შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი. თავი 6


1-04-2019, 01:32
ავტორი guroo
ნანახია 1 025

ისევ ქუჩა... ისევ გზა, რომელიც უნდა გიაროს ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივა... ისევ განმარტოება და ფიქრები...
ზოი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. იგი დაემშვიდობა ფუფუნებას, უდარდელობას და დამოუკიდებლად ცხოვრების მთელი ტვირთი ერთბაშად ჩამოეკიდა ქალურ და სიმძიმეების თრევას შეუჩვეველ მხრებზე. ამის ბოლომდე გააზრება მაინც არ შეეძლო და ამიტომ ეს ფიქრები მალევე მოიშორა თავიდან. მის გონებას სულ სხვა რამ სურდა: ეფიქრა მათეზე, რომელიც ინტრიგის ბურუსში იყო გახვეული ზოის უცნაური ქცევებისა და გამონათქვამების გამო. ასე ხდება მაშინ, როცა რაღაც შედარებით მასშტაბური მნიშვნლობის მქონეა და ამის გამო იჩაგრებიან შედარებით უმნიშვნელო თემები. ზოისთვის არნახულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათესთან წამოწყებულ თამაშს ( დიახ, თამაშს! საუკეთესო მეგობარსაც კი არ აჩვენებდა თავის ბუნებრივ მხარეს, მუდამ ხელოვნურობისკენ მიილტვოდა). სწორედ ამიტომ არ შეეძლო სხვა რამეებზე დიდხანს ეფიქრა. ყოველ წუთს შემოუტევდა და გონებას ურევდა ხოლმე ის სასიამოვნო განცდა, რომელიც თამაშის დასასრულს ექნებოდა. განცდა, რომელიც იმას დაადასტურებდა, რომ ზოი თამაშობდა, მაგრამ მხოლოდ ამის მტკიცებას როდი მოჰყვებოდა ეს უკანასკნელი - ეს ყველაფერი ცალსახად იმასაც ღაღადებდა, რომ ზოის ადამიანებით მანიპულირება კარგად გამოსდის; რომ ზოიმ შეძლო და მოატყუა მათე და არამარტო მათე. რა მაცდურია ეს განცდა, მაგრამ გამამართლებელია მაშინ, როცა მეგობრებს ატყუებ?!
ლიკა თავის სახლში ელოდებოდა ზოის; მატყუარა ქალბატონს კი მასთან უნდა შეევლო და ამის შემდეგ ერთად წავიდოდნენ საშოპინგოდ. ზოიმ თავიდანვე ინანა ლიკას რომ დაურეკა და ამიტომ ისე წავიდა სავაჭრო ცენტრში, რომ მეგობართან არ მისულა და შეთანმება დაარღვია.
ლიკას ისე ელაპარაკა, თავი შეაცოდა. უთუოდ იფიქრებდა, რომ ზოი განსაცდელში იმყოფებოდა, მეგობრის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებოდა. ესეც ზოის თამაშის შემადგენელი ნაწილი გახლდათ. ლიკას მათეს მიმართ გრძნობები ჰქონდა და ვერ ბედავდა ეს ხმამაღლა ეთქვა. აშინებდა მათე, აშინებდა მოვლენათა განვითარების ის შესაძლო ვარიანტი, რომელიც არასახარბიელო იქნებოდა მისთვის და რაც მთავარია, აშინებდა ისიც, რომ შესაძლოა მათეს მასთან ყველანაირი ურთიერთობა გაეწყვიტა. ზოიმ კარგად იცოდა ეს ყველაფერი. შეიძლება მათე ვერ ამჩნევდა ლიკას როგორ ძლიერ უყვარდა, რადგან ამისთვის ყურადღება არასდროს მიუქცევია, მაგრამ ზოის ნამდვილად არ გამოეოპარებოდა მეგობრის სახეცვლილება, რომელიც შეიძლება მხოლოდ სიყვარულმა გამოიწვიოს. ზოიმ განგებ არ უთხრა ლიკას, რომ მათესთან გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ეს იმ დროისთვის შემოინახა, როცა პირადად შეხვდებოდა; როცა ლიკას სახეზე შეძლებდა საშინელი ეჭვიანობისა და შურის მიერ გამოწვეული უკონტროლო გამომეტყველება ეხილა. ზოის თამაში კომპლექსური და ჩახლართული საქმე იყო და წესით უნდა მიმხვდარიყო, რომ მის მიერვე მოქსოვილ ბადეში თვითონაც აიხლართებოდა და იქიდან თავის დაღწევას ვეღარ შეძლებდა.
ალბათ, უცნაურად მოგეჩვენებათ ზოის გულგრილობა დედამისთან დაკავშირებით. ეს ჩემთვისაც უცნაური და ამოუხსნელია. რთულია, როცა იმედები გიცრუვდება; როცა ისე არ ხდება როგორც მოელოდი. ელენეს ყალბმა ტირილმა და გულწრფელად აღიარებამ იმის შესახებ, თუ როგორ მოექცნენ საკუთარ შვილს თვითონ და თავისი ქმარი, ზოის გულში სინათლე შეიტანა, ჩაბნელებული ადგილები თვალისმომჭრელად გააკაშკაშა, მაგრამ სწორედ ამ უეცარი და მოულოდნელი ცვლილებების გამო გახდა მისი თვალთმაქცობა ზოისთვის საშინელი გულდაწყვეტის მიზეზი, რამაც აქამდელი ზიზღის გაორკეცება გამოიწვია. ამაზე უფრო დიდი სისასტიკის გაკეთება შვილისთვის უბრალოდ შეუძლებელია. განადგურებულმა, სასოწარკვეთილმა ზოიმ კი გადაწყვიტა, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ უნდა განეცადა, დაივიწყა თავისი ამაზრზენი მშობლები და ამ გადაწყვეტილების ერთგულებისათვის ახალი გასართობი გამოძებნა, რომლის საშუალებითაც მინიმალური ხდებოდა იმის ალბათობა, რომ მშობლებზე კიდევ ეფიქრა. ეს გასართობი კი თამაში იყო. თუმცა, განა დედამისის საწციელს თამაში არ ჰქვია? თამაში არ იყო ის, რომ ყალბი ცრემლები გადმოყარა თითქოსდა მართლაც ნანობდა ჩადენილს? განა, ამას არ გაურბოდა ზოი? მაგრამ თვითონაც იმავეს აკეთებდა, რის გამოც დედამისი ეზიზღებოდა. ამას, ალბათ, ვერ აცნობიერებდა.
შოპინგის შემდეგ ლიკასთან გაემართა. გზაში გეგმავდა რა წინადადებებს ეტყოდა და როგორი თანმიმდევრობით იქნებოდა დაწყობილი ეს წინადადებები. რა ბოროტად აპირებდა მეგობრის გრძნობებით თამაშს! ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა ლიკასთან და უკვე კარგად მოფიქრებულ და აწონ-დაწონილ სიტყვებს როგორ გამოიყენებდა მისი ტანჯვისათვის, ეჭვიანობისგან გატეხილი ღამეებისთვის და საზიზღარი შურის გრძნობისთვის, რომლის დანახვა ლიკას სახეზე ასე ძლიერ სურდა.
კარზე ზარი დარეკა, მაგრამ არავინ გამოხედა. კიდევ ერთხელ მიაჭირა მარცხენა ხელის ცერა თითი ზარის დასარეკ ღილაკს და კიდევ ერთხელ გაიგონა გულის გამაწვრილებელი წრიპინი თვითონ ამ ზარისა. კვლავ არავინ გამოხედა. ისევ მოემზადა ზარის დასარეკად, მაგრამ სადარბაზოში ლიკა გამოჩნდა. ლურჯი, მოკლე კაბა ეცვა, რომელიც ფეხებზე შემოსტკეცოდა და ზუსტად იმეორებდა მის სხეულის ფორმას. ასევე ლურჯი პიჯაკი ამშვენებდა ტანს ზემოთაც. ზოის გაუღიმა და ცნობისმოყვარე თვალებით მიაშტერდა უამრავი პარკით ხელდამშვენებულ მეგობარს.
-შენ რა, უკვე ივაჭრე? აბა, ერთად წავიდეთო? ოჰ! კაი, არაუშავს. სიმართლე გითხრა, მეზარებოდა გამოყოლვა და გამიხარდა მარტომ რომ მოაგვარე ეგ საქმე. უი, არც კი მოგსალმებივარ; შუადღე მშვიდობის! - ზოის ისე გაუღიმა, რომ ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა; - როგრ ხარ, ძვირფასო?
- ეგ ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება კარგად ვარ, შეიძლება არ ვარ კარგად. მოკლედ, არ ვიცი. შენ როგორ ხარ?
- შენ ხელში ნორმალურად რომ ვარ მეთვითონაც მიკვირს. მგონი ძალან აზვიადებ რა! რატომ გიყვარს ყველაფრის ასე დრამატიზება?
- ლიკა, რას ამბობ? ნერვები არ მომიშალო, გეხვეწები! შენ რა, სახლში არ შემიპატიჟებ?
ლიკამ მძიმედ ამოისუნთქა, თან ოხვრაც ამოაყოლა და კარი გააღო. შიგნით შევიდნენ. საშინელი არეულობა იყო სახლში: არაფერი თავს ადგილას არ იდო; ყველაფერი აეთ-იქით ეყარა. სამზარეულოში დასარეცხი ჭურჭლის პირამიდა იდგა, იმსიმაღლე იყო, რომ აუცილებლად ბაბილონის გოდოლი მოგაგონდებოდათ. თითქოს წინა დღისით უზარმაზარი წვეულება გამართესო, მაგრამ ამ სახლში ბოლო ერთი თვის განმავლობაში არცერთი შეკრების დღე არ ყოფილა და სუფრასთან მაქსიმუმ სამი ადამიანი იჯდა, ისიც სულ ერთხელ, როცა ლიკასთან ზოი და ნატა იყვნენ და ნატას გამომცხვარი უგემრიელესი ტორტი მიირთვეს. ასე რომ, გასარეცხი ჭურჭლის ეს ზვინი მხოლოდ ცუდი დიასახლისის აშენებული გახლდათ და სხვა გარეშე მიზეზს ამხელა პირამიდის აგებაში მონაწილეობა არ მიუღია. ზოიმ სადღაც შუაში ტორტით დასვრი თეფშებსაც მოჰკრა თვალი. როცა ლიკამ სკამზე დაჯდომა შესთავაზა უნებლიედ გადაუსვა სკამს თითი, რათა შეემოწმებინა მტვერ ხომ არ ადევსო, ვიდრე მაგიდაზე ხელს ჩამოდებდა, მაგიდაც კარგად შეათვალიერა რაიმე ხომ არ უსვიაო.
ამგვარ უხერხულობაში ჩავარდა ზოი და საერთოდ აღარ უნდოდა აქ გაჩერება. მზად იყო თავისი გეგმიდან გადაეხვია და წასულიყო, მაგრამ მაინც ვერ შეელია იმის სურვილს, რომ მეგობარი გაემწარებინა.
- ლიკა, ახლა რაღაცას გეტყვი და შენ რომ იცი ხოლმე, კითხვები არ დამაყარო.
ლიკა ძალზედ დაინტერესდა და გულის ყურით მოეზადა მოსასმენად. ზოიმ, ცოტა არ იყოს, დიდი პაუზა გააკეთა, მაგრამ ეს მხოლოდ აცხოველებდა მისი მეგობრის ინტერესს.
- სახლში ძალიან გამაბრაზეს და საცხოვრებლად მათესთან გადავედი.
მიზანს მიაღწია და ახლა ისღა დარჩენოდა დამტკბარიყო შედეგით. მათეს ხსენებაზე ლიკამ ხელების ნერვიულად მოძრაობა დაიწყო, ღიმილიც სახეზე შეახმა. ჯერ ვითომ ზოის თანაუგრძნობდა, მოიღუშა და ყავისფერი თვალებიც თითქოს გაუთაფლისფერდა. ზოის ამის დანახვაზე კინაღამ გაეცინა, რადგან ლიკამ სულ ასე იცოდა ხოლმე და მისი თვალთმაქცობაც გაშიფრული იყო. გაფრთხილების მიუხედავად, კითხვების სეტყვა წამოვიდა: - რა?! მათესთან? მაგასთან რა გინდა? რატომ ჩემთან არ მოხვედი? რამდენ ხანია? უხერხული ხომ არ არის, რომ მარტოხელა კაცტან ერთად ცხოვრობ? და აი, ზოი უკვე დარწმუნდა, რომ სასურველ შედეგს მიაღწია. ლიკას ბოლო კითხვა ხომ ნათლად გამოხატავდა რა ხდებოდა მის გონებაში. არ ტყდებოდა, რომ მათე უყვარდა და ამიტომ პირდაპირ და გადაჭრით ვერ ეუბნებოდა მეგობარს იქიდან წამოდიო. ისე კი, რა გულის ამრევი გზით სცადა, რომ როგორმე ზოი დაერწმუნებინა მათესგან წამოსულიყო!
- რატომღაც მოველოდი, რომ დაინტერესდებოდი სახლიდან რის გამო წამოვედი. შენ კი იმაზე ნერვიულობ მარტოხელა კაცთან ერთად ცხოვრება უხერხულია თუ არა. ნახვამდის! მერე გნახავ; - თავი მოაჩვენა თითქოსდა ეწყინა.
ზზღის თვალი მიმოავლო მთელ ოთახს და უკანმოუხედავად წავიდა.
საშინელმა ეჭვიანობამ განმსჭვალა ლიკა შურაშვილი, რომელსაც ყველაზე უფრო მეტად ის აღზიანებდა, რომ სხვამდაასწრო მიზნის მიღწევა, სხვამ შეძლო ის, რასაც ამდენ ხანს ცდილობდა. ეს გარემოება ბოღმით ავსებდა მას და მწვავე გმინვა აუტყდა. ხელებით მოწითალო ფერის თმები მოქაჩა და ასე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ტკივილისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს დაკარგავდა. ეჭვი ღრღნიდა მის გონებას. თავიდან არ ამოსდიოდა აზრი, რომ ზოი და მათე მარტონი იყნენ ხოლმე ყოველღამე ერთ ჭერ ქვეშ. აგიჟებდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ეს ორი ვერ გამკლავებოდა ცხოველურ ინსტიქტებს და ვნებების მონად ქცეულიყვნენ. საზიზღარი სცენები ედგა თვალწინ იმასა, თუ როგორ ერწყმოდა ამ ორი ადამიანის სხეული ერთმანეთს რატომღაც ამ ყველაფერს წითლად ხედავდა. მისთვის წითელი ფერი ვნებებს ნიშნავდა და ამიტომ მისი ზმანებები წითლად შეღებილიყო და ათას სიბინძურეს ასახავდა.
მაინც რა ზნედაცემული უნდა იყოს ადამიანი, რომ სხვათა უმწიკვლოება ამგვარი წარმოდგენებით შებილწოს და უგულებელყოს აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც საერთოდ თავმოყვარეობა ჰქვია და საკუთარი თავი საზიზღარი, გულის ამრევი ილუზიების ბინბუნდში გახვიოს; ავხორცული სიამეების ბრმა მონად გამოაცხადოს მეგობარი და უტიფრად დასწამოს ცილი იმისთვის, რაც არასდროს გაუკეთებია. ასეთი ადამიანი სწორედაც რომ ღირსია ეჭვიანობით გაიტანჯოს და ვერა და ვერ პოვოს სიმშვიდე.
ზოი ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ მასშტაბებს თუ შეიძენდა მისი ქმედება. ალბათ, ეგონა, რომ მეგობარს უბრალოდ მდგომარეობიდან გამოიყვანდა და ეს დროებითი იქნებოდა, ყოველი შემთხვეისთვის იქამდე გასტანდა, ვიდრე თამაში დასრულდებოდა. ლიკა ნამდვილად არ ჯდებოდა ზოის ვარაუდების ჩარჩოებში და ზღვარს მნიშვნელოვნად სცდებოდა მისი უკვე სიგიჟეში გადასული ეჭვიანობა და შური. ისე კი, როგორ სიმბოლურად ემთხვევა მისი გვარი, შურაშვილი, იმ მთავარ ზედსართავ სახელს, რომლითაც ლიკას აღწერა შეგვიძლია. ლიკა შურაშვილი შურიანია!
ზოის ქუჩაში სეირნობის დროს კვლავ არასასიამოვნო პასუხისმგებლობის გრძნობა მოერია. იგი ხვდებოდა, რომ კომფორტი, რომელიც აწ უკვე წინა ცხოვრებაში ჰქონდა, დღესდღეობით აღარ აქვს და ვალდებულია საკუთარ თავზე თვითონ იზრუნოს. მამამისს ჯერ კიდევ არ გაეუქმებინა მისი ანგარიში, მაგრამ ზოის არ სურდა აღნიშნულით ესარგებლა, მან მკაცრად და პრინციპულად გადაწყვიტა, რომ ამგვარი ფინანსური და მატერიალური საშუალებები მას უკვე აღარ ეკუთვნის, თუმცა ერთადერთი გამონაკლისი იყო დღევანდელი დარღვევა ამ გადაწყვეტილებისა, როდესაც სავაჭრო ცენტრში ივაჭრა. ამის შემდეგ მას მართლაც აღარ უსარგებლია ამ ანგარიშზე არსებული თანხით. მხოლოდ დღეს, 2017 წლის 25 ოქტომბერს დაუშვა გამონაკლისი და ეს გამონაკლისი არის უკანასკნელი.
შემთხვევით ჩაუარა კაფეს, სადაც თვალი მოჰკრა იმ მხატვარს რამდენიმე დღის წინ რომ ნახატი აჩუქა. ჯერ იფიქრა შევალ, მივესალმები, ბოდიშს მოვუხდი, რომ არ დავურეკე და შეხვედრაზე არ შევუთანხმდიო, მაგრამ გადაიფიქრა და გზა გააგრძელა. გრძნობდა, რომ თვალთმაქცობას ვეღარ შეძლებდა, თითქოს ლიკასთან ყოფნამ ენერგიისაგან გამოფიტა. კიდევ ახსოვდა ის საშინელი სიბინძურე და უწესრიგობა, რაც ლიკას სახლში იხილა.
პატარა ბავშვი შეხვდა, რომელიც ჭუჭყში ამოსვრილიყო და მათხოვრობდა. ზოიმ გულში რაღაც იგრძნო, რაღაც ნემსივით ჩხვლეტდა და ყურებში ბიჭუნას წრიპინა ხმა ჩაესმოდა. ბიჭი დახმარებას სთხოვდა და ზედ ებობღებოდა. ზოი შეჩერდა, ლოყაზე ხელი მოუთათუნა, შინაგანად უდიდეს ზიზღს გრძნობდა, მაგრამ ბავშვს უცინოდა, ჩანთა მოიჩხრიკა და უკანასკნელი 10 ლ გაუწოდა უკვე მადლობის გადახდისათვის მომზადებულ გაზუნგლულ ბიჭუნას. სახელი ჰკითხა და თმებზე ხელი გადაუსვა, თუმცა ბიჭუნა მოულოდნელად გაიქცა და უკან არც მოუხედავს.
ზოის მოეჩვენა, რომ ვიღაც ეძახდა. ხმა უკნიდან მოდიოდა. შეტრიალდა და ისედაც თვალთმაქცური ღიმილი სახეზე შეახმა. მხატვარი მორბოდა მისკენ, ქოშინებდა, ძლივს სუნთქავდა. ხელში ერთი ყვითელი ვარდი ეჭირა.



№1  offline მოდერი guroo

მოუთმენლად ველი თქვენს კომენტარებს❤️❤️

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

განსხვავებული სახელი აქვს ისტორიას და მგონი პირველი ინტერესი ამან გამოიწვია
გმირის სახელი რომ აღმოჩნდა უფრო საინტერესო გახდა რადგან როგორც უმრავლეს ისტორიების გმირებს (მარიამი, ელენე , ნინი...) არ ჰქვია .
სიუჟეტიც განსხვავებულია , საინტერესო და დამაბნეველიც მარტივად რომ ვერ მიხვდები რა შეიძლება მოხდეს . მგონი რაც წამიკითხავს მათ შორის ასეთი პერსონაჟები არ ყოფილან
ამდენი "განსხვავებულის" შემდეგ შემიძლია ვთქვა რომ კარგად წერთ
წარმატებები heart_eyes

 


№3  offline წევრი Rania

Ohh. Arvici ra daskvna davdoo. An ra gamartleba movuzebno zois. Es aris emociebis da grznobebis monstri. Arvici shemdgomshi ra gaqvs chafiqrebuli. Magram ambetapze es gmirebi chemshi sibraluls agzraven mxolod. Radgan araferi girebuli argaachniat. Megobrobac ki xelivnuri aqvtt. Saocrad gansxvavebuli da gamorcheuli istoriaa. Zalian mainteresebs gagrzelebaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline წევრი izabella

არ უნდოდა, მაგრამ ვერსად გაექცა მხატვართან შეხვედრას. ვნახოთ რას მოიფიქრებს, კიდევ რა ტყუილს შეთხზავს თავის გასამართლებლად.

 


№5  offline მოდერი guroo

sameone crazy girl
განსხვავებული სახელი აქვს ისტორიას და მგონი პირველი ინტერესი ამან გამოიწვია
გმირის სახელი რომ აღმოჩნდა უფრო საინტერესო გახდა რადგან როგორც უმრავლეს ისტორიების გმირებს (მარიამი, ელენე , ნინი...) არ ჰქვია .
სიუჟეტიც განსხვავებულია , საინტერესო და დამაბნეველიც მარტივად რომ ვერ მიხვდები რა შეიძლება მოხდეს . მგონი რაც წამიკითხავს მათ შორის ასეთი პერსონაჟები არ ყოფილან
ამდენი "განსხვავებულის" შემდეგ შემიძლია ვთქვა რომ კარგად წერთ
წარმატებები heart_eyes


მადლობა❤️ სათაური მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და, ჯანდაბას, იყოს ასე...
მიხარია, რომ მოგწონს???????? ძალიან მაინტერესებს შემდეგ თავებზე რა შეფასებებს გააკეთებთ

Rania
Ohh. Arvici ra daskvna davdoo. An ra gamartleba movuzebno zois. Es aris emociebis da grznobebis monstri. Arvici shemdgomshi ra gaqvs chafiqrebuli. Magram ambetapze es gmirebi chemshi sibraluls agzraven mxolod. Radgan araferi girebuli argaachniat. Megobrobac ki xelivnuri aqvtt. Saocrad gansxvavebuli da gamorcheuli istoriaa. Zalian mainteresebs gagrzelebaaaa


და როგორ გაოცდებით, როცა შემდგომში აღმოაჩენთ, რომ თურმე ბევრი ღირებული რამ გააჩნიათ...???????????? ჩემი აზრით, ადამიანები მთელი არსებით ბოროტები არ არიან, უბრალოდ ცხოვრების განმავლობაში რაღაცები აიძულებენ მხოლოდ თავიანთი ნეგატიური მხარე გამოხატონ. მე შევეცდები ჩემი პერსონაჟების საშუალებით ადამიანის ყველაზე დაბალი დონის მოთხოვნილებები და ინსტიქტური სურვილები წარმოვაჩინო... ვნახოთ რა გამომივა.

[quote=izabella]არ უნდოდა, მაგრამ ვერსად გაექცა მხატვართან შეხვედრას. ვნახოთ რას მოიფიქრებს, კიდევ რა ტყუილს შეთხზავს თავის გასამართლებლად.[/quote

რა კარგად დაიჭირე ეგ მომენტი????
სრულიად სხვა რამეზე ისაუბრებენ???????? მიყვარს მოულოდნელობები და, რა თქმა უნდა, არც ახლა იქნება ლოგიკური გაგრძელება...

ლამის სული ამომძვრეს იმის ლოდინში, როდის გადასცდება ღამის 12-ს, რომ ახალი თავის დადება შევძლო.
აიი, თქვენ კი, ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემ ისტორიებს კითხულობთ და კომენტარებსაც მიწერთ ხოლმე❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

 


№7  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№8 სტუმარი სტუმარი ლილიანა

მეგობრები მხოლოდ იმისთვის, რომ მეგობრად იწოდებოდნენ, ურთიერთობები მხოლოდ ვალდებულებებისთვის... საოცრად რეალურია. იმდენად ჰგავს სიუჟეტი რეალობას, თავის დაღწევა მიჭირს ხოლმე. ჰოდა ასეთი ამბებია)) ნდობა რომ გიჭირს, მხოლოდ იმიტომ ესაუბრები ადამიანებს, რომ რაღაც ზედმეტისგან დაიცალო)) ყველაზე მთავარს კი მაინც შენთვის ინახავ). თავებად წაკითხვა რაღაცმაირი გრძნობაა)) ყოველი თავის ბოლოს მეფიქრება, დადებ თუ არა შემდეგს )) მერე მახსენდება რო. უკვე დევს. მიხარია, რომ გადავეყარე შენს პოსტს))

 


№9  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
მეგობრები მხოლოდ იმისთვის, რომ მეგობრად იწოდებოდნენ, ურთიერთობები მხოლოდ ვალდებულებებისთვის... საოცრად რეალურია. იმდენად ჰგავს სიუჟეტი რეალობას, თავის დაღწევა მიჭირს ხოლმე. ჰოდა ასეთი ამბებია)) ნდობა რომ გიჭირს, მხოლოდ იმიტომ ესაუბრები ადამიანებს, რომ რაღაც ზედმეტისგან დაიცალო)) ყველაზე მთავარს კი მაინც შენთვის ინახავ). თავებად წაკითხვა რაღაცმაირი გრძნობაა)) ყოველი თავის ბოლოს მეფიქრება, დადებ თუ არა შემდეგს )) მერე მახსენდება რო. უკვე დევს. მიხარია, რომ გადავეყარე შენს პოსტს))

ვგიჟდები, როცა ჩემი ნაწერები მკითხველს ბევრ ლაპარაკს ანდომებს, განხილვას ანდომებს და ჩაღმავებას.
ნდობა არასდროს არავის მიმართ მქონია. საკუთარ თავსაც არ ვენდობი, ამიტომ ვატყუებ მასაც კი...
მეც მიხარია, რომ ის პოსტი დავწერე და შენამდე მოვედი.

 


№10  offline წევრი khatia khatia

აიი ლიკასნაერიი "მეგობრები " ერთ დღეს არიან ამოსაწყვეტლები ვერ ვიტან მსგავს ხალხს მან მარტო ის უთხრა რომ მათესთან გადავიდა და ამან კიდე რეებიიი აღარ მოიგონა FUUU რა persevere tired_face აუ როგორ გამიხარდა რომ მხატვარი გამოჩდა მე როგორც მივხვდი ზოის მხატვარი შეუყვარდება და რაც შეეხება მათეს უბრალოო თამაში რომელიც უფრო გამოცდაა მეგობრობის სადაც ლიკა უკვე ჩაიჭრა smile laughing აუ გთხოვ მითხარი რომ გავარტყიი grimacing
ხო გავარტყი?

მთლიანობაში ეს თავი იყო საუკეთესო მთელ 6 თავებში joy joy
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№11  offline მოდერი guroo

khatia khatia
აიი ლიკასნაერიი "მეგობრები " ერთ დღეს არიან ამოსაწყვეტლები ვერ ვიტან მსგავს ხალხს მან მარტო ის უთხრა რომ მათესთან გადავიდა და ამან კიდე რეებიიი აღარ მოიგონა FUUU რა persevere tired_face აუ როგორ გამიხარდა რომ მხატვარი გამოჩდა მე როგორც მივხვდი ზოის მხატვარი შეუყვარდება და რაც შეეხება მათეს უბრალოო თამაში რომელიც უფრო გამოცდაა მეგობრობის სადაც ლიკა უკვე ჩაიჭრა smile laughing აუ გთხოვ მითხარი რომ გავარტყიი grimacing
ხო გავარტყი?

მთლიანობაში ეს თავი იყო საუკეთესო მთელ 6 თავებში joy joy

კი, გაარტყი.მიხარია, რომ მოგეწონა.

 


№12  offline წევრი khatia khatia

იეს იეს ვიცოდი რომ გავარტყამდიი joy Oგონდ რას ეგ არ ვიცოდიი bowtie ხომ მომეწონა heart_eyes
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent