შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი? ( XI თავი )


28-03-2019, 17:11
ავტორი shany shany
ნანახია 1 088

ისევ ის ოთახი, ისევ საშინელი წამლების სუნად გაჟღენთილი კედლები, და... ისევ ის შეგრძნება ყელთან. თითქოს ყინვა უწვავს შიგნეულობას, გრძნობა რომელიც არ ქრება უკვე სამი თვეა, იმის მაგივრად რომ შეეგუოს ნელნელა უარესად ხდება, უფრო და უფრო უჭირს ყველაფერთან ( არაფერთან ) შეგუება, სიცარიელე ყველგან, ყველაფერში, მომავლის სიცარიელე, როცა ხვდები რომ კარგი აღარაფერი აღარ მოხდება, სამუდამოდ მარტოობისთვის ხარ განწირული, და ამ მარტოობისთვის სწორედ იმან გაგიმეტა რომელმაც ცხოვრება ნათელ ფერებში დაგანახა. ალბათ მხოლოდ მას შეეძლო ამის გაკეთება, უბრალიდ დარწმუნებული იყო რომ არ გააკეთებდა ამას მაგრაამ... ამჯერადაც შეცდა.ახლა ყოველ დილით, ყოველი ამოსუნთქვისას რეალობა მწარედ ენარცხება და ფეხზე წამოდგომის საშუალებას არ აძლევს. ან უბრალოდ არ ცდილობს და მეტად ეფლობა სიბნელეში. მიზეზსაც ვეღარ ხედავს, მხოლოდ დასვენებაზე ფიქრობს. მასთან რომ წავიდეს ნეტავ რა რეაქცია ექნება? გაბრაზდება, შეიძლება გამოგდებაც სცადოს მაგრამ ბოლოს ისიც დანებდება და ერთად ყოფნით დატკბებიან. ეს ფიქრები ტვინს უჭამდა, მაგრამ სანდრო... სანდრო იყო ის შემაფერხებელი ძალა რომელსაც ვერ აბიჯებდა. მისი თვალები რომელიც მუდმივად დარჩენას თხოვნენ, მას განა ნაკლებად უჭირს? ანნას უფლება ჰქონდა სუსტი ყოფილიყო, სანდრო კი არ აძლევდა თავს ამის ნებას. გადართული იყო ანნას ტკივილზე და საკუთარისას გვერძე დებდა. მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანის ტკივილს გაბრიელი ერქვა, მაინც სხვადასხვა სიპტომებით ხდებოდა გამოვლენა. ახლაც კი როდესაც გაბრიჭიძე პალატაში წევს, გვერძე ამჯერადაც სანდრო უზის და თვალ მოუშორებლად აკვირდება მის მარცხენა ხელს. მთელ ორგანიზნში შიში უფუტფუტებს, გაბრიელისგან მხოლოდ ისღა ყავს, ლოგინზე მწოლიარე ადამიანია ის ვინც მისი უფროსი ძმისგან დარჩა. ვერ გადაიტანს ამ დანატოვარის დაკარგვასაც და იცის, განადგურდება საბოლოოდ.
" გთხოვ არ გამწირო, არ მისცე უფლება შენთან წამოვიდეს, ვიცი რომ ძალიან უნდა, ვიცი, ამას მის თვალებში ვხედავ, იმ თვალებში შენ რომ ასე გიყვარდა... მეშინია რომ იმედს გაგიცრუებ... ცოტა შენც დამეხმარე რაა..."
ანნა საბოლოოდ ფხიზლდება და სანდროს აკვირდება. მის მზერის მიმართულებას მალევე ამჩნევს და უნებურად მაცხენა მაჯის დამალვას ცდილობს. ბერიძეც მალევე ერკვება და შეძლებისდამაგვარად თბილად უღიმის.
⁃ მაპატიე
⁃ მე ნუ მთხოვ პატიებას, მე ნუუ
⁃ მერამდენედ გიწევს ჩემი "გადარჩენა"
⁃ ყოველთვის, სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ შენთვის
⁃ როგორ მიპოვე
⁃ ტელეფონს როგორცკი არ უპასუხე მივხვდი სადაც იქნებოდი
⁃ ხოო... წასვლა მინდა აქედან
⁃ ცოტახანში გაგწერენ... ანნა... ექიმმა გირჩია ფსიქოლოგთან იარო
⁃ და გგონია მე ფსიქოლოგი მიშველის? რაზე ვსწავლობდი დაგავიწყდა?
⁃ არ ვიცი... ვცადოთ... ან სწავლა რომ გააგრძელო? ეს არაა ის მდგომარეობა რომელსაც...
⁃ გაბრიელს მოეწონებოდა? - თვალები ისევ ცრემლებით აევსო, სანდრო მოეხვია, აღარ უნდოდა უარესად აღელვება, ახლა ყველაფრად უღირდა მასთან ერთად ტირილი მაგრამ თავის გაკონტროლება შეძლო- აღარ შემიძლია სან... მენატრება, საშინლად მენატრება, ერთხელ რომ ვნახო არ შეიძლება? მხოლოდ ერთი წუთით მაინც. თუნდაც შორიდან იღონდ დავინახო
⁃ გთხოვ დაწყნარდი რაა... მითხარი რა შეიძლება გავაკეთო უკეთ რომ გახდე და ყველაფერს გავაკეთებ, უბრალოდ მითხარი- ანნა კი ვერ წყვეტყდა ტირილს. სანდროზე ჩაბღაუჭებული ცრემლებით ასველებდა შავ პერანგს და ხმის ამოღებასაც კი ვერ ახერხებდა მხოლოდ ფიქრებში სთხოვდა შეუძლებელს " მასთან წამიყვანე, წამიყვნეე გთხოვ"
ექიმმა საღამოს მისცა წასვლის უფლება, სანდრომ სახლში მიიყვანა, სანამ არ ჩაეძინა ლოგინთან ეჯდა და თმაზე ეფერებოდა. დამამშვიდებლებმა თავისი ქნეს და გოგონასაც მალევე გაითიშა. ტუმბოზე კონვერტი დაუტოვა და ჩუმად გამოიხურა საძინებლის კარი, ანნას მშობლებსაც დაემშვიდობა და უკვე წამოსვლას აპირებდა უფროსმა ლიპარტელიანმა რომ დაუძახა
⁃ სანდრო, შვილო არ ვიცი მადლობა როგორ მოგიხარო
⁃ ბატონო დავუთ არ ღირს
⁃ ეჰ შვილო ერთადერთი შვილი მყავს და მის გადამრჩენელს მადლობაც არ მოვუხადო?
⁃ უბრალოდ თუ ანნას დავჭირდები მაშინვე დამირეკეთ. ნებისმიერ დროს. ხვალ დილით შემოგივლით
⁃ სხვა რა შემიძლია, ტკივილს მე ვერ ვუყუჩებ... მე მამა ვარ თქო უნდა ვთქვა?
⁃ ახლა ვერაფერს გავაკეთებთ იმის გარდა რომ ანნას სისულელის გაკეთება არ დავანებოთ
⁃ ნამდვილი ვაჟკაცი ხარ. შეუძკებელს ახერხებ
⁃ ხვალ შემოგივლით- სხვა ვერაფრის თქმა ვერ შეძლო, ან რა უნდა ეთქვა მამისთვის რიმელიც ვერაფერს აკეთებს შვილის ბედნიერებისთვის? კარგად ესმის მისი.
,, მათი პირველი ჩხუბი ყველაზე კარგად ახსოვს. საავადმყოფოდან გამოწერილმა რომ განაცხადა ცოტახანში შეჯიბრი მექნება და უნდა მოვემზადოო. ხელიდან თაბაშირიც კი არ ჰქონდა ჯერ მოხსნილი. ანნა გაბრაზდა? არა! იცით როგორ ეწყინა? ასე არავისგან არაფერი სწყენია
⁃ გაბრიელ ამას მართლა ამბობ თუ ჩემი ჭკუიდან გადასვლა გინდა
⁃ კაი რაა ანა, არაფერი არ მჭირს ისეთი
⁃ კინაღამ მოკვდი გაბრიელ! საერთოდ ვინმეზე ფიქრობ საკუთარი თავს გარდა? იმ კვირეების მერე ამას როგორ მიცხადებ თითქოს აქაც არაფერი მომხდარაო
⁃ ახლა ხომ კარგად ვარ? ცოცხალი ვარ მთავარია
⁃ ჯერ ცოცხალი ხარ. ჯერ! გინდა რომ ნერვიულობით მომკლა?
⁃ გთხოვ რაა გამიგე, არ მინდა ამ შეჯიბრის გამოტოვება ამ ნაკაწრების გამო
⁃ ნაკაწრების გამო კი არა ჩემს გამო გთხოვ. არ გინდა რაა საერთოდ შეეშვი მაგ შეჯიბრებებს. ხომ გაქვს შენი საქმე. სახელოსნო და რავი იქ რომ იმუშაო?? მაინდამაინც რბოლებში უნდა მიიღო მონაწილეობა?
⁃ ესაა ჩემი საქმე გამიგე. ვიცი რაც შეიძლება დამემართოს, ამას დიდი ხნის წინ მიხვდი ანა მაგრამ მიღირს გამიგე?? თუნდაც მოვკვდე, მიღირს. არ ვიცი როვორ აგიხსნა, ეს ყველაფერი მჭირდება, გამიგე რაა
⁃ ეგოისტი ხარ! ეგოისტი! საერთოდ არ ფიქროს არავისზე- ცრემლები უკვე ყელში აწვებოდა, ყვირილისგან ხმა ჩახრენწოდა და ნელნელა ეკარგებოდა. ვუდათ ხდება იმის გაფიქრებაზეც რომ შეიძლება გაბრიელს კიდევ რამე დაეართოს
⁃ მეც მოვდივარ მაშინ. შენს გვერძე ვიჯდები
⁃ არა! არა ანა ამის უფლებას არ მოგცემ
⁃ თუ შენ არ მეკითხები არაფერს, გგონია მე შეგეკითხები და ნებარვას ავიღებ?
⁃ გთხოვ პატარავ... გონება გამეფანტება იქ რომ მეჯდე და უარესი მოხდება.
⁃ მაშინ ჯანდაბაშიც წასულხარ შენი მანქანით. სულ მარტო- გაბრაზებული კარისკენ წავიდა
⁃ ანა! ანნა ერთი წამით, ანნაა.. ეს რას ნუშნავდა, რისი თქმა გინდოდა მაგით
⁃ მგონი მიხვდი უკვე
⁃ ვერა, შენ მითხარი
⁃ შემდეგ უფრო მეტკინება, მირჩევია ახლავე შევეგუო ყველაფერს
⁃ მშორდები?- ხმაწართმეულმა იკითხა
⁃ მიყვარხარ, მაგრამ მეშინია, ყველა შენი შეჯიბრი სიკვდილის ტოლფასია, ვეღარ გადავიტან შენს იმ მდგომარეობაში ნახვას
⁃ არ შეიძლება ყველაფერი მქონდეს რაც მიყვარს? ერთერთი უნდა დავთმო?
⁃ არა მე გთმობ, გამიგე
⁃ შევეშვები, თუ მასე გინდა შევეშვები რაა... შენს გარეშე ვერ შევძლებ
⁃ თავს გაუფრთხილდი
⁃ გთხოვ, მიყვარხარ, უკეთ არცერთი არ ვიქნებით ხომ იცი- პირველად ხედავდა ატირებულ გაბრიელს, არ შეეძლო ამის გაძლება, უყვარდა სიგიჟემდე და სიკვდილი ერჩია მის დათმობას, მეორე მხრივ კი, მისი მუდმივად საფრთხეში ყოფნა ნერვიულობით კლავდა ნელნელა. არ იცოდა რა მოეხეხებინა ამისთვის, გაბრიელის თვალები ადგილიდან გატოკების საშუალებას არ აძლევდა, მისი ჩახუტების მეტი აღარაფერი უნდოდა უკვე და იმის ცოდნა რომ ამ მკლავებში გახვეული გაატატებდა მთელ სიცოცხლეს. თუნდაც ხვალ დამთავრებულიყო მისი ბედნიერება, გადაწყვიტა დამტკბარიყო ბოლომდე, ან იქნებ მართლაც არაფერი ემართება, წინასწარ რატომ უნდა მოიწამლოს შიშით გონება? -ვერ შეძლო მისი დატოვება, ვერ გაიმეტა ვერც გაბრიელი და ვერც საკუთარი თავი"
სანდრო ანნასგან გამოვიდა თუ არა, გეზი საყვარელი ბარისკენ აიღო, დალევა სჭირდებოდა, ყველაფრის მასში დატევა უკვე აღარ შეეძლო. ფიქრობდა იმ კონვერტზე ანნას რომ დაუტოვა. იქნებ ჯერ არ იყო ამის დრო და უარესად გახდეს მაგრამ უარესად მგონი არც არსებობს... ბართან დაჯდა, მთელი ბოთლი არაყი შეუკვეთა და პირველი ორი ჭიქა მიყოლებით დალია. კონვერტზე ფიქრები არ ანებებდნენ თავს, ერთი ისიც გაიფიქრა ხომ არ ავდგე და წამვიღოო მაგრამ გადაიფიქრა, კონვერტზე ფიქრბმა ავარიის დღე გაახსენა, ბევრი არაფერი ახსოვდა გარდა ამობრუნებული მანქანისა, არ ახსოვს ის და ანნა როგორ გაჩნდნენ გაბრიელთან, მისი თავი ანნას კალთაში, გაღიმებული გაბრიელი, უკვე ტუჩის კუთხიდან არაბუნებრივად ბევრი სისხლი რომ გადმოსდიო და, და უკანასკნელი მისი სიტყვები. დაფრინავდა იმ მოგონებებში ასე რომ უკლავდა გულს, ენატრებოდა გაბრიელი. ახლა წესით მის გვერდით უნდა იჯდეს და მასთან ერთად სვავდნენ, ავარიის საღამოსაც ხომ უნდა აღენიშნათ ლიპარტელიანის გამარჯვება მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ყველაფერი ისე მალე განადგურდა რომ ჯერ კიდევ ვერ იაზრებს. ანნა საავადმყოფოში მოხვდა, ხალხი ქაოსურად მოძრაობდა მის გარშემო, მხოლოდ მარტო დარჩენა და ბავშვივით ტირილი უნდოდა, პირველივე შესაძლებლობაზე გაერიდა ბრბოს და მანქანაში დაიმალა ყველასგან. სავარძელზე მჯდომი ხმააღლა ტიროდა და გაჩერებას ვერ ახერხებდა, თავს ვერ ერეოდა, ტკივილმა საშინლად გატეხა.
სიჩქარის კოლოფთან სამი კონვერტი უცნაირად მოხვდა თვალში. ერთში აშკარად დისკი იდო, მეორეს მისი სახელი ეწერა მესამეს კი "ჩემს ქალბატონს". მიხვდა ვისგანაც იყო და ნახევარი საათი მაინც დასჭირდა ძალის მოკრებაში რათა გახსნა შესძლებოდა.
,, იმედი მაქვს არასდროს მოგიწევს ამ წერილის ნახვა როგირც სხვა დანარჩენის, მაგრამ ამჯერად უცნაურად მიჭირს აზრების მოკრება. ვგრძნობ რომ ეს უკანასკნელი წერილი იქნება, ცხოვრებაში პირველად მეშინია სიკვდილის, ამას მხოლოდ შენ გეუბნები და იმედია არ დამცინებ, ვიცი რომ ახლა ძალიან ცუდათ ხარ მაგრამ შენი მაგრად დგომა ახლა ყველაფერზე მეტად მჭირდება, გთხოვ ანნას დაეხმარე გაუძლოს, მაშინებს მასზე ფიქრი, არ მინდა წარმივიდგინო ახლა რიგორ ხართ უჩემოდ, საშინლად არ მინდა თქვენი დატოვება მაგრამ თუ ასე მოხდა, ყურადღება მიაქციე ცხოვრების გასაგრძელებლად, შენც მოგიწევს შეეგუო, ბოლოსდაბოლოს დააყენე საშველი და ელენეს უთხრი როგორ გიყვარს, ამდენი წელი ტყუილად დაკარგე, შენი ცხოვრების სიყვარულია. ძალიან მინდა ამ წერილის დახევა მომიწიოს და მანამდე მაგრად ვიცინებ ჩემს ბრძნულ გამოსვლებზე.
არ დატოვო ანნა მარტო, ის იმაზე სუსტია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მინდოდა უბედნიერესად მექცია მაგრამ თუ ეს ვერ შევძელი შენ უნდა დამეხმარო ყველაფრის გამოსწორებაში. ეს წერილი შენ გადაეცი, როცა მიხვდები რომ რეალობა გაიაზრა, ეს დისკი კი თუ მიხვდები რომ ვერ შეძლო ცხივრების გაგრძელება, არ მინდა ეს ყველაფერი თქვენთან მოხვდეს, არ მინდა წაიკითხო მაგრამ რეალობას ვერ შევცვლით. მაპატიე ჩემს გასაკეთებელ საქმეს რომ შენ გიტოვ მაგრამ ვიცი შენ ჩემზე უკეთ გამოგივა. შენი იმედი მაქვს ახლაც და ყოველთვის სადაც არუნდა ვიყო." - უარესად დამძიმდა მხოლოდ გაბრიელის ნათქვამზე ფიქრობდა. ახლა ერთადერთი რამ რაც მისთვის შეეძლო გაეკეთებინა იყო ის რომ არ მოშორებოდა ანნას.
არეული ნაბიჯებით გაიარა საავადმყოფოდე გზა. ანნას პალატასთან შეჩერდა და ნელა შეაღო კარი, უცნაურად მოხვდა თვალში ცარიელი ლოგონი, ნელა მიუახლივდა სააბაზანოს კარს და ნანახმა ფეხები მოკვეთა. მარცხენა ხელის ვენეა სიგრძეზე გადეჭრა და სისხლი დიდი სიჩქარით მოსდიოდა, უკანასკნელი ძალებითაც სცდილობდა მარჯვენა ხელის ვენის გადაჭრასაც ნაგრამ გონს მოსულმა სანდრომ სწრაფად გააგდებინა სკალპელი ხელიდან და ბოლო ხმაზე დაიწყო დასახმარებლად ყვირილი."



№1 სტუმარი nini

gaagrdzele veli shemdeg tavs nu agvianebb

 


№2  offline წევრი shany shany

nini
gaagrdzele veli shemdeg tavs nu agvianebb

ვეცდები ასე აარ გალოდინოთ ხოლმე❤️

 


№3 სტუმარი ნათია41

ბოდიშს ვიხდი რომ "არ მოწონების " ნიშანს შემთხვევით დავაჭირე ხელი. ტელეფონით მოუხერხებელია .. ის რომ სუიციდისკენ ასე მიისწრაფის გულს მიკლავს. უფრო ძლიერი მეგონა. ვგიჟდები ირაკლიზე. ასეთი მეგობარი ყველას უნდა ყავდეს. ერთი მაინც თუ ყველა არა.

 


№4  offline წევრი shany shany

ნათია41
ბოდიშს ვიხდი რომ "არ მოწონების " ნიშანს შემთხვევით დავაჭირე ხელი. ტელეფონით მოუხერხებელია .. ის რომ სუიციდისკენ ასე მიისწრაფის გულს მიკლავს. უფრო ძლიერი მეგონა. ვგიჟდები ირაკლიზე. ასეთი მეგობარი ყველას უნდა ყავდეს. ერთი მაინც თუ ყველა არა.

არაა პროლემა ჩემო საყვაელო❤️ კრიტიკაც ხანდახან სასიამივნოია ხოლმე... ანნას სისუსტე მეც ძალიან მადარდებს თან მესმის, რა მოხდება შემდეგში ვნახოთ

 


№5 სტუმარი Melusi

აუ რა საშინელება რატომ მოკვდა გაბრო ????????გულს მტკენს ველი შემდეგს

 


№6 სტუმარი Melusi

Vkitxulob da cremlebs ver vikaveb ratom ratom gabrieli ar unda momkvdariyo????????sashinelebaa

Misi sikvdili

 


№7  offline წევრი shany shany

Melusi
Vkitxulob da cremlebs ver vikaveb ratom ratom gabrieli ar unda momkvdariyo????????sashinelebaa

Misi sikvdili

ძალიან მიხარია თუ შევძელი რაღაც დოზით მაინც და თქვებამდე მოვიტანე ისტკივილი რაც ამ დროს ჩვენში არის ხოლმე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent