შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარძალი 《4》

28-03-2019, 18:29
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 14 147

ყველა ერთობიდა , უკვე შუაღამე იყო დათვრნენ , უფროსები წავიდნენ და ახალგაზრდები დარჩნენ. სიმღერის ხმა უკვე თავს ატკიებდა. გარეთ გავიდა . კაბით ძლივს მოძრაობდა , სუფთა ჰაერზე უნდოდა ყოფნა. აივანი იპოვნა და მოაჯირს მიეყრდნო . თვალებდახუჭული იდგა და გრილ სიოს სხეულის გაგრილების უფლებას აძლევდა. ახურებულ სახეზე სასიამოვნოდ ედებოდა და ნელ_ნელა სხეულიც შვებას გრძნობდა
_ანა ჟორდანია ... ვინ იფიქრებდა რომ თარაშის პატარძალი იქნებოდი ოდესმე
_კახი ? _ თვალები გაახილა და მთვრალს მზერა გაუსწორა
_როგორ მოახერხე ... ჟორდანიებმა როგორ მიგიღეს . ეგ თუ იცოდი იქნებ ჩემთვისაც გეთქვა _ძალიან ახლოს იდგა , აივანი ისედაც პატარა იყო
_ნასვამი ხარ , მე კი საუბარი არ მინდა . თარაში ალბათ მეძებს
_თარაში ... თარაში ჩემი ძმაკაცია იცი? ლიზას გამო ჭკუიდან გადასულს ვამშვიდებდი , საკუთარ მამიდაშვილს კლავდა იმ ქალის გამო შენთვის რას გააკეთებს ... ახლა აქედან რომ წაგიყვანო გგონია რამეს გააკეთებს? გგონია უყვარხარ ან ოდესმე შეუყვარდები? შეიძლება ოდესმე მოუნდე , უბრალოდ შენი სხეული და სხვა არაფერი . მისთვის უბრალოდ ადამიანი იქნები ვისთანაც მშვიდად იგრძნობს თავს . ამის დედაც _ჭიქა სადღაც მოისროლა მისი შეხება რომ ვერ გაბედა და უკან დაიხია _ ღმერთმა დამწყევლოს აქ ჩამოსვლისთვის

ანა გონს ვერ მოდიოდა , ისევ უყურებდა იმ ადგილს სადაც ბიჭი იდგა და აზრებს ვერ ალაგებდა. როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მას ეთქვა , ის შეყვარებულ კაცს ჰგავდა და ამ ფაქტის ახსნა შეუძლებელი იყო .
თავბრუსხვევას გრძნობდა უკვე, აქამდე ათასი რამ აწუხებდა ახლა კი სიყვარულის გამო იტანჯებოდა. სამკუთხედების, ჩახლართული ურთიერთობების ლაბირინთში იდგა და მის ირგვლივ საშინელებები ხდებოდა.
_თარაშ
_ცუდად ხარ პატარავ?
_მე ... თავი ამტკივდა და გამოვედი, მაგრამ ისევ მტკივა. შენ კიდევ უნდა დალიო ?
_ცოტა ხნით კიდევ უნდა დავრჩეთ გინდა წყალ მოგიტან ... _ სახეზე მოეფერა და თავი ააწევინა _ ანიკო
_არაფერი მინდა...დავბრუნდეთ უკან. მეც დავლევ ერთ ჭიქა ღვინოს და მოვდუნდები ცოტას
_როგორც შენ იტყვი
ხელი მაინც არ გაუშვა ისე შევიდა და დაიძრა მაგიდისკენ სადაც ბოლოს იჯდა . კახი აღარ ჩანდა არც ცოლ_ქმარი იყვნენ . მხოლოდ თარაშის მეგობრები ისხდნენ ანას ხმაურით შეეგებნენ სკამზე დასვეს და დაუსხეს.
ერთი ჭიქა რომ დალია დიდი ვერაფერი იგრძნო , მეორეც მიაყოლა და მერე თარაშთან ცეკვავდა. ხან მის მეგობრებთან , მოციმციმე სხივები , ხმამაღალი მუსიკა და სასმელი რომელიც ცეკვის დროსაც დაამატა . გიორგი არ ცეკვავდა სადღაც შორიდან უყურებდა და აკვირდებოდა მერე კი გაქრა. ვისთან ერთად წავიდა ან სად წავიდა წარმოდგენაც არ ჰქონდა და ვერც ფიქრობდა .
_ჩვენი წასვლის დროა პატარავ
_სად მივდივართ _ მკლავზე მოეხვია და თავი მხარზე დაადო
_სახლში
_იქ თუ აქ
_აქ
_მე დამცინი? _თარაში იცინოდა და წამსვე დაბრიცა ტუჩები
_მთვრალი საყვარელი ხარ
_მძიმედ ვგრძნობ თავს ეს კაბა და ფეხსაცმელი, მაკიაჟი ყველაფერი მამძიმებს _ნახევრად მძინარე ბურტყუნებდა მერე უცებ ჰაერში აღმოჩნდა და ინსტიქტურად დაიწყო სიცილი _დაგივარდები
_შანსი არ არის პატარავ
_ისევ დამცინი...გაგიბრაზდები
_გაბრაზებაც იცი პატარავ?
_მე ძალიან ცუდი გოგო ვარ შენ არ იცი _ თავი მხარზე დაადო და ჩუმად თქვა
_ჩემზე ცუდი ხარ?
_არ ვიცი ...
მანქანაში ისხდნენ , თარაში ისევ ჩქარა ატარებდა .მალე სახლშიც შევიდნენ. უზარმაზარი სახლი იყო კიბეს აუყვა ნახევრად გათიშულ ცოლთან ერთად და ბოლოს საძინებელშიც შევიდნენ . ანა კედელს მიეყრდნო მერე გრძელ ტყავის სკამზე დაჯდა კაბა ბარძაყებამდე აკეცა და ფეხსაცმლის გახდა დაიწყო . შესაკრავი უნდა გაეხსნა და ვერ ახერხებდა . თარაში ჯერ უყურებდა მერე მის ფეხებთან ჩაიმუხლა და თავად გაათავისუფლა მისი ტერფები. ორ წუთიანი მასაჟიც კი გაუკეთა და მერე წელზე მოხვია მკლავები . სხეულზე აიკრა დედოფალი შიშველ ზურგზე უყურებდა ხელებს დაატარებდა და ელვას ეძებდა რომელიც საჯდომს მიუყვებოდა . მისი აჩქარებული გულოსცემა ესმოდა და სუნთქვა უმძიმდებოდა. ყელში აკოცა , მერე შიშველ მხარზე. შეაბრუნა და ბეჭზე მიაწება ტუჩები , თითებით ელვას ხსნიდა და თვალს არ აშორებდა
_თარაშ ...
_ჩშშ, უბრალოდ კაბას გაგხდი _ ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა , მაგრამ იცოდა თავს მოერეოდა
_თარაშ მე რაღაც უნდა გითხრა
_ხვალ მითხარი პატარავ ... ახლა ძალიან მთვრალი ვარ და შეიძლება ვერც დავიმახსოვრო _ცხვირის წვერით ეხებოდა კანზე და თითებს მის შიშველ ზურგზე მიასრიალებდა _ ძალიან კარგი ხარ იცი ? _მხრებზე გადაუწია კაბა და ნელა ჩამოსწია ძირს . ანამ შიშველ მკერდზე ხელები მიიფარა და კაბის აწევა სცადა, მაგრამ არ დაანება . ნეკნებს მიუყვებოდა თითებით მერე თეძოსთან შეჩერდა კაბის შიგნით ჩააცურა თითები და კაბა ქვემოთ დაქაჩა
_უნდა გითხრა ... მე ახლა თუ არ მოგიყვები მერე შეიძლება ვერ შევძლო_ ჩუმად ბურტყუნებდა , თარაშმა ხალათი რომ მოახურა და მის წინ დადგა. უყურებდა ნახევრად შიშველს მკერდზეც შეახო თითები და მერე თხელ აბრეშუმის ხალათს შეეხო
_მითხარი _პერანგის ღილები უკვე გახსნილი ჰქონდა საბოლოოდ მოიშორა და სახეზე ჩამოისვა ხელები
_კახი ... ის მე ის არის ვისზეც გითხარი მომწონს_თქო , მაგრამ ჩვენს შორის საერთოდ არაფერი ყოფილა _ ჩუმად ლაპარაკობდა და თვალებამღვრეული უყურებდა. გათიშული იყო ნახევრად , მაგრამ მაინც ვერ გაჩუმდა
_შენ და ის ? კახი ... კახის არ უნდოდა შენთან ყოფნა შენი ოჯახის გამო?
_მე ის მაშინ ვერც მამჩნევდა სხვა წრეში ვიყავი და მე უბრალოდ პროექტის გამო ვხვდებოდი .კონფერენციაზეც ვიყავით და ტრენინგებზეც . სხვა არაფერი ყოფილა და არც იქნებიდა. უბრალოდ ხომ უნდა მეთქვა
_უნდა გეთქვა, უნდა გეთქვა ჩემი ცოლი კახის ევასება ...ჩემს ცოლსაც უყვარს . საოცრებაა ქალს ვერ შევეხე ვიღაც ჩემს ნაცნობს რომ არ მოსწონდეს _ ხმამაღლა გაიცინა და მერე ყველაფერი იატაკზე დაყარა რაც სარკის წინ ეწყო
_თარაშ მე არ მიყვარდა და მე ... მას არ ის საერთოდ _შეეშინდა უკან დაიხია . კედელს მიეჯახა და ხალათი მჭიდროდ შეიკრა
_რა გითხრა აივანზე რომ გამოვიდა _ უცებ მიუახლოვდა და თავი ააწევინა _მიპასუხე
_თარაშის მეგობარი ვარო ... არ უყვარხარო და როგორ გახდი მისი პატარძალიო მითხარიო ...თარააშ
_რა გიყო ახლა ... გაგიშვა და კახის დავუთმო შენი თავი ? შანსი არ არის თუ უყვარდი იმ ს*რს გამოეჩინა გამბედაობა და ქორწილამდე მოსულიყო ეთქვა ეგ ქალი მე მიყვარსო შენ რომ დანიშნე და მიმყავსო ! დაივიწყებ , მოგწონს ., გიყვარს თუ გიჟდები მაგასაც დაივიწყებ თორემ საშინელებას ჩავიდენ იცოდე _ თითები ყელზე მოუჭირა თავი მაღლა ააწევინა , მეორე ხელი კედელზე ჰქონდა მიბჯენილი _ღალატზე ტყუილად არც იფიქრო ის ჩემს ქალს თითს არ დააკარებს იცოდე ჩემს ნაბიჭვარ მამიდაშვილს კი არ ჰგავს _თვალები ანთებული ჰქონდა და ისე უყურებდა უცებ ლოყა რომ აეწვა და გარტყმის ხმამ ოთახი მოიარა ხელები მოაშორა
_აღარასდროს მომაყენო მსგავსი შეურაცხყოფა არ ვიცი ლიზამ რა გაგიკეთა როგორ რატომ და რა ვითარებაში მიგატოვა, როგორ გტკივა და გიყვარს , მაგრამ ჩემი მასთან შედარება არასდროს გაბედო. იმის გამო რომ შენ მიგატოვეს და გიღალატეს ჩემზე ეჭვიანობის და სულელური მუქარების უფლებას არასდროს მოგცემ იცოდე ! მე ანა ვარ და არა ლიზა ... არც ის მაინტერესებს შენი ძმაკაცები რას გაბედავენ და რას არა მე შენი ცოლი გავხდი და სანამ ამ სტატუსს ვატარებ სხვა კაცზე არც ვიფიქრებ . მე შენ გასაგებად გითხარი ყველაფერი გაუგებრობა რომ არ მომხდარიყო და თუ დამთმობ წავალ ...არა სხვასთან უბრალოდ წავალ
გაბრაზებული იყო, სასმელიც მოქმედებდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა მისგან შორს იწევდა და ბოლოს უყვიროდა
_ანა აქ მოდი ...სად მიდიხარ არ დაგვისრულებია
_მე სხვა სათქმელი არაფერი მაქვს ..._სააბაზანოს კარი მიიჯახუნა და დატოვა მარტო ჟორდანია
_არანორმალური ! როგორ მიყვიროდა ... კახი უყვარს? ღადაობ ხო ღმერთო ჩემთვის თავისტკივილს იმეტებ მხოლოდ ხომ სხვანაირად ქალს არ მიგზავნი
არეული იყო ყველაფერი ფეხით კუთხეში მიყარა და მერე საწოლზე დაეცა. არ დაეძინა სულ მის სიტყვებზე ფიქრობდა და კარს უყურებდა . ბოლოს თავხედობის მწვერვალს მიაღწია სწრაფად წამოდგა და სააბაზანოში შევიდა . ანა კაბინაში იდგა და მხოლოდ მისი სილუეტი ჩანდა . ხელებს საკუთარ სხეულზე დაატარებდა და გასვლას აშკარად არ ჩქარობდა
_აქ დარჩენას აპირებ?
_შენ ... მანდ რა გინდა
_უნიტაზის გამოყენება მჭირდება
_და ამ სახლში სხვა საპირფარეშო არ არის?
_სხვაგან არსად ბანაობს ჩემი ცოლი რონელიც გავაბრაზე და რომელმაც მიყვირა
