ტანჯვა და სიყვარული
მტკენს, ძალიან მტკენს. მისი ყოველი საქციელი, მისი ყოველი სიტყვა მტკენს, მაგრამ მაინც მიყვარს. მსიამივნებს თუნდაც მისი ეს უაზრო და საშინელი სიტყვები, მე შებყრობილი ვარ, მისით შებყრობილი ვარ. ის ისეთი საშინელია, თუმცა ამავდროულად ძალიან საყვარელი. ცინიკოსი, ქედმაღალი, მაგრამ მაინც თბილი და საყვარელი. ნეტავ თავად თუ იცის რა უნდა? -არამგონია. ერთ დღეს ყოველგვარი ნებართვის გარეშე მკოცნის, მეორე დღეს კი უბრალოდ შორს ყოფნას მთხოვს, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებ, რადგან მე მისით დაავადებული ვარ, ბოლომდე ვიბრძოლებ და გავიმარჯვებ, ის მაინც ჩემი გახდება. -გამარჯობა, შეიძლება სადმე შევხვდეთ?-ვგზავნი მესიჯს. გავიდა რამდენიმე წამი. გახსნა, წაიკითხა, მაგრამ როგორც ჩანს პასუხის დაბრუნებას სულაც არ ჩქარობს. გავიდა ხუთი წუთი, ათი, ოცი...ერთი საათი. პასუხი კვლავ არ არის. თვალები უკვე ჩამიწითლდა, ამდენი ხანია შევყურებ ეკრანს, ველი პასუხს, მაგრამ პასუხი არ არის. ტელეფონს საწოლზე ვისვრი და მეც იქვე ვწვები. ჯერ ჩუმად ვარ, ყოველგვარი ემოციის გარეშე შევყურებ ფანჯარას, რომელშიც მოჩანს წვიმიანი ქუჩა, როგორ ცდილობს ხალხი, რომ არ დასველდეს, თავიდან ფეხებამდე შეფუთულები არიან, ზოგს ქოლგა ახურავს, ზოგიც უქოლგოდაა. მზერა სარკეზე გადამაქვს, სადაც ვხედავ ჩემს განადგურებულ სახეს. რა მემართება? ასე რამ შემცვალა? ადრე ასეთი არ ვიყავი! ეს მე არ ვარ! გამოსახულება, რომელსაც სარკეში ვხედავ მე არ მეკუთვნის! ეს გოგო მე არ მგავს! და მაინც, ვინ ვარ ახლა მე? ან ასეთი როდის გავხდი? ასე რამ შემცვალა?! და აი! ის ნანატრი ხმაც. უეცრად ტელეფონის ხმა ჩამესმა ყურში, რომელიც ასე ძალიან პირველად მესიამოვნა, ეკრანი განათდა, სასწრაფოდ ვხსნი მესიჯს, მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიკითხო და შევხვდე. -აღარ მიყვარხარ, სხვა მიყვარს! პასუხი, რომელიც სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის. სხვა მიყვარსო, აღარ მიყვარხარო. ისტერიულ სიცილს ვიწყებ, ჩემს ნერვებსა და გრძნობებზე თამაშობს ტელეფონის ეკრანზე გამოსახული წარწერა “აღარ მიყვარხარ, სხვა მიყვარს!”. ტელეფონს, რომელიც ჯერ კიდევ ხელში მიჭირავს, მთელი ძალით ვუჭერ ხელს და ჩემს წინ მდგომ დიდ სარკეს ვესვრი. სარკე იმსხვრევა და სარკესთან ერთად მასში გამოსახული გოგონაც, რომელიც ერთი შეხედვით მე მგავს, მგრამ მე არ ვარ. ვიცინი, ბოლო ხმაზე ვიცინი, მაგრამ უეცრად სიცილი ტირილით იცვლება. ვტირი, ვღრიალებ, ბოლო ხმაზე ვღრიალებ, მაგრამ არავის ესმის, ცუდად ვარ, ძალიან ცუდად. ყელში ბურთი გამეჭედა, რომელიც მახრჩობს და სიბნელეში მითრევს. გიჟივით სწრაფად ვდგები ფეხზე. რაც კი ხელში მიმყვა, ყველაფერი დავლეწე, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ერთი ხელის მოსმით გავანადგურე, ისევე როგორც ამ ერთმა მესიჯმა გამანადგურა მე. ვგრძნობ სიძულვილს, იმედგაცრუებას, სიმარტოვეს, სიყვარულს, სინანულს, შურს იმ ადამიანის მიმართ, ვინც მას უყვარს. დამტვრეულს სარკესთან მივდივარ და სარკის ნარჩენებში ვიხედები. როგორი მახინია. როგორი მახინჯი გამოსახულება ჩანს ამ სარკეში, დასუსტებული, ჩასიუებული და ჩაწითლებული ზღვისფერი თვალებით, გაწითლებული წხვირით, მას ოფლი მოსდის, ცრემლებიც. მისი ქერა თმებისაშინელ მდგომქრეობაშია. საკუთარ თავს ხელს ვურტყამ, რაც სხეულზე სილურჯეებს მიჩენს. ვყვირივარ, კვლავ ვყვირივარ. საწოლთან მვდივარ და იქვე ვიკეცები. ვჩუმდები. ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, თუ ახლა რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას. ჩემი ცხოვრების ერთადერთი აზრისაგან ახლახანს მომივიდა შეტყობინება. აღარ ვტირი, ცრემლებს ვიწმენდ. ალბათ ახლა როგორ საწყლად და სასოწარკვეთილად გამოვიყურები. ფეხზე ვდგები დანკვლავ იმ სარკესთან მივდივარ, დაბლა ვიხრები და ყველაზე დიდ ნატეხს ვიღებ. ვიმართები, კვლავ სარკის ნატეხებში ვიყურები, და თვალებში ვუყურებ მასში გამოსახულ გოგონას. ვიღიმი, სიმწრისგან ვიცინი. შემდეგ ვწყნარდები და ვენებში ტკივილს ვგრძნობ, მტკივა, ხმამაღლა ვღრიალებ, ვყვირივარ, ვწივივარ, მაგრამ არ ვტირი. საკუთარ ანარეკლს ვუყურებ და ნელ-ნელა ვიკეცები. აღარ მტკივა, ვეღარ ვგრძნობ, ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ. მაგრამ არის ერთი გრძნობა, რომელიც ჩემთვის უცოა და მხოლოდ ახლახანს შევიგრძენი.ეს გრძნობა თავისუფლებაა. 3 საათის შემდეგ. გაისმის ჟურნალისტის ხმა ტელევიზრში: თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ქუჩაზე 19 წლის ახალგაზრდა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაიბეჭდა უამრავი გაზთი თუ ჟურნალი, რომლის პირველ გვედზე აუცილებლად ამოიკითხავთ წინადადებას: 19 წლის გოგონამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. შეხვდებით უამრავ ადამიანს, რომელიც გეტყვით: აუ იცი 19 წლის გოგომ ბიჭის გამო თავი მოიკლა.თვალის დახამხამებაში გავრცელდა ეს ამბავი და მიედო მთელ ქვეყანად, მაგრამ საინტერესოა, მან თუ გაიგო? და თუ გაიგო რა იგრძნო? დანაშაულის გრძნობა? სინანული? სიყვარული? ტკივილი? ან იქნებ საერთოდ ესიამოვნა კიდეც. ვინ იცის... -გოგო ადექი, თორე შენს გამო დავაფვიანებთ. -ჰოო, ვდგები! -ახლავეე! -ოო! კაი, კაი ავდექი! ნელა წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოში შევედი. დილის პროცედურები ჩავიტარე და სააბაზანოდან გამოვედი. სკამზე გაფენილი ლურჯი ჯინსის დახეული შარვალი და შავი ტოპი ჩავიცვი. სარკესთან მივედი, თმა დავივარცხნე და მოვიწესრიგე. მე უკვე მზად ვარ. ჩანთა მოვიკიდე და ოთახიდან გავედი. -ოჰო! როგორც იქნა მოემზადე.-გაბრაზებული სახით შემომხედა ანიმ. -ჰოო, მზად ვარ, წავიდეთ. -ხო კაი, კაი. აუ ნუციი-ამბობს და თან ქვედა ტუჩი გამოწია და სახე მოისაწყლა-დღესაც შემთან დარჩი რა! -ჰო კაი, ოღონდ უნივერსიტეტის მერე სახლში უნდა შევუარო დედაჩემს, რამდენი ხანია არ მინახავს. -ოქრო ხარ! -ვიცე-ხითხითით ვეუბნები და თან ამავდროულად ლიფტის კარები იღება. ჩემს მანქანასთან მივედით, კარები გავაღე და საჭესთან დავჯექი, გვედით კი ანი დამიჯდა. 5 წუათში უნივერსიტეტთან ვიყავით. მე და ანი პირველი კლასიდან ერთად მივდივართ და ახლაც ერთად ვსწავლობთ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მოკლე აღწერა ჩვენს შესახებ(წარმიდგენა რომ გქონდეთ) მე: ნუცა წერეთელი 19 წლის. ვსწავლობ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ვარ მაღალი, ქერა თმებით, ცისფერი თვალებით, სწორი ცვხირით და სქელი ტუჩებით.ანი: ანი ამილახვარი 19 წლის. სწავლობს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მაღალი, ღია ფერის კანით, შავი თმებით და მწვანე თვალებით. თავს არ ვიქებ, მაგრამ მეც და ანიც საკმაოდ ლამაზები ვართ. მოკლედ შევედით შენობაში და იმ წამსვე ჩვენი კურსელი- ლანა მოვარდა ჩვენთან. -აუ გოგოებო, რა ამბაბი მაქვს თქვენთვის. მოკლედ, ორი ახალი ბიჭი გადმოვიდა ჩვენატან, თან ჩვენი კურსელები იქნებიან. ერთს ნიკა ქვია და მეორეს გიორგი. -ესენი არიან?-ჩემი და ანის მერხებისკენ გავიხედე, რომელიც უკვე დაკავებული იყო. -ჰოო. -აუ რა გინდა სიმპატიურები არიან-წარბები აათამაშა ანიმ. -ჰო და თუ არ ადგებიან, მალე აღარ იქნებიან. -კაი არ გინდა, პირველივე დღეს ნუ გააქცევ-საქყალი თვალებით შემომხედა ანიმ.-კაი, ჯერ წყნარად ვცდი. -კაი. მათთან მივედი, ჩანთა მაგიდაზე დავდე. -უკაცრავად, აქ მე და ჩემი მეგობარი ვზივართ და იქნებ გადაჯდეთ? -არა ლამაზო, იყოს, აქაც კარგად ვზივართ. -ჯერ ერთი, ლამაზო არა, ნუცა და მეორე, არ მიკითხავს როგორ ზოხარ მეთქი მენგთზოვე გადაჯდომაბდა სანამ თხოვნით შემოვიფარგლები, გირჩევნია გადაჯდე. -და შენ ფსიქოლოგობას აპირებ? ჯერ საკუთარი ნერვები დაიწყნარე და სხვებს მერე მიხედე-ცინიკურად ამათვალიერა. -კაი, კაი ბიჯო შეეშვი გოგოს-თქვა მის გვერდზე მჯდომმა-მოდი, აქ დაჯექი.-არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ან იქ უნდა დავმჯდარიყავი, ან მეორესთან და მეც ჩემი ადგილი დავიკავე. ვიფიქრე გადაჯდება თქო, მაგრამ აშკარად არ აპირებდა. -მე გიო მქვია, შენ ნუცა ხო?-მკითხა უხრდელმა. -შეგიძლია გადაჯდე და მანდ ანი დააჯინო?-მშვიდად ვკითხე. -მგონი ანი ნიკასთანაც კარგად გრძნობსბთავს-გახედა ჩვენს უკან ჯდომ მიკას და ანის. -ოჰჰ ანი... ერთი დღე რო არ დაკერო ბიჭი და დაქალს მხარში ამოუდგე არ შეგიძლია?-ვბურტყუნებდი ჩემთვის ჩუმად, მაგრან ამან ალბათ გაიგო, რომ შევხედე იცინოდა. პირველ ლექციაზე ძალიან მოწყენილად ვიჯექი, იმ საქონელს არ გამოვლაპარაკებივარ და არც მას გამოუჩენია ინიციატივა, მაგრამ მთელი ლექციის განმავლობაში ვგრძნობდი მის მწველ მზერას, მე კი ვცდილობდი თვალი არ გამეპარებინა მისკენ. ასევე გაიარა დანარჩენმა ლექციებად, მოწყენილად. მერე მე და ანი იქვე ახლოს, კადეში დავჯექით და ყავას ვსვამდით. -აუ ის ნიკა რა საყვარელი ტიპია იცი?-სიჩუმე ანიმ დაარღვია. -ეგ იქნება საყვარელი კი, მაგრამ ეს მეორე ისეთი საშინელია რო... -ჩუ, მოდიან, არ გაიგონონ. -გაიგონებენ და გაიგონონ. -გოგოებო, შეიძლება თქვენთან დავსხდეთ?-თავაზიანი ღიმილით იკითხა ნიკამ. -იცი- -კი, კი, რატომაც არა-პასუხი გამაწყვეტინა ანიმ. ნიკა ანის გვერდზე დაჯდა, გიო კი ჩემთან. -ანი, დღეს მაკუნასთან წვეულებაა და ხო წამოხვალ?-ისე ვლაპარაკობდი, თითქოს მარტო მე და ანი ვყოფილიყავით. -კი, რატომაც არა. ბიჭებო თქვენც ხო წამოხვალთ? -წვეულებაზე დაიშვებიან მხოლოდ ნაცნობები!-ხმამაღლა ვთქვი.-არაუშავს, ჩვენ ნაცნობები ვართ და ბიჭებიც ჩვენთან ერთად წამოვლე.-თვალი ჩამიკრა ანიმ და ეშმაკურად გამიღიმა. -ჰოო, წამოვალთ-თქვა გიომ და წელზე ხელი მომხვია. მე ჯერ ხელს დავხედე, მერე გიოს და ვუთხარი -შენი ბინძური ხელი ჩემი წელიდან აიღე თუ შეიძლება. -ლამაზო, რატო ხარ ასეთი უკარება? -ნიკა, თუ შეიძლება შენს მეგობარს რაიმე უთხარი, სანამ მშვიდად ვარ. -გიორგიმ ჩაიცინა და ხელი მომაშორა. -კაი, ანი მე სახლში წავალ ტანსაცმელებს წამოვიღებ და თან დედაჩემსაც ვნახავ და მერე შენთან მოვალ. -არ გინდა ხვალისთვის მე გათხოვებ, და წვეულებისთვის შენით ჩაიცვი და მეც გამომიყოლე ის კაბა მე რომ მომწონს. -ვაიმე, შენ მაგ კაბას ყიდვის დღიდანვე დაადგი და კაი, მოგიტან და მოისვენე-სიცილით ვუთხარი და წამოვდექი. ანი გადავკოცნე.-კარგად ნიკა-ვთქვი და კმაყოფილი წამოვედი. სახლში რომ შევედი, იმწამსვე დედასთან მივედი -დე როგორ მომენატრე, რა კაია რო ჩამოხვედო. -მეც დე! -აუ დე დღეს ანისთან ვრჩები. -კარგი, მაგრამ ხვალ დაბრუნდი, თორემ მონენატრე!-თუთი დამიწნია და გამაფრთხილა. -კაი, კაი. ჩემს ოთახში შევედი, პირსახოცებს ხელი დავავლე და აბაზანაში შევედჯ. ერთ საათიანი ნებივრობის შემდეგ როგორც იქნა გამოვედი და კარადასთან მივედი. -შავი ჯინსის შარვალი და თეთრი ტოპი ჩავიცვი, პარკში ჩემი და ანის კაბები ჩავდე და სახლიდან გამოვედი. მანქანაში ჩავჯექი და ხუთ წუთში ანისთან ვიყავი. ერთად დავიწყეთ მომზადება. მე კრემჯსფერში გადასული ღია ვარდისფერი კაბა ჩავიცვი, რომელიც ტანზე მომდგარი იყო და წინ მკერდთან ამოღებული და შესაფერისი ფეხსაცმელები. თმა ბუნებრივად სწორი მაქვს და გაშლილი დავოტოვე. ანიმ მუქი მწვანე ატლადის კაბა ჩაიცვა, ისიც მიმდგარი იყო და ზურგზე ამოღებული, შავი მაღლები და თმა დაისწორა. -ნუცი, ნიკამ დამირეკა ახლა, ჩვენ გამოგივლითო. -კაი. ჩვენ უკვე მზად ვიყავით, ნიკამ რომ დარეკა ჩამოდითო. ჩვენც მაშინვე ჩავედით. სხვათაშორის გიორგი ძალიან სიმპატიური იყო. შავგრემანი, ლურჯი თვალებით, ტანზე ლურჯი ჯინსი და თეთრი პერანგი ეცვა. ნიკა ქერა, თაფლისფერი თვალებით, მას შავი ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა. მანქანაში ჩავსხედით და წავედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.