პატარძალი 《6》
საღამოს დაბრუნდა სახლში . თარაში ბიჭებთან ერთად იყო . ყველას მიესალმა და მათ გვერდით დაჯდა . მალე გოგონებიც ესტუმრნენ და წინა დღის სასმელის დოზა გააორმაგეს _ხვალ ვერსად წავალთ ჩვენ... მე დილით ვერ გავიღვიძებ _ ლიკუნა ბუტბუტებდა, ნიას მხარზე ედო თავი და თვალები დახუჭული ჰქონდა _სად მიდიხართ ლიკუნ? _ მიშომ ლოყაზე უჩქმიტა და გაიცინა _ ასე უცებ რომ თვრები არ შეიძლება ტო _ზღვაზე მივდივართ . თუმცა ვერ მივდივართ . დილით ადგომის და მერე საჭესთან ჯდომის ძალა ნამდვილად არ მექნება _ჯავშანს გავაუქმებ ხვალ _აუ ტოო არ გრცხვენიათ? ლევიკო აქ გყავართ აჭარის შვილი და სასტუმროში მიდიხართ? ჩემი სახლი გამოკეტილია მარტოდ მარტო ...ჩემებმა ბორჯომში წაიყვანეს ბავშვები და იქ სექტემბრამდე არავინ იქნება _ბავშვები გყავს ლეო? _ღმერთმა დამიფაროს... ფუი ეშმაკს . მე კი არა ჩემს ძმას ჰყავს ერთი კი არა სამი ... იმათ რომ ვუყურებ ბავშვის დანახვაც აღარ მინდება _აუ არადა რა ჯიგარი ბავშვები არიან ის მესამე ხუჭუჭა ვაფშე სასწაულია ტო _მოკლედ ჩემი სახლის მისამართს და გასაღებს მოგცემთ . რამდენ ხანსაც გინდათ დარჩით ოღონდ ბიჭები არ აყაროთ და მეზობლები არ გადამირიოთ _აუ არაა სჯობს სასტუმროში წავიდეთ ... არ შეგაწუხებთ . უხერხულია _მე და ანიკოც წამოვალთ ... არ ელოდა , საერთოდ გვიან გაიაზრა რაზე საუბრობდნენ ფიქრებით სულ სხვაგან იყო . ორი დღის შემდეგ ზღვის სანაპიროს მიუყვებოდა მაშინ როდესაც მგზავრობისგან გადაღლილები საძინებლებს აფარებდნენ თავს. ზღვაზე დასვენების ფუფუნება არ ჰქონია არასდროს და პირველად ხედავდა ამ თვალუწვდენელ სივრცეს. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, პატარა ბავშვსაც კი ჰგავდა რაღაც ახლის დანახვისას. ყველაზე მყუდრო ადგილი იპოვნა , ქვებზე დაჯდა და ისე უყურებდა ტალღებს _ძლივს გიპოვნე ... ასე სახლის დატოვება თანაც უცხო ქალაქში არ შეიძლება _ორიენტირების უნარი კარგად მაქვს განვითარებული...სხვა დროს არ ინერვიულო ხოლმე _ცხელა _ჩქარა იარე როგორც სჩანს _მარტო ყოფნა გინდოდა და მე ხელი შეგიშალე...წავალ გავცურავ მაინც _ხელს არ მიშლი , მაგრამ ცურვასაც ვერ დაგიშლი _წამოხვალ? _არ ვიცი რამდენად შევძლებ...ცურვა გიორგიმ მასწავლა სოფლის მდინარეზე რამდენიმე წლის წინათ და დიდი ნიჭით არ გამოვირჩეოდი _აუცილებლად უნდა ვცადოთ _არა , გთხოვ ... დღეს არა _ანიკო ცუდ ხასიათზე ხარ? _არა ... _რაღაც ხდება , იქნებ გეწყინა შენთვის რომ არ მიკითხავს და სულ არ გინდოდა ხალხმრავლობაში დასვენება _არა , პირიქით გამიხარდა _აბა ? _არაფერი მჭირს...უბრალოდ მგზავრობამ დამღალა _გინდა აჭარულ ხაჭაპურზე დაგპატიჟებ _ნწ , არ მინდა _ქვემოდან უყურებდა და მერე გაეღიმა_ ზღვა გიყვარს ხომ? აქ სხვანაირად გიბრწყინავს თვალები _დიდი ხანია ბიჭებთან ერთად არსად ვყოფილვარ . მგონი შენ კი არ გახალისებ საკუთარ თავს ვირთობ _ეგ უფრო კარგია ... ზოგჯერ საკუთარი თავის გაბედნიერებით უფრო ბევრ ადამიანს ვაბედნიერებთ . მიდი ერთი ვნახო როგორ ცურავ _ანუ გინდა რომ მიყურო როგორ მივაპობ ტალღებს? _დიახ , სურვილით ვიწვი _ფრთხილად იყავი მართლა არ დაიწვა ერთ დღეს _ თითი დაუქნია მერე მაისური გაიხადა და ზაღვისკენ გაიქცა. ღრმად რომ შევიდა შემდეგ გადაეშვა და ნამდვილად არ იყო ცუდი სანახავი ტალღებს შორის მისი განიერი მხრების დანახვა. როგორ ამოძრავებდა მკლავებს წყალში და მერე როგორ ჩაყვინთა თანაც იმდენ ხანს რომ ანამ ვეღარ დაინახა და ინსტიქტურად ფეხზეც კი წამოდგა . მერე როგორც იქნა შენიშნა როგორ ამოვიდა წყლიდან დემონსტრაციულად და სანაპიროზე ამოსული სანამ შორტს ისწორებდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა ვიღაც ნაცნობი გოგონაც გადაეყარა ანამ სიცილი ვერ შეიკავა, ისევ დაჯდა და უყურებდა როგორ ესაუბრებოდა ვიღაც ნახევრად შიშველ ლამაზმანს წარბშეკრული თარაში. მთის კაცს ამსგავსებდა იმ დროს, მაგრამ გოგოს უცებ რომ გაუღიმა და წელზე ხელი შეახო ანას გამომეტყველება შეეცვალა. რაღაც მომენტში მიხვდა მის ეჭვიანობას რომ ცდილობდა , მისი კეტები და მაისური აიღო . ჩანთაში ჩაყარა , სათვალე მოირგო და ისე გაქრა იქედან ჟორდანიამ თვალიც ვერ მოჰკრა. ღიმილიანი მზერით რომ გახედა და ვეღარ დაინახა გოგო წამსვე მიატოვა და იქეთ გაიქცა სადაც ანა ეგულებოდა. ყველგან მიმოიხედა, მაგრამ არსად იყო. არც ანა და არც ფეხსაცმელი. კარგი უმაისურობას გადაიტანდა მაგრამ ფეხსაცმელი? ფეხები დაეწვა და მალე ხტუნავდა კი არ დადიოდა. _ნახე რა გიყო რომ გიპოვნი... გაიძვრა გოგო . დასვენებას ჯოჯოხეთად გიქცევ. ომი გადაწვიტე ხომ? მე შენ გიჩვენებ ....სახლამდე მივიდე და _ვის ემუქრევით ზევსო? _ გვერდით დაუდგა და მასთან ერთად განაგრძო სვლა _დამიბრუნე _რაიმე მაქვს თქვენი და არ ვიცი? _ანა დამიბრუნე დამეწვა ფეხები _ნაცნობს რომ ესაუბრებოდი ალბათ მაშინ მოგპარეს...საბრალოვ _ანაა ეჭვიანობის დრო არ არის ახლა ...დამეწვა ფეხები _რა საყვარელი ხარ რომ გგონია შენზე ვიეჭვიანე . ქალები არ ვეჭვიანობთ უბრალოდ არ გვინდა სხვა ქალებმა იფიქრონ რომ ჩვენ ქმრებს ვერ ვუვლით _ფეხსაცმელები დაუყარა, მაი მხარზე გადააფინა და წინ წავიდა. თარაში დაეწია , მკლავში წვდა და თავისკენ შეაბრუნა _სასჯელი ცელქობისთვის _ ტუჩებზე წაეტანა _ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მომწონს _მე კი უფრო და უფრო ვერ ვიგებ რა შეიძლება მოგწონდეს ...ჩვეულებრივი კოცნაა . რა მნიშვნელობა აქვს ლოყაზე მაკოცებ, ყელში თუ ტუჩებზე და დამიწითლებ ისედაც წითელ ტუჩებს _სერიოზულად ამბობ თუ მეღადავები პატარა ხარ, მაგრამ გარდატეხის ასაკიც არ გაგივლია? შენი ასაკი ხომ არ მომატყუეს _გეყოფა ! _ანუ რას ამბობ რომ ჩემი კოცნა ემოციებს ვერ აღგიძრავს და ვერაფერს გრძნობ კოცნის დროს? _არ ვარ რომანტიკოსი და მუცელში პეპლებს არ ველი. ვნებაც ვერ მიპყრობს რატომღაც ... ალბათ ჯერ შენ უნდა დაგიპყროს და მერე ცოტა მეც გადმომედება . არ მინდა ამ ამბავზე ფიქრი _საოცარი ვინმე ხარ...ერთ დღეს გამაგიჟებ! _მე ? რას ვამბობ ასეთს. შენ რამდენჯერაც ვინმეს კოცნი იმდენჯერ გული გიჩერდება? უნდა გიყვარდეს კოცნა რომ გონებას გირევდეს. ისე არ აქვს არაფერს მნიშვნელობა _რაღაც სიმართლის მარცვალი მანდაც არის ...როცა საყვარელ ქალს კოცნი სულ სხვაა და როდესაც უბრალოდ ქალს სხვა , მაგრამ უემოციო კოცნა არასდროს მქონია . პირველიც კი მიუხდდავად იმისა რომ იმას კოცნაც არ ერქვა _ახლა შენს კოცნებზე და შემდეგ ს*ქსზე უნდა ვისაუბროთ? _არ ვაპირებდი , მაგრამ თუ მოგინდება პრობლემა არ მაქვს. არ ვარ კომპლექსიანი. ყველა თემაზე შემიძლია გესაუბრო _კარგი, მაშინ მეც მოგიყვები პირველი ს*ქსის ემოციებს _ სახლში შესვლამდე ჩურჩულით უთხრა და შემდეგ სამზარეულოსკენ წავიდა. მაცივრიდან წვენი გამოიღო, ჭიქა გაავსო და სულმოუთქმელად დალია. შემდეგ რომ შებრუნდა თარაში დახვდა წინ ასვეტილი _გაიწიე...ბოთლი დავდო უნდა _რა თქვი წეხან? _რა ვთქვი...ძალიან ცხელა აქ. უნდა გავჩერდე და სხეულის ტემპერატურა დავირეგულირო . ვიბანავებ სჯობს და შემდეგ დავწვები. საღამომდე გამოვიძინებ _მოიცადე....სად მაინც დაუსხლტა მშვიდად შეასრულა გეგმა და ისე დაიძინა თარაშს მოსვენება დაუკარგა. საღამოს მთელი სახლი ახმაურდა . ყველა ოთახოდან ისმოდა საუბრის ხმა და ბოლოს დერეფნიდან. ოთახიდან არ გასულა სამაგიეროდ გოგონები დაადგნენ _დიასახლისო არ გვავახშმებო ? ბიჭებმა _რესტორანში წადით_თქო ვერ უთხარით? _ვუთხარით მაგრამ კლუბში წასვლა სჯობსო რაღაც კარგი ადგილი ვიცითო და ცოტა ვჭამოთ წასვლამდეო. ჯერ რესტორანი მერე კლუბი რა პონტიაო და მართალიცაა... _წამო რაა...მოგვეხმარე შენც და მერე გავიდეთ . გავერთოთ ბიჭები ეზოში იყვნენ გამაგრებულები . რომ ივახშმეს შემდეგ ერთ საათიანი მომზადება დაიწყეს გოგონებმა. ანა ისე გაერთო მათი შემყურე რომ განწყობაც აუმაღლდა და დაღლილობაც დაავიწყდა. ბოლოს გოგონებს მიჰყვებოდა გვერდით და ბიჭების შეძახილებზე იცინოდა. ბოლოს ხმამაღლა კისკისებდა და წარბშეკრულ თარაშს უყურებდა _რაო მეუღლევ _ასეთი გამომწვევიც არ უნდა იყო. ბეჭდიანი ხელი სახესთან ახლოს გქონდეს ყველამ რომ დაინახოს ან მკერდთან ...მანდ უფრო შეგხედავენ _ეჭვიანი ქმრის ტყავში გადადიხარ ძვირფასო? _უფრო ხისთავიანის და ვერ ვერევი ... ეს შარვალი შენს საჯდომს ნეტავ იცოდე რას უშვება _რას უშვება... რამე სჭირს? _ უკან მიიხედა თითქოს საჯდომს აკვირდებოდა _გეყოფა _ ხელი შიშველ წელზე მოხვია და მხარზე აკოცა _ გეყოფა ჩემს ნერვებზე დაკვრა _ეს ღილი შეიკარი... არ მომწონს ასე მკერდმოღეღილი რომ დადიან ნარკობარონებივით...ოქროს ცეპი გინდა და ეგაა _ პერანგის ღილი შეუკრა და მერე ლოყაზე აკოცა _მე არაფერზე ვუკრავ, სმენა არ მაქვს *^*^* დილით თავის ტკივილმა გააღვიძა. თარაშს მის მკერდზე ედო თავი , ღრმად სუნთქავდა და ისე იყო შემოხვეული მთელს სხეულზე მისი მკლავებიდან თავის დახსნა გაუჭირდებოდა. თავზე დაიდო ხელი და თვალები დახუჭა. მერე როგორღაც საწოლიდან ადგა , ხალათი ჩაიცვა და გარეთ გავიდა. იმ დროს ყველას უნდა სძინებოდა, მინერალური უნდოდა ან რაიმე გაზიანი. პირი უშრებოდა და თავიც საშინლად სტკიოდა. თმები მაღლა შეიკრა და ის იყო სამზარეულოში შეაბიჯა კახი რომ დაინახა. მაგიდასთან იდგა და ყავის ფინჯანში კოვზს ამოძრავებდა. მზერა რომ გაუსწორა ბიჭმა წამით შედგა . შემდეგ მშვიდად განაგრძო გზა _გამარჯობა კახი... როდის ჩამოხვედი? ამდენ ხანს მეძინა? _უკვე 12 საათია...გოგონები გავიდნენ. მე და საბა ჩამოვედით ამ დილით , ადრე _სანამ ანამ მაცივრიდან ბოთლი გამოიღო და ჭიქა გაავსო მანამ თქვა _ თაფლობის თვეს მეგობრებთან ერთად ატარებთ? _ყავა მოსვა და ანამ ისევ რომ შეხედა ჩაიცინა _მთელი თვე ერთად ვიყავით და კიდევ მარტოს მოგვიწევს ყოფნა ასე რომ დროს ვიყენებთ ... წუხელ ვერ დავიძინე და ნუ მიწყენ უნდა დაგტოვო _ კიდევ ერთი ბოთლი მინერალური აიღო და წავიდა. ოთახში შესვლისთანავე კარს მიეყრდნო და ხალათი მოიშორა. ისე დაიძაბა თითქოს ცეცხლზე იჯდა და წვავდნენ. თარაშს ისევ ეძინა , მის გვერდით ვერ დაწვებოდი ისე იყო გაშხლართული. ცივი ბოთლი ბეჭზე დაადო და ისიც შეირხა _გეყოფა ცელქობა _გაიწიე _ცუდი გოგო ხარ _ ხელი მოხვია და მკლავის ქვეშ მოიქცია. მერე წამოიწია და ზემოდან დააჩერდა _ როგორ გრძნობ თავს ? _საშინლად... პირველი მასშტაბური ბახუსის დროს სამზარეულოში კახი დამხვდა ან მომეჩვენა _კახი? _დიახ... დალევ? შენთვისაა , მაგრამ მეც არ ვიტყოდი უარს _ ბოთლი მიაჩეჩა და მერე თავზე დაიდო ხელები _აი რატომ არ ვსვამ ბევრს , რა სიამოვნება იყო ასეთი _შენ საერთოდ სიამოვნების აზრზე არ ხარ _სხვანაირი შეხედულება მაქვს და ახლა რა გავაკეთო აქ კიდევ ვიღაც ჩამოვიდა. საბაო მგონი , აღარ მახსოვს ეგ რომელია _ქერა , საშუალო სიმაღლის . პატარა აპრეხილი ცხვირით . ქორწილში უთხარი მგონი რა ლამაზი ცხვირი გაქვსო გადარიე ბიჭი _გამახსენდა და მან იცის რომ მომიტაცეს და არ მიყვარხარ თუ უნდა ვითამაშოთ _არ ითამაშო ... აღარასდროს _თუ მხოლოდ ლიზასთან და ანდროსთან _ეგ სახელები აღარასდროს ახსენო ჩემთან _ უცებ იფეთქა და ყელშე მოუჭირა თითები _ ნერვებს ნუ მომიშლი _ ხელი რომ გაუშვა იმ ადგილას აკოცა წამის წინ თითებს რომ უჭერდა , მერე მკერდზე გადავიდა . ცხვირის წვერი კანზე შეახო და სურნელი შეიგრძნო _ აი რა არის სიამოვნება ... თავი რომ გისკდება და სულ ერთი შეხებით გავიწყდება ყველა სხვა ტკივილიც _ და რა გგონია მუქარის შემდეგ მოფერების საშუალებას მოგცემ და სიამოვნებას მოგანიჭებ? _იცი მე შენი კანონიერი ქმარი ვარ და წარმოუდგენლად ბევრი უფლება მაქვს _მე შენი ცოლი ვარ და წარმოუდგენლად ბევრი ინფორმაციის მიღების უფლება მაქვს და საჭიროებაც მოითხოვს შემდეგ გაურკვევლობა რომ არ მოხდეს_ თმაში შეუცურა თითები თავი ააწევინა და ნიკაპზეც მოუჭირა _ ყველაფერს რომ მომიყვები მერე შეიძლება გაკოცნინო კიდეც _მე რომ სხვისი კოცნაც შემიძლია და სულერთია ჩემთვის ეგ იცი თუ ახლა უნდა გაიაზრო _როგორც გინდა ისე მოიქეცი . მერე სხვებთან მოგიხდება ყოველთვის წასვლა მე თითსაც ვერ დამაკარებ და ვინ იცის იქნებ მეც გიღალატო მარტოსულობით გატანჯულმა _ საწოლიდან წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. _როგორ მიწვევ ასეთი საუბრით ხომ ვერ წარმოიდგენ _მე სანაპიროზე გავალ...გოგონებს ვიპოვნი . დილიდან კარგ ხასიათზე ვარ და თავის ტკივილიც გამიქრეს იქნებ _ასე მოგიხდა დილით კახის ხილვა? _მე პენუარით ის ყავის ჭიქით ხელში...კი , ალბათ იყო ამაში რაღაც ამაღელვებელი _ კართან იდგა და ისე საუბრობდა. შემდეგ ტუჩზე იკბინა და სიცილით დატოვა თვალებანთებულო ჟორდანია. დერეფანში მიდიოდა. ბიჭები ბოლოში იდგნენ აშკარად გასვლას აპირებდნენ. ხელი აუწია , გაუღიმა და მერე კივილი წასკდა თარაში რომ მივარდა თავისკენ შეაბრუნა და ტუჩებზე დააცხრა . თვალებგაფართოებული იდგა ხელები მის მხრებზე ჰქონდა მოხვეული _დაუმშვიდობებლად წასვლა არ შეიძლება პატარავ_ტუჩებზე თითები გადაატარა და მერე ისევ აკოცა_ ყოველ გაწყვეტილ ნერვს ასე აღვიდგენ ... _შენ ... _უი ბიჭებიც აქ ყოფილან. თქვენც გადიხართ ტო? _ჩვენ კი და მგონი სწრაფად წავიდეთ სჯობს ... _არაა, თარაშმა უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახა და ბავშვივით სჭირდება დამშვიდება ... მეც მოვდივარ . ნიას მივწერე და ვიცი სადაც არიან _ ზურგი აქცია ჟორდანიას და ბიჭებისკენ დაიძრა _ საბა როგორ ხარ? _არაჩვეულებრივად, შენც კარგად ხარ როგორც ვხედავ _ გაიცინა ქერამ და ლოყაზე აკოცა რუჯს იღებდა და გოგონებს უსმენდა უცებ რომ დაიფანტნენ და შიშველ ზურგზე თითების შეხება იგრძნო. მკლავში რომ წვდა და გადაუტრიალა თარაში შერჩა ხელში _სერიოზულად? რა არის კარატისტი ცოლი მყავს? _ერთგული უფრო... მე რა ვიცოდი ვინ იყო. ზურგზეც ხომ არ მექნება თვალები... გადაგივლის ეგეთი ძალაც არ მაქვს _ ისევ დადო თავი ხელებზე და თვალები დახუჭა _დაიწვები ... წამომყევი_ზურგზე გახსნილი თასმები შეუკრა და მერე სათვალეც მოაშორა _ ცურვას გასწავლი _არ დავიწვები ...გაიარ გამოიარე იპოვნი კიდევ ვინმე ნაცნობს. ვჭორაობდით გოგონები სად გააქციე? _ცურავენ ბიჭებთან ერთად...ხმა არ გესმის? შესანიშნავად ერთობიან შენ კი სულ შავი ხარ _არ მოგწონს ჩემი ფერი? _ როგორც იქნა გადაბრუნდა და ისე დაჯდა რომ ძალიან ახლოს იყო _ნუ მიწვევ ! _რომ დავიხრჩო მერე რას გააკეთებ... _მეც გამოგყვები... მეორედ ამ წამების გამოვლა არ შემიძლია სად ვეძებო ახლა ახალი საცოლე ჟორდანიების მოსაწონი ქალი ...ამირანიც ცოდოა _საზიზღარო ! _ სიცილი ვერ შეიკავა და როგორც იქნა გაჰყვა _არ შეგეშინდეს...შორს არ შეგიყვან . ძალიან მოგეწონება , ცურვა დიდი განტვირთვაა დამიჯერე _შენ რაც მოგწონს მე ის არაფერს მაგრძნობინებს ხოლმე _ჯირითი შენც მოგწონს ... ცურვაც მოგეწონება დამიჯერე _ წინ წავიდა . ზღვაში იყვნენ უკვე. ანა ნელა მიდიოდა , წყალი სულ უფრო და უფრო მეტად ფარავდა მის გარუჯულ სხეულს .თითებითაც ეხებოდა და შემდეგ მთლიანად დაიფარა წყლით. ნელა ცურავდა უფრო ტივტივებდა და წყალს ეჩვეოდა. ტალღებს მიჰყვებოდა და აშკარად მოსწონდა. თარაშიც იქვე , მასთან ახლოს დაცურავდა _გრძნობთ სიამოვნების ნაპერწკალს თუ ვერ _მზე ასე რომ არ ანათებდეს სამუდამოდ აქ დავრჩებოდი _მაგრამ ეგ ცურვა არ არის...სუნთქვის შეკვრამდე, კუნთების ატკიებამდე რომ ამოძრავებ ხელ_ფეხს აი ეგაა ყველაზე მაგარი შეგრძნება . ზოგჯერ გგონია რომ ამ უსასრულობის საზღვარს პოულობ _შენი ემოციები საოცარი რამეა ქმარო ჩემო_ მკლავები მოხვია და ისე დაეყრდნო_ მე ამდენი ძალა არ მაქვს...როგორ უნდა მოდუნდე თუ მოვდუნდები ჩავიძირები და ზღვის ფსკერზე ბინის დადება ნამდვილად არ მსურს _აშკარად არ ხარ შეჩვეული _ გაუღიმა და ყელში აკოცა _ გინდა დავბრუნდეთ? შენ ისევ არ გაგიარა თავის ტკივილმა _ხო ოღონდ არ ვიცი აქედან ნაპირამდე როგორ მივალ... მგონია რომ ფეხები დამისივდა და ვეღარ ვამოძრავებ _თავი მის მხარზე ედო. ქვემოდან უყურებდა და ბუტბუტებდა _ასე უცებ როგორ დაიღალე ... ხელი არ გამიშვა და მე გაგიყვან . ეგ არაა პრობლემა , მაგრამ ზღვა აშკარად ვერ მოქმედებს შენზე კარგად როგორც კი ფეხის დადგმა შეძლო მაშინვე გაიქცა და მერე ნაპირზე დავარდა. ტალღები ფეხებს უფარავდა ,თარაში მის გვერდით დაეშვა და ზემოდან დახედა _აბა? _სახლში მინდა , მშია და იმათ ენერგია როგორ არ ეცლებათ. შეხედე როგორ დარბიან პატარა ბავშვებივით _ლიკუნაზე და ნიაზე ანიშნა. მართა ისევ წყალში იყო. მიშო გოგოებს ვიდეოს უღებდა და ხარხარებდა. საბა და კახი შეზლონგებზე იწვნენ და წვენს მიირთმევდნენ. ლევანი ვიღაც გოგონებს ესაუბრებოდა , მოკლედ ერთობოდნენ *^*^*^* საღამოს სუფრა ეზოში გაშალეს, საბა და სანდრო რაღაც სიმღერას მღეროდნენ ლევიკოს გიტარაზე უკრავდნენ რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოაჩნდა სახლში. ბიჭები დასცინოდნენ შენთან გიტარას რა უნდოდაო. ძირითადად ქართულად მღეროდნენ თუმცა გოგონებიც აიყოლიეს. ანამ ბოლო კერძი დაამატა სუფრას და თარაშის გვერდოთ დაჯდა _შენ რატომ არ მღერი ? _არც მაგდენი დამილევია _ გაიცინა და ღვინის ჭიქა მიაწოდა _ არ დალევ? _მე აღარ ვსვამ , მორჩა _პირველად მე დაგათვრე არა? საინტერესოა ... ხედავ ? ხომ ბევრი იცი და გინახავს , მაგრამ ჩემთან უფრო მეტს გაიგებ _და კარგს არაფერს მასწავლი? _ცუდი რა გასწავლე _ მის ყურთან ლაპარაკობდა სანამ ანა დანარჩენებს უყურებდა და იცინოდა _გინდა დავლიო , მოვწიო, ცუდი გოგო გავხდე და შენს ნებაზე გაერთო ხომ? _მისკენ გაიხედა და გაუღიმა _ არ გამოვა ეგ ამბავი , კარგი გამოცდილება მაქვს _არც მიფიქრია რომ ცუდი გოგო გაგხადო. ჭიქა ღვინო ვახშამს ძალიან უხდება _მე ისეც მშვენივრად ვვახშმობ ... შეწყვიტე ჩემი სხვასთან მიმსგავსება _ უთხრა და შემდეგ გოგონებთან ერთად ცეკვა დაიწყო აწ უკვე ლეპტოპიდან გაჟღერებულ მელოდიაზე . თარაში კი ისევ იჯდა და უყურებდა. ყოველთვის იმას ეუბნებოდა რასაც თავად ვერ იაზრებდა ხოლმე და წამით თიშავდა საერთოდ _ხომ გითხარი _ კახი მიუჯდა, სიგარეტს ეწეოდა და კვამლი გამოუშვა . მაღლა იყურებოდა , ცისკენ _რა მითხარი კახუნა?_ გამოფხიზლდა, გამშრალი პირი ღვინით დაისველა _მისი შეყვარება მარტივი იქნება_თქო _მეც გითხარი სიყვარული სხვაა_თქო. შენ არ იცი ... ვერ გაიგებ , იმედია ოდესმე მიხვდები და შენი სიყვარულის ისტორია ბედნიერი იქნება დასაწყისიდან დასასრულამდე _ეს შენ არ იცი რა არის ნამდვილი სიყვარული... _და რა არის , რა გგონია _როცა არ უნდა გიყვარდეს და მაინც გიყვარდება ეგ არის _შენც ეგრე დაგევასა ? რომ არ უნდა მოგწონებოდა და მაინც მოგინდა _ ჩაიცინა და ჭიქა მაგიდაზე დადგა. კახის მზერაც შეეცვალა და გამომეტყველებაც _არ მომწონს ასე რომ ლაპარაკობ ხომ იცი _დიდი ხანია ასეთი ვარ...იმას ვამბობ და ვაკეთებ რაც მინდა. მიპასუხე რა გიტყდება მერე რა რომ ჩემი ცოლია _არც კი იცი რას ამბობ _მშვენივრად ვიცოდი და ახლა უკეთ ვიცი... გამორიცხულია იცნობდე, ხედავდე და არ გინდოდეს ისეთია . შენ ? შენ საერთოდ გიჟდებოდი ალბათ და ახლაც რომ უყურებ სუნთქვა გეკვრის ხომ?_ახლოს მიიწია , ირონიული ღიმილით უყურებდა და მერე ანას გახედა რაღაც ცეცხლოვან ესპანურ მელოდიას რომ აყოლებდა სხეულს . მისი მოკლე კაბის ბოლოები სულ უფრო მაღლა იწეოდა , ყვავილებიანი ნაჭერი თითქოს თეძოებზე ასკდებოდა, შიშველ მკერდს ისე შემოხვეოდა და უჭერდა მოგინდებოდა ნაფლეთებად გექცია და გაგეშიშვლებინა მისი ხორბილსფერი კანი _თარაშ ნუ ცდილობ ჩემს გამოწვევას ...ხომ იცი ასე მარტივად ვერ წამომიკიდებ . მე და შენ ადრეც განვსხვავდებოდით და ახლა ხომ საერთოდ. ეს შენ უყურებ ეგრე ყველა ქალს რომელიც სულ მცირე ინტერესს მაინც იჩენს შენს მიმართ _და ის იჩენდა ინტერესს? ანუ თქვენს ტრაგიკულ ისტორიაში ბოროტი მესამე მე ვარ ტო? _გეყოფა ! _მე კი არა თქვენ გეყოფათ, ყველას ! დავიღალე უკვე , ყელში ამომივიდა ეს დედა მოტყ*ული ერთი ქალი არ დადის ქვეყანაზე მხოლოდ ჩემი რომ იყოს და სხვა არავისი? _ მაგიდაზე ისე დაახეთქა ჭიქა ძირს გადმოვარდა და დაიმსხვრა კიდეც. მერე წამოდგა და სკამსაც ფეხი ჰკრა _ნუ სულელობ , ასე შეაშინებ ყველას _ვის შევაშინებ... იმას ჩემი კი არა თვით ეშმაკისაც არ შეეშინდება _ნუ მოიქცევი გიჟი ლოთივით და ნუ შეირცხვენ თავს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაინახე და შეირგე ის რაც გაქვს . გაქვს თითის გატოკების გარეშე და ერთხელ მაინც იფიქრე რა შეგიძლია შენ , რა შეუძლია მას და რას შეძლებთ ერთად. გეყოფა ერთი დღით ცხოვრება და მეორე დღეს ისე გაღვიძება თითქოს არაფერი მიგიქარავს. ახლა სისულელეს თუ ჩაიდენ ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება _თქვა დიდმა კახიმ რომელსაც სულ ერთი ნაბიჯი სჭირდებოდა ჩემი ქალის ხელში ჩასაგდებად და არ გადადგა ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ რომ მერე რთული გზა ელოდა წინ. შენ მთელს მომავალს რომ გეგმავ რა გააკეთე? შეიძლება ის დაკარგე და დამითმე რაც ყველაზე დიდი განძი იქნებოდა შენს ცხოვრებაში _შეიძლება ხო, შეიძლება არა... ფაქტი ერთია რადგან არ გადავდგი ნაბიჯი ე.ი საკმარისად არ მინდოდა და შესაბამისად სალაპარაკოც აღარაფერია და ნუ გიყვარს წარსულში ჩარჩენა . ნუ გგონია რომ შენსავით არ შეუძლია ადამიანებს წინ სვლა _შენ გგონია წინ მიდიხარ? _მე არასდროს ვჩერდები წინ თუ არა გვერდით მაინც ვდგამ ნაბიჯს გზას ვიფართოვებ , შემოვუვლი და ისე წავალ წინ ... შენ უკან იხევ , სულ უფრო და უფრო უკან _რა ხდება ... რა სჯა_ბაასი გაქვთ უჩვენოდ _ ბიჭები რომ მივიდნენ და დასხდნენ მაშინვე შეხედეს ფეხზე მდგომებს _არაფერი ... მე გასვლა მინდა და თარაში ამბობს რომ ღამე სანაპირო საშიშია. ეშინია არ მომიტაცონ_ თვალი ჩაუკრა საბას და გაიცინა _შენ ისეთი უკანა ხედი გაქვს შე ჩემა მესმის თარაშის შიში _ ახარხარდა ლევიკო _შურით რო სკდება ტო ... წავედი მე თუ არ გავიარე სული მეხუთება . მალე მოვალ სახლში რომ შევიდა თარაშიც უკან გაჰყვა. სამზარეულოში იყო და ნაყინს ჭიქებში ანაწილებდა _რა გინდა თარაშ ? გეთქვა და გამოგიტანდი _საიდან მიხვდი რომ მე ვიყავი _მიყურებ და არ შემოხვედი ... სხვა არ იქნებოდა _რატომ ამ სახლში ორს გვევასება მინიმუმ ეს _ უკნიდან აეკრო და საჯდომზე მიადო გაშლილი ხელისგული_ და მაქსიმუმ მთლიანად შენ _რა მიკვირს ყველაზე მტად იცი? _ ნაყინით სავსე კოვზი ტუჩებშორის მოიქცია და მისკენ შებრუნდა. ხელი მოიშორა და მაგიდას მიეყრდნო. თარაში უკვე მის ტუჩებს უყურებდა წამის წინ რომ გაილოკა და ისევ განაგრძო ნაყინის დაგემოვნება _როგორ შეიძლება კაცს იმდენად არ უყვარდეს ტვინის რომელიღაც ერთი უჯრედის ამუშავება და იმის მიხვედრა რომ ტყუილად ხედავს მოჩვენებებს . ტყუილად ეშინია და ჰგონია რომ დაკარგავს იმას რაც ისედაც არაა მისი _მეზარება ... იქნებ იმიტომ რომ ის ვიღაც ფიქრის და ტვინის ტყ*ნის გარეშეც მისია _ მიუახლოვდა, კიდევ უფრო შეამცირა მანძილი. ერთი ხელი ჩამოშლილ თმაში შეუცურა , ცერი ქვედა ტუჩზე გადაატარა . მეორე ყელზე და შემდეგ ზურგზე გადაიტანა . ღრმად სუნთქავდა , მის ტუჩებს ვერ აშორებდა მზერას და ისე იყო დაჭიმული თითქოს ნაღმზე იდგა _თარაშ ! _ჩშშ ... თვალები დახუჭე _უნდა წავიდე მელოდებიან და შემოვლენ _დახუჭე თვალები _ ტუჩის კუთხეში აკოცა , თითები ქვემოთ ჩაასრიალა , კაბის ბოლომდე მიაღწია როდესაც ტუჩები მის ტუჩებს შეახო. თვალები დაეხუჭა ანას. ტუჩები მისი ტუჩების მოძრაობას ააყოლა. თითები მის მკლავზე მოათავსა და მაგიდის ზედაპირზე შემომჯდარი ცდილობდა გაეკონტროლებინა თავს დატეხილი ემოციები. მსუბუქი კვნესა დაურთო თარაშის ტუჩებს ყელზე , თითებს კაბის ქვეშ და ფეხები ინსტიქტურად მოხვია სხეულზე _თარაშ არ ... _ხვდები სიამოვნება სადაა პატარავ? _ მის ყელზე დააცოცებდა ტუჩებს , შემდეგ ლავიწებს შორის აკოცა და თითებიც მოაშორა. ნაბიჯების ხმა გაიგო და ანაც ჩამოსვა მაგიდიდან . მასზე ადრე მოეგო გონს , ნაყინი აიღო და ტუჩებთან მიუტანა ზუსტად იმ დროს ოთახში ლიკუნა და მართა რომ შევიდნენ _ან მოგეხმაროთ? _უუპს უკვე მისულა დამხმარე ძალა ... _მოიცადეთ მე უკვე გავდიოდი... ჩემი წილი ნაყინი დავაგემოვნე . ახლა თქვენთვის დამითმია _ გაიცინა , გოგონებს თვალი ჩაუკრა ანას მოშორდა და წავიდა _ისეთი სახე გაქვს მგონი ხელი შეგიშალეთ _არა...არ შეგიშლიათ _ ნაყინის ჭამა განაგრძო სკამზე ჩამოჯდა და ფეხები მჭიდროდ გადააჯვარედინა . ცივი იმდენად ესიამოვნა თითქოს ჩამოდნა ნაყინთან ერთად_ასე ნუ მიყურებთ _ნაყინს წავიღებთ ჩვენ ... შენ დარჩი ცოტა ხანს ან რა ვიცი სააბაზანოში გადაინაცვლე _ მართამ გაიცინა და უცებ გაიქცა იქედან. _სიგიჟეა... არ შეიძლება . ასე არ უნდა...ჯანდაბა ! _ მაგიდაზე ჩამოსდო თავი და ტუჩები დაბრიცა_რა სულელი ვარ , ასე ყველაფერი აირევა გარეთ ცოტა ხნით გავიდა და შემდეგ პირველი ავიდა საძინებელში. სასწრაფოდ მოემზადა , თავის მხარეს დაწვა და თვალები დახუჭა. თარაშიც მალევე მიუწვა გვერდით, ზურგიდან მოეხვია და თავი მის გაშლილ თმაზე დადი _შენი გულისცემის ხმა აქაც ისმის...ვიცი რომ არ გძინავს _პასუხად დუმილი რომ მიიღო გაეცინა_მაგრამ მაინც, დასაწყისისთვის კმარა. ზედმეტი სიამოვნებაც კი მავნებელია ერთბაშად და დიდი დოზით _საკუთარ თავს უფრთხილდები ალბათ _ჩუმადვე უპასუხა და ტუჩზე იკბინა ზედმეტი რომ არ ეთქვა. იგძნო როგორ გაეღიმა თარაშს _ხო , მხოლოდ საკუთარ თავს _ ხერხემლის დასაწყისში, გამოკვეთილ მალაზე მიაწება ტუჩები და თვალები დახუჭა_ დაიძინე , გაგრძელება ერთად ვნახოთ სიზმრად სიზმარი საერთოდ არ უნახავს თავად. იმდენად იყო არეული თვალი ვერ მოხუჭა , საერთოდ ვერ მოდუნდა სანამ ოთახიდან არ გავიდა . გამთენიისას დაბრუნდა საძინებელში , გაყინული იყო და ანას გვერდით რომ დაწვა ინსტიქტურად მოეკრო გოგო. გონს ვერ მოვიდა, მაგრამ მაინც მოხვია მკლავები და გაათბო ჟორდანიას სხეული . ტემპერატურა ზომაზე მეტადაც კი აუმაღლა. გარეთ წვიმდა იმ დღეს, მთელი დღე არ გაფანტულან ღრუბლები . სახლში კი სიმშვიდე იყო . ყველა სადღაც დადიოდა , ზოგსაც უბრალოდ ეძინა ან ფილმს უყურებდა. კახი და საბა დილითვე წავიდნენ. თარაში ჩუმად იჯდა ფანჯარასთან და ეწეოდა . ანა ლიკუნასთან იყო და ფილმს უყურებდა რომ ჩაეძინა. _ლიკუნ ანა შენთანაა? _ხო ... ჩაეძინა და დავტოვე . აღარ ვიხმაურე _სძინავს? სულ როგორ იძინებს ფილმის დასასრულამდე ვგიჟდები. იავნანასავითაა მაგისთვის კინო _ გაიცინა და თითქოს ხასიათი გამოუსწორდა. კარი რომ გააღო და ანა დაინახა ღრუბლებიც გაიფანტნენ თითქოს. ფრთხილად აიყვანა, შუბლზე აკოცა და თავის საწოლში ჩააწვინა. მერე გვერდით მიუწვა და სულ მალე თავადაც შესძლო მშვიდად დაძინება. წვიმის წვეთების ხმა სახურავზე დაცემისას იავნანას ჰგავდა . სიზმრად ლიზა ნახა სკამზე იჯდა , ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და სიგარეტს ეწეოდა. შეუდარებელი იყო ! უყურებდა ისე როგორც ეშმაკი და სიგარეტის კვამლში ეხვეოდა. შემდეგ მისკენ დაიძრა , ის იყო უნდა შეხებოდა რომ გაიცინა და უეცრად გამოჩენილ ანდროს მოეხვია , შემდეგ ხელი ჩაკიდა და წავიდა. თვალები უცებ გაახილა და სწრაფად წამოიწია. საწოლში მარტო იყო, ანა არსად ჩანდა . მალევე ჩავიდა ქვემოთ , ისევ ღრუბლიანი ამინდი იყო , მაგრამ აღარ წვიმდა. ყველანი მისაღებში იყვნენ ანას გარდა. რომ მიესალმა და ყავის ფინჯანი აიღო შემდეგ მაქსიმალურად მშვიდად და უემოციოდ მოიკითხა ცოლი, რომელიც არავინ იცოდა სად იყო. ცოტა ხანს უსმენდა მათ საუბარს შემდეგ სულ კარისკენ იყურებოდა _დავიტანჯე შე ჩემა ... ადექი და მოძებნე. სანაპიროზეა ალბათ _სიცივეა გარეთ _მაგრამ მამენტ სასიამოვნოა ... თან ლამაზია უცნაურად ლამაზია ამ დროს ზღვა წავიდა ... დიდხანს დადიოდა ნაცნობ ადგილებში , მაგრამ ანა ვერსად დაინახა. ბოლოს ზღვასთან ახლოს მჯდომი დაინახა . ფეხები მკერდზე ჰქონდა მიკრული, თავი დაეხარა და ისე უყურებდა ზღვას. ტალღები მის ტერფებამდე აღწევდა და ალბათ სულ გაყინული იყო. სწრაფად დაფარა მანძილი და როგორც კი დარწმუნდა რომ ანა იყო მაშინვე ხელი მოხვია და უკან გამოსწია _აქ რას აკეთებ ...გინდა გაიყინო? _გიორგის ისევ ვერ ვუკავშირდები ... ვიცი რაღაც დაემართა . ვგრძნობ _იქნებ არ სცალია ან სძინავს ... ან ნომერი შეცვალა . შენ თავი უნდა გაიყინო? _სულერთია _თარაშის ხელი მოიშორა , ფეხსაცმელი ჩაიცვა და მარტო წავიდა. _მე გავარკვევ სადაც არის ... დამშვიდდი _არ მინდა დამშვიდება ... გიორგის ნახვა და მისი ხმის გაგონება მინდა. წვიმის წვრილი წვეთები თითქმის შეუმჩნევლად ცვიოდა ციდან და კანს უსველებდა ჟორდანიას ქალს. თარაშმა სიტყვაც აღარ უთხრა , სახლში რომ შევიდნენ პირდაპირ საძინებლისკენ წავიდნენ. ანა უკვე სხვასთან რეკავდა და მანაც რომ არ უპასუხა ტელეფონი მოისროლა _რაღაც სჭირს...ვიცი ვერ მოისვენებდა და ისევ შარში გაეხვა. გავგიჟდები , ჭკუიდან გადავალ თუ ისევ ციხეში მოხვდება _ თითები თმაში შეიცურა და ღრმად ჩაისუნთქა. სასოწარკვეთილი იყო და გრძნობებს ვერ აკონტროლებდა _კარგად იქნება ... ციხეში თუა გამოვიყვან . იქნებ სადმე წავიდა დალია და მობილური საერთოდ არ ახსოვს _ მისი გაყინული თითები ხელებში მოიქცია და რამდენჯერმე აკოცა _ სულ გაიყინე ... მიდი ცხელი წყალი გადაივლე, გათბი და მე ვიპოვნი გიორგის. _როგორ იპოვნი...მაგას თუ უნდა ეშმაკიც ვერ იპოვნის _მე ვიპოვნი_თქო . მიდი გათბი თორემ მე დაგსვავ იცოდე წყლის ქვეშ _თარაშ _დამიჯერე გთხოვ ... _ ნიკაპზე მოუჭირა თითები და მერე გაყინულ ტუჩებზე შეეხო _ სულ გაყინულხარ ... _თარაშ ხომ არ დამიმალავ თუ რამე ცუდს გეტყვიან? _ყველაფეს გეტყვი , გპირდები ანა რომ გავიდა ტელეფონი აიღო და იმ ნომერზე დარეკა რომელიც ადრე გაიგო. იმ ადამიანთან ვინც გიორგის ყველაზე ახლო მეგობარი იყო და აუცილებლად ეცოდინებოდა რაიმე მის შესახებ _გისმენთ _გამარჯობა ნიკუშა ... მე თარაში ვარ _თარაშ რამ შეგაწუხა ? _გიორგითან საუბარი მინდა და ხომ ვერ მეტყვი სად არის ან როგორ დავუკავშირდე? _რა ხდება ... ანა ხომ კარგადაა _ანა კარგად არის , მაგრამ გიორგიზე ღელავს . არ პასუხობს ჩემს ზარებს და ვგრძნობ რაღაც შეემთხვაო . მითხარი რა თუ რამე ხდება _არაფერი ... ტელეფონი დაემსხვრა გუშინ და ჯერ არ უყიდია ახალი. უთხარი დაგირეკავს დღეს_თქო _კარგადაა ხო? _როგორც ყოველთვის _მადლობა ნიკუშ პასუხი აღარ მიუღია . მობილური გათიშა და სველი მაისური მოიშორა. კართან დაჯდა და ეწეოდა ანა რომ გამოვიდა. ტანსაცმელი დავიწყნია და მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა მოხვეული _გაიგე რამე? _კარგადაა და დღეს დაგირეკავს... მობილური გაუტეხავს და ახალი ჯერ არ უყიდია. ხომ გეუბნებოდი შენ კი არ მიჯერებდი _ალბათ იჩხუბა და სადღაც მიაფშვნა ტელეფონიც . მართლა დამირეკავს? _ხო ... _მადლობა _ მოეხვია და პირველად აკოცა თავისი ინიციატივით. მერე გაქვავებული ჟორდანია დატოვა და კარადისკენ წავიდა. _ასე არ შეიძლება ... მოდიხარ ამ ფორმაში ერთს მკოცნი და მირბიხარ. მიტოვებ შენს სურნელს და არეულ გრძნობებს , წამებაა _თარაშ გეყოფა ნუ მიყურებ ასე მგონია რომ უნდა მომვარდე და გამაშიშვლო _მოვარდნა სულაც არ სჭირდება შენს გაშიშვლებას ერთად ერთი მარტივი მოძრაობა და ჯანდაბა , შენ მე ასე შემშლი _პატარა ბიჭივით ნუ იქცევი _არადა დიდი ხანია აღარ ვარ პატარა პატარავ _ ყელში აკოცა და მერე ბეჭზე გადავიდა _ არა , ნამდვილად გამაგიჟებ ანა მაინც გაექცა. შემდეგ ქვემოთ ჩავიდნენ გოგონებთან იყო, მაგრამ მაინც ტელეფონს დაჰყურებდა და ზარს ელოდა _გიორგის ზარს თუ ელოდები ალბათ ჯერ ვერ დაგირეკავს. ჩემი იდიოტი ბიძაშვილი საავადმყოფოში ჰყავდა წუხელ და სძინავს ალბათ _მართამ უთხრა _რა სჭირს ჯანოს _ხელი მოუტეხავს ... დაეცა ალბათ , ან იჩხუბეს სადმე და ეს მაგრადაა ნაცემი . მოკლედ გუშინ გიორგი გაჰყოლია კლინიკაში _მე კიდე ჯანოს ვურეკავდი...როგორ მიპასუხებდა. გათიშულებს სძინავთ ალბათ . ოდესმე თუ მორჩება ეს ყველაფერი , დავიღალე _რაღაც მეეჭვება მაგათ ჭკუა ისწავლონ. ყოველთვის შარში ეხვევა ჯანო და შენს ძმაზე ვერაფერს გეტყვი . _მე და ნიაკო კი ვართ მშვიდად ძმა ჩვენ არ გვყავს და ნათესავები პატარები არიან ყველანი... თქვენ კიდე რა განერვიულებთ. რით ვერ მიეჩვიეთ მაგათთვის ჩხუბი ისეა როგორც მოჭიდავისთვის , მებრძოლივით. ჰაერივით სჭირდებათ და მაგით სიამოვნებას იღებენ _სამაგიეროდ მე არ ვიღებ სიამოვნებას ჯანოს ჭრილობების დამუშავების დროს _ხო შენ და სისხლს ერთად დიდხანს ყოფნა არ შეგიძლიათ _ ლიკუნამ გაიცინა და მერე კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყო კისკისი_აუ ნიაკო გახსოვს თითი რომ გაიჭერი ეს რო შემოვიდა და აყირავდა? _ძალიან ბევრი სისხლი იყო _ღმერთმა არ ქნას პირველ ღამესაც იყოს სისხლი თორემ ხელში რომ ჩააკვდები უცნობ მამრს ვეჭვობ მეტჯერ აღარც მოგეკარება _ლიკუნა ნუ ხარ ტუტუცი გოგო _ანუ შენ ნუ ღელავ ოღონდ ვეღირსო და არაფერი მომივაო _ლიკუნაა _ან ისეთი ვინმე უნდა შეარჩიოს რომ არ შეშინდეს . ვინმე მამაცი, შეუპოვარი _ნიაც აჰყვა და მართა სულ გააგიჟეს _არა რაა თქვენ ასაკის მატება არაფერს გშველით _ჩვენ ჯერ კიდევ პატარები ვართ მართუშ _მოიცა ჯანო მირეკავს ... _ გოგონები გააჩუმა და ისე უპასუხა _ რაო ბატონო ჩემო გუშინ ძვალ_რბილი გაგიერთიანეს და აქამდე ვერ მოხვედი გონს? ის მეორე თუ შენთანაა უთხარი დაურეკოს ანას თორემ ნერვიულობს _ის მეორე გელაპარაკება მართა და იქნებ ამოისუნთქო ... მიეცი მობილური ანას _გიორგის ხმა რომ გაიგონა უცებ გასწორდა წელში და ისე დახედა მობილურს თითქოს იქ დაინახავდა _გესმის თუ ჩემი ხმის გაგონებისას გონებას კარგავ _გიორგია ... _ ანას მიაწოდა მობილური მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები_ იდიოტი ... ანას ნომერი არ ჰქონდა ნეტავ? ჩემთან არ დაერეკა _მაინც როგორი ბოხი ხმა აქვს...ჟრუანტელი მივლის და სადღაც ფეხებს შორის ერთიანდება _ჩუმად უთხრა და ბარძაყზე გადაატარა თითები _ნია მომაშორე ეს თორემ მოვკლავ _ხომ ასეა ... აღიარე მაინც _შეწყვიტე ! ანა ამ დროს ოთახის მეორე ბოლოში იდგა და გიორგის ისე ესაუბრებოდა მის თითოეულ სიტყვას აკვირდებოდა _შენც ნაცემი ხარ ხომ? _ბოლოს როდის მნახე ნაცემი გახსოვს? _არა...ალბათ იმიტომ რომ არასდროს იყავი სახლში და ნაცემსაც სხვა ვინმე გივლიდა _არა ძვირფასო მე რომ მომერიოს ეგეთი კაცი ჯერ არ გამოჩენილა _თავდაჯერებულო იდიოტო _მიყვარხარ _მე უფრო _როგორ დროს ატარებ ზღვაზე? მოგეწონა სანაპიროზე სეირნობა? მგონი ახლა ცუდი ამინდებია _ხო , წვიმს და მგონი კიდევ დიდხანს არ იქნება კარგი ამინდები, მაგრამ ძალიან მომწონს _მობილურს რომ ვიყიდი დაგირეკავ... არ ინერვიულო _კარგი , ჯანო მოიკითხე და უთხარი მართა კიდევ ერთ კვირას დარჩება აქ _დაბრუნებას არ აპირებს? ვაფშე ვის სახლში ხართ ... ვინები არიან მანდ _ლევიკოს სახლში ვართ იცნობ? კიდევ მიშოა და სანდრო ... გიორგი რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? _მნიშვნელობა ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს... წავედი ამდენი ლაპარაკის დრო არ მაქვს ეს ჩემისა მოსავლელი გამიხდა თან რა ჭირვეულია ნეტავ იცოდე _მიდი, გკოცნი როგორც იქნა ამოისუნთქა . უკან რომ გაიხედა თარაში უყურებდა _გიორგი იყო... კარგად ყოფილა _ უცებ მივიდა ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე გოგონებთან დაბრუნდა *^*^*^ დერეფანში მშვიდად მიაბიჯებდა. ვერავინ იფიქრებდა პალატაში მისი ქმარი თუ იწვა . კარი გააღო და პირდაპირ შევიდა. სავარძელში დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და მზერა გაუსწორა _კვდები და თან არ კვდები _მაგდებ და თან არ მიშვებ _სიკვდილიც კი არ გამოგდის _ექიმების ბრალია _გეცადა ისევ _გადამინდა შენი გახარება _სახლში როდის გიშვებენ _მოგენატრე? _წასვლა მინდა დასასვენებლად და მაინტერესებს როდის გავემგზავრო შენი რეაბილიტაციის პროცესს რომ არ ვუყურო _აქამდე რას ელოდი ყოველ დღე რომ მოდიოდი წასულიყავი ზღვის სანაპიროზე _მეგონა მკვდარი დამხვდებოდი, ვემზადებოდი ექიმი რომ მეტყოდა ვწუხვარო როგორ მომეჩვენებინა თავი, კაბაც შევარჩიე შენი დაკრძალვისთვის და ფეხსაცმელიც _მაინც რომელი _ახალი ვიყიდე... სულ ტყუილად _ხვალ მაჩვენე მაინც გაუნძრევლად მიწევს წოლა სანამ ნეკნებს არ ეშველება _ისედაც სულ წევხარ ან მარტო ან ვინმე სხვასთან , უჩვეულო არაფერი იქნება _ლალი სად არის იცი? _არ ვეკონტაქტები .... წარმოდგენა არ მაქვს სად არის _იჩხუბეთ ? _ჩხუბობდა და მე ჩუმად ვიყავი _რატომ _ჩემი შვილი რომ კვდება შენ საღ_სალამათი რატომ ხარო _გაიცინა და მერე წამოდგა _ ანუ ხვალ დილას წავალ დასასვენებლად ოთახი დატოვა და სახლში დაბრუნდა. მოსამსახურეს მისი ოთახიდან ჩემოდნები გაჰქონდა და ვერ გაიგო რა ხდებოდა _რა ჩემოდნებია...სად მიგაქვს _ბატონი ანდროს ნივთებია _სად მიგაქვს _მეზობელ საძინებელში ... თავად დამირეკა ქალბატონო ლიზა _ვიცი...მიდი მიხედე საქმეს _მშვიდად უპასუხა და ოთახში შევიდა. კარადის ნახევარი ცარიელი დახვდა და ეუცნაურა . აღარც მისი სუნამოები ეწყო, სააბაზანოც ცარიელი დახვდა. კვალიც კი აღარ იყო დატოვებული. დედამთილის სახლში წავიდა? იმ ღამით იქ რჩებოდა , საძინებელი იქაც ცარიელი დახვდა . არსად იყო ანდროს ნივთები. ის ღამეც გაათენა, მთელი საწოლი მისი იყო , ნებისმიერ მხარეს შეეძლო დაძინება, მაგრან ვერ ისვენებდა. შუაღამე იყო ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და უცებ შევიდა მეზობელ საძინებელში. თვალები გაუფართოვდა ანდროს დანახვისას. სახე შეცვლილი ჰქონდა აშკარად ტკიოდა და ფეხსაცნლის გახდასაც ვერ ახერხებდა _აქ რა გინდა _უკვე ღამის ორი საათია ... რიცხვი როდესაც კლინიკის დატოვების უფლება მომცეს . შენ რატომ არ გძინავს _ნაბიჯების ხმა გავიგე და შემეშინდა _შეგეშინდა და ნახევრად შიშველი გამოვარდი ?_ როგორც იქნა დაწვა და მუცელზე დაიწყო ხელები _ლალის დავუძახებ მოგხედოს _არ მჭირდება ... შეგიძლია მშვიდად დაიძინო _ისედაც მშვიდად მძინავს მთელი თვეა ...თუ არ გინდა ლალის ნახვა მაინც არ მახარებს _ ზურგი აქცია და კარი მიხურა. იქვე დარჩა და უსმენდა _დედას შევ*ცი გამაყუჩებელი სად წავიღე ... ღმერთო ჩემი დასვენება რატომ არ გინდა _რაღაც ისროლა და დაამსხვრია . მერე ცოტა ხანს ჩუმად იყო, ღრმად სუნთქავდა აშკარად ტკიოდა და ნორმალურად ვერ მოძრაობდა. წვივის ძვალი გაბზარული ჰქონდა ძლივს თაბაშირი მოხსნეს , მთლიანად დაჟეჟილი იყო. ჯერ იფიქრა ლალის გავაღვიძებო , მაგრამ მისი დანახვაც არ უნდოდა. აუცილებლად გალანძრავდა და ნერვებს მოუშლიდა ეტყოდა შენ რა ცოლი ხარ შენ გამო იტანჯება ჩემი შვილი და შენ არ გადარდებსო. ეცოდებოდა, ვერ ხვდებოდა რატომ მაგრამ ვერ ისვენებდა. მაინც შეაღო კარი პირდაპირ შეიჭრა და პარკი გახსნა სადაც წამლები უნდა ყოფილიყო. გამაყუჩებლის ამპულა იპოვნა , შპრიციც და წამებში გაამზადა ნემსი _რას აკეთებ _გაჩუმდი და ოდნავ გადმობრუნდი ვენაში გაკეთება არ ვიცი თანაც კუნთშიო ასე უწერია _შანსი არაა _რისი შანსი არაა შარვალს არ ჩაიხდი? _წარბები აზიდა და შეუღრინა _თუნდაც _სერიოზულად ? იცოდე გავიხდი ამ პენუარს და მთელი ღამე აი იმ სკამზე ვიჯდები მერე ვნახოთ რა უფრო შეგაწუხებს ნეკნები თუ ერ*ქცია _მაგას არ გააკეთებ _ჩემთვის სულერთია შენ ხომ არარაობა ხარ _ხოდა დაახვიე აქედან და მოაშორე ეგ წამალიც. შენ ხომ გეზიზღები ხოდა მტკივა , ყველაფერი მტკივა იმდენად რომ მგონია მალე ფრჩხილებიც ამძვრება გადი და ისიამოვნე .საერთოდ არ მჭირდება ესენი _ პარკს ხელი ჰკრა და მოიფრიალა . წამოიწია , საწოლიდან ფეხები ჩამოსწია , მაგრამ ნეკნების ტკივილმა გააგიჟა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დავარდა _ამის დედაც _იატაკს მუშტებს ურტყამდა და ყვიროდა _ ხომ მითხარი მოკვდიო რაღა გინდა ჩემგან ...რა გინდა რა გავაკეთო რომ აღარ გძულდე _ ვერაფერს გააკეთებ , ტყუილად ეცდები. სიკვდილის შემდეგაც მეზიზღები _ ხალიჩაზე დაჯდა , ნემსს თავი მოაშორა შარვალი ოდნავ ჩასწია და წამალი შეიყვანა . მერე პარკი აიღო ისევ ტუმბოზე დადო და ანდროს გახედა. გვერდზე იწვა , თავი იატაკისკენ ჰქონდა შებრუნებული. ბოლო ერთ თვეში თმები მოეზარდა , წვერიც ჰქონდა და ძალიან გამხდარი იყო . ფეხი გადააბიჯა მის წინ დაწვა და სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია _ ლალი არ გეცოდება? შენ რომ გტკივა ნაწილებად იშლება. სულ არ გეცოდება ? მე მებრალება შენნაირი შვილი ჰყავს , აუტანელი ყოფილი ქმარი და ჩემნაირი რძალი . ასე რომ გნახოს გული გაუსკდება _მთელი თვე არ მნახულობდი ... რომ მაძინებდნენ მერე მოდიოდი! მომენატრე ... აუტანლად მენატრებოდი _ვინ გითხრა რომ მოვდიოდი ... დაგესიზმრა ალბათ . უშენოდ ყველაფერი სხვა ფერი იყო _ ხელი გამოგლიჯა , ლოტოსის ფორმაში დაჯდა, ნახევრად შიშველი იყო , მაგრამ არ ადარდებდა არადა ზუსტად იცოდა ანდროს გულს უჩერებდა მისი სურნელიც კი , მისი ერთი შეხებაც .თითის წვერითაც რომ შეხებოდა ისიც კი სხვანაირად უჩქარებდა გულისცემას _მართლა არ მოდიოდი? _შენი საყვარლები ხომ გაკითხავდნენ , მარტოობას არ იგრძნობდი . გაგართობდნენ ისინიც და შენი ძმაკაცებიც ...რეზი შენ გამომიგზავნე ხომ? _არა ... მე არავინ გამომიგზავნია და ჩემი საყვარლები კიდევ თუმცა რა მნიშვნელობა აქვს . რეზიმ რაო _ასეთი უგულო და ბოროტი ქალი როგორ ხარო ...კვდებოდა შენ გამო შენ კი ერთხელაც არ ნახეო . ყველგან შენ გეძებს და ხუთი წუთით რომ დაენახო რა დაგიშავდებაო მითხრა და წავიდა _ხვალ რომ ვნახავ პასუხს მოვთხოვ _ჩხუბის ძალა თუ გაქვს კარგად ყოფილხარ და საერთოდაც აქ წოლას აპირებ? _რატომ არ გადიხარ _შინაგან სიამოვნენას ვიღებ ასეთს რომ გიყურებ და მეორე ოთახში რა მომასვენებს . შევცდი კლინიკაში უნდა მენახე აპარატზე შეერთებული, გადასხმებით, თაბაშირებით და ათასი უბედურებით _ვიცი რომ მოდიოდი , ნუ მატყუებ გთხოვ _პატარა ანდროს გულს ვტკენ ? როგორ გგონია ახლა შენთან მოვიდოდი და ღამეებს გითევდი? თუ ექიმებთან დავრბოდი და შენს ამბავს ვიგებდი _შენი სუნი იყო დილით ოთახში , შეუძლებელია მომჩვენებოდა . იქ იყავი ერთხელ მაინც იქნებოდი _ყავისფერი თვალები სულ დანისლული ჰქონდა, თხელი ტუჩები დახეთქილი და გაუხეშებული , თითქოს თავად დაიკბინა ტკივილისგან. არ მოძრაობდა, მძიმედ სუნთქავდა და ამ სუნთქვითაც ტკივილს გამოხატავდა _საწოლში დაბრუნდი _ მისკენ დაიხარა ხელი მოხვია და წამოწევას ეცადა _გგონია შენი აზიდვა შემიძლია ? საფრთხობელას დაემსგავსე , მაგრამ მაინც დიდი ხარ ...გესმის? _ თმები გადაიწია და ანდროს დახედა _გესმის თუ გაითიშე ... ანდრო . კარგად ხარ ? ანდრო_თქო _ ბიჭს თვალები ჰქონდა დახუჭული მიმიკაც არ ეცვლებოდა და შეეშინდა. ყბაზე მოუჭირა თითები და უფრო მიუახლოვდა _ ანდრო _გთხოვ ... სულ ორი წუთი დარჩი და მერე საერთოდ არ გამეკარო _ ხელი ფრთილად შეახო ლოყაზე , მერე თმაში შეუცურა და ისევ წინ გადამოუყარა. სახეზე ეყრებოდა თმის ბოლოები და მისი სურნელი მიჰქონდა. ძალიან ახლოს იყო , იმდენად ახლოს რომ მისი გულისცემაც ესმოდა. ცოტა ხანს გაშეშებული უყურებდა შემდეგ ხელი მოიშორა და სწრაფად წამოდგა _შენ ხომ შანსს არასდროს გაუშვებ , შეგიძლია მანდ იწვე იმედია ტკივილისგან მოკვდები _ზურგი აქცია ისევ და გავიდა. საწოლში იწვა და თვალების დახუჭვისთანავე ახსენდებოდა . თენდებოდა უკვე მას კი ისევ არ ეძინა. საბანი მოიშორა ისევ წამოდგა და მის ოთახში შეიხედა . საწოლზე იწვა , ფანჯრისკენ ჰქონდა თავი შებრუნებული და მშვიდად ეძინა . მაისური მოეშორებინა, შარვლით იწვა საწოლზე და არაფერი ეფარა. ღია ფანჯრიდან კი სიცივე შედიოდა . თვალები აატრიალა , ფეხისწვერებზე დადგა და ფანჯრისკენ წავიდა, ნელა დახურა და შემდეგ საწოლთან მივიდა პლედის დაფარებამდე სხეულზე დააკვირდა სულ დალურჯებული ჰქონდა .ფრთხილად დააფარა პლედი და ისევ გასვლა დააპირა, მაგრამ ამჯერად გაჩერდა. საწოლზე ავიდა , მის გვერდით დაწვა , ნერვიული დედასავით შეამოწმა თუ სუნთქავდა და თვალები დახუჭა. მის თავთან ედო თავი , გვერდზე იწვა მოკეცილი და იძინებდა. ამდენი ხნის შემდეგ ეძინებოდა , ბალიშზე თავის დადების წამიდან გონება ეთიშებოდა და ბოლოს მშვიდად ეძინა . რამდენიმე საათში სიმხურვალე იგრძნო , ხმაც ესმოდა და თვალები ძლივს გაახილა. ანდრო სულ სველი იყო , თავს ამოძრავებდა და ცრემლებიც მოდიოდა დახუჭული თვალებიდან _არ მინდიდა ... გეფიცები არ მინდიდა . მე არ ...ვერ მე გთხოვ _შუალედებით ამბობდა სიტყვებს და თან ცრემლები იკარგებოდნენ ყავისფერ წვერში _არ შემიძულო _ზეწარი მუშტებში ჰქონდა მოქცეული და მთელი ძალით უჭერდა. სახეზე წამოწითლდა , ოფლით დაენამა კანი . ლიზა უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. ზუსტად იცოდა იმ ღამესთან დაკავშირებული მოგონება აწუხებდა, მაგრამ ვერ იჯერებდა . თითები შუბლზე შეახო შემდეგ ლოყაზე გადავიდა . მისკენ მიიწია , ტუჩები ყურთან მიუტანა _დამშვიდდი , ყველაფერი მორჩა ... ყველაფერი დასრულდა _ სუნთქვა შეეკრა როგორ შეეძლო დაემშვიდებინა . ადგომა და წასვლა უნდოდა ,ისე გაქრობა თითქოს იქ არც ყოფილა . ანდრომ ხელზე მოუჭირა ლოყასთან მიიტანა მისი მტევანი და რამდენჯერმე აკოცა . ტუჩებიც კი ცხელი ჰქონდა _გთხოვ მაპატიე , გთხოვ ლიზა ცოტა ხანს უყურებდა შემდეგ ხელი გაითავისუფლა , საწოლიდან ადგა. ბარგი უცებ ჩაალაგა ერთ ჩანთაში და სახლიდან წავიდა. წამალი დალია და მთელი გზა ეძინა. ბოლოს მძღოლმა გააღვიძა და ჩუმად გადავიდა მანქანიდან. სახლი ზღვის ხედით ჰქონდათ ერთი მოსამსახურე ქალი დახვდა მხოლოდ. მძღოლი გაუშვა და საძინებლისკენ წავიდა. ცოტა ხნით დაისვენა ტალღებს უყურებდა და ეწეოდა . შემდეგ გამოიცვალა და სახლიდან გავიდა. ფეხით დადიოდა, ყურსასმენები ეკეთა , სათვალეები და თხელი , გრძელი კაბა ეცვა . იმ ქუჩებთან ბევრი მოგონება აკავშირებდა. დედამისის ნათესავებთან დადიოდა ზაფხულში და ბევრს იცნობდა. მოგვიანებით ნახავდა მათაც , მაგრამ ჯერ არავის დანახვა უნდოდა. ბოლოს სანაპირომდეც მიაღწია . დაპირებული მეექვსე თავი იმედია მოგეწონებათ სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას რაც დაბრუნებისშემდეგ კომენტარების წაკითხვისას განვიცადე მიყვარხართ გელოდებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.