამ.-უნდა სუფთა ვიყოვო. მკურნალობაც დაიწყო და თავად მივიდა პროკურორთან. მათთან თანამშრომლობაც გადაწყვიტა. -დამიჯერა.-გამეღიმა.-დამიჯერა.-გული გამითბა, მომავლის იმედი მომეცა. -ხო, შენს გამო ცდილობს შეიცვალოს.-გამიღიმა ლეილამ. ამდენი ხანი დემნა ციხეში იყო და ზვიადი მალავდა. იქნებ იმიტომ შეიცვალა ბოლო დროს. მასზე ვბრაზობდი, რომ დამიმალა მისი ციხეში ყოფნის ამბავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.