შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

90-იანების ბავშვები (9 თავი)


28-03-2019, 22:23
ავტორი Ioana
ნანახია 1 334

ერთი თვე იყო გასული,რაც რია ციხიდან გამოუშვეს, ოცხდაცხრა დღე რაც სანდრო აღარ უნახავს და შვიდას ოცი საათი რაც თავისუფლების გემო სრულყოფილად იგემა.ამჯერად შავად შეეღება თმა,თითქოს რაღაცას ან ვიღაცას გლოვობდა მაშინ, როდესაც ცხოვრება ახალი ფურცლიდან უნდა დაეწყო.გაგიკვირდებათ და მუქი ფერი ზედმეტად უხდებოდა ცისფერ თვალებსა და ფიფქივით თეთრ სახეს.თვალშისაცემი და მიმზიდველი იყო ქალბატონი ონიანი,მაგრამ ცივი მზერისა და მუდამ ამაყად მოღერებული ყელის გამო ვერავინ უბედავდა არშიყს.თვითონ რიასთვის რომ გეკითხათ,გეტყოდათ,სიყვარული არ არსებობს,ყველაფერი ჩვენი წარმოსახვააო,როგორადაც წარმოვიდგენთ ადამიანს,ისეთი გვგონია და მერე ეს გონებაში დახატული ილუსტრაცია გვიყვარდება და არა თვითონ ეს ადამიანიო.გულის სიღრმეში კი თავადაც სჯეროდა,სჯეროდა,რომ ერთადერთი ამ ქვეყნად რაც არსებობდა წრფელი და ნამდვილი სიყვარული იყო.
ცხრა საათს აჩვენებდა კედელეზე დაკიდებული ძველებური სტილის საათი,ტელევიზორშიც წამზომი ჩართულიყო,რაც საინფორმაციო გადაცემის დაწყებას აუწყებდა ტელემაყურებლებს.შავთმიანი გოგონა კი ფანჯრიდან აკვირდებოდა სახლებისკენ მიმავალ ადამიანებს,რომლებსაც შვილები,დედები,ქმრები,ძმები ან დები ელოდებოდნენ,ელოდებოდნენ იმ გრძნობით, რომელიც მისთვის სრულიად უცხო იყო.ამ ფიქრებიდან უკან მისთვის ნაცნობმა ხმამ დააბრუნა,საღამოს საინფორმაციო გამოშვება პრემიერ-მინისტრისთვის დაეთმოთ,რომელიც საგანგებო განცხადებას აკეთებდა.
-მოგესალმებით-მისი ხავერდოვანი და მშვიდი ბარიტონი რიას ყურს ელვის სისწრაფით მიაწყდა და სუნთქვა შეუკრა.მისგან შორს იყო,ეკრანი აშორებდათ,მაგრამ ისე ცხადად გრძნობდა მამაკაცის სიახლოვეს,რომ ტანთ შეაჟრჟოლა-მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო.გადავწყვიტე,რომ საკუთარი ნებით და სურვილით, დავტოვო პოსტი და ამით დავასრულო პოლიტიკური მოღვაწეობა-მის განცხადებას ჟურნალისტების მხრიდან ხმაური მოჰყვა,ყველა ცდილობდა მიზეზის გარკვევას,მაგრამ სანდროს ყურადღება არავისთვის მიუქცევია.ამაყი ნაბიჯებითა და მტკიცე მზერით დატოვა ოთახი,მართალია კამერებმა წამიერად დააფიქსირეს ახლაგაზრდა ქალის ხელი,რომელიც მამაკაცის მკლავს სუროსავით ეხვეოდა,მაგრამ ეს წამიც საკმარისი აღმოჩნდა,რომ რიას დაკვირვებულ თვალს არაფერი გამოპარვოდა.
გაცეცხლებული ბოლთას სცემდა ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში და ვერ ეგუებოდა სხვა ქალის ხელებს მამაკაცის სხეულზე.განა თვითონ არ იცოდა,რომ არანორმალურივით იქცეოდა,მაგრამ უკვე ზედმეტი იყო ამდენი გაურკვევლობა,მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სანდროსთან მისვლა და ყველაფრის გარკვევა.ცხოვრება ახალი ფურცლიდან უნდა დაეწყო და ამისთვის წარსული კი არ უნდა დაევიწყებინა,უბრალოდ გაუხსნელი კვანძები უნდა გაეხსნა და მერე მისთვის თვალი გაესწორებინა.გაქცევა მარტივია,მაგრამ წარსული ჩვენი არჩდილია,რომელიც მუდამ თან გვდევს,რამდენიც არ უნდა უარყო,რამდენჯერაც არ უნდა გაექცე ის უფრო იზრდება და უფრო გვითრევს იმ სიბნელეში მანამ,სანამ თვალს არ გაუსწორებ,სანამ არ მიიღებ მას და არ ეტყვი,რომ წარსულის აჩრდილი კი არა, შენ მართავ ცხოვრებას,შენ ქმნი მას ისეთად,როგორიც გინდა რომ გქონდეს.
-წითურო!
-ხოო...- მარიამის მოგუდული ხმა ძლივს გაიგონა-რა გჭირს? ცუდად ხარ?