_ბოდიშის მოხდას მაქედან აპირებ ?
_შემოვიდე? მეც მინდა ბანაობა იცი?
_მე ხომ არ დაგეხმარო
_თუ არ შეწუხდები მე უარს არ გეტყვი
_თავხედი!
_კახი როგორ ვერ დაკერე ტო ძაან საყვარელი ტიპია ,მშვიდი და უპრობლემო _ უნიტაზის თავზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა . ანამ წყალი ბოლომდე მოუშვა და ღიღინიც დაიწყო . სიცილი ვერ შეიკავა თარაშმა. გვერდიდან უყურებდა და იღიმოდა. პირველად იყო ასე უცნაურად გაბრაზებული ადამიანზე. თავადაც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა
_მანდ ხარ ისევ?
_პირსახოცი გინდა?
_მინდა რომ გახვიდე
_მე კი მინდა რომ დავრჩე...ცოტა ხნის წინ თითქმის შიშველს გხედავდი
_ახლა არ მითხრა ჩემი ცოლი ხარ და შიშველმა იტანტალეო
_ნუ მეჩხუბები
_გადი!
_მალე გამოხვალ?
_არ ვიცი
_მაშინ დავრჩები
_გამოვალ
_თუ არ გამოხვალ ისევ შემოვალ
გავიდა , კართან დადგა და მოწევა განაგრძო. მერე ფანჯარაზე შემოჯდა და ისიც გამოვიდა . თმები ნახევრად გაეშრო და აეჯეცა, ხალათი ეცვა და ლოყები წითელი ჰქონდა . არ შეუხედავს ისე დაიძრა საწოლისკენ თავის მხარეს დაწვა და ზურგი აქცია
_ანა
_მეძინება
_ახლა რა ელოდები რომ პატიებას გთხოვ ? რისთვის მე შენ არ გიცნობ და საიდან უნდა ვიცოდე
_რამდენი თვეც არ უნდა გავიდეს შენ კომპლექსი გაქვს რომელსაც ვერ მოიშორებ და იცოდე არ ვაპირებ დათმობაზე წავიდე და ლიზას მოყენებული ჭრილობების გამო შენი გამოხტომები ავიტანო _ უცებ შებრუნდა წამოჯდა და ანთებული თვალები მიანათა
_ლიზაზე საუბარიც არ მინდა და გიკრძალავ
_შენ მე ვერაფერს ამიკრძალავ!
_ხოო? ვითომ რატომ ვერ აგიკრძალავ , ჩემი ცოლი რომ ხარ გავიწყდება? რასაც მინდა იმას
_გეგონოს რომ შენი მონა გავხდები ეს შენ გააკეთებ ისე როგორც მე მინდა! შენს სიყვარულზე ლაპარაკს მეც არ ვაპირებდი აზრადაც არ მომსვლია შენთვის გულის ტკენა , მაგრამ შენ მაიძულე
_კარგი მაშინ კახიზე ვისაუბროთ
_სათქმელი რაც მქონდა გითხარი
_რამდენი ხანია მოგწონს
_კახი ბევრს მოსწონს
_მეც ბევრს მოვწონვარ მაგრამ ქორწილის პირველ ღამეს ქმარს არ ეუბნებიან
_შენი ძმაკაცის ცოლებს მოსწონხარ? თანაც მე იმდენად არ მომწონს რომ ჯულიეტად ვიქცე და თავი დავიტანჯო...სიყვარულზე ხომ საუბარიც არ არის . მას მე არ ვუყვარდი, არც მოვწონდი . ფლირტიც კი არ გვქონია მას ყოველთვის მდიდარი, სვეცკი გოგონები ეხვია გარს ... მაგარი მამიკოს შვილები ნიჭით დახუნძლული გენეტიკური მასალით
_ეგ კაცმა არ იცის მოსწონდი თუ არა...ალბათ ხვდებოდა კიდეც რომ გევასებოდა
_გგონია პატარა სულელი გოგო ვარ? მეცალა მაგ ყველაფრისთვის? არაფერიც არ იცის და პრობლემაც არ იქნება
_მე კი მგონია რომ ევასებოდი და ახლაც გაგიჟებულია თვითონ რომ ვერ გაბედა, ვერ გადალახა ბარიერი და ჩემი ხარ იმის ნაცვლად რომ მასთან ყოფილიყავი ...გამბედაობა ყოველთვის აკლდა. ზედმეტ პრობლემებს ერიდებოდა და ყველაფერს მარტივს ირჩევდა
_კახის დახასიათების მოსმენას არ ვაპირებ დავიღალე და დასვენება მჭირდება
_ასე უცებ როგორ გამოფხიზლდი არადა როგორი გათიშული იყავი
_საიდან მოიტანე რომ გათიშული ვიყავი რამდენჯერმე რომ მაკოცე იმიტომ? _ მზერა გაუსწორა და გაიცინა _თუ ღმერთი გწამს ... ჩემი ქმარი ხარ სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ათწლეული იქნები და ყველა შენს შეხებაზე და შემოხედვაზე ფიქრს არ ვაპირებ
_ანუ სულერთია რამდენჯერ გაკოცებ ...სად და როგორ _ხელი მოხვია და მიუახლოვდა _არ გაინტერესებს_ყელში აკოცა და თითები ხალათის შიგნით შეუცურა_ შემთხვევით პატარა ჟორდანიას გაჩენაზეც ხომ არ იფიქრებ
_თითებს დაგამტვრევ თუ არ მომშორდები ... გამოფხიზლდი და დაიძინე შენი ჟინის დაკმაყოფილების განწყობა არ მაქვს და თუ მომინდები შეგატყობინებ ! _ ხელი მოიშორა ბალიში გაასწორა და ისევ დაწვა
_თუ მოგინდები შენ ? ანუ მე უნდა დაგაკმაყოფილო
_უაზრო დიალოგის განწყობა მოგდის მთვრალს?
_ნამდვილი ცოლი ხდები დღესვე?
_როგორია ნამდვილი ცოლი
_აუტანელი
_აუტანელისგან მესმის
_შემიძლია დაგახრჩო ახლავე
_დარწმუნებული არ ვიქნებოდი _ კომფორტულად მოკალათდდა თვალები დახუჭა და რამდენიმე წუთში მშვიდად ეძინა. მალევე გადაბრუნდა ხალათი გაეხსნა და ფეხები მთლიანად გაუშიშვლდა . თხელი ნაჭერი მკერდს ძლივს უფარავდა მძინარე ორმაგად ლამაზი ეჩვენებოდა თარაშს კი ნერვები ეშლებოდა.
საერთოდ დატოვა ოთახი და ქვემოთ ჩავიდა. გამოფხიზლება და ზედმეტი ფიქრი არ უნდოდა თორემ სულ ლიზას თვალები ახსენდებოდა მისი სევდიანი მზერა რომელიც უკვე ყალბი ეგონა და მის გვერდით ანდრო რომლის მოკვლის სურვილი სისხლში ჰქონდა გამჯდარი , მისი დანახვისას ყოველთვის ბრაზი ახრჩობდა. ბრაზი და უსაზღვრო ტკივილი. ანდროს ღალატი უფრო ტკიოდა ზოგჯერ ვიდრე ლიზას დაკარგვა. ახლა უკვე კახიზე და ანაზეც ეფიქრებოდა. იმის დაშვება რომ შეიძლებოდა კახის გრძნობები ჰქონოდა აგიჟებდა, ანას დათმობის სურვილი რომ არ ჰქონდა ეგ კიდევ უფრო აკვირვებდა და სრულ ქაოსში იყო.
თითქმის ბოლომდე დაცალა ერთი ბოთლი და ნელ_ნელა ისევ მოდუნდა
_შენც გამოგაგდო თუ თვითონ გამოხვედი _ ჭიქა აართვა ლევანმა და თავად დალია. სავარძელში დაჯდა და კიდევ ერთი ჭიქა დალია_დედაშენი დიდხანს მაგიჟებდა მოტაცებული ქალის პოსტს არ თმობდა . შემშალა , მოთმინება დამაკარგვინა და მანამ არ გატყდა სანამ არ გავგიჟდი . ქორწილის ღამეს პირველი შევიდა ოთახში მოვწესრიგდე მინდაო მითხრა და კარი ჩამიკეტა
_შენ გიყვარდა მამა , მე რა გინდა რომ გავაკეთო ჩემ შვილსაც იგივე სასჯელი მოვუვლინო რაც თქვენ მე ? მიყვარდა სხვა რა დავაშავე
_არასწორი ქალი გიყვარდა თუმცა ეგ დანაშაული არ იყო... არაფერი დაგიშავებია
_რატომ დათანხმდი აბა
_შენ რატომ დათანხმდი
_მე და შენ სხვადასხვა პოზიცია გვაქვს თანაც ის უკვე ჩემს სახლში ნახეს და
_ნუ მატყუებ ... ის გოგო რომ დაინახე ყველაფერი შეიცვალა . არ დატოვებდი ასე მარტივად
_შენ იცოდი რომ ვიცნობდი?
_არა !
_ამირანმა იცოდა დარწმუნებული ვარ...ყველაფერი გათვალა
_ასეთია ბაბუა , ვერაფერს გააკეთებ ...ნანობ შვილო?
_ანა ცეცხლივითაა რომელიც ანათებს, გათბობს, გწვავს, გიცავს, მისი ყურებაც მოგწონს და შეხებასაც ერიდები არავინ იცის შენ მოერევი თუ ის დაგწვავს საბოლოოდ
_იმდენად გწვავს რომ მთელი ღამე აქ ჯდომას აპირებ?
_თქვენ როდის წახვალთ
_დილით ადრე თქვენს გაღვიძებამდე
_ჩვენც მალე დავბრუნდებით ალბათ
_ნუ იჩქარებ , ზოგადად არ იჩქარო . დაუფიქრდი რას გააკეთებ შეიძლება გეგონოს რომ მისთვის მნიშვნელოვანი არ ხარ , მაგრამ უკვე შენი ცოლია და შეიძლება უბრალო ქმედებით ისე ატკინო ომში ჩაგითრიოს ან პირდაპირ გაგანადგუროს
_მამა
_გისმენ
_ორჯერ შეყვარება შეიძლება?
_შეიძლება ... შესაძლოა ერთი ყვავილი ორჯერ გაახარო მათგან ერთი სხვამ წაიღოს , მეორეს გაუფრთხილდე შენთან დაიტოვო, მოუარო და თანდათან უფრო მეტად გალამაზდება, აყვავდება მისი სურნელი დაათრობს ირგვლივ ყველას . ის ყვავილიც იქნება სადღაც სხვაგან , გემახსოვრება ,მაგრამ შენ მაინც იმ ერთზე იზრუნებ და მისი სურნელით დატკბები ... ჩემი ყვავილი მალე გაიღვიძებს გრძნობს გვერდით რომ არ ვარ და დამაბრალებს მოსაწევად იყავიო ამიტომ სჯობს წავიდე . დარჩები შენ ?
_არა ...
კიდევ ერთი ჭიქა დალია და მერე საძინებელში დაბრუნდა. ჩუმად მიუწვა გვერდით ანას , მისკენ გადაბრუნდა ხელი მოხვია და მაინც ვერ მოისვენა მის გვერდით.

.....
მთელი დროის განმავლობაში ლიზას ხედავდა, ახსენდებოდა როგორ საუბრობდნენ ქორწილზე , როგორ უნდოდა ქალბატონს გრანდიოზული ქორწილი, უზარმაზარი კაბა და ძალიან ბევრი ფერი ირგვლივ. ანა სრულიად სხვანაირი იყო და მასში ტყუილად ეძებდა ლიზას. გარეგნულადაც კი არაფრით ჰგავდა ,სრულიად განსხვავდებოდნენ ანას მუქი ფერის თმა და ყავისფერი, თითქმის შავი თვალები ჰქონდა , ლიზაზე ოდნავ მაღალს უფრო გამოკვეთილი ფორმები ჰქონდა , მუქი კანი და სავსე , რბილი ტუჩები . ლიზას თოვლივით თეთრი კანი , მწვანე თვალები და ყავისფერი თმა ყოველთვის გონებას ურევდა . მისი თეთრი, სურნელოვანი კანი ... კისკისი , პატარა ცხვირი რომელიც სიცილის დროს ოდნავ ეჭმუხნებოდა და ლოყაზე გაჩენილი ღრმული რომლის კოცნაც ყოველ მის გაცინებას მოჰყვებოდა. ლიზა ყოველთვის გამხდარი იყო , ისეთი სიფრიფანა რომ ზოგჯერ ეშინოდა ჩახუტების დროს რამე არ ვატკინოო.
ანას ისევ მშვიდად ეძინა , სცხელოდა და თითქმის შიშველი იწვა . მისი გარუჯული სხეული კიდევ უფრო მიმზიდველი იყო თარაშს კი მზისგან დამწვარი ლიზა ახსენდებოდა . მზისგან დამცავი წასმა რომ დაავიწყდა და სულ გაწითლდა. მთელი გზა წუწუნებდა და ისეთი საყვარელი სახე ჰქონდა თარაში სიცილს ვერ იკავებდა და მერე უფრო ბრაზდებოდა ხოლმე.
იმის გააზრება რომ ყველაფერი ტყუილი იყო , რომ ლიზამ მიატოვა და აზრზეც ვერ მოვიდა როგორ ღალატობდა აგიჟებდა. ყოველთვის სისხლი უდუღდა და რაღაცის დამტვრევის სურვილი უჩნდებოდა. საწოლიდან წამოდგა და ფანჯარა გამოაღო. სიგარეტს მოუკიდა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო ჰორიზონტს უყურებდა და დამშვიდებას ცდილობდა
_რატომ ვერ იძინებ _ანა მიუახლოვდა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა
_მოწევ? _სიგარეტი გაუწოდა _თუმცა ხო, შენ არ ეწევი ...მაპატიე სულ მავიწყდება
_არ გინდა რომ მომიყვე?
_ ლაპარაკი არ მინდა ... ყველაფერი უფრო და უფრო რთულდებ
_კახის გულისხმობ?
_თუნდაც ... ძნელია ლამაზი ქალის ქმრობა
_სულაც არაა ძნელი ... ბევრს ეწევი, სვამ და ნერვიულობ . საერთოდ მგონია რომ დრამას თავად ქმნი და საკუთარ თავს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევ. წარმოდგენაც არ გაქვს უბედურებაზე , დამიჯერე
_ჩემთვის და შენთვი დარდის საგანი სხვადასხვა რამ იყო და იქნება ყოველთვის ...
_შენ შეგიძლია მოგვარება მე არა ... ამისთვის თავიდან დაბადებაც არ მიშველის
_ზოგჯერ მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო არასდროს შევიყვარო, მაგრამ მერე მაინც მინდება იმ თვეების მასთან გატარება ... ყველაზე ბედნიერი ვიყავი მის გვერდით და იმის გააზრება რომ მისი გრძნობები ყალბი იყო და პარალელურად ანდროს ეფლირტავებოდა ... ვგიჟდები . ამას ვერავინ გაიგებს
_მესმის. ისიც გაგიჟებს რომ ვერ მიხვდი, თავი ყველაზე დიდი სულელი გგონია. ისიც გაგიჟებს რომ გიღალატა საყვარელმა ქალმაც და მამიდაშვილმაც რომელიც შენს გვერდით გაიზარდა , რომელსაც შენს გულში და ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა და ახლაც ,მიუხედავად ყველაფრისა მაინც გიყვარს. რთულია გრძნობების კონტროლი რადგან ისინი დანაშაულს ვერ აღიქვამენ , გულს უბრალოდ უყვარს და მაინც ყველაფერს გააკეთებ მისთვის _ თავი ფანჯარაზე ჰქონდა მიდებული მთვარეს უყურებდა სადღაც შორს და ისე ლაპარაკობდა _ წარსულს ვერ შეცვლი , საკუთარი თავის დადანაშაულება სისულელეა. როცა გიყვარს ძნელია შეამჩნიო რაიმე სხვა . მე სულ მეგონა რომ ერთი დილა სხვანაირად დაიწყებოდა და მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩემს მშობლებს ერთმანეთი ეყვარებოდა. მამა აღარ დალევდა, არ იჩხუბებდა. იმუშავებდა , მოგვეფერებოდა , ჩამეხუტებოდა, მკითხავდა როგორ ვიყავი , როგორ ვსწავლიბდი . ჩემს ძმას დაარიგებდა , სწორ გზას უჩვენებდა. დედა სახლში იქნებოდა, სამზარეულოში იფუსფუსებდა , შემდეგ მამას აკოცებდა ...ისე იქნებოდა როგორც ფილმებშია , მაგრამ არასდროს დაწყებულა მსგავსი დღე. შენ არაფერი დაგიშავებია , ვერაფერს შეცვლი და გაიაზრე ეს . უბრალოდ იფიქრე და ემოცოები გვერდით გადადე
_ასე მარტივი არ არის...ის სასწაულივით იყო ჩემს ცხოვრებაში . წავიდა და მაინც ვერ ვიშორებ , ეშმაკია რომელიც სულში გისახლდება და მოსვენებას არ გაძლევს
_ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი ... ჩემი გული ჯერ კიდევ ხელშეუხებელია და როგორც ჩანს ასეც დარჩება _ ძირს ჩამოხტა, ხალათი უკეთ შეიკრა და მერე საწოლზე ჩამოჯდა _ გიორგი როგორ იპოვნე
_დამეხმარნენ
_არ მეტყვი?
_ხვალ დაურეკე და თავად მოგიყვება იმას რაც უნდა რომ იცოდე _სიგარეტის ღერი მოისროლა და ფანჯარა მიხურა
_აქ რამდენი ხნით დავრჩებით
_გინდა რომ დავრჩეთ? ჩემთვის სულერთია
_გოგოებს ვნახავდი ... ქორწილში ნორმალურად ვერც დავინახე ვინ სად იყო. მალე ზღვაზე მიდიან და დარჩენას აზრი არააქვს . თან აქ ცხელა
_დავრჩეთ ...მეც ბიჭებთან წავალ . დიდი ხანია აქეთ არ ვყოფილვარ
_მალე გათენდება
_წამომყევი _ უცებ წამოდგა , მაისური გადაიცვა და პლედი აიღო კარადიდან
_სად მივდივართ
_ჩუმად
_სერიოზულად? _იცინოდა , ფეხისწვერებზე იდგა და ისე მიჰყვებოდა თითქოს ქურდობას აპირებდნენ.
სახლის სხვენზე ავიდნენ , შემდეგ სახურავზე ასასვლელი ცუფი გახსნა კიბე გაშალა და ანას ანიშნა ადიო
_ახვალ თუ დაგეხმარო
_ხუმრობ? სახურავები ჩემი სტიქიაა _გაიცინა და სწრაფად აუყვა საფეხურებს
_ვაუუ ჩემი ცოლი ყველა რაკურსიდან სექსუალურია _ხმადაბლა დაუსტვინა და უკან მიჰყვა.
პლედი გაშალა და სახურავის იმ მხარეს დასხდნენ საიდანაც ყველაზე კარგი ხედი იყო. მზე ამოდიოდა , მთვარის კვალი კი ცაზე ჯერ კიდევ ჩანდა.
_აქ რომ ამოვდივარ მავიწყდება რომ ხმაურიან ქალაქში ვარ
_შენ სოფელში არ ცხოვრობდი ხომ?
_არა , ბოლო ორი წელი დავრჩი თორემ მანამდე ერთი_ორი დღით მოვდიოდი სულ. შენ იქ დაიბადე?
_მე თბილისში დავიბადე... 12 წლამდე ამ ქალაქში ვცხოვრობდით . შემდეგ ბინა გაყიდეს და ცოტა ხნით სხვაგან იქირავეს რაღაც საშინელი სარდაფი. ბოლოს რაღაც სარში გაეხვა და ქალაქიდან გავიქეცით ფაქტობრივად. ორი წელი რუსთავში ვიცხოვრეთ...ერთი ქუთაისშიც. მოკლედ ნახევარ საქართველოს ვიცნობ . ბოლოს სოფელში გადმოვედით... ექსკურსია თუ დაგჭირდება აუცილებლად დაგეხმარები _ გაიცინა და ფეხზე წამოდგა _ ნახე უკვე გათენდა. მიყვარს ამ დროს ცის ფერი
_კიდევ რა უყვარს ანა ჟორდანიას?
_ანა ჟორდანიას არ ვიცი... ალბათ კიდევ ბევრი უცნაური რამ შეუყვარდება
_და მაინც ?
_ყველაფერი რაც ჩემთვის ლამაზი, კომფორტული ან სასიამოვნოა . მაგალითად კედები , ჯინსი , ჭრელი სარაფანი , ვაშლი , ბროწეული და კოწახური ანუ ბარბარისი _ ძალიან სერიოზული სახით საუბრობდა თითქოს ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა _კიდევ რა ... მთა მიყვარს ყველა ... მიყვარს ძაღლები და მიყვარს , მიყვარს ჩურჩხელა თხილით . კიდევ გიორგი მიყვარს
_ღმერთო ჩემო მე შენ ცხოვრება უნდა შეგაყვარო
_შენ? შენ თავად არ გიყვარს ცხოვრება და მე როგორ შემაყვარებ
_მოვიფიქრებ რამეს _ პლედი აიღო ეზოს გადახედა . მანქნებში სხდებოდნენ მისი ოჯახისწევრები და სახლს ტოვებდნენ_ოფიციალურად მარტო ვართ პატარავ, ეს დღე ჩაინიშნე _გაიცინა და მერე ანას გახედა. თმებს სიო ურევდა, მზის სხივები ენათებოდა და თვალები დაწვრილებული ჰქონდა. მოკლე, გამშჭვირვალე ხალათის ბოლოები ნელა ირხეოდნენ
_შეიძლება კაცი შეიშალოს
_რა?
_მე რა მიყვარს იცი?
_ცხენით ჯირითი, მანქანები , რბოლა , ვისკი , და არაჟანი ითვლება?
_ნწ ... მე და შენ ერთი და იგივე რამეები უნდა შეგვიყვარდეს პატარავ. ისე არაფერი გამოვა _ თვალებში უყურებდა, მერე ტუჩებზე გადაიტანა მზერა და აკოცა კიდეც. ჯერ ქვედა ტუჩზე შეეხო . უცნაურად ფაფუკი ტუჩები ჰქონდა , თარაშს უბრალოდ შეხება სურდა თავიდან ახლა კი ვნება შიგნიდან წვავდა . ხელებიც აამოძრავა , მაგრამ ბოლოს სიცარიელე შერჩა
_ქვემოთ ჩასვლის დროა
_სულ ასე უნდა დამტოვო ხოლმე?
_სააბაზანო გეცოდინება სადაც არის ... მე არ მიყვარს იმ კაცების კოცნა ვინც არ მომწონს
_და ვინც მოგწონს იმას რამდენჯერ აკოცე
_არ დამითვლია
_ანაა !
_მანდ დარჩენას აპირებ ?
_ოხ როგორ მომიშალა ნერვები _ თავზე გადაისვა ხელი და ქვემოთ ჩავიდა. ანა აღარ ჩანდა , სააბაზაბიდან ჩაცმული გამოვიდა და მშვიდად დაიძრა სამზარეულოსკენ.

კიდევ ერთი დამღლელი დღის დასასრულს გამაბედნიერეთ და იმედია ამ თავით დაგიბრუნებთ ემოციებს
მომდევნო იქნება ახალ წყვილზე და ხვალამდე ალბათ ნერვიულობა არ მომასვენებს
მიყვარხართ

№1 სტუმარი სტუმარი სვანი

ვგიჟდები შენ ისტორიებზეე ♥ ძალიანნ მომწონს თარაში და ანააა <3

№2 სტუმარი სტუმარი კეკე

დიდებულია;)

№3 მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სვანი
ვგიჟდები შენ ისტორიებზეე ♥ ძალიანნ მომწონს თარაში და ანააა <3

მადლობააააააა
მეც მომწონს და მიხარია თქვენც რომ მოგწონთ
smile

№4  offline წევრი ხოსე

აუ კარგი რააა ისე ნელა ვკითხულობდო რო არ მორჩენილიყო :-D და ეხლა მეუბნები რო ხვალ ამათზე არ იქნებაა? მე კიდე ერთი სული მაქვს როდის მორჩება თარაში ლიზაზე უაზრო ბოდვას და მიხვდება რომ ძალიან მოსწონს უბედური შეყვარებულის როლი, ხოდა გამივა ამ როლიდან მიხვდება რომ ანა სულ სხვა და ისაა ვინც უნდა იყოს და ამ მოურჯულებენ ყინუკის დედოფალსაც დაშაქრავს და გადაიყვანს ჭკუიდან, თორემ ჩაგრავს აშკარად ანა ამ ჩვენ თარაშს :-D კაი რა რას მიკეთებ :-D ამათზე როდის გააგრძელებ? :-D

№5 მოდერი sameone crazy girl

სტუმარი კეკე
დიდებულია;)

მადლობაა
heart_eyes

№6  offline წევრი Kobzaa

აუ მთლიანად დაწერე და დადეეე რაააა... საათებს ვითვლიიი ..... ძააან მაგარიააა

№7  offline წევრი დარინა

მზესავით ხარ გამოანათებ და სინათლეს ჰფენ, მიყვარს შენი ისტორიები, პერსონაჟები და ვგიჟდები შენზეე, ამათით რომ დაიწყე ესენი მეგონა მთავარი წყვილი გავგიჟდი და გადავირიე მომწონს ანას სიძლიერე, მაგრამ თარაშმა კი ასე რომ ვთქვათ სულ ცოტათი იმედი გამიცრუა, მისგან უფრო მეტს მოველოდი, წარსულზე ჩავიკლულია და ამით ყველაზე მეტად სკუთარ თავს აზარალებს, აი მე კი ველოდები იმ მთავარი წყვილის გამოჩენას, აი მინდა რომ გასაგიჟებელი პერსონაჟი მამაკაცი იყოს, დიდი მოლოდინი მაქვს და ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თავს.

№8 მოდერი sameone crazy girl

Kobzaa
აუ მთლიანად დაწერე და დადეეე რაააა... საათებს ვითვლიიი ..... ძააან მაგარიააა

მთლიანად ვერ დავწერ ჯერ
მადლობა

ხოსე
აუ კარგი რააა ისე ნელა ვკითხულობდო რო არ მორჩენილიყო :-D და ეხლა მეუბნები რო ხვალ ამათზე არ იქნებაა? მე კიდე ერთი სული მაქვს როდის მორჩება თარაში ლიზაზე უაზრო ბოდვას და მიხვდება რომ ძალიან მოსწონს უბედური შეყვარებულის როლი, ხოდა გამივა ამ როლიდან მიხვდება რომ ანა სულ სხვა და ისაა ვინც უნდა იყოს და ამ მოურჯულებენ ყინუკის დედოფალსაც დაშაქრავს და გადაიყვანს ჭკუიდან, თორემ ჩაგრავს აშკარად ანა ამ ჩვენ თარაშს :-D კაი რა რას მიკეთებ :-D ამათზე როდის გააგრძელებ? :-D

smile ვააიჰ როგორ მოგწონს ეს ორიიი
ხვალ ახლებზეც იქნება და შეიძლება ამათზეც დავდო და ნუ ზეგ აუცილებლად იქნება ამათზე

№9  offline წევრი Rania

Es cyvili arasodes me momcyindeba mariamoo. Saocrebebi arian. Arvici vineebi a qnebian axal cyvilshi. Magram mjera aranakleb saintereso iqnevaa. Momcons ana. Mariam yifianis shemdgom. Aseti zlieri nebisyofis personaji qali argyoliaa. Vnaxott. Gelodebi moutmenladdd
--------------------
Q.qimucadze

№10 მოდერი sameone crazy girl

დარინა
მზესავით ხარ გამოანათებ და სინათლეს ჰფენ, მიყვარს შენი ისტორიები, პერსონაჟები და ვგიჟდები შენზეე, ამათით რომ დაიწყე ესენი მეგონა მთავარი წყვილი გავგიჟდი და გადავირიე მომწონს ანას სიძლიერე, მაგრამ თარაშმა კი ასე რომ ვთქვათ სულ ცოტათი იმედი გამიცრუა, მისგან უფრო მეტს მოველოდი, წარსულზე ჩავიკლულია და ამით ყველაზე მეტად სკუთარ თავს აზარალებს, აი მე კი ველოდები იმ მთავარი წყვილის გამოჩენას, აი მინდა რომ გასაგიჟებელი პერსონაჟი მამაკაცი იყოს, დიდი მოლოდინი მაქვს და ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თავს.

თარაში არ არის ამ ისტორიის სრულყოფილი პერსონაჟი
ხვალ გამოჩნდება კიდევ ერთი წყვილი და იმედია მოგეწონებათ არ ვიცი
ისე მოგწონთ ანა და თარაში
მგონი იმათზე ვეღარ გადაერთვებით
ავნერვიულდი ცოტა არ იყოს

Rania
Es cyvili arasodes me momcyindeba mariamoo. Saocrebebi arian. Arvici vineebi a qnebian axal cyvilshi. Magram mjera aranakleb saintereso iqnevaa. Momcons ana. Mariam yifianis shemdgom. Aseti zlieri nebisyofis personaji qali argyoliaa. Vnaxott. Gelodebi moutmenladdd

მეც ველოდები როდის დავდებ იმათზე დ აგავიგებ თქვეს აზრს
იმედია ბოლომდე მოგეწონებატ წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის

№11  offline წევრი ხოსე

მოდი მაშინ ასე შევთანხმდეთ :-D რადგანაც მე ამ საიტზე ერთხელ შემთხვევით მოვხვდი ხშირი სტუმარი არ ვარ თუ ასეთ სასწაულ ისტორიას შემთხვევით არ გადავაწყდი რიგით შემოსეირნებაზე, როგორც ამ შემთხვევაში, შესაბამისად არ ვიცი შენი სხვა ისტორიები, ხოდა სახელები მუთხარი რა და დიდ და პატარა ბავშვ რომ მივაძინებ ანუ მამაშვილს ჩავუჯდები, მეც პოზიტივის მარაგს დავაგროვებ და შენც დაგასვენებ, დაველოდები უკვე მოთმინებით ამათ ამბავსაც :-D :-D :-D ასე თავხედურად გაგიშინაურდი უცებ :-D

№12 მოდერი sameone crazy girl

laughing laughing laughing "ბავშვების" მიძინება მომეწონა
ისტორიებს ჩემს ნიკზე ნახავ სადაც სახელი წერია იქ რომ დააჭერ ყველა სიახლე წერია და რა ვიცი სათაური რომლისაც მოგეწონება დაიწყე

№13 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან სასიამოვნი და გიჟური მომენტები აქვთ, მაგრამ მგონია რომ მათ შორის სიყვარულის გაჩენა
ძალიან შორ მომავალს ითვლის :დ
ძალიან მიყვარს ორივე.... ველოდები ახალ თავს თოთქოს აღარ მყოფნიან ისე მიყვარს ეს წყვილი <3

№14 მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანი
ძალიან სასიამოვნი და გიჟური მომენტები აქვთ, მაგრამ მგონია რომ მათ შორის სიყვარულის გაჩენა
ძალიან შორ მომავალს ითვლის :დ
ძალიან მიყვარს ორივე.... ველოდები ახალ თავს თოთქოს აღარ მყოფნიან ისე მიყვარს ეს წყვილი <3

ხო ერთ თვეში შეყვარება არ გამოვა შეჩვევა შეიძლება

№15  offline წევრი Anansio

ჰუუუჰ ...ეს რა იყოოო❤️❤️❤️ორივესიი მესმის❤️❤️ჯერ არც ანას მოსწონს და თარაშზე ჰო ზედმეტია ლაპარაკიი❤️❤️❤️❤️ძალიაან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენებიიი... მინდა, რომ ეს ორი ერთმანეთის სიყვარულისგან”შეიშალოს”❤️❤️❤️ვგიიჟდები უკვე ისე მაინტერესეებს❤️❤️❤️ძალიაან ჩამითრიეე ოქროსხელება მარიაამ!❤️❤️❤️მოგყვები ბოლომდე!❤️❤️❤️

№16 მოდერი sameone crazy girl

Anansio
ჰუუუჰ ...ეს რა იყოოო❤️❤️❤️ორივესიი მესმის❤️❤️ჯერ არც ანას მოსწონს და თარაშზე ჰო ზედმეტია ლაპარაკიი❤️❤️❤️❤️ძალიაან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენებიიი... მინდა, რომ ეს ორი ერთმანეთის სიყვარულისგან”შეიშალოს”❤️❤️❤️ვგიიჟდები უკვე ისე მაინტერესეებს❤️❤️❤️ძალიაან ჩამითრიეე ოქროსხელება მარიაამ!❤️❤️❤️მოგყვები ბოლომდე!❤️❤️❤️

ოქროსხელება მარიამი ცოტას ღელავს
არ ვიცი ბოლომდე გაგყვებათ ეს ემოციები და დამოკიდებულება თუ არა
იმედია მოგეწონებათ მომდევნო თავიც
მადლობა

№17  offline წევრი ხოსე

ანუ იმათ პარარლელურად ანას და თარაშსაც თუ არ დაგვიჩაგრავ და თარას ცოტა შემოულაწუნებ, რომ დააფასოს ის ვინც გვერდით ყავს შეიყვაროს და მასაც აიძულოს შეყვარება არაფერი გექნება სანერვიულო ორივე წყვილს ვუგულშემატკივრებთ :-D ანუ ცოტა უფრო ძლიერი თარაშის დანახვა გვინდა და არა ქრონიკულად წარსულზე მოტირალის, ანუ მე პირადად არ მინდა თარაში დაიჩაგროს და სუსტ პერსონაჟად დარჩეს, რაღაცნაირ დანებებულ პერსონაჟად, რიმელსაც არც ძალა აქვს და არც სურვილი სადავეები ხელში აიღოს ახალი ცხოვრების და თავის ძალა აჩვენოს, ხოდა იმ წვილთან ერთად ამათაც თუ არ დაჩრდილავ მთლად კარგი იქნება ორი სრულყოფილი წყვლი :-D ეყოპა თარაშს წლისა პირსა ჯდომა და ტირილი ბოკობოლო ამისთანა სახელი ქვია ფხა დაგვანახოს ცოტა :-D ბიჭო რამდენი ვილაპარაკე :-D

№18 სტუმარი ზინიკო

ძალიან საინტერესო ისტორიაა,მშვენიერი პერსონაჟებით.. რეალობასთან ძალიან ახლოს დგას.. მომწონს მართლა ძალიან და მომდევნო თავს ველი სულმოუთქმელად.. ანა და თარაში კი მგონია რომ ძალიან ძლიერი წყვილი იქნება ბოლომდე.. :)

№19 სტუმარი სტუმარი ლოლა

ჰაი მეეეე... ახა გასკდება გული... ისე რა აზრზე ხარ პირდაპირ სრულად რო დადოო joy

№20 მოდერი sameone crazy girl

მიხარია თარაშის პასიურობას რომ გაუსვი ხაზი და არ ვიცი რამდენად გამოკეტდდება და მოვა აზრზე ჯერ ჯერობით მითუმეტეს. წინასწარ არაფერს ვამბობ მორჩა

ზინიკო
ძალიან საინტერესო ისტორიაა,მშვენიერი პერსონაჟებით.. რეალობასთან ძალიან ახლოს დგას.. მომწონს მართლა ძალიან და მომდევნო თავს ველი სულმოუთქმელად.. ანა და თარაში კი მგონია რომ ძალიან ძლიერი წყვილი იქნება ბოლომდე.. :)

ვნახოთ რა როგორ მოხდება
იმედია ბოლომდე კარგი იქნება
მადლობა

სტუმარი ლოლა
ჰაი მეეეე... ახა გასკდება გული... ისე რა აზრზე ხარ პირდაპირ სრულად რო დადოო joy

არ მაქს დასრულებული თორემ ასე ნაწილ-ნაწილ ატვირთვას არ დავიწყებდი და მთლიანად დავდებდი . იმედია გაცოცხლდება ჩემი მუზა

№21  offline წევრი qarishxali

ანა და თარაში, თარაში და ანა, ვაიმეეე როგორ მომწონს....სათაურს რო შევხედე მეთქი რაღაც საოცრება უნდა იყოს თქო, მერე მოტაცება, რომ გავიგე მეთქი რომელი საუკუნეა:დდ ანას პერსონაჟი ძალიან ძლიერია და დარწმუნებული ვარ გულ-გატეხილ თარაშს შემოაბრუნებს და დაუბრუნებს ცხოვრების ხალისს ????????აუ ძალიან ჩახლართული ამბავი ჩანს და მგონია რომ გაოცებულებს დაგვტოვებ... ერთი დარწმუნებით ვიცი რომ მინდა თარაში და ანა ერთად იყვნენ????????????აუ ეს კახი რაღაატოა კაი ტიპი, არ მინდა რო დაიჩაგროს????იმ ლიზაზე რაღაც ეჭვები მაქვს ისე და რატომ არ ვიცი????ახალი წყვილი კიდევ საშინლად მაინტერესებს????????ვაიმე რაც არ დამიწერია მთელი წელი კომენტარი მგონი ახლა ვილაქლაქე... ჯობს ჩემით წავიდე:დდ????????მარიამ შენი ისტორიების გამო შემოვდივარ საიტზე????????

№22  offline მოდერი abezara98

ნუ, ყოველი ახალი თავი რომ მაოცებს და წინაზე უფრო მეტი ემოციით მავსებს, მაგას აღარც კი ვთვლი ❤❤❤ ჩემი ანო ნელ-ნელა ცელქდება და ვატყობ, საერთოდ გადაიყვანს თარაშს ჭკუიდან ❤❤❤ აი, რაც შეეხება კახის (თუ გაბოს :/ ) მაინც ვერ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, რომ დიდად მომწონებოდა :D ჰმმ... და რაო, გიორგი სად აორთქლდაო და თან ვიღაცასთან ერთადო?! ^_^ რას აპირებ, ცოლის ძმავ? ნუთუ, შემდეგი თქვენ აპირბთ ქორწილს?! :D
"_ორჯერ შეყვარება შეიძლება?
_შეიძლება ... შესაძლოა ერთი ყვავილი ორჯერ გაახარო მათგან ერთი სხვამ წაიღოს , მეორეს გაუფრთხილდე შენთან დაიტოვო, მოუარო და თანდათან უფრო მეტად გალამაზდება, აყვავდება მისი სურნელი დაათრობს ირგვლივ ყველას . ის ყვავილიც იქნება სადღაც სხვაგან , გემახსოვრება ,მაგრამ შენ მაინც იმ ერთზე იზრუნებ და მისი სურნელით დატკბები ... " - მორჩა, ეს ჩემი საყვარელი ფრაზაა ამ ისტორიიდან (ჯერ-ჯერობით, იმედია, კიდევ მეტი იქნება), ხოდა, წავედი, გავუშვი lock screen-ზე ^_^
ჩემო საოცრებავ და სასწაულო, მოუთმენლად გელოდები ❤❤❤❤

№23 მოდერი sameone crazy girl

qarishxali

ვაიმე როგორ მიხარია
ვერ წარმოიდგენ ამხელა ას ებევრ კომენარსრო ვხედავ და ვგრNძობ რომ ემოციებში ხართ
უზომოდ მიხარია ესენიასე რომ მოგწონთ და ახლა მეშინია იმათ როგორ მიიღებთ და აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო
ბოლოს ისე არ გამოვიდეს რო საერთოდ აღარ მოგეწონოთ გაგრძელება
ძალიან დიდი მადლობა რო კითხულობ და სე მოგწონს

abezara98
ნუ, ყოველი ახალი თავი რომ მაოცებს და წინაზე უფრო მეტი ემოციით მავსებს, მაგას აღარც კი ვთვლი ❤❤❤ ჩემი ანო ნელ-ნელა ცელქდება და ვატყობ, საერთოდ გადაიყვანს თარაშს ჭკუიდან ❤❤❤ აი, რაც შეეხება კახის (თუ გაბოს :/ ) მაინც ვერ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, რომ დიდად მომწონებოდა :D ჰმმ... და რაო, გიორგი სად აორთქლდაო და თან ვიღაცასთან ერთადო?! ^_^ რას აპირებ, ცოლის ძმავ? ნუთუ, შემდეგი თქვენ აპირბთ ქორწილს?! :D
"_ორჯერ შეყვარება შეიძლება?
_შეიძლება ... შესაძლოა ერთი ყვავილი ორჯერ გაახარო მათგან ერთი სხვამ წაიღოს , მეორეს გაუფრთხილდე შენთან დაიტოვო, მოუარო და თანდათან უფრო მეტად გალამაზდება, აყვავდება მისი სურნელი დაათრობს ირგვლივ ყველას . ის ყვავილიც იქნება სადღაც სხვაგან , გემახსოვრება ,მაგრამ შენ მაინც იმ ერთზე იზრუნებ და მისი სურნელით დატკბები ... " - მორჩა, ეს ჩემი საყვარელი ფრაზაა ამ ისტორიიდან (ჯერ-ჯერობით, იმედია, კიდევ მეტი იქნება), ხოდა, წავედი, გავუშვი lock screen-ზე ^_^
ჩემო საოცრებავ და სასწაულო, მოუთმენლად გელოდები ❤❤❤❤

ვაიმეე როგორ მიყვარს ამ მონაკვეთებს რომ პოულობ თან ისეთს მეც რომ ამაფორიაქა წერის დროს
მიხარიხარ რა გავაკეთო?
ვერაფერსაც ვერ გავაკეთებ!

№24 სტუმარი სტუმარი სოფიო

მომენატრეე მარიამ! თავს ვიკავებდი არ წავიკითხავ ჯერთქო, მაგრამ ვერ გავძელი. ეს ისტორია განსაკუთრებულად მომწონს. ანას პერსონაჟიც შემიყვარდა და თარაშისიც. მთლიანად ისტორი შემიყვარდა და გელოდები.

№25 წევრი რუსკიმარუსია

ეს ორი ერთად ცეცხლი წყვილი იქნება, მაგრამ მანამდე დიდი გზა აქვთ გასავლელი smiley ძალიან მომწონს ანიკო ასეთი შემტევი და თავდაჯერებული გოგო რომ არის. რაც შეეხება თარშს ეგეც კარგი ბიჭია, მხოლოდ ლიზიკოსგან ძალიან გულნატკენი და გაბრაზებულია. მამამისი მართალია ჯობია იმ ყვავილს მოუაროს რომელიც მისია,რომელიც ნელ-ნელა გაიფურჩქნება, დაიხვეწება და სურნლით დაატკბობს თარაშს.
ახალი წყვილი ალბათ გიორგი და მისი შეყვარებული იქნება. ვნახოთ რამდენად საინტერესო იქნება ახალი წყვილი.
გელოდები ხვალ kissing_heart

№26  offline წევრი Ninuciusi

ახალი წყვილი?? მმ.. საინტერესოა... ვითომ გიორგის ვიხილავთ ვინმესთან? ან სანდროს?

№27 მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფიო
მომენატრეე მარიამ! თავს ვიკავებდი არ წავიკითხავ ჯერთქო, მაგრამ ვერ გავძელი. ეს ისტორია განსაკუთრებულად მომწონს. ანას პერსონაჟიც შემიყვარდა და თარაშისიც. მთლიანად ისტორი შემიყვარდა და გელოდები.

იმედია ბოლომდე გეყვარებათ
წყვილიც და ისტორიაც
მადლობა
ხვალ დავდებ

რუსკიმარუსია
ეს ორი ერთად ცეცხლი წყვილი იქნება, მაგრამ მანამდე დიდი გზა აქვთ გასავლელი smiley ძალიან მომწონს ანიკო ასეთი შემტევი და თავდაჯერებული გოგო რომ არის. რაც შეეხება თარშს ეგეც კარგი ბიჭია, მხოლოდ ლიზიკოსგან ძალიან გულნატკენი და გაბრაზებულია. მამამისი მართალია ჯობია იმ ყვავილს მოუაროს რომელიც მისია,რომელიც ნელ-ნელა გაიფურჩქნება, დაიხვეწება და სურნლით დაატკბობს თარაშს.
ახალი წყვილი ალბათ გიორგი და მისი შეყვარებული იქნება. ვნახოთ რამდენად საინტერესო იქნება ახალი წყვილი.
გელოდები ხვალ kissing_heart

ხვალ გიორგი არ იქნება
წყვილად სანამ შედგებიან მანამდე ნამდვილად დიდი დროა და ბევრი რამ მოხდება კიდეც

№28  offline მოდერი guroo

როგორც გინდა, ისე მომგვარე ანა ცოლად!
ძალიან მაგარი გოგოა ანა❤️

№29 მოდერი sameone crazy girl

Ninuciusi
ახალი წყვილი?? მმ.. საინტერესოა... ვითომ გიორგის ვიხილავთ ვინმესთან? ან სანდროს?

არცერთი იქნება და არც მეორე
ვნახოთ სიურპრიზად დავტოვოთ smile

№30  offline წევრი Anya10

აუუუ მარიაამ მე შეენ მიყვარხაარ. ჯერ ესეთი მოთხრობა საეეერთოდ არ წამიკითხავს რაღაც სულ სხვა ემოცია მოაქ. თან ჯერ ჩემი ჭირი დამემართა თარაში და ანა რო წავიკითხე ანუუ მაგთმა სახელებმა საერთოოდ გოლი გაიტანა. თარაშის პიროვნება და პერსონაჟი ჩემი აზრით საერთოდ არ გამოჩენილა ჯერ. კი დავინახეთ რო კაი ტიპია მარაა მე ზუტად ციცი უფრო ბევრს ვნახავთ და უფრო მაგარს. ანა არიი ზეპრინციპული, ზეკარგიტიპი და ზეძლიერი გოგო. მოკლედ ამ პერსონაჟზე რასაც იტყვი ყველაფერს ზე უნდა დაუმატო. ეს კახის ამბავი რაღაცნაირია. ანუ ვერ გავიგე რა როგორ მივუდგე მაგრამ ცოტაც და ალბათ მივხვდები. ლიზას, ანდროს და თარაშის ისტორია მაინტერესებს ძაააააან. ყველაზე დიდი ინტრიგაა მემგონი. ხო ანუ ამ თავებიდან გამომდინარეე საააერთოდ ვერ ვხეები შემეგ თავში რომელ ახალ წყვილს მიყლუძღვენი მაგრაამ ძაააან მაინტერესებს. აუუ გიორგიც არ მიტოვო რაა ისე. მეტი თარაშის ძმაკაცების ეპიზოდი ან ისტორიააას. დაა საერთოდ მთელი თავი მარტო ამ სიტყვებად ღირდა:,,ორჯერ შეყვარება შეიძლება?
_შეიძლება ... შესაძლოა ერთი ყვავილი ორჯერ გაახარო მათგან ერთი სხვამ წაიღოს , მეორეს გაუფრთხილდე შენთან დაიტოვო, მოუარო და თანდათან უფრო მეტად გალამაზდება, აყვავდება მისი სურნელი დაათრობს ირგვლივ ყველას . ის ყვავილიც იქნება სადღაც სხვაგან , გემახსოვრება ,მაგრამ შენ მაინც იმ ერთზე იზრუნებ და მისი სურნელით დატკბები ..". კიდე ბევრია ესეთი მაგრამ აქ აშკარაად ნათქვამია ამ მოთხრობის აზრიი. მოკლეეედ უზომოოდ მიყვარხაარ და ველოდები შემდეგ თავს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent