შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გატაცება (3,4)


1-04-2019, 18:35
ავტორი eli 234
ნანახია 4 409

არვიცი როდის მივედით აეროპორტში და ჩავსხედით თვითმფრინავში,ჭრილობებიც დამუშავებული მქონდა,გონს თვითმფრინავში მოვედი,პირველი რაც მომაფიქრდა ყვირილი იყო ამდენ ხალხში ნამდვილად დამეხმარებოდნენ,თუმცა თითქოს იამანმა წინასწარ იცოდა ყველაფერი,ქურთუკი გვერძე გაწია და იარაღი დამანახა,მეც უნებურად ცრემლი გადმომიგორდა თვალზე .საიდან მოახერხა ამ ადამიანმა იარაღის თვითმფრინავში ამოტანა?ან კონტროლი საიდან გაიარა?ამ ყვველაფერზე რომ ვფიქრობდი თვალზე ცრემლი მემატებოდა,მიუხედავად იმისა,რომ მე ეს არ მინდოდა,ამ დროს სტიუარდესა დაგვადგა თავს და მკითხა:
-ყველაფერი რიგზეა ქალბატონო?
-ყველაფერი რიგზეა ქალბატონო თვენ საქმეს მიხედეთ(ჩემს მაგივრად იამანმა ინგლისურად უპასუხა,თუმცა ნამდვილად არვიცი საიდან გაიგო რა კითხვა დასვა)
მინდოდა მეთქვა რომ არა არაფერი იყო რიგზე,მინდოდა ეს ჩემს თვალებში დაენახა,მაგრამ არა ჩემი მცდელობა ამაო იყო,ჩემს მაგივრად ისევ იამანმა უპასუხა საკმაოდ მკაცრი ტონით!
-ყველაფერი რიგზეა ხომ გითხარით რამდენჯერ გაგიმეოროთ!
-სანამ ქალბატონი არ მეტყვის ვერსად წავალ!
იამანმა მთელი ძალით ხელი მომიჭირა,ახლოს მიმიკრო და სტიუარდესას უთხრა:
-ჩემი მეუღლეა არ შეიძლება თავი დაანებოთ ?!ძალიან ცუდადაა ,ოჯახი ავიაკატასტროფაში დაეღუპა მე კი ჩემს სამშობლოში მიმყავს ამ ყველაფრის დასავიწყებლად!გასაგებია?მეტს აღარ ვიტყვი როგორც ჩავალთ აქ აღარ დაგინახავ,ჩათვალე განთავისუფლებული ხარ!
- უკაცრავად ბატონო არ ვიცოდი ძალიან ვწუხვარ მისი მშობლების გამო!
ეს თქვა და თვალცრემლიანი იმ ადგილს გაეცალა.
მე კი იამანს მიუბრუნდი და მთელი გულით მივახალე რასაც ვფიქრობდი:
საზიზღარი და მატყუარა ადამიანი ხარ,მანიაკი,უგულო,მსიქოპათი მთელი გულით მძულხარ ცხოვრებაში ვერავინ შეგიყვარებს,როგორ შეგეძლო გეთქვა რომ თითქოს ჩემი მშობლები დაიღუპნენ,მე მყავს მშობლები გესმის?მე მათ გამზარდეს!მაგრამ შენ ალბათ არავინ გყავს რადგან გულქვა და არაადამიანი ხარ ვერ გიტან.
ეს ვთქვი თუ არა მაშინვე თვალები აემღვრა სავარძელს ხელი დაჰკრა და საპირფარეშოსკენ გავარდა,აჰმედიც მას დაედევნა თან არაბულად რაღაცას გაჰყვიროდა!რამდენიმე ხნის შემდეგ უკან დაბრუნდა ხელში ჩამავლო და პილოტის კაბინისკენ წამიყვანა:
-ახლა ყურადღებით მომისმენ ემა! შენ არავინ გეკითხება მე ვინ გამზარდა,შენი საქმე არაფერია შეიგნე ეს,მადლობა აჰმედს უთხარი ტყვია რომ არ დაგახალე აქამდე,ის რომ არა შენი ჩრდილიც აღარ იქნებოდა,შენი ქვეყანა დღეიდან საუდის არაბეთია,ამ ქვეყნის წესები და კანონები-შენი წესები და კანონებია რომელსაც მოგიწევს სამუდამოდ დაემორჩილო, დღეიდან ჩაიცვავ შავ სამოსს და და თავზე აბაიას დაიფარებ ისე ივლი,ქუჩაში ჩემს გარეშე ფეხს ვერ გაადგამ და საერთოდ სახლში იქნები მთელი ცხოვრება,ახლა წამოხვალ და სკამზე დაჯდები ისე რომ ერთი წვეთი ცრემლიც კი არ ჩაოგივარდება,მე კი წავალ და ამბავს მოვიგონებ რომ ხალხმა არაფერი იეჭვოს!
მანიაკი ხარ იამან, შენ მე სხვა გოგონებში არ აგერიო,მითუმეტეს შენი ქვეყნის გოგონებში,არ ვაპირებ ვინმეს ვემსახურო ან რამე ვიკითხო,ჩემი ქვეყნის ტრადიციები ამას არ მავალდებულებს ამიტომ არაფერს გავაკეთებ,არ ვაპირებ ვინმეს ჭკუა ვკითხო და მითუმეტეს შენ ,მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ვერაფერს დამიშლი,და მარტო სიარულს რაც შეეხება მე ძიძა არ მჭირდება, თვითონ აიყვანე,ჰო კიდევ გინდა შავები ჩავიცვა?აუცილებლად ჩავიცვავ,მაგრამ შენს დაკრძალვაზე ,როგორც ჩემი ტრადიციები მოითხოვს!ახლა კი შენი იარაღით ვერ შემაშინებ ისედაც მკვდარი ვარ,შენი ტრადიციების შესრულებას კი ვერ მაიძულებ მირჩევნია მოვკვდე შენს ცოლობაზე რომ არაფერი ვთქვათ!
-მისმინე ჩემო სიცოცხლე,მოგიწევს ყველაფერი ისე გააკეთო როგორც გიბრძანებ,სიკვდილს რაც შეეხება ჯერ ძალიან ახალგდა ხარ ხორციელი სიკვდილისთვის,მაგრამ სულიერი არ დაგაკლდება, მე გპირდები,ჩემს გასვენებას რაც შეეხება აუცილებლად მოვა,მაგრამ ჯერ ადრეა ,მხოლოდ ახლა გიპოვე და არ ვაპირებ სიკვდილს!ხო კიდევ მალე ჩავალთ ჯობს ისევ დაიძინო!
-არ გაბედო მანიაკო მეორედ ისე არ დამიძახო როგორც მოგესურვება და შენს ჭკუაზე ვერ მატარებ მერამდენედ გითხრა!
მხოლოდ ამის თქმაღა მოვასწარი და აჰმედს თვალით რაღაც ანიშნა ისიც მაშინვე მოვიდა,უცებ მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი და ისევ იგივე ,ახლა უკვე მანქანაში გავიღვიძე იამანის მხარზე თავი მქონდა დადებული,როგორც კი მოვფხიზლდი თავი ავწიე და იამანს ხელების რტყმევა დავუწყე,გამეტებით ვურტყავდი მან კი ხელი დამიჭირა და ისევ გულში ჩამიკრა,თავზე ხელს მისვამდა ვცდილობდი მისგან თავი დამეღწია,მაგრამ უშედეგოდა მისი ძალის წინაშე უძლური ვიყავი,მივხვდი რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა ამიტომ ცოტა მოვდუნდი:
-აი ასე კარგი გოგო ხარ,იმედია ხვდები რომ ჩემთან წინააღმდეგობას აზრი არ აქვს .ახლა კი გაიცანი ეს ჩვენი მძღოლი და ჩემი მეგობარი ალია!
-რა ვუთხრა მანიაკო სასიამოვნოა თქვენი გაცნობათქო?კარგი ახლავე! მძულხართ მთელი არსებით თქვენც,ეს ქვეყანაც,ამ ქვეყნის ტრადიციებიც,ხალხიც და საერთოდ ყველაფერი ,თქვენი ენაც კი გულს მირევს!
-ძალიან ცუდადაა იამან,პანიკაშია გოგო, სჯობს ექიმთან მიიყვანე! (ალი)
-არა მეგობარო ხომ იცი ჯერ ოფიციალურად ცოლ-ქმარი არ ვართ ამიტომ უფლება არ მაქვს მასთან ერთად ვიარო,როცა დავქორწინდებით მერე მივხედავ,გამიჭირდება მაგრამ მაინც მოვარჯულებ!
- მე ცხენი არ ვარ მორჯულება რომ მჭირდებოდეს,ამ შემთხვევაში ერთი ბრძენის სიტყები მახსენდება "თავისუფლებაში ცხოვრობს ის,ვისაც წინააღმდეგობათა მიუხედავად ქმედება მაინც შეუძია"ამიტომაც მე ყველაფერს ვიღონებ აქედან თავის დასაღწევად რადგან თუ ვინმეს ერთხელ მაინც დაუხარე თავი ის ჩათვლის რომ მას უნდა დაემონო,ამიტომაც შენ ჩემთან ვერაფერს გახდები!
–კარგი ჩემო სიცოცხლე ასე იყოს,ახლა კი სახლში წავალთ!
თქვენს სახლში მიგყავთ,თუ დედათქვენთან?(ალი)
–დედაჩემთან წავიყვან და ხვალვე დავქორწინდებით,აჰმედი საბუთების საქმეებს აგვარებს,მოქალაქეობის საკითხსაც ის მოაგვარებს!
–დედაშენმა იცის ინგლისური? ამ გოგოს სხვა ენა ესმის?(ალი)
–მესმის კრეტინო ამ თქვენს ქვეყანას კი არ მივეკუთნები გაუნათლებელი და ჩამორჩენილი!ხუთი ენა ვიცი გამართულად,მაგრამ არა არაბული,ყველა ენა რომც ვისწავლო მასში არაბული მაინც არ შევა!(მე)
–არ არის პრობლემა დედაჩემს მე გადავუთარგმნი,როცა არ მეცლება თარჯიმასაც დავიქირავებთ,თუმცა ჩემს ოჯახში ყველას ესმის ინგლისური!(იამანი)
–რა გაჩუქო საქორწინოდ ჩემო სიცოხლე?(იამანი)
–არ გაბედო და სიცოცხლე აღარ დამიძახო,შენი სიცოცხლე კი არა სიკვდილი ვარ!სიკვდილი!(მე)
–ასე არ შეიძლება რამე უნდა გაჩუქო!(იამანი)
– კარგი რადგან არ იშლი შენი თავი ლანგარზე დადებული,გასაგებია?(მე)
–არა ლამაზო ასე ვერ შევთანხმდებით!(იამანი)
არაფერი მინდა ცხოველო გარდა იმისა რომ ყველა კითხვაზე გამცე პასუხი,რა დაგიშავე?რატომ მაინდამაინც მე?(მე)
– კარგი ემა პასუხებს მიიღებ,მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს!(იამანი)
კარგა ხანს სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა,მეტი აღარაფერი მითქვამს ძალა გამოცლილი ვერაფერს ვაკეთებდი,მიკვირს მაგრამ ბედს მივანდე თავი.ცოტა ხნის შემდეგ მძღოლმა სადღაც გადაუხვია ,შემეშინდა ტყესავით დაბურული ადგილი იყო ,ირგვლივ არაფერი ჩანდა,თუმცა თანდათან დიდი გზა გამოჩნდა,როდესაც დიდი ჭიშკარი გაიღო შიგნით უზარმაზარი სახლი გამოჩნდა,აი ზუსტად ისეთი ფილმებში რომ მქონდა ნანახი,ჩვენც გვქონდა დიდი სახლი,თუმცა ეს ნამდვილ სასახლეს ჰგავდა,აი ისეთს ურჩხული და ლამაზმანში რომ არის.
როდესაც მანქანა გაჩერდა ხელი მომკიდა და მანქანიდან გადმომსვა,შემდეგ მძღოლს რაღაც უთხრა და თვითონ იმ ადგილს გაეცალა,მძღოლმა ხელით მანიშნა რომ წინ წავსულიყავი,გამიკვირდა ხელი რომ არ წამავლო და ძალით არ წამათრია,მაგრამ როგორც ვიცი ნათესავის გარდა გაუთხოვარო ქალის შეხების უფლება არცერთ მამაკაცს არ აქვს.
ზემოთ ამიძღვა და ჩემი ოთახი მაჩვენა,შემდეგ კი შევედი უდიდეს ოთახში,სწორედ მაშინ სიცარიელის გრძნობა დამეუფლა და გული საშინლად შემეკუმშა,ტკივილს ვგრძნობდი,ჩემები მენატრებოდნენ:დედა,მამა,ჩემი დები ტასოც კი ძალიან მენატრებოდა,შიშს ვგრძნობდი,მარტოობის შიშს,მეშინოდა რომ ამ დაწყევლილ ქვეყანაში სული ისე ამომხდებოდა ჩემს ოჯახს ვეღარასდროს ვიხილავდი.ალბათ მთელი საქართველო ფეხზე ყავდათ დაყენებული ამ ფიქრებში სულ ვერ შევამჩნიე ისე მომეხუჭა თვალი და ჩამეძინა სკამზე ჩამომჯდარს.
თავი4:
კარზე კაკუნის ხმა მაღვიძებს,თუმცა გაღვიძება არ მსურს,მინდა რომ არ გამოვფხიზლდე არ მიდა რეალობას შევეჯახო,ყოველთვის შემეძლო რეალობისთვის თვალის გასწორება,მაგრამ არ ახლა,ძალლაგამოცლილი და შეშინებული ვიყავი,თუმცა ჩემს შიშს იამანის წინაშე მაიც არ გამოვავლენდი,ვცადე წამოდგომა მაგრამ მთელი სხეული მტკიოდა ,თავს ძალა დავატანე და კართან მივედი:
–რა გინდა იამან თავი დამანებე!ხო მიაღწიე შენსას,ახლა მაინც დამანებე თავი(მე)
–კარი გამიღე!(იამანი)
–აა გადახვედი უკვე ბრძანებაზე?არ გაგიღებ გაიგე?(მე)
–ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ემა კარი გააღე!(იამანი)
–მთხოვე და გაგიღებ!(მე)
–ვიცი რომ შოკში ხარ,მაგრამ ჭკუა სულ დაგიკარავს!კარგი რადგან ასეა მე გავაღებ (იამანი)
შემდეგ ვიღაც ქალს არაბულად რაღაც უთხრა და სიტვაცია ცოტა მიწყნარდა,მეგონა წავიდა მაგრამ როცა გასაღებების აცმის ხმა გავიგონე,მხოლოდ მაშინ მიივხდი რაც უთხრა იმ ქალს. შევეცადე სადმე დავმალულიყავი სანამ შემოვიდოდა,ამხელა ოთახი იყო,მაგრამ დამალვა ვერსად მოვახერხე ბოლოს ლოგინის კუთხეში დავჯექი და მუხლებში ჩავრგე თავი,კარებიც გაიღო და ჩემმა გულმა ძგერა რამდენიმე წამით შეწყვიტა!
–ჩემი გეშინია?(სრულიაად მოულედნელი კითხვა დასვა და პასუხს დაელოდა,რომელიც ჩემგან ვერ მიიღო,ახლა იხევ იგივე გამიმეორა!)
–ჩემი გეშინია?
ისევ არ გამიცია პასუხი,თავიც კი არ ამიღია მუხლებიდან.
–ზრდილობა არ გასწავლა შენმა საყვარელმა მშობლებმა?ვინმე რო რამეს გეკითხება თვალებში უნდა უყურო ,მითუმეტეს შენი მომავალი ქმარი,მაგრამ არაუშავს მე გასწავლი მაგ ყველაფერს და კიდევ სხვა რამეებსაც!
როდესაც ჩემი მშობლები ახსენა მაშნვე ფეხზე წამოვხტი,თითქოს წარმოუდგენელი გამბედაობით ავივსე
–რას გადაეკიდე ჩემს მშობლებს!კიდევ ერთხელ ახსენებ მათ სახელს და გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ!გაგანადგურებ! გინდა რომ თვალებში მიყურო?მიყურე,დაინახავ რომ ამას ნამდვილად გავაკეთებ,შენს კითხვას რაც შეეხება პასუხი არის არა!არასოდეს,ვინ ხარ რომ შენი შემეშინდეს?
–მუქარას თავი დაანებე და ჯერ კიდევ ვერ მიხვდი ვინ ვარ?არაბი შეიხი,რომელიც მთელს მსოფლიოში ერთ–ერთ უმდიდრეს ბიზნესმენად ითვლება და ყველა მოწიწებით ებყრობა,როგორც ოჯახის წევრები ისე მსხვილი ბიზნესმენებიც და მოგიწევს შენც ასე მომებყრო და კიდევ ეს ტანსაცმელი ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი უნდა ვივახშმოთ თან ჩემს ოჯახის წევრებს გაგაცნობ!
–იცი რა შენი ფული წარმავალია როგორც შენ ხარ,როგორც შენ ვერ იცხოვრებ სამუდამოდ შენი ფული და გავლენაც ვერ იარსებებს სამუდამოდ,შენს ოჯახის წევრებს რაც შეეხება არ მსურს მათი გაცნობა,არ მიყვარს ისეთი ადამიანები ვინც სხვას ემონებიან მითუმეტეს შენნაირს,ეგ ძაძები კი შენ თვითონ ჩაიცვი!
–მისმინე ემა მე ჭკვიანი მგონიხარ ან ადგები და ამ ტანსაცმელს ჩაიცვავ და დაბლა ჩამოხვალ ან არა და მე თავად ჩაგაცმევ და დაბლა ჩაგიყვან ჩემი ხელით!
–ნუ მემუქრები,მაინც არ ჩავიცვავ ამ უგემოვნო ტანსაცმელს!
ეს ვთქვი თუარა ახლოს მომვარდა და მაისურზე დამწვდა
:რა უფლებით შემეხე,შენ ხარ ნორმალური?გაწიე შენი ბინძური ხელები,დარწმუნებული ვარ ბევრის სისხლია დაღვრილი მაგ ხელებით,არასდროს გაბედო ჩემი შეხება!
–მისმინე ლაპარაკის მანერა შეარჩიე მაგისთვის დაისჯები და გარეთ ვეღარ გახვალ,ვაპირებდი საქორწინო კაბის ასარჩევად წამეყვანე,მართალია ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია შეყვარებული წყვილის ერთად სიარული ასე საჯაროდ,მაგრამ როცა მდიდარი ხარ ყველაფერი შეიძლება,ახლა კი სახლში იჯდები,ჩათვალე ხვალ ბოლოჯერ იცვავ თეთრს,გათხოვილ ქალს შავები უნდა ეცვას,მართალია სავალდებულო არ არის,მაგრამ ჩვენი ოჯახი ძალიან რელიგიური და ტრადიციულია, ყველა წესის დაცვა მოგიწევს, ხო კიდევ დღეიდან ხუთჯერ მოგიწევს ლოცვა და ყოველ პარასკევს მეჩეთში ვივლით,პარასკევი ჩვენთან უწმინდესი დღეა!
–რასამბობ მართლა?კიდევ ხომარაფერს ინებებთ?ქართველებს აქვთ ასეთი გამოთქმა სულ ფეხებზე ,მართალია ინგლისურში არ არის ასეთი ტერმინი,მაგრამ როგორც გითარგმნე პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე ,ხოდა სულ ფეხებზე თქვენი ტრადიციები,მე ქრისტიანი ვარ და მწამს ჩემი ღმერთის და არა თქვენის,უნდა ვილოცო?აუცილებლად ვილოცებ,მაგრამ ქართველ ხალხზე და ჩემზე,მეჩეთში უნდა ვიარო?ვივლი მაგრამ ტაძარში და თუ აქ არ იქნება ისე ვილოცებ გულმხურვალედ,შავების ჩაცმას კი რაც შეეხება ჩავიცვავ,აუცილებლად ჩავიცვავ,მაგრამ არა იმიტომ რომ თვქენს ტრადიციებს სჭირდება ასე ,არამედ იმიტომ რომ ჩემთან შავებს მაშინ იცვავენ როცა ვინმე გარდაეეცვლებათ,ხშირ შემთხვევაში ეს ქმარია და შავები წლების მანძილზე აცვიათ,ამიტომ ეს არ გამიჭირდება,რადგან შენ მკვდარი ხარ !
–იცი რომ წყობიდან გამოგყავარ?სჯობს არაფერი გითხრა,ჩემთვის სულ ერთია თუ რა მიზეზით ჩაიცვავ მაგ სამოს,მთავარია ჩაიცვა,სხვათაშორის ძალიან ძვირფასი ნაჭრისგანაა დამზადებული სპეციალურად შენთვის!ჩემს რელიგიას რაც შეეხება ისე გააკეთებ როგორც მე მინდა! ახლა კი დაბლა დაგელოდები!
წავიდა,წავიდა და თან წაიღო ჩემი სულის დიდი ნაწილი,განადგურებული ვიყავი ყველაზე მეტად ის მაჯავრებდა რომ მისი რელიგიის მიმდევარი უნდა გამხდარიყავი,როცა ღმერთის ღრმად მწამდა და ეკლესიაშიც ხშირად დავდიოდი,მოძღვარიც მყავდა,ეს ბოლოს სულ მომიღებდა,მაგრამ მართლაც ჩავიცვი ეს დაწყევლილი ძაძები და დაბლა ჩავედი,დაბლა იამანი და კიდევ ხუთი ადამიანი იდგა,იამანმა ხელი მომკიდ და თავის გვერდით დამაყენა
ემა გაიცანი ეს დედაჩემია ჰავა,ეს კი ჩემი ძმაა მაჰირი მისი მეუღლე აიშა და ჩემი და დანია!გაიცანით ეს ემაა,თუმცა სახელს სულ მალე შეიცვლის ხო ჩემო სიყვარულო?
-არანორმალური ხარ არავის გაცნობასაც არ ვაპირებ სახელის შეცვლას ხომ მითუმეტეს,მამამ დამარქვა და არაფერსაც არ შევიცვლი ჩემში!
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ინგლისურად მითხრა მაჰირმა ,მას მიჰყვა მისი მეუღლე აიშა,დანიას და ჰავას არაფერი უთქვამთ(ისე მიყურებდნენ მეგონა სულს ამომხდიდნენ)
-ჩემთვის არ არის სასმიამოვნო არანორმალურების ოჯახო,ნუთუ არ იცით თქვენმა ძმამ გამიტაცა და აქ მომიყვანა,სრულიად უმიზეზოდ ახლა უნდა მისი ცოლი გავხდე და მისი ტრადიციები დავიცვა,უნდა რომ მას ვემსახურო,სახელიც კი უნდა რომ შემიცვალოს,ამის მერე თქვენ მეუბნებით რომ სასიამოვნო თქვენი გაცნობაო,არცერთი არ ხართ ჯამრთელ(მეც ვუპასუხე ინგლისურად,როგორც ვხედავდი ინგლისური აქ ყველამ იცოდა ჰავას გარდა,რადგან ალბათ ეს რომ გაეგო ჯერ ისე მიყურებდა ახლა ნამდვილად მომკლავდა)
-აპატიეთ ბავშვებო ძალიან ფიცხი ხასიათი აქვს მაგრამ თანდათან ისწავლის,ახლა კი დავსხდეთ და მივირთვათ(იამანი)
ვიცოდი აზრი აქ ქონდა წინააღმდეგობას,თან მართლაც რომ მშიოდა,თუმცა როცა სუფრას გადავხედე არაფერი მომეწონა,ქართულ სუფრას ვიყავი მიჩვეული და ჩვენს სუფრაზე მუდმივად იყო ღვინო,ხაჭაპური,ხორცეული.ამ სუფრაზეც იდო ხორცი მაგრამ როგორც თვქეს თხის ხორცი,მე კი ღორის ხორცის გარდა არცერთი პირუტყვის ხორცი არ მიყვარდა,არც სალათები იდო სუფრასთან,ტოლმაც იდო მაგრამ ვაზის ფოთოლში გახვეული და ღმერთმა იცის რისი ხორცისგან იყო გაკეთებული,ერთადერთი ლობიო გამიყურებოდა ისე როგორც ჩვენი ამიტომ მას დავწვდი თუმცა გემო რომ გავუსინჯე კინაღამ ცუდად გავხდი,ამიტომ ჭამა აღარ გავაგრძელე,სავარაუდოდ იამანი მიხვდა და მითხრა:
–რახდება ჩვენი სამზარეულო არ მოგეწონა?ყველაფერი დედამ საგულდაგულოდ შენთვის გააკეთა!
– არა საზიზღრობაა,ამას როგორ ჭამთ?არაბულ სამზარეულოზე ვერაფერს გეტყვით,შესაძლოა კარგიც არის,მაგრამ გაკეთებულია ცუდი,ვერაფერს გეტყვით.თქვენის ნებართვით მე წავალ ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება!
–ეს ვთქვი თუ არა ყველამ შეშფოთებული თვალებით შემომხედა,ვერ მივხვდი რატომ,ნუ ცოტა გავაზვიადე,მაგრამ ჰავა არ მომეწონა და არც დანია ამიტომ იმედი მქონდა დანია მას გადაუთარგმნიდა რაც ვთქვი და მიხვდებოდა რომ თავის დაცვა კარგად შემიძლია!
–მისმინე ემა ფეხზე ადგომა არ შეიძლება სანამ ყველა არ დაამთავრებს ვახშამს და ყოველთვის ერთად შევჭმთ ,თუ იმ დროს ვერ მოხვალ მშიერი დარჩემი ეს დაიმახსოვრე!მაგრამ რადგან მძიმე დღეები გქონდა უფლებას გაძლევ წახვიდე,მაგრამ ჯერ ცოტა უნდა ჭამო სამი დღეა არაფერი გიჭამია ნორმალურად,შემდეგ კი აიშა გასწავლის ყველაფერს,საშხაპესაც გაჩვენებს!(იამანი)
–არმშა იამან არაფრის ჭამას არ ვაპირებ ამიტომ მე წავალ!
–კარგი ცუდად რომ გახდები იმას ვერ იტყვი რომ მე გაშიმშილე!
–შიმშილი არაფერი იმასთან შედარებით რა ტკივილსაც სულიერად განვიცდი,არ იდარდო არ მოვკვდები შიმშლისგან,შენ ხომ გინდა რომ შენი ხელით მოვკვდე. ეს ვთქვი და სასწრაფოდ დავტოვე სუფრა,დავინახე იამანმა აიშას თვალით ანიშნა რომ გამომყოლოდა,აიშაც უსიტყვოდ დაემორჩილა,ხელი მომკიდა და ზემოთ ამიყვანა მე კი მაშნვე გავინთავისუფლე ხელი და აიშას მივუბრუნდი:
–შენ თუ გგონია ვინმეს შევიყვარებ შენი ოჯახიდან ძალიან ცდები,ვერც ერთ თქვენგას ვერ ვიტან,თქვენი ჩრდილიც კი მძულს,თქვენთვის აჯობებს თუ თვალით არ დამენახვებით,ხო კიდევ თქვენი დახმარება არაფერში მჭირდება აქ დარჩენას მაინც არ ვაპირებ!
–გთხოვ მომისმინე რაღაცას გეტყვი და წავალ,ჰავას უბრთხილდი არ უყვარს როცა ეწინააღმდეგებიან,დანიაც სულ მას უჭერს მხარს და ყველაფერში ემორჩილება,არ გირჩევ მის გადამტერებსას,გთხოვ გირჩევ როგორვ მეგობარი.
–ჯერ ერთი შენ ჩემი მეგობარი არ ხარ და მერეც ვინ არის ჰავა რომ მას დავემორჩილო?მე ვწყვეტ თუ რას გავაკეთებ და როგორ მოვიქცევი!მე ჩემი წესები მაქვს და გეფიცები მოვა დრო და თქვენ მოგიწევთ ამ წესებს დაემორჩილოთ,ყველაფრისთვის შურს ვიძიებ!
მოკლედ ესეც შემდეგი ნაწილები,მადლობა ვისაც მოგწონთ და კითხულობთ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი რას ფიქრობთ ისტრორიის შესახებ,მოგწონთ თუ არა და ა.შ, თქვენს კითხვებს ვერ გავეცი პასუხი,რადგან მგონი ცუდად ვარ დარეგისტრირებული.შემდეგ თავებსაც მალე ავტვირთავ თუ მოგეწონებათ.



№1 სტუმარი M a R i a

საინტერესო ისტორიაა, კარგად წერ და ასე გააგრძელე <3 იმედია მალე გავიგებთ თუ რა აკავშირებს იამანს ემასთან <3

 


№2  offline წევრი Rania

Zalian saonteresoaaa. Zustad ver gavige raunda iamans emasgann. Vfiqrob mamamisis gamo hoarsjis tqo. Sxva axsna ver movzebnee. Moutmenlad velodebi gagrzelwbasss. Yochagg
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline წევრი Elea_Nora

ეხლა რა ხდება! იმედია არ შეეპუება ემა და არ დაემორჩილება ამ ყველაფერს. ვერ ვიტან როცა სხვას უბრძანებენ რამე გააკეთოს. ადამიანი თავისუფალი არსებაა და არავის შეუძლიამ მას რაიმე უბრძანოს რადგან თავისუფლება ღვთის მიერაა მონიჭებულია და ადამიანს არააქვს უფლება ეს შეზღუდოს. დიახ ვფიქრობ ემა არ დანებდება არ უნდა დანებდეს! აი რელიგიას რომ შეეხო გავფსიხდი, მართლა მინდოდა მომეკლა რელიგიას რომ ეხებიან უკვე ვცოფდები! ხოდა მალე დადე ახალი თავები თუ არ გინდა ამ გაბრაზებულ გულზე ვინმე მოვკლა :დდდდ მოკლედ ველი ახალ თავს!

 


№4  offline წევრი eli 234

Xval dilit davdeb shemdeg tavs .arc me ar miyvars roca vinme mbrzaneblobs.da vnaxot rogor ganvitardeba movlenebi ♡♡♡

 


№5 სტუმარი kalifso

თუ ეს გოგო ესე გააგრძელებს ჩემი უსაყვარლესი გმირი გახდება...

 


№6  offline წევრი Maia G.

ძალიან,ძალიან მომწონს.როგორი განსხვავებული ისტორიაა.აშკარად ემას მამაა ჩარეული ამ ყველაფერში და რატომღაც მგინუა,რომ იამანს ქართული ესმის.ვნახოთ ბა რას გვიმზადებ :D❤❤❤❤

 


№7 სტუმარი ნინი????

როდის დადებთ შემდეგ თავს? საკმაოდ საინტერესო story-ია და ველოდები ახალ თავს☺❤❤????????

 


№8 სტუმარი სტუმარი მანანა

ვერ ვპოულობ 1_2 თავს

მირჩიეთ სად ვნახო სრულად

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

სტუმარი მანანა
ვერ ვპოულობ 1_2 თავს

მირჩიეთ სად ვნახო სრულად

გადადით ავტორის გვერძე და დამატებულ სიახლეებში ნახავთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent