ოდესმე დავწერ!
ოდესმე დავწერ სიყვარულზე და შენს წასვლაზე, იმ ოცნებებზე, შენთან ერთად დრო რომ დამპირდა. ახლა კი მარტო დარჩენილი ნანატრ აღმართზე, ვხვდები, უშენოდ ამ აღმართზე ყოფნა არ მინდა. ოდესმე დავწერ, შენზე დავწერ, არ მეორდები და რომც ვეძებო უკეთესი შენი ვერსია, განუწყვეტელი, სისხლისმღვრელი ჩემი ომები საკუთარ თავთან, ამ ძებნაზე უარესია. ოდესმე დავწერ, ყოველივეს რაც ვერ გითხარი, ყველა იმ სევდას, ქარს რომ ვატან, გაგიზიარებ. მერე მოდი და სანუგეშო რამე მითხარი, თორემ ეს გზები სულ ტყუილად გამოვიარე. ოდესმე დავწერ, სიყვარულზე და შენს წასვლაზე, ის ოცნებები, უშენობით როგორ ამიხდა. ახლა კი მარტო მიმავალი, უკან, დაღმართზე ვხვდები, არაფრის არ დაწერა და არ თქმა მინდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.