-რიააა-ძლივს ამოისლუკუნა და მერე ისევ ზმუილი დაიწყო.
-შენ რა ტირი? რა გატირებს?-გაოცებული ონიანი ხმას ვერ იღებდა,იცოდა მარიამის გულჩვილობის ამბავი,მაგრამ ატირებულს იშვიათად თუ ნახავდით ამ ოთხეულიდან რომელიმეს.
-მოხვალ ჩემთან?-პასუხად მხოლოდ ეს მიიღო,მერე ყურმილი სწრაფად დაკიდა და ნახევარ საათში მეგობრის სახლთან იდგა და გაბმულად რეკავდა ზარს,სანამ თმაგაჩეჩილმა და თვალებდაწითლებულმა მარიამმა კარები არ გაუღო.
-რა ჯანდაბა გჭირს? ყვავები დაგაცხრნენ თმაზე?-სიცილით მიეხუტა მეგობარს და აჩეჩილი კულულები კიდევ უფრო აუბურდა.
-მოვიდა,ყველგან თავისი სუნი დატოვა,მაკოცა,თავი შემაყვარა და წავიდა-სლუკუნებდა და თან ცხვირს გამეტებით იხოცავდა.
-შეგიყვარდაა?-იმხელმა ხმაზე წამოიკივლა რიამ,რომ ისედაც დაბნეული მეგობარი კიდევ უფრო დააბნია.
-ამ ამბავიდან მხოლოდ ეგ გაიგე?-გაცეცხლებულმა წითურმა მწვანე თვალები დააკვესა და გაჯავრებულმა შეხედა რიას.
-და წასვლაც მოასწრო?-გაკვირვებული იყურებოდა და ვერაფერი გაეგო,მის მეგობარს ვიღაც შეყვარებია,იმას კიდევ წასვლაც მოუსწრია და ეს ახლა იგებდა ამ ყველაფერს.მერე მარიამმა ძალა მოიკრიფა და მოუყვა,როგორ გამოეცხადა ვაჩე,როგორ შეუყვარდა მოკლე დროში,ისე რომ თვითონაც არ ესმოდა საკუთარი თავის,როგორ მოპარა კოცნა და როგორ გაუჩინარდა მას შემდეგ.
-მერე რა გატირებს? რაც სანდრო,ის მეგობარი-უდარდელად გადაწვა ონიანი სავარძელზე და სიგარეტს გაუკიდა.
-ვაჩე სხვანაირია!-წყრომით გახედა მეგობარს.
-ვაჩე კი არაა სხვანაირი,შენ ხარ გულუბრყვილო! მორჩი ტირილს,გაემზადე ამ შაბათ-კვირას სანდროს სახლში დიდი წყეულებაა,პოსტის დატოვებას აღნიშნავს.კი ვიცოდი,რომ დალაგებული არ იყო,მაგრამ ამ წვეულებით კიდე უფრო განმიმტკიცდა ეჭვი.
-მერე ჩვენ რა გვესაქმება? დაგვპატიჟეს თუ?
-რა სულელი ხარ ,მარიამ! მე და შენ საუკეთესო ფორმაში ვიქნებით,მივალთ წვეულებაზე სადაც არ გველიან,შენი ვაჩეც იქ იქნება.დაე ნახოს,რა ბრილიანტი გააგდო ხელიდან,მე კიდევ სანდროსთან რაღაცეები მაქვს გასარკვევი!
-გთხოვ,სკანდალი თუ უნდა მოაწყო,იცოდე მე არ მოვდივარ!-შეშინებულმა გახედა მეგობარს წითურმა.
-კარგი რაა,ეგ ფურცელი ხომ უკვე გადავშალეთ.ახლა დიპლომატიური სვლების დროა!-ეშმაკურად გახედა მეგობარს და თავისი იდეით კმაყოფილმა ნეტარებით ამოუშვა პირიდან ბოლი.
აბულაძეების სასახლეში უამრავი ადამიანი ირეოდა,სახელმწიფოს პირველი პირიდან დაწყებული მინისტრის მოადგილეებით დამთავრებული,ყველა ამ ერთ სახლში შეყუჟულიყო და ნაზ მუსიკასთან ერთად მათი ხმაური ექოსავით ისმოდა მიმდებარე ტერიტორიაზე.შესასვლელთან და სახლის ირგვლივ ორმოცდაათ კაცამდე დაცვა იდგა და ბუზიც ვერ შეფრინდებოდა მათი ნებართვის გარეშე.
-აქ როგორ უნდა შევიდეთ?-მარიამი თვალებს უბრილებდა მეგობარს და თან იღიმოდა,რომ ეჭვი არავის აეღოთ.
-შეშინებული ქათამივით ყურებას თუ განაგრძობ,შესვლა არც დაგვჭირდება,ისე გაგვყრიან.ცოტა მეტი დამაჯერებლობა!
-რა დამაჯერებლობა,შენ რა გაგიჟდი? მოსაწვევი არ გვაქვს და მტენი სახლში,რომელსაც კბილებამდე შეიარაღებული ათეულობით მამაკაცი იცავს?
-უკან მომყევი და როცა მხარს გაგკრავ შენი კლატჩი ძირს დააგდე,ოღონდ ისე რომ შემთხვევითობას გავდეს! ახლა კი გაიღიმე და მომყევი!
ბაღის ნახევარი თავისუფლად გაიარეს,მერე დაცვის წევრებმა გააჩერეს,სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმეს ორივე და რადგან საშიში არაფერი აღმოუჩინეს კარებამდე მიუძღვნენ.შესასვლელთან მაღალი,გოლიათური გარეგნობის მამაკაცი იდგა,რომელიც გოროზად იყურებოდა და რომ არა მისი ჩაცვენილი, თბილად მოელვარე თვალები,ალბათ მარიამი ნერვიულობისგან უკან გამოიქცეოდა.სწორედ ამ დროს,სანამ რია თბილად უღიმოდა კარებში მდგომს,დაქალს მხარი გაჰკრა,მანაც პატარა ჩანთა ხელიდან გააგდო და უხერხულად გაიღიმა.ჯელტმენმა დაცვის წევრმა,რა თქმა უნდა,თავად გადაწყვიტა ჩანთის აღება და მიწოდება,რითაც რიამ ოსტატურად ისარგებლა და გრძელ სიაში ერთ-ერთი ქალბატონის სახელის და გვარის წაკითხვა მოასწრო.
-ბოდიში,ცოტა მოუხერხებელია-უხერხულად გაიღიმა რიამ და ვითომ წყრომით გადახედა მარიამს.
-არაუშავს! თუ შეიძლება,თქვენი მოსაწვევები?
-იცით,გზაში აღმოვაჩინე,რომ სახლში დამრჩენია და უკან მიბრუნებაც აღარ ღირდა,შემიძლია სახელი და გვარი გითხრათ და სიაში ნახოთ-ოსტატურად იქცეოდა ონიანი და თან თავის მომხიბვლელობას მთლიანად იყენებდა,რაც არც ისე ცუდად გამოსდიოდა.
-დიახ,რა თქმა უნდა!-თბილად გაუღიმა კარებში მდგარმა ქალბატონებს.
-ლენკა ცხადაია!
-ეს თქვენ ხართ ბატონი სანდროს სტუმარი,რომელსაც ასე ელოდა?-გაკვირვებული უყურებდა რიას გოროზი მამაკაცი-კარგი გემოვნება ჰქონია!-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და ქალბატონები უპრობლემოდ გაუშვა დარბაზისკენ.
-არა გაიგე? ვიღაც ლენკა ყოლია საპატიო სტუმარი და მე კიდევ არც კი დამპატიჟა-გაცეცხლებული რია ცოფებს ყრიდა.
-დამშვიდდი,ახლა სკანდალების დრო არ არის-თვალებს უბრიალებდა მარიამი და თან კოსტუმს იხდიდა,რათა შესასვლელში დაეტოვებინა.
-მე მაგას ვანახებ ლენკას და ცხადაიას-იმუქრებოდა და თან ტანზე მომდგარ კაბას საგულდაგულოდ ისწორებდა.
ხალხი უკვე ბლომად შეგროვილიყო,მაგრამ ახალი სახეების გამოჩენა საზოგადოებისთვის ინტერესის სფერო მალევე გახდა.ორი ლამაზი სხეული,წითური და შავთმიანი,მარიამი მუქი მწვანე ტანზე გამოყვანილი კაბით,რომელიც თვალის ფერს ხაზს უსვამდა და იმაზე მეტად ელვარებდა განათების ფონზე,ვიდრე სხვა დროს.რია ბორდოსფერი კაბითა და სექსუალური სხეულის ფორმებით კიდევ უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა,ამ საზოგადოებისგან იმდენად განსხვავებული და იმდენად ნათელი ვიზუალის მქონენი იყვნენ,რომ ნებსით თუ უნებლიეთ ყველა მათ უყურებდა.რთული იყო თვალი რომელიმეზე დიდხანს გაგეჩერებინა,რადგან მარიამიდან რიასკენ გაგირბოდა გული,რიადან მარიამისკენ.ყველას აინტერესებდა მათი ვინაობა,სანამ კიბეებზე მთავარი გმირი,სანდრო აბულაძე არ გამოჩნდებოდა,რომელსაც გვერდს ასაკოვანი,მაგრამ საკმაოდ მოვლილი და ლამაზი ქალბატონი უმშვენებდა,რომელიც მამაკაცის დედა და უახლოესი მეგობარი იყო.
-გასაგებია,ეს მტკიცე და ამავდორულად თბილი მზერა ვისგან გამოყვა!
-ხოო,ნამდვილად გვანან!-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა რიამ და გამბედაობისთვის ერთი ჭიქა შამპანიური მთლიანად დაცალა.
-იცოდე მეტი არ დალიო,თორემ უკონტროლო ხდები!
-გეყოფა მარიამ ჩემი დატუქსვა,დროა ვაჩე მოძებნო!-მეგობარს დაუბრიალა თვალები და მერე ისევ სანდროსკენ გააპარა მზერა,რომელიც ვიღაც მამაკაცს ესაუბრებოდა.
-არც კი შევუმჩნევივარ!
-აცადე ადამიანს მოსვლა? ორი წუთია რაც შემოვიდა და ათობით ადამიანი ეხვევა თავს!
-გაჩუმდი მარიამ,უკვე შენც ნერვებს მიშლი!-გვერდულად გახედა და ანიშნა,წადი შამპანიური კიდევ მოიტანეო.წითურიც დაყვა მის ნებას და სანამ ალაფუშეტის მაგიდას ეძებდა,ვიღაცა მთელი ძალით წვდა მკლავში და ერთ-ერთი ოთახისკენ წაათრია.
-იდიოტო რას აკეთებ,გამიშვი,თავხედიი,ვირიი!-გამწარებული წითური ყვიროდა და თან წინ მიმავალ ვაჩეს თავისუფალ ხელს ურტყავდა.მამაკაცმა ხელის ერთი კვრით უბიძგა და უცებ თავი ერთ-ერთ საძინებელში ამოყო.
-რას აკეთებ?-გაბრაზებული წითური ხელებგადაჯვარედინებული იდგა და ერთი თავით მაღალ მამაკაცს მტკიცედ უყურებდა,სანამ ვაჩეს მწველმა მზერამ მთელს სხეულში არ დაუარა და არ მოასკდა ემოციები-ვერ გიტან,გამატარე!-აშლილ გრძნობებს რომ არ გაეყიდათ,თავდაცვაზე გადავიდა ეგრევე.
-რაღაც ანერვიულებული მეჩვენები!-ირონიულად დასცქეროდა და თან ეღიმებოდა მარიამის ბავშვურ ქცევებზე.
-გამატარე!-წითური პოზიციას არ თმობდა,რადგან თვითონაც იცოდა,სხვა რამ რომ ეთქვა ან თავს გაყიდიდა ან სისულელეს იტყოდა.
-მომენატრე!-თბილად გაუღიმა ვაჩემ და თავისი ცისფერი თვალები მთელს სხეულზე აატარა,მერე კი მარიამისკენ წაიწია.
-არც გაბედო!-შეშინებულმა ქალმა ტუჩებზე აიფარა ხელები.
-ძალიანაც გინდა,მაგრამ კოცნას არ ვაპირებ!-ისევ ირონიული იყო მამაკაცის ხმა.
-ხო და გამატარე,შენთან არ მოვსულვარ!-მოღერებული მუშტი ძლიერად დაარტყა მკალვზე,მაგრამ მამაკაცს ძვრა ვერ უყო.
-აქ როგორ შემოხვედით?-ახლა ინტერესით უყურებდა და თან თვალს არ აშორებდა.
-ჩვენც გვაქვს ჩვენი ხერხები-კმაყოფილი სახით ახედა და ისედაც მოშიშვლებული მკერდი კიდევ წინ წამოსწია.
-მეც მაქვს ჩემი ხერხები-ვნებამორეული ხმით წარმოთქვა და ქალის რბილ,ფუმფულა ტუჩებს მთელი არსებით შეეხო.გახევებული მარიამი კი განძრევასაც ვერ ბედავდა,თავი სიზმარში ეგონა,საიდანაც გამოღვიძება არ სურდა.ვაჩე კი უფრო მომთხოვნი ხდებოდა,მონაცვლეობით ეხებოდა ხან ენით,ხან ტუჩით ქალის ბაგეებს და ორივე რაღაც უცნაური გრძნობით ივსებოდნენ.მერე მამაკაცი ნელა მოშორდა ქალის უძრავად მდგარ სხეულს და მწვანე,ჭაობისფერ თვალებს დააშტერდა,რომელიც მბზინავ სითხეს დაეფარა.მამაკაცის თვალებში მომენტალურად უიმედო,ცივმა მზერამ გაიარა,მაგრამ მხოლოდ წამიერად.
-შემეშვი!-ტირილამდე მისულმა ქალმა ძლივს წარმოთქვა და თვალები დაბლა დახარა.
-შემომხედე,თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი! მითხარი და გეფიცები ჩემს კაცობას,რომ არასდროს გაგეკარები!-წითური შეკრთა,შიშმა შეიპყრო,რომ ისევ დაკარგავდა.მაგრამ იმ ერთ თვესაც ვერ პატიობდა,ხომ დაპირდა თავად შეგეხმიანებიო,რატომ არ შეხმიანებია,რატომ აღარ მისულა მის სანახავად,რატომ არ ენატრებოდა ისე,როგორც მარიამს.
-შენ...შენ თვითონ წახვედი-ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს.
-შემომხედე!-ვაჩეს უხეში ხმა ექოდ გავრცელდა ოთახში და უნებურად მარიამიც დაემორჩილა-არ მიმიტოვებიხარ,ამას ვერასდროს გავაკეთებდი,ჩემს ძალებს აღემატება!
-აბა სად იყავი? რატომ არ დაინტერესდი ერთხელ მაინც რას ვაკეთებდი?
-რა სულელი ხარ-უნებურათ გაეღიმა მამაკაცს.
-მართალია, სულელი ვარ,აქ რომ ვდგავარ და გესაუბრები-ნაწყენი მზერით ახედა.
-მენატრებოდი,მაგრამ არ შემეძლო.მეგობარს ვჭირდებოდი და სანამ საჭიროება მოითხოვდა ვერ მივატოვებდი!
-იქნებ მეც მჭირდებოდი? ამაზე არც გიფიქრია ხომ?
-მხოლოდ ამაზე ფიქრი მაძლებინებდა და ასე რომ არ იყოს,ახლა,ამ წამს აქ არ იდგებოდი და ამდენსაც არ გეტყოდი-იმდენად გულწრფელი და იმედანად მზურნველი თვალებით უყურებდა,რომ წითურმა ვეღარ გაუძლო.ფეხის წვერებზე აიწია და ახლა თვითონ,თავისი სურვილით დაეწაფა მამაკაცის ტუჩებს.
მარიამი მთელი ეს დრო, ერთ ადგილზე მიყინული,უძრავად იდგა და როცა საშუალება ეძლეოდა სანდროს სხეულს შეპარვით აკვირდებოდა.მომენტს ელოდა,რომ მისულიყო მამაკცი კი მარტო არასდროს რჩებოდა.მთელი ეს დრო არც კი გაუხედავს ონიანისკენ,ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა,რომ სადღაც ათობით ადამიანში იდგა ქალი,რომელსაც მთელი არსებით უყვარდა.მერე არსაიდან ქალის ნაზი და დახვეწილი სხეული გამოჩნდა,რომელიც შავ ატლასის კაბაში გამოწყობილიყო და ისე ამაყად და ისე ნაზად უღიმოდა ყველას,რომ რიასაც გაუჭირდა მასზე მიშტერებული თვალების მოწყვეტა.მერე ქალის ხელი რომ სანდროს სხეულზე ატარებული დაინახა,თვალთ დაუბნელდა.თითქოს თავში რაღაც ჩასცხესო,ტელი სხეული გაეყინა.მამაკაცი ნაზად უღიმოდა შავებში გამოწყობილს და ყველას აცნობდა,მასზე უთითებდა.მერე თბილად შეეხო ქალის ღაწვებს და ნაზად მიიხუტა.
-ყველაფერი გასაგებია!-თავისთვის ლაპარაკობდა რია-აქ ზედმეტი მხოლოდ მე ვარ-ალკოჰოლ მორეულს თვალებზე ბლანტი სითხე გადაკვროდა და ახლა ერთადერთი რაც უნდოდა,სუფთა ჰაერი იყო.სწრაფად შეტრიალდა და გასასვლელისკენ დაიზრა მთელი სისწრაფით.
სახლის უკანა მხარეს შედარებით სიწყნარე იყო,ხალხი არ ირეოდა და არც სანდრო და ის ქალი უბინდავდა გონებას.ემოციებმა ტავისი ქნეს და სითხემ ჯებირებიდან იწყო დენა.ტიროდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა ამ წამს აქ რისთვის იყო,რა სურდა?! ყველა დალაგებული სიტყვა,რომელიც სანდროსთვის ჰქონდა მომზადებული,სადღაც გამქრალიყო და სიცარიელეს დაესადგურებინა.ბორდოსფერ კაბაში გამოწყობილი,სავი გრზელი თმით და ელვარე თვალებით ჰორიზონტ გაყურებდა და ჩუმად თავისთვის ტიროდა,სანამ უკნიდან შეხება არ იგრძნო.არ შემკრთალა,სანდროს სუნს ათას კაცში გამოარცევდა.მამაკაცს თავისი პიჯაკი მიეფარებინა და გვერდით ამოსდგომოდა ქალს.რიამ სწრაფად მოიშორა სხეულიდან მატერია და ძირს დააგდო.გაბრუნებას აპირებდა,როდესაც აბულაძის თლილი თითები მის წელს შეეხო და თავისკენ მიაბრუნა.
-როგორ იქცევი?
-როგორც იმსახურებ-გამოსცრა კბილებს შორის და მამაკაცის ხელი მოიშორა სხეულიდან.
-ლამაზი ხარ,ყველაზე ლამაზი!-ხმადაბლა საუბრობდა ვნებამორეული.
-ტრ*ქში გაირჭე ეგ კომპლიმენტები-ზიზღით გახედა მამაკაცას და ისევ ზურგია აქცია,მაგრამ ისევ დაიჭირეს.
-ვერ გამექცევი,სანამ არ მეტყვი რისთვის მოხვედი-სანდროს ხმა ზედმეტად თბილი და მზურნველი ეჩვენა რიას.
-შემამჩნიე?-სარკაზმით ახედა სმოკინგში გამოწყობილ სხეულს.
-რაც მოხვედი იმ წამიდან,ერთი სული მქონდა,რომ ცალკე დამემარტოხელებინე!
-შენ მეწყვილესთან უკეთესი იქნებოდა განმარტოვება!
-მორჩი ისტერიული ცოლივით ეჭვიანობას,ლენკა ლენკაა და თავისი ადგილი აქვს!
-მეზიზღები- სიძულვილით წამოიყვირა ქალმა და მთელი სისწრაფით დაიძრა გასასვლელისკენ,რის საშუალებასაც ქუსლები და ვიწრო კაბა აძლევდა.სანდროს ორი ნაბიჯის გადადგმაც არ დასჭირვებია ისე აიტაცა ხელში სხეული და დაცვის წევრს ანიშნა, მანქნა უკანა გასასვლელთან მომიყვანეთო.რიამ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო,ისე აღმოჩნდა სანდროს მანქანაში,რომელიც გზატკეცილზე მიქროდა.
-როდემდე უნდა იჯდე ასე გაბუტული?
-ნ*ბიჭვარი ხარ!
-მადლობა,მეც მიყვარხარ!-ირონიულად გადახედა ქალის უძრავად მყოფ სხეულს.მერე მანქანა იმ ადგილთან გაჩერდა,სადაც ბავშვობაში ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მამაკაციც სწრაფად გადავიდა მანქანიდან.რიამ ითმინა რამდენიც შეეძლო,ბოლოს ამოხეთქა და ისიც გადმოხტა მანქანიდან,მამაკაცისკენ დაიძრა,რომელიც ზურგით იდგა და იმ ხეს უყურებდა,რომელიც მათი შეხვედრების ერთადერთი მოწმე იყო.
-ყველაფერი ამ ხესთან დაიწყო და დამთავრდა-სანდრომ დაასწრო სიტყვის თქმა,ყოველთვის ასე იყო.პირველი ის საუბრობდა,პირველი ის გამოთქვამდა აზრს და რიაც მორჩილად უსმენდა ყოველთვის-აქ მიგატოვე,აქ გითხარი,რომ ჩემთვის უბრალო ბავშვური გასართობი იყავი,რომელიც მომებზრდა და გადაგდებას ვუპირებდი.თვალებში გიყურებდი და წარბიც არ შემიხრია, ისე უარგყავი.ისე წაგშალე ჩემი ცხორვებიდან, თითქოს არასდროს არსებობდი.შენ კიდევ დაიჯერე,რომ შენ სანდროს შეეძლო იმ ყველაფრის დავიწყება.დაიჯერე,რომ ყველაფერი რაც მანამდე შენთვის მითქვამს და გამიკეთებია,ტყუილი იყო.დაიჯერე,რომ ოდესმე მომბეზრდებოდი და მიგატოვებდი.მაშინ რატომ არ მკითხე,რატომ არ დამიძახე,ზურგი რომ გაქციე და წავედი.ერთხელ მაინც რომ დაგეძახა,ერთხელ მაინც რომ ხმა ამოგეღო,ვერ შევძლებდი ალბათ წასვლას.უკვე ოცი წლის ვხდებოდი,ჩემს დაბადების დღემდე ოთხი დღით ადრე დაგტოვე და წავედი.შენ კიდევ დაიჯერე,რომ ამას ვიზამდი.განა ასეთი უგულო ვიყავი? განა გრძნობები არ გამაჩნდა? შენთვის წავედი,შენი სიცოცხლის გამო დავთმე საკუთარი ბედნიერება-მამაკაცი ისევ ზურგით იდგა და აშოლტილ ხეს თვალს ვერ აშორებდა,მთვარის შუქზე შავ, ღამესავით ბნელ თვალებში სითხე კიაფობდა,რომელიც საზღაური იყო ყოველი იმ დღისა,როდესაც ნინას გარეშე იღვიძებდა და იძინებდა-შენთან შეხვედრამდე,ერთი კვირით ადრე მამაჩემი მოვიდა,შენი სურათები ცხვირწინ დამიყარა და მითხრა.ან შეეშვები ან გპირდები,ვეღარასდროს ნახავო.მაშინ პირველად შემეშინდა,პირველად ვიგრძენი საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში.ვიცოდი,რომ ლევანი გამკეთებელი იყო,საკუთარი თავის და ოჯახის რეპუტაციას არავის შეალახინებდა.მისთვის ერთი მაწანწალა,საცოდავი გოგო იყავი,რომელიც ჩემს ქონებას ეტრფოდა.თვალსაც არ დაახამხამებდა,ისე გასცემდა შენი მოკვლის ბრძანებას.უპატრონო ბავშვის ძებნას,რომელსაც პირადობაც კი არ ჰქონდა,არავინ დაიწყებდა ძებნას და ძიებას.ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი,ერთი პროცენტით მაინც რომ მქონოდა მამაჩემის იმედი,რომ არ გაგიმეტებდა,ვერ გაგიმეტებდა,ვიბრძოლებდი.ალბათ მკითხავ,რატომ არ გაიქეცი და მეც არ გამიყოლე თანო? განა არ ვიფიქრე? მთელი კვირა,სანამ შენამდე მოვიდოდი,მთელი კვირა ერთი წვეთიც არ მძინებია,გონებაში ყველა ვარიანტი გადახარშული მქონდა.საზღვარგარეთ ვერ წავიდოდით,შენ ძალიან პატარა იყავი,არანაირი საბუთი არ გქონდა,საქართველოში კი ადგილი არ არსებობდა სადაც ვერ მოგვაგნებდნენ და მერე ცხადად ვხედავდი,ჩემს თვალ წინ როგორ გკლავდნენ.ვერ შევძელი,ამის წარმოდგენისას სისხლი მეყინებოდა და მამაჩემი იმაზე მეტად მძულდა,ვიდრე შენს გამოჩენამდე.საკუთარი თავი კი მაშინ შევიზიზღე,როდესაც ის სიტყვები გითხარი,ჩემი ემოციები ესე ოსტატურად შევნიღბე და წარბშეუხრელად მოგახალე ის,რაც გულს მოგიკლავდა.მაპატიე,ყველა წარმოთქმული სიტყვა მაპატიე! მთელი დარჩენილი ცხოვება რომ დამჭირდეს ყოველ დღე გთხოვ პატიებას,სანამ შენს თვალებში ძველ სხივს არ დავინახავ.ის რომ არ მეთქვა,ის ყველაფერი რომ არ მეთქვა,ვიცოდი არ დამიჯერებდი,ვიცოდი ისევ მოხვიდოდი ჩემ კართან და ასე ვერ გაგიმეტებდი.ზედმეტად ძვირაფსი იყავი ჩემთვის,რომ ლევანისნაირი არაკაცის ხელში ჩამეგდო შენი თავი! ოდესმე მაპატიებს,ჩემი ნინა?-უკანასკნელი სიტყვები ისეთი ემოციით წარმოთქვა,რომ მუხლებზე დამხობილ,აქვითინებულ ქალს გული გაებზარა,დაესუსხა ისე,თითქოს ჭინჭარი მწარედ გადაეკრათ მისთვის.-ხომ მაპატიებ,ახლა თუ ვერა, ოდესმე ხომ მაპატიებ?-ქალისკენ შემობრუნებულიყო და ვედრებით შესცქეროდა სხეულს,რომელიც ახლა უფრო ეძვირფასებოდა,ახლა უფრო მეტად უყვარდა,ვიდრე მაშინ თვრამეტი წლის წინ.
რია გაუნძრევლად იჯდა მიწაზე,მუხლებდამხობილი და ყელში გაჩხერილი ბურთი ამოსუნთქვის საშულაებას არ აძლევდა,პირველად გაიაზრა,პირველად მიხვდა,რომ სანდროსაც სტკიოდა,სანდროს უფრო უტანჯია,სანდროს უფრო უწვალია ვიდრე მის სულს.განა მარტივია,საყვარელი ადამიანის გაშვება?! განა შეუძლია ადამიანის გულს ამდენის ატანა?! თურმე ყველაფერი შესძლებია! მთელი ცხოვრება სიძულვილში გაატარა,სიძულვილი ხო ბევრად მარტივია? გძულდეს ადამიანი,ვერ იტანდე,გეზიზღებოდეს,ეს მარტივია,ამ გრძნობით ცხოვრება ბევრად მარტივია.მხოლოდ ახლა გაიაზრა თუ როგორი უფერული ყოფილა თავისი ცრემლები,თავისი ტანჯვა სანდროს ტკივილთან შედარებით.მამაკაცი ონიანის ფეხებთან დამჯდარიყო და ქალის სხეულს ნაზად ეხებოდა,ისე სათუთად ეფერებოდა,თითქოს ეშინოდა ხელში ნაწილებად არ ჩატყდომოდა.
-შემომხედე,შემომხედე და მითხარი,რომ ოდესმე მაპატიებ!-რიამ ტირილისგან დასიებული თვალები შეანათა და ხმამაღლა ატირდა.საყვარელი მამაკაცის თვალებს უყურებდა და არაფერი ახსოვდა,არაფერი გარდა სანდროსი.
-მეე... მეე... მე მაპტიე,რომ მძულდი,რომ ვერ გიტანდი,რომ არცერთხელ დავეჭვებულვარ,არცერთხელ მიფიქრია,რომ ჩემი სანდრო ამას არ იზავდა! მაპატიე,რადგან მე დიდი ხანია გაპატიე!-სლუკუნით ძლივს აბავდა სათქმელს თავს.მერე მამაკაცის მონატრებულ ტუჩებს შეეხო და ისეთი სურვილით,ისეთი მონდომებით დაუკოცნა,რომ სანდროს შეაჟრჟოლა.მამაკაცმა სწრაფად მიიკრო ტანზე ნაზი სხეული,რომლის გულიც სწრაფად სცემდა.მარჯვენა ხელით კაბის ელვა გაუხსნა და ერთი ხელის მოსმით გააშიშვლა ქალის სხეული.
-საცვლებს არ ხმარობ?-ვნებამორეული უყურებდა დედიშობილა ქალის სხეულს.
-მხოლოდ შენთვის-ეშმაკურად შეხედა,ისე როგორც ბავშვობაში და პერანგი ოსტატურად გახადა მამაკაცს.ერთმანეთზე მიკრულნი ძირს, ბალახაზე იწვნენ,მთვარე კიდევ უფრო აკაშკაშებულიყო და მათი სიყვარულის შემსწრე,ისე მონდომებით ბრწყინავდა,როგორც არასდროს. რია მამაკაცის მკვრივ სხეულს ეფერებოდა,ისე ნაზად დაასრიალებდა ხელებს,რომ სანდრო აჩქარებულ სუნთქვას ვეღარ იმორჩილებდა.გახელებული მამამკაცი კცონით დაუყვა ჯერ ქალის ყელს,მერე ლავიწებს,ცალი ხელით მარცხენა მკერდი მოემწყვდია ხელებში და ნაზად უზელდა,ენას კი მკერდის მარჯვენა დვრილზე დაატრებდა და ქალის დახორკლილი სხეულით ბედნიერდებოდა.ნაზად უკოცნიდა თხელ და ათრთოლებულ მუცელს,რომელიც ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ნაზად ირხეოდა.მერე ბარძაყებზე იგრძნო ონიანმა მამაკაცის ცხელი ტუჩები და სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა,თანდათან მიიწევდა სასირცხვო ბაგეებისკენ და როდესაც მამაკაცის ცხელი ტუჩები იგრძნო,სხეული დაეჭიმა და შეკავებული კვნესა ჰაერში სწრაფად გაიფანტა.სანდრომაც აღარ დააყოვნა და ნაზი ბიძგით ქალის სხეული გაარღვია.რიას გონებაში,სულსა და სხეულში ერთდორულად შეიჭრა აბულაძე და ისე დაეპატრონა,ისე სასიამოვნოდო,ისე მგზნებარედ რომ მხოლოდ ყრუ კვნესის წამოყვირება შეძლო.ზენიტში მისული სხეულები რითმულად ირწეოდნენ და ეხებოდნენ ერთმანეთს,იმ წამს იმხელა სიყვარული,იმხელა ვნება ტრიალებდა ირგვლივ,რომ ამ მუხტს ბუნებაც გრძნობდა და თითქოს ყველაფერი უფრა მეტად კაშკაშებდა.ორი ერთმენთთან შერწყმული სხეული,აშოლტილი ხე და მბზინვარე მთვარე.

პ.ს. მაპატიეთ,ბოლო კურსზე ვარ,საბაკალავროს ვწერ და ვიცი,რომ ძალიან ვაგვიანებ თავებს... იმედია,ამ მსუყე თავის ხათრით შემინდობთ :დდ და ვეცდები,აღარ გალოდინოთ.. ველი თქვენს ემოციებს.[left][/left]



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი იყო.წარმატებები და იმედია აღსრ დააგვიანებ და მალე დადებ შემდეგ თავს

 


ძალიან კარგია და გთხოვ ასე აღარ დაიგვიანო რაა

 


№3  offline წევრი დარინა

რაც არ უნდა მეტი სანდრო და ნინა იყვნენ მე მაინც არ მყოფნის საოცრად მომწონს ეს წყვილი და ემოციების გარეშე ვერ ვკითხულობ მათ თითოეულ მომენტს, კიდევ მეტი და მეტი მინდა მათი ტკბილი მომენტებიი, იმედია ამის შემდეგ სანდრო მაინც შეძლებს საყვარელი ქალის დაცვას და მასზე უარს აღარ იტყვის, ის ლენკა თუ ვინ ჯანდაბაა საერთოდ არ მომეწონა, ნუღა მიეჭვიანებ ნინას ისედაც ბევრი გადაიტანა, მე უფრო ეჭვიანი და გაგიჟებული სანდროს დანახვა მინდა ღირსია, აი ვაჩეს და მარიამის წყვილზე ვგიჟდები როგორი საყვარლები არიან.

 


№4  offline წევრი Ioana

mia miako 15
ძალიან კარგი იყო.წარმატებები და იმედია აღსრ დააგვიანებ და მალე დადებ შემდეგ თავს

მადლობა დიდი,რომ მიტანთ და კითხულობთ ❤️❤️


სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან კარგია და გთხოვ ასე აღარ დაიგვიანო რაა

მადლობა დიდი და მაქსიმალურად ვეცდები ❤️


დარინა
რაც არ უნდა მეტი სანდრო და ნინა იყვნენ მე მაინც არ მყოფნის საოცრად მომწონს ეს წყვილი და ემოციების გარეშე ვერ ვკითხულობ მათ თითოეულ მომენტს, კიდევ მეტი და მეტი მინდა მათი ტკბილი მომენტებიი, იმედია ამის შემდეგ სანდრო მაინც შეძლებს საყვარელი ქალის დაცვას და მასზე უარს აღარ იტყვის, ის ლენკა თუ ვინ ჯანდაბაა საერთოდ არ მომეწონა, ნუღა მიეჭვიანებ ნინას ისედაც ბევრი გადაიტანა, მე უფრო ეჭვიანი და გაგიჟებული სანდროს დანახვა მინდა ღირსია, აი ვაჩეს და მარიამის წყვილზე ვგიჟდები როგორი საყვარლები არიან.


მადლობა დიდი,ვეცდები,როგორც ერთგული მკითხველის,მოლოდინები გაგიმართლო ❤️❤️ ამათ ტანჯვას ბოლოს მოვუღებ :დდ

 


№5 სტუმარი სტუმარი დარინა

იმედია დაუსრულებელს არ დატოვებ ამ ისტორიას მე ძალიან მიყვარს თითოეული პერსონაჟი.

 


№6  offline წევრი ჭირვეული

საბაკალავრო ნამუშევარი, იმედია, წარმატებით დაასრულეთ, სამაგისტროსაც რომ მოილევთ, ეგებ, ისტორიის გაგრძელებაზეც გეფიქრათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent