სამიზნე || (თავი 11)
ცარიელ მინდორზე ადამიანის ჭაჭანება არ იყო, ირგვლივ ხეებიც კი დადუმებულიყვნენ, არანაირი ცხოველი, ფრინველი, პატარა კოღოც კი არსად დაფრინავდა. ბუნებაც თითქოს გარინდულიყო შეხვედრის მოლოდინში. მთელი გულით ცდილობდა ანდრია, შუა მდელოზე მდგომი ყურადღება ცისკენ მიპყრო, მაგრამ არ გამოდიოდა. ვარსკვლავებით მოჭედილიყო ცა და წერტილს არ ტოვებდა გაუნათებელს.ფიქრებში გარინდული ანდრია ერთ ადგილზე გახევებულიყო, მილიმეტრითაც კი არ ინძრეოდა და სულ უფრო ემსგავსებოდა გვერდით მდგომ ხეს. უიარაღოთ თავს ხაფანგში გამოჭერილივით გრძნობდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა მოეთმინა. არც ყურით ესმოდა ბიჭების ხმა და ხვდებოდა, რომ ამჯერად სრულიად მარტო იყო მისი მტრის წინააღმდეგ. რა მოხდებოდა ყველაფერი ცუდად რომ დამთავრებულიყო? არ დამთავრდებოდა, ამას არ დაუშვებდა, აქედან ნანო ჯამრთელი და ფეხზე მოსიარულე წავიდოდა. აბეზარი ფიქრები მანქანის ფარის შუქმა დაურღვია და აქამდე გარინდულად მდგომი გახევებული კაცი შეაფხიზლა. ახალი მოდელის მერსედესიდან მედიდური სახით გადმოვიდა მინისტრის მოადგილე. მალვის მიუხედავად ძვირფასი კოსტიუმი მაინც ემოსა, ოქროს საათიც უმშვენებდა მაჯას და ჟელეთი გადავარცხნილი თმაც კი უკეთესად ქონდა დაწყობილი. ამ კაცს მილიციისგან გაქცეულის არაფერი ეტყობოდა და გული შეეკუმშა ამის გაფიქრებისას ანდრიას. -მალვა მოგხდენია_შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები ანდრიამ და ლამის მზერით გაბურღა მოწინააღმდეგე. -შენ კი ჭკუა მაინც ვერ ისწავლე. აქ მარტო რამ მოგიყვანა? -შენგან განსხვავებით მე პირობებს არ ვარღვევ, ნანო სად არის? -კარგი რა ანდრია, ახლა არ მითხრა მჯეროდა რომ მოიყვანდიო. -სიმართლე რომ გითხრა არა, ყოფილო მოადგილევ. -აბა რა გიკვირს გენერალო? ან რას ფიქრობდი აქ მარტო რომ მოდიოდი?_ჰალსტუხი შეისწორა გიორგიმ. -და საიდან იცი, რომ მარტო ვარ?_ჩაეცინა ანდრიას. -შენ ცოლს საფრთხეს ამის გამო არ შეუქმნიდი, ტყუილად ბლეფობ_თითი დაუქნია გაღიმებულმა ღავთაძემ და კაცს მიუახლოვდა. -მაშინ რას იტყვი ახლა შენი მძღოლი რომ მოვიშოროთ?_ იარაღივით გაშვერილი საჩვენებელი თითი მანქანის საქარე მინას მიუშვირა გენერალმა და წამიც არ გავიდოდა მინის ზრიალის ხმას მძღოლის ბოლო ამოსუნთქვა რომ მოჰყვა. -ხომ იცი, რომ ამითი საკუთარ ოჯახს კლავ? -არა, ამითი ჩემს ბოლო, დაუძინებელ მტერს ვიშორებ_კმაყოფილი სახით გადახედა მანქანას ამოფარებულ მედიდურობა შერყეულ კაცს ანდრიამ და გაღიმებულმა დახედა როგორ დაეცა მეორე მცველი ფეხებთან, მას მესამეც მიყვა და გიორგი სრულიად მარტო დარჩა. -აბა? ბოო სურვილი?_ღიმილს ვერ იშორებდა გენერალი სახიდან -შენს ცოლს ვეღარასდროს ნახავ_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ღავთაძემ და წელში გასწორდა. -აი სად ცდები _წარბი აუწია კაცმა საპასუხოდ და ცერათი მაღლა აწეული ხელით გახედა რამდენიმე მეტრის მოშორებით, ხეში შემალულ ყიფშიძეს, რომელიც კიდევ ერთ გამარჯვებას ზეიმობდა. -დარწმუნებული ხარ, რომ ადგილი სწორად იპოვა?_დაეჭვებით გადახედა დაჩიმ გაბრიელს -სრულიად, გიჟდება ელენე ამ პროგრამაზე შეცდომას არ უშვებსო. -კარგი, მაშინ კარგად შეისწავლე, თითოეული სანტიმეტრიც კი უნდა ვიცოდეთ. -უკვე გადავხედე უფროსად დანიშნულო_სათვალის ქვემოდან ამოხედა გამომძიებელს და ღიმილი გაეპარა მის სახეზე კუთხეში. -როგორ ვიყოფით?_ბიჭებს გადახედა დაჩიმ -მაპატიეთ, მაგრამ მე ანდრიას გავყვები, სხვანაირად მშვიდად ვერ ვიქნები_წამით მოაშორა ფანჯარას მზერა ყიფიანმა. -მაშინ მეტი არავინ დამჭირდებით. -ანდრია, უიარაღოდ მიდიხარ, დარწმუნებული ხარ, რომ ერთი კაცი გეყოფა?_ანერვიულდა დაჩი -დამიჯერე, ყიფიანი ხუთს უდრის ჩემთვის, მეტი არავინ მჭირდება, ახლა ყველაზე მთავარი ნანოს იქედან გამოყვანაა. -ეგ ჩვენზე იყოს_იარაღი ხმაურიანად გადატენა ყიფძემ. -არწივი პოზიციაზეა_ყიფშიძის ჩურჩული გაისმა გადამცემში. -ნეტა ვიცოდე არწივად ვინ დაგნიშნა, ჰაჰა დელფინობა გაქაჩო, მეც ადგილზე ვარ_ფხუკუნი აუტყდა გაბრიელს. -მაშინ ზვიგენი დამრჩენია და მეც აქ ვარ_დაჩიც აყვათ ხუმრობაში. -დრო? -ხუთ წუთში გამოვლენ. ამ სიტყვებს რამდენიმე წუთიანი სამარისებური სიჩუმე მოჰყვა, როგორც ჩანდა გაზაფხულზე საგურამო დიდად არავის უყვარდა, რადგან სახლების უმეტესობაში შუქიც კი არ მოჩანდა, ღავთაძეს კი თავშესაფრად ლამის ბოლო სახლი აერჩია, რომელიც უკვე გასასვლელში იდგა და ხელს არავინ შეუშლიდა. გალავანი იმდენად მაღალი ჰქონდა სახლს, ბიჭებს თავიდან ხეზე ასვლაც კი მოუხდათ სახლის დასანახად, აქ გიორგი მართლად სრულიად დაცულად იგრძნობდა თავს. -მარჯვენა მხარეს მოძრაობა შეინიშნება_როგორც იქნა გაისმა ნანატრი სიტყვები დაჩიდან. -უკვე მეც ვხედავ, ერთი მანქანა და მასში 4 კაცია_სამიზნეს ყურადღებით დააკვირდა გაბრიელი. -შეხვედრის ადგილამდე 25 წუთიანი გზაა, ხუთი წუთი ვიცდით და შევდივართ_საბოლოოდ გაისმა დაჩის ჩურჩული და რაცია ისევ დადუმდა. ამჯერად დათვლილი ხუთი წუთი ნამდვილად მოგეჩვენებოდათ საუკუნედ, სანამ ისევ აშიშნდებოდა გადამცემი და სანატრელ სიტყვებს გამოსცემდა: -შევედით! გენერლის აყვანის მსგავსად სამივე მხრიდან შეუტიეს სახლს. დაცვა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე ელოდნენ, თანაც არც სიგნალიზაცია ყოფილა ჩართული, გარედან ყველაფერი მახეში გაბმას გავდა, მაგრამ მთავარი ამ დროს სარდაფიდან ამომავალი ზმუილის ხმა იყო, რომელიც სწორედ იმ ქალს ეკუთვნოდა ვისთვისაც იყვნენ მოსულები. ნანო მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა და ყველაფრით ცდილობდა ხმაურის გამოწვევას და ყურადღების მიქცევას. -ვსო, მოვედით, დამშვიდდი, ახლა ჩვენთან ხარ_პატარა ბავშვივით გადაუსვა თავზე ხელი დაჩიმ და ეცადა პირზე გაკრული წებოვანი ლენტი უმტკივნეულოდ მოეშორებინა. -ანდრია? -მოდი ჯერ აქედან გავიდეთ, კარგი? მთავარია, შენ ხომ კარგად ხარ?_გამამხნევებლად გაუღიმა გამომძიებელმა. -სანამ ამ ნაბი*ვარს არ მოვუვლი კარგად ვერ ვიქნები_კბილებში გამოსცრა ნანომ და დაჩის გამოწვდილი იარაღი ჩამოართვა. ბიჭებს დაცვა უკვე განეიარაღებინათ და გაეკოჭათ კიდევაც, მხოლოდ ხუთნი იყვნენ. -დანარჩენები?_ბიჭებს გამოხედა ქალმა. -რამდენი დათვალე? -ოცამდე. -ჯანდაბა. აქ ხუთია, ხუთნი ღავთაძესთან. ათი გვაკლია_ფანჯარას მიუახლოვდა ყიფშიძე. -ტყვიები გვააქვს?_იარაღს დახედა ნანომ. -ბლომად_ზურგჩანთა გახსნა დაჩიმ. -მაშინ ვანახოთ როგორ ვიცით ქუთაისლებმა თავდაცვა_გადატენილი იარაღით ამოუდგა გენერლის ცოლი ყიფშიძეს და ფრთხილად გახედა მოახლოებულ, შეიარაღებულ ხალხს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